შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...ცოლი კომპანიის სანაცვლოდ... ( 1 თავი )


8-07-2015, 23:37
ავტორი lele
ნანახია 3 849

გამარჯობათ , მე კატო ვარ 20 წლის , ვცხოვრობ თბილისში ბიძასთან , მის ცოლთან და ბიძაშვილებთან ერთად. დედაჩემი ბევრი სხვა მშობლის მსგავსად საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ , რადგან აქ სამუშაოს ძნელად თუდაიწყებ მე კი ათასი რამ მჭირდებოდა და არ უნდოდა რამეზე გული დაეწყვიტა თან ყოველთვის იმას მიმეორებდა , რომ გზაზე უნდა დავეყენებინე ამიტომაც ჩვენი ბინა გავყიდეთ აღებული თანხით დედამ გერმანიაში წასვლა მოახერხა მე კი დედის ძმასთან გადავედი საცხოვრებლად. ჩემი დედიკო წასვლის დღიდან უზომოდ მენატრება. სამწუხაროდ და-ძმა არ მყავს რაზეც გული ძალიან მწყდება , ამიტომაც გადაწყვეტილი მაქვს რომ ბევრი შვილი უნდა ვიყოლიო რაც შეეხება მამას მე ის არ მყავს რაც არ მაწუხებს უფრო მეტიც მამის მხრიდან არცერთი ნათესავიც კი არ მყავს გვერდით რომლებიც შეიძლებოდა რაღაცაში მაინც დამხმარებოდნენ.. მოდი აქვე ვიტყვი რომ მყავს არაჩვეულებრივი მეგობრები ლიკა და თაკო , ერთმანეთზე გვეკეტება მემგონი ისე გვიყვარს ერთმანეთი.. თუმცა ამათ გარდაც ბევრი სხვა მეგობარი მყავს ასე , რომ წესით თავს არასდროს უნდა ვგრძნობდე მარტოსულად
ორი წლის წინ სკოლა დავამთავრე და ახლა უკვე უნივერსიტეტში მეორე კურსზე ვსწავლობ. მიყვარს უნივერსიტეტში სიარული კარგად ვერთობი თუმცა ერთი ის პრობლემაა , რომ დილით ადგომას საშინლად ვერ ვიტან..
რაც შეეხება სიყვარულს აქ საქმე რთულადაა , ძალიან მიყვარს ყურადღება , რაც ჩემი გარეგნობის პატრონს არ მაკლია.. თავს არ ვთვლი ძალიან ლამაზად არ გეგონოთ ჩემ თავზე დიდი წარმოდგენა მქონდეს უბრალოდ სხვების ნათქვამს ვიმეორებ თორემ მე რომ მკითხოთ ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ.. სად გავჩერდიი? გამახსენდა , რამდენჯერაც ვინმესთან ურთიერთობაში ვიყავი და სხვა საფეხურზე გადასვლა დავაპირეთ , არ ვიცი რატომ მაგრამ ყოველთვის უკან ვიხევ , ალბათ იმიტომ , რომ ჯერ არავინ მყვარებია.. ყველაერი კი მაშინ აირია ჩემს ვითომ და დალაგებულ ცხოვრებაში როდესაც ჩემი ბავშობის მეგობარი ნიკა ლონდონიდან დაბრუნდა..
მე და ნიკა მეზობლები ვიყავით.. ერთმანეთი როცა გავიცანით შვიდი წლის ვიყავი ნიკა კი ათი წლის იყო , ერთ სკოლაში ვსწავლობდით კლასებიც კი გვერდიგვერდ გვქონდა და სულ ერთად ვიყავით , ახლა , რომ ვიხსენებ ძალიან მენატრება ის დრო რამდენ სისულელეს ვაკეთებდით ერთად. მართალია , ზოგჯერ ძალიან მაწვალებდა და ნერვებს მიშლიდა მაგრამ ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებდით.. აქვე იმასაც გაგიმხელთ , რომ ის პირველი ბიჭი იყო რომელიც ძალიან მომწონდა , შეიძლება მიყვარდა კიდეც მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი , ახლა კი რომ ვფიქრობ მისი საქციელებიდან გამომდინარე ისიც არ უნდა ყოფილიყო გულგრილი ჩემს მიმართ მაგრამ ეს ყველაფერი უკვე წარსულია და ვერაფერს შევცვლი.. სამწუხაროდ მოხდა ისე , რომ მამამის რაღაც შეემთხვა და საჭირო გახდა ცოტახანი არ გამოჩენილიყო ამიტომაც გადაწყვიტეს ლონდონში წასულიყვნენ და იქ ეცხოვრათ.. ამ ამბიდან შვიდი წელი გავიდა და ამ დროის განმავლობაში ერთხელაც არ მინახავს ნიკა , უფრო მეტიც არც კი შემხმიანებია ახლა კი ის აქ იყო და გული მიგრძნობდა რომ რაღაც აუცილებლად შეიცვლებოდა..
ღამის ორი საათი იქნებოდა თაკოს დაბადების დღიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი , ნასვამი ვიყავი და ცოტა ფეხიც კი მეორეოდა , არ მჩვევია ბევრის დალევა მაგრამ დღეს ძალიან ბევრი დავლიე . ჩემდასაბედნიეროდ ცუდი სიმთვრალე არ მაქვს.. ტაქსს სადარბაზოსთან გავაჩერებინე და მანქანიდან გადმოვედი ,სადარბაზოსთან ვიღაც ახალგაზრდა იჭი იდა გა და სიგარეტს ეწეოდა არ შემიხედავს ვინ იყო პირდაპირ კიბეებისკენ წავედი ამდროს უკნიდან არც ისე ნაცნობი ხმა მომესმა..
-როგორ ხარ კატოო ?!
უკან რომ მივტრიალდი ხელში ნიკა შემომრჩა რომელიც ირონიული სახით პირდაპირ თვალებში მიყურებდა , მე კი დავიბენი და ამ უმნიშვნელო კითხვაზეც არ ვიცოდი რა მეპასუხა..
-რა იყო ენა ჩაყლაპეე? (ნიკა)
- მმ.მ.მ კარგად მადლობთ.. უკაცრავად და შემახსენე რომელი ხარ? (მე)
თავი ისე მოვაჩვენე თითქოს ვერც კი ვიცანი..
-მეც კარგად ვარ ვითომ არ გახსოვს ვინ ვარ.. თუ იმდენად მთვრალი ხარ , რომ ვერ მიხსენებ? (ნიკა)
-მთვრალი არ ვარ (არადა პატარა ბავშვიც კი შემატყობდა ისე ვიყავი ) თანაც რა შენი საქმეა საერთოდაც ნასვამი ვარ თუ არაა..?!
-ხასიათით ისევ ისეთი აუტანელი ყოფილხარ , მაგრამ შეხედულობით მაგარი გოგო დამდგარხარ (თან ზემოთ ქვემოთ მაყოლებდა თვალებს და ირონიულად მიღიმოდა )
მისმა სიტყვებმა საშინლად გამაღიზიანა და ერთი კაი სილაც ვუწილადე სიფათში.. ნასვამი რომ არ ვყოფილიყავი ალბათ ამას ვერც კი გავბედავდი და დებილივით ვიდგებოდი..
-ყოჩაღ კაი დარტმა გცოდნია , ტუჩიც კი გამიხეთქე მაგრამ ამ ერთხელ გაპატიებ სხვა დროს კი ესე იოლად ვერ გადამირჩები ქალბატონო კატო !
-სხვა დროს უარესად მოგხვდება ( ვუთხარი გაბრაზებულმა ან რას ვერჩოდი სწყალს ) ახლა კი გააგრძელეთ სიგარეტის მოწევა და კარგად ბრძანდებოდეთ..
- აბა გაიქეცი ახლა სახლში და მომავალ შეხვედრამდე.. და ხო სხვა დროს იმედია დასალევად , რომ წახვალ მეც წამიყვან
მე კი ხმა აღარ გამიცია ისე ავედი კიბეებზე , გულში კი ვლანძღავდი რადგან ჯერ არ ჩამოსულა და უკვე ნერვები მომიშალა , იდიოტი.


სათაურის მოფიქრება გამიჭირდა და ალბათ არც ეს არაა ცუდი)))~
იმედია მოგეწონათ და გამიხარდება თქვენს აზრს კომენტარებშიც დუ დააფიქსირებთ)))) მადლობა წინასწარ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent