ქალიშვილი პროვინციიდან 3
მე და დეიდა გაოცებულები ვუყურებდით დეიდას რომელიც ელოდა როდის ამოვიღებდით ხმას. მე სიხარულისგან ვიყავი დამუნჯებული, იმ წუთას არაფერზე არ მიფიქრია, არც იმაზე როგორ გაბრაზდებოდა დედა. -ლელა შენ სულ გადაირიე? რამდენჯერ გითხარი და კიდევ გაგიმეორებ...-დაიწყო დედამ მაგრამ დეიდამ გააწყვეტინა. -დამშვიდდი ნათია . ჯერ მომისმინე და მერე მეჩხუბე. -აბა გისმენ!-გაბრაზებას ვერ მალავდა დედა. მე კი უბრალოდ ვიჯექი და სადღაც ოცნებებში დავფრინავდი. -ჩვენთან საავადმყოფოში ერთი მუდმივი კლიენტი გვყავს. მისი შვილი სალომე რამდენიმეჯერ იყო ჩემთან, ძალიან მოვეწონე და ხანდახან საკლაპარაკოდაც შემომივლის ხოლმე. როგორც ამბობენ სალომეს მამა მილიონერია და მათ ოჯახს ყველა პატივს სცემს. გუშინ ჩემს კაბინეტში მისი დედა, ანასტასია რომ შემოვიდა ძალიან გამიკვირდა თუმცა არ შემიმჩნევია, სახეზე ღიმილი ავიფარე და დაჯდომა შევთავაზე. მან თვალებში შემომხედა და პირდაპირ მითხრა: -ეს საავადმყოფო ჩემი ნაცნობისაა, მან მითხრა რომ თქვენ გყავთ დისშვილი რომელიც სოფელში ცხოვრობს და ძალიან უნდა თბილისში სწავლის გაგრძელება თუმცა საშუალება არ აქვს მის ოჯახს. -მართალია მაგრამ... -ჩემს შვილს მოსამსახურე სჭირდება-გამაწყვეტინა მან-რომელიც ცალკე იცხოვრებს, მხოლოდ სახლს დაალაგებს , საჭმელს გააკეთებს, მეტი არაფერია. ანაზღაურება კი იმდენი ექნება რომ ბინის ქირასაც გადაიხდის, სწავლის საფასურსაც და დედასაც დაეხმარება. თუ სურს დაუსწრებელზე ისწავლის. ამ ყველაფერს მე გპირდებით, თვით ანასტასია შერმანი. რაც შეეხება იმას რომ ბიჭია-მიმიხვდა ყოყმანის მიზეზს-არაფერზე არ იღელვოთ, ჩემი გოგონა, სალომე თქვენს დისშვილს დიდ ყურადღებას მიაქცევს. ალბათ ისიც გაინტერესებთ რატომ თქვენი დისშვილი. თბილისში ხომ ამდენი მსურველი იქნებოდა. მინდა გულუბრყვილო, გულწფელი და უბრალო გოგონა. პროვინციიდან ჩამოსულ ქალიშვილს კი ყველა ეს თვისება გააჩნია. ასე რომ თანახმა ხართ თუ არა? -გულწრფელად გეტყვით, პირადად მე კი თანახმა ვარ მაგრამ ლინდა ჩემი დისშვილია და არა შვილი. ჩემმა დამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არა მე. ხვალ სოფელში წავალ, თუ ისინიც თანახმა იქნებიან ორივე ერთად ჩამოვალთ. მანამდე კი დაგიკავშირდებით. -კარგი. დიდი მადლობა.-დამემშვიდობა ღიმილით და ისე წავიდა აღარაფერი უთქვამს.-დაასრულა დეიდამ და გადმოგვხედა. -და შენ ფიქრობ რომ უნდა ვენდოთ?-ცრემლი მოერია დედას, ალბათ თავისი ტანჯული წარსული გაახსენდა. -ცხოვრებაში ბევრი კარგი და ცუდი ადამიანი შეგხვდება მაგრამ არ უნდა იფიქრო რომ ყველა ერთნაირია. ბავშვობიდან ამას გვინერგავდა თავში ბებია. ხომ ხედავ როგორ უნდა ლინდას სწავლის გაგრძელება, შენს გამო ხმას ვერ იღებს თორემ მე ხომ ვიცი მის გულში რა ცეცხლი ტრიალებს-დაუყვავა ლელამ დას. -ხომ ჭკვიანად მოიქცევი ძვირფასო?-ღიმილით მკითხა დედამ. ამ სიტყვებზე მე ფეხზე წამოვხტი და წივილ-კივილით ჩავეხუტე ჩემს საყვარელ დედიკოს, სიცილ-კისკისით დავუკოცნე ლოყები და შევპირდი: -შენი შვილის გამო თავის აწევა არასდროს შეგრცხვება დედა, ჩემი სახით საფიქრალს არ გაგიჩენ. აი ნახავ, ამ გადაწყვეტილებას არ ინანებ. ...თაზო ავალიანი (ალექსანდრეს მეგობარი) ...ლევან სურგულაძე (ალექსანდრეს მეგობარი) -სწორად იქცევი სანდრო, ყველას ჯინაზე უნდა იბრძოლო, მაგრამ იცოდე იმ გოგოს.. -თაზო ახლა შენც ჭკუის დარიგება არ დამიწყო. ვიცი როგორც უნდა მოვიქცე. ყველა ქალი ერთნაირია. გამოცდილება უკვე მივიღე და ვიცი რას იმსახურებენ ისინი-მოკლედ მოუჭრა მეგობარს ალექსანდრემ და თვალები გადაატრიალა. -ალექსანდრე თუ ყველაფრის დავიწყება გინდა ისევ ის ძველი სანდრო უნდა დააბრუნო. ჩვენ შენთვის მხოლოდ კარგი გვინდა, ისევ ისეთი მხიარული და თბილი სანდრო გვინდა-მხარზე ხელი დაადო ლევანმა. -უკვე დიდი ადამიანი ვარ და ვიცი რაც უნდა გავაკეთო. დღეს ძალიან დავიღალე, ახლა არაფრის თავი არ მაქვს, სახლში უნდა წავიდე-ცივად დაემშვიდობა ძმაკაცებს და კომპანიიდან წამოვიდა. ‘’ჰმ, ამ ქვეყნად ყველა ქალი ისე იქცევა როგორც სჭირდება, მათი ყოველი გრძნობა ყალბია, თვით სიყვარულიც კი. სამწუხაროა რომ ასეა, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ’’-გონებაში ჩაიცინა ალექსანდრემ და მანქანაში ჩაჯდა. მშობლიურ სახლში რომ მივიდა ყელში ბურთი მოებჯინა მაგრამ ბოლოს მაინც ‘’ახალმა’’ სანდრომ გაიმარჯვა და ეზოში შეაბიჯა. -სანდრო-ბაღში ყვავილების მორწყვით დაკავებულმა სალომემ ძმა შენიშნა, მისკენ გამოექანა და ყელზე ჩამოეკიდა. -როგორ ხარ სალომე?-ცივად მოიშორა და და როცა დაინახა როგორ მოიწყინა გოგომ თავისი თავი გონებაში გალანძღა. -მე რა მიჭირს. წამოდი სახლში შევიდეთ-წინ წავიდა სალი და თან მალიმალ უკან იყურებოდა სანდრო ხომ მომყვებაო. რაღაცნაირი შიში ჰქონდა რომ ის წავიდოდა და აღარასდროს დაბრუნდებოდა. -ალექსანდრე ზუსტად კარგ დროს მოხვედი, რომ იცოდე რა ამბები გვაქვს. შენი მოსამსახურე ხვალ თბილისში ჩამოვა. ლინდა აბაშიძე, დედაშენმა იმდენი აქო რომ ალბათ მართლაც შესანიშნავი გოგონა იქნება-ღიმილით ამცნო ლუკამ შვილს. -შესანიშნავი გოგონა არ არსებობს-ჩუმად თქვა სანდრომ და მწარედ გაეღიმა. -იქნებ სადგურზე შენ დახვდე დედა?-ხმა ამოიღო ანამ. -ცოლადაც ხომ არ მოვიყვანო?-უხეშად კითხა ალექსანდრემ. -რა იყო უბრალოდ გკითხე შვილო, ცოტა სითბო რომ გამოიჩინო მის მიმართ რა იქნება, ღარიბი გოგოა, მხოლოდ დედა ჰყავს... -სწორედ გამომიცნია, ზუსტად ვიცოდი რომ ასეთ მოსამსახურეს მიპოვნიდით, ვითომ გულუბრვილოს და შინაგანად ურჩხულს, კარგი, იყოს ასე მაგრამ ჩემს თავზე პასუხისმგებელი არ ვარ. ...ლინდა... საწოლზე წამოწოლილი ფიქრებში ვიყავი. გაღებული ფანჯრიდან ვარსკვლავები ჩანდა. გრილი სიო შემოდიოდა, რაც ძალიან მსიამოვნებდა. ალბათ დიდი ხანი აქ ვერ ჩამოვალ, აქამდე არ მიფიქრია თუ როგორ მომენატრებოდა დედა, ნიზა და საერთოდ ჩემი სოფელი რატომღაც ამ გალაღებულ წუთებში გაგა სრულიად არ გამხსენებია. ალბათ იმიტომ რომ ნაწყენი ვიყავი, ნუთუ სანამ წავალ არ დამემშვიდობება. თუმცა რა გამომშვიდობებაზეა საუბარი როცა მითხრა რომ თუ თბილისში წავიდოდი, დამივიწყებდა. ამის საერთოდ არ მეშინოდა, რაც ძალიან მიკვირდა. ფეხზე წამოვდექი და კარადიდან ჩემი პატარა ჩემოდანი გადმოვიღე. რაც მაქვს ყველაფერი დედას ნაქონია, სწორედ ამიტომაა ეს ნივთები ჩემთვის ძალიან ძვირფასი. თაროდან სამი ლამაზი კაბა გადმოვიღე რომელიც უწინ ჩემით შევკერე. აუცილებელი ნივთებიც ზემოდან დავალაგე და ბოლოს ჩანთაში ჩემი და დედას ფოტო ჩავდე. მახსოვს უკანასკნელი კაპიკი გადავუხადეთ ფოტოგრაფს, რადგან სამახსოვრო სურათი ჩვენს პატარა ოჯახსაც ჰქონოდა. უცბად ეზოში ჩრდილი შევნიშნე და შეშინებულმა ფანჯრიდან გადავიხედე. ნიზა იყო. მისი ცისფერი თვალები მთვარის სინათლეზეც კი დავინახე. რაფას კარგი ახტაჯანასავით გადავახტი და მეგობრისკენ გავიქეცი. -ნიზა, ასე გვიან აქ რა გინდა?-შეშფოთებულმა ვკითხე მე. -ძალიან მომენატრები ლინდა, ძალიან მომენატრები...-ჩაიჩურჩულა მან, გადამეხვია და აქვითინდა. ....................................................... ვიცი რომ პატარა თავია მაგრამ ზუსტად ახლა ყველა მეუბნება სწრაფად წამოდიო, ქალაქგარეთ მივდივართ და არ მასვენებენ =D თუმცა იქიდანაც შემიძლია დადება და არ დაგაღალატებთ. უყვარხართ თქვენს სოფიკოს. ძალიან გამახარებთ თუ თქვენს აზრს ისევ დააფიქსირებთ (ისევ ბევრი, ბევრი გული) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.