სულ ორი სიტყვით (სრულად)
- მარიამ,სად ჩქარობ ასე,გთხოვ,გააჩერე მანქანა,-ყვიროდა ჩემს გვერდით ძარღვებდაბერილი მამაკაცი. - შენ გგონია ამ ყველაფერს ასე ადვილად გაპატიებ?,-ცრემლები ლოყებზე მეცემოდა,მლაშე სითხე სახეს მწვავდა და სულს ამწარებდა.. მამაკაცის თხვონის მიუხედავად პედალს მაინც ვერ ვუშვებდი ფეხს,თითქოს ეს ასე უნდა მომხდარიყო..მის ხელი გულზე მივიდე,აცრემლიანებული შევხედე თვალებში და ძალიან ჩუმად წარმოვთქვი,ის ჯადოსნური სიტყვა,რომელსაც „მიყვარხარ“ ჰქვია,რომელიც აძლევს ადამიანს ფრენის საშუალებას,რომელიც გულს ორჯერ,ან სამჯერ უფრო მეტად აძალებს ფეთქვას.. რომელიც უბრალოდ თავს ბედნიერს გაგრძნობინებს! მოსახვევიდან მალევე გამოჩნდა შავი ჯიპი,ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა,მე კი მეგონა,რომ დიდი დრო გავიდა.. გული კოჭებში ჩამივარდა,ძალიან ამტკივდა თავი,საჭეს ხელი მაგრად მოვკიდე და ვეცადე მანქანა მომეტრიალებინა,ამას ვიზამდი თუმცა ჯიპმა სვლა არ შეანელა.. ყურთასმენა ძლიერმა ხმამ შეაფერხა.. - მარიაამ,-ეს იყო ბოლო სიტყვები რაც გავიგონე,აცრემლიანებული გავხედე დასისხლიანებულ მამაკაცსს,რომელიც ცდილობდა ჩემს გამოყვანას.ვიგრძენი,როგორ არღვევდა ტკივილი გულს,როგორ მეცემოდა სახეზე სისხლი...როგორ მეხუჭებოდა თვალები..საბოლოოდ ჟრიამული მიწყდა.. ჩემს ტანზე მამაკაცის შეხება განელდა. ყრუდ მესმოდა ჩემი სუნთქვა.. და ისიც მალევე მიწყდა.მხოლოდ ფიქრის უნარი მქონდა ამ სიბნელეში.ნუთუ მოვკვდი? ეს კითხვა უფრო მეტად მტკენდა სულს.. ახლა ნათლად ვგრძნობდი სულის ტკივილს. ჩემი ყურადღება მიიწვია ამ სიბნელეში ერთმა ანთებულმა სანთელმა.. ნებიჯებს მძიმედ ვდგამდი,სიცივემ ძვლებში შეაღწია,ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს სისხლი გამეყინა,თუმცა სვლა არ შემიჩერებია. ექოსავით ჩამესმოდა ჩემი ფეხის ნაბიჯები.მივუყვებოდი უცნობ დერეფანს,რომელიც არაფერს ჰგავდა,არც მიტოვებულ სახლს,არც საავადმყოფოს.. ეს იყო სტადიონის სიგრძის,დიდი დერეფანი..სანთლის მბჟუტავი სინათლე უფრო ახლოს მოიწევდა ჩემსკენ. გავარჩიე მოხუცი ქალის სილუეტი... ყელში ბურთი გამეჩხირა,გონებამ მუშაობა დაიწყო.. ნაბიჯებს ავუჩქარე,გული მოხუცი ქალისკენ მიიწევდა.. სანთლის შუქზე ნაცნობი ქალის სახე დავლანდე.. სუნთქვა გამიხშირდა,გულისცემამ იმატა,თითქოს ყინულივით ცივი სისხლი გადნა. - დედა,-ჩუმად წარმოვთქვი და ქალის რეაქციას დაველოდე.. თვალებზე ცრემლები მომადგა,დედას შავი თავშალი ეფარა,მისი დანაოჭებული თითები ძლივს იჭერდნენ მასში მოექცეულ სანთელს.. თავშალიდან ჭაღარა თმები მოუჩანდა,რომელიც სახეზე ედებოდა.. დაბერებული თვალებიდან ცრემლები ლოყებზე ჩამოსდიოდა,ლოყებიდან კი შავ გრძელ კაბაზე ეცემოდა.. მის წინ ჩავიხარე და ხელი მის აკანკალებულ ხელს დავადე.. ტკივილმა იმატა,ემოციების მოზღვავებული რაოდენობა ვიგრძენი.. დედა ღმერთს ევედრებოდა,მისი პირიდან სიტყვები არ გამოდიოდა,თუმცა ამ ჩაბნელებულ დერეფანში ექოსავით ისმოდა ვედრება.. ვედრება შვილზე,მუხლმოდრეკილი ღმერთს ელაპარაკებოდა.. ნათლად გავარჩიე ბოლო სიტყვები:“ ღმერთო,მას ჯერ ხომ არ უცხოვრია!“ მერე კი დერეფანში უკუნითი სიბნელემ დაისადგურა.უეცრად ვიგრძენი დიდი დარტყმა გულის არეში,დარტყმა რამდენიმეჯერ განმეორა,მინდოდა მეყვირა სიმწრისგან,თუმცა ყვირილი არ გამომდიოდა.. თვალები მძიმედ გავახილე,ჯერ ერთი,შემდეგ კი-მეორე.. მბჟუტავი შუქი ოტახს ანათებდა,ფანჯრიდან მესმოდა წვიმის წვეთები,მესმოდა,როგორ მელოდიურად აჰყვა მას ჩემი გულის ფეთქვა.. შემდეგ კი აპარატი აწრიპინდა..ოთახში რამდენიმე ექიმი შემოცვივდა.. - მარიაამ,გესმის ჩემი?,-ლოგინთან თეთრხალათიანი ქერათმიანი გოგონა დადგა,საჩვენებელი თითი ცხვირთან მოიტანა და გვერდით გასწია... - კი,მაგრამ აპარატმა ორი საათის წინ გულის ფეთქვა ვერ დაინახა,ახლა... ეს როგორ მოხდა?,-კუთხეში მდგომი ორი ექიმი თვალს ვერ აშორებდა აპარატს,ხან მე შემხედავდნენ,ხან კი წრიპინა აპარატს,რომელიც ზუსტად აჩვენებდა ჩემი გულის გახშირებულ ფეთქვას.. - მარიამ,უკეთ ხარ?,-ქერათმიანი ექიმი ცდილობდა ჩემი მდგომარეობის გარკვევას,ყელში ბურთი გამეჩხირა,ხმას ვერ ვიღებდი.. თუმცა თავში მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა.. გოგონას თვალებში ვუყურებდი..ძალა მოვიკრიბე და,როგორც იქნა,ხმის ამოღება შევძელი. - საბას ნახვა მინდა,-ვდილობდი ჩემს ტანზე მიმაგრებული აპარატი გამეთიშა.აქამდე კუნთების სუსტ ტკივილს ვგრძნობდი,როდესაც წამოსადგომად ძალა მოვიკრიბე ეს ტკივილი გაასმაგდა.. თვალებიდან ცრემლები ძალაუნებურად მომდიოდა. - არაა,არა საყვარელო.. საბას ასეთ მდგომარეობაში ვერ ნახავ,-ექიმმა მკლავში მომკიდა ხელი და ფრთხილად ისე საწოლზე დამაწვინა,-საბას სძნავს,გონს მოვიდა და გიკითხა,როდესაც ვუთხარით,რომ შენ სიცოცხლე ვერ შეინარჩუნე,არაფერი არ უთქვამს.. მხოლოდ თვალები დახუჭა.. - გთხოვთ,ახლავე გააღვიძეთ და უთხარით,რომ კარგად ვარ! ძალიან გთხოვთ,-ჩემმა ხმამ სიმტკიცე დაიბრუნა,დაბეჟილ სახეზე თითოეული წვეთის დაცემა მტკიოდა,თუმცა ეს ფიზიკური ტკივილი,არაფერია სულიერთან შედარებით.. - მარიამ,არ მინდა გული უფრო გატკინო,არც ისე მინდა,რომ მოგატყუო,-ლოგინზე ჩამოჯდა გოგონა და ხელი ხელზე დამადო,თანაგრძნობის ნიშნად,-მაგრამ საბას ახლა ძალების მომატება სჭირდება,ორი დღე-ღამე ვერ იძინებდა,არც ტკივილგამაყუჩებელმა უშველა,ახლა კი სძინავს.. აუცილებლად ვეტყვი,როდესაც გონს მოვა.შენ მაგაზე არ ინერვიულო. - არა,თქვენ არ გესმით,-კარებთან მდგარ ექიმებს გავხედე,ისინიც თანაგრძნობის და შეცოდების თვალებით მიყურებდნენ..მალევე ჩემი ოთახი დაცარიელდა.. დავრჩი ისევ მარტო ამ სიბნელეში,ისმოდა დერეფანში უცხო ხალხის ტირილი,რომელიც უფრო მიწვავდა სულს... ვფიქრობდი საბაზე,ჩემს ცხოვრებაზე და მომავალზე,იმ მომავალზე ,სადაც შეიძლება საბას ჩემი საქმრო აღარ ერქვა. მხოლოდ საყვარელ ადამიანზე ფიქრი მიყუჩებდა ტკივილს.ცხოვრება ისაა,რაც გვახსოვს.დანარჩენი კი უბრალოდ არსებობაა! ამიტომ თამამად ვიტყვი,მე სულ სამი წელია რაც ვცხოვრობ,რადგან მხოლოდ სამი წელი მახსოვს ასე ზუსტად.. 36 თვე,თითოეულ თვეში თითოეული წამიც მახოვს.. მე ვცხოვრობ იმ დღიდან,როდესაც გავიცანი საბა! ის ადამიანი,რომელიც ბედნიერებას მაძლევს.. მის გარეშე,როგორ გავაგრძელო.. მის გარეშე,როგორ ვიცხოვრო?! ისევ მესმოდა გვერდით წრიპინა აპარატის ხმა..წვიმის წვეთები ფანჯრებს აღარ ეხეთქებოდა.მბჟუტავი შუქი,მზის სხივებმა შეცვალეს და მე ისევ ვცხოვრობ! ცემს გულს არ გაუჩერებია ფეთქვა.. მე კვლავ მაქვს იმედი,რომ ყველაფერი კარგად იქნება.. მე კვლავ მგონია,რომ ცხოვრება არ დასრულებულა. სიყვარულს,ხომ ყველაფერი შეუძლია.. მითუმეტეს თუ სიყვარული მარადიულია.. წამით ვიგრძენი ჩემს სხეულში საბა,თითქოს მისი თვალით დავინახე და მისი სხეულით შევიგრძენი,იგი ბედნიერი იყო.. მისმა ბედნიერებამ მეც გამაბედნიერა,სახეზე ცრემლები ჩამომიცვივდა,ლოყები დამისველდა..საბას ბარიტონიც გავიგონე,როგორ იმეორებდა ნელა და ძალიან ჩუმად:“მიყვარხარ“. სიხარულმა ტკივილი გაანელა,ხელისგულებით ცრემლები მოვიწმინდე.. ოთახში ბედნიერად შემოქანდა ის ქერათმიანი ექიმი.. ხელში დიდი ლანგარი ეჭირა,მოჩანდა მასზე დაწყობილი საჭმელი. - შენთვის ამბავი მოვიტაანეე,-მხიარულად ცამოჯდა ჩემს წინ და ლანგარი მაგიდაზე დადო,ძალიან ბედნიერი თვალებით მიყურებდა... - ესეიგი,ვიყავი საბასთან დაა,-რა მნიშვნელობა ჰქონდა,მე ზუსტად ვიცოდი რა უნდა ეთქვა ამიტომ ძალაუნებურად წამომცდა ამ წინადადების გაგრძელება.. - დაა ვიცი რომ კარგად არის,ის ცოცხალია,-სიტყვებს ვერ ვუჯრებდი,მაგრამ მისი სიმართლით ხომ დავრწმუნდი.. - საიდან იცი?,-გაოგნებულმა მკითხა,ალბათ იფიქრა,რომ ღამე მის ოთახში შევიპარე და დავრწმუნდი ამაში.. - ძალიან მიყვარს,-ამაყად ვთქვი და კიდევ ერთი ჩამოვარდნილი ცრემლი მოვიწმინდე. ქალს ეტყობოდა,რომ ეს ბედნიერება არ გამოუცდია,ამიტომ ასე დაუჯერებელი თვალებით მიყურებდა.. ცოტახანი გაოგნებული თვალებით მიყურებდა,განა რა იყო აქ დაუჯერებელი? მე ვიგრძენი საბა.. მე ვიგრძენი მისი მდგომარეობა! სიყვარულს ხომ ყველაფერი შეუძლია! ნახევარი საათი დაჰყო ოთახში,საჭმელი თავისი ხელით მაჭამა,რადგან ჩანგალს ჯერ კიდევ ვერ ვიჭედი ხელში. მერე კი ოთახში დედა შემოვიდა.. ისევ ის შავი კაბა ეცვა და შავი თავშალი,საიდანაც გაჭაღარავებული თმები მოჩანდა. - შვილო,როგორ შემაშინე,-ჩემს დაბეჟილ და სისხლისგან დაცლილ სხეულს,რომ მოავლო თვალი ჩახუტება გადაიფიქრა,რადგან რამეს მატკენდა.. ხელი ხელზე მომიჭირა და გულზე მიიდო.. ვიგრძენი როგორ ჩქარად უცემდა გული. - მადლობა დედა,-ცრმელებმა ისევ დამისველეს სახე.. მადლობას ვუხდიდი იმ მხურვალე ვედრებაზე,რომელმაც მე სიცოცხლე დამიბრუნა! ეს ხომ მისი დამსახურება იყო.. ჩუმად იჯდა ჩემს საწოლზე და დაბეჟილ სხეულს უყურებდა.. ბოლოს ვუთხარი,რომ სახლში წასულიყო და გამოეძინა,დიდხანს ვეხვეწებოდი,ბოლოს კი დამტანხმდა.. შუბლზე მაკოცა და ოთახი ჩუმად დატოვა.. ლოგინში ვეღარ ვჩერდებოდი,საბას ნახვის სურვილი მკლავდა. სასწაული იყო მისი შეგრძნება.. ვერ აგიღწერთ,როგორი გრძნობაა..თითქოს ის ჩემს სხეულსი იყო,ან პირიქით.ვიგრძენი როგორ თქვა ის ჯადოსნური სიტყვა,რომელმაც ყველაფრის იმედი მომცა. საწოლიდან ფრთხილად წამოვდექი და გულისკარნახით მივყევი დერეფანს.ერთ ოთახთან გავჩერდი და უმალ შევაღე კარი. საბას გაბრწყინებული თვალების დანახვისას ნაბიჯებს ვუმატე და მის გვერდით ცამოვჯექი.. - ძალიან მიყვარხარ,-სიხარულისგან ისევ ცრემლები მომდიოდა.. მის ხელს მოვკიდე ხელი და ჩემს გულზე მივიდე.. მან საპასუხოდ მხოლოდ გამიღიმა.ეს იყო ყველაზე გულწრფელი ღიმილი. - მეგონა ყველაფერი დამთავრდა,-ვბუტბუტებდი და დასისხლიანებულ ხელს ვუყურებდი,-მეგონა ვეღარ გნახავდი,მაგრამ ვიგრძენი,რომ კარგად იყავი.. საბა,უშენოდ ვერ ვიცხოვრებ,ბოდიში რომ არ დაგიჯერე და მანქანა არ შევანელე,ბოდიში რომ შენს ერთგულებაში ეჭვი შემეპარა,გთხოვ მაპატიე,-მოკლე მეტრაჟიანი ფილმივით გამიელვა საშინელმა ინციდენტმა. - ჩემი ლამაზი გოგო,-ნერწყვი მძიმედ გადააგორა და მისი ბარიტონი ოთახის კედლებსაც ესიამოვნათ,-სულ ორი სიტყვით შემიძლია შევაჯამო,რაც ვისწავლე ამ ცხოვრებიდან: ის გრძელდება! ამაყად წარმოთქვა და ბედნიერი ღიმილით გამიღიმა.. ახლა ვზივარ ბუხართან,გარშემო სიჩუმეა.. ველოდები სამსახურიდან მომავალ ქმარს.. ყოველი წამი მახსოვს იმ ინციდენტიდან.ეს იყო ყველაზე დიდი სასწაული,რომელსაც ვეწამე! შესაძლებელი იყო,რომ დღეს მე და საბას არ გვყოლოდა ორი უსაყვარლესი შვილი,ელენე და სოფი.. შესაძლებელი იყო,რომ საბასთვის არასდროს დაეძახათ მამა და მეც არასდროს გამომეცადა დედის მნიშვნელობა,მაგრამ დღეს ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ცხოვრებას.. ცხოვრებაში მხოლოდ ორი გზა არსებობს: პირველი, იცხოვრო ისე თითქოს არაფერია სასწაული. მეორე კი, ცხოვრობდე ისე თითქოსდა ყველაფერი სასწაულია! სულ ორი სიტყვით შემიძლია შევაჯამო ყველაფერი,რაც ვისწავლე ამ ცხოვრებისგან: ის გრძელდება!" პ.ს არ ვიცი მართლა რა ვიბოდიალე!! უბრალოდ ეს არის ახლა ჩემი სულის მდგომარეობა! მინდოდა დამეწერა მგრძნობიარე და დამაფიქრებელი პატარა ისტორია,მაგრამ არ ვიცი რამდენად გამომივიდა! ეს არის ის რისი თქმაც მინდოდა,რომ ყველაფერი ცუდის მიუხედავად ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას,მაგრამ მხოლოდ სიყვარული გვაძლევს ძალას გავაფერადოთ წარსულის შავი ლაქები და დავიხატოთ ახალი მომავალი! მადლობა ყურადღებისთვის <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.