შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

2A


9-07-2015, 17:40
ავტორი javakhishvilit
ნანახია 1 632

იყო და არაა იყო რა...
და საერთოდ იყო? ან რა იყო ?
ახლა მეოთხე სართულზე ვდგევარ აივანზე და აივნის მოაჯირი არმიშვებს აივნის იქით
ვცდილობ გავიხსენო ყველაფერი რაც იყო
და რაიყო?
იყო და არა იყო რა...
ალბათ ადამიანური ურთიერთობა იყო რომელსაც დიდი წინააღმდეგობა შეხვდა
ალბათ სიყვარულიც იყო
სიყვარული ?- შეჩვევა მაინც ხო იყო ?
ფიქრიც ხო იყო?
მონატრებაც ხო იყო ?
ერთი შეხედვით იყო ის რაც ბოლომდე არ გამოვიდა
და აი ახლაა ფიქრების კორიანტელს ვერ ვუმკლავდები
ტვინს ჩემი „ყოველდღიური“ დღიურები უფრო მიღრმავებენ
***
13მაისი
მიყვარს
პირველად ვიძახი რო მიყვარს
არვიცი თითქოს შეჩვევა უკვე - აკვიატებაში და დამოკიდებულებაში გადამდის
როცა უყურებ და ყურებაც კი გიხარია
ელოდები როდის შემოვა და მოგწერს
და 12ის მერე ელოდები რო მალე მოგწერს ვიძინებო
***
ვერვიტან დამშვიდობებას და იმ დროს როცა ვხვდები რო მალე სახლში უნდა წამოვიდე
რომიდის და ელოდები როდის გამოიხედავს
ისიც იხედება იღიმისი და აუიჰდჯა'სლდჰწაუის;კდჰჯახ
***
რო არგინდა რო დამთავრდესს
რო შეგიძლია რო გიყვარდეს და დღეში 100ჯერ იმეორო ან უმეორო
***
ჩვენ
და არა ის -ცალკე
და მე-ცალკე))))
***
ხვდები რო ეს შეეჩვევა უკვე დამოკიდებულებაში გადაგდის და გინდა რო სულუყურუ სულ უსმინო სულ გვერძე გყავდეს
გინდა რო არდამთავრდეს))
იმ ეტაპზე ხარ რო უკვე გამოხატვის უნარი გერთმევა და ისე გიყვარს ვერც კი უღწერ ვერ ეუბნები ვერ აჩვენებ
ყველაზე კარგი შეგრძნებაა როცა გრძნობ რო მასაც უყვარხარ
როცა ხვდები რო ძალიან ყურადღებიანია შენს მიმართ და მნიშვნელოვანი ხარ მისთვის
გაცილებს და წასული არხარ რო უკვე გწერს : რომიხვალ მომწერე
მერე ელოდები მეორე დღის მოსვლას რო ისევ ნახო
და საერთოდაც დროს ისე გადის მის გვერძე ვერც ხვდები
არ გყოფნის
დაუჯერებელია მე მიყვარს
მე შემიყვარდა
მე ვფიქრობ
მე ვგრძნობ
ბანალურობაა ყველაფერი, ბანალურობაა ეს ცხოვრებაც და უკვე ჩემი ნაწერიც ძალიან ბანალურად მეჩვენება
მინდა ორიგინალურად გამოვხატო რას ვგრძნობ მაგრამ ესეც შეუძლებლად მეჩვენება
***
არვიცი წერის უნარიც მერთმევა ხოლმე როცა მინდა რო ვწერო
ყველაფრის უნარი მეკარგება ხოლმე როცა ვხვდები რო მალე შეიძლება დამთავრდეს
და არგინდა რო "სულ" იყოს მოკლე ვადიანი
გინდა რო სულ მართლა სულ იყოს
მე მიყვარს
მე შემიყვარდა

არეულივარ და აზრებს ვერ ვალაგებ
შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო როგორი კარგი ბიჭია
როგორ ხდება უფროდა უფრო ყურადღებიანი
მაგრამ მართლა ვერ ვლაპარაკობ (ვწერ) იმის შესახებ როგორ მიყვარს


მაგრამ ფაქტია :
მე შევეჩვიე
მე ავიკვიატე
მე მიყვარს
მე შემიყვარდა

***
მახსოვს ყველაფერი
პირველი შეხვედრა
პირველი ფიქრი
რა ეცვა
ჯინსის შარვალი ეცვა ,ლურჯი მაისური და შავი ფესაცმელი

მახსოვს როგორ იქცეოდა
ოღონდ არმახსოვს იმიტომ რომ ამ ბიჭით მოვიხიბლე
საერთოდაც გულგრილი დავრჩი
უბრალოდ ძალიან კარგად ვიმახსოვრებ ყველა დეტალს
ყველა მომენტს და ეს უფრო მაბნევს ახლა


***
პიველი მოწონების გამოხატვა მაშინ მოხდა როცა მე და მარიამი თეატრიდან გამოვიქეცით და პლეხანოვზე აღმოვჩნდით

შემდეგ 18 ოქტომბერი
და ვარდები
პირველი მიყვარხარ და უემოციო „მე“

***
-როგორხარ? - დავინტერესდი მე
- კარგად შენ ?- მიპასუხა მან
- როგორ ხასიათზე ხარ? . არანაირი აზრი არქონდა ჩემს პასუხს რომეთქვა კარგადთქო
- ნორმალურზე
- კარგზე უნდა იყო . მივუთითე მე
- კი წესით ეგრე უნდა იყოს
- და თუ წესით ეგრე უნდა იყოს რატო არხარ ?
- რატომღაც იმედები დამეკარგა
- იმედის დაკარგვა არ შეიძლება . დავამშვიდე მე
- ზოგადად არშეიძლება მაგრამ კონკრეტულ შემთხვევებში ეგრე გვიწევს ხოლმე

ეს იყო და ეს..
შემდეგ დრო ისევ ჩვეულებრივი რიტმით მიდიოდა
იყო ფიქერები რომლებსაც ვიშორებდი
ჩემსთავს არ ვუტყდებოდი რო მენატრებოდა
მერე იყო ცუდი მცდელობა იმისა რომ ჩვენ გამოგვივიდოდა რამე
და ეს „რამე“ 4 დღეში დავამთავრე

***
არეულობა იყო
და ისევ ჩვეულებრივი გახდა
ერთი თბილისელი ბიჭი იყო რომელსაც არ სიამოვნებდა რო თავისი შეყვარებული სხვა ბიჭს წერდა
ჩეულებრივი იყო ჩემთვის და ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი რომ სწორედ ამ ბიჭზე ვიტყოდი მიყვარსთქო

***
12 იანვარი

დღეს ვნახე..
დავინახე
ზურგით ვიცანი
მუქი ლურჯი შარვალი ეცვა და ნაცრისფერი მაიკა
ისეთი „დასტოინი“ იყო
მიაბიჯებდა ძმაკაცთან ერთად და თითქოს არაფერი არ აინტერესებდა ამ ქვეყანაზე რაც ხდებოდა
მის გვერძე დავჯექი და ძალიან ხმადაბლა მკითხა
-როგორხარ?
რომ წავიდა არ გამოიხედა..

***
20 თებერვალი

ისევ პლეხანოვი
წვიმდა..
ჩვენ მივდიოდიღ
მე მისი კურტკა მქონდა მოფარებული რომელზეც თქვა იმედი არ გქონდეს რომ ჩემ კურტკას მოგცემო

არვიცოდი ზუსტად რამინდოდა
არც ისვიცოდი სწორი იქნებოდა თუ არა ეს ნაბიჯი
იმდენჯერ მივტრიალი უკან სანამ ვნახავდი რო არვიცი
ბოლოს გავბედე
თუ არგავაკეთებდი ვერც ვერასდროს გავიგებდი

პირველად ცხოვრებაში ჩემით ვუთხარი ბიჭს შემირიგდითქო
- თუ არ გიყვარვარ პიზიკურად ვერ ვიქნებით ერთად . არნებდებოდა ის
- შემიყვარდები. ვუპასუხე ღიმილით


იმ საღამოს მაინც ვერ გავიგე ვერაფერი
წვიმდა..
ჩემი ამინდი იყო თითქოს..
მაცილებდა..
როცა მივედით „დანიშნულების ადგილზე“ უნდა გადავეკოცნე
-ჩამეხუტე და ისე წადი. გავბედე მე
ჩამეხუტა
მერე წავიდა
და მაინც არვიცი რას ვგრძნობდი
თითქოს ბედნიერი ვიყავი ამ ფაქტით და ვცდილობდი დამეჯერებინა რო შემიყვარდებოდა
მე , ის , წვიმა და მისი კურტკა, რომელიც ჩემს მხრებზე იყო

***
20 ივნისი

ახლა ვფიქრობ და რამალე გადის ხო დრო?
უკვე 121 დღეა რაც ერთად ვართ და მაინც რამაგარია ხო როცა უყვარხარ და გიყვარს

***
სიყვარული სახიფათოაო
სიყვარული ომს გავსო
მაგრამ თუ უყვარხარ და გიყვარს - ყველაფერს უნდა გაუძლოო!
ხო რათქმაუნდა!

პირველად ვარ შეყვარებული!
და პირველად ნიშნავს ბიჭი ამდენს ჩემთვის !
არვიცი- ხანდახან მგონია ხოლმე რომ ბოლოა,
ბოლო ნახვაა, ბოლო ლაპარაკი ან ბოლო მიწერაა და ცუდი შეგრძნება მაქვს ხოლმე !
არშემიძლია ავხსნა ჩემი გრძნობები და ზოგადად ეს ათივე წინადადება ბანალურობაა

არვიცი- მართლა არაფერი არვიცი
ყოფილხართ ასე?
წკაპ და ვეღარ აკონტროლებთ თქვენ ფიქრებს
სულ 15 წუთის წინ იყავით მასთან ერთად და უკვე გენატრებათ
სახლში შემოსვლის თავანე აცნობიერებთ რო „ის“ – „ის“ არის
შემდეგ გადაეშვებით საწოლზე და ფიქრობთ
ფიქრობთ
რაიქნება ხვალ?
ან ათი დღის მერე
ტკბილად გეძნებათ და თითქოს ეს ბედისწერააო და სიზმარშიც შენთანაა
ტკბილად იძინებთ და ტკბილადვე იღვიძებთ

თითქოს ბედნიერება მისით იწყება და მისითვე მთავრდება
არიცი რამოხდება ხვალ
და რაც არ უნდა მოხდეს, შენ დღევანდელი დღე გაქვს

შენ ბედნიერი ხარ და გინდა რომ ისიც ბედნიერი იყოს


***
პირველი კამათის და დაშორების მერე
დამთხვევა მოხდა
ან საერთოდ არსებობს დამთხვევები ?
იქნებ ბედისწერა იყო და უნდა გვჯეროდეს იმის რომ რაც გიწერია არ აგცდებაო
ბზობა იყო
სამებაში ვიყავი
და დანახვა და ჩემი სუნთქვის შეკვრა , გულის აჩქარება
და ყველაფერის ერთად დამართვა ერთად მოხდა
ვუყურებდი და არვიცი რამჭირდა
დაქალს ხელს ისე ვუჭერდი 3დღე ჩაწითლებული ქონდა
მეგონა წავიქცეოდი
მაგრამ მაინც მიხაროდა რომ ჩემს წინ იდგა და იღიმოდა


***


2 დღე იყო გასული და ნანახი არმყავდა
- კაია რომ ეს 2 დღე არ გნახე. - გავამახვილე ყურადღება 2 დღეზე
- დაისვენე ხო?
- არა დასვენება რაშუაშია
- მართლა?
- უბრალოდ, ეს ყოველდღე ჩემი ნახვა მოგბეზრდება და ძაან ერთფეროვანი იქნება ჩვენი ურთიერთობა
- შენ მოგბეზრდა ჩემი ნახვა ?
- არა
- აბა მერატო უნდა მომბეზრდეს შენი ნახვა ხვდები მაინც რა იდიოტობა მომწერე?
- დღეს რომ მე გენახე ესეთ კარგ ხასიათზე იქნებოდი?. არვთმობდი მე
- რაც არუნდა ბანალურად და იდიტურად ჟღესდეს ის დღეები მბეზრდება რომელსაც შენს გარეშე ვატარებ, და სიყვარული იმისთვის არ ამიხსნია ვისი ნახვაც მომბეზრდებოდა , კი უკეთესზე ვიქნებოდი დამიჯერე შენგან განსხვავებით

მეორე დღესაც გამიმეორა რომ
- ძაან მიყვარხარ და წავედი და მოგწერ ვგიჟდები შენზე . 1 წამით არ იფიქრო რომ შენი ნახვა მბეზრდება ან რამე იდიოტობა . შემიძლია უსასრულოდ გიყურო და არ მომბეზრდეს იმიტომ, რომ მიყვარხარ

***

დღეს უკვე ვთვლი რომ რაღაც დაუსრულებელი რომანი დავიწყეთ და ვერ დავამთავრეთ , თითქოს სადღაც მივარდნილ ადგილას გავჩერდით
და შეჩერდა დროც
ჩვენთან ერთად
გაიყინა ყველა სიტყვა
ყველა მოქმედება
და დარჩა ეჭვნარევი კითხვები , დასკვნები
თუ ვუყვარდი არ წავიდოდა
და ამასაც მოითმენდაო
სიყვარულს ესე ერთი ხელის მოსმით ვერ დააამთავრებო

მაგრამ ყველაფერი მაინც წარსულში დარჩა
რაც არუნდა ცუდად და დაუჯერებლად ჟღერდეს ისევ იმ ბიჭმა შემატანინა ეჭვი სიყვარულის არსებობაში რომელიც ჩემთვის ამდენს ნიშნავდა და რომელიც იყო პირველი ვის მიმართად ვგრძნობდი სიყვარულს

***
ბოლო კამათის დროს
ძალიან მშიდად ვიყავი
თითქოს თავიდანვე შეგუებული ვიყავი ამ ფაქტს და ველოდებოდი
ვუთხარი კიდეც მგონია რომ ივლისში დავამთავრებთ მეთქი
მაგრამ დრო ხომ არაფერია ?
დრო მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს გრძნობებში , ეს იგივე გიყვარდეს მაშინ როცა თავისუფალი დრო გექნება .
თუ გიყვარს ყოველთვის უნდა გიყვარდეს
ყოველთის უნდა ფიქრობდე

დროზე და დაშორებაზე კამათი შორს წაგვიყვანდა თან მახსოვს წინა დღეს ვერ ვნახე და მივწერე

-ვერვიტან ტყულიუბრალოდ რომ მიწყობ რაღაც სცენებს
შენც ვერ გინახივარ მაგრამ ასე არ გავბრაზებულვარ და რო არ მენახე კიდე მესმის ვერ გამოვედი ვერ! და რაც არუნდა დებილობები მომწერო ვიცი რომ გიყვრავარ
-შენგან განსხვავებით ჩემთვის დრო მართლა არაფერს წყვეტს და ზაფხულის კი არა არაფრის არმეშინია რაც დროს ეხება შენთან მიმართებაში იმიტომ , რომ დარწმუნებული ვარ ჩემსიყვარულში
გაიგე შე ბატო და გამოდი ახლა მენატრები

ისე ვიღიმოდი ესეთი რაღაცეების გაგონებაზე რომ ვერ აგიღწერთ
თითქოს მუცელში რაღაც ირეოდა
თითქოს ვრწმუნდებოდი რომ ვუყვარდი და ისე მაბედნიერებდა ეს ფაქტი რომ შემეძლო მთელი დღე გაღიმებული მევლო აქეთ-იქით

***
ბოლო იყო 3 იდიოტური დღე
გაუგებარი
ალბათ ჩემ შეცდომაზე გაბრაზებულის პოზიციას ვერთმობდა

- იცი მაინც რამინდა? . მკითხა მან
- არა და იმიტომ გითხარი როგორც გინდა ისე მოიქეცითქო. ვუპასუხე მე
- მე მინდა,რომ ბატივით არ მოიქცე და ერთად ვიყოთ და არდავშორდეთ იმიტომ რომ მიყვარხარ მაგრამ სამწუხაროდ ხანდახან იმის გაკეთება გვიწევს რაც არგვინდა და შენ შენი ბატური საქციელებით მაიძულებ ამას
- გინდა გითხრა მე რამინდა ?
- კი
- მინდა რომ ურთიერთობით არვიღლებოდე და მინდა რომ მარტო იმას არ ხედავდე რისგამოც შეგიძლია რომ მეკამათო , მინდა რომ სულ ვგრძნობდე რომ გიყვარვარ და არიქცეოდე ისე როგორც ეს 3 დღე


ბევრი ლაპარაკის მერე მივხვდი რომ აზრი აღარ ქონდა
ალბათ არვუყვარდი ისე როგორც მეუბნებოდა
ბოლოს მივწერე
- და საყვარელ ადამიანთან ჩხუბისდროს იმაზე უნდა იფიქრო რაუფრო გინდა იყო მართალი თუ იყო ბედნიერი
- აი ახლა არც სიმართლეზე ვფიქრობ და არც ბედნიერებაზე
- აბა რაზე ფიქრობ ?
- იმაზე ვფიქრობ რავქნა ხვალ
- ზოგადად რაქნა ?
- უშენოდ რავქნა . აი მაგაზე ვფიქრობ

ეს მართლა „კულმინაცია“ იყო მაგრამ ამ დროს უკვე ეჭვქვეშ იყო მისი გრძნობა
არვიცი რა იყო რეალური და რა არაარეალურიი
***
მეორე დღეს გავახილე თვალი და მივხვდი რომ დამთავრდა ან არც დამთავრებულა ...
ფიქრებში ვიყავი გახლართული
ყველა დარეკვაზე ან მოწერის ხმაზე ის რომ გგონია სანამ მობილურს არ დახედავ და დაბლა რეალობაში არ ეშვები
და ალბათ საერთოდ არც მივწერდი ამდენს ბოლოწერის დროს დამნაშავე რომ არ ვყოფილიყავი ..
და თუ ეს მართლა დასასრულია
მაინც მგონია რომ „ჩვენ“ მაინც სუ სხვა იქნება
და იმედები გაუცრუვდება როცა სხვა გოგოს გააცილებს სახლში - თუნდაც იმიტომ რომ ის არგამოიხედავს და არ გაუღიმებს (ამას ხო მე შევაჩვიე?)

და მინდა თუ არა რომ გადამეჩვიოს? - არაა რათქმაუნდა!


„ის რაც ერთხელ მოხდა, შეიძლება აღარასდროს განმეორდეს. მაგრამ ორჯერ მომხდარი აუცილებლად განმეორდება“ .



№1  offline მოდერი ^paradise^

Chemi grdznobebiii da ai zustad chemi problemebi weria ak :D vkitxulobdi da ase megona rom chemi uaxloesi daqali xar da wer chemze :D kargi iyo <3

 


№2  offline წევრი javakhishvilit

ახლა ვნახე შენი კომენტარი და მიხარია თუმოგეწონა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent