შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...ცოლი კომპანიის სანაცვლოდ... ( 2 თავი )


9-07-2015, 17:58
ავტორი lele
ნანახია 3 418

დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა , არც კი მახსოვდა როგორ დავწექი დასაძინებლად..
-კატოო ! ( მომიკაკუნა კარებზე ბიძაჩემმა სახელად კოტემ , რომელიც ძალიან მიყვარს და დარწმუნებული ვარ მასაც ძალიან ვუყვარვარ შიძლება ისე არა როგორც თავისი 3 წლის ტყუპი ბიჭები ცოტნე და მათე მაგრამ მაინც.. )
-მოდი კოტე ბიძია მღვიძავს (ვუთახარი ნამძინარევი ხმით , თანაც გამიკვირდა მისი ამ დილაადრიან ვიზიტი ჩემს ოთახში . ნეტა ხო არ დამინახა ესეთი მთვრალი რომ დავბრუნდიი ) ამ ფიქრში ვიყავი გართული , რომ კოტე ოთახში შემოვიდა :
-დილა მშვიდობისა , გამიკვირდა რომ არ გეძინა გუშინ ისეთ დროს მოხვედი თანაც საკმაოდ ნასვამი იყავი. (მითხრა მკაცრი ხმით )
-ხო რავიცი..... ცოტა დავლიეთ გოგოებმა და..... (ცოტა არ იყოს შემრცხვა და თავი ძირს დავხარე )
-კაი , კაი არაუშავს იშვიათად შეიძლება მაგრად დათვრომა , ოღონდ იშვიათად !. (თან გამიღიმა კიდევაც )
პასუხის ნიშნად მეც გავუღიმე..
-იცი კატო სიმართლე გითხრა შენთან სალაპარაკოთ მოვედი.. ( კოტე )
-გისმენ , აბა რა უნდა მითხრა ? ( ვკითხე და ინტერესით სავსე მზერა ვრტყორცნე )
-იციი... ცოტა ბერვი სალაპარაკო მაქვს და თუ გინდა სადმე წავიდეთ და თან ვისაუზმოთ კიდეც..
-კარგი არაა პრობლემა , მოვწესრიგდები და გამოვალ კარგი?
-გელოდები..!
აუ როგორ მეზარებოდა ახლა ადგომა , მოწესრიგება და ამ დილა ადრიან სადმე წასვლა თანაც ამ სიცხეში , მაგრამ რას ვიზამ უარს ხომ ვერ ვეტყოდი თან ცნობის მოყვარეობა მკლავდა რა უნდა ეთქვა.. ავიზლაზნე ლოგინიდან აბაზანა მივიღე , შემდეგ ის პროცედურები გავიარე რასაც ყველა გოგო გადის ადგომის შმდგომ , ჩანთა ავიღე და სახლის კარიც გამოვიხურე.. სადარბაზოში რომ ჩავდიოდი თავში ლუკასთან დიალოგი ამომიტივტივდა და ვერ ვიხსენებდი მართლა ასეთი იდიოტი იყო თუ დამესიზმრა და ჩემი ფანტაზიის ნაწილი იყო..
ამ ფიქრში ვიყავი გართული როდესაც უცბად ვიღაცას შევეჯახე..
-წინ არ იყურებიი?1 ( უხეში ხმით სემომყვირა ვიღაცამ )
-უკაცრავად.. ( ვუთხარი ზრდილობიანი ხმით )
და როდესაც თავი მაღლა ავწიე ჩემი მზერა ლუკას შეეჯახა..
-ოხ ქალბატონი კატერინა , რა იყო პახმელიის დროს წინ არ იყურებიი?! ( მითხრა ვითომ და ირონიულად , არადა ამისგან წესიერი ხმურობაც კი არ მქონდა მოსმენილი ბავშობაშიც კი)
-ანუ წუხელ მართლა ველაპარაკე ვიღაც იდიოტს და არ დამსიზმრებია..
ამის გაგონებაზე ისეთმა შემომხედა თითქოს მაგასთან ლაპარაკი პატივი უნდა ყოფილიყო ჩემთვის..
- მემგონი საქმე სანერვიულოდ გაქვს რადგან გოგოებს ჩემნაირი იდიოტები მაინც ძალიან მოსწონთ..
-სამწუხაროდ უტვინო გოგოებიც არსებობენ , ერთი ის ვიცი , რომ შენნაირ ბიჭს ზედაც კი არ შევხედავ.. ახლა კი თქვენის ნებართვით მეჩქარება და გამატარეთ...
ისიც გვერდზე გაიწია და გამატარა , ისე შეხედულებით ძალიან სიმპატიური იყო , მაღალი , ნავარჯიშები , ძალიან ლამაზი ნაკვთებით თანაც შავგვრემანი..
როგორც იქნა უკვე კოტეს მანქანაში ვიჯექი და კაფეში მივდიოდით..
-რა გაბრაზებული გამომეტყველაბა გაქვს კატუსია? (კოტე )
-გზაში ჩვენი მეზობელი შემხვდა , ლუკა ეხლა რომ ჩამოვიდა ლონდონიდან , იდიოტი როგორ ვერ ვიტან არადა ბავშობაში სულ ერთად ვიყავით.. ახლა კი ჩამოვიდა და 2 დღეში თავი შემაზიზღა.. ( ისეთი გაბრაზებული ვლაპარაკობდი , რომ წინ რომ მდგარიყო მოვკლავდი კიდეც )
რატომღაც კოტე ბიძია ამის გაგონებაზე უხერხულად შეიშმუშნა და არაფერი უთქვამს , რაც ცოტა არიყოს გამიკვირდა..
ათ წუთში უკვე კაფეში ვისხედით და საუზმეს მივირთმევდით..
-აბა რა უნდა გეთქვა ჩემთვიის? (ვკითხე ინტერესით ახსავსემ)
-იციი , ცოტა მიჭირს ამაზე ლაპარაკი თანაც მეუხერხულება (სახე შეჭმუხნა ჭამას თავი გაანება და სრული სერიოზულობით განაგრძო ) ხომ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ , ალბათ ჩემი შვილებისგანაც ვერ გაგანსხვავებ , ჩემი ერთადერთი დისშვილი ხარ და თითქმის ჩემ ხელში ხარ გაზრდილი და არ ვიცი ესეთი რამე როგორ გითხრა..
-ცოტა არ იყოს შემაშინე რის თქმას აპირებ? გთხოვ გააგრძელე და ბოლომდე მითხარი სათქმელი. (ვკითხე შეშინებულმ არ ვიცოდი რა უნდა ეთქვა მე კი ათას საშინელებას ვფიქრობდი. )
- იცი ალბათ , რომ ამ ბოლო დროს კომპანიაში პრობლემები გვაქვს და საქმე ძალიან რთულადაა.. ჩვენი ბედი მხოლოდ ლონდონში არსებულ ერთერთი კომპანიის ხელთაა და მასზეა დამოკიდებული გაკოტრდება თუ არა ჩემი კომპანია , რომლის განვითარება და არსებობა დიდ ძალისხმევად დამიჯდა.. მე დავუკავშირდი იმ კომპანიის ვიცე პრეზიდენტს , რომელიც კომპანიის მფლობელის შვილია მან კი მოთხოვნა წამომიყენა , არ ვიცი რაში სჭირდება ეს ყველაფერი ან საერთოდ შენ რაშუაში ხარ მაგრამ მან მითხრა , რომ იმ შემთხვევაში დაგვეხმარებოდნენ თუ შენს ცოლად შერთვაზე დავთანხმდებოდი..
-რაააააა... (გაუცებულმა იმხელაზე შევკივლე ყველა მე მიყურებდა ) შენ რა უპასუხეე? დროზე მითხარი რომ ამ რაღაც საშინელებას არ დათანხმებულხარ..!!
-ძალიან მიჭირს ამის თმა არც კი ვიცი როგორ შევძელი და საერთოდ ეს ყველაფერი გითხარი მაგრამ დიდი ფიქრის შემდეგ მე მას დავთანხმდი.. და ამას უკვე ვეღარ შევცვლით. ( ამის თქმა იყო რომ თავი ჩაღუნა და თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდნენ )
ამის მოსმენაზე გავშრი , არ ვიცოდი რა მეთქვა შოკში ვიყავი იმ წუთას ყველაფერი გაჩერდა , თვალთ დამიბნელდა ვეღარაფერს ვგრძნობდი არ წარმომედგინა ასეთი რამე საკუთარმა ბიძიამ როგორ უნდაგაგიკეთოს , ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო მაგრამ ახლა უკვე აღარც მისი ცრემლების მჯეროდა და არც იმისი რომ ის ჩემს მომავალზე განიცდიდა ან საერთოდ თუ ანაღვლებდა.. იმ წუთას მის მიმართ ძალიან დიდი სიძულვილი და ზიზღი ვიგრძენი.. ამის მიუხედავად ძალა მოვიკრიბე და ვკითხე..
-დედამ თუ იცის ამ ყველაფრის შესახებ? (უკვე ცრემლები თავისით მომდიოდა )
-არა მან არაფერი არ იცის და არც მინდა ამ ყველაფრის შესახებ სიმართლე გაიგოს.. არც ნინომ (ბიცოლაჩემი და მისი ცოლი) და საერთოდ არავინ არ იცის ამის შესახებ , მხოლოდ მე და იმ კომპანიის მფლობელებმა ვიცით..
ფუფ , როგორ ერთ წუთში შემზიზღდა ეს ადამიანი , როგორ მინდოდა ავმდგარიყავი და იქვე ყელი გამომეჭრა ამ არაკაცისთვის რომელმაც თავისი დისშვილი ფაქტიურად კომპანიაზე გაყიდა.. მაგრამ კიდევ ერთხელ დავატანე ძალა საკუთარ თავს და ვკითხე :
-და ვინაა ის არაკაცი ვისაც ასეთი რამ თავში აზრად მოუვიდა? (მე)
-ძალიან მიჭირს ამის თქმა მაგრამ ის ლუკა მაისურაძეა , ჩვენი მეზობელი..
ამ სიტყევბის გაგონებას კი ყველაფერი მერჩივნა , ყველაფერ სიკეთესთან ერთად თურმე ჩემს ბავშობის მეგობარზე მათხოვებდნენ , რომელიც უკვე ჭირივით მეზიზღებოდა.. არ წარმომედგინა ამდენად ნაძირალა თუ იქნებოდა და „ცოლის“ ყიდვას თუ მოინდომებდა..

-----------------
მოგწოონთ?



№1  offline წევრი lamazmani

Kaia male gaagrdzele momwons :-*

 


№2  offline წევრი dartymuli princesa

Kaia male gaagrdzele...magram erti kitxva maq am biws wina tavshi nika erqva axla luka qvia??? Tu me meshleba rame?

 


№3  offline წევრი lele

dartymuli princesa
Kaia male gaagrdzele...magram erti kitxva maq am biws wina tavshi nika erqva axla luka qvia??? Tu me meshleba rame?


ამერია ეტყობა ჩემი ბრალია :D ნიკა კი უპრო მომწონს მაგრამ ბარემ ლუკას დავტოვებ :D ძალიან გამიხარდა რომ მოგწონთ :3

მადლობთ ვინც კითხულობთ და ძალიან მიხარია , რომ მოგწონთ.. გავითვალისწინებ თქვენს თხოვნებს და ვეცდები უფრო დიდი თავები დავდო ხოლმე..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent