მაინც აგიფეთქებ ფიქრებს! (4)
-გიორგი სილაგაძე.ადგილზე გავშეშდი. -ხო არ დაგაბნიე? -ნიკა რა გინდა? -როგორც ჩანს მაგ ტიპს სიცოცხლე მობეზრდა და შვილიც არაფრად უღირს. -ნიკა ახლავე წადი ჩემი სახლიდან!ნასვამი ხარ და სისულელეებს ამბობ. -არა,სრულიად საღ გონებაზე ვარ. გიორგი სილაგაძეს მაგრად დაენძრა,გირჩევნია თავი დაანებო სანამ... -შეწყვიტე!მგონი საერთოდ ვერ ხვდები შენ ცხოვრებაში რა ხდება ხო?!მე არავის საკუთრება არ ვარ გესმის?ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთს დავშორდით!ჩემი ცხოვრებაა,ჩემი საკუთარი ცხოვრება!სადაც შენ უფლება არ გაქვს შუაღამისას მთვრალი დამადგე და ამ ტონით რამე ამკრძალო, ეს უკვე მეტისმეტია. არ მოვითმენ ამდენს ახლავე წადი!შენ შვილს ეცი პატივი და საკუთარ თავს,სცენების მოწყობას თავი დაანებე -შენ გვცემ პატივს?შენ სცემ შენ შვილს პატივს?ისე იქცევი როგორც .აქ უკვე ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა და ისე მაგრად გავარტყი სილა ხელის გული მთლიანად ამეწვა,სიბრაზისაგან სისხლი საფეთქლებში მომაწვა და ყურებში მხოლოდ გუგუნის ხმა მესმოდა. -როგორ ბედავ ამდენს!გაეთრიე ჩემი სახლიდან.კარი ფართოდ გავაღე და ხელით ვანიშნე გასულიყო. -მე არ გეხუმრები,ან მაგ ტიპს თავს დაანებებ ან რაც მოხდება საკთარ თავს დააბრალე.მიყვარხარ პატარა.მისი წყნარი ტონი ჭკუიდან მშლიდა. -შენ რა იცი საერთოდ რა არის სიყვარული?შენ სიყვარული არ შეგიძლია,მგონი გაგიჟდი.ერთხელ და სამუდამოდ თავი დამანებე გესმის?არ მიყვარხარ არა!თანდათან ვრწმუნდები,რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი და უფრო ადრეც უნდა დამესვა ყველაფრისთვის წერტილი.ამ სიტყვებზე გიჟივით მომვარდა მხრებში ხელი ძლიერად ჩამავლო და შემაჯანჯღარა -გიყვარვარ,მაგრამ აღიარება არ გინდა.გინდა ჭკუიდან გადამიყვანო.შენ ჩემი ხარ!ვერ მოგეკარება ყელს გამოვჭრი ფეხებზე !ღრიალებდა გაგიჟებული.კარში გავიდა და სიბნელეში გაუჩინარდა.გონს ვერ მოვდიოდი,რა უნდა გამეკეთებინა,როგორ უნდა მოვქცეულიყავი.დივანზე ჩამოვჯექი,3მესიჯი იყო გიოსგან,მწერდა რომ ნერვილუბდა და დამერეკე.ახლა რა უნდა ვქნა?ტელეფონის ხმამ გამომარკვია -გიოო -ნათი რა ხდება? -არაფერი,უტას გაეღვიძა და მასთან ვიყავი. -კარგად ხარ ანერვიულებული მეჩვენები. -არა,ყველაფერი კარგადაა.გვიანია დავიძინოთ რა -კაი "მახინჯო"(ასე მეძახდა და ყოველთვის ეცინებოდა ამ სიტყვის თქმაზე)ძილინებისა. ტელეფონი გავთიშე და ცრემლები ერთდროულად გადმომცვივდა ორივე თვალიდან,მთელი ღამე დივანზე ვიჯექი და ვფიქრობდი როგორ მოვქცეულიყავი.დილით უტა ჩემებთან გავიყვანე და ანის დავურეკე გამოდითქო.ისიც მალე ჩემთან გაჩნდა. -რა ხდება?მკითხა როცა კარი გავაღე და შემომხედა.ყავა მოვადუღე და მისაღებში დავსხედით. -ნიკა იყო წუხელ... -რა უნდოდა? -გიოზე გაიგო და დამემუქრა -რაააა?ეგ ბიჭი თავს არ დაგანებებს?როდემდე უნდა იქცეოდეს ისე თითქოს რამის მოთხოვნის უფლება აქვს როდემდე უნდა გიმაროს სიცოცხლე!ანი გაბრაზებული ყრიდა თვალებიდან ნაპერწკლებს. -ანი არვიცი,მითხრა თუ არ შეეშვები ყელს გამოვჭრიო. -რაოო?არა მეტისმეტია!იმედია არ დაუჯერებ -აბა რა ვქნა ერთმანეთი დავახოცინო?ვუყურო როგორ ჭამენ ჩემ გამო ერთმანეთს? -არ დახოცავენ!ისე ერთი გემრიელი ცემა ძალიან მოუხდებოდა მაგ შენ ყოფილ მეუღლეს. -კარგი რააა,ხომ იცი რომ არანორმალურია,მართლა რომ რაღაც დაუშავოს ჩემი მიზეზთ რომ მოხდეს რაღაც მერე რა ვქნა?აჯობებს მოვრჩე ყველაფერს. -გაგიჟდი?თავისი უნდა გაატანინო?მთელი ცხოვრება ასე უნდა უქნიო ყველაფერზე თავი?ხომ ხედავ თანდათან უარესად იქცევა. -რა გინდა რომ გავაკეთო აბა? -გიოს მოუყევი და თვითონ გადაწყვეტს უნდა თუ არა შენთვის ბრძოლა,რაღაც ეჭვი მეოპარება შეშლილი ყოფილის გამო შენზე უარი თქვას -გაგიჟდი?რა ვუთხრა ნიკა მომივარდა და შენზე მითხრა ყელს გამოვჭრი თუ თავს არ დაანებებო.არვაპირებ არაფრის თქმას უბრალოდ ავდგები და გავწყვიტავ კონტაქტს. -ნერვებს მიშლი რა!მშიშარა ბავშვივით იქცევი. -სხვა გზას ვერ ვხედავ.ანი მაინც თავისას გაიძახოდა,მე ჩემსას.ბოლოს გაბრაზდა და წავიდა.მეც ჩემებთან გავედი. -დედიკო მოვიდააა,უტა კისერზე ჩამომეკიდა და გემრიელად ჩავკოცნე. -მა როგორ ხარ? -შვილო საერთოდ დაგავიწყდი მეგონა.გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. -კაი რაა მა,მოვეხვიე,დღეს თქვენთან დავრჩები.დედა სადაა? -როგორ მოხდა?მომესმა დედას ხმა -კარგად გავუღიმე და სამზარეულოსკენ წავედით.უტა ნამცხვარს მიირთმევდა,მე ყავას თან დედას რაღაცაზე ვესაუბრებოდი.მერე უტა დავაწვინე და ჩემ ბავშვობის ოთახს მივაშურე,როგორ მომნატრებია აქაურობა,წყალი გადავივლე და საწოლში შევწექი,ვერაფრით დავიძინე ფანჯარა გამოვაღე და რაფაზე მოვკალათდი თან სიგარეტს მოვუკიდე.ტელეფონმა დარეკა გიო იყო. -გისმენთ -"მახინჯო" რას შვები? -რავიცი,შენ? -მე იმდენი საქმე მქონდა სამსახურში ძლივს მოვრჩე,ახლახანს მოვედი სახლში.ბავშვი რას შვება. -არაფერს,ძინავს. -რა იყო ლაპარაკი გეზარება? -გიო,უნდა შევწყვიტოთ ეს ყველაფერი...თვალებზე ცრემლი მომადგა,ბურთი ყელში გამეჩხირა ვცდილობდი,ეს ყველაფერი შეუმჩნეველი ყოფილიყო. -რას ქვია შევწყვიტოთ?რამე მოხდა? -არა არაფერი,უბრალოდ ახლა არ ვარ მზად ახალი ურთიერთობებისთვის. -მერე საიდან მოიტანე რომ ახალია "მახინჯო?"ალბათ ისევ იღიმოდა ამ სიტყვის წარმოთქმისას,ვუსმენდი მის ბოხ ხმას და ვცდილობდი სამუდამოდ დამემახსოვრებინა და გონებაში შემენახა მისი ყოველი ნაკვთი,უძიროდ შავი თვალები,მუდამ ლურჯფერ გადაკრული სქელი ტუჩები,სწორი ცხვირი,მუდამ წვერი,ძლიერი მკლავები.ოდნავ ხმა გავიმკაცრე -მშვიდობით,ასეაჯობებს. -კარგი როგორც გინდა.ტელეფონი საწოლზე მივაგდე ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა სახეზე ის ხომ ჩემი ბავშვობის,წარსულის,ჩემი გულის მთლიანი თუ არა რაღაც განკუთვნილი ნაგლეჯის ნაწილი იყო.გული საშინლად მტკიოდა.არ ვიცი როდის ჩამეძინა.10 საათზე გამეღვიძა სამზარეულოში ჩავედი. ----------------------------------- ჩემი საყვარლებო,ძაან მიხარია ასე რომ ელოდებით მომდევნო თავს.კიდევ ერთხელ ავღნიშნავ რომ ეს ისტორია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რეალურ ისტორიაზე დავწერე.მადლობა ყველას ვინც კითხულობთ,აკომენტარებთ ან არ აკომენტარებთ და უბრალოდ თვალს ადევნებთ.მიყვარხართ ყველა <3 :*:* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.