შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

***


10-07-2015, 21:53
ავტორი mariamabazidze
ნანახია 1 608

90-იანი წლები იდგა. ერთი სიმპათიური გოგონა ღრმა ტაიგიდან ვლადივოსტოკში მიემგზავრებოდა. ის ამაოდ ცდილობდა ტრანსციმბირულ მატარებელში ასვლას. გამცილებელმა აუხსნა, რომ თავისუფალი ადგილი საერთოდ არ ჰქონდათ. იყო მხოლოდ ერტადერთი ადგილი ორადგილიან კუპეში, მაგრამ იქ მგზავრობას წესიერი გოგონა არ იკადრებდა, რადგან ამ კუპეში ვიღაც უცნაურ უცხოელს ეჭირა მეორე ადგილი.
გოგონამ ჰკითხა გამცილებელს, რით გამოიხატებოდა მისი უცნაურობა. გამცილებელმა უპასუხა:"ჭუჭყიანი, გაუპარსავი და დაუბანელი უზარმაზარი ახმახია. ნამდვილად გიჟი უნდა იყოს. უნდოდა ტუალეტში შევეთრიე, მერე ვიღაც ბიჭს არ უშვებდა იქედან, უნდოდა მასთან შევარდნილიყო, ხელებს გიჟივით იქნევს და რაღაცას ყვირის. თან ისეთი მშიერი თვალებით იყურება, გეგონება უნდა შეგჭამოსო. ერთი სიტყვით, საშიშია მასთან ერთად მგზავრობა".
გოგონა საგონებელში ჩავარდა, მაგრამ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვლადივოსტოკში ჩასვლა, ამიტომ დათანხმდა ემგზავრა შეშლილ უცხოელთან ერთად.
როცა ქალიშვილი კუპეში შევიდა, იქ მართლაც უზარმაზარი, გაუპარსავი, არცთუ სუფთად ჩაცმული, უცნაურად აღგზნებული თვალებით მომზირალი უცხოელი დახვდა. მისალმების ნიშნად ის ფეხზე წამოდგა გოგონას დანახვაზე, რითაც ძალიან შეაშინა საბრალო. «Sorry! No water!»-ბოდიშის ნიშნად ჩაიბურტყუნა უცხოელმა, თითქოს ცდილობდა მისი უსუფთაობის მიზეზი აეხსნა. საბედნიეროდ, ქალიშვილმა ინგლისური იცოდა, ამიტომ იმწამსვე მიხვდა, რა გასჭირვებოდა მამაკაცს.
"როგორ თუ წყალი არაა, სად არაა წყალი, ტუალეტში?"-შეეკითხა სირცხვილისაგან თავჩაქინდრულ უცხოელს.
"-დიახ, ტუალეტში, მე იქ ვიყავი:ყველა ონკანი მოვაბრუნე, ყველა სახელური მოვატრიალე, როგორ არ ვეცადე, მაგრამ წყალი არ წამოვიდა. ვხედავ, ადამიანები იქ შედიან, დაბანილები და გაპარსულები გამოდიან, მინდოდა შევყოლოდი რომელიმე მათგანს და გამეგო, სად პოულობენ წყალს, მაგრამ მათ ჩემი არ ესმით, ეშინიათ და გამირბიან"-გულდაწყვეტით ამოიოხრა მან.
"-ონკანის ქვემოთ რომ პატარა ღილაკია, მას დააჭირეთ ხელი?"-დაინტერესდა გოგონა.
"-რომელ ღილაკს"?-აღმოჩნდა, რომ უცხოელმა ამ ღილაკის არსებობის შესახებ არაფერი არ იცოდა.
გოგონამ ისიც გამოარკვია, თუ რად ჰქონდა უცხოელს(ის ამერიკელი აღმოჩნდა) ასეთი მშიერი თვალები. მისი საკრედიტო ბარათი ვაგონ-რესტორანში არ მიიღეს, რადგან აქ მხოლოდ ნაღდ ფულზე ვაჭრობდნენ. ბანკომატები მატარებლის სადგურებზე არსად არ აღმოჩნდა, ასე რომ სანკტ-პეტერბურგიდან გამოსულ ამერიკელს უკვე ორი დღეა, არაფერი ეჭამა.
ათიოდე წუთის შემდეგ მატარებლის მგზავრები ინტერესით უყურებდნენ, როგორ გაიღო ავადსახსენებელი კუპეს კარები, იქედან უცხოელი გამოვიდა გოგონასთან ერთად, შემდეგ კი ორივენი ტუალეტში გაუჩინარდნენ.
ერთი საათის შემდეგ ეს "საშიში" უცხოელი-ამერიკელი პროფესორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ანტარქტიდული პოლარული ექპედიციების გმირი ჯონ მაკლინ კლუმი უკვე დაბანილი, გაპარსული, სუფთა პერანგში ჩაცმული, დაპურებული და დამშვიდებული, მომღიმარი გულითადად ესაუბრებოდა ვაგონის მგზავრებს მშვენიერი თარჯიმნის დახმარებით.
რა იყო მისი წინანდელი უდიერი ქცევის მიზეზი-მას მგზავრებისათვის არ აუხსნია. ისინი აღტაცებით უყურებდნენ ამ მშვენიერ ქალიშვილს და მასში უცხოელების მომთვინიერებელს ხედავდნენ.
ასე შეხვდა ჯონ კრუმი თავის მომავალ მეუღლეს. უცნაური ფრაზა :«Did you press the pimpochka from the down?» -მათი ლამაზი ოჯახის რელიქვია გახდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent