ფილტვებს ჰაერი ეცოტავებათ, თვალებში როცა მიყურებ (1)
_ლილე..ლილე...გოგო დროზე გაიღვიძე.. _მმმ.. _რა მმ გგოგო ადექი დროზე წყალდიდობაა..მოგადგა ბათუმის ზღვა. _მმ...ხო ხოო..მობრძანდით.. _ჰე გოგო დროზე გაცურეე.. მეც ხელების აქთ-იქეთ ქნევა დავიწყე(ცურვის იმიტაციას ვაკეთებდი რა იყოთ) _უფრო ჩქარაა..მოუსვი გოგო ჩქარა თორემ ჩაიძირები.. _ჰმ.... _მიწისძვრაა ლილე...გოგო დროზე მოდი აზრზე.. _იყოს ვაა რა გამიწყალე გული.. _ჰე გოგო ადექი დროზე.. _ვაიმე თაკო ვაშაკიძე სანამ ლამაზი ხარ დავაი ეხლა აქედან არ შემომაკვდე.. _ადექი გოგო დროზე. მეც ყელში ამომივიდა და ლოგინიდან თავი წამოვყავი...აი სად დაერხა თაკოს.თვითონაც მიხვდა და თავქუდმოგლეჯილი გავარდა ოთახიდან. _ვაშაკიძე ხორხს ამოგთხრი და ხელში დაგაკავებინებ.. გამწარებული ვყვიროდი და თაკო კიბეებზე მივზდევდი. _ვაშაკიძე შენი ფეხით მოდი ჩემამდე თორემ იცოდე რო დაგიჭრ შემომაკვდები.. _კაი დადუ ხო იცი როგორ მიყვარხარ არაა? _სიყვარულს განახებ ეხლა მეშეენ.. ვუთხარი და მისაღებში შევვარდით.უცებ ხარხარის ხმა მოწვდა ჩემს ყურთასმენას.უცებ ვხედები მდივნისკენ და ერთანეთზე გადმხობილ მოხარხარე სხეულებს ვხედავ.რათქმაუნდა ესენი ხომ ჩემი განუყრელი სამეგორბროა და როგორ არ გახდიან სასაცილო თემად ჩემს ამ თავქუდმოგლეჯილ სირბილს ტრუსის და ბიუსჰალტერის ამარა. ხო გაიცანით ესენი:ანასტასია,ვაკო(თაკოს შეყვარებული) და ბექაა..ხო მაგრამ აი ის მესამე არც ვიცი ვინაა. _ეს სიმპატიაგა ბიჭი ვინაა? ვიკითხე ურცხვად და ცისფერთვალებას მივაშტერდი. _ნეტავ თუ არ გრცხვენია ეხლა ასე რომ დგეხარ აქ..(ტასო) _რაა სასირცხვო..ზაფხულია,ბათუმში ვართ ეხლა პლიაჟზე ჩემნაირად ჩაცმულების ცვენაა.. _ოხ ლილე ლილე..21 წლის გოგო ხარ და შენ მაინც თინეიჯერის ჭკუა გაქვს... _მე ძაან მომწონს ჩემი ხასიათი და შენ თუ არ მოგწონს კი იყავი მასე.თაკო რატომ გამაღვიძე იქნებ ამიხსნა.... გაგრძელებას ვაპირებდი მაგრამ დამასწრო. _ვიცი,ვიცი ამერიკიდან წუხელ ჩამოფრინდი და არ გიძინია,მაგრამ ბექას უნდა გაყვე აეროპორტში. _რა იყოთ ასე მალე მოგბეზრდით? _ვაიმე ლილე მიდი დროზე გაემზადე და წავედით გავგვიანდება ისედაც. _ხო კაი კაი მივდივარ,მაგრამ მაინც მითხარით ვინ არის ეს? ვიკითხე და ცისფერთვალებაზე მივუთითე,რომელიც აქამდე სიცილით გვიყურებდა. _ხო მე დათო ვარ ამათი ძმაკაცი. არაფერი არ მითქვამს ისე ავედი ოთახში და თაკოს გავძახე. _ჩემს ჩემოდანში ყევლაფერი ჩაყრილია და ამათი ამოლაგება მეზარება შენს ტანსაცმელს ვიცმევ იცოდე. სამ წუთშ უკვე მზად ვიყავი ტელეფონი ავიღე და ბექას გავძახე. _ჰეე მალე გამოადგი ფეხი. _მოვიდვარ ხო.. მითხრა პირგამოტენილმე. _სულ როგორ უნდა ჭამდე.. ბექამ მანქანა დაქოქა და დავადექით აეროპორტის გზას. მალევე მივედით და სკამზე ჩამოვჯექი. _აუუ ბიჯო ბუღი ასდის ქალაქს..რა ჯანდაბაა ვააჰ..დავიწვი.. უკმაყოფილოდა ვთქვი და ხელი დავიფრტიალე,ვითომდა გამაგრილებდა. _აი მგაზვრებმაც იწყეს გამოსვლა. თქვა ბექამ და აქეთ-იქეთ დაიწყო ყურება. _აი მოდის. დემეტერე დაიყვირა და ხელისქნევა დაიწყო. მეც მის მზერას თვალი აგავყოლე და კრემისფერ ჟაკეტიან ბიჭს მოვკარი თვალი.ვაიმე მარტო გიჟი თუ ჩაიცმევდა ამ სიცხეში ასე. _მემგონი შენ ანტრაქტიდაზე მიდიოდი და შემთხვევით მოხვდი ბათუმში. მივახალე მომავალს და ბექასგანაც მუჯლუგუნი მივიღე გვერდში. _რა იყო მეტკინა.. _დემეტრე ბიჭო ასე უნდა დაგვივიწყო? კითხა ბექამ და მთელი ძალით მოეხვია. _ვაკოს მოვკლავ ბიჭო ესააა წვიმს და რაც შეიძლება თბილად ჩაიცვიო? არა რაა ვაკო ჩემი ძმაა რაა...ნუ რაც იცის ვერ დავუკარგავ ბიჭს,აშკარად ნიჭი აქვს..სახეშეჭმუხნულმა ჟაკეტი გაიძრო და გრძელმკლავიანი მაისურიც მიაყოლა.ვაიჰ რა ნავარჯიშები სხეული აქვს..ჩემი გული ამას ვერ გაუძლებს..არა ლილე გაუძელი ამაზე უკეთებიც არიან ყურადღება არ მიაქცია..არ სეიმჩნიო ლილე..ვამნხნევებდი ჩემს თავს და თან უკმაყოფილო სახით ვიყურებოდი. _ჰეე კიდე დიდხანს უნდა ვიდგეთ ასე?დავიწვი..უფფ. დემეტრემ გამომხედა. _შენ რა ჭირვეული ბავშვი ყოფილხარ. _შაერთოდ არ ვარ ჭირვეული,თან მითუმეტეს ბავშვი!ეს შენ ხარ იდიოტი და ვერ ისწავლე ვაკოს "თამაშები"..ისე საღოლ ვაკოს.. _არ შეიმჩნიო ერთად გაზრდილები არიან და ორივე ერთნაირია. თქვა ფხუკუნით ბექამ რის გამოც ჩემგან თვაში ხელის წამორტყმა დაიმსახურა.მანქანაში ჩავჯექით მე უკან დავჯექი ის ვაჟბატონი კი წინ დასკუპტდა.15 წუთი ამათ ლაყბობას ვუსმენდი..რომ მომბეზრდა ამათი მოსმენა ჯიბიდან სობრანიე ამოვიღე და ბექას გავხედე. _სანთებელა მომე რაა. _შენ კიდევ ვერ შეეშვი ხომ? _არაა...არც მიცდია. _ხო რატომ ეცდებოდი შენ ხომ ერთი მოდაზე აყოლილი მამიკოს და დედიკოს გათამამებული შვილი ხარ.(დემეტრე) ამის გაგონებაზე შევხედე ბექას სახეზე ფერი როგორ ეცვალა და სარკიდან გამომხედა..მე კი მხოლოდ ღიმილით გავხედე დემეტრეს. _ხო შეიძლება. ბედად სახლშიც მივედით და ჯერ კიდევ გაუჩერებელი მანქანიდან გადავხტი და გერევე ოთახში ავედი. სიგარეტს მოვუკიდე და წარსულის ბურუსში გავეხვიე. მოგონებები..ოჰ ეს საზიზღარი მოგონებები..დიდი სიამოვნებით დავიმართებდი ამნეზიას რომ ის საშინელი ღამე წაიშალოს ჩემი მეხსიერებიდან.. მხოლოდ ერთადერთი რამის მეშინია...სიბნელის...წყვდიადის..უსიანათლობსი მეშინია..სწორედ იმ ღამემე შეცვალა ჩემი ცხოვრება..დამიტოვა შიში,შრამი თეძოს ზემოთ და დიდი ტკივილი გულში. მახსოვს ღამე იყო..ქუჩაში მე დედა და მამა მივდიოდით.მთელი დღის ამბებს ვუყვებოდი და მთელი ხმით ვიცინოდით..როდესაც თავს ორი შეიარაღებული კაცი დაგვესხა.დედა და მამა მომიკლეს მე კი გადავრჩი...სასწაულებრივად გადავურჩი სიკვდილს,მხოლოდ "ნატყვიარი" დამამჩნდა ოპერაციის შემდეგ... მერეე?მერე იყო ტკივლი..ბიძამ ამერიკაში წამიყვანა მასთან და "მიპატრონა"..მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა...სწორედ ამ ოთხმა წელმა დამაწყებინა სიგარეტის მოწევა და დამაკარგვინა სიცოცხლის ხალისის.მაგრამ არასოდეს არ მიყვარს ჩემი პრობლემების და ტკივილის სხვაზე მოხვევა და არც არავის ვაჩვენებ ამ ჩემს ტკივილს...ყოველთვსი მოცინარი და მხიარული ლილეს უკან იმალება აი ესეთი თვალებჩამქრალი და უსიცოცხლო ლილე! P.s.იმედია მოგეწონებათ.იქნებ არც ღირს გაგრძელება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.