შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც აგიფეთქებ ფიქრებს! (5)


11-07-2015, 13:29
ავტორი buchi
ნანახია 2 301

10 საათზე გამეღვიძა სამზარეულოში ჩავედი.
-დე ყავა გინდა?
-აუ კიი.მამა და უტა სად არიან?ფანჯრიდან ეზოს მოვავლე თვალი.
-კუს ტბაზე ავიდნენ ცოტას გავისეირნებთო.
-მეც მინდაა,ყავას დავლევ და ავალ.
-დე ნიკასთან ხდება რამე?წუხელ განერვიულებული იყავი.
-არაფერი ისეთი ისევ თავისას გაიძახის მიყვარხარო.
-რამეს არ გადაგყაროს მაგ ბიჭმა დედი ფრთხილად იყავი.
-ნუ გეშინია დე.ყავა დავლიე,სპორტული ფორმა და ბოტასები ჩავიცვი,თმა ზემოთ ავიწიე და შევიკარი.გასაღებს დავწვდი ტელეფონი ავიღე და კიბეებზე ჩავირბინე მინდოდა მამასთან დამერეკა,გიოს მესიჯი დამხვდა 4საათზე მოწერილი "მეორედ აღარ დაგკარგავ" გამეღიმა მაგრამ ნიკა გამახსენდა და არაფერი მიმიწერია.ის დღე საღამომდე კუს ტბაზე გავატერეთ,უტა ძალიან გაერთო.საღამოს იქვე კაფეში ვივახშმეთ და სახლში დავბრუნდით.ქეთამ დამირეკა სადმე ბარში დავსხდეთ გოგოებიო,მეც დავთანხმდი.ჩემთან სახლში გავედი გადავივლე და მომზადებას შევუდექი,გოგოებიც მოვიდნენ.კრემისფერი თავისუფალი სტილის მოკლე კაბა და შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ღია კაკაოსფერი თმა გავიშალე,მაკიაჟი გავიკეთე და გოგოებთან გავედი.
-აბა ჩემო ლამაზებო წავიდეთ?(ქეთა)ბარში დავსხედით სამივე ჭკუას მარიგებდა რომ გიოს არ უნდა დავშორებოდი.მერე მარი გამოტყდა რომ სანდროს ეკონტაქტებოდა,ჩვენც მეტი რა გვინდოდა.გოგებთან ცოტა გავმხიარულდი თან ცოტაც დავლიეთ საშინლად ჩაიხუთა ჰაერი,აივანზე გავალ მეთქი და გოგოები დავტოვე.იქვე აივანზე მდგარ სავარძელში ჩავჯექი თვალები დავხუჭედა ნიავს მივუშვირე გულმკერდი.
-მომენატრე.მომესმა ნაცნობი თბილი,ბოხი ხმა.შევკრთი და თვალები სწრაფად გავახილე.გიო თავზე წამომდგომოდა და მიღიმოდა ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი.იქვე დაგდებულ პუფში დაეშვა.
-როდემდე აპირებ ჩემ ტანჯვას?
-რა ტანჯვას?
-ჩემგან თავის არიდებით და გაქცევით არაფერი გამოგივა,საკუთარ თავს ვერ გაექცევი.
-გიო ასეა საჭირო.თვალი ქალაქს მოვავლე და ერთ წერტილს გავუშტერე.
-ნიკასთვის შეიძლება.მე შენზე გელაპარაკები.
-რააა?
-ყველაფერი ვიცი...მაგრამ ჩემ მაგივრად გადაწყვეტილებას ნუ მიიღებ ხოლმე ხმა გაუკაცრდა და წარბები შეკრა.წამოვდექი და მოაჯირს ჩავავლე ორივე ხელი,არვიცოდი რა მეთქვა
-მე...მე არ მინდა რამე დაგემართოს.თვალებზე ცრემლები მომადგა.
-არაფერი არ დამემართება "მახინჯო",მომიახლოვდა და მაგრად ჩამეხუტა.იცოდე არასოდეს არ იტირო.თვალებში მიყურებდა,გახსოვს პირღია რო დამტოვეთ შენ დადედაშენმა,ისევ შეკრა ჭარბები და გაიღიმა, ჩემი ვალი გაქვს. ფრთხილად შემახო გაყინული ტუჩები ტუჩბზე,ხელი წელზე მომხვია და თავისკენ მიმიზიდა მინდოდა ეს წამი არასოდეს დამთავრებულიყო,თვალებმინაბული ვიდექი,ოდნავ გაწია თავი სახეზე თითები ნაზად ჩამომისვა,მაინც აგიფეთქებ ფიქრებსო მიჩურჩულა ყურთან და ახლა უფრო მომთხოვნად დამწვდა ტუჩებზე.მერე შუბლზე მაკოცა
-იცოდე საქართველოში,თბილისში არსებობს ერთი ნაძირალა ადამიანი, რომელიც შენს გამო ყველაფერზეა წამსვლელი,ის თქვენზე გიჟდება.ნათი მიყვარხარ.არ ვიცოდი რა მეთქვა,იმდენი ემოცია ირეოდა ჩემ შიგნით,ბედნიერი ვიყავი,მაგრამ რაღაც მაწუხებდა და არ მაძლევდა საშუალებას ნიკას სიტყვებზე არ მეფიქრა.
-მეშინია,ვიჩურჩულე ოდნავ გასაგონი ხმით.მე შენთან ვარ და სულ შენთან ვიქნები უბრალოდე მენდე.მიყვარხარ "მახინჯო"!
-"მახინჯსაც" უყვარხარ.
-მე კიდე მთელი ცხოვრება მის ზრუნვაში გავატარებ.მაგრად ჩამეხუტა.იცი მარტო შენთან ვარ ასეთი,მარტო შენთან არ შემიძლია ჩხუბი და ყველაფერზე შემიძლია ვთქვა უარი შენ გარდა,მე და ზუკა,შენ და უტა.სახლი მინდა ქალაქგარეთ სადმე ბუნებაში სადაც ოხივე ერთად ვიცხოვრებთ,მე ბიჭებს ვავარჯიშებ დილაობით,შენ ყავას მომიდუღებ და მერე ყველა ერთად გავისეირნებთ ხოლმე.მის სიტყვებზე თითქოს მართლა წარმოვიდგინე სახლიც,ბავშვებიც....
-გიო მიყვარხარ.
-მე უფრო "მახინჯო".
-ანის ენას ამოვაცლი დავბღვირე უცებ.ენაჭარტალა.
-ანის რომ არაფერი ეთქვა შენ სისულელეს აპირებდი.ხელი მომხვია და ორვე ბარში შევბრუნდით,სამივეს ისეთი სახე ჰქონდა კარგად იცოდნენ გიორგის იქ ყოფნის ამბავი.
-თქვე ფარისევლებო,ვთომ გაბრაზებული სახე მივიღე.გიომ გოგოებს თვალი ჩაუკრა.ანიმ ენა გამომიყო აბა რა გეგონაო.გოგოები სახლებში დავარიგეთ,გიომ სახლში ამაცილა.მისაღებში დივანზე ვისხედით,თავი ჩემ კალთაში ედო და მშვიდად ვსაუბრობდით.
-ნათი გახსენდებოდი?
-კი,ხშირად.არვიცი რატომ.მას მერე ხომ ამდენი წელი გავიდა...
-მაშინ შეგიყვარდი?ამომხედა ეშმაკური თვალებით
-არა,არვიცი,უბრალოდ მახესნდებოდი.
-მე არ მახსენდებოდი
-ვიცი
-კაი ნუ ბრაზობ,მეც მახსენდებოდი,მაგრამ არვიცი რატომ არ მოგძებნე.მაშინ მიქრიდა,ცუდი ვიყავი ძალიან ცუდი.სახლშიც ყველას ვამწარებდი,თვეობით ვიკარგებოდი და არ იცოდნენ ჩემებმა სად ვიყავი.22 წლის ვიყავი,ფეხებზე მეკიდა ყველა და ყველაფერი,სულ შარებში ვიყავი.მერე ერთ გოგოს შევხვდი მიყვარხარო მეუბნებოდა, თუმცა მე სიყვარლი არ ვიცოდი, არავინ არასოდეს არ მყვარებია,მერე ზუკა გაჩნდა,იმან ბავშვი დამიტოვა და წავიდა.ბიჭებთან ერთად ხან სანადიროდ მივდიოდი ხან დასალევად.მერე დამიჭირეს,ვიღაც ტპები ვცემეთ.2დღეში ბიძაჩემი დამადგა და გამომიშვეს.მერე რუსეთში წავედი 1 წელი,იქიდან რომ ჩემოვედი ისევ იგივს ვაგრძელებდი.ბოლოს მამაჩემი ჩამოვიდა რუსეთიდან "ბელი ლებედში" იჯდა 15 წელი.მასთან არ მაქვს კარგი ურთიერთობა,მისმა დაბრუნებამ რაღაცეებზე დამაფიქრა,არ მინდოდა ზუკას და მეც იგივე დამოკიდებულება გვქონოდა,არ მინდოდა ჩემი სისულეების გამო დამეკარგა მასთან ახლო ყოფნის შანსი.არ მინდოდა ისიც უმამოდ გაზრდილიყო იმიტომ,რომ ვიცოდი რა იყო ეს,მითუმეტეს რომ არც დედა ჰყავდა გვერდით,დედაჩემი და ჩემი და ზრდიდნენ,ხოდა ვიპოვნე ჩემ თავში ძალა და შეძლებისდაგვარად ვეცადე გამომესწორებინა.ახლა აღარ ვარ ისეთი ცუდი,სიყვარულიც შემძლებია ამომხედა და გამიღიმა.მე ვუსმენდი მის გულწრფელ აღიარებეს და მიხაროდა რომ ისევ შევხვდი,ბედნიერი ვიყავი რომ ის იყო ჩემ გვერდით.
-მაბედნიერებ.
-მე კიდე მიყვარხარ,არასოდეს არ დაგივიწყებ და არ მიგატოვებ რაც არ უნდა მოხდეს,იცოდე ყოველთვის შენთან ვიქნები და არასოდეს არაფრის არ შეგეშინდეს.კარზე ზარის ხმა გაისმა.წამოვდექი და კარისკენ წავედი.
-ნიკაა ფერწასულმა გავხედე გიოს.
-გაუღე,ნუ გეშინია.წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა მე კარი გავაღე.
-როგორ ხარ?უცებ ნიკას სახე შეეცვალა.გიო მომიახლოვდა და თვალებით მანიშნებდა ნუ ნერვიულობო.ლამის იყო გული გამსკდომოდა.ნიკას ვუყურებდი და ვხედავდი როგორ დაემუშტა ხელები.გაგიჟებული ეცა გიოს და სახეში მუშტი გაარტყა.გიოც არ უთმობდა ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ან რა უნდა გამეკეთებინა როგრ უნდა დამეწყნარებინა ორი გაშმაგებული კაცი რომლებიც ერთმანეთს გამეტებით ურტყამდნენ.ორივეს სისხლიანი ჰქონდა სახე და ხელები.
-გაჩერდით. ერთმანეთს დახოცავთ.მოვიკრიბე ძალა რაც კი გამაჩნდა და მათ შორის ჩავდექი.ახლავე შეწყვიტეთ!ვიყვირე ბოლო ხმაზე.
-მოვკლავ ამ ნაბი...ვარს!ყვიროდა ნიკა,არც გიო უთმობდა საშინელ სიტყვებს ეუბნებოდნენ ერთმანეთს.
-ნიკა ახლავე წადი!გაეთრიე ჩემი სახლიდან და დაასრულე ეს ვიზიტები გესმის.წადი აღარ მინდა შენი დანახვა!
-გოგო შენ სულ გაუბერე?როგორ მელაპარაკები!შენ გგონია ამასთან ერთად დიდხანს და ბედნიერად??არა გაიგე არა სანამ ცოცხალი ვარ.
-მაშინ ჩემი ხელით მოგკლავ შე ა..ვარო!გამოსცრა გიომ და ვხედავდი როგორ დაუბერა ძარღვები მოწოლილმა სისხლმა,კბილებს ერთმანეთზე მაგრად აჭერდა და სახეზე ველა ნაკვთი უკრთოდა სიბრაზისაგან.
-შენ სანამ მაგას გააკეთებ მე დაგასწრებ და არ გაცოცხლებ!შენი საქმე წასულია!ნიკა სახლიდან გავარდა.ტირილის თავიც აღარ მქონდა,თვალებში ყველაფერმა ტრიალი დაიწყო წავბარბაცდი და კედელს მივეყუდე,გიო მაშინვე მომვარდა და დივანზე დამსვა.საშინლად ვბრაზობდი მასზეც ასე რომ გამართეს მუშტიკრივი,მაგრამ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა ვერ დადგებოდა დასჯილი ბავშვივით და ვერ დაუჭყებდა ყურებას როდის შეწყვეტდა ნიკა მუშტების ქნევას.ავხედე,სახე სულ სისხლიანი ჰქონდა და მივხვდი ახლა გაბრაზების დრო ნამდვილად არ იყო.მოვევხიე ჩემ წინ ჩამუხლულს და მეც იატაკზე დავჯექი.

ესეც მომდევნო თავი,ჩემო საყვარლებო ველოდები თქვენს კომანტარებს <3



№1  offline წევრი bar bare

Rogorc yoveltvis . . .^_^ magram patara tavi iyo, aucileblad unda gazardo! Kidev ertxel da mravaljer gagimeoreb rom dzalian kargad wer, shennairebi erteulebi ariam. Da am sityvebs me tyuila aravis veubnebi <3 :*

 


№2  offline წევრი buchi

Mdloba,madloba,madliba:*vici pataraa,magram dagpirdit yoveldge davdebtqo da amitom gadavwyvite damedo.male gavagrdzeleb<3

 


№3  offline წევრი lamazmani

კაია მალე დადე ველი

 


№4  offline წევრი buchi

ვინაიდან დღეს მეტი სიახლის დადების ლიმიტი არ მაქვს ხვალ დავდებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent