შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანიელი და არდა 1


11-07-2015, 13:40
ავტორი mendi
ნანახია 3 662

მე არდა ლიჩელი ვარ 23 წლის. ჩემი გვარი მიუხედავად იმისა რომ ქართულია ყველას უცხოელი ვგონივარ თან ამაში ჩემი სახელიც ხელს მიწყობს. მამა ქართველია ხოლო დედა იტალიელი. ვცხოვრობ წყნეთში კერძო სახლში, მამა ბიზნესმენია და გადაწყვიტა მშვიდ ადგილას გვეცხოვრა. რაც შემეხება მე, ვარ მაღალი გამხდარი და რაც ყველაზე მეტად მახარებს დედას ვგავარ (ვიცინი)ულამაზესი ქალია, თვალები ყველა იტალიელს ლამაზი აქვს თუმცა დედას განსაკუთრებულად ლამაზი. უნივერსიტეტიც დავამთავრე და ახლა ჩემს კაფეს ვხელმძGვანელობ და გაფართოებასაც ვგეგმავ. მყავს ყველაზე მაგარი მეგობარი მარი, რომელიც დასავით მყავს.

ერთ დღეს როდესაც სახლში ვბრუნდებოდი დედა და მამა ანერვიულები ჩანდნენ.
-არდა კაბინეტში ახლავე (გიორგი)
-მამა რა მოხდა
-არდა კაბინეტში შედი საყვარელო და ყველაფერს იქ გეტყვის (ანია)
-კარგი დედა
კაბინეტში როცა შევედი მამა ნერვიულობდა და ეტყობოდა არ იცოდა სათქმელი როგორ ეთქვა.
-მამა გთხოვ შემოვლა არ გინდა პირდაპირ მითხარი.
-კარგი. არდა ცოლად უნდა გაყვე უცხოელ ბიზნესმენს.
რა დამემართა? ყველაფერი დამემართა. როგორღაც თავი მოვთოკე და ვეცადე მშვიდად მესაუბრა.
-ცოლად გავყვე კაცს რომელიც არ მიყვარს, მხოლოდ იმის გამო შენ ყოვე წელს ჰავაიზე და ბაჰამიზე იარო?
-არდა როგორ მელაპარაკები?
-როგორ? და შენ როგორ თხოვ შენს ერთადერთ შვილს, გაყვეს უცხოს ცოლად, რომელიც არ უყვარს და ალბათ არც იმ კაცს ვუყვარვარ. ჩემ ბედნიერებაზე არ ფიქრობთ?
-შენს ბედნიერებაზე რომ ვფიქრობ მიტო ვაკეთებ ამა. მარკს რაც შეეხება მას მოწონხარ და მზად არის ცოლად მოგიყვანოს.
-თქვენ ნორმალურები თუ ხართ საერთოდ? აი იმ ვიღაც დამპალს გადაეცით რომ ცოლად არ გავყვები. დაიმახსოვრე ცოლად არ გავყვები.
-რომ გითხრა ჩემს ბიზნეს ეს ჭირდება მექი მაინც არ გაყვები?
-რაა? ფულზე მყიდი? შენ რანაირი მამა ხარ, თურმე ვინ ყოფილხარ. ფულიტ გაუმაძღარი ადამიანი. ადამიანიც არ ხარ შვილს რომ ყიდი.
ლოყა საშინლად ამეწვა. თუმცა ლოყის ტკივილი სულიერმა ტკივილმა გადაფარა.
-ახლავე ოთახში წახვალ, მოხვალ აზრზე და ცოლად გაყვები მარკს, მორჩა და გათავდა გასაგებია?
-გასაგებია.
გულში უკვე გეგმებს ვაწყობდი როგორ გავქცეულიყავი საჭირო დროს აედან, ფიქრებში ისე გავერთე დედაჩემის მოსვლაც ვერ გავიგე.
-არდა შვილი გვაპატიე გთხოვ
-შვილს ნუ მეძახი და გადი აქედან
-არდა
-დედა გადი.
საღამოს სამზარეულოში ჩავედი წყალი მინდოდა.
-არდა ხვალ ჩვენ მარკს უნდა შევხვდეთ და აქ მოვიყვანთ
-ოჰ თვითონ ვერ მოვა? წითელი ხალიჩა ხომ არ დავუფინო
-არდა როგორ ლაპარაკობ
-როგორც დაიმსახურეთ
-არდა იცოდე გონივრულად მოიქეცი გაიგე?
-არის ბოს
წყალიც კი არ დამილევია ისე ამოვედი ოთახში სა საჭირო ნივთების ჩალაგება დავიწყე, ხვალ წავიდოდნენ თუ არა მეც წავიდოდი და ვეღარ მნახავდნენ ვერადროს.

დადგა სანატრელი მეორე დღე, მამამ მითხრა რომ შესახვედრად მიდიოდნენ, მეც მეტი რა მინდოდა. წავიდნენ თუ არა ნახევარი საათის შემდეგ მეც წავედი, მანქანა არ წამიყვანია არ მჭირდებოდა თორე ყელში ამომადენდნენ, კიდევ კარგი კაფე ჩემი ფულიტ გავხსენი რომელიც დაუღალავი შრომით მოვიპოვე. გზაში ცრემლებს გასაქანი მივეცი, რომ არ მეტირა ცუდად გავხვდებოდი, გულს მაინც მოვიოხებდი, ნახევარი გზაც არ მქონდა გავლილი უზარმაზარი კარები რომ გაიღო და იქიდან სალომე გამოვიდა, ჩემი მეზობელი იყო თუმცა კარგი ურთიერთობა მქონდა, ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა მაშინვე მომვარდა.
-არდა რა გჭირს საყვარელო რატომ ტირი?
თან გულში მიკრავდა და მეც უფრო მეტად ვტიროდი. სალომემ ეზოში შემიყვანა საიდანაც ხმაური ისმოდა, მივხვდი რომ მეგობრები ან ნათესავები ყავდა სტუმრად. მათგან მოშორებიდ დამაყენა, კიდევ კარგი ვერ დამინახეს.
-სალომე უსიყვარულოდ მათხოვებენ გესმის? ვიღაც უცხოელზე მხოლოდ ფულის გამო გესმის?
განწირული ხმით ვეუბნებოდი ამ ყველაფერს
-ვაიმე ჩემო არდა ჩემო პატარა ამას როგორ გიკეთებენ ამ ერთადერთ ნანატრ შვილს
-არ ვიცი სალო არა
-სალომე რა ხდება?
სალომეს უკან ვიღაც ბიჭი ამოუდგა, ნუ რაღა ბიჭი კაცი, რომელიც ძალიან ძალიან სიპმატიური იყო და მისი ხმაც ისეთი იყო იქვე დაგადნობდა.
-დანიელ გაიცანი ეს არდაა ჩემი მეგობარი, არდა ეს ჩემი ბიძაშვილია.
-სასიამოვნოა არდა
-ჩემთვისაც
ცრემლებს ძლივს ვიკავებდი არ მინდოდა დანიელთან მეტირა თუმცა ვერ შევიკავე და სალომემ გულში ჩამიკრა.
-ჩემო გოგო ასე ნუ ნერვიულობ, გამოსავალს ვიპოვით და მამაშენიც არ გაგაGთხოვებს ფულის გამო.
-შეიძლება ვიკითხო რა ხდება?
-დანიელ ისეთი არაფერი.
-არდა შეიძლება გელაპარაკო?
ცრემლები მაშინვე შევიმშრალე და დანიელს თავი დავუქნიე, იქვე სკამებზე დავსხედით და დანიელს თვალები შევანათე იმ იმედით თითქოს გამოსავალს მომაძებნინებდა.
-მე დანიელ ავალიანი ვარ.
-არდა ლიჩელი
-უცნაური სახელი გაქვს
-დედამ დამარქვა, იტალიელია.
-გასაგებია. არდა გავიგე ფულის გამო გათხოვებენ და შენ არ გინდა.
-რა თქმა უნდა არ მინდა, მაიკლს არც კი ვიცნობ საერთოდ ვინა არი, გუშინ კი მამაჩემმა ისე გამომიცხადა მას უნდა გაყვე ცოლადო გეგონება ჩვეულებრივი რამე იყოს.
-ცუდია არდა და მინდა რაღაც შემოგთავაზო.
-გისმენ.
-მოკლედ თუ გინდა მე და შენ დღესვე მოვაწეროთ ხელი, მაიკლზე ვეღარ გაგათხოვებენ, შEნ ცალკე იცხოვრებ მე ცალკე.
-კი მაგრამ
-დაფიქრდი არდა, ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვიქნებით, ჯვარს არ დავიწერთ. ცოტა ხანი ვიქნებით ცოლ-ქმარი და შემდეგ გავეყრებით, მამაშენთან საქმეს მე მოვაგვარებ ამაზე საერთოდ არ იფიქრო.
-დანიელ ამას მართლა გააკეთებ?
-დაუფიქრებლად.
თვალები გამიბრწყინდა ალბათ ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, დაუფიქრებლად ჩავეხუტე დანიელს და ვიგრძენი საოცარი სიძლიერე, წამით დავფიქრდი რა ცუდი იყო ასეთი ქორწინება თუმცა ღირდა.
-დანიელ ამას რატომ აკეთებ?
-შეუძლებელია კაცმა თვალებში შემოგხედოს და ეს არ გააკეთოს.
არაფერი მითქვამს გავწითლდი, ეს არ გამოპარვია და გაიღიმა, ღმერტო რა ღიმილი აქვს. რეალობაში თელეფონის ხმამ მომიყვანა აზრზე, როცა დავხედე ათასმა ფერმა გადამიარა, მიხვდა ჩემს ცვლილებას და მკითხა ვინ იყო.
-მამაა
-მშვიდად უპასუხე, ჯერ ხომ არ იცი რატომ რეკავს.
-გისმენ მამა
-არდა უკვე მოვდივართ
-და მერე მე რა
-როგორ თუ რა, ახლავე მოემზადე დროზე გოგო.
-კარგი.
-დანიელ მოდიან და რა ვქნათ
-ახლა ჩემს მეგობრებს გაგაცნობ წამომყევი.
დანიელმა ხელი ჩამკიდა და მათკენ წამიყვანა, ყველამ გაოცებულმა შემომხედა.
-გაიცანით არდა ჩემი საცოლე
-არდა ესენი ჩემი მეგობრები არიან, ლუკა ნიკა ანდრეა მარი ლიზა და ნინი
-სასიამოვნოა
ყველამ ერთხმად მითხრეს და გამიღიმეს, ყველასგან დადებითი აურა მოდიოდა და მესიამოვნა.
-სალომე არდა მოამზადე დღეს ხელს ვაწერთ, სასწრაფოთ.
-კარგი ახლავე, არდა წამოდი.
მეც სალომეს გავყევი და მარის დავურეკე, ყველაფერი ვუთხარი.
-არდა ქორწინების სახლში მოვალ პირდაპირ ჩემო ლამაზო
-კარგი მარ
სულ რაღაც ერთი საატი დამჭირდა მოსამზადებლად, ტეტრი მოკლე კაბა მეცვა რომელიც უკან ამოღებული იყო, წინ კი დახურული, კრემისფერი მაღლები ჩავიცვი და სარკეში კმაყოფილმა ჩავიხედე. სალომემ დანიელს დაუძახა და უთხრა რომ მზად ვიყავი, თვოთონაც მოესწრო სოლიდურად ჩაცმა, საოცრად სიმპატიური იყო.
-ულამაზესი ხარ არდა
-მადლობა, მაგრამ გთხოვ მალე.
-ნუ გეშინია, ტელეფონი გადააგდე და ახლას გიყიდი მერე.
ტელეფონი ნაგავში მოვისროლე. მანქანაში უნდა ჩავმჯდარიყავით როცა სალომე სირბილით მოვარდა ჩვენთან.
-ანდრეა სასწრაფოდ წაიყვანე არდა აქედან რადგან უკვე სახლში შევიდნენ მისი მშობლები და ის ვიღაც.
ანდრეას საწყალი თვალებით შევხედე
-არდა ნუ გეშინია.
სასრაფოდ გავემართეთ ქალაქში, ალბათ რეკვისგან აიკლეს ტელეფონი თუმცა ფეხებზე, ლუკა სანდროს მეჯვარე იყო და მიუხედავად ამ სიუაციისა მაინც შეძლო ჩემი გამხიარულება
-დანიელ შეიძლება შენი ტელეფონით ვისარგებლო?
-რა თქმა უნდა
მარის დავურეკე
-მარ მოვდივართ
-მე უკვე აქ ვარ, საბუთები ხო მოგაქ
-რო წამოვედი სახლიდან ჩავდე და მომაქ
-მშვენიერია
ერთ საატში მისი ცოლი ვიყავი და ახლა რაც უნდოდათ ის ექნათ დედაჩემსაც მამაჩემსაც და იმ მაიკლსაც.



№1  offline წევრი cancara

კაი კაი გააგრდზელე მელე
დიდი ტავები

 


№2  offline წევრი maaashka

Dzan gansxvavebuli da kargia … minda warmatebebi gisurvo … cota male dade dq didi tavebi <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent