შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარის მოტანილს ქარი წაიღებს (სრულად)


11-07-2015, 14:56
ავტორი lesia
ნანახია 4 831

უფალო , მომეცი ძალა... მომეცი ძალა, რომ შევძლო დავივიწყო. ძალა იმისთვის, რომ გავუმკლავდე ტკივილს რაც უკვე თვეებია თან დამსდევს . ტკივილი , რომელიც შემისისლხორცდა ... ცხოვრება მის გარეშე ვერ წარმომიდგენია ...ვერ წარმომიდგენია, რადგან დამავიწყდა როგორი ვიყავი ადრე. როგორ ვცხოვრობდი... მაგრამ უკვე რვა თვე გავიდა. რვე თვე უიმისოდ , უმოწყალოდ მატკინა გული ...
მენატრება ისე როგორც არავინ არასდროს მომნატრებია. მიყვარს ისე როგორც ჯერ არავინ არ მყვარებია! უბრალოდ მინდა ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძო და ეს დღე იყოს მართლაც მშვენიერი, რადგან შევძლო, მივხვდე რომ მე ის დავივიწყე, თუმცა ვერ წარმომიდგენია ისეთი დღე ,რომელშიც მასზე ვერ ვიფიქრებ . ვერაფერი წარმომიდგენია მის გარეშე,თუმცა რა სისულელეა , მე ხომ უკვე ვცხოვრობ მის გარეშე, მაგრამ ვაი ,ესეთ ცხივრებას… მესმის, რომ ყველაფერი წინ მაქვს, მესმის რომ უაზრობაა, მაგრამ სწორედ ეს უაზრობა მგონია ეხლა ყველაზე აზრიანი... ამ უაზრობით ვარსებობ. არ ვიცი მეტი რა დავწერო... არ ვიცი როგორ მიგახვედროთ, რომ მე მართლა ცუდათ ვარ ...
ნუ მაკრიტიკებთ... ეს დამამცირებელია, რადგან ეს ტკივილია სულის ამოძახილია. ვერავის ვანდობ ამას და სწორედ ახლა ამ უსულო ფურცლისთვისაც ვერ გამინდია ჩემი ფიქრები სრულყოფილად . მეშინია... მგონია ,რომ ესეც გამცემს . მეშინია, რომ შემომისწრებენ და ვებღაუჭები… ვიცი ,სასაცილოა ,მაგრამ მე მაინც გულში ვიხუტებ იმის დარდით, რომ არავინ გაბედოს ამის წართმევა . მინდა დროის უკან უკან დაბრუნება შემეძლოს. იმ დროის ერთად, რომ ვიყავით და მისი დანახვისას მიბრწყინდებოდა. იცით, რაა ? მე შევცვლიდი რაღაცას . მე გავანადგურებდი, გავამწარებდი, გადავთელავდი და მივაგდებდი ... ისე მოვექცეოდი როგორც ის მომექცა! ვწყევლი იმ მომენტს, როდესაც პირველად გადავაწყდი მის გიშერივით შავ თვალებს...
მახსოვს ,როდესაც პირველად შევხედე შემეშინდა... მის თვალებში რაღაც ამოუხსნელს ვხედავდი. მწვავდა მისი მზერა... თითქოს მასში რაღაც ტკივილი იდო ,თითქოს ცდილობდა ყველაფერი დაეფარა. მახსოვს , როგორ შემომხედა და გამიღიმა... ოღონდ დღემდე არ ვიცი იმ ღიმილით რა გამოხატა , მე ბევრი რამ დავინახე... რამდენჯერ მინატრია, რამდენჯერ წარმომიდგენია...
ყველაფერი დასრულდეს , განსაკუთრებით ღამის კოშმარი.. როგორ მინდა ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს მასზე ფიქრებს, რომლებსაც მთელი დღე გავურბივარ ,მაგრამ ღამით ისევ ჩემში შემოიჭრებიან და თავგზას მირევენ. მინდა უბრალოდ კალამი მოვისროლო, მაგრამ ამასაც ხომ ძალა სჭირდება …არა და არ სრულდება ეს გაუბედურებული სიტყვები … შეიძლება ახლა მასრხრად მიგდებდეთ ,მაგრამ რავ ვქნა მე სიკვდილი მინდა... განა ღირს . რისთვის? ამით რისი დამტკიცება მინდა ?! მხოლოდ უჭკუობას და სისუსტეს თუ დავამტკიცებ . არა და არ არა!.. განა რისთვის ვწერ,მაგრამ მაინც გაჩერება არ ძალმიძლს. მინდა შევწყვიტო . მეგონა წერა განმათავისუფლებდა ამ ყველაფრისგან . ვიფიქრე ყველაფერს ამ ფურცელზე გადმოვიტანთქო და მომეშვებოდა, მაგრამ ამაოდ ვფიქრობდი ასე... იცით ეს არ არის უბრალოდ ტრაგიკული სიტყვები, რომლითაც დრამის შექმნას ვცდილობ, ან რაღაცისთვის ეფექტის მინიჭებას… ეს მხოლოდ რეალობაა. მწარე რეალობა .. რეალობა, რომელიც მანადგურებს . განა არსებობს ისეთი რამ რითაც შევძლებ ეს ტკივილი მან გაიგოს , ან თუნდაც,რომ გაიგოს მოხდება კი რამე?! არაფერი არ მოხდება... მაინც ვერ გამიგებს. მაინც ვერ იგრძნობს... და მაინც ვერ მიხვდება...
მინდა ამ ყველაფერმა მის გულამდე მივიდეს, მაგარამ ის მაინც ვერ გამიგებს… ღონეგამოცლილი ვარ , ხელში არაფერი შემრჩა . საორთოდ არაფერი . უბრალოდ ვსუნთქავ ამ დამპალ მიწაზე და ვცდილობ გავიღიმო… როდესაც ვიღიმი კიდევ უფრო მტკივა . ამის ატანა შეუძლებელი ხდება! უცნაურია, ვერავინ მიგებს. ყველამ დამტოვა...არავინ ფიქრობს თუ რას ვგრძნობ მე , არავინ არის ისეთი ვინც ხელს გამომიწვდის , მაგრამ ფაქტი ერთია ყოველთვის უნდა იცოდე როდის ჩაიქნიო ხელი, როდის დაასრულო რაღაც პერიოდი, როდის მიიხურო კარი... თუმცა მნიშვნელობა არ აქვს რას დაარქმევ “დასასრულს” ...
საშინელი წუთებია , როდესაც სულში უზარმაზარი ხრამივით საზარელი სიცარიელეა. ამ დროს გულისცემაც ნელ-ნელა შეჩერებას იწყებს ... სისხლი უჯრედებს აღარ მიეწოდება ... ტვინში ფილმის კადრივით ვატრიალებ მოგონებებს და ისევ არ ჩერდება სასტიკი და მლაშე სითხე ,რომელიც უფრო გტკენს... უყველაფრისობა დამემართა. ყველაფერი საუკეთესო წამართვეს . დამტოვეს სანაგვეზე მიგდებული კატავასავით, რომლის გასართობიც ძირ გამოღრღნილი ფეხსაცმელია .
უბრალოდ წავიდა!..

***
საინფორმაციო გამოშვებამ გამოაცხადა ,რომ მძიმედ დაშავდა ორი ზრდასრული ქალი , ხოლო მამაკაცი ,რომელიც მანქანას მართავდა სიკვდილს ვერ გადაურჩა. მათი სახელების გაგებისას გული მიმეწურა... თითქოს წამში დავპატარავდი. როგორი გასაგებია იმის გაგება ,რომ დაკარგე მამა და ისიც არ იცი ცოცხლები არიან თუ არა შენი და და დედა... ეს მძიმეა , აუტანელია . ამ დროს რთულია მშვიდად სუნთქვა , ხელები გიკანკალებს. თითქოს წამში ძალა გერთმევა. მაგრამ მაინც , ვიპოვე იმდენი ძალა ,რომ საავადმყოფოში წავსულიყავი.
ხელის კანკალით შევაღე კარი , მიმღებში ვიკითხე სად იწვნენ ჟორჟოლიანები... არ ვიცი როგორ მივაღწიე პალატამდე. იქ მხოლოდ ჩემი და ანიტა დამხვდა. მისი სახე თვალებიდან არ ამომდის. სახეზე სულ ნაკაწრები ჰქონდა , ალაგ-ალაგ ნაკერები ედო . თავი შეხვეული ჰქონდა. მძიმე ნაბიჭებით მივუახლოვდი . ხელებზე ნაზად მოვუსვი ჩემი გაყინული თითები . ექიმმა მითხრა დამაძინებელი გავუკეთეთო.როგორც გავიგე დედა გაირდაიცვალა. მერწმუნეთ ამაზე მტკივნეული არაფერი არ არის... მგონია მუცელში ხელს მიყოფენ გულ-ღვიძლს მიჭყლიტავენ. სიცივისგან თვალები მეწვის . ვერაფერს ვგრძნობ , გარდა ტკივილისა. ვეღარაფერს ვცვლი .... ესე უმწეოდ ყოფნა სიძულვლს მიძლიერებს. იმდენად რომ შეიძლება სადღაც უკიდეგანოდ შორს მოსიარულე ბედნიერი ადამიანისაც შემშურდეს.
ტკივილის წარმოდგენა შეუძლებელია მაშინ თუ იგი მწარედ არ გიგრძვნია ...
- არ მინდა შენთან ცხოვრება ! არ მინდა, არა! - მთელი ხმით გაჰკიოდა .
- რატომ? - გაოცებულმა შევხედე , ცხოვრებაში პირველად ვხედავდი ჩემს დას ასეთს.
- შენი ბრალია დედა და მამა ,რომ გარდაიცვალნენ,მხოლოდ შენი!
-ანიტა , რატომ არის ჩემი ბრალი? - გულუბრყვილოდ შევეკითხე.
-შენი ბრალია, მხოლოდ შენი... შენზე ნერვიულობდა დედა, აიკვიატა გინდა თუ არა სახლში დავბრუნდეთო . შუაღამეს გამაღვიძეს. ალბათ ორი საათი იქნებოდა , მითხრეს სახლში ვბრუნდებით. ბებია ნერვიულობდა სად მიდიხართ არ გაგიშვებთქო ,მაგრამ არავის უსმენდნენ , მთელი სისწრაფით მოვდიოდით უკნიდან მანქანამ ,რომ დაგვარტყა და ამოგვატრიალა. და კიდევ მეუბნები რა ჩემი ბრალიაო? კიდევ შენ გაქვს პრეტენზია? არ დამენახო , ჩემ თვალს აღარასდროს გადაეყარო თორემ არ ვიცი რას გიზამ !.. - არაადამიანურ ხმას გამოსცემდა. საცოდავია ამდენი ტკივილისთვის ადამიანი , თანაც , როდესაც ერთბაშად დააწვება მხრებზე... გიჟივით გამოვარდი ოთახიდან და სამუდამოდ დავტოვე ჩემი საყვარელი ადამიანი...
არც ამის შემდეგ შეჩერებულა იმის განცდა ,რომ მკვლელი ვარ... ყველამ მიმატოვა ... დედამ ,მამამ, დამ, ბებიამ,ბაბუამ, ბიძაშვილებმა, ბიძამ და "მეგობრებმაც"... მხოლოდ ეს დარდი არ მეყო და კიდევ დაემატა... ღამის გასათევი ადგილიც დავკარგე ...
ღამეა , მე-კი გარეთ ძელსკამზე ვზივარ მოკლემკლავიანი მაიკით და ვიყინები ... ამავდროულად მეშინია , როგორ უნდა გაჩერდე მარტო შუაღამისას თანაც სიბნელეში. ცრემლები არ ჩერდება. როგორ შეიძლება შეუჩერებლად ტიროდე?!
ნაბიჯის ხმა მესმის ... შიშით ან უბრალოდ ქარით კიდევ უფრო .
-გოგონა ამ საშინელ ქარში აქ რამ დაგაჯინა? - საშინლად მკაცრი ხმა გავიგე. შიშით იმდენიც ვერ მოვტვინე მისკენ შევტრიალებულიყავი, - გოგონა ! - კიდევ უფრო დაუბოხდა უცნობს ხმა... - მკლავზე ძლიერი ხელები ვიგრძენი ,რომელმაც უკან შემაბრუნა.
- როცა გეკითხები უნდა მიპასუხო! - სახეზე ცინიკური ღიმილი .
- შემეშვით ! - ძლივს ამოვიკნავლე.
- რა გჭირს? - გვერდით მომიჯდა.
- ყველაფერი ,- ცრემლები უმოწყალოდ დამეცა ლოყებზე . სახეზე ხელი მომისვა და ცრემლები მომაშორა.
- არ შეიძლება შუაღამისას გარეთ ყოფნა , თანაც ქარში . წადი სახლში და გამოიძინე , ცოტას დამშვიდდები , - თბილად გამიღიმა.
- მადლობა ,მაგრამ ვერსად წავალ .
- და რატომ?
- არსად მაქვს წასასვლელი.
- როგორ თუ არსად არავინ გყავს? - სახეზე გაოცება აღებეჭდა.
- არა , - სიმწრით ამოვიკნავლე.
- ჩემთან წაგიყვან.
- როგორ თუ შენთან , მე ..
- ჩუ, - გამიღიმა , - ვგავარ მკვლელს ან ბანდიტს?
- არა .
- ჰო და , წამოდი ჩემთან . დარჩი სადამდეც შეძლებ , ნუ გეშინია , ცუდად არ მოგექცევი !
- კარგი წამოვალ , - ხელი ჩავჭიდე და გავუყევით ჩაბნელებულ ქუჩებს ... მშვიდად და ამავდროულად რელვებული მივუყვებოდით ჩვენს წყვდიადით მოცულ გზას.

***

ცოლად მომიყვანა...თავიდან მეგონა უბრალოდ ცდილობდა მასთან ყოფნით გული არ მტკენოდა. გავიდა უამრავი დღე ,მაგრამ მე მასთან არასდროს დავწოლილვარ. თავიდან ,როდესაც პირველად შევდგი მის სახლში ფეხი თბილად მექცეოდა. მისი პირიდან სულ ისეთი სიტყვები ამოდიოდა ,რომელიც თავს მაყვარებდა. ჩვენი პირველი კოცნა არასდროს დამავიწყება. ჩემი პირველი და მისი ალბათ მერამდენე კოცნა...
შინაგანი კომპლექსი არასდროს მაძლევდა იმის საშუალებას ,რომ მისთვის მეკითხა რა მჭირდა ... ხმას არ ვიღებდი… გადავწყვიტე, რომ ოჯახის თითოეული წევრისთვის შემეყვარებინა თავი. მთელი დღე მუხლჩაუხრელად ვშრომობდი . ვხეხავდა ქვაბებს, ხელით ვრეცხავდი სარეცხს, ვაკეთებდი საჭმელს, ვასუფთავებდი კუთხე-კუნჭულს . ყოველ წამს ვუღიმოდი , საპასუხოდ ისინი გამიღიმებდნენ , მადლობას მეტყოდნენ, მაგრამ გულთან არ მიკარებდნენ. მე მაინც მჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან მათთვის შეუცვლელი გავხდებოდი ...
რამდენიმე თვე გავიდა. თავს სრულიად მარტო ვგრძნობ ... ათი საშინელი, დამამცირებელი, მონური შრომის თვე. საერთოდ არაფერი შეცვლილა ... გულს მტკენს მისი უბრალოდ მზერა , მისი ცინიკური ღიმილი. ჩუმად დავიმარტოხელე "ქმარი" და ჩუმადვე ვუთხარი, - მე შენგან სამუდამოდ მივდივარ ,რადგან შენ არ მიწევ ქმრობას, ქმრობა მხოლოდ გამარჯობა არ არის! მე შენგან სიყვარულს უნდა ვგრძნობდე ! ამიტომაც აქ ვერ გავჩერდები , ბოდიში ... მე მაინც მიყვარხარ , მართლა , ყველაზე მეტად! - ლოყაზე მძიმედ ვაკოცე , წასვლა დავაპირე ,როდესაც მთელი ხმით სიცილი დაიწყო .
- გეთქვა აქამდე- , როხროხს არა და არ წყვეტდა. ჩემთან ახლოს მოვიდა და კოცნა დამიწყო , საშინლად ყარდა. არყის სუნს ვგრძნობდი... ვთხოვე გაჩერებულიყო ,მაგრამ არ გაჩერდა... სამუდაოდ დამიმახინჯდა სული. იქ, შიგნით, რაღაც მაგრად მეტკინა ... როგორ მრცხვენოდა დილით თვალების გახელა. როგორ მრცხვენოდა იმის გააზრება ,რომ მან ჩემზე ძალა იხმარა ... ეს ყველა ქალისთვის შეურაცხმყოფელია ... განსაკუთრებით მაშინ არის აუტანელი ,როდესაც ამას ის ადამიანი აკეთებს ვინც მთელი შეგრძნებით გიყვარს...
მძიმეა იმის ყურება ,როდესაც ხედავ როგორ გიგდებს მასხრად და მეორე წამს კი სიყვარულს გეფიცება... ჩემში ყველაფერი არეულია. შინაგანი მე არ მასვენებს და ყოველ წამს მიმეორებს "წადი , მოშორდი სასწრაფოდ " , ხოლო მეორე მე მიტკიცებს " არ წახვიდე , შენ მას მხარში უნდა ამოუდგე , სჭირდები " ... მისი მშობლები გაოცებულნი არიან იმ ფაქტით ,რომ მე მასთან ერთ ოთახში ვათენებ და ვაღამებ. ესეთი დღეები წამებაა,მაგრამ რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ბედნიერებაც... წამება იმიტომ რომ ვერ ვხედავ მის თვალებში სიყვარულს ,ხოლო ბედნიერება იმიტომ რომ ჩემთან არის...
ჩემს დაზე გავიგე გათხოვილა , ორსულად არის ... მინდა მაპატიოს ყველაფერი . როგორ მინდა ვიგრძნო ,რომ ვუყვარვარ... მინდა ჩავეხუტო , დამეხმაროს... რამდენჯერმე ჩუმად დავდექი ჩვენი ბინის წინ და ველოდებოდი როდის გამოვიდოდა გარეთ. ერთხელაც დიდხანს დგომა მომიწია , მაგრამ ღირდა... ჯერ მის სახეს მოვკვარი თვალი , შემდეგ მის გამობერილ მუცელს ... ბედნიერებისგან მეგონა გავსკდებოდი ... ვუყურებდი და ვტკბებოდი . მეგონა მასში არა მხოლოდ დას არამედ დედას და მამას ვხედავდი. ვხედავდი მის გვერდით მამაკაცს ,რომელიც თბილად შეჰყურებდა ანიტას , ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა , ანიტა გაწითლდა და თავი ქვევით დახარა. ამაზე მამაკაცს სიცილი წასკდა და ბედნიერმა ჩაიკრა გულში ... ჰორიზონტს უაზროდ გავყურებდი. ისინი წავიდნენ...
სახლისაკენ ბედნიერი მივაბიჯებდი , ქარი თმებს მიწეწავდა. სახლს ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი ,როდესაც შეყვარებული წყვილი დავინახე , რომლებიც ერთმანეთს კოცნიდნენ ... თავიდან ყურადღება არ მივაქციე ,მაგრამ როდესაც მასში ჯაბა ამოვიცანი . არ ვიცი რა დამემართა , არც ის ვიცი როგორც გადმოვცე ემოციები ...
- ქარის მოტანილს ქარი წაიღებს ! - ხმამაღლა ჩავილაპარაკე. ჯაბამ წამსვე გამოხედა, მეგონა შევძლებდი მასში ამომეკითხა რაიმე ემოცია ,მაგრამ არა ... იგი მხოლოდ ცინიკურად მიმზერდა.
- შენ რა ადამიანი ხარ ?! ვინ არის ეს ქალი?
- შემთხვევით ბევრ კითხვას ხომ არ მისვამ? - უხეშად ჩამავლო ხელები მკლავში.
- მეგონა გიყვარდი , მეგონა ...
- შენ ? - გადაიხარხარა , - როგორ შემიძლია შენნაირი ადამიანი შევიყვარო? შენ რა თავი მართლა ჩემი ცოლი გგონია? შენ არავინ ხარ . უბრალოდ თოჯინა ხარ ,რომელსაც სამუდამოდ მარტოობა ელის .თოჯინა ,რომელიც ყველამ მიაგდო , ზოგმა უმოწყალოდ ,მაგრამ ღირსი ხარ . შენ არარაობა ხარ , - მისი თანმხლები ქალი სიცილით "იღებდა" მთელ უბანს ...
ყველას ესმოდა .
ყველა ხელს იშვერდა.
ყველა მიყურებდა.
ყველა იცინოდა.
ყველა დამცინოდა.
არსებობს კი რაიმე ამაზე მეტად დამამცირებელი ცხოვრებაში? არსებობს ამაზე მეტად მტკივნეული რამ ,როდესაც საყვარელი ადამიანი ამას გიკეთებს?! ყველაფერი გამოვცადე ,მაგრამ დამერწმუნეთ ამაზე მტკივნეული არაფერი გამომიცდია... არ ვიცი რა ძალით ვიდექი ფეხზე ...
- ქარის მოტანილს ქარი წაიღებს ... - სიმწრით გავიღიმე და ქუსლების კაკუნით დავტოვე უბანი ...მივდიოდი მხრებში გამართული ,მაგრამ შინაგანად მე ვინგრეოდი ... მივდიოდი თავმომწონედ ,მაგრამ გულში ვბღაოდი , მთელი ხმით გავჰვიროდი .
მიტოვებული ქალი.
ქალი ,რომელიც მოატყუეს.
ქალი, რომელიც მარტო დატოვეს შუა გზაზე.
ქალი,რომელიც გამოიყენეს.
ქალი რომელიც, ფსიქოლოგიურად და მორალურად გაანადგურეს.
ქალი,რომელიც მარტოხელა დედობისთვის გაწირეს.
ან, უფრო მეტიც – სრული მარტოობისთვის.
დიდი დრო გავიდა ... ოთხი წელი მის გარეშე... მისი სიყვარულის , მისი სითბოს , მისი ალერსის , მისი სუნთქვის გარეშე. მაგრამ ასე სჯობდა. ყველაფრის მიუხედავად მე შევძელი... მე გავაჩინე ჩემი სიყვარულის ნაყოფი. ჩემი... ცხრა თვის ორსულიც ვმუშაობდი. ვმუშაობდი თავდაუზოგავად, ვაკეთებდი ყველაფერს იმისთვის ,რომ ჩემს შვილს ბედნიერი მომავალი ჰქონოდა. ვიღლებოდი , უსაშველოდ ვიღლებოდი ,მაგრამ თავდაუზოგავად ვშრომობდი . ჩემი უფროსები ძლივს დავითანხმე ,რომ ორსულობის ბოლო დროც მემუშავა... მათ ვატყუებდი ,რომ მე არ ვიღლებოდი ...
ბინა ვიქირავე ,სადაც მე და ალექსანდრე ვცხოვრობდით მარტოდ მარტო... ვზრდიდი ისე ,რომ მომავალში მისით ყველას ეამაყა. იზრდებოდა ... მასში თანდათან ვხედავდი ჯაბას , მასსავით შავი თვალები ჰქონდა , მაგრამ ცვლილება ის იყო ,რომ იგი აფერისტულად არასდროს მიღიმოდა... მისი პირველი "დეე" არასდროს დამავიწყდება. მე ყველაფერი ვიყავი მისთვის. დედა ,მამა, და , ბიძა, ბებია, ბაბუა ,მეგობარი... ასევე იყო იგი ჩემთვის...
გული მტკიოდა ჯაბას ალექსანდრეს შესახებ არაფერს ,რომ არ ვეუბნებოდი , ერთხელაც გულმა ვერ გამიძლო და მის სახლში წავედი ამის სათქმელად , კარები ჯაბას დედამ გამიღო. ვერ მიხვდა ვინ ვიყავი , ალბათ იმიტომ ,რომ მე შევიცვალე... ვიკითხე სად იყო ჯაბა და მითხრა საგიჟეთში წევსო ... გამეღიმა... სიმწირით გამეღიმა ... ამბობენ ერთხელ ყველა იღებს იმას რისი ღირსიც არის და მანაც მიიღო ის რისი ღირსიც იყო... დღემდე მიყვარს ,მაგრამ ჩემი სიამაყე არ მაძლევდა იმის უფლებას აქ ,რომ მოვსულიყავი . ესეც მხოლოდ ალექსანდრეს გულისთვის მოხდა. როცა ვკითხე რამ გააგიჟათქო მითხრა მისი ცოლის სიყვარულმა... სიმწრით გამეღიმა , ე.ი ჩემს შემდეგ სხვაც ჰყოლია...
- შვილო , მე მითხარით რისი თქმა გინდოდათ მისთვის!
- მას შვილი ჰყავს , ალექსანდრე... - სახეზე გაოცება აესახა, მხრები აუკანკალდა.
-კი მაგრამ ვისგან?
- ჩემგან !
-თქვენგან ?! - სახეზე შეშფოთება დაეტყო. - კი ,მაგრამ თქვენ...
- მე ლიზა ვარ ! - სიმწრით გაეღიმა , სახეზე ხელები მომისვა... ხელები უკანკალებდა , მე-კი გაოცებული შევყურებდი.
- ჩემი ლიზა, - მთელი ხმით დაიწყო ტირილი , - ბოდიში , მაპატიე ლიზა... ყველაფერი მაპატიე... გვაპატიე თითოეულ ჩვენგანს . ყველგან გეძებდით , სად გაქრი ? სად?! - ტირილი ისტერიკაში გადაეზარდა.
-დაწყნარდით ! მე იქ წავედი სადაც ცოტახნით მშვიდად ვიქნებოდი, მე მეტი ტკივილს ატანა არ შემეძლო...
- ლიზა მაპატიე, ჯაბა გაგიჟდა ... შეიშალა , შეშალა შენმა სიყვარულმა... ვერ პატიობდა საკუთარ თავს ვერაფერს... მთელი დღეები დადიოდა , ყველგან გეძებდა, ღამე აი აქ - სკამისკენ გაიშვირა ხელი ,რომელიც სახლის წინ იყო , - ათენებდა, ჯდებოდა და ჰორიზონტს გასცქეროდა...გელოდა. გელოდა ,როდის დაბრუნდებოდი ... ელოდა როდის მიხვიდოდი და მაშინდელივით ჩაიხუტებდი გულში , წამებს ითვლიდა ... დრო გადიოდა და ვხედავდი ,როგორ კვდებოდა ჩემი შვილი , სულ შენ სახელს გაიძახდა... ჩამოხმა , ადამიანს არ ჰგავდა . ჩემი ბრალია ჩემი , მხოლოდ ჩემი... მე ვუთხარი ,რომ დავინახე სხვასთან როგორ ღალატობდი .ვუთხარი ,რომ ყველასთან მასხრად იგდებდი... ზუსტად იმ დღიდან დაიწყო შენი ტანჯვაც და მისიც. ერთხელაც დახმარება მის ყოფილ შეყვარებულს სთხოვა , იცოდა რომ მალე მოხვიდოდი ... ძალით გამცირებდა... ვიცი არაფერს შეუძლია შენ შეგაძლებინოს, რომ ჩვენ გვაპატიო ... იმ დღის მერე ადამიანს აღარ ჰგავდა. იმისთვისაც მზად იყო მისთვის "მოღალატე" ცოლისთვის ყველაფერი ეპატიებინა და ისევ ისე ეცხოვრათ. ყველგან გეძებდა ,მაგრამ თითქოს ქარმა ჩაგყლაპა. მინდოდა ყველაფერი მომეყოლა,მაგრამ მრცხვენოდა . ერთხელაც ვეღარ მოვითმინე მისი ავადმყოფური მზერა და ყველაფერი მოვუყევი . მითხრა,რომ სამუდამო ტკვილისთვის გაგიმეტეთ... უკვე ორი წელია საგიჟეთში წევს , აღარ იღიმის , დადის და სულ შენს სახელს გაიძახის ... აპატიე ძალიან გთხოვ აპატიე... ვიცი გაიგებ , ვიცი მხოლოდ შენ უშველი...


პ.ს. ძველია



№1  offline წევრი -tiko))

Auuu... rogor miyvars es istoriaa... au mashinac gtxove gagegrdzelebinda da exlac gtxov ra gaagrdzele
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№2  offline წევრი lesia

-tiko))
Auuu... rogor miyvars es istoriaa... au mashinac gtxove gagegrdzelebinda da exlac gtxov ra gaagrdzele

love wink , კარგი ამ დღეებში ჩავუჯდები და მეორე ნაწილს დავწერ შენი ხათრით

 


№3  offline წევრი -tiko))

lesia
-tiko))
Auuu... rogor miyvars es istoriaa... au mashinac gtxove gagegrdzelebinda da exlac gtxov ra gaagrdzele

love wink , კარგი ამ დღეებში ჩავუჯდები და მეორე ნაწილს დავწერ შენი ხათრით

Aaaaaaaa.... ogond happy end-it raaaa
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№4  offline წევრი lesia

ჰო , დანარჩენი ჩემზეა

 


№5  offline წევრი NA NO

ლესიაა შენი სახელი რომ დავინახეე ისე გამიხარდააააა wink ახლა ვიწყეებ კითხვას და დარწმუნებული ვარ მომეწონებაა love

 


№6  offline წევრი ტასიკო

ძალიან მომეწონა,თუ გააგრძელებ დიდი სიამოვნებით წავიკითხავ

 


№7  offline წევრი bar bare

Uhuuu gaagrdzelee dzaan kargia ^_^

 


№8  offline წევრი lesia

makaterine
ლესიაა შენი სახელი რომ დავინახეე ისე გამიხარდააააა wink ახლა ვიწყეებ კითხვას და დარწმუნებული ვარ მომეწონებაა love

bar bare
Uhuuu gaagrdzelee dzaan kargia ^_^

ტასიკო
ძალიან მომეწონა,თუ გააგრძელებ დიდი სიამოვნებით წავიკითხავ

დიდი მადლობა love

 


№9  offline წევრი -American Girl))

ამდღეებში ველოდები გაგრძელებას <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent