შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოწოდებით დედოფალი (თავი 1 )


11-07-2015, 21:30
ავტორი აუტანელი
ნანახია 2 285

ცხოვრება ხშირად გვიწყობს სიუპრიზებს,სასიამოვნოს ხშირად კი პირიქით...მაგრამ არასდროს ვკარგავთ იმედს რომ ყველაფერი კარგად იქნება.ხშირად კი ერთი ადამიანის უბედურების ხარჯზე მეორე ბედნიერდება.ამ დროს კი შეიძლება ადამიანმა თავის თავში ისეთი რამ შეამჩნიოს რასაც აქამდე ვერ ამჩნევდა..შური ბოღმა სურვილი ყველას განადგურებისა...მაგრამ არის ერთი დიდი გრძნობა რომელიც ადამიანებს სრულიად ცვლის.."არსებობს კი სიყვარული?!" ხსირად გვესმის ეს კითხვა...ძნელია პასუხი გასცე თუ თავად არ გამოგიცდია იგი.სიყვარული არის გრძნობა სადაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს: ასაკს,ხასიათს,სიმაღლეს,მანძილს სრულიად არაფერს რადგან როგორც ამბობენ "სიყვარული ბრმააო" მე კი ბავშვი ვარ რომლის გძნობები როგორც წესი მყარი არავის გონია..სკოლაში ძალიან ბევრს მოვწონდი ყოველთვის რადგან საკმაოდ ლამაზი და საყვარელი ვარ..მაგრამ ყოველთვის მქონდა ამბიცია პირველი ვყოფილიყავი ყოველთვის და ყველაფერში...ეს კი ძირითადად ჩემს სწავლაში გამოიხატებოდა..გიო ჩემი სკოლელი ბიჭი იყო ..ისეთი საყვარელი. სულ მომწონდა ვატყობდი არც ის იყო გულგრილი ჩემდამი მაგრამ არ ჩქარობდი ამაში გამომტყდომოდა..ერთ მშვენიერ დღეს კი მოხდა საწაულიც და სიყვარულში გამომიტყდა.ამ დღემ კი შეცვალა ჩემი ცხოვრება ...სწავლასაც დავანებე თავი სულ მასთან ერთად ვიყავი მეგონა მიყვარდა, სამუდამოდ და გადაუყვარებლად..დედა გარდამეცვალა როცა 3 წლის ვიყავი,მამა კიდევ ამ ამბავმა შეიწირა,ვერ მოინელა რადგან საჭესთან თვითონ იჯდა იმ საბედისწერო დღეს.ჩემზე არც უფიქრია, ჩემი თავი თავის ძმას დაუტოვა და წავიდა...როგორც შემდეგ გავიგე თავი მოუკლავს..ძალიან ცუდად ვიყავი დეპრესიამ შემიპყრო მაგრამ რას გავაწყობდი..ბიძაჩემი საკმაოდ შეძლებული კაცია არაფერი მაკლდა ცხოვრებაში გარდა მთავარისა მშობლების სითბო მაკლდა,ყოველთვის მარტოსულად ვგრძნობდი თავს. გიო კი ამ მარტოობის შევსებაში მეხმარებოდა.ერთ ჩვეულებრივ დღეს როცა გიოს უნდა შევხვედროდი საგანგებოს გამოვიპრანჭე..ჩემი გრძელი თმა გავიშალე და სახლიდან გასვლა დავაპირე ბიძაჩემმა დამიძახა და მთხოვა კაბინეთში შევსულიყავი...
- რა მოხდა ბატონო დავით? ვკითხე ღიმილით და მივედი და ლოყაზე ვაკოცე..
- ანა რაღაც მოხდა და უნდა დაგელაპარაკო,
- რა მოხდა ?
- რაღაც მინდა გთხოვო და უარი არ თქვა ძალიან გთხოვ, იცოდე შენი გადასაწყვეტია არ მინდა რამე დაგაძალო..
- უკვე ვნერვიულობ დავით,მითხარი რა ხდება?
- ერთი ბიჭია გეგა..ჩემი ნაცნობია..ბიზმესმენი.სასწრაფოდ უნდა შეირთოს ცოლი.
- შეირთოს მერე..მე რაშუაში ვარ?
-შენ უნდა გაყვე.
- რა-ა? ისტერიკული სიცილი ამიტყდა..
- ჰო მხოლოდ ხელს მოაწერთ.ერთ წელში კი გაშორდებით. ერთადაც კი არ იცხოვრებთ.სკოლაშიც ივლი..ერთი სიტყვით ფორმალურად იქნებით ერთად.მხოლოდ ჟურნალისტებისთვის თვალის ასახვევად.
- კი მაგრამ რატომ?
- იმიტომ ანა რომ..მთელ ქონებას დაკარგავს თუ ცოლი არ შეირთო თანაც სასწრაფოთ...
- მერედა ბიზმესმენ კაცს საცოლის შოვნა გაუჭირდა?
- არა...ბევრს უნდა მასზე დაქორწინება..მაგრამ გეგამ კარგად იცის რომ თუ რომელიმეს ცოლად მოიყვანს მერე არცერთი აღარ გაეყრება...ყველას მის ქონებაზე უჭირავს თვალი.
- ძალიან ცუდი რადგან ჩემს გეგმებში სულაც არ შედის გათხოვება ეხლა კი წავედი..ეს ვთქვი, გიოსთან წავედი და ყველაფერი მოვუყევი...გაბრაზდა მაგრამ არაფერი შეიმჩნია..სახლში გვიან დავბრუნდი. ბიძაჩემის კაბენეტიდად ჩხუბის და კამათის ხმა გამოდიოდა,მეც ჩუმად მივედი კარებთან და მოსმენა დავუწყე..
- რა დავით? გაგიჟდი სულ რომ დავკარგო ეს ქონება არ მადარდებს ცოლს მაინც არ მოვიყვან! გაყვიროდა უცნობი
- გეგა რატომ ხარ ეგოისტი? იმ ათიათასობით ადამიანზე რას იტყვი შენს სასტუმროებში რესტორნებსი და რავიცი კიდე სადაც გინდა, რომ მუშაობს? ბოლო ლუკმას აცლი პირიდან?
- დავით შენც ხომ იცი ვერავის ვენდობი ცოლს ვერ მოვიყვან ძალიან ვწუხვარ...
- გეგა ანას ვთხოვე ხელი მოგიწეროს,მხოლოდ ხელს მოგიწერს დანარჩენი კი ძველებურად დარჩება..
- რა? ის ხომ მხოლოდ 17 წლისაა?
- რაარი მერე? მე ის ყველაზე მეტად მიყვარს გეგა მის მეტი არავინ მყავს გაიგე? ამიტომ მისთვის ყველაფერი კარგი მინდა...უბრალოდ ხელს მოაწერთ და ამით არაფერი შეიცვლება..
- ის არ დათანხმდება დავით!
- გეგა იცი მაინც რამდენი ადამიანი დარჩება უმუშევარი? რამდენ ბავშვი დარჩება მშიერი? ამ ხალხმა მთელი ამ წლების განმავლობაში ასე ერთგულად გემსახურა? და ეხლა რას აკეთებ? მათ საუბარს ვუსმენდი და მეგონა თითქოს მე შემეძლო ამდენი ადამიანი უმუშევრობას გადამარჩინა არვიცი რამ წამომიარა..თითქოს თავი დედოფლად წარმოვიდგინე რომელიც უამრავ ადამიანს მხსნელად მოავლინებოდა...ამ ფიქრებში გართულს, კმაყოფილს გამეღიმა და არც დავფიქრებულვარ ისე გადავწყვიტე რომ ხელი მომეწერა საბუთებზე...მე ხომ მისი ცოლი არ ვიქნები...ეს უბრალო ფორმალობა იქნება..და ოთახის კარები შევაღე..დავითმა გაოცებულმა შემომხედა...კაცი რომლის ცოლობაც მე თვითონ გადავწყვიტე ისე რომ გიოზე არც ერთი წამით არ მიფიქრია,ზურგით იდგა...ყოველთვის მეგონა რომ ბიზმესმენები ღიპიანი მსუქანი მამაკაცები იყვნენ...მაგრამ შემოტრიალდა თუ არა გიგი ჩემი აზრები გაქარწყლდა...იგი მაღალი,გახდარი და ზესიმპატიური იყო..შავი თვალ-წარბით..მკაცრი გამოხედვით და რაღაც საოცარი ტუჩებით.
- ანა გაიცანი ეს გეგაა.მითხრა ბიძაჩემმა და გამიღიმა..გეგა ეს კი ანაა. -სასიამოვნოა ანნა...რატომღაც ჩემი სახელ დამარცვლით წარმოთქვა და გამიღიმა. არაფერი მითქვამს დავითს შევხედე და ვუთხარი:
- ბატონო დავით მე თანახმა ვარ! ეს ისე ვთქვი თითქოს სიტყვით გამოსვლა მქონდა...
- რა ანა? მართლა საყვარელო? კარგი გოგო ხარ,ვიცოდი რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდი.მოვიდა და ჩამეხუტა..
- სამაგიეროდ მე არ ვარ თანახმა! განაცხადა გეგამ... თითქოს თავში რაღც მძიმე ჩამარტყესო..არ ვიცი რადამემართა...ფერი დამეკარგა...
-ანა კარგად ხარ? მომვარდა დავითი..
- შესანიშნავად..იცით რა ბატონო გეგა? მე შევეცადე რაღაცით დავხმარებოდა იქ მომუშავე ხალხს..მე ხომ მოწოდებით დედოფალი ვარ... მე ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო,და დანარჩენი თქვენს თავს დააბრალეთ.შესაშური სარკაზმით ვუთხარი
- დავით ის ხომ ბავშვია..ღიმილმა გაუპო ტუჩები გეგას ...მივხვდი ჩემს სიტყვებზე ეღიმებოდა "მე ხომ მოწოდებით დედოფალი ვარ" ბიძაჩემმა მხრები აიჩეჩა და კაბინეტიდან გავიდა.
- მერე რა რომ ბავშვი ვარ? შენს ცოლობას კი არ ვაპირებ?
- აბა რაგგონია რას აპირებ?
- მხოლოდ ხელს მოვაწერთ.
- რატომ ანნა?
- მხოლოდ იმიტომ რომ ჟურნალისტები მოვატყუოთ..
- მერე შენ გგონია თუ ცალცალკე ვიცხოვრებთ ჟურნალისტებს ეჭვი არ შეეპარებათ და ეს ამბავი არ გასკდება?
- მაგაზე არ მიფიქრია..
- იმიტომ რომ ბავშვი ხარ..
- ეგ რა შუაშია? ერთხანს ჩუმად იდგა მერე კი მომიბრუნდა და მკითხა
- ანუ თანახმა ხარ? ეხლა მხოლოდ მინდოდა მისთვის დამემტკიცებინა რომ არც ისე ბავშვი ვიყავი და თითქოს მის ჯინზე დავთანხმდი
- რათქმაუნდა!
- კარგი მაშინ დღესვე წავალთ და ხელს მოვაწერთ...ახლავე გასაგებია? - ჩემთვის სულ ერთია
- კარგი მივდივართ ხელი მომკიდა და მანქანაში ჩამსვა, მძღოლს ანიშნა მივდივართო...
- ხომ არ გადაიფიქრე ანაა? ირონიულად ჩაიღიმა
- სულაც არა..მეც ირონია არ დავიშურე
- იცოდე თუ ეხლა ხელს მოაწერ არაფერი იქნება ძველებურად...გამოეთხოვები იცოდე თავისუფლებასაც და ბავშვობასაც... ვიფიქრე ჩემი შეშინება უნდათქო და მისი სიტყვების არსს ვერც ჩავწვდი ისე ვუთხარი
- თანახმა ვარ! ამ დღემ მართლაც შეცვალა ჩემი ცხოვრება...ხელი მოვაწერეთ და გეგას ვუთხარი სახლში წამიყვანეთქო..
- სად ანა? ბიძაშენთან თუ ჩვენს სახლში? სიტყვა"ჩვენს"არ მესიამოვნა.. -გეგა ჩემთან სახლში..თან დავამატე ბიძაჩემთანთქო..
- ესე არ გამოვა ანა! ჩვენ ეხლა წავალთ სახლში...ჩვენთნ
- რა გაგიჟდი? მე სკოლაში დავდივარ თანაც...
- რა თანაც?
- მე შეყვარებული მყავს..
- რა?
- რაც გაიგე გიგი..მე ჩვეულებრივი თინეიჯერი ვარ..
- და მოწოდებითი დედოფალი...გამიღიმა..სრულიად შეცვალა ღიმილმა მისი მკაცრი გამოხედვა.. მე სულაც არ ვაპირებ ვიყო მოწოდებითი პრინცი.
- შენ სულაც არ უნდა იყო პრინცი..
- აბა რა უნდა ვიყო ? ურჩხული? რომელიც პატარა ფერიას შეუყვარდება?
- დედოფლებს მეფეები ყავთ...პრინცები კი პრინცესებს...სულაც არ მინდა იყო არც ურჩხული არც პრინცი ან თუნდაც მეფე.
- რატომ?
- მე უკვე მყავს ჩემი მეფე.. გაბრაზებულმა გააჩერა მანქანა და მკვეთრი მოძრაობით შემობრუნდა ჩემსკენ..
- ანნა შენ ჩემი ცოლი ხარ...
- ეს უბრალო ფორმალობაა გ-ე-გ-ა!
- არ მაინტერესებს გაიგე? მე არ მითხოვია შენთვის ცოლად გამომყევითქო ეს შენ გადაწყვიდე ასე...ეხლა კი მე დამემორჩილები პატარა ქალო..
- სულაც არ ვაპირებ, მე შენი საკუთრება არ ვარ..
- შენ არჩევანის საშუალება გქონდა..
-მაგრამ მე... ის იყო ტირილის დაწყებას ვაპირებდი უცებ გააჩერა მანქანა უზარმაზარ სამ სართულიან სახლთან.
- მოვედით ანა.
- ესაა შენი სახლი?
-კი ესააა..
-მარტო ცხოვრობ? - მე რამოდენიმე მოსამსახურე და დროგამოშვებით ჩემი ქალები...
- გეგა შენ ჩემი ქმარი ხარ.!გავუღიმე
- გამაცინე...წამოდი სახლში.. სახლი დიდი და გემოვნებთ მოწყობილი იყოო..ძალიან მყუდრო და ლამაზი,შინ შესულებს ახალგაზრდა ქალი შემოგვეგება
- ბატონო გეგა ეს ლამაზი გოგონა ვინარი?
- ჩემი ცოლია სვეტა..ოთახი გაუმზადეე-ქალს თითქოს არ გაკვირვებია,ახალი ამბავი და მშვიდად დაუქნია თავი უფროსს.
- ახლავე გეგა..
- ანა წამოდი შენი ოთახი ავარჩიოთ და მოვაწყოთ.მომიბრუნდა გეგა
- რაარი მოსაწყობი?
- ხომ არ დაგავიწყდა შენ ბავშვი ხარ,უნდა ისწავლო...საბას გავუშვებ შენს წიგნებს და ტანსაცმელს მოიტანს დავითის სახლიდან..
- გეგა?
- რა იყო ანა?
- რამდენ ხანს უნდა ვიცხოვრო აქ?
- წესით ერთი წელი,ისე შენზეა დამოკიდებული
- ჩემზე? როგორ?
- თუ კარგად მოიქცეი შეიძლება დაგტოვო
- თუ ცუდად მოვიქცევი? - მაშინ ან მოგკლავ ან სარდაფში ჩაგკეტავ.ეს ისე სერიოზულად თქვა შემეშინდა
- რა სახე გაქვს ანა მკვლელი არავარ..აი სარდაფში შეიძლება მართლა ჩაგკეტო
-გეგა?
- რაიყო ანა?
- ესეიგი დიდი საწოლი მინდა და თან რბილი..კიდე დიდი კარადა ყველაფერი რომ დაეტიოს... ჩემს ოთახს დიდი ფანჯარა უნდა ქონდეს ოღონდ დილით მზემ არ უნდა დამანათოს თვალებზე.. და რაც მთავარია დიდი ნათელი ოთახი იყოს...გეგა ს ხელები გადაეჯვარედინებინა კედელს მიყრდნობოდა და გაოცებული მისმენდა.
- სვეტა?
- რა იყო გეგა? ქალი სამზარეულოდან გამოვიდა და ჩვენ დაგვიწყო ყურება.რამე მოხდა?
- სვეტა სახლში ყველაზე კარგი ოთახი გაუმზადე ქალბატონ ანას..ეს თქვა და თვალი ჩაუკრა..დიდი უნდა იყოს და თან დიდი საწოლით..ხომ იცი რომელი ოთახია ასეთი?
- კი ბატონო გეგა ახლავე გავამზადებ ოთახს სარდაფში
- რა? ვიკივლე შეშფოთებულმა,სარდაფში რამინდა?
- აბა მისმინე ჩემო ძვირფასო ცოლო..აქ შენ არავინ არაფერს გეკითხება.გაიგე? სად გგონია თავი სასტუმროში?
- სარდაფში არ მინდა გეგა-ისეთი საცოდავი თვალებით შევხედე ალბათ შევეცოდე,თორემ ერთი წამით არ შემპარვია ეჭვი მას რომ მართლა შეეძლო სარდაფში დაედგა ჩემთვის საწოლი.



-------------------------------
გამარჯობათ .. ვიცი აუტანელი ვარ ნამდვილად რომ ამდენი ხნით დავიკარგე,მაგრამ..... "მოწოდებით დედოფალი" არის პირველი ისტორია რომელიც დავწერე,რომელშიც მთელი გული და ემოცია ჩავაქსოვე,იგი ჩემი ფავორიტია...შეიძლება წაკითხულიც კი გქონდეთ მაგრამ გამიჩნდა სურვილი ამ საიტზეც ამეტვირთა,რადგან...არ ვიცი უბრალოდ ასე მომინდააა...ძალიან მიყვარხართ



№1  offline წევრი tasia

ძაალიან მომეწონა სასიამოვნო წასკითხი იყო სიმართლე გითხრა მეცოტავა wink

 


წაკითხული მაქვს ეს ^^ :3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent