შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუვიწყარი (7)


11-07-2015, 22:22
ავტორი Linna
ნანახია 4 575

საღამომდე ოთახში ვიყავი.გავიგე როგორ მოვიდა მამა. მაკას ვახშმის ამოტანა ოთახში ვთხოვე, ისიც რათქმაუნდა დამთანხმდა.ოთახში ვივახშმე, ინტერნეტში დავძვრებოდი.ყველანაირად ვცდილობდი ფიქრები გამეფანტა გონებიდან.რატომ ვფანტავდი? იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უსიამოვნო იყო ჩემთვის.რატომ? იმიტომ, რომ თორნიკეს გარდა, ვერაფერზე ვფიქრობდი. მართალია, ბოლოს ზედმეტი მოუვიდა, მაგრამ ეს ზედმეტიც საოცრად სასიამოვნო იყო.იცოდა, როგორ უნდა მოპყრობოდა გოგოს.იცოდა, როგორ უნდა გაეგიჟებინა.. ხოდა მეც გავგიჟდი.ჰო, ვაღიარებ.. მისმა შეხებამ ამ სამყაროს მომწყვიტა.. ყველაფერი დამავიწყდა, უბრალოდ მინდოდა მეკოცნა.. მინდოდა მივწეპებოდი. ფიქრებიდან ტელეფონის ვიბრაციამ გამომიყვანა.
ნინი იყო
-ჰო, ნინ
-ან, დღესაც ხო წამოხვალ??
თვალები გამიფართოვდა.
-არააა.შანსი არააა.არაა!
საოცრად ავნერვიულდი იმის გაფიქრებაზე, რომ შეიძლებოდა გუშინდელი განმეორებულიყო.
-ჰეი, დამშვიდდი.. რა მოხდა?
-თორნიკეს არაფერი უთქვამს?
გაკვირვებულმა ვკითხე.. რატომღაც მეგონა ჩემი საქციელის გამო დამცინებდა.
-არაა.. რო გახვედით მე და ნიკაც წავედით.არ მითხრა როოომ.
ხმაში სიხარული დავატყვე.ვერ მივხვდი რამ გაახარა.
-არა.. თითქმის.. უარი ვუთხარი.
ტელეფონში ხარხარის ხმა გაისმა.
-შენ დებილი რო იყავი ვიცოდი, მაგრამ ამ დონიის? იცი ეგ ვინაა? მასთან სექსზე კლუბის ყველა გოგო ოცნებობს! არამარტო ჩვენი კლუბის.. გოგოები გიჟდებიან მასზე.
ამ სიტყვებმა ჟრუანტელივით დამიარა სხეულში.
-მერე მე რა?
შევეცადე მშვიდად მეთქვა.
-მერე ის, რო უდიდეს სიამოვნებაზე თქვი უარი! შტერი ხარ რა..
ისევ გაეცინა.
მე მშვიდად ვუსმენდი და ვცდილობდი ჩემი აღელვება დამეფარა..
გამახსენდა გუშინდელი გრძნობები, კიდევ ერთხელ დამეხვა თავბრუ.კიდევ ერთხელ აჩქარდა გული.. კიდევ ერთხელ გამიმეჩხერდა სუნთქვა.. მესმოდა, რომ ნინი რაღაცას მიყვებოდა, მაგრამ არ ვუსმენდი.. ვერ ვუსმენდი.ჩემი გონება ახლა თორნიკესთან იყო.. ბიჭთან, რომელმაც რამდენიმე წამში შემშალა, გამაგიჟა!
-ჰეი, მისმენ?
გამომაფხიზლა ნინიმ.
-კი, კი.. ნინ წავედი, მამაჩემს უნდა შევურიგდე.
-მერამდენედ ურიგდები -სიცილით მითხრა- მიდი მიდი.. ანუ არ დაგელოდო ხო?
-არა, არანაირად.
-მშიშარა.
სიცილით მითხრა და ყურმილი დაკიდა.. წამოვდექი, ტანსაცმელი შევისწორე, ლანგარი და თეფშიც გავიყოლე და ქვემოთ ჩავედი.. მამა, როგორც ყოველთვის, ბუხართან იჯდა მის საყვარელ სკამზე და სიგარას ეწეოდა.. თან დღევანდელ გაზეთს ათვალიერებდა..
ასეთ დროს ყოველთვის მეშინოდა მასთან მისვლა, საოცრად მკაცრი შესახედაობა ჰქონდა.. მაგრამ მასთან გაბრაზება არ მაწყობდა.. შეიძლება თავიდან ჩემს ნებაზე მიმიშვებდა, მაგრამ მერე უფრო გამკაცრდებოდა, ლეპტოპსაც და ტელეფონსაც ჩამომართმევდა და ოთახში გამომკეტავდა..
ღმერთო, ბოლოს ასე სერიოზულად 2 წლის წინ ვიჩხუბეთ.. მახსოვს, დედის დაბადების დღე იყო.. მამა არ გამიფრთხილებია ისე წავედი მასთან, ტელეფონიც დამიჯდა და ვერაფრით დამიკავშირდა.. როცა დავბრუნდი სახლთან რამდენიმე პოლიციის მანქანა დამხვდა..
ძალიან მშიშარაა.. ეშინია, რომ დედასავით მეც დამკარგავს.. ყველანაირად მიფრთხილდება, ზედმეტადაც კი.. დედა მისი მძიმე სამუშაოს გამო დაშორდა და ჰგონია, რომ მეც მივატოვებ.. ვერ ხვდება, რომ მიყვარს, მაგრამ მისი იდოტური საქციელებით ამ სიყვარულს ჩემში კლავს.. ზედმეტად მიფრთხილდება!
-მა..
ჩუმად წარმოვთქვი, ლანგარი იქვე დავდე, მაგიდაზე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი მისკენ.
-ლანგარი სამზარეულოში გაიტანე.
მბრძანებლური კილოთი მითხრა, ისე, რომ არც შემოუხედავს..
არ შევწინააღმდეგებივარ, ლანგარი სამზარეულოში დავტოვე და ისევ სასტუმრო ოთახს დავუბრუნდი.
-მამიკო.
ახლა უფრო თამამად მივედი მასთან და სკამთან ჩავიმუხლე..
-მამიიი.
პატარა ბავშვივით წარმოვთქვი და ხელი ნერვიულობისგან დაჭმუჭნულ კანზე მოვუსვი.. ყოველთვის თბილი იყო, ყოველთვის !! თოვლში, როცა ვთამაშობდით და ხელები მეყინებოდა, მასთან მივრბოდი და თბილი კანით ვთბებოდი.. რაც არ უნდა მეზიზღები და ვერ გიტან ვუთხრა, მაინც უზომოდ მიყვარს..
-მა.
კიდევ ერთხელ ვუთხარი, ვიცოდი, რომ ვერ გაუძლებდა და შემომხედავდა.. არც შევმცდარვარ.
შემომხედა.. დაღლილი თვალები ჰქონდა, თითქოს სინანულიც შევნიშნე.
-დღეს რთული დღე გქონდა?
მზრუნველად ვკითხე და ხელი ისევ სახეზე მოვუსვი..
თავი დამიქნია და ხელზე მაკოცა გამეღიმა..
-შევრიგდით?
ღიმილით ვკითხე.. გაზეთი გადადო, ანუ კი
-ჩემო გოგო.. გთხოვ, გამიგე.არ მინდა რამე სისულელე გააკეთო.. არ წახვიდე წვეულებაზე, გთხოვ.
მშვიდად, თბილად მითხრა.. მეც ღიმილით დავუქნიე თავი..
-რამდენი ხანია არ მოგფერებივარ.
ღიმილით მითხრა და ხელი მუხლებზე დაირტყა, გამეცინა, მის კალთებში მოვთავსდდი.
მივეხუტე.
-მიყვარხარ მა.
-მეც ჩემო სიხარულო..
მომნატრებია ჩემი მამიკო..
________________________________________________________________________
*თორნიკე:
სასმელისგან გათიშული ვეგდე ლოგინზე.როგორც ყოველთვის არაფერზე არ ვფიქრობდი და გონებაში ათქვეფილ ფერებს ღიმილით ვუყურებდი.
-კიდე სძინავს.
ბუნდოვნად მომესმა ხმა.. რამდენიმე წამში ცივი სითხე ვიგრძენი მთელს სხეულზე.. კაიფიდან ნახევრად გამოსული ვიყავი ამიტომ გამოფხიზლება არ გამჭირვებია..
-ფუ შენი დედაც ლუკა!
შევუბღვირე ძმას.
-დედაჩემი დედაშენიცაა და ადექი, ღამის თერთმეტი საათია უკვე.
სიცილით მითხრა, აშკარად კარგ ხასიათზე იყო.
-თერთმეტი? უჰ, წასასვლელი ვარ.
ავდექი და ჩაცმას შევუდექი.
-დღესაც უნდა გაილეწოო?გუშინ მე მოგათრიე..
ისევ სიცილით მითხრა.
-ჰო? არ მახსოვს
-რა გემახსოვრება. ადამის კლუბში მიდიხარ??
-აჰამ
თავი დავუქნიე და შავი შარვალი ამოვიცვი.
-მე დედასთან წავალ.2 კვირაზე მეტია არ მინახავს, თან საჭმლის გაკეთებასაც ვთხოვ.
მითხრა და როგორც ჩვევიია ხელი დამიქნია, გავიდა.
მეც მალევე გავედი, მოტოციკლი კლუბთან ახლოს გავაჩერე.შესვლისთანავე დავინახე ნიკა რომელიც შეყვარებულთან ერთად მაგიდაზე იდგა და ცეკვავდა.გამეცინა, მათკენ წავედი.
-ოჰ, მგონი თორნიკე დაგვიბრუნდა! ზედიზედ მეორედ მოდის აქ.
სიცილით თქვა სანდრომ და ხელი გადამხვია.
მეც გავუცინე, არყის ბოთლი გამოვგლიჯე და მოვიყუდე.. თვალებით იქაურობა შევათვალიერე.
-ჰეი, ნინ!
ნინიმ გამომხედა.
-შენი დაქალი მემალება?
სიცილით ვკითხე,ნინისაც გაეცინა და თავი დამიქნია..
-მოიცა, რა ერქვა??ანასტასია ხო?
თავი გავიშტერე, ჩემს გაწვალებას ასე ადვილად არ შევარჩენდი.. ყველას დასაცინი უნდა გამეხადა!
-აჰა მარა სასტიკად ვერ იტანს მთლიანი სახელით რო ეძახიან, ანასტასია ბერიძე.
სიცილით მომეშველა ნინი და მაგიდიდან ჩამოხტა.
-ანასტასია ბე.. მოიცა, რა გვარი თქვი??
ბერიძე..ბერიძე.. ღმერთო, შეუძლებელია!
-ბერიძე.
ღიმილით მიპასუხა.
-მის ოჯახზე რამე იცი??
სწრაფად ვკითხე.
-კი.. დედ-მამა გაყრილია.მამა პოლიციელი.
ის მოყოლას განაგრძობდა, მაგრამ აღარ ვუსმენდი.
-სად ცხოვრობს?
საუბარი გავაწყვეტინე.
მისამართის მოსმენაზე ყველა ძვალი ერთიანად გამეყინა.არაფერი მიტქვამს ისე დავტოვე კლუბი, მოტოციკლი სწრაფად დავქოქე და ზუსტად ხუთ წუთში,ანასტასიას სახლის წინ ვიდექი.


აფსოლიტურად ყველამ დააკომენტარეთ რას ფიქრობთ



№1  offline წევრი შიკალატკა

Sainteresoa ❤️ Gaagrdzele icode!

 


№2  offline წევრი MeTReVEli

Ee ra kargia:D
Dgesac deb xooom?

 


№3  offline წევრი abli-babli

გაგრძელდება?

 


№4  offline წევრი Linna

abli-babli
გაგრძელდება?

კი გაგრდზელდება

 


№5  offline წევრი abli-babli

Linna
abli-babli
გაგრძელდება?

კი გაგრდზელდება

rodiiss ???? dzalian mainteresebes ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent