შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღაპრული რეალობა (დასასრული)


11-07-2015, 23:47
ავტორი casas
ნანახია 4 837

ნათაისთვის,რომ გეკითხათ ყველაზე ბედნიერი როდის იყავიო,ალბათ ზუსტ დროს ვერ გეტყვით..ცხოვრებაში იმდენჯერ გამოცადა ბედნიერება,ღმერთს ყოველ დღე მადლობას უხდიდა ამის ღირსი,რომ გახადა..ჯერ იყო და მისი ცხოვრების სიყვარული იპოვა,მისი საყვარელი მამაკაცი..მერე შვილი შეეძინა..ყველაზე თბილი და სასურველი არსება,რასაც კი ცხოვრებაში ინატრებდა..მისი გაუგებარი ლუღლუღი და მამიკოსავით თაფლისფერი თვალები ყველაფერს ურჩევნია..რამდენჯერ ამდგარა ღამე და უბრალოდ დამმჯდარს უყურებია ერთმანეთზე ჩახუტებული მამა-შვილისთვის..ყოველ შეხედვაზე ღიმილს ჰგვრის ხოლმე,ჩაათაის თავის ტორებში,რომ ჰყავს მოთავსებული გაწრიპული გოგონა..იცის,როგორ არ იცის,რომ ცხოვრებაში ჯერ კიდევ უამრავი ბედნიერი მომენტი აქვს გადასატანი...ჯერ ძალიან ახალგაზრდაა იმისთვის,რომ რაღაცეებზე უკიდურესად ისაუბროს..მაგრამ ახლანდელი გადასახედიდან,იმდენადაა ეიფორიებში ჩართული ამაზე დიდი სიხარული რა უნდა იყოს მის ცხოვრებაში ვერ იაზრებს..უბრალოდ უყვარს და ხარობს ამით..

^^^^^

რაც პატარა თაია დაიბადა,მიისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა..თავიდან შვილი,რომ დაუწვინეს გულზე,მაშინვე სქესი იკითხა...გოგონა გეყოლათო,რომ ახარეს პირველად ჩაათაის ახედა..მის სხვივაკიაფებულ თაფლისფერებს,რომ შეხედა,მიხვდა რისთვის ღირდა ცხოვრება..მიხვდა რამხელა ბედნიერება მიანიჭა ამ პატარა არსებამ დედიკოსაც და მამიკოსაც..პირველად რაც დაიმახსოვრა შვილის სურნელი იყო..სულ სხვანაირი..სუფთა და უცოდველი..სულ რამდენიმე წუთით დაუწვინეს გულზეე..მალევე წაიყვანეს...ძლივს შეელია..იმდენად შეისისხლხორცა იმ რამდენიმე წუთში,არსად გასაშვებად აღარ ემეტებოდა..ყველასი შურდა ვინც მის შვილს შეეხებოდა,სანამ მას მიუყვანდნენ..უცებ საშინელი ეგოისტი გახდა..ფიქრებით მის პატარას დატრიალებდა თავზე და ბედნიერებისგან ტუჩებს ძლივს უყრიდა თავს...თუმცა,ბოლოს დაღლილობა მაინც თავისი ქნა და ძილი მოერია..

მიუხედავად იმისა,რომ დედიკოსაც და შვილიკოსაც ყველაფერი კარგად ჰქონდათ,რამდენიმე დღე მაინც დატოვეს სავადმყოფოში..თაია სულ გვერდით ყავდა და ერთი წამითაც არ ატნევდა არავის..რამდენჯერმე უსაყვედურეს შენთვის გადაღლა არ შეიძლება უნდა დაისვენოო,მაგრამ ჯიუტად თავისას აკეთებდა და არავის უსმენდა..ერთადერთი ადამიანი ვისაც თავის პატარას თვალდახუჭული ანდობდა ჩაათაი იყო..მხოლოდ მასთან არ განიცდიდა ეგოისტობას..ჩაათაი კიდევ გვერდიდანნ საერთოდ არ შორდებოდა..სულ მათთან იყო.მთელი სიფრთხილით სწავლობდა პატარას ხელში დაჭერას..თავიდან ძალიან ეშინოდა ასეთი პატარა არსების ხელში აყვანა,არაფერი ვატკინოო..თუმცა პირველად,რომ დაიჭირა ხელში იმის მერე ყველანაირი შიში გაუქრაა და მხოლოდ მის აცმაცუნებულ პირს ამჩნევდა ხოლმე...


^^^^^

სავადმყოფოდან,რომ გამოწერეს ნათაი დედასთან და მამაასთან მივიდა ისევ...პატარას საკუთარი ოთახი არ ჰქონდა,ამიტომ დედიკოსთან უწევდა ხოლმე დაძინება..არა,ჭირვეული ბავშვი საერთოდ არ იყო...პირიქით ძალიან წყნარიც იყო..ერთადერთი ჭამა უყვარდა ძალიან..გოგოები სანახავად,რომ მიდიდოდნენ ხოლმე საათობით უცდიდნენ როდის გაიღვიძებდა..მოთმინების ფიალა,რომ ევსებოდათ მერე ძალით აღვიძებდნენ და ნათაის რისხვასაც იმსახურებდნენ..

-კარგი რა სულ როგორ შეიძლება ეძინოს-ბუზღუნებდა ერთ დღეს ნინი

-სულ რაღაც ერთი კვირისაა ჯერ და რა ქნას აბა ადგეს და გეჭორავოს?-სიცილით მიუგო ნათაიმ და ბავშვის ტანსაცმლის დაკეცვა გააგრძელა.

-არ მინდა ჭორაობა..უბრალოდ თვალები გაახილოს-ისევ თავისას აგრძელებდა და ყველანაირად ცდილობდა მის გაღვიძებას

-გამოდი გოგო დაანებე ბავშვს თავი-გაუჯავრდა ანი

-ო,დიდი ამბავი ახლა ცოტა ხნით თუ მოწყდა ძილის სამყაროს-წუწუნებდა..იმდენი აწვალა მაინც გააღვიძა...ბავშვის ხელში აყვანის საშუალება,რომ მიეცა იქეთ-აქეთ დაიწყო სიხარულისგან ხტუნვაა..იმდენი კოცნა,სანამ ლოყები არ აუწითლა..ბოლოს ნათაიმ სულ ძალით წაართვა ბავშვი და ისევ მიაძინა..


^^^^^

ერთ დღეს ჩაათაი,რომ მივიდა ბავშვის სანახავად ძალიან განერვიულებული იყო..მთელი დღე ადგილზე ვერ ჩერდებოდა და აშკარად რაღაც აწუხებდა..თავიდან ნათაიმ ყურადღება არ მიაქცია,მაგრამ უკვე შესამჩნები,რომ გახდა იძულებული გახდა ეკითხა

-ხო მშვიდობაა?-ინტერესით კითხა და წინ დაუდა

-მოდი დაჯექი აქ-საწოლზე მიუთითა ჩაათაიმ

-რა ხდება?-გვერდით დაუჯდა და ხელზე ხელი დაუსვა

-ხომ იცი,რომ თურქეთში ვცხოვრობ..ისიც ხომ იცი,რომ აქ ამაზე დიდხანს ვერ გავჩერდები..შენ და თაია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხართ..მაგრამ სამსახური თავის ადგილზეა ჩემს ცხოვრებაში..განა იმიტომ,რომ თქვენზე წინ ვაყენებ?არა..პირიქით სწორედ იმისთვის მჭირდება,რომ თქვენ იყოთ კარგად...გქონდეთ ყველაფერი.ამის გარდა მე მიყვარს ჩემი საქმე..დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი საქართველოსი,მაგრამ შენც ხომ იცი აქ ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწევს..მე კიდევ არ მინდა თქვენს უზრუნველ მომავალს საფრთხე შევუქმნა.თან როდემდე უნდა ვიცხოვროთ ასე ცალ-ცალკე.აღარ შემიძლია ღამით გამოღვიძებულს თქვენზე ჩახუტება და მოფერება,რომ მინდა და რომ არ შემიძლია..ცოტაც და ალბათ გავგიჟდები უთქვენოდ....მოკლედ ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდეთ თურქეთში-ანერვიულებული საუბრობდა და პარარრელურად ნათაის ხელს არ უშვებდა

-გვიყვარხაარ..ჩვენთვის მთავარია შენთან ვიყოთ..დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა..და ჰო წამოვალთ შენთან ერთად-თბილად გაუღიმა და თვალებში ჩახედა

-მიხარიხარრრ ასეთი,რომ მყავხარ-ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალებით შეხედა და ტუჩებზე დააკვდა..


^^^^^

თურქეთში მთელმა ოჯახმა და სამეგობრობ გააცილია..ძალიან გაუჭირდა ყველასთვის ამ ამბის თქმა,მაგრამ რას იზამდა..სხვა გამოსავალი მართლა არ არსებობდა..დედა და მამა გაგებით მოეკიდნენ მისი წასვლის ამბავს..იცოდნენ,რომ ამ ორს ერთმანეთი თავდავიწყბით უყვარდათ..ჩაათაის გაბრწყინებულ თვალებს,რომ ხედავდნენ ხოლმე,სიხარულისგან იბერებოდნენ მათ შვილს ასეთი სიყვარული,რომ არგუნა ბედმა..

-როგორ მოგვენატრეებით-ცრემლებით უჩურჩულეს გოგოებმა და ყველა ერთად ჩაეხუტა..

-მეც,მეც ჩემო ლამაზეებო..ძალიან მომენატრებით-სევდიანი ხმით საუბრობდა და სათითაოდ ყველას უკოცნიდა ლოყებს

-იცოდე ხშირად ჩამოიყვანე-სასაცილოდ დაუქნიეს თითი ჩაათაის..იმანაც თანხმობის ნიშნად სიცილით დაუკრა თავი და ყველას დიდი სიყვარულით დაემშვიდობაა..თვითმფრინავში ასვლისას საბოლოოდ გადმოხედა საყვარელ ადამიანებს და ობოლი ცრემლი შეუმჩნევლად მოიწმინდა..თუმცა ყველაზე მეტად ის აიმედებს,რომ ახლოს იქნება საქართველოსთან და როცა მოესურვება ნებისმიერ დროს უპრობლემოდ შეძლებს ჩამოსვლაას...

^^^^^

თურქეთში,როგორც კი ჩავიდნენ,აეროპორტში მანქანა დახვდათ და იმით წავიდნენ სახლში..პატარა თაიას მთელი გზა მშვიდად ეძინა..არც მგზავრობას შეუწუხებია და არც ზედმეტ ხმაურს..მხოლოდ რამდენიმეჯერ გაიღვიძა,ისიც ჭამოს გამო..ძალიან უკვრის ვის გავს ეს ბავშვი ასეთი მშვიდი..მთელი დღე ისე გავა მისი ტირილის ხმაც არ ისმის ხოლმეე...ჩაათაის მხარზე ჰქონდა თავი მიდებული და გარემოს ათვალიერებდა..სულ სხვა ჰაერი,ადამიაენები,ჩაცმულო..ყველაფერი სულ სხვა არისს..სიცოცხლეც სულ სხვა ტემპრში ჩქეფს..

-ძალიან მომწონს მე შენი ქალაქი-თვალებგაბრწყინებულმა უთხრა ჩაათაის და მის ყელში ჩარგო ტუჩები..

-იცოდე მეორედ ეგრე არ გააკეთო-ხმაშეცვლილმა უთხრა და წელზე მტკივნეულად მოუჭირა ხელი

-რატომ ვნებები აგიშალე?-სიცილით კითხა და თავის ადგილს დაუბრუნდა

-ხო-თვალებში ჭინკებათამაშებულმა უჩურჩულა

-ძაან მოდუნებული იყავი და ცოტა გამოგაფხიზლე-დაცინა გულიანად

-ბინაში მისვლამდე ვიმყოფინებ-ეშმაკური ღიმილით უთხრა

სახლში რომ მივიდნენ,ბარგი ჩაათაიმ აიტანაა...როგორც,კი კარი გააღო მაშინვე იგრძნო მძაფრი მონატრება..თურმე ეს სახლიც როგორ მონატრებია..სწორედ აქ დაიწყო მისი სასიყვარულო თავგადასავალი და ბედნიერი დასასრულიც აქ იქნება..რამდენი მათი კამათის,კოცნის,მოფერების და უბრალოდ ერთად ყოფნის მომსწრეა ეს კედლები..ადრეც აქვს ნათქვამი თითოეული ნივთი უყვარს ამ სახლში,იმიტომ რომ ჩაათაის ახსენებს..ახლა კიდევ ასმაგად მეტად შეუყვარდაა..იმიტომ,რომ მათ ბედნიერ დღეებს ასხენებს..ღიმილით წავიდა მეორე სართულისკენ და ოთახში შესულს სასწაული სიურპრიზი დახვდა..ჩაათაის თურმე უკვე უზრუნია და პატარა თაიას ოთახი მოუწვია..ყველაფერი ისეთი ლამაზი და ისეთი ზღაპრული იყო,როგორც თვითონ წარმოედგინა..ყველა დეტალი ნათაის გემოვნების შესაბამისად იყო გაკეთებული..აი თურმე რატომ ეკითხებოდა სულ როგორი ოთახი გინდა ჩვენი შვილისთვისო..ესეც კიდევ მთელი სულით და გულით უხსნიდა რომელ კუთხეში რას დადგამდა და რომელ კედელს რა ფერად შეღებავდა..ღიმილით ჩააწვინა ბავშვი საწოლში და მთელი ძალით შეახტა ჩაათაის...ხელები კისერზე შემოხვია და ვნებიანად ეძგერა ტუჩებში..მამაკაცმაც დაწყებული საქმის დამთავრებ გადაწყვიტა...დამშეულივით დაიწყო ქალის სხეულის სხეულის დაპატრონება..ხელები ჩაათაის თმებში ააცოცა და მისკენ მოქაჩა..კაცმა,რომ ყელში გადაინაცვლა და მადიანად დაუწყო დაგემოვნება სწორედ აქ აეშალა ყველაზე მეტად ვნებებიი და დაპობილი ბაგებიდან კვნესა აღმოხდა..ერთმანეთის ალერსით დაკავებულებმა თავიანთ ოთახში გადაინაცვლეს..ჩაათაის ერთი წამითაც არ შეუწყვეტია მისი ტუჩების დაგემოვნება..საძინებლის კარი ფეხით შეაღო,საბოლოოდ კი საწოლზე მონახეს ადგილი..სწარაფად შემოაძარცვეს ერთმანეთს ტანსაცმელი და გადაეშვნენ მოზღავვებული ვნების მორევში..უბრალოდ ორივე ხვდება,რომ ერთმანეთი ჭირდებათ,უნდათ და უყვართ..რაც უფრო დრო გადის მით უფრო მეტად ემატებათ ერთმანეთის მიმართ ვნება და სიყვარული...მითუმეტეს ამდენი ხნის მონატრებულზეე სულ სხვანაირად აღიქვეს ყველაფერიი.თითოეული კოცნა და მოფერება..ნათაიმ ერთადერთი რაც ისიც ის არის,რომ ჩაათაის მწველ ბაგეებს,რომ გრზნობს სხეულზეე თვალებზე ბინდი ეკრება და იძირება ვნების სურვილებში..ჩაათაის თვალებშიც სწორედ იგივეს ხედავს,და ხვდება,რომ სწორედ ერთმანეთისთვის არიან შექმნილები..ერთად ყოფნისთვის და ბედნიერებისთვის..


^^^^^

რაც თურქეთში ჩამოვიდნენ,თითქოს ყველაფერი შეიცვალა..ნამდვილ ოჯახს დაემსაგვსნენ..ცხოვრობდნენ,როგორც ნამდვილი ცოლ-ქმარი..მართალია ჩაათაის ქორწინებაზე კრინტიც კი არ დაუძრავს არასდროს,მაგრამ ნათაისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს.სანამ აქ ჩამოვიდოდა ხშირად უფიქრია საოცნებო ქორწილზე..თეთრ კაბაზე,თაიგულზე და ათას წვრილმანზე..ძალიანაც გაუხარდება თუ ოდესმე ეს ოცნება აუსრულდებაა.თუმცა,მთავარია ერთად არიან...უყვართ ერთმანეთი და ყავთ შვილი,რომელზედაც ორივეს ჭკუა ეკეტება..
ჩაათაი მთელი დღეები გადაღებებზეა ხოლმე...საღამოს მოდის სახლში და ყველანაირად ცდილობს საყვარელ ქალს გვერდით დაუდეს.იმდენად მიეჩვია თაიას მოვლად,უკვე ნათაიზე უკეთესადაც გამოსდის..საფენებსაც შესანიშნავად უცვლის და საჭმელსაც ზედმეტი პრაჭვების გარეშე აჭმევს..ძალიან იჭირს ჩაათაისგან შორს ყოფნა დღის განმავლობაში,მაგრამ ცდილობს გაუგოს..ხანდახან მაინც წამოუვლის მონატრების მძიმე წუთები და ეწუწუნება ხოლმე საყვარელ მამაკაცს

-მე რომ მთელი დღე მენატრები რა ვქნა?-აბუზღუნდა და ტუჩები წინ წამოწია

-მეც მენატრები და სამაგიეროდ საღამოს ორმაგად ვინაზღაურებ შენს მონატრებას-ვნებიანად აათამაშა წარბები და მის ფეხზე ხელი აასრიალა

-ო რა გარყვნილი ხარრ..მე სხვანაირად მენატრები-აწუწუნდა ისევ

-მერე კიდევ იტყვით კაცები ფიქრობთ მხოლოდ საძინებელზეო-ღიმილით დასცინა

-არ ფიქრობთ აბა?-წარბაწეულმა გადახედა

-მე ანაზღაურებაში შენთან და თაიასთან ყოფნა ვიგულისხმე-ჯიბრით უთხრა და ფეხზე ადგა

-რა საზიზღარი კაცი ხარ-ვითომ გაბუტულმა გადაიკისკისა და ტელევიზორის პულტი ხელში შეათამაშა..


^^^^^

-დღეს ბიჭები მოვლენ,ძალიან უნდათ თაიას ნახვა-კარადაში ტანსაცმელს არჩევდა და თან ნათაის დღის გეგმებს აცნობდა

-კარგი,რაღაცეებს მოვამზადებ-მშვიდად ჩაილაპარაკა და ბავშვთან თამაში გააგრძელა..ყოველ დილით სანამ ჩაათაი სამსახურში მიდის არ არსებობს ბავშვმა ნახევარი საათით ადრე,რომ არ გაიღვიძოს..სანამ არ ამოიყვანენ და თავინთ შუაში არ ჩაიწვენენ მანამდე არაფრით არ ჩერდება..მერე დედიკოსთან და მამაიკოსთან თამაშით დაღლილი მშვიდად აგრძელებს ძილს..

-საღამომდე-ღიმილით დაიხარა და თბილად აკოცა ჯერ პატარას და მერე ნათაისს..ცოტახანი კიდევ ინებივრეს დედა-შვილმა საწოლში..ბოლოს,როცა მიხვდა,რომ ადგომის დრო იყო,თორემ ვერაფერსაც ვერ მოასწრეფდა სწრაფად წამოხტა საწოლიდან და თავი მოიწესრიგა..თაიაც ქვემოთ ჩაიყვანა და თავისთან ახლოს ეტლში ჩასვა..სულ ღიღინით მოამზადა ყველაფერი,საათს რომ ახედა უკვე სტუმრების მოსვლის დრო იყო..ბავშვს ხელი დასტაცა და ოთახში აიყვანაა..

-მოდი დედიკოს გოგო გამოვიპრანჭოთ-ბავშვს ესაუბრებოდა და შესაფერის ტანსაცმელს ეძებდა..საბოლოოდ,ორივე რომ გალამაზდა ქვემოთ ჩავიდნენ..რამდენიმე წუთში ჩაათაიმ შემოაღო კარი,უკან კი ხმაურით შემოყვნენ ბიჭები..

-რძალოო და ძმიშვილო-მხიარულად დაიძახა მერთმა და მათთეკენ დაიძრა...თბილად ჩაიკრა ნათაი გულში..მასთან მოსიყვარულებას,რომ მორჩა მერე პატარა თაიასაც მიაქცია ყურადღება

-თე გენათალე,რა საყვარელი ხარ-ენის მოჩლიფვით ეფერებოდა ბავშვს და თან ლოყაზე ხელს უსვამდაა..

-როგორ ხართ ბიჭებო?-ღიმილით მიესალმა ბიჭებს და ყველა დიდი სიყვარულით მოიკითხა..

-აუ რძალო დამაჭერინე რა-წუწუნებდა მერთი

-აჰა აიყვანე-ბავშვი გაუწოდა და დაელოდა,როდის აიყვანდა

-ე რამე რო ვატკინო?-გულწრფელად ღელავდა და თან ფრთხილად კიდებდა ხელს

-ნუ გეშინია-ღიმილით ანუგეშებდა ნათაია და ხელში სწორად დაჭერას ასწავლიდა..

-რა მაგარიაა ეს წრიპააა-ხმამაღლა ლაპარაკობდა და ემოციებს ვერ თოკავდაა...ბიჭების სტუმრობამ მშვიდად და სასიამოვნოდ ჩაიარა..მერთი იმდენად გაერთო თაიასთან თამაშით,უფროსებს ყურადღებას საერთოდ აღარ აქცევდა..მურატი და კივანჩი ისევ სერიოზული სახეებით ისხდნენ,როგორც ყოველთვის..იმდენად მიეჩვია მათ ასეთ საქციელებს,რომელიმეს სხვანაირ ამპულაში წარმოდგენა ძალიან უჭირს..


^^^^^

ნათაი კიდევ დიდხანს გელოდოთ?-მოთბინებიდან გამოსულმა დაუძახა ჩაათაიმ და თან პატარა თაიას ცხვირზე დაკრა თითი..

-ორი წუთიც და მოვდივარ-ჩქარა მიაყარა პასუხი და სახლის კარი გამოკეთა..კიდევ კარგად გადაათვალიერა ყველაფერი და რომ დარწმუნდა ყველაფერი წესრიგში იყო ღიმილით დაიძრა მანქანისკენ..თვითონ წინა სავარძელზე მოკალათდა,თაია კი უკანა სავარძელზე ჩააწვიანა თავისი საწოლით..ახლა ერთ-ერთ კურორტზე მიდიან დასასვენებლად..ძალიან დაიღალა ეს ბოლო პერიოდია..სულ სახლშია.გარეთაც არ გასულა რამდენი ხანია..ჩაათაიმ იმდენჯერ დაპირდა სადმე წაგიყვანო,როგორც იქნა აასრულა სიტყვაა...
ძალიან ლამაზ ზღვისპირა სანაპიროზე წაიყვანა ჩაათაიმ დასასვენებლაად..სასტუმროს ნომრიდან ისეთი ლამაზი ხედი იშლებოდა მთელი დღე იქ ყოფნა და ამ ხედის ყურება ყველაფერს ერჩივნა..თუმცა აქ ნომერსი დასაჯდომად არ ჩამოსულაან..თანაც ზღვა და ზაგარი ძალიან უყვარს..ასე,რომ ძაანაც რომ მოინდომოს ჩაათაიმ ვერაფრით ვერ დააკავებს სახლში..
ბავშვისთვის ძიძა აიყვანეს..წინასწარ მოაგვარეს ყველაფერიი..ასე,რომ თაიას მზეში ტარება არ მოუწევდათ და წყვილსაც მშვენიერი დასვენება გამოუვიდოდათ..

-რამდენი ხალხია-ბუზღუნით ჩაილაპარაკა და ჩანთა შეზლონგზე დადო

-შენ რა ხელს გიშლიან?-ღიმილით კითხა ჩაათაიმ და მაისური გადაიძრო

-არანაირს..მაგრამ-თავისთვის ჩაილაპარაკა და თხელი ფრიალა სარაფანი ერთი ხელის მოსმით გადაიძრო

-რა მადისაღმძვრელი ხარ მაგ საცუარო კოსტიუმში-ვნებიანი ხმით უთხრა ჩაათაიმ და მისკენ დაიძრა

-აქ მაინც მოისვენე-ღიმილით გაუწყრა და წყლისკენ დაიძრა..უკან,რომ მიიხედა ჩაათაი ისევ იმ ადგილას იდგა და ჭინკებათამაშებული თვალებით უყურებდა-არ მოდიხარ?-ინტერესით დაუძახა და დაელოდა სანამ მოვიდოდა

-უკნიდანაც შესანიშნავი ხედი იშლებოდა-ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და წელზე ხელი შემოხვია

-სირცხვილია-ხელი აუქნია ნათაიმ და კისკისით გაიქცა წყალში..

ისე გააწვალა ჩაათაიმ,რამდენჯერმე იქიდან გამოქცევა გადაწყვიტა..ისეთ უწმაწურ კომპლიმენტებს ეუბნებოდა მზისგან აწითლებულს,კიდევ უარესად აწითლებდა...წყლიდან,რომ ამოვიდნენ,შეზლონგებზე გაწვნენ და მზეს მიეფიცხნენ..უცებ ძალიან მოენატრათ თაია..იმდენად მიეჩვია,რომ სულ სამეული დადიან ყველგან,ბავშვის გარეშე დანაკლისი იგვრძნეს..მაშინვე მოიყვანა ჩაათაიმ თაია,სასაცილო პატარა საცურაო კოსტიუმი ეცვა და თავზე ფუშფუშა ვარდისფერი ქუდი ეფარა..სიცილით დააწვია ბავშვი თავის გვერდით და კოცნით აუწითლა ლოყები..ცოტახანში,უკვე გაუსაძლისი,რომ გახდა იქ ყოფნა,ჩაათაიმ ბავშვის წყალში ჩაყვანა გადაწყვიტა..ნათაი თავიდან უარზე იყო,თუმცა ბოლოს დიდი ბუზღუნის შემდეგ მაინც დათანხმდა

-ქუდი მოაძვრე და მომიყვანე-ღიმილით უთხრა ჩაათაიმ...ნათაიმ უკმაყოფილოდ წამოსწია თავი და ერთი შეუბღვირა..ქუდი,რომ მოხადა იქიდან რაღაც გადმოვარდაა..გაოცებულმა დაიხედა ძირს..ალბათ სათამაშო არისო,,ასაღებად დაიხარა უცებ თვალები,რომ გაუფართოვდა და მოწოლილი ემოიციებისგან ყუთი ძლივს აიღო ხელში

-ეს რა არის?-არეულმა კითხა ჩაათაის და პატარ,ვარდისფერი ყუთი ხელში შეაათამაშა..

-გახსენი და ნახავ-ღიმილი ისევ არ შორდებოდა ჩაათაის სახიდან..ნათაიმ ფრთხილად ახადა ყუთს თავი და გაოცებისგან საოცარი ხმა ამოუშვა პირიდან..

-ეს,,,ესს..შენ.-ბლუყუნებდა და სიტყვებს ვერ აბავდა ერთმანეთს..თან პირზე ხელს იფარებდა და დაბნეული უყურებდა ხან ჩაათაის ხან კიდევ მის საჩუქარს

-ცოლად გამომყვები?-ყოველგვარი შესავლის გარეშე,პირდაპირ აჯახა..თავიდან იფიქრა მომესმაო...ცრემლიანი თვალებით უცებ ახედა ჩაათაის და რომ მიხვდა მამაკაცი საერთოდ არ ხუმრობდა სწრაფად წამოხტა ფეხზე...ჩაათაიმ მისი რეაქცია თანხმობად ჩათვალაა..ღიმილით დაიძრა მისკენ და წინ დაუდგა.ნაზად გამოართვა ყუთი ხელიდან..მეორე ხელით მისი თითი აიღო და ულამაზესი ბეჭედი მოარგო ზედ...მერე ფრთხილად აკოცა ხელზე და მომლოდინე თვალებით მიაშტერდა..ნათაიმ მამაკაცის მოქმედებას ბოლომდე,რომ ჩაწვდა,თავის ხელს დახედა,მერე ჩაათაის თვალებში ბედნიერებისგან აკიაფებული სხივები,რომ დაინახა მთელი ხმით იყვირა და კისერზე შემოხვია ხელებიი...იმდენად მოულოდნელი იყო ჩაათაის საქციელი,რაღაცეების ნორმალურად გააზრებაც ვერ მოასწროო.ერთი ზუსტად იცის,რომ ენით აუღწერელი ბედნიერება იგრძნო...უკვე ოფიციალურად გახდებიან ცოლ-ქმარი..ჩაათაი ქმარი,თვითონ კი ცოლი..არა დაჯერება უჭირს..ნამდვილად სიზმარშია..ხელზე კამეტებით იბწკინა,ხომ არ მესიზმრებაო..მაგრამ განცდილმა ტკივილმა მიახვედრა,რომ ყველაფერი რეალობა იყო ზღაპრული რეალობა..

-შენ არ იცი როგორ მაბედნიერებ-მოულოდნელად უთხრა და კისერში აკოცა

-მე კიდევ თქვენი არსებობით ვბედნიერდები ჩემს ცხოვრებაში,,არ ვიცი უთქვენოთ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება,მაგრამ დარწმუნებული ვარ ასეთი საოცარი არა,როგორიც ახლა არის-მთელი გრძნობით ესაუბრებოდა და წელზე ხელებს ხვევდა...

-შენთქვის მითქვამს,რომ ძალიან მიყვარხარ?-ჩაათაის ტუჩებთან დაიჩურჩულა და ნელა შეეხო

-კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით მოვისმენ-ირონიული ღიმილით უთხრა და ცხვირი ცხვირზე გაუსვა

-მიიიყვარხაარ!- ემოციებით სავსემ უთხრა

-მე კიდევ უფრო მეტად მიყვარხარ!-უჩვეულოდ ხმა შეცვლილმა უჩურჩულა და უკვე მომავალ ცოლს ტუჩებზე დააკვდა..ერთმანეთს თაიას ტირილმა მოსწყვიტათ..სიცილით გადახედეს ერთმანეთს და ბავშვისკენ დაიძრენ..კისკისით აიყვანა პატარა ხელში და მთელი ძალით დაუკოცნა ორივე ლოყა

-რაო დე იეგოსტე?-ღიმილით უთრა პატარას და ჩაათაის გადახვეულ ხელს თავისი დაადო

-მოდი სამახსოვრო ფოტო გადავიღოთ-იდეა წამოაყენა ჩაათაიმ და ტელეფონი ამოიღო..სამივე კამერისკენ იყურებოდა ბედნიერი სახით და ცხოვრებაში ერთი ყველაზე ბედნიერი მომენტის კადრში აღბეჭვდას ელოდებოდნენ..ეს ფოტო სამუდამო მტკიცებულებად დარჩებოდათ იმისა,როგორი იყო მათი ზღაპრული რეალობის ერთი ეპიზოდის დასასრული......



№1  offline მოდერი D-roni

kvelazeee nu kargi kvelaze. tu Ara erterti kvelaze magari xom xar? vaime ai dzalian magari xar! vgijdebi shenze da shens am istoriaze ! dzalia dzalian dzalian kargi xar ! kidev kargi wavikitxe es istoria ! velodebi shemdeg istorias chemi saxit ertguli kkitxveli gkavs imitom rom unaklo istoria iko es ! me nakli ver movudzebne , srulkofilebis etaloni da formula xar shenc da sheni istoriac . madloba aseti ramis wakitxvis sashualeba rom mogveci ❤❤❤❤

 


№2  offline წევრი milangirl

ძალიან კარგი ისტორია იყო. ველოდები ახალს

 


№3  offline წევრი casas

ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი კომენტარებისთვის.. love ვეცდები მალე დავბრუნდე ახალი ისტორიით winked

 


№4  offline წევრი shakala

ძალიან კარგი იყოო! სასწაულად მომეწონაააა

 


№5  offline წევრი casas

shakala
ძალიან კარგი იყოო! სასწაულად მომეწონაააა

გაიხარე love

 


№6  offline წევრი გლორია

Dzalian momewona, da bavshvis religia? :Dd

 


№7  offline წევრი casas

გლორია
Dzalian momewona, da bavshvis religia? :Dd

მაგას ალბათ აირჩევს თვითონ რომ გაიზრდებაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent