შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...ცოლი კომპანიის სანაცვლოდ... (5 თავი)


12-07-2015, 04:07
ავტორი lele
ნანახია 3 237

გონზე , რომ მოვედი თავი საშინლად მტკიოდა , გვერდზე რომ მივიხედ მოვიხედე მივხვდი რომ უცხო გარემოში ვიყავი.. ირგვლივ ისეთი სიჩუმე სუფევდა , ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგონებდით , ამ სიჩუმეში კი გარედან ჩიტების ჭიკჭიკი ამშვენებდა , რომლის მოსმენაც არასდროს მობეზრდება ადამიანს.. ამ გარემოებით , თუ ვიმსჯელებდით სასიამოვნოდ მყუდრო სახლი უნდა ყოფილიყო , რომელიც ვიღაცას საკმაოდ გემოვნებიანათ ჰქონდა მოწყობილი.. როცა ოთახში თვალების ცეცებას მოვრჩი ვცადე გამეხსენებინა თუ რა მოხდე და აქ როგორ ავღმოჩნდი მაგრამ არაფერი არ მახსოვდა , მხოლოდ ლუკასთან ჩხუბი და ავარია გამახსენდა.. ვიწექი ასე და ველოდებოდი როდის შემოვიდოდა ვინმე ოთახში , მე განძრევაც კი არ შემეძლო რადგან , ყველაფერი ძალიან მტკიოდა.. მალე ნაბიჯების ხმაც გავიგე და ოთახის კარიც გაიღო.. როცა ოთახში შემოსული დავინახე გული ამიჩქარდა , თვალები დავაჭყიტე და ისე ვიყურებოდი თითქოს მოჩვენება დავინახე :
-შეეენ? -ვუთხარი გაოცებულმა..
-სასუწარკვეთილი გოგონა პარკიდან , და აი ჩვენ კვლავ შევხვდით ერთმანეთს.. -მიპასუხა და თან თბილად მიღიმოდა.. ნუთუ ეს ბიჭი არ იღლება ამდენი ღიმილით არადა ღიმილიც კი ისეთი გულწრფელი აქვს , რომ ვერ ავღწერ რას ვგრძნობ როცა ის მიღიმის..

-სიმართლე გითხრა ნამდვილად არ მოველოდი ასე მალე თუ შევხვდებოდით ერთმანეთს , თან ასეთ სიტვაციაში.. -მითხრა და უკმაყოფილოების სახე მიიღო..
-შენ შემთხვევით , ჩემი მფარველი ანგელოზი ხომ არ ხაარ? რამდენჯერაც გამიჭირდა იმდენჯერ ჩემს გვერდით გაჩნდი.. -ვუთხარი და ვეცადე გამეღიმა მაგრამ თავი იმდენად მტკიოდა ვერ შევძელი..
-ეს ყველაფერი დამთხვევაა როგორც ვატყობ რადგან მე უბრალოდ ირაკლი ვასაძე ვარ ლუკას ძმაკაცი , ეს კი ჩემი დაჩაა , რომელიც მინდა გითხრა , რომ ძალიან მიყვარს და უმეტეს დროს აქ ვატარებ.. -მეუბნებოდა და თან თვალს არ მაშორებდა , არ ვიცი რატომ მაგრამ მეც ვერ ვაშორებდი მზერას , მის თვალებს ისეთი კეთილი გამომეტყველება ჰქონდათ მინდოდა სულ ასე მეყურებინა..
-ჰმ.. ეს ყველაფერი კაი გასაგებია , მაგრამ მე რატო ვარ აქ? -ვკითხე გაკვირვებულმა.. თან ისევ თვალებში ჩავაშტერდი..
-ლუკამ დამირეკა და მითხრა , რომ ავარიაში მოყვა.. პოლიციის გამოძახება და პრობლემების შექმნა არ უნდოდა და რახან ახლოს იყავით შევთავაზე აქ მოსულიყო.. აქ როცა მოხვედით გონზე არ იყავი ამიტომ ამოგიყვანეთ და აქ დაგაწვინეთ.. -მითხრა და კვლავ გააგრძელა..
-თავის ტკივილს რაც შეეხება როგორც მივხვდი ტვინის შერყევა გაქვს მაგრამ , არ ინერვიულო სერიოზული არაფერია , რამდენიმე დღე იწვები და ვსო ამის შემდეგ ჩიტივით იფრენ , დამიჯერე.. -მითხრა თბილად და თანაგრძნობის ნიშნად ხელზე ხელი დამადო , თან მიღიმოდა..
-ლუკა როგორაა? რამე ხომ არ ჭირს?
-არა დამშვიდდი ისიც კარგადაა , აბა აქამდე როგორ მოაღწევდა.. -მითხრა და თან ეღიმებოდა.. -ახლა კი საჭმლის მოსატანადაა წასული , თორემ სახლში არაფერია და შიმშილით მოვკვდებოდით..
-ლუკამ რა გითხრა ჩემზე? - არ ვიცი რატომ , ვკითხე ეს მაგრამ ძალიან მაინტერესებდა..
-მხოლოდ ის რომ მისი საცოლე ხარ.. -მიპასუხა თითქოსდა გულდაწყვეტით..
-ანუ მაშინ პარკში რომ შვხვდით ერთმანეთს ლუკამ მოგაგზავნა?! -ვკითხე და თვალებში დავუწყე ყურება..
-არა , რა სისულელეა რა ლუკამ , უბრალოდ ეგ ადგილი ძალიან მიყვარს და მაშინ ისე უბრალოდ გავიარე და როცა შენნაირი ლამაზი გოგო მტირალი დავინახე , გულმა ვერ გამიძლო და ამიტომაც გამოგელპარაკე მაგრამ , ახლა ყველაფერი გასაგებია.. -მითხრა და თანაგრძნობის ნიშნად კვლავ გამიღიმა.. ალბათ ლუკამ უთხრა თავისი , ნამდვილი არაკაცული სქციელის შსახებ..
- ახლა აჯობებს ცოტა დაისვენო , თორემ გატყობ უკვე ვეღარც ლაპარაკობ მე კი ქვევით ლუკას მოსვლას დაველოდები.. -მითხრა და ოთახიდან გავიდა..
დავრჩი ოთახში მარტო , და დავიწყე ისევ იმაზე ფიქრი თუ რა მელოდა წინ , როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ამ ყველაფრის შემდეგ.. ნეტავ დროის უკან დაბრუნება შემეძლოს , იქნებ რამე შემეცვალა მაგრამ , ამაზე ფიქრი დროის ფიჭი ხარჯვაა რადგან ეს შეუძლებელია.. იმდენად ვიყავი ერთიდაიგივეზე ფიქრით დაღლილი , ტომ უკვე გრძნობების გამოხატვაც აღარ შემეძლო.. ბავშობაშიც ასე ვიყავი , როცა რამე მწყინდა ან მიხაროდა არ შემეძლო ჩემი გრძნობები ბოლომდე გამომეხატა რაც ალბათ ცუდიც კია..
ამ ფიქრში ვერც კი გავიგე ისე ჩამძინებია და მაშინ გამეღვიძა როცა ოთახში მზის სხივმა შემოანათა.. უკვე გათენებულიყო , თავი კი ისევ საშინლად მტკიოდა , სულ ტყვილად დავლიე ამდენი გამაყუჩებელი.. გვერდზე , რომ გავიხედე სკამზე მჯდომი ლუკა დავინახე , რომელსაც ჩასძინებოდა და თავი იქვე მდგარ ტუმბოზე ჩამოედო..
მის დანახვაზე გუშინდელი ამბავი გამახსენდა.. ვინ იცის გოგოებმა როგორ ინერვიულეს , არაფერი იცოდნენ სად ვიყავი , როგორ ვიყავი.. თანაც ტელეფონის აღებაც კი ვერ მოვასწარი ისე წამომათრია ამ ნაძირალამ.. მაგრამ იმაზეც გავბრაზდი რომ მახსენდებოდა , როგორ ხმის ამოუღებლად ისხდნენ და უყურებდნენ ამ ყველაფერს.. მაგრამ მეორე მხრივ ვერ გავამტყუნებ მათი თვალები და გაოცებული სახე , რომ მახსენდება.. ალბათ მათ ადგილას მეც დავმუჯნდებოდი და ხმას ვერ ამოვიღებდი.. 14 წლის რომ , ვიყავი მეც ავღმოვჩნდი ასეთი ფაქტის წინაშე . ერთ საღამოს როცა მეგობარს ველოდებოდი იქვე მდგარ სკამზე ჩამოვჯექი , ცოტახანში ერთი გოგო მოვიდა რომელიც , ცოტახნის წინ ჩვენს გვერდით სახლში სხვა გოგოებთან ერთად ცხოვრობდა , მკითხა წინააღმდეგი ხომ არ ვიქნებოდი ისეიც იქ რომ დამჯდარიყო.. მეც რათქმაუნდა დავთანხმდი.. ჩემს თვალთახედვას არ გამოპარვია , რომ გვერდზე მისი მეგობარი ვიღაც ბიჭთან რაღაცაზე კამათობდა , გოგოს ეტყობოდა რომ აღარ შეეძლო მასთან საუბარი , მე კი გულში იმ ბიჭს ვლანძღავდი , თუ როგორ შეეძლო გოგოსთან ასე ეუხეშა.. რამდენიმე წუთში გვერდით მანქანა ჩამოდგა და ვიფიქრე კიდეც ახლა , რომ მოიტაცოს თქო მაგრამ გამეღიმა , მერამდენე საუკუნეა , რაღადროს მოტაცებაა თქო ამიტომ დამშვიდებოლმა გავაგრძელე ლოდინი თან ტელეფონში რაღაცეებს ვაკეთებდი , უცბად გოგოს ყვირილის ხმა გავიგე და დავინახე როგორ ტენიდა ამ საწყალ გოგოს ეს ვირი იმ ზემოთ ხსენებულ მანქანაში.. საწყალი გოგო ისე შეაგდო ლამის თავი გაუტეხა , ცალი ფეხსაცმელიც კი გარეთ დარჩა.. ( ეხლა , რომ ვიხსენებ ამ ყველაფერს მეცინება ) გული დამეწვა მაგრამ რათ გინდა აზრზე ვერ მოვედით ვერცერთი , ვერც მე და ვერც მისი მეგობარი სანამ მანქანა თვალს არ მოეფარა და შერჩა კიდეც იმ ბიჭს ცოლად.. ამიტომ ამის გახსენებაზე ,თავს უფლებას ვერ მივცემდი გავბრაზებულიყავი ჩემს მეგობრებზე , არავინ იცის ესეთ სიტვაციაში ვინ როგორ მოიქცევა..
სანამ ამ ფიქრში ვიყავი ვაჟბატონ ლუკას გაღვიძებოდა კიდეც და მე მომშტერებოდა.. როცა მისი მზერა ვიგრძენი მისკენ მივიხედე და თვალი თვალში გავუყარე.. არ ვიცი რატომ მაგრამ , როცა მას ვხედავდი ხმის ამოღებასაც ვერ ვბედავდი , ალბათ იმიტომ , რომ მისი თან მეშინოდა და თან საშინლად ვერ ვიტანდი..
-დილა მშვიდობისა.. -მითხრა და გამიღიმა მაგრამ მისი ღიმილი არაფერი იყო ირაკლის ღიმილთან.. -თავს როგორ გრძნოობ? -იდიოტი ვითომ ძალიან აინტერესებს ჩემი მდგომარეობა..
-ახლა გულისხმობ თუ ზოგადად რას ვგრძნობ? -ვეცადე ირონიულად გამეღიმა მისთის , როგორც თვითონ იქცევა ხოლმე..
-გუშინ ირაკლიმ მითხრა , რომ თავი გტკიოდა.. -როგორც , შევატყვე კითხვისთვის პასუხის გაცემა გაუჭირდა..
-ეხლაც ძალიან მტკივა , თან თავბრუც მეხვევა , როგორც ჩანს მართლაც ტვინის შერყევა მაქვს.. -ვუთხარი და სახე მოვჭმუჭნე..
-მაპატიე , რომ სავადმყოფოში ვერ წაგიყვანე.. არ მინდოდა პოლიციასთან რაიმე პრობლემა შემქმნოდა ნასვამი , რომ ვიჯექი საჭესთან.. -ნეტავ მომესმა თუ მართლა მთხოვა პატიებაა.. ყურებს არ ვუჯერებდი , რომ ლუკა მაისურაძემ პატიება მთხოვა.. -შენთვის მგზავრობა არ შეიძლება , მეშინია თავის ტკივილი უფრო არ გაგიუარესდეს ამიტომ აჯობებს ცოტახნით აქ დარჩე.. –მივხვდი , რომ მართალი იყო და მართლაც აჯობებდა ცოტახნით აქ დავრჩნილიყავი , თან იქნებ სუფთა ჰაერზე უფრო მალე მოვრჩე.. ამასთან მოვშორდებოდი ცოტახნით მაინც იქავრობას.. მხოლოდ ერთი რამ არ მხიბლავდა , ის რომ ეს ვაჟბატონიც აქ უნდა ყოფილიყო მაგრამ მოულოდნელად ჩემს ყურებში შემდეგი სიტყვები ჩამესმა..
-მე ცოტახნით ლოდნონში მიწევს გამგზავრება , რამდენიმე დღით , მანამდე კი ტანსაცმელს მოგიტან გამოსაცვლელად.. -მისი ეს მზრინველობა მაოცებდა..
-მადლობა.. -ჩეუმად ვუთხარი და თავი ჩავღუნე.. -შენ როგორ ხარ? რამე ხომ არ იტკინე?
-ნუ ნერვიულობ , კარგად ვარ.. -მიპასუხა ღიმილით.. შევატყვე , რომ ესიამოვნა ჩემგანაც მოკითხვა.. -ბიძაშენს დავურეკე და ველაპარაკე , ასე რომ მაგაზეც არ ინერვიულო არავინ შეგაწუხებს , რაც შეეხება დედაშენსს ბიძაშენი მოიფიქრებს რამე მიზეზს და ის გასცემს პასუხს.. -ბიძაჩემის ხსენებამ თავში ყველაფერი ამირია , ისევ გამახსენდა ჩემ ასეთ მდგომარეობაში ყოფნის მიზეზი..
-მაგის ხსენებაც არ მინდა.. მაგის ბრალია ახლა ასეთ დღეში , რომ ვარ და შენი.. -ტირილნარევი ხმით ვუპასუხე..
-ახლა მაგის დრო არაა , როცა დავბრუნდები უკვე კარგად იქნები და მაშინ დავილაპარაკებთ..
მოპასუხა მკაცრი მაგრამ , არა უხეში ხმით , როგორითაც გუშინ მელაპარაკებოდა.. როგორი მზრუნველი ბიჭის , როლი მოირგო.. არ მესმის როგორ შეუძლია ერთ დღეს ცხოველივით მექცეოდეს შემდეგ კი მოვიდეს და ასე მშვიდად მელაპარაკოს.. არ წარმომედგინა ასე მშვიდად ლაპარაკი კიდევ თუ შეეძლო იმის შემდეგ რაც შვიდი წელია არ მინახავს.. ნამდვილი ავადმყოფია.. ახლა , რომ მახსენდება რა სულელი ვიყავი , პატარაობაში ეს ცხოველი რომ მომწონდა , მიყვარდა თუ რავი მაგაში მეც არ ვიყავი გარკვეული მაგრამ , ახლა უკვე ვერაფერი შემაცვლევინებს მასზე შთაბეჭდილებას.. მხოლოდ ის მაინტერესებდა თუ რა იყო ჩემი ცოლად მოყვანის ნამდვილი მიზეზი..



კიდევ ერთხელ მადლობთ ვინც კითხულობთ და მოგწონთ ძალიან გამიხარდება კომენტარებშიც თუ დააფფიქსირებთ თქვენს აზრს და რაც შეეხება გუშინდელ კომენტარებს მეგობრების შესახებ , ვეცადე ამ თავში ამეხსნა მათი საქციელი რეალური ფაქტით , რომელიც მართლა შემემთხვა 14 წლის როცა ვიყავი



№1  offline წევრი თათა

კარგია გამიხარდა რო დადე და ეცადე აღარ დააგვიანო <3
--------------------
tatukakhorava

 


№2  offline წევრი danika

გრამატიკული შეცდომები არის მაგრამ შინაარსობრივად საინტერესოა :3 მალე გააგრძელე და უფრო დიდი თავები :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent