მებრძოლი (თავი მეექვსე)
დღეები მიდიოდა..არაფერი უკეთესობისკენ არ იცვლებოდა.ალექსანდრე ისევ კომაში იყო,ყველა განიცდიდა მის მდგომარეობას,განსაკუთრებით ლილე,მაგრამ იმედს არ კარგავდა,რომ ალექსანდრე ერთ დღესაც თვალს გაახელდა და კომიდან გამოვიდოდა. -მიპასუხე ლილეე...(ტატა ლილეს დაქალი) როგორც იქნა აიღო ტელეფონი ლილემ -გისმენ ტატა.როგორ ხარ? -არამიშავს ლილე შენ როგორ ხარ? -ვარ რაა..რა ხდება? -გოგო მოკლედ სამსახური ვიშოვე,კაფეში მიმტანად და ვიფიქრე ლილესაც ვეტყოდითქო.ვიცი რომ ახლა პატარა სამსახური მაინც გჭირდება,რადგან მარტო ცხოვრობ და გადაწყვეტილი გაქ,რომ მშობლებზე აღარ იყო დამოკიდებული.დასაწყისისთვის არაუშავს -კი ტატა მართალი ხარ და წავიდეთ. -კარგი ლილე ხვალ მივდივარ და 12 საათისთვის გამოგივლი -კარგი ხვალინდელი დღე დაიგეგმა და მოდი დღეს სავადმყოფოში წავიდეთ და ალექსანდრე მოვინახულოთ. -ეჰ ლილე როგორ მინდა ყველაფერი ძველებურათ იყოს.მინდა ალექსანდრე და ეკა ჩვენს გვერდით,რომ იყვნენ -მისმინე ტატა ეკას ვერ გავაცოცხლებთ,მაგრამ იმედი არ დავკარგოთ,რომ ალექსანდრე კომიდან გამოვა -კარგი ლელე მოკლედ მოვემზადები და გამოგივლი დაახლოებით ერთ საათში უკვე სავადმყოფოში იყვნენ გოგონები.პირველად ლილე შეუშვეს პალატაში.როგორც კი პალატაში შევიდა ლილე ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა. -ძამიკო,როგორ მინდა ახლა ერთად ვიყოთ ისევ ვერთობოდეთ,ვმხიარულობდეთ.ჩემო ალექსანდრე გაახილე თვალები რა გთხოვ.ამბობდა ტირილით ლილე თან მთელი ძალით ეხუტებოდა ალექსანდრეს და უცებ... -ლილე ჩემო ლილე(გაისმა პალატაში ნაცნობი და მონატრებული ხმა) -აი არ არსებოობს,ყვიროდა ლილე და თან ისე მაგრათეხუტებოდა ალექსანდრეს,რომ კინაღამ გაგუდა საწყალი ლილეს ყვირილზე ტატაც შემოვარდა პალატაში და ალექსანდრე,რომ დაინახა ისიც ყვირილით მივარდა და მთელი ძალით ჩაეხუტა -თუ არ გამგუდავთ და ხელმეორედ არ გამისტუმრებთ საიქიოში კარგი იქნება,სიცილით ამბობდა ალექსანდრე -ყველას უნდა გავაგებინოთ,იძახდა ლილე და თან ხელის კანკალით კრეფდა მეგობრების ნომრებს სულ რაღაც ნახევარ საათში ყველა ალექსანდრეს პალატაში იუო,გახარებულები იყვნენ და ვერ იჯერებდნენ რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო უცებ ალექსანდრემ თვალი მოავლო პალატას და იკითხა: -ბავშვებო მგონი ვიღაც გვაკლია და ეს ადამიანი ეკააა და სად არის რატომ არ მოვიდა? ამ სიტყვების გაგონებაზე ყველას თვალზე ცრემლი მოადგა.სიტყვებს თავს ვერ აბავდნენ და რა ეთქვათ არ იცოდნენ.ბოლოს ლილემ გადაწყვიტა სიმართლე ეთქვა -ჩემო ძამიკო,თან ტირილს ვერ იკავებდა ლილე,ეკა სამწუხაროდ იმ ნაგავმა ნიკამ მოკლა -არა,არ მჯერა,ჩემი პატარა ჩემი ეკო(გამწარებული ღრიალებდა ალექსანდრე) როგორც იქნდა მოგვიანებით ცოტა დააწყნარეს მეგობრებმა სასოწარკვეთილი ალექსანდრე. -ბავშვებო დღეს დაიღალეთ,მთელი დღე აქ ხართ,წადით ახლა დაისვენეთ,ალექსანდრესთან მე დავრჩები(თიკო ალექსანდრეს დედა) -კარგით თიკო დეიდა,ეხლა წავალთ, ალექსანდრეს სანახავად კი ხვალ დილით მოვალთ,წამოიძახეს ბავშვებმა და პალატა დატოვეს. რამდენიმე კვირა გავიდა,ალექსანდერე გამოწერეს უკვე სავადმყოფოდან და სამეგობროს დაუბრუნდა.ისევ ერთად იყვნენ განუყრელიმეგობრები და მთელ დროს ერთად ატარებდნენ „ბედნიერების ტაძრის მშენებლობაზე მეგობრობას კედლები აჰყავს,გუმბათს კი სიყვარული ქმნის“. რაც შეეხება ლილუკას და ტატუკას,მათ ერთ-ერთ კაფეში დაიწყეს მუშაობა. -ლილეგაიხედე იქით მაგიდისკენ ბოლოში,რა სიმპატიური ბიჭები ზიან.იჰუუუ(ტატა) -ტატუსი მართალი ხარ გეთანხმები,განსაკუთრებით ის მწვანეთვალება(ლილე) -ხოდა ჩემო კარგო აიღე ეს ლანგარი და შეკვეთა მიუტანე მათ. -კარგი ტატუსი ხუთ წუთში ლილე მაგიდასთან იყო -ოჰოო,არ ვიცოდი ასეთი ლამაზი გოგონები თუ მუშაობდნენ აქ,ქალბატონო მიმტანო,თქვენი პროფესიის კვალობაზე ძალიან სექსუალურად გაცვიათ,წამოიძახა მწვანეთვალებამ -აიი ეს უკვე ზედმეტი იყო,კბილებში გამოსცრა ლილუს და გამწარებულმა მწვანეთვალებას თავზე ცივი ლუდი გადაასხა ამ სანახაობას შორიდან შეჰყურებდა,კაფეს დირექტორი,უცებ გამწარებულმა დაუყვირა ლილეს: -საწრაფოდ კაბინეტში ლილე! -ლილე გამწარებული შევარდა კაბინეტში -თავისუფალი ხართ ქალბატონო ლილე სამსახურიდა -კი მაგრამ ბატონო დავით -არავითარი მაგრამ თავისუფალი ხართქო! უკვე მოსაღამოვებული იყო ლილემ ჩაალაგა თავისი ნივთები და დატოვა კაფე.ფეხით სიარული ამჯობინა,ამიტომ ტაქსი არ გაუჩერებია.დაღონებული მოუყვებოდა ლილუ ქუჩებს და უცებ ზურგზე შეხება იგრზნ,მობრუნდა შეშინებული უკან და ხელებში ის მწვანეთვალება შერჩა,ვის გამოც ცოტა ხნის წინ სამსახურიდან გაანთავისუფლეს -რა ჯანდაბა გინდა!(ლილე) -შენი ახლოს გაცნობა პრინცესა მიმტანო. -არც იოცნებო გზიდან ჩამომეცალე იდიოტო! -არ ვაპირებ ასე უცბად დანებებას პრინცესა მიმტანო. -მისმინე მწვანეთვალება არარაობავ არ ცხრებოდა ლილე,შენს გამო სამსახურიდან გამომაგდეს და როგორ გგონია შენნაირი ვიგინდარას გაცნობის სურვილი მაქვს?! -ვწუხვარ მაპატიე(თან ეცინებოდა მწვანეთვალებას ლილეს გაწიწმატებულ სახეზე,ისეთი სყვარელი იყო ამ დროს ლილე)ნასვამი ვარ და თავი ვერ გავაკონტროლე,სწორედ ამიტომ შეცდომის გამოსწორება მინდა და ხვალ გეპატიჟები ჩემს რესტორანში,ხვალ ვხსნით და წვეულებას ვაწყობთ -რაა გგონია დაგთანხმდები არ არსებობს( ჯიუტობდა ლილე) უცნობი მწვანეთცალება არ ეშვებოდა ლილეს,სახლამდეც კი სდია ხვეწნამუდარით ლილეს. -პრინცესა გთხოვ ხვალ მოდი შენ მეგობრებთან ერთად წვეულებაზე და ზეგ მე წამოგყვები იმ კაფეში,ერთად დაველაპარაკოთ მეპატრონესაც და ავუხსნი ყველაფერს გთხოვ -ლილე ბოლოს როგორც იქნდა დათანხმდა მწვანეთვალებას სეთავაზებას.მწვანეთვალებამ კი სავიზიტო ბარათი გაუწოდა სადაც მისამართი ეწერა რესტორნის.წასვლისას კი მიაძახა ლილეს: -მართლა პრინცესა რა გქვია? -ლილე შუკვანი,უცნობო მწვანეთვალება სიცილით მიაძახა ლილემაც და შენ? -რესტორანში გაგეცნობი პრინცესა ლილუუუ.... სახლში ემოციებით დატვირთული შევიდა ლილე,ძალიან დაღლილი იყო და ამიტომ ჯერ წყალი გადაივლო და მერე ეგრევე თავისი ოთახისკენ აიღო გეზი.დაღლილი გადაეშვა ლოგინზე,მერე ტატა გაახსენდა,მობილური აიღო და მისი ნომერი აკრიფა: -ალო ტატუსი როგორ ხარ? -კარგათ ლილე და შენ როგორ ხარ?როგორ გამოგაგდი იმ თავხედი ბიჭის გულისთვის დამპალმა დათომ -ტატა, ეცინებოდა თან ლილეს.იცი მერე მაგ უცნობმა სახლამდე მსდია და ბოდიშებს მიხდიდა. მე კიდე ვლანძღე,ერთი ამბები დავაყარე.მთხოვა დანაშაულის გამოსყიდვა მინდაო და სწორედ ამიტომ რესტორანში დამპატიჟა ხვალ,თან მითხრა მეგობრებიც წამოიყვანეო,მეც რაღა მექნა დავთანხმდი და კიდევ ისიც მითხრა რომ ზეგ წამოგყვები და კაფეს დირექტორს და მფლობელსაც დაველაპარაკები,ავუხსნი ყველაფერსო -აუ ლილუუუ რა მაგარიააა ხვალ ვერთობით ანუუ დავურეკავ მერე ბიჭებს და ლიკასაც.ისე ლილე შენ და შენი ბიჭები რაა.(თან კვდება სიცილით ტატა)ჯერ იყოდა საწყალი ირაკლი აუზში გადაისროლე მოპარული კოცნისთვის და მერე ეხლა ეს ახლად გამოჩენილი პრინცი ლუდში აბანავე -აუ კარგი რა ტატუსი მოკლედ მორჩი სიცილს ეხლა წავედი მეც ძალიან დაღლილი ვარ,რაც შეეხება ირაკლის ეგ ადამიანი მეორედ აღარ მიხსენო უკვე წარსულს ჩაბარდა. -კარგი ტატუსი ხვალ დილით გამოგივლი და კაბების საყიდლათ წავიდეთ.თანახმა ხარ პრონცესა მიმტანო(კვლავ ვერ იკავებდა სიცილს ტატა) -აუ მოგკლავ ტატუსი კარგი გამომიარე ხვალ გიჟო.... პს: ისტორის გაგრძელებას არ ვაპირებდი მაგრამ რახან ვთვი დაწყებულს საქმეს არ მივატოვებ და გავაგრძელებ,სულ რაღაც სამ-ორ თავში დავასრულებ კიდეც :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.