შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქტიური ქორწინება - სრულად


12-07-2015, 18:18
ავტორი D-roni
ნანახია 55 638

"თავის ოთახში" იჯდა და ცრემლ მორეული ათვალიერებდა ახალ ოთახს .
ყველაფერი ისე არეოდა და ქაოსურად აბლანდვოდა ერთმანეთში , თვითონაც ვერ არკვევდა ეს ყველაფერი როგორ უნდა დაელაგებინა .
დინებას მიყვებოდა და დროს მიანდობდა ყველაფერს , თვითონ ამ ყველაფერს მარტო ვერ აუვიდოდა .
ჯერ მხოლოდ 19 წლის იყო და არც ისე ადვილი იქნებოდა ამ ყველაფრის ასე ადვილად გადაგორება.
ყოველთვის ყველა ხედავდა მის სუსტ მხარეს და ამიტომ იყო მისი დასევდიანება ასეთი ადვილი.
მისი ულამაზესი გარეგნობის გამო ბევრ გოგოსთან ყოველთვის კამათი უწევდა , უფრო სწორად ისინი კამათობდნენ ეს ერთ ყურში შეუშვებდა მეორედან გამოუშვებდა . ირონიული ღიმილით ყველაფერს ცხადს ხდიდა და ამიტომ უფრო ცხარდებოდნენ ბოღმიანი ადამიანები .
მშობლებთან კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონია , აკლდა ორივეს სითბო და არასდროს არ ჰქონდა იმის ბედნიერება ძილის წინ ორივეს ღიმილიანი სახე და შუბლზე კოცნა შეეგრძნო და დაენახა.
ყველაფერი უფრო გართულდა დედა , რომ დაეღუპა , ყველაფრის და მიუხედავად მაინც ძალიან ინერვიულა .
მამა გალოთდა და მერე უკვე რაც ხდება თქვენც ხედავთ .
უფრო ვრცლად?
იმდენად ლამაზი შვილი ყავდა მანიკას სახით , ყველა მისით იყო დაინტერესებული , როცა მისი ცოლი ცოცხალი იყო შვილთან გაკარებით საშუალებას და უფლებას არც ერთ ბიჭს არ აძლევდა.
შემდეგ რა მოხდა ? რა მოხდა და გამოჩნდა ზურას ანუ მამა მისი ბავშვობის მეგობარი , რა უთხრა არ იცის , მაგრამ ფაქტია მანიკა იმ კაცის შვილს მიყვება ცოლად .
ყველაზე სასაცილო იცით რა არის ? არც კი იცნობს .
ყველაზე მეტად ის აბრაზებს , რომ მამამისმა ასე გაწირა და ერთი სიტყვის შემდეგ ნაგავზე მოისროლა.
ხო ნაგავი და ის კაცი ერთმანეთთან ასოცირდებოდნენ , რატომ მოყავდა ცოლად როცა არ იცნობდა ? რათ უნდოდა , რაში ჭირდებოდა ეს ყველაფერი ან ერთს ან მეორეს ? არ იცის , მაგრამ აშკარად არაფერში არ უნდა დაჭირვებოდა .
დაუნახავად ეზიზღებოდა უკვე და ზუსტად იცოდა ვერ გაძლებდა მასთან.
რა იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო უკვე გათხოვილი ? მასთან როგორ უნდა ეცხოვრო მარტო ? დაუფარავი შიშები გულს უღონებდა და გონზე არ იყო რა იქნებოდა ხვალ , უკვე დაქორწინებული , რომ ერქმეოდა .
Nuca Javelidze
04.07.2015 15:36
Nuca Javelidze
კარზე კაკუნი გაისმა და პირსახოც შემოხვეული წამოდგა ლოგინიდან , უთხრეს საქმროს და დაგეხმარება მომზადებაშიო .
მეგობარიც კი არ ჰყავს , ისე კეტავდნენ მშობლები სახლში , ყველაფერთან ერთად უმეგობროდაც დარჩა .
პირსახოცი მოიშორა გრძელი ხუჭუჭა თმიდან და ლამაზად დასველებული კულულები ზურგს უკან გადაიწია.
კარი გამოაღო და ბაგეები ოდნავ დააშორა ერთმანეთს , საქმროს დას მაგივრად მამაკაცი , რომ შერჩა ხელში .
სახეულურს მთელი ძალით დაეკიდა და შეეცადა წაბარბაცება ძირს გაშოტვით არ დაეგვირგვინებია .
კარში , მაღალი სიმპატიური მამაკაცი იდგა და არეული თვალებით ათვალიერებდა მადის ამღვძრელ გოგონას , რომელიც მხოლოდ პირსახოცის ამარა იდგა მის წინ და ისედაც ძალიან ლამაზი ხვეული ფაფუკი თმა სექსუალურად მიმოეფანტა უკანა მხარეს , ოდნავ მოშიშვლებული მკერდი უფრო კარგად უმზერდა უკვე კარგად შესველებული პირსახოციდან და გრძელი გამხდარი ფეხები უფრო კარგად გამოიუყურებოდნენ ოდნავ მუქი შეფერილობით.
მამაკაცს , წაბლის ფერი ძალიან მოკლე თმა თავზე ლამაზად გადაევარცხნა , ლამაზი სწორი ცხვირი კი უფრო მკაცრ იერს სძენდა მის უნაკლო სახეს .
საშუალო ზომის ლამაზი ტუჩები ვარდისფერი შეფერილობის , რომ იყო მიმზიდველად უმზერდა მანიკას . ოდნავ წამოზრდილი წვერი კი ლამაზად ეხამებოდა ცისფერ ლამაზ თვალებს .
პერანგ-პიჯაკშიც კი ეტყობოდა , როგორი მკვირივი და მიმზიდველი სხეული იქნებოდა რაც ძალიან ურევდა თავ გზას გოგონას , მუქი შავი სოლიდური შარვალი და კარგად გამოხატავდა მის უნაკლო ფეხებსა და ტანს , კლასიკური კედები კი უფრო მეტად ამშვენებდა მის ასევე უნაკლო ჩაცმულობას .
საერთო ჯამში , თვალიერებას , რომ მორჩა მერე მიხვდა მის წინ ძალიან სიმპატიური მამაკაცი , რომ იდგა .
დროის შეგრძნება მძაფრად ჰქონდა უკვე დაკარგული და არ იცოდა რამდენი ხანი იდგა ხესავით უძრავ მდგომარეობაში .
ლოყები აუწითლდა იმის წარმოდგენაზე როგორი დასანახი იქნებოდა ასეთ ფორმაში და მითუმეტეს მაშინ როდესაც ხან ქვემოდან ზემოთ ააყოლებდა თვალებს მამაკაცს ხანაც პირიქით .
-უკაცრავად ... მე ... - ალუღლუღდა თვალებ მინაბული და სახე აჭარხლებული და , რომ მიხვდა როგორც ფილმებში ხდება ბიჭი არ შეაჩერებდა ლუღლუღი განაგრძო - მეგონა გოგო იყავით - ისეთი სისულელე დააბრეხვა მომენტალურად მოიყოლა ქვედა ტუჩი კბილებს შორის და თვალები მოჭუტა .
-რა ? - ცინკური სიცილით ამოიღო ხმა , და ვაი ამ ამოღებას ხალხო .
ისეთი ბოხი ტემბრი ჰქონდა , ისეთი ტკბილი , რომ კინაღამ კარებს მიადნა .
-ანუ ... - დაიწყო ხელებით ახნსა და ენა დაება , როგორც კი თვალებში ჩახედა .
არ იცოდა რა ჭირდა , ადვილი ხომ არ არის იდგეს ასეთი მამაკაცი ისეთი გამოუცდელი გოგოს წინაშე , რომელსაც სიყვარული მხოლოდ ფილმებიდან აქვს გაგებული , ისიც მანამდე სანამ მშობლები არ დაიწყებდნენ კივილს , ძვირი ღირს დენის ფულს ვერ გადავიხდითო.
-ანუ ? - მიბაძა და თავი აქეთ იქით გააქნია გაჯავრების მიზნით ირონიული ღიმილით.
-ისე გაამწარა ასეთი ღიმილის დანახვამ მამაკაცის სახეზე თავის დაბნეულობაზე მოეშალა ნერვები , ტუჩები გაბუსხა და წარბები შეკრა .
-ანუ ის , რომ შეგიძლიათ წახვიდეთ - კარის მიკეტვა სცადა , მაგრამ ვინ აცადა მამაკაცმა კარი გააღო და ჩაკეტა .
მანიკა გაოცებული უყურებდა ოთახში არხეინად მოსიარულე მამაკაცს და ტუჩებით რაღაცის თქმას ცდილობდა მაგრამ ვერაფერს ამბბდა

-ეს რა თავხედობაა ? - ბოლოს გაბრაზებამ პიკს , რომ მიაღწია ხმას საგრძნობლად მოუმატა და გაბრაზებულმა შეკრა მუშტები.
-უკაცრავად ? - ცალი წარბი აზიდა ჰაერში ბიჭმა - რა არის თავხედობა ჩემს ოთახში შემოსვლა ? - ამის მოსმენა იმდენად თავზარდამცემი იყო მისთვის კინაღამ პირსახოციანა გაიშოტა ძირს .
ანუ რა გამოდის ახლა , ე.ი ეს ამის ოთახიც თუა და იმისაც , ანუ ...
არააა ?
კიიი!
არაა ?
კიი !
გაუხარდეს ახლა თუ ეწყინოს? იმდენად ემოციურად იმოქმედა მისმა პასუხმა და თან კითხვამ სულელურად დგას და მთელი ძალით ებღაუჭება პისახოცის ბოლოებს.
-არააა ? - ჰკითხა მზერით და პასუხს დაელოდა , მაგრამ ის არ ჩანდა .
უხერხული სიტუაცია კარზე კაკუნმა და ოთახში "რძალის" შემოსვლამ გაქარწყლა.
-ეკე აქ რას აკეთებ ? - ჰკითხა ძმას და გოგონას გაუღიმა.
-რა გინდათ ტოო საკუთარ ოთახში ვარ და მეკითხებით რა გინდაო ? - დაიგრგვინა ბოხი ხმით და ოთახიდან გავარდა.
-ნუ მიაქცევ ყურადღებას ძალიან რთული ხასიათი აქვს - დაამშვიდა გოგონა და საწოლზე დააჯინა გამოშტერებული - აბა მომიყევი რამე , არ მომკლა მოწყენილობისგან - გაუცინა და საქორწინო კაბა ამოიღო ყუთიდან .
კაბა გრძელი წელში გამყვანილი და გაშლილი იყო , მთლიანად გიპიური წინ დაფარული უკან ზურგზე მაქსიმალურაც ამოღებული .

-მანიკა , ქორწილის შემდეგ მხოლოდ მეგობრები ვიქნებით შეკრებილები კლუბს დავხურავთ და მეორე კაბა დევს პარკში და ის ჩაიცვი კარგი ?
მხოლოდ მაშინ უთხრა როდესაც უკვე საქორწინო კაბა მოირგო და თმის ზემოთ კოსად აწევას მორჩა - ულამაზესი ხარ - გაოცებული ალაპარაკდა და უკვე მაკიაჟ გაკეთებულს და ფეხსაცმლებ ჩაცმულს კი გაბადრული სახით შეხედა .
-ძალიან დიდი მადლობა - გაუღიმა და შეეცადა ცრემლები შეეკავებინა - ეე ეეე აბაა ეხლა ! ცრემლები არ დამანახო თორემ არ ვიცი რას გიზამ- გაუცინა და ჩაიხუტა -რაღაც მალე მოგიწია მომზადებამ მოდი დაჯექი მომიყევი შენზე რამე- საწოლზე დასვა და ყველაფერი მოაყოლა რაც კი ჰქონდა მოსაყოლი თავის ცხოვრებაზე. -რამდენი რამე გადაგიტანია -ასრუუნებული მოეხვია მანიკას და წელზე ხელით მიეფერა - არაუშავს სამაგიეროდ ჩემს ძმასთან ბედნიერი იქნები , იქნებ შეგიყვარდეთ ერთმანეთი - აკისკისდა და მხარი გაჰკრა მანიკას - აბა მეორე კაბა ნახე თუ მოგეწონება .
პარკიდან კაბა ამოიღო და თვალები დაქაჩა .
-ეს ხომ ძალიან მოკლეა - ალუღლუღდა დაბნეული .


-არც ისე ! - მხრების ჩეჩვით ჩაილაპარაკა იდეაში "მულმა" - ვსიო წავედით ეხლა დროა .
ქვემოთ ჩასულს პირველ სართულზე "საქმრო" დახვდა ისევ დაბღვერილი სახით , დრო და დრო თუ გადაურბენდა ირონიული ღიმილი სახეზე ეგ იყო და ეგ .
ლიკამ სიცილით გაუსწორა გრძელი ფატა და ლამაზად დაუფინა ზურგზე გრძლად და ნაზად .
სახე აჭარხლებული მივიდა მაგიდასთან .
ცოტა ხანი შეიკავა თავი , რომ ბოლო ხმაზე არ ეღრიალა , მამა მისი , რომ დაინახა მაგიდასთან სახე ალეწილი შებარბაცდა და , რომ არა დაძარღვული ძლიერი ხელები ვინ იცის როგორი ფორმით გაიშოტებოდა ძირს .
-კარგად ხარ ? - უხეშად მოიშორა მანიკა და საწყის ადგილს დაუბრუნდა.
"უტაქტო" გაიფიქრა და წარბები შეჭმუხნა .
-შეძლების და გვაარად - გაუღიმა კბილების ღჭრიალით და თავი გაატრიალა.
ყველაფერი , რომ მორჩა და ხელი მოაწერეს ეკლესიისკენ დაადგნენ გზას.
საშინლად არ უნდოდა ჯვრის დაწერა , მაგრამ ხმას როგორ ამოიღებდა.
სტუმრები ისეთი თვალებით შესციცინებდნენ "წყვილს" გეგონებოდათ სამუზეუმო ექსპონატები იყვნენ ეს ორნი.
მამაოს თვალებში ვერ უყურებდა და დარცხვენილი სანთელს უყურებდა , რომელიც ხელებში ადნებოდა .
ზუსტად ასე იყო ახლა , როგორც თითოეული ჩამოღვენთილი წვეთი ადნობდა და აქრობდა სანთელს ისე აშრობდა და აუფერულებდა ეს ქორწინება მის ცხოვრებას .
არ უნდოდა ყველაფერი ასე ტრაგიკულად დამთავრებულიყო , უნდოდა ყველაფერი სხვანაირა დმომხდარიყო.
მხოლოდ სიყვარულით და არა რაღაც უაზრო მეცხრამეტე საუკუნის გარიგების მაგვარად.
გონზე არ იყო სწავლისთვის რა უნდა მოეხერხებინა , წესით მეორე კურსზე გადადიოდა , პირველი წარმატებით ჰქონდა დახურული .
კიდევ კარგი გრანტი აიღო , თორემ თუ ფული ექნებოდა გადასახდელი სწავლისთვისაც უნდა დაექნია ხელი .

კითხვა , რომელმაც მთელი მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა და პასუხი , რომელმაც უკანასკნელი იმედი მოუსპო "თავიფული ცხოვრებისკენ" , რომ მიისწრაფვოდა .
"თანხმა ხარ ? თანახმა ვარ !"
არაფრისთვის აღარ მოუსმენია , ერთადერთი რაც გაიგო მამაოს ნათქვამი სიტყვები იყო სიძის მიმართულებით .
"შეგიძლიათ პატარძალს აკოცოთ"
არა ეს არ შეუძლია ! , ესღა აკლია ამ გატუტუცებულ თავხედს აკოც ...
ფიქრები ვერ დაამთავრა , გიჟივით , რომ დააცხრნენ ბაგეებზე და ვნებიანად აუხურეს წითელი ტუჩები .
იმდენად ესიამოვნა სხეულში დავლილი ჟრუანტელი წეღანდელი ფიქრები სულ მთლად მოიშორა გონებიდან და მამაკაცს , რომელმაც პირველი უმწიკლო კოცნა წაართვა , სულელივით აყვა ამბორში .
რომ არა სტუმრების და დამსწრე საზოგადოების ტაში აე და უე , დიდ ხანს ვერ მოვიდოდა გონს , ხელი ოდნავ და შეუმჩნევლად ჰკრა მკერდზე და კბილების ღჭრიალით მოიშორა , რომ მიხვდა ხალხი უყურებდა ოდნავ გაიღიმა და სახეზე აწითლებულ ლოყებზე ცივი ხელის გულები მიიდო .
ოდნავ დამშვიდებულმა ერთი ხელი გულზე მიიდო , მიხვდა ახლა , საფუძვლიანად მაინც , რომ ვერ დაიმშვიდებდა პულსს , და დანებდა.
სიძე პატარძალი , სიძის მანქანაში ჩასვეს და რესტორნისკენ გაიყოლეს.

ჯიუტად არ იღებდა ხმას იოსელიანი რაზეც მანიკას ეგონა ლაპარაკი არ უნდა და მე რატომ უნდა დავიწყოო .
ყელში ჰქონდა მობჯენილი ბურთი , რომელიც გონებაში ჩასძახოდა მთელი ხმით , რომ ეკითხა რა საჭირო იყო ის კოცნა .
მაგრამ ისე ეშინოდა მისი პასუხის , თავს იკავებდა , ეგონა მამაკაცი მის სიამოვნებისგან გაბადრულ სახეზე გაამახვილებდა ყურადღებას და თავს ამიტომ იკავებდა , თორემ დიდი ხნის ნაკითხი ექნებოდა კიდევ .
რესტორანთან , როგორც კი გაჩერდა მანქანა , მაშინვე გადმოვიდა სვანი და მეორე მხარეს მოუარა მანქანას , კარი გამოაღო და სტუმრების წინ ფეხებზე ღიმილით დაეხმარა გადმოსვლაში უკვე "ცოლს" .
რესტორანში შესულებმა თავიანთი ადგილი დაიკავეს , მეჯვარე ლიკას ერთადერთი დაქალი იყო.
ისეთი კარგი გოგოა , რომ უღიმის ყველაფერს ავიწყებს .
მაგიდას გაბადული ლიკა მოუჯდა და თავის დაქალთან ერთად ლაპარაკში აიყოლია მანიკა .
-აუ ძაან ლამაზი სახელი გაქვს - ტუჩები დაბრიცა სოფიამ.
-აუ შენ ვისზე რას ამბობ შე ვაფშე ყვე"ლ"აზე მაგარ სახელიანო - აკისკისდა მანიკა .
-აუ სახელი გაუცვალე რაა - შეეხვეწა სიცილით ლიკა ორივეს და სკამიდან კინაღამ გადაყირავდა ერთ -ერთი ბიჭი , რომ მიუახლოვდა და ცეკვა შესთავაზა .
-მეე ? - შეიცხადა და თან ფეხზე დაბნეული წამოდგა.
-ხო შენ - ხელი დასტაცა და საცეკვაოდ გაიყვანა ბიჭმა.
-ოჰო ეს ახალგაზრდა ვინ არის ? -ჩუმად უჩურჩულა ერეკლეს , რომ არ გაეგო , თავის ძმაკაცთან დიალოგში გართულს.
-არ მოუყოლია ჯერ ? - გაუცინა სოფიმ.
-არა რა უნდა მოეყოლა მთელი ჩემი ცხოვრება დაიზეპირა - გაუცინა გოგონას - სად ჰქონდ მაგის დრო .
-ეს არის ერეკლეს ბავშვობის ძმაკაცი , გიჟდება ლიკა მაგ ბიჭზე , ტიპს მტელი თავის ცხოვრებაა იცნობს და სულ რაღაც 5 ჯერ აქვს ნალაპარაკები ისიც გამარჯობა ნახვამდის - აკისკისდა და გოგონაც გააცინა - უეჭველი იცის უკვე , რომ მოსწონს ლიკას პროსტა ისეთია რა როგორ გითხრა ეკეს

მსგავსი ხასიათები აქვს ზუსტად , ერთადეთი საძმაკაცოში 3 ბიჭიდან ერთია მხიარული აი ის - თითით ეკეს გვერდით მჯდომისკენ მიუთითა და მიახვედრა ეგო - გიგა - ჩაილაპარაკა და წამწამები ააფახუნა - ახლაც მაგიტომ გაუკვირტა ლიკას დათას მხრიდან ინიციატივის გამოჩენა ცეკვასთან დაგაკვშირებით .
-მეჩვენება თუ სხვანაირი თვალებით უყურებ შენ იმ გიგას ? - წარბები ზევით აზიდა და დარცხვენილ სოფის , რომელმაც თავი უმალვე გაატრიალა მეორე მხარეს სიცილით მოაბრუნებინა სახე - ჩემი იმედი უნდა გქონდეს - თბილად გაუღიმა და ხელის მტევნის ზურგზე ხელის გული ჩამოუსვა.
-არ გეჩვენება , რაც გავიცანი მომწონს დაახლოებით 5 წელია ეგ კიდე ყურადღებასაც არ მაქცევსთქო , რომ გითხრა მოგატყუებ , როგორც პატარას ისე მექცევა და თავს ისულელებს თუ მართლა სულელია ვერ ვხვდები - მოწყენილმა ამოილაპარაკა - უი რა დრო გასულა სიძე პატარძლის ცეკვის დროა - ეშმაკურად აათამაშა წარბები - გაჩუმდი რაც არ უნდა ფიქტიური იყოს თქვენი ქორწინება დავინახე როგორ სიამოვნებით კოცნიდი ! - უცებ გააჩუმა მანიკა და
4 ივლისი

გაუცინა .
ისე ელვისებური სისწრაფით მოწყდა ადგილს გაშტერებული დატოვა ერთ პოზაში ეს ისედაც დაბნეული გოგო.
-ახლა კი ნეფე პატარძლის ცეკვის დრო - ჩაჰყვირა მიკროფონში მთელს ხმაზე და ყველას ყურადღებაც მიიპყრო.
სახეზე უმალ წამოწითლდა და თავი ჩახარა , ხალხის შეძახილები , რომ გაიგო "ცეკვა , ცეკვა , ცეკვა" , მოუნდა მიწა გასკდომოდა .
დარბაზში სიმღერა " Irene Cara - What A Feeling " , რომ გაჟღერდა ამაზე საერთოდ გადაირია .
მაშინვე ის ფილმი გაახსენდა , "ერთხელ ვეგასში" , როგორ ცეკვავდნენ ამ სიმღერაზე ძალით დაქორწინებულები "იდეაში" ცოლქმარი , და როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი.
გონს მაშინ მოვიდა შიშველ ზურგზე გახურებული თითები , რომ იგრძნო.
-რა ? - სახე აწითლებულმა ჰკითხა მამაკაცს და ლამაზი პირსახე ცხვირ წინ აუფრიალა , ისეთი ლამაზი თვალები ჰქონდა , უცხო იერი , ცისფერი მწვანე და ნაცრისფერი ერთმანეთში , რომ გადადის და იქ სადღაც ღრმად შავი სხივებიც , რომ მოჩანს .
წაბლისფერი თმა , ხვეული ლამაზი კულულებით , გამობურცული ლამაზი და მადიანი ტუჩები კურნოსა ცხვირთან ერთად მის უნაკლო ტანს და სიმრგვალეებს ისე ეხამება გოგოც კი ვერ დარჩება გულგრილი .
-უნდა ვიცეკვოთ - ძალით გაუღიმა და სცენის შუა გულში მიიყვანა .
სიმღერა "irene cara - What A Feeling" თავიდან გაჟღერდა.
ეკემ მანიკას მოშიშვლებულ წელზე გახურებული ხელი აასრიალა და მთელი ძალით მოიზიდა თავისკენ , ზედ სხეულზე ტკიპასავით აიწება და კმაყოფილი ჩააშტერდა მორევივით ღრმა თვალებში .
მის თითებს , რომ გრძნობდა მოშიშვლებულ ზურგზე , ეგონა იქვე ჩაიკეცებოდა .
უნებურად მიადო მის გულ მკერდს თავი და თვალები კმაყოფილმა მინაბა .
ეგონა მოესმა და დაფეთებულმა წამოყო თავი , როდესაც მის ყურთა სმენას "კოცნა , კოცნა , კოცნა" მოხვდა .
-არც კი გაბედო იცოდე ! - ძალით უღიმოდა და კბილების ღჭრიალით აფრთხილებდა კმაყოფილი ღიმილით მომზირალ მამაკაცს .
-კოცნა , კოცნა , კოცნა - შეძახილები უფრო გახშირდა , და ხმა მაღალი ტემბრით წამოვიდა მათი ყურთასმენისკენ .
თითი აუფრიალა წინ და ამით სცადა მისი შეჩერება .
მამაკაცმა მის თითს თავით გვერდი აუარა და მადის ამღვძრელ , გემრიელ და ვნებიან ბაგეებს წამის მეასედში წაეტანა თავდავიწყებით .
მაშინვე მოუდუნდა ყველა კუნთი და ორივე ხელი მამაკაცის კისერზე შემოაწყო.
ისე ვნებიანად კოცნიდა , რომ არა იოსელიანის ძლიერი ხელები წამის მეასედში მოადენდა ბრახვანს ძირს.
-გეყო - დაგუდული ხმით ამოთქვა და სცადა მამაკაცის ტუჩებისგან თავი შორს დაეჭირა .
-კოცნა , კოცნა , კოცნა - აყვირდნენ ლიკა და სოფია აყვნენ ბიჭებიც , შემდეგ კი მშბლები , მშობლებს მეგობრები და ისევ გაისმა ძლიერი ექო. - კოცნა , კოცნა , კოცნა .
-უნდათ და ხომ არ ვაწყენინებთ - ამოთქვა გოგონს ყურთან ახლოს და უფო დიდი ვნებით წაეტანა გამობუურცულ "მარწყვებს"
ნამუსიც ჯანდაბაში გაგზავნა და სინდისიც .
"უნდათ და მართლა ხომ არ ვაწყენინებთ"
თავი იგივე ფრაზით და მიზეზით დაიმშვიდა , თმაში თლილი თითები შეუცურა და ძლიერად მოქაჩა თავისკენ .
იმდენად ვნებიანად კოცნიდა , შეუძლებელი იყო ასეთი გამოუცელიც კი არ გაეცხოველებინა .

-გვეყო - ხელები ოდნავ კრა მკერდზე და დაბნეულმა მოიშორა მამაკაცი.
შეძახილებიც , რომ შეწყდა და ყველა , რომ გაჩუმდა სიმღერის ფონზე დაბნეულმა გააგრძელა ცეკვა.
-კიდევ , რომ რამე ეთქვათ აქვე გადავიდოდი სხვა ეტაპზე სახლში მისვლას კი არ დაველოდებოდი - ორაზროვნად ჩაიცინა მამაკაცმა და აწითლებულ გოგონას კმაყოფილი ღიმილით ჩაუკრა თვალი.
-გამიშვი - თავის დაძვრენა სცადა უკვე სიმღერაც დამთავრებულიყო.
-რატო ? - ყასიდად გაიკვირვა იოსელიანმა.
-გამიშვი ! - გაბრაზებულმა ამოთქვა და ხელიდან დაუსხლტა .
ხალხისკენ მიბრუნებულმა ძალით გაიღიმა და ვერანდაზე გავიდა , უკან გოგონებიც გაყვნენ.
-რა გითხრა ასეთი ? - სიცილით ჰკითხა ლიკამ .
-უტაქტო - ტუჩები დაბრიცა სატირლად.
-რა გითხრა ახლა თქვი - სახეზე მიეფერე სოფია.
-კიდევ , რომ რამე ეთქვათ აქვე გადავიდოდი სხვა ეტაპზე სახლში მისვლას კი არ დაველოდებოდიო - ამოილაპარაკა გაბრაებულმა და თვალები ჭყიტა - მოიცა მოიცა რაო ? - პირი დააღო დაბნეულმა - მაგას გონია , რომ სახლში , რომ მივალთ ? არააა ! -უცებ შეიცხადა და ადგილზე შეხტა -დამამშვიდეთ და მითხარით , რომ იმ სახლში მარტო არ ვიცხოვრებთ - ლიკას გადახედა მავედრებელი მზერით .
-დღეს გადაიტანეს თქვენი ნივთები ახალ სახლში , სახლში რა ბინაში , საბურთალოზე , დიდი ბინაა იქ მარტო იცხოვრებთ - ჩაიფხუკუნა ლიკამ.
-ვაიმე დედა - თავში ხელი წამოირტყა და იმის წარმოდგენაზე , რომ მასთან ერთად მარტო უნდა დარჩენოდა თვალები გაუფართოვდა .

-ლიკა შვილო ხალხი იშლება და თქვენ კლუბში მიდიხართ ? - ვერანდაზე "დედამთილი" გამოვიდა და შვილს კითხვის ნიშნიანი მზერა მიაპყრო .
-ვაიმეე უიი კი ეგ სულ დამავიწყდა წამოდი ტუალეჩი გამოიცვალე კაბა - ესღა უთხრა და სოფისთან ერთად შეაგდო შიგნით .
დიდი წვალებიტ გაიხადა საქორწილო კაბა .და თეთრი მოკლე კაბა გადაიცვა .
სადა და ნაზი კაბა წვრილი ბრეტელებით , მოკლე და გაშლილი , წელში გამოყვანილი და წელზე ღრმად ამოღებული .
თეძოებიდანნვე წინიდანვე ეტყობოდა უკნიდან , როგორიც იყო .
თმა გაიშალა და ლამაზი კულოლები აქეთ იქით გადაიყარა .
თეთრი ლამაზი მაღლები მოირგო ფეხზე , ბასანუჩკს , რომ მიაგავდა ისეთი.
გამჭირვალე და ლამაზი.
ყელზე ლიკამ ლამაზი ვარდისფერი პეპლის ყელსაბამი გააკეთებინა.
ყელის ზედა მიდამოში კი ღია ვარდისფერი ლენტისებრი ყელსაბამი გააკეთებინა .
კაბას მკერდთან ლამაზი ჭრილები ჰქონდა და ლამაზად კვეთდა ფორმას .
არც თუ ისე დიდი დეკოლტეთი , თუმდა მაინც შეიძლებოდა ორი ლამაზი სიმრგვალის ნათლად დანახვა .
-ვაიმე რა ლამაზი ხარ - პირ ღია იდგა ლიკაც და სოფიც .
-ძალიან დიდი მადლობა , თქვენი დამსახურებაა - გაუღიმა და სარკის წინ კამყოფილი დატრიალდა .
გარეთ გასულებს ყველა დაშლილი დახვდათ , რესტორნიდან , რომ გავიდა დაინახა , როგორ მიყუდებოდა "ქმარი" თავის შავ მანქანას და როგორ უმზერდა გოგონას .
ფეხებიდან თავამდე და შემდეგ პირიქით აათვალიერ ჩაათვალიერა "ცოლი" და გულში +10 ქულა დაუწერა მის გარეგნობას .
ძალით ღიმილით მივიდა მანქანამდე და სტუმრებს მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და დაფასებისთვის , ასევე იმისთვის , რომ ასეთ "მნიშვნელოვან და ბედნიერ" დღეს გვერდში ედგნენ .
გაღებულ კარს ალმაცერად გადახედა და ფრთხილად ჩაჯდა მანქანაში .
ფრთხილად მოუხურა იოსელიანმა კარი და თვითონაც ჩაჯდა მანქანაში.
არ იყო მიჩვეული გათენებას და დილამდე სმას.
დაუჯეებთ , რომ გითხრათ არ მაქვს გასინჯული სასმელიო ?
შეგიძლიათ დაიჯეროთ , რომ ხედავდა მისი მშბლები სადამდე მიიყვანა ალკოჰოლმა და მისმა მავნე ჩვევებმა მთელი გულით ზიზღდებოდა ეს სპირტიანი სითხეები .
კლუბამდე სანამ მივიდოდა ათასჯერ მოკვდა და გაცოცხლდა , არ იცოდა ასე რატომ ნერვიულობდა თუმცა ერთი რამ არ ასვენებდა და გულს უჭამდა "აქვე გადავიდოდი სხვა ეტაპზე და სახლში მისვლას აღარც დაველოდებოდი" .
ვერაფრით გაუგია მამაკაცმა ამით რა უთხრა თუმცა ფაქტია ჰგონია , რომ მანიკა "იმნაირია" , გულით ჩაეცინა და გაბადრული გადავიდა მანაქანიდან , როცა კლუბთან გაჩერდ მანქანა .

-შენ სვამ ? - მოესმა ნაცნობი ბოხი ხმა და ზიზღით დაბრიცა ტუჩები "სასმელის" გაგონებაზე.
-არა რა ვსვამ - გაიკვირვა და ცინიკურად მომღიმარ მამაკაცს თვალი აარიდა.
იოსელიანს ხმა აღარ გაუცია "ცოლთან" ერთად კლუბში შევიდა და გართობა დაიწყო.
იქ შესულს ძალიან ცუდად მოხვდა ნახევრად შიშველი , ვულგარული ჩაცმულობის მქონე გოგონა , რომელიც ქორწილში ნამდვილად არ შეუმჩნევია .
-აი ის გოგო ვინაა ვინმემ მითხარით - სოფის და ლიკას გადასჩურჩულა და მათ შუაში ჩაჯდა რბილ დივანზე.
-საძმაკაცოს ნაშა - გამოაჯავრა ზიზღით გოგონა და თავისთვის ჩაიფრუტუნა რაღაც სოფიმ.
ხელით უჯიკა ძალით სიცილით დაქალს ლიკამ და თვალები დაუქაჩა.
-კაი მოზვერის თვალებით ნუ უყურებ , იყოს პროსტა აქ რა უნდა საძმაკაცოს ნაშას ? - წარბები აზიდა დამცინავად .
-გაწუხებს ? - მოემსა ბოხი ხმა და ტანში გასცრა .
ის ... ის მართლაც , რომ ძალიან უტაქტოა .
-სხვისი საუბის მოსმენა უზრდელობა , რომაა არ გაგიგია ? - ცალი წარბი აზიდა ჰაერში .
თავის დაცვა და სიტუაციიდან გამოძვრომა ყოველთვის კარგად ეხერხებოდა , არავის აჩაგვრინებდა თავს , ჩაგვრა სახლშიც ეყოფოდა , ყველას საკადრის პასუხს სცემდა და ნამუსზეც მშვენივრად აგდებდა .
-არაა ? - მის სახეზე უარყოფითი პასუხი ამოიკითხა "თავისი სურვილით" და საუბრა განაგრძო - გუგლში ჩაწერე და ამოგიგდებს - თვალი ჩაუკრა და წინ მიტრიალდა .

-გოგონებო ჩემს ცოლთან მარტო ხომ ვერ დამოტოვებთ ? - ჰკითხა კბილების ღჭრიალით ლიკას და სოფის , ამით კი მიანიშნა დროზე აქედან მოუსვით სანამ თავს ვაკონტროლებო .
გოგონებმა მანიკას გადახედეს და მზერით ჰკითხეს რა ვქნათო .
ამანაც თავი დაუკრა და ღიმილით გააცილა გოგონები .
იოსელიანი გვერდით მიუჯდა "ცოლს" და ხელი ისეთი "სიყვარულით' გადახვია კინაღამ ძვლებში "დალეწა" .
-აბა რა გვაწუხებსო ? - ჰკითხა და თან მათკენ მომზირალ გოგო ბიწებს ძალით გაუღიმა.
-ჯერ ხელი მომაშორე და რა მაწუხებს მერე ვილაპარაკებთ მაგაზე - არა ნაკლებ გაიმკაცრა ტონი .
-მერე აღარ იქნება - უთხრა და იმის მაგივრად , რომ ხელი მოეშორებინა უფრო მოუჭირა .
-მე ეგ არც მანაღვლებს - გაუღიმა და თავი მიატრიალა .
-აბა რა განაღვლებს ? - ესღა ჰკითხა და მისი მაგიდისკენ წამოსულ "საძმაკაცოს ნაშას" მკვლელი თვალებით გადახედა .
-ის , რომ თუ ვქორწინდები არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა ეს ფიქტიური , არ უნდა გადამაბიჯო თავზე და ნაშა არ უნდა მოიყვანო ქორილში , ელემენტალური ლოგიკის და ზრდილობის ამბავია - თვალი ჩაუკრა და ამზერიით აათვალიერ ჩაათვალიერა გოგონა , რომელიც წინ დაუჯდათ კევის "ღლაჭუნით"

დაინახა , როგორ ააყოლ ჩააყოლა იმ "ბოზათხანამ" ფეხი ფეხზე და სისხლმა ტვინში აასხა .
თქვენ გგონიათ ეჭვიანობს ? კარგით რა არამც და არამც .
რომელს გესიამოვნებოდათ მის ადგილზე ყოფნა ?
ნერვები იმაზე ეშლება ახლა მის თავმოყვარეობას ფეხქვეშ , რომ თელავენ .
აი რაშია საქმე ! არ უნდა ვინმეს სალაპარაკო გახდეს , რომ მისი ქმრის ღალატს იტანს და ასე "მშვენივრად" ხვდება .
-ეკე როგორ მომენტრეეე - მოესმა ამაზრზენულად გაწელილი ხმა , რომელსაც კევის ღლაჭუნიც ერთვოდა თავს და მართლა გაუკვირდა ასეთთან , რატომ დაიკეს და ჩაიხრეს ვნებები ბიჭებმა ? .
-ეკე , როგორ მოენარეეე - გაააჯვარა და ჩაიდუდღუნა თავისთვის , რითაც იოსელიანის სიცილი დაიმსახურა .
-შენ რა დამცინი ? - ძერსკულ ხმაზე და მერე კითხვის ნიშანზე ჩაიფხუკუნა და სიცილი ძლივს შეიკავა - მბაძავ ? არა საყვარელო შენ ვერასდროს მომბაძავ მე , იმიტომ , რომ ჩემამდე ვეც მოხვალ - საუბრობდა გაწელილად და ამით უფრო აცოდებდა თავს ყველას .
იოსელიანმა მუშტები შეკრა და გაცეცხლებული თვალებით სცადა სიტყვის ჩაკვეხება მაგრამ ხელზე ხელი მოუჭირა მძლავრად მანიკამ და ირონიული ღიმილით გააჩერა .
-იცი ვერ შეგედავები - გაუღიმა და გაკვირვებულ იოსელიანს ხელი უფრო მოუჭირა , რომ ის ბრაზი იმაში ჩაეხშო და გარეთ ირონიის მაგივრად ემოციები არ გამოენთხია - მაგრამ არის პატარა ნიუვანსი , შენამდე ვერ კი არა არ მოვალ - თვალი ჩაუკრა და გაოცებულ სახე ალეწილ გოგოს თვალი ჩაუკრა - არც კი შეგედავები რადგან შეუგნებლებთან და ხიხოებთან საუბრას და მითუმეტეს დებატებს აზრი არ აქვს , 10 ბალიანი სისტემიდან 0-საც კი არ გაღირსებ არც შენ და არც შენს გარეგნობას , არც შენს მანერებს და მითუმეტეს მაგ "კევას" - კევას ხაზი გაისვა და მწარე ღიმილით ჩაიღიმა - დარწმუნებული ვარ ახლა რაც გელაპარაკე ამ სიტყვებიდან მხოლოდ ერთი დაიჭირე , და ეს ერთი "კევაა" , მეტს ვერც გაიგებ , აი ზუსტად ამიტომ არ ვაპირებ შენნაირებთან საუბარს და მითუმეტეს კამათს , ახლა კი შეგიძლია აქედან აორთქლდე როგორ წყალი 120 გრადუსზე - კიდევ ერთხელ ჩაუკრა თვალი და გაოცებულს , რომელიც ბანცალით წამოდგა ფეხზე კმაყოფილი მზერა გააყოლა .
-აუ პროსტა ეკე ამ წიგნის ჭიაზე გამცვალე ? - ესღა თქვა და ადგილიდან ძვრა დაიწყო .
-ხო და კიდევ გაზონის საკრეჭი იყიდე , დაგჭირდება მალე - გაუცინა და საზურგეზე გადაწვა .

-ბრავოო რძალო ბრავოოო - მოესმა ორ ხმაში სიცილი და ტაში , გაოგნებულმა გამოაყოლა ბიჭებს თვალი , რომელებმაც მის წინ დაიკავეს ადგილები - ღირსეულად მოსვი თავის ადგილზე - გაუცინეს და საზურგეზე გადაწვნენ .
-მე კი ვიცი მაგის ადგილი სადაცაა , მაგრამ მეცოდებით მამრები - ჩაიღიმა თავისთვის და თვალებ დაქაჩულ ქმარს და მოხარხარე ბიჭებს მხრების ჩეჩვით შეხედა .
-აუ მაგარი ქალია რაა - გაიცინა "სოფის" გიგამ .

თითი დაუქნია გაბრაზების ნიშნად მამაკაცმა და ანიშნა გამომყევიო .
-უკაცრავად ბიჭებო საყვარელი ქმარი მიხმობს - გაუღიმა ბიჭებს და ეკეს გაყვა .
მეორე სართულზე გაიყვანა და კარში შეტარა .
ხის კაბინეტი მოათვალიერა და მაგიდას მიეყუდა.
-რა იყო ? - ჰკითხა სასხვათაშორისოდ.
-არ მინდა ასეთი პახაბნური ხუმრობები შენგან კიდევ მოვისმინო ! - "დაძაბა სვანმა"
-რას ამბობ ? ნუ თუ ? - ჩაეკითხა , რომ დაეზუსტებინა .
-მე შენ ის ბ*ზი არ გეგონნო , საუბრის მანერა გააკონტროლე ჩემთან .
-ხო არაა ? -ჰკითხა ისევ ირონიული ტონით . - იმასაც ხომ არ შევეგუო ქორწილში ნაშები ,რომ მოგყავს ? ალბათ სახლშიც მოიყვან ხო ? მე კოქტეილებს გაგიმზადებთ ხოლმე - გაუღიმა ცინიკურად და ფეხები გადაჯავარედინა .
არასდროს ყოფილა ასეთი "ტლიკინა" მაგრამ ძალიან გააბრაზა იმ ფაქტმა , რომ ვიღაც ქალებთან უწევს კამათი კაცის გამო .

-მეჩვენება თუ ეჭვიანობ ? - უფრო მიუახლოვდა გოგონას და წინ აესვეტა .
-მე ? - ირონიულად ჩაიცინა და არ შეიმჩნია ძალიან , რომ დააბნია მისმა სიახლოვემ .
-ხო შენ - დაუზუსტა და ცინიკურად ჩაიცინა.
-იცი ? მეცინება ძალიან - უთხრა და გადაიკისკისა.
-რაზე ? - ჩახშული ხმით ამოიხრიალა მის სახესთან ძალიან ახლოს და ცხელი ჰაერი სახეზე მიაფრქვია , მაშინვე წაეშალა ღიმილი სახიდან და თავი აქეთ იქით გააკანტურა.
-რაზე და მაგაზე "ეჭვიანობ ?" , ვერც კი ხვდები იმდენს , რომ ჩემს თავმაყოვარეობაზე ისახება ეგ ყველაფერი , შენი და შენი ნაშების საქციელები , ამიტომ შემდეგში ძალიან გთხოვ ისე დაიკმაყოფილე შენი ცხოველური ჟინი , რომ მე არ დამაზიანო , და სსაერთოდ ღირსი ხარ ჩემთან ყოფნის პერიოდში იმპოტენტად გაქციო - თვალი ჩაუკრა და გვერდის ავლა დააპირა , ეკემ ხელზე , რომ დაქაჩა და საწყის მდგომარეობას დაუბრუნა

-მე მითხრეს მშვიდი გოგოა და ბევრს არ ტლიკინებსო - მხრები აიჩეჩა ირონიული ღიმილით სვანმა - მომატყუეს ? - წარბი აზიდა გაკვირვების ნიშნად .
-გამატარე - გვერდის ავლა დააპირა , მაგრამ ადგილიდან ვერ დაიძრა - გთხოვ - წამოსული ცრემლები ვერ შეიკავა და ქვედა ტუჩს კბილები დაასო , ნიკაპის კანკალი , რომ ცოტახანს შეეწყვიტა .- ნასვამი ხარ - ცრემლები გადმოუშვა და უკან დაიხია .
იმდენად უხდებოდა მის ლამაზ თვალებს ცრემლები , იმდენად სუფთა და გამჭირვალე იყო ამ დროს ისინი , რომ ეგოისტურად და ბოროტულად მოუნდა სვანს სულ ასეთი ლამაზი თვალები ჰქონოდა გოგონას .
ისედახ ხომ ირეოდა მის თვალებზე მაგრამ ახლა რა დაემართა თვითონაც არ იცის .
-რა გატირებს ? მერე რა , რომ ნასვამი ვარ ? - გაიკვირვა და აკანკალებულ ნიკაპში მოდებული ორი თითის თავი ააწევინა დამფრთხალს.

-მეღადავები გოგო ? -ჰკითხა გაოცებულმა .
-მამაჩემის და ... და დედაჩემის შემდეგ მეშინია ... - ალუღლუღდა და სლუკუნით შებარბაცდა .
სწრაფად შეაშველა ხელები იოსელიანმა და გულზე აიხუტა .
-არასდროს ! გესმის ? არასდროს შეგეშინდეს ! პათოლოგი კი არ ვარ - გაუცინა და თმაზე აკოცა .
ორშაბათი

რომ მიხვდა , რა მდგომარეობაში , იყო და თანაც ვისთან გველნკაბენივით და ფეთიანივით გახტა უკან .
ნაბიჯებ არეული წავიდა კარისკენ და ხალხში გაერია .
თავისი ადგილი მონახა და იქ დაჯდა , ბიჭები უცინოდნენ , როგორც ჩანს ყველაფერი იცოდნენ , ყველაზე მეტად ის მოეწონა მათში , რომ მიიღეს , როგორც ჩვეულებრივი რძალი და არა როგორც ვთქვათ შემოტენილი .
-რას შვები რძალო აბა ? - მხიარულ ნოტაზე დაიწყო ლაპარაკი გიგამ.
-ცეკვავს - უჩვეულოდ დაუბღვირა სოფიმ და მეგობარს მიეკრო .
მანიკამ გაუცინა და მიმიკით მიანიშნა ვერ ხარ შენო .
-უი წამოდი მართლა ვიცეკვოთ - ლიკა მიახტა გოგონებს და საცკევაოდ გაიყვანა .
სიცილით აყოლებდა ტანს მუსიკის ტემპს და ბედნიერი ღიმილით უღიმოდა ახლად შეძენილ მეგობრებს.
ერთი კარგი რამ მაინც მოუტანა ამ ქორწინებამ , სოფია და ლიკუნა .
ეს ამბავი , რომ არა მათ ვერ დაიმეგობრებდა და ასეთი ბედნიერიც ვერ იქნებოდა .

იგრნო უკნიდან , როგორ აეკრა ნაცნობი სურნელის მქონე , ნაცნობი სხეული .
ტანში გააჟრჟიალა და თავბრუ დაეხვა.
იგრძნო გახურებული , ძლიერი და დაძარღვული ხელები მუცელზე , როგორ დასრიალებდნენ ზემოდან ქვემოთ , ქვემოდან კი ზემოთ .
როგორც კი იგრძნო , როგორ ჩასიალდა , გახურებული თითი დეკოლტესთან , გრძელ "ხვრელში" , როგორც კი იგრძნო მკერდზე გახურებული თითები , მაშინვე გადააკონწიალა კისერი მამაკაცის მხარზე და მის ყურთან მსუბუქად ამოიკვნესა .
ტანს მონატორულად აყოლებდა მის მოძრაობებს და სიმღერის რითმა სულ მთლად ამოგდებული ჰქონდა გონებიდან .
ყურში მხოლოდ მისი გულის ცემის ხმა ჩაესმოდა , რაც უდიდეს დისკომფორტულ კომფორტს უქმნიდა , ეს კი უფრო და უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებდა .
დაძარღული და გახურებული ხელი ფეხზე , რომ იგრძნო , აი იქ უკვე მთლად გაითიშა და ცალი ხელი მამაკაცის თმაში ისე შეაცურა , რომ არც კი შებრუნებულა მისკენ .
საგრძნობლად ჩამოცხა ,ტემპერატურა იმხელაზე აიწია მის სხეულში , ამან გამოაფხიხლა და სწრაფად , უსიტყვოდ გაშორდა ტერიტორიას .
გაბრუებული გაუყვა წვრილ დერეფანს , კიბეებზე ასვლის შემდეგ და ტუალეჩი ამოყო თავი .
სარკეში თავის თავს შეხედა და იგრძნო , როგორ წამოხურდა სახეზე , როდესაც მისი სიამოვნებისგან აგიზგიზებული , ვნებისგან გაგიჟებული და აღგზნებული თვალები გამოიიჭირა ანარეკლში .

თმა ზემოთ ისე აიწია , თითქოს არც კი დაუშლია და სალონში გაიკეთაო , ლამაზად ძალიან ზემოთ და კოსად .
წარბები უფრო ზემოთ აუვიდა და გაბრუებულმა შეხედა თვალის ჭრილებს , რომლებიც უფრო აწეულიყო ზემოთ , რაც ძალიან ალამაზებდა მის სახეს .
ნიჟარას ხელებით დაეყრდნო და სარკეში გამგელებულმა ჩაიხედა .
-ასე არ შეიძლება - ამოთქვა დახშული ხმით და კისერი გადააკონწიალა , როგორც კი მისი შეხება გაახსენდა .
თითოეული ნაკვთი და ადგილი აეწვა , გაუწითლდა და გაუხურდა
სადაც ცოტა ხნის წინ ეხებოდა იოსელიანი .
-ასე კი არა სხვანაირად არ შეიძლება - ამოთქვა ვნეიანი ხმით სვანმა და ისე მოულოდნელად წამოვიდა მისკენ , მას შემდეგ რაც კარი საგულდაგულოდ გადაკეტა , გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო გოგონამ .
-გაჩერდი - ამოილუღლუღა და საბოლოოდ კედელს აეკრა , თვალების აქეთ იქით ცეცება დაიწყო , გასასველელი , რომ ეპოვნა .
-გინდა რო ? - ჰკითხა ირონიული ტონით და მასთან ძალიან ახლოს მდგომს , მკერდზე , ისევ იგივე ადგილას , გახურებული თითი აუსრიალა.
-მინდა - მუცელი ღრმად შეისუნთქა და მკერდი ღრმა ამოსუნთქვით წინ წამოსწია .
-და რა გინდა ? -ჩახშული ხმით ამოთქვა და უფრო ააყუდა კედელს გოგონა.
-მინდა , რომ მომშორდე - ამოილუღლუღა და თვალებ დაქაჩულმა შეხედა მამაკაცს , რომელიც ცინიკური ღიმილით გადადგა გვერდით.
დაბნეული გავიდა გარეთ და ბავშვებს დაუწყო ძებნა .
მოჩვენებითი ღიმილით დაჯდა მათთან და სასაცილოდ დაბღვერილ ოთხ სულიერს შეხედა .
-თვენ კიდე დააყენეთ საშველი , თქვენც დაისვენებთ , ჩვენც და საქართველოც - ამოილაპარაკა სიცილით და ხელი აიქნია ჰაერში .
-მართალია ეს გოგო - ფეხზე წამოხტა გიგა და სოფიასთან მივარდა - წამომყევი !
-რა ? - გაოცდა თიბილაშვილი , ასეთი სერიოზული "მისი" გიგა არასდროს უნახავს .
-წამომწყევითქო - ფეხზე წამოაგდო და გარეთ გაიყვანა .
ეშმაკურად ჩაიხითხითა , ერთმანეთს მიშტერებული დათა და ლიკუნა , რომ დაინახა .
-წავალ მე ვიცეკვებ - სიცილით წამოდგა ფეხზე და ბართან მივიდა .

ხერდავდა , როგორ ლაპარაკობდნენ აქ ერთი წყვილი და მოსალოდნელი ბედნიერებით ბედნიერდებოდა .
მართალია იმათ ვერ ხედავდა , მაგრამ დარწმუნებული იყო დღეს ბედნიერებისგან გაბერილს და გაბუშტულს არ დაეძინებოდა .
ისე უხაროდა მეგობრების ბედნიერება თითქოს , საკუთარი ბედი აეწყო და ამით ხარობდა .

ცოტა ხანი უსიტყვოდ იჯდა , გამხიარულებული და გაბადრული .
ეგონა მისი არ გაუხარდებოდა , ისე , როგორც მეგობრების არ დაყწებული ბედნიერება უხაროდა ახლა .
გაბადრული წამოხტა ფეხზე და სხეულზე შემხტარ ორ გოგონას მთელი ძალით მოჰხვია ხელები .
-გეშველათ ? - ჰკითხა გახარებულმა და ბართან , თავის ადგილს დაუბრუნდა .
-კიი - შეჰკივლეს ერთად და , მანიკა ბიჭებისკენ წაათრიეს .
გახარებული მიუჯდნენ შუაში მოქცეულ გოგონებს გვერდი გვერდ და წინ მჯდარ სამ ბიჭეს , სასაცილო სახეებით გახეედეს .
-საქართველოს არ ვიცი , მაგრამ თქვენ აშკარად დაგადგათ საშველი - გაიცინა და თვალებ დაქაჩულ გოგონებს უფრო გაეკრიჭა
გოგონები

იჯდნენ მაგიდასთან და ლაპარაკობდნენ , ენას არ აჩერებდნენ და ათას კითხვას უსვამდნენ გიგას და დათას , სოფიზე და ლიკაზე .
როგორც კი შეამჩნია , როგორი ბოღმიანი თვალებით გადმოხედეს ჯერ მას და შემდეგ როგორი ვნებიანი მზერა აატარეს ეკეს , იგრძნო , რომ ახლა მათი დაკიხვის ჯერი იყო.
იცოდა თავს , რომ დაიძვრენდა მაგრამ ამაზრზენი ხდებოდა ყველაფერი ეს.
ამ მასკარადის გაგრძელება და სპექსტაკლების დადგმა მობეზრდა და ეკეს თბილი ხმით მიუბრუნდა , რომ გოგონებს რაიმე არ ეეჭვათ .
-ეკე , საყვარელო არ წავიდეთ ? ძალიან დავიღალე - ტუჩები დაბრიცა და ფეხზე წამოდგა , კაბის სწორებით .
გულში ბედნიერებისგან მაშხალები აააშუშხუნა , როდესაც გოგონებმა შურიანი მზერა აატარეს ლამაზ და გრძელ ფეხებზე , გამოყვანილ წელზე , და ოთხ "სიამაყეზე" კერძოდ ბურთულაზე .
სახეზე ისედაც ხედავდა , იგივენაირ მზერას და მანამდეც კარგად იბერებოდა სიხარულისგან .
-დაიღალე სიყვარულო ? წავიდეთ აბა რა უნდა ვქნათ , არ მინდა ძალებისგან მთლიანად გამოიფიტო , ნამდვილად დაგვჭირდება დღეს - თვალი ჩაუკრა და სახე აწითლებულს წელზე მოხვია ხელები .
მოხითხითე წყვილებს , რომ გადახედა და სიბრაზისგან სახე აწითლებულ გოგონებს , უფრო გაბრაზდა და შეეცადა თავი დაეხნა.
კიდევ კარგი კლუბის განათება მაინც უწყობდა ხელს , იმაში , რომ სახეზე შეპარული სიწითლეები დაეფარა .
გარეთ გასულები , მანქანაში , რომ მოთავსდნენ ხმა არ ამოიღეს ისე მივიდნენ სახლამდე.
სახლში შესვლისას , რომ ვეღარ მოითმინა იოსელიანს მიუტრიალდა და ახნსა განმარტება მოთხოვა , მისი საქციელის გამო .

-არ არის საჭირო , შენი უხამსი რეპლიკები , მითუმეტეს ხალხში - ამოიხვენეშა და იქვე ბალიშებით სავსე ტახტზე გაგორდა ფეხებ გადაჯვარედინეული .
ხელები მუცელზე დაიწყო და თავი ბალიშებზე გადადო .
-მე უფრო კარგად ვიცი , რა არის საჭირო და რა არა , ამიტომ ძალიან გთხოვ რა ...
-კარგი , მაშინ მოგიწევს , ჩემგან პახაბნური რეპლიკების და კომენტარების ატანა - ირონიულად ჩაიცინა და ფეხზე წამოდგა , ქუსლები გაიხადა და ფეხის წვერებზე აწეული წავიდა ოთახისკენ - ხო მართლა ჩემი ოთახი , რომელია ? - ჰკითხა და კედელს აეყუდა.
-ახლა კარგად მომისმინე - მისკენ წავიდა და წინ აესვეტა - ჯერ ერთი , შენ ჩემსგან აიტან ისეთ რეპლიკებს , როგორსაც ვიტყვი , მეორე , მე შენგან მსგავს ამაზრზენ წამონაძახს არ გავიგებ , და მესამე შენი არა ჩვენი - თვალი ჩაუკრა და ოთახში შევიდა .
იმდენად ეუცნაურა და საშიშად მოხვდა ყურში "ჩვენი" ოთახი გონებამ საგანგაშო ზარები დარეკა .
-რა ? გინდა მითხრა , რომ ჩვენ ერთად დავიძინებთ ? - წეღანდელი კამათი სულ დაავიწყდა .
-ხო რა იყო - მხრები აიჩეჩა და საწოლზე გაგორდა .
-შანსი არ არის , წადი და სხვა რომელიმე ოთახში გადასახლდი - სარკიან კარადას აეყუდა და გაკვირვებულმა ახედა ჭერზე დამაგრებულ , საწოლის ზემოთ დიდ სარკეს - ეს რა არის - გაოცებულმა ჩაილაპარაკა ამაშუკელმა .
-სარკე - მხრები აიჩეჩა ისევ - ხო კარგი ნუ დაფრთხი , ჩემი ოთახი შენი ოთახის გვერდითაა , ხო და კიდევ ეს სარკე გამოგვადგება - თვალი ჩაუკრა სიცილით - ჩემს ქვეშ მოქცეულს თუ რამის თავი გექნება , კცხადად დაინახავ ყველაფერს - გაუცინა და ერთი ხელის ბიძგით გადააგდო საწოლზე გაოცებული , რომელმაც წამოწევაც ვერ მოასწრო ისე მოექცა ზემოდან სვანი და ხელები თავის ხელებში ახლართული ზემოთ არ ააწევინა და საწოლზე არ ააწეპებინა .

-რას ... რას აკეთებ - ამოილუღლუღა და ფეხების ამოძრავება სცადა , მაგრამ იოსელიანმა ყველა გზა მოუჭრა და მისი გრძელი , ჩამოსხმული ფეხები თავისაში ახლართა . - არ გინდა - ამოილუღლუღა გაოცებულმა და თავი უკან გადააკონწიალა .
უნებურად სარკეში აიხედა და უფრო წამოწითლდა ლოყებზე .
ბოლო საღი აზრი მაშინ დაკარგა , რაღაც ძალიან გემრიელი და რბილი , რომ იგრძნო ბაგეებზე .
ცალი ხელი სვანმა ამაშუკელის ფეხზე აასრიალა და მსუბუქად მოუჭირა ბარძაყზე , რასაც მისი მსუბუქი ამოკვნესება მოჰყვა გაპობილი ბაგეებიდან.
გონებამ საგანგაშო ზარები დარეკა და სწრაფად ჰკრა ხელი მამაკაცს .
-გადი - ამოიჩურჩულა ჩამწყდარი ხმით და კარისკენ გაიშვირა აკანკალებული , საჩვენებელი თითი .
ცინიკური ღიმილით გაშორდა , კმაყოფილი ეკე საძინებელს და კარი გაიკეტა .
მსუბუქად ამოიხვნეშა და საწოლზე გადწვა .
კარის ხმაზე ოდნავ წამოწია თავი და თვალების ბრიალით შეხედა სვანს .
-ხო მართლა , ახლა იმედია მიხვდი მაგ სარკის არსს - უკან უნდა მიტრიალებულიყო , ნახევრად გაღებულ კარში თავი , რომ შემოატრიალა ისევ და ლაპარაკი გააგრძელა - შემდეგში ჩამწერს დავაყენებ ან ვიდეოს და შენს კვნესასაც მოგასმენინებ ხოლმე - ესღა თქვა და საწოლზე გაქვავებული გოგონა , გაშეშებული დატოვა , თვითონ კი ირონიული და ცინიკური ღიმილით გაშორდა ტერიტორიას .
ხუთშაბათი

გაბრუებული წამოდგა ფეხზე და კარადაში გაოცებულმა შეიხედა .
უნდოდა რაიმე პიჟამო გამოეღო ღამე , რომ გრილად სძინებოდა .
ეჭვი აქვს გრილად და უშფოთველად ძილი შეძლოს .
ემოციურად იმდენად მძიმე დღე ჰქონდა , თავს დადებს 1 თვე ეყოფა , უჯიშო და რაღაცნაირ მრავალფეროვან ხასიათზე სამყოფელად .
გაოცებული მიაშტერდა კარადაში ჩამწკრივებულ ტანსაცმელს , რომელიც თითქოს ზუსტად მისი ზომა იყო .
კი მაგრამ რა იცოდნენ მისი ზომები ?
თუმდა ააჰ , საქორწინო კაბისთვის ხომ აიღო ზომები .
გადატანელის დიდ კარადას ეჭვნარევი მზერა მოავლო და , ერთ თაროზე ჩამწკრივებულ პენუარებს , რომ მიადგა თვალის გუგები გაუფართოვდა.
შავს , ხელი დაავლო , პირსახოციც გამოიღო და საბანაოდ შევიდა .
წყალი გადაივლო და აბაზანიდან უკვე პენუარით ჩამოვიდა .
შუქი , რომ აინთო და საწოლზე წამომჯდარი იოსელიანი დაინახა , უნებურად შეხტა და ხელების ქნევა დაიწყო სასაცილოდ .
წკაპით დამაგრებული თმა უცებ ჩამოეშალა და კულულები სახესთან ჩამოეშალა.

-გიხდება - წითელი ტუჩები ერთმანეთს ისე მოხდენილად დააშორა , ეს უგრძნობი გოგო , ყველა გრძნობითურთ გამოთიშა ამ ქვეყნიდან .
უნებურად ტანზე დაიხედა და შავ გამჭირვალე პენუარს გაოცებულმა მოავლო მზერა .
მიხვდა ახლა , მასთან თუ თავისი წესებით არ ითამაშებს , არაფერი გამოუვა , ამიტომ ითამაშებს ცოტა ხანი , გამოცდილი ქალის როლს და აქეთ დააბნებს გამოცდილ მამაკაცს .
-მართლა ? - სექსუალურად დატრიალდა მის წინ და გადაიკისკისა - მადლობა - გულრწფელად მოიხადა მადლობა და სარკის წინ ჩამოჯდა , სახეზე კანის მკვებავი წაისვა და ზელვა , ზელვით მიუბრუნდა მამაკაცს.
იქვე ტანის მაზი შენიშა , ცოტა ხელზე დაისხა და კისრის ზელვით აეწურა მამაკაცს წინ .
მის მზერას თვალი გააყოლა იოსელიანმა და მზერა გაეყინა.
თვალებში ირონიის მატარებელ მაკიაფებელ სხივებს , ვნების სხივებიც დაერთო , და ისედაც ცისფერი თვალები , აბობოქრებულ ზღვას დაემსგავსა.
-მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ - გვერდით , სერიოზული მზერით ჩამოუჯდა და მის შიშველ სხეულს , ზედის გარეშე , რომ დაპარპაშებდა სახლში , ვნებიანი მზერა მოავლო , ვაი ამ მოვლებას , როგორც კი რამდენიმე კუბიკს , მოჰკრა თვალი , თავიდან ფეხებამდე ჟრუანტელმა დაურა , იგრძნო , როგორ გაეფანტა გამბედაობა და ძალით ნაგროვები სიტყვები - ოთახში დაუკაკუნებლად არ შემოხვიდე - დაიწყო და გაუღიმა , სხვანაირად ჩვენი ის "ტკბილი" თანაცხოვრება ვერ შედგება , რომელიც იდეაში გეგმაშია , მეორე არ იყო საჭირო შეწუხება ამ ... - სიტყვა ვერ დაამთავრა , მამაკაცი ტუჩებზე , რომ დაეტაკა .
განაბულმა მოაკალათა ხელი მის კისერზე და კოცნაში ასე თუ ისე აჰყვა.
ელდანაკრავივით ჰკრა ხელი , როცა ზევით აიხედა და უზარმაზარ სარკეში დაინახა თავისი და მისი თავი . თუ რა ფორმაში იწვნენ საწოლზე .

-ხმის ჩამწერს , რომ დააყენებ მერე - თითი მიაჭირა გულ მკერდზე და ირონიულ მზერად ირონიული მზერითვე უპასუხა .
იოსელიანი ოთახიდან , რომ გავიდა გაბრუებული ჩაწვა საწოლში და ბალიშის ამოტრიალება დაიწყო წამდაუწუმ.
ეს მხარე გაუცხელდებოდა , მეორეზე გადააატრიალებდა მერე კიდე ქვემოთა მხარეებს მიადგებოდა .
ბოლოს , როოგორც იქნა ჩაეძინა .
მოეჩვენა , რომ სიზმარს ძალიან ცხადად ხედავდა . ეგონა იოსელიანი გვერდით ეწვა და მის გახურებულ ხელებს , ქალის სხეულზე ასრიალებდა.
ესეც განაბული და ძილში გაბადრული იტრუნებოდა მის ხელებში და წეღანდელ ეჭვებს სეირს უჩვენებდა .
უშფოთველად არა მაგრამ არ იცის ბოლოს ასე მშვიდად , როდის ეძინა.
^^^
მზის სხივებმა რასაც ქვია შეაწუხეს .
ბოლოს ამ შემაწუხებელ წითელ-ყვითელ ფერებს , უკვე ზარიც , რომ დაერთო კარზე , დაფეთებული წამოვარდა და გრძელი , შავი ატლასის თხელი ხალათი შემოირტყა წელზე.
კარი ოდნავ შეაღო და როცა დაინახა , გოგონები და იოსელიანის ძმაკაცები სახე აელეწა.
ლიკას და სოფიას ელოდა , ღიმილი კი სახეზე შეახმა , ის ორი ბოღმიანი გოგონა , რომ დაინახა .
სწრაფად მივიდდა გარდერობთან და ტანსაცმლის არჩევა დაიწყო.
ნაცრისფერი , სპორტული მოკლე შორტი გამოიღო , იქვე მასთან ახლოს დადებულ ნაცრისფერვე ტოპს ხელი დაავლო და ორივე ჩაიცვა .
საზაფხულო "შლოპანცებში" თითები გაუყარა და სარკესთან მივიდა.
მაკიაჟი საერთოდ არ ჭირდება მის ლამაზ კანს , ისეთი ფერი აქვს , ისედაც ულამაზესია .
დილას , ასეთი მოუწესრიგებელი , რომაა მაშინაც ისე ლამაზად გამოიყურება , ბევრს ჩათხაპნილ ქალს ჯობია.
თმა დაივარცხნა შეძლებისდაგვარად და ზემოთ აიწია , კოსად გაიკეთა და დილისთვის საჭირო პროცედურები ჩაიტარა .
ღიმილით გავიდა მისაღებში და ქმარს გვერდით მიუჯდა , ბედნიერი ღიმილით.
რამეს ხომ არ შეიმჩნევდა იმ გოგონებთან ? ხო და უნდა ითამაშოს საყვარელი , მზრუნველი ცოლის როლი.
-გამარჯობა - მიესალმა გოგონებს და ბიჭები გადაკოცნა.
-გამარჯობა - ცხვირი აიბზუეს და ბოღმიანი ღიმილით დაუჯდნენ ბიჭებს გვერდით .
ეშმაკურად აათამაშა წარბები და ბიჭებს გადახედა .
-ბიჭებო , თქვენი გოგონები სად არიან ? - წარბი ასწია მოჩვენებით.
-ამოვლენ მალე - უთხრა გიგამ და გაუცინა.
-საყვარელო , შენ როგორ გეძინა ? - ქმარს ლოყაზე აკოცა და ეშმაკურად აუფახუნა წამწამები .

მამაკაცმა , სერიოზული სახით გადმოხედა გვერდით მჯდომს და ცინიკურად ჩაიცინა .
-კარგად შენ ? - შუბლზე აკოცა და ხელი გადახვია ცოლს.
-ძალიან კარგად , შენს გვერდით წოლა და ცუდად ძილი რა მოსატანია ერთმანეთთან - ჩაილაპარაკა განაბულმა და თვალებ დაქაჩულ ქმარს თვალი ჩაუკრა.
მამაკაცს საბოლოოდ , რომ გაახსენდა მათი ქორწინების ჭეშმარიტების , სხვისთვის დაჯერება ეშმაკურად ჩაიხითხითა და ვნებიანად წაეტანა ცოლის გამობურცულ ტუჩებს .
მოხვეული ხელი წელში შეუცურა და უფრო აიკრა სხეულზე.
ისე კოცნიდა ჩახველების ხმა , რომ არა საერთოდ დაავიწყდებოდა სად იყო.
-საყვარელო შენ , რომ გხედავ სულ მავიწყდება ყველაფერი - კბილებში გამოცდა და ძალით გაიღიმა , ქმრის მიამრთულებით.
-ასევე მეც - ჩაიცინა და მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე.
ღიმილით წამოდგა ფეხზე და კარი გამოღო.
გოგონებმა სოფი და ლიკა , რომ დაინახეს
Today

მაშინვე გაშორდნენ ტერიტორიას , კმაყოფილი და დაბნეული ღიმილით გააყოლა თავი გოგონებს და გასულები , რომ დაიგულა ორივე , მაშინვე გახდა გვერდით , იოსელიანისგან ცოტა მოშორებით , რომ ყოფილიყო.
ლიკამ და სოფიმ სიცილით გადახედეს ერთმანეთს და საყვარელ ბიჭებს მიუცუცქდნენ.
-ეე დაო ძააან ნუ გაუბერავ ეხლა შენ - სიცილით აუფრიალა საჩვენებელი თითი ლიკას , ეკემ და დათას წარბაწეული ღიმილით ჩაუკრა თვალი - შენც გეხება არაოფიციალურო დაო - გააფრთხილა ღიმილით სოფი და გიგას ანიშნა უფრო გააწვალეო.
-კარგი , მე რამეს მოვამზადებ - ღიმილით წამოხტა ფეხზე მანიკა და გოგონებს ანიშნა გამომყევითო ბიჭებისგან მალულად .
-კარგი ჩვენც მოგეხმარებით - ფეხზე წამოხტა ორივე და ბიჭებს დაემშვიდობნენ დროებით .
სამზარეულოში შესულმა მაცივარი გამოაღო და პროდუქტებით გამოტენილს მზერა მოავლო.
ცეზარისთვის საჭირო იგრედიენტები გადმოაალაგა , ხილიც მიაყოლა დასაჭრელად და გოგონებს გადახედა .
-ტორწი გავაკეთოთ ნაყინის ? - გაუღიმა და საყინულეში შეიჭყიტა.
-კიი რაა , ოღონდ ჩვენ , რომ არ ვიცით ? - ტუჩები დამანჭეს .
-რა პრობლემაა , თქვენ ცეზარის სალათი გააკეთეთ , მე ნაყინის ტორტს გავაკეთებ - მხრები აიჩეჩა მანიკამ და სამზარეულოში შემოსულ გიგას გაუღიმა.
-ჩემი გოგოს გარეშე დიდ ხანს ვეღარ გავძელი - გაიკრიჭა და სოფის უკნიდან მიეხუტა .
-აუუ გიგუუ რაღაც , რომ გთხოვო შემისრულებ ? - შეპართვით გაიხედა ბიჭისკენ და ლოყაზე მოწყვეტით აკოცა.
-რასაც მიბრძანებთ - თეატრალური რევერენსი გააკეთა და იქვე დადებულ მწვანე ვაშლს კბილები დაასო და გემრიელად მოკბიჩა.
-მიდი , რაიმე სასმელი ამოარბენინეთ ბიჭებმა - გაეკრიჭა შეყვარებულს.
-ნოუ პრობლეემ - გაიჭიმა სასაცილოდ და იქვე მიგდებულ მანქანის გასაღებს დასწვდა . -წამომყვებით ?- გაჰხედა ბიჭებს .
-სად ? - ჰკითხა დათამ.
-ტრ*ქში შე*ემა - გაუცინა ბიჭს საყვარლად , რაზეც გოგონებს გაეცინათ
-მანდ ერეკლე წაიყვანე - გაუცინა ძმაკაცს და ეკესკენ ანიშნა თავით.
-რა იუმორით მოძრაობ შე*ემა - წარბები შეკრა იოსელიანმა.
-აუ როგორ ეტყობა სვანი როა ზოგჯერ , ძმობას გაფიცებ გაჩუმდი ადექი და უბრალოდ წამოდი კაი ? - უთხრა ორივეს და გოგონებს გაუღიმა.
-ნუ მეჭკუასელები აქ რა - თავში წაარტყა ხელი იოსელიანმა გიგას და მანქანის გასაღები თვითონაც აიღო.
-შენი მანქანით წავიდეთ ? - ჰკითხა დათამ და გიგას გადახედა , რომელიც თავისი მანქანის გასაღებს ატრიალებდა ხელში.
-ხო რა არა ? - ჰკითხა და თავი გააქნია.
-რავიცი , ჩემიც აქ მყავს და გიგასიც აქაა -მხრები აიჩეჩა დათამ და გასაღები ჯიბეზე მიიბა.
-რავი წავიდეთ ჩემით - მხრები აიჩეჩა იოსელიანმაც და კარში გავიდა.

^^^
-აუუ რა არის რა , მაღაზიაში გავუშვით და ამდენი ხანი სად არიაან - აბუზღუნდა სოფი.
უკვე ორი საათი იყო თითქმის გასული , რაც ბიწები გასულები იყვნენ.
ამათ კიდევ ყველაფერი მოეზმადებინათ.
ცეზარის უგემრიელესი სალათი , წვენიც კი გამოწურეს ფორთოხლის .
მანიკამ უგემრიელესი შოკოლადის ნაყინის ტორტი გააკეთა , უზარმაზარი , ბევრი მარწყვით.
იმ წამსვე მაცივარში შედგეს , ნაყინის ტორტი დიდ ხანს ვერ ძლებს და დნება , შოკოლადის , ორმაგად მალე დადნება თუ საყინულეში არ იქნება შედგმული.
-მოვედიიით - მისაღებიდან გიგას ხმა , როგორც კი მოესმა , მონატრებულისკენ გაიქცა და სხეულზე შეახტა , ბიჭს გაეცინა და პარკები ძირს დადო , თვითონ კი შეყვარებულს ხელები მძლავრად შემოხვია.
დათას და ლიკას საქმე , ცოტა სვხნააირად იყო , ლიკა უფრო მორიდებით იქცეოდა , შეყვარებულს უბრალოდ ჩაეხუტა და განზე გადგა .
მისი ეს მორცხვობა როგორც ჩანს ძალიან მოსწონდა მეტრეველს.
მანიკა და ეკე მეზობლის ბავშვებივით იდგნენ კუთხეში და უბრალოდ იღიმოდნენ.
პროდუქტები ამოალაგეს გოგონებმა პარკებიდან .
მინის ოდნავ წამოზრდილ მაგიდაზე სუფრა გაშალეს და ყველაფერი დააწყვეს .
ბიჭები , რომ მივიდნენ გაოგნებულებმა მოავლეს თვალი , შოკოლადის ნაყინის ტორტს და მერე გოგონებს.
-ეს ლიკას და სოფის ნამოქმედარი , ფიზიკურად ვერ იქნება -ჩაიცინა ეკემ.
-მანიკამ გააკეთა - ლიკამ , მეგობრისკენ გაიშვირა ხელი და გაუღიმა აწითლებულს.
-ყოჩაგ რძალო - გაუცინა გუგავამ და ძმაკაცებს თვალი ჩაუკრა.
-გიგა დაჯექი და რაა - სოფიმ ხელით დააგდო გუგავა სკამზე და სასმელები ჩამოსხმევინა.
-რძალო შენ არ სვამ ? - ჰკითხა დათამ.
ეუცნაურა ასეთი მიმართვა დათასგან , მაგრამ ხვდებოდა ბიჭი როგორ თბებოდა მის მიმართ ოდნავ და ეს უხარებდა გულს.

მაგრამ , როგორც კი სასმელი გაიგო , იმ წამსვე მძაფრად დაუარა სხეულში , მტკივნეულმა მოგონებებმა და თითოეული სხეულის ადგილი ატკივდა , რომელზეც ქამარი ან რაიმე სხვა ბლაგვი ნივთი , ხელი ან ფეხი მოხვედრია.
-არა მე არ ვსვამ - გაიღიმა ძალით და ფეხზე წამოდგა - უკაცრავად ცოტა ხნით დაგტოვებთ .
ოთახში შევიდა და ვერანდაზე გავიდა.
ტკივა , ძალიან ტკივა და რა ქნას.
ცრემლებმა დაუნამეს სახე , ერთ ობოლ ცრემლს , მეორე მოჰყვა , მეორეს მესამე , მესამეს კი უკვე გროვა .
მტკივნეულად მოძრაობდა მუცელში რაღაც , თითქოს ისევ ურტყავდნენ.
თითქოს ისევ ძალადობდნენ , მის სულზე გულზე და სხეულზე .
იმდენად შემაძრწუნებელი ტკივილი იგრძნო , ძმით ამოიტირა და აივანზე შემოვარდნილ გოგონებს შორის ჩაიკეცა .
კარს გახედა , არ უნდოდა ბიჭებს ასეთ მდგომარეობაში დაენხათ , ჩაკეტილი , რომ დაინახა ბედნიერმა ამოისუნთქა და გოგონებს მიეხუტა.
კიდევ კარგი ღმერთმა ეს ორი ანგელოზი მაინც გამოუგზავნა მშველელად თორემ ამდენ ტვრთს მარტო ვერ ზიდავდა .
არც კი უფიქრია გოგონებზე გადაბარება , მაგრამ მათი დანახვაშიც კი შველად პოულობდა.

-რა გჭირს მანიკაა - ჰკითხა შეწუხებულმა ლიკამ.
-მგონი ისევ სასმლის გაგონებაზე გახდა ცუდად - სახე დაბრიცა სატირლად სოფიმ.
-ყველაფერი რიგზეა - გაუღიმა და წამოდგომა სცადა , თავბრუ , რომ დაეხვა და ისევ , რომ ჩაიკეცა .
გოგონები დაეხმარნენ წამოდგომაში და საწოლამდე მიიყვანეს.
იქვე დასვეს და თავზე მიეფერენ.
ორ სხეულს შორის წოლამ , მათგან წამოსულმა სითბომ და თავზე ტკბილად მოფერებამ მაინც თავისი ქნა , და ტკივლიანი წარსულის გახსენებისგან გასავათაბულსა და ნატანჯს წამში ჩაეძინა.
ოთახში ბიჭები შელაგდნენ და გოგონებს მიუჯდნენ საწოლზე.
ეკემ დაბენულმა ჰკითხა რა მოხდაო.
-რა მოუვიდა ?
-არაფერი ეკე , უბრალოდ ... - დაიწყო ახნა ლიკამ.
-ხო უბრალოდ - მიეხმარა სოფიც.
-სასმელე არა ? - იკითხა გაბრაზებულმა და ფეხი მიჰკრა კარადას - მაგის გამო წამოვიყვანე იქიდან და მაინც ასე იტანჯება არა? - კითხვებს სვამდა და განევრიულებული ხანს რას მიჰკრავდა ფეხს ხან რას .
-გაჩერდი შე*ემა გაეღვიძება - დაუბღვირა დათამ.
-გაეღვიძა უკვე - შეუბღვირა გიგამაც და გოგონას ხელზე მიეფერა.
-გინდა ექიმთან წავიდეთ ? - ჰკითხა მზრუნველი ტონით გოგონას და ბავშვებს გადახედა , რომელებმაც ანიშნეს შემოსასვლელში ვიქნებითო.
გაუღიმა და კარი , რომ გაიკეტეს ცოლს მიუბრუნდა.
-არა რა საჭიროა , უბრალოდ დავიღალე - თავი გაიქნია და თმა ხელახლა აიწია ზემოთ კოსად .
-მანიკა მომისმინე , - მისი თლილი თითები თავის ძლიერ ტორებში მოიქცია და გაუღიმა - შენ ძალიან დიდი ტრავმა გაქვს მიღებული , შენი წარსულისგან და მშობლებისგან , არ მინდა კიდევ გაგახსენო ის რთული პერიოდი მაგრამ , საჭიროდ ვთვლი გითხრა , რომ ფსიქოლოგის დამხარება
გესაჭიროება , არა იმიტომ , რომ გიჟი ხარ ან რაიმე მსგავსი , უბრალოდ ის ტრავმების დაძლევაში დაგეხმარება გესმის ჩემი ? - ჰკითხა და მომლოდინე მზერა მიაპყრო.

-თქვენი მხარში დგომაც საკმარისი იქნება , წამოდი დავლიოთ - წამოდგომა სცადა მამაკაცმა უკან , რომ დააუბრუნა.
-რა უნდა დალიო შენ , სულ გააფრინე ? - ჰკითხა გაოცებულმა.
-ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავძლიო სასმლის შიში , ამან როგორ უნდა მომიღოს ბოლო ? - იკითხა და გაიღიმა.
-ძალიან ცოტა გესმის ? შეყოლა იცის და მზად იყავი ! - გააფრთხილა და წამოდგომაში დაეხმარა.
-არის ბოს - გაიკრიჭა და კარში გავიდა ქმართან ერთად.
-ცოტა ამასაც დაუსხით - უთხრა ბიჭებს.
-კი მაგრამ - დაიწყო ლაპარაკი ლიკამ.
-ლიკა სულ ცოტა - გაუცინა მეგობარს მანიკამ და მძიმედ გადააგორა ნერწყვი , წითელი ღვინით სავსე ჭიქა , რომ მიაწოდეს .
-გაძლება და გადარჩენა - ჭიქა სიცილით ასწია ჰაერში და ცოტა მოსვა .
ყველამ გაიცინა და კმაყოფილს მომლოდინე მზერა მიაპყრო , რომელიც ოდნავ წამოაწითლა სასმელმა ლოყებზე - არც ისე ჯოჯოხეთური ყოფილა - გაიცინა და ისევ მოსვა ცოტა - მაგრამ არც ისეთი სამოთხისეულია , ამის გამო სიცოცხლე , რომ დაინგრიო - მხრებში გასწორდა და ბიჭებს გაუცინა , ჭიქა კი ადგილზე დააბრუნა .
ცოტა ხანი იცინოდნენ და კისკისებდნენ.
უცებ სიჩუმე ჩამოწვა , ყველა ერთმანეთს უყურებდა ღიმილით .
რამდენიმე ყლუპს მანიკას გუნებაზე უკვე მოეხდინა რეაგირება და სამოთხეში აეყვანა , ზემოთ თავზე კი უკვე რგოლები დაგრიალებდნენ და ანგელოზები ჯოხებს უბაკუნებდნენ.
სიჩუმის ხმა , ამაშუკელის სიცილმა დაარღვია .
ეკემ სიცილით გადახედა ერთადერთ მოკისკისე ცოლს და თვითონაც გაეცინა.
-მანიკა ამაშუკელი დათვრა გამოაცხადა "კოვზით" სოფიმ და გიგას მიეხუტა.
^^^
დაშლის თანავე , იქვე მიესვენა გოგონა და იოსელიანს გაუღიმა , რომელიც მის გვერდით დაესვენა.
-იცი ? - გამბედაობა მოიკრიბა და გვერდით გაიხედა , ქმარს კი მხურვალედ გაეკრიჭა - ასეთი "გასული" მგონი მაშინაც არ ვყოფილვარ , პირველი ხუთიანი , რომ მივიღე სკოლაში - გადაიკისკისა და ბალიშზე გადააგდო თავი.
იოსელიანმა სიცილი ატეხა და ლამაზი ღიმილით გაუღიმა გოგონას , ისეთი ღიმილით ამაშუკელს , რომ უშლის ფიქრებს.
-ჩემი ძილის დროა - გაუღიმა მამაკაცს და ლოყაზე აკოცა - მადლობა ამ დღისთვის - უკანალის თამაშით და ხტუნვა ხტუნვით მივიდა ოთახის კარამდე და შიგნით შევიდა .
გრილი თეთრი პენუარი გადაიცვა ტანზე , მას შემდეგ რაც წყალი გადაივლო და ლოგინში შეწვა.
ისევ ის უხილავი კომფორტის გრძნობა და , ისევ ის უშფოთველი ძილი , რომელიც ამ სახლში შემოსვლის თანავე დაეპატრონა ამშუკელს.

1 კვირა ისე გავიდა , გოგონებს და ბიჭებს , ყოველდღე ნახულობდა .
ახლა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა მუშაობა დაეწყო.
თორემ გახვრეტილი შაური არ ეგდო ჯიბეში.
-მუშაობის დაწყებას ვგეგმავ - დილით მაგიდასთან მოკალათებულ ქმართან შეპარვით დაიწყო საუბარი .
-მართლა ? - გაიოცა იოსელიანმა , რატომღაც ეგონა გოგონა ამის სურვილს არასდროს გამოთქვამდა და ასე უზრუნველად ფეხი ფეხ გადადებული გააგრძელებდა ცხოვრებას.
-ხო , არ შემიძლია სხვის კმაყოფაზე ცხოვრება , მინდა მეც ვიგრძნო , როგორია საკუთარი შრომით ნაშოვნი ფულის დახარჯვა - სკამზე უფრო კარგად მოთავსდა და საუბარი განაგრძო - რამეს მოვძებნი და შევეცდები მეც მივაღრიო რამეს , არ შემიძლია სახლში უსაქმურას ჯდომა - მხრები აიჩეჩა და ფორთოხლის წვენი მოსვა.
-ჰო , ეგ კარგია , რისი გამოცდილება გაქვს ? შევეცდები რაიმე მოგიძებნო კომპანიაში ჩემთან .
ერთერთი კომპანიის პრეზიდენტი და მფლობელია ერეკლე იოსელიანი.
ერთი ორი ზარი და "დუდუ" მონაგონია.
-დუდუ ხარ ? - სიცილით ჩაეკითხა ქმარს.
-არა დუდუ არ ვარ ერეკლე ვარ - გაიცინა მანაც .
-არა არ მინდა , მინდა მე თვითონ მოვძებნო სამუშაო.
-მე ხომ , ტყუილად არ დაგაჯენ ? უბრალოდ გიშოვი სამსახურს , შენს მაგივრად მუშაობას კი არ გთავაზობ , მითხარი რისი გამოცდილება გაქვს.
-არასდროს მიმუშავია - მხრები აიჩეჩა - კარგად ვიცი მათემატიკა , ისტორიაც თითქმის ყველა საგანი უმაღლეს დონეზე ვიცი , უცხო ენებიდან კი 3 ენას ვფლობ , გერმანული , რუსული და ინგლისური , ნუ ქართულს თუ არ ჩავთვლით , თუ ჩავთვლით 4 - თითით 4 აჩვენა და თითები აამოძრავა მამაკაცის სახეზე კი ჩაიცინა - რა იყო უცოდინარი გეგონე ? - წარბი ასწია ჰაერში.
-აქამდე სად იყავი შე ქალო - ჩაილაპარაკა შემაცხადებლურად და გაიცინა - რაიმე მაღალ თანამდებობაზე კი დაგსვამდა სამართლიანი კაცი - გაიჯგიმა სავარძელზე და ყავა მოსვა.
ამაშუკელმა მხოლოდ გაუცინა და ქმარი სამსახურში გააცილა.
თვითონ კი სახლის დალაგებას შეუდგა.

დრო ისე გადიოდა , თითქოს კინოში ყოფილიყვნენ და ვერ გაეგოთ.
ძალიან უკვირდათ , როგორ ეჩვეოდნენ ასე ერთად თანაცხოვრებას ცოლ-ქმრულ რეჟიმში.
მაგრამ საეჭვოდ კარგად გამოსდიოდათ , არც თავს არიდებდნენ ერთმანეთს და ერთმანეთთან შეხვედრებს.
ყველანაირად ცდილობდნენ , არ ეკამათად , ნახევარი წლის განმავლობაში არც ერთხელ წაუკამათიათ სერიზულად .
დიახ არ მოგესმათ ნახევარი წელი იყო გასული მათი შეუღლებიდან , არც ერთი კამათი არ მოსვლიათ რაც თვითონაც კი აკვირვებდათ.
ეკეს ძმაკაცებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ეგ კი არა ახლა ისეა , შეუძლია ორივეს წამოარტყას და წაუთაქოს თავში.
პახაბნური რეპლიკები რათქმაუნდა არცერთხელ წამოსცდენია , ეს ერთხელ მოხდა ისიც ძალიან გაბრაზებულ გულზე წამონაძახი იყო.
გოგონებიისგან არცერთხელ უგრძვნია თავი გარიყულად , პირიქით მათ ისე მიიღეს , როგორც საკუთარი თაქალი და ახლა გრძნობს ყველაფერს რაც მთელი ცხოვრების მანძილზე აკლდა.
არცერთხელ უგრძვნია მამაცთან თანაცხოვრების დროს რაიმე სახის დისკომფორტი.
პირიქით ამ 6 თვის და ნახევარი თვის თანაცხოვრების დროს ყოველ ღამე უხილავი კომფორტის გრძნობა ეუფლებოდა , რაც ძალიან უხარებდა გულს.
არცერხელ არ გამოუჩენია მამაკაცს ფიზიკური სიახლოვის სურვილები , თუმცა ბევრჯერ შეუნიშნავს მის თვალებში მოთამაშე ცეცხლისფერი ჭინკები .
გრძნობდა , როგორ უვარდებოდა თანდათან მამაკაცი გულში , მაგრამ საკუთარ თავს არაფრისდიდებით უტყდებოდა ამაში.
მაგრამ მე , რომელიც ჭერში ასე საგულდაგულოდ ვიმალები ვინმე რამეს გამომაპარებს ? არამც და არამც !
ბევჯერ გამოუჭერია საკუთარი თავი ჯერ არ განცდილ გრძნობებში , ეჭვიანობაში და ყველაზე მთავარი , მასთან ყოფნის სურვილში.
უკვე ხვდებოდა უგონოდ , რომ იყო შეყვარებული მამაკაცზე და მის ყველაზე კარგ თვისებებზე , მაგრამ მაინც არ აზუსტებდა ამ ფაქტს .
იოსელიანმა , რომ უთხრა სამსახური გიშოვეო , სიხარულისგან ახტა დახტა და სხეულზე შეახტა .
შემდეგ დარცხვენილი ჩამოხტა და ბოდიში მოიხადა , მადლობაც გადუახადა და გახარებული ხტუნვახტუნვით შეხტა ოთახში.
5 თვეზე მეტია რაც მამაკაცთან , კომპანიაში პიარმენეჯერის თანამდებობაზე მუშაობს და ძალიანაც აკმაყოფილებს ეს სამსახური.
^^^
-გუშინ მე და გიგა - ლაპარაკი შეწყვიტა და გოგონებს დაემანჭა უხერხულად აწურული.
-არაა ? - ორივემ ერთად შეჰყვირა რაც შეეძლოთ ჩუმად .
-ოო მარტოები ვიყავით , იმან დაიწყო , მეც ავყევი , ვეღარ გავჩერდით და კი ვარ უკვე ქალი - ხელები გაშალა და გოგონების შუაში ჩაემხო გახარებული სოფი.
-ვაიმეე - იცინოდნენ ბოლო ხმაზე და შემოსულ ბიჭებს ეკრიჭებოდნენ.
-რა ხდება რა გაკივლებთ - იკითხეს გაოცებულებმა და ეჭვნარევი მზერა მოავლეს , ლოგინზე სამ ახლართულ სხეულს .
-არაფერი , ის მოვუყევი ქათამმა , რომ მატკინა ხელი და ეკე , რომ მიდევდა გინებით - აუხნა ლიკამ და გოგონებს თვალი ჩაუკრა , რომლებიც სიცილს ძლივს იკავებდნენ .
ბიჭები სიცილით გვარდნენ ოთახიდან .

^^^
-უი მოხვედი უკვე ? - გაუღიმა იოსელიანს .
-კი დღეს ადრე მომიწია მოსვლა , შენ რა გენაღვლება შაბათ კვირა თავისუფალი ხარ - გაუცინა ამაშუკელს და პიჯაკი გაიხადა .
-ხო კეთილი უფროსი მყავს - გაეკრიჭა და სამზარეულოში გავიდა - ეკე - დაიწყო შეპარვით საუბარი .
-რა? - ჰკითხა ღიმილით.
-ახლა რაღაცას გკითხავ ოღონდ არ გაბრაზდე - წამწამები ააფახუნა ქალმა.
-კაი მიდი აბა - ხელები გადაიჯვარედინა და ფორთოხლის წვენი მოსვა მინის ჭიქიდან.
-ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს ?
-როგორ ? - იკითხა ისე ვითომ ვერ ჩაწვდა კითხვის აზრს .
-აი ასე , ცოლ ქმარი მთელი ცხოვრება ხომ ვერ ვიქნებით , არ ხარ ვალდებული ჩემი უსაფთხოების გამო ასე გაიტანჯო.
-ეს მეორედ აღარ თქვა - გაბრაზებული წამოხტა ფეხზე და გოგონას წინ ჩაიმუხლა - თუ საჭირო იქნება მთელი სიცოცხლე ჩემი ცოლი იქნები გასაგებია ? - იკითხა გაბრაზებულმა.
-კი მაგრამ ... -შეეცადა საუბარი გაეგრძელებინა დაბნეულს , მაგრამ მამაკაცმა შეაწყვეტინა .
გაბრაზებული წამოდგა ფეხზე და მუშტები შეკრა .
-არანაირი კი მაგრამ ! - თქვა გაცეცხლებულმა და ოთახი დატოვა .
^^^
-გილოცავთ ქორწინების 1 წლის თაავს - ტორტით შემოვარდა სახლში ლიკა და უკან მოყვნენ სოფი , გიგა და დათა .
სიცილით აიწურნენ ადგილზე "წყვილი" და ბავშვებს გაუღიმეს .
...
ღამით დაღლილები მიესვენენ თავიანთ ოთახებში .
მანიკას ძალიან აინტერესებდა რატომ გრძნობდა 1 წლის განმავლობაში ასეთ უხილავ კომფორტს , მაგრამ კითხვაზე პასუხს ვერასდროს პოულობდა.
^^^
მეორე დღეს ზღვაზე იყვნენ წასულები ყველანი ერთად .
აღნიშნეს გოგონების 4 კურსზე გადასვლა .
ყველა ერთობოდა , პირველ დღეს არჩიეს პლეაჟზე არ გასულიყვნენ მაგრამ გოგონებმა იმდენი იწუწუნეს ბიჭები სულ ძალით გაიყვანეს .
ისედაც გარუჯულ ტანზე , შავი ლამაზი საცურაო კოსტიუმი მოირგო და მოკლე თეთრი გრილი და თხელი სარაფანი გადაიცვა.
პლეაჟზე ასულებმა შეზლონგები დაიდგეს და ღიპიან კაცს ფული გადაუხადეს ბიჭებმა შეზლონგის ნაცვლად.
გაღიმებულმა გადაიძრო , ფრთხილად სარაფანი და ზემოთ კოსად აწეულ თმაზე ხელი გადაისვა .
ხელის მტევანი შუბლთან მიიბჯინა , მზისგან თავი , რომ დაეხსნა ცოტა ნით და ქმარს გადახედა , რომელიც ვნებიანი თვალებით ათვალიერებდა ცოლს .
-ასეთი კარგი სად მემალებოდი - ესღა უთხრა და წელზე შემოხვეული ხელით ზღვისკენ უბიძგა .
დავლილი ჟრუანტელი ვერც თვითონ დააიგნორა და ვეც მამაკაცს დაუმალა.
ნასიამოვნებმა ჩაიხითხითა იოსელიანმა და გოგონასთან ერთად ზღვაში გაცურა .
^^^
ზღვაზე ერთი თვე დაყვეს , თბილისში ღამით დაბრუნდნენ , მაშინვე დაიძინეს და ბალიშზე გაიტრუნენ .
რათქმა უნდა არც ზღვაძე დაუტოვებია უხილავი კომფორტის გრძნობას ამაშუკელი და არც თბილისში ჩამოსვლისას .
მეორე დღეს , რომ გაიღვიძეს , დილასვე მიაკითხათ სახლში უფროსმა იოსელიანმა .
-როგორ ხართ ბავშვებო ? - თბილად გაუღიმა კაცმა წყვილს და იქვე ჩამოჯდა .
ძალიან უყვარს იოსელიანების ოჯახი მაინიკას , ეს კაცი და ეკე , რომ არა ალბათ დღეს ისევ იმ ჭაობში იქნებოდა ჩაკარგული ვინ იცის ცოცხლი თუ მკვდარი.
-მოკლედ რაზე მოვედი ახლა მანიკა , შენც სიცოცხლეს საფრთხე მამაშენისგან აღარ ემუქრება , ამიტომ თამამად შეგიძლით გაშორდეთ ოფიციალურად ერთმანეთს - გაუცინა კაცმა სახე ალეწილ ორ სხეულს და საბუთები ამოიღო ჩანთიდან - მხოლოდ თქვენი ხელმოწერაა საჭირო , აქ ჯვრის აყრისთვის საჭირო საბუთებიცაა ასე , რომ მე წავალ და ერეკლე შვილო ეს საბუთები შენს იურისტს მიააწოდე მერე ხელ მოწერილი - ორივეს გაუღიმა და სახლი დატოვა .
-ჰომ - ჩაისლუკუნა თავისთვის ამაშუკელმა და ოთახში გააბოტა .
ხელებში ჩარგო თავი იოსელიანმა და ღმუიილის მაგვარი ხმები ამოუშვა .
გაბრაზებისგან სახეზე ცეცხლი ეკიდა , სწრაფად დაავლო ხელი სახლის და მანქანის გასაღებებს , საფულეს და გარეთ გავარდა .
-და ეხლა რას აპირებთ ? - იკითხა დათამ და ვისკი ყელში გადაუშვა .
-ბიჭო გიყვარს? -ჰკითხა გიგამ.
-აუ რა სი*ობებს მეკითხები რა - ხელი აიქნია ერეკლემ - რა ქალივით მალაპარაკებ , მიყვარს აბა არ მიყვარს? - იკითხა გაბრაზებულმა.
-რა ვიცი აქამდე არ გითქვამს და - მხრები აიჩეჩა გიგამ.
-თქმა რათ უნდოდა შე*ემა , ვერ ხვდებოდით დავიჯერო ? - იკითხა და ძმაკაცებს მთვრალი ღიმილით გაუღიმა.
-აუუ ნუღარ სვამ რაა , ადექი - დასჭექა დათამ.
-თუ გიყვარს არ დათმო რაა თან ხვდები , რომ მაგასაც უყვარხარ ? ვერ ხედავ როგორ გიყურებს ხოლმე ? - იკითხა გიგამ.
-შენ კაცის სხეულში ჩასახლებული ქალი ხარ ? - კითხა გიგას იოსელიანმა და გადაიხარხარა - მართლები ხართ ! არ მოვაწერ ხელს და ეგაა ! - უცებ დასერიოზულდა და გადაწყვეტილებაც მიიღო.

^^^
-საშინლად ვგრძნობ თავს - ეხუტებოდა მომტირალი დაქალებს და გულის ჭირს მათაც უზიარებდა .
-კარგი რა მანიკა - ატირდა ლიკაც - დაწყნარდი გთხოვ - ასლუკუნა და დაქალს მიეხუტა , მანიკამაც მოხვია ხელები და მის კისერში ჩარგო თავი .
-არ შემიძლია - ფეხები სოფის ფეხებს გადაადო და ახლა მას აკოცა ლოყაზე -მიყვარს და უმისოდ ვერ გავძლებ - როგორც იქნა გამოუტყდა საკუთარ თავსაც და გოგონებსაც .
-ძლივს აღიარა - ხელები აღმართა სოფიმ - მაინცდამაინც გაყრაზე უნდა მიდგომოდა საქმე , რომ მიმხვდარიყავი მაგას ? - წარბები შეუკრა და ბოლოს მანც მომლბალმა გადაუსვა თმაზე ხელი და მიიხუტა გულზე დაქალი , მანიკამ მასაც შემოხვია ხელები და ორივეს შუაში ჩაწვა გემრიელად - დამშვიდდი გთხოვ , ყველაფერი კარგად იქნება - ესღა უთხრა და ფეხზე წამოაგდო .
წყალი სულ ძალით გადაავლევინეს .
შავი გიპიურის ტრუსი ამოიცვა და ნახევრად შიშველ სხეულზე შავი ყველაზე სექსუალური პენუარი გადაიცვა .
თმა ზემოთ აიწია კოსად და გოგონები , როგორც კი გააცილა ლოგინში შეწვა .
იოსელიანის სახლში არ ყოფნა ისე აგლეჯდა ნერვებს , ძილს ვერ უდებდა გულს.
ორი წამით ჩაეძინა , ეგონა და თურმე მთელი 2 საათი სძინებია .
საათს , რომ გადახედა უკმაყოფილომ გაბუსხა ტუჩები და ლოგინზე წამოჯდა .
ჯერ მხოლოდ ღამის 3 ის ნახევარი იყო .
უხილავი კომფორტის გრძნობაც აღარ ჰქონდა და ეს უფრო არ აძლევდა ძილის საშუალებას .
წყალი მოუნდა საშინლად , შიშველი ფეხებით გაიარა სამზარეულომდე გზა , თითის წვერებზე აწეულმა და ჭიქაში ჩამოსხუმული წყლის დალევით გართული წავიდა თავისი ოთახისკენ .
თვალი გაღებულ კარში შეაპარა და იოსელიანის ცარიელ ოთახს და დალაგებულ საწოლს სევდიანი მზერა მოავლო.
1 წლის განმავლობაში არც ერთხელ მოქცეულა ასე , ახლა რა ჭირი ეტაკა ? სახლში ყოველთვის თავის დროზე ბრუნდებოდა .
ტირილი უნდა დაეწყო , მუსუბუქად , რომ შეხტა და ჭიქა მინის მაგიდაზე დადგა .
კარს გახედა , რომელიც გაიღო და საიდანაც სპორტულებში ჩაცმული იოსელიანი შევიდა .
ნახევრად შიშველ სექსუალურ ქალს , ვნებიანი მზერა აატარ ჩაატარა და კარი დაკეტა , საკეტი გადაატრიალა და გასაღები იქვე მიაგდო.
-რატომ არ გძინავს ? - იკითხა დამახასიათებელი ბოხი ხმით , რომელშიც სითბოს მაგივრად ვნებისგან უფრო დაბოხებული ხმა ერია .
ისევ ის ცეცხლისფერი მოთამაშე ჭინკები დაინახა მის ცისფერ თვალებში და უკუ სვლით წავიდა კედლისკენ , როცა მისკენ მომავალი მამაკაცი დაინახა .
-წყალი მომინდა და ავდექი - ამოილაპარაკა და კედელს აკრულმა მასთან ძალიან ახლოს მდგარ მამაკაცს მზერა ძლივს გაუსწორა .
-ვეღარ ვითმენ - ამოიჩურჩულა ჩახშული ხმით და ხელი ქალს წელზე შეუცურა .
-რ ... ა ... რა ? - ძლივს იკითხა და კისერი გადააკონწიალა სიამოვნებისგან თვალებ მიბნედილმა .
-როგორ მომწონს თვალები , რომ გენაბება , როცა გეხები - ამოიჩურჩულა ისევ ჩახშული ხმით და ქალს ვნებიანად წაეტანა ბაგეებზე - გილოცავ დაბადებისდ დღეს ცოლო - ამოიჩურჩულა და ქალი მუცელზე შემოისვა , მისი ფეხები კი წელზე შემოისკუპა .
-მადლობა ქმარო - ძლივს ამოთქვა ვნებისგან გაგიჟებულმა და ამჯერად თვითონ წაეტანა მამაკაცს ბაგეებზე .
თვითონაც კი არ ახსოვდა ასეთ სიტუაციაში თავისი დაბადებისდღე , რომ მოდიოდა , მამაკაცისგან იმდენად ესიამოვნა დაბადების დღის , მოლოცვა თანაც ის , რომ ის პირველი იყო ვინც მიულოცა და ამას დართული მის ბაგეებს დამცდარი "ცოლო" , საერთოდ გადაიფიქრა წინააღმდეგობის გაწევა და ვნებიანად აყვა ალერსში საყვარელ მამაკაცს .
სასიამოვნო ტკვილი , რომ იგრძნო საწოლზე , ქმრის ქვეშ მოქცეულმა მსუბუქად ამოიკვნესა და კისერში წავლებული ხელით მიქაჩა თავისკენ მამაკაცი .
იოსელიანმა ვნებიანად დაუკოცნა ბაგეები და ჩუმად ჩასჩურჩულა გოგონას ყურში .
-მიყვარხარ ...
-მეც მიყვარხარ ... - ესღა თქვა და მის გულმკერდზე მიესვენა გათანგული.
^^^
გაგიკვირდებათ და იმ ღამესაც იგივე უხილავი კომფორტის გრძნობით აღსავსეს ეძინა .
იმ განსხვავებით , რომ ბედნიერებისგან გათანგული ასმაგად დიდ კომფორტს გრძნობდა გუშინდელი ღამის შემდეგ.
თვალები გაჭირვებით გაახილა და მის გვერდით მწოლიარე მამაკაცს , ბედნიერი გაბადრული სახით დააცქერდა .

^^^
პირველი შვილის , ჩასახვის შესახებ , რომ გაიგეს , ისეთი ბედნიერები იყვნენ გარშემო მყოფ მეგობრებს საერთოდ ვეღარ იმჩნევდნენ .
სააბაზანოდან გამოვარდნილი მანიკა , თამამად შეახტა სხეულზე ქმარს და აცნობა , რომ ის მამა თვითონ კი დედა გახდებოდა .
ამას დაერთო ის ბედნიერი ამბავი , რომ როგორც სოფი და ლიკა ბავშვობაში ოცნებობდნენ , ერთად დაიწერდნენ ჯვარს სულ მალე .
იოსელიანების ოჯახი , მათი შვილის და რძალის ბედნიერებით თვითონაც ძალიან ბედნიერები იყვნენ , ამას დართული სოფის და მათი შვილის ლიკას მოსალოდნელი მომავალი ქორწილის ამბავი , რომ გაიგეს შვილიშვილის დაბადებასთან ერთად , კინაღამ მინი ინფაქტი მიიღეს ბედნიერბეისგან .

^^^
ოთხჯერ განცდილი ბედნიერება , მშობიარობის ტკვილი , რომ ჰქვია და მას მოყოლილი , სიყვარულის ნაყოფის ტირილი .
ოთხჯერ დაწვენილი პატარა არსება დედის გულ მკერდზე და ოთხჯერ დანახული ბედნიერების და სიყვარულის სხივები იოსელიანის თვალებში.
მამის დიახ იოსელიანის თვალებში მამის თვალებში დანახული ბედნიერებისგან და სიყვარულისგან აკიაფებული სხივები.
^^^
საქციელით , თვალებით და სიტყვებით დამტკიცებული გრძნობები და სიყვარული.
ერთმანეთზე ბედნიერი წყვილები.
სოფი - გიგა .
ლიკა - დათა .
და მანიკა - ეკე .
ტანჯული მომენტების შემდეგ როგორც იქნა დადგა მომენტი , მომენტი ბედნიერებისგან ნაჩუქარი.
^^^
-ჩემი სექსუალური ცოლი , ოთხი შვილის დედაა და მაინც რა ფორმაში მყვას - უკნიდან მიეხუტა ცოლს და კისერში აკოცა .
-არ ვვარჯიშობდე , გეყოლებოდი დამახინჯებული - ამაყი ღიმილით მოიღერა კისერი და კმაყოფილი გაიჯგიმა მართლაც , რომ უნაკლო სხეულის პატრონი ქმრის წინაშე .
-შენ არ იცი , როგორ მიყვარს შენი კისკისი - გაუმხილა ჩუმად ყურში და გოგონას მინაბული თვალებიც დამსახურა - როგორ მიყვარს შენი კრუსუნი და კვნესა , ჩემთან , რომ იჩენენ ხმებს და თავს - ჩაიცინა ცინიკურად და თვალებ დაქაჩულ-დაჭყეტილ ცოლდ გაუღიმა , რომელმაც მწარედ უბრწკინა ქმარს შემდეგ კი თვითონაც გაიცინა . - და როგორ მიყვარს , როცა ჩემს ქვეშ ხარ მოქცეული - ვნებიანად დააგვირგვინა და ტუჩებზე წაეტანა .
-წარმოდგენა რათ მინდა ვერ ვხედავ თუ ? - ოთახში საწოლს ზემოთ ჩადგმულ უზარმაზარ სარკეზე მიანიშნა და გაიცინა .
-ხმის ჩამწერი , აღარ გვჭირდება , მე ვიწერ მეხსიერებაში - ჩაიცინა და უფრო აიკრა სასურველი სხეული , სასურველ სხეულზე .
-დეე - შემობობღდა სამზარეულოში პატარა სოფი და დედასთან მიბობღდა.
-ხო დე - მამას ხელებში მოხვანცალეს ლოყაზე აკოცა და ცხვირზე თითი დაკრა .
-დე დათამ მითხრა , დედას და მამას ოთახში საწოლს ზემოთ დიდი სარკე აქვთო , ეხლა მეც დავაკვირდი რათ გინდათ ? - ალუღლუღდა ბავშვი ჩლიფინით და წამში ჩაუშვა ძმა .
იოსელიანს მაშინვე წასკდა ცოლის აუხრებულ ლოყებზე სიცილი და ორად მოიკეცა მოკისკისე ბავშვთან ერთად .
-მამამ მითხრა ხმის ჩამწერის დაყენებაც მინდოდაო მაგრამო ... - მხრები აიჩეჩა სიცილით პატარა გიგამ და დედას ფეხებზე მიეკრა .
ახურებულ ლოყებზე ცივი ხელები მოიკიდა და მოხარხარე ეერეკლეს მოღერილი მუშტი უჩვენა , შემდეგ კი თვითონაც გაეცინა.
სამზარეულოში შემოსულ დათას გადახედეს , რომელსაც პატარა მოკისკისე ლიკა ეკავა ხელში და დედისკენ მიიწევდა .
-კარგი რა საყვარელო , რა იციან ახლა ამათმა რისთვისაა ის სარკე და არ დამოტანჟებული ხმის ჩამწერი - უფრო გააჯავრა ცოლი და სიცილს უმატა.
-ოხ ერეკლე იოსელიანო - გაუცინა ქმარს და ლოყაზე აკოცა .
მხარზე მიეხუტა და მათ კალთაში განაბულ ოთხ ბავშვს სიყვარულით სავსე მზერა მოავლო.
-როგორ მიყვარხარ - ჩასჩურჩულა ჩვეული სინაზით ყურში ცოლს და ფაფუკ , ხუჭუჭა თმაზე აკოცა .
-ყველაზე მეტად მიყვარხარ ! - ესღა უთხრა და მის კისერში თავი ჩარგო .
-მეც !
-იცი ? რაც დავქორწინდით , იმ დღიდან უხიალვი კომფორტის გრძნობით მეძინა , ახლა კი გაასმაგებული მაქვს ეს გრძნობა ნეტავ რატომ - მხრები აიჩეჩა მან - სანამ ერთად არ ვიქნებოდით - ხელების ქნევა დაიწყო , რომ აეხნა ხელებით ერთად ყოფნაში რას გულისხმობდა , მოხარხარეს კი სიცილით გაკრა მხარი - ანუ სანამ ჩვენ ერთად ვიქნებოდით ...
-ანუ სანამ ჩვენ სექსი გვექნებოდა - დაეხმარა ცოლს სიცილით .
-მანამდეც მქონდა ეს შეგრძნება - ისევ მიადო მხარზე თავი ქმარს და ისევ აჩქარებულ გულს გაბადრულმა დაუგდო ყური , ერთმანეთის შეხებაზე ისევ , რომ უვლიდათ ჟრანტელი და ისევ , რომ უჩქროლდებოდათ გული ,ამ გრძნობაზე მეტად არაფერი აბედნიერებდათ .
-იმიტომ , რომ მე ჩვენი ქორწინების პირველივე დღიდან შენთან ვიწექი - გაუღიმა ცოლს და გაუცინა.
-რა ? - თვალები ჭყიტა უცებ ამაშუკელმა და ქმარს უფრო გაბადრულმა შეხედა.
-ხო რა , არასდროს მითქვამს , რომ ბავშვობიდან მიყვარდი ?
-რაა ? ბავშვობიდან როგორ , კი მაგრამ ... მე ხომ ქორწილის დღეს გაგიცანი შენ - ალუღლუღდა დაბენული .
-ნწ - თავი გააქნია ბედნიერი ღიმილით მომზირალმა სვანმა - ჩვენ მაშინ გავიცანით ერთმანეთი , როცა მამაჩემმა მამაშენი პარკში ნახა .
-ზოოპარკში - წამოიძახა და გაიხსენა ის ერთადერთი შემთხვევა , როცა მამამისმა წაიყვანა პარკში სათამაშოდ .
-ასე ადვილად გაგახსენდა ? - გაუცინა ცოლს.
-კი ერთადერთხელ მოხდა ეგ - მხრები აიჩეჩა და გაიცინა - შენ რა მადედან გიყვარდი ?
-ხო ! - მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე და გაბადრული სახით მომზირალი ცოლი უფრო აიკრა სხეულზე .
-მეამაყება , რომ ასეთი ქმარი და შვილების მამა მყავს და , რომ ასეთი ადამიანი მიყვარს - გაჯგიმულმა თქვა და მის კისერში ჩამალა ცხვირი , საყვარელი სურნელი კი ისე შეისუნთქა როგორც მამაკაცი ისუნთქავს მისთვის საყვარელი ქალის , მანიკას სურნელს ყოველ წამს .
-მეც მეამაყება , რომ ასეთი ცოლი და შვილების დედა მყავს და , რომ ასეთი ადამიანი მიყვარს ! - ცოლი სიცილით მიიხუტა და შუბლზე აკოცა .
-უზომოდ მიყვარხარ !
-მეც !
დასასრული ...
ესეც ასე , ესეც ჩემი ბოლო ისტორია ...
რამდენიმე თვიან ტაიმაუტს ვიღებ ...
მიყვარხართ ყველა და გამახარებთ თუ თქვენს აზრს დააფიქსირებთ კომენტარების სახით , ამ ისტორიის და საერთოდ ყველა ჩემი იმ ისტორიის შესახებ რაც კი წაკითხული გაქვთ ...
მიყვარხართ და მომენატრებით !
აირჩიე სტიკერი ან ემოცია



№1  offline წევრი დადუ♥♥

Sityvebi ar myofnis iseti kargi xar!!!her esmotxroba com iyo ragac saswauli DA sheni wina motxrobebi com saertod ..verc ki avgwer use momwons sheni naeerebi imedia male dagvibrundebi axali istoriiit wamratebrbi <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

უბრალოდ არვიცი რა ვთქვა იმდენად ვისიამოვნეე <33 ძაააან მაგარი იყო <3 ძაან მაგარი ხააარ <3

 


№3  offline წევრი casas

რა კარგი იყოო..როგორ მომწონს შენი ისტორიები.ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ ხოლმე...იცოდე მალე დაგვიბრუნდი ***

 


№4  offline წევრი dakuna

ძალიან მაგარი ისტორიები გაქვს და ეცადე რაც შეიძლება მალე დადო სხვა ისტორიები :* ;)

 


№5  offline წევრი achi

აუუუუ ძააააანნ ძააან მაგარიიიი იყოოო კიდე მინდა ასეთი ისთორიებიიიი love love feel request love

 


№6 სტუმარი Guest Mancho

ძაან კაი

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

თბილი ტკბილი და საამო იყო ეს

 


№8 სტუმარი სტუმარი Lia

Sauketeso istoriaa.
Shen ukargesi .❤❤❤

 


№9 სტუმარი Manana

Ramdenjer wavikitxe satvalavi ameria magaria

 


№10 სტუმარი სტუმარი ანი

აუუ ძაან მაგარი იყოო ლამის შემიყვარდა ეკე❤❤

 


№11 სტუმარი თეკო მ.

ე.ი ვკითხულობდი და მოლოდინი მქონდა, რომ რაღაც ცუდად დამთავრდებოდა იმიტომ, რომ თითქმის ყველა ნაწარმოები მთავრდება ტრაგედიით.
ვერც კი წარმოიდგენ როგორ მესიამოვნა ბედნიერი დასასრული. ^^ კარგი იყო ნამდვილად

შევცვლიდი ჟარგონებს. (ზოგიერთი ზედმეტად მომეჩვენა)
კარგი იქნებოდა რედაქტირება (უკეთესად რომ იკითხებოდეს)

 


№12  offline წევრი Gelo-mgelo

ძაგან მაგარი იყო

 


№13 სტუმარი ლილიანა,

კარგი სიუჟეტია. უბრალოდ ბევრი შეცდომაა, როგორც მექანიკური ისე გრამატიკული. ზოგან, დიალოგების დროს,ვერ გაიგებ ვინ ვის ესაუბრება. თუ გრამატიკულად გამართავ, და ემოციურად, ძალიან კარგი იქნება.

 


№14 სტუმარი სტუმარი მარინა

ძალიან მომეწონა.სიამოვნებით წავიკითხე.უმაგრესია.დიდებულია.დაგილოცავ მუზას,ნიჭს და კალამს.

 


№15 სტუმარი სტუმარი ირმა

საუკეთესოა

 


№16 სტუმარი სტუმარი მზია

საინტერესოა გმადლობთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent