ქარის მოტანილს ქარი წაიღებს (მეორე ნაწილი სრულად)
ჟრუანტელი. სხეულმა პულსის აჩქარება იგრძნო. შედარებით სწრაფად ფეთქავს გული . ისე ამეწვა კანი... თითქოს ცხელი ლავა გადმომასხეს. გამეტებით სცემდა საკუტარი სხეულის ძლიერი ნაწილი. რამდენიმე ნაბიჯი მაშორებს მას... შორიდან ვუცქერ, ვხედავ ყველასგან მოშორებით როგორ ზის და ჰორიზონტს გაშეშებული გაჰყურებს. თვალებს ოდნავაც არ ახამხამებს... - როდესაც თვალები გავახილე , ვგრძნობდი თუ როგორ, ჰაერივით მჭირდებოდა შენი ხმის გაგონება , შენი სიცილის და ზოგადად შენი შეგრძნება ... ეს ყველაფერი რაღაც უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ გრძნობა . იმ დღიდან როცა ყველასგან განვიდევნე შენ ისე ძლიერ ჩამკიდე შენი თბილი და ამავდორულად გახურებული თითები , რომ ჩემში მთელი შეგრძნებით გაიჟღინთე. ყველაფერს გპატიობ და ერთადერთი რასაც არ გაპატიებ უშენობა იქნება! - ხმის კანკალით ველაპარაკებოდი და მის უძირო თვალებში ჩავკარგულიყავი . გაოცებული მიყურებდა, თითქოს თავი სიზმარში ეგონა,შემომხედავდა და სხვაგან გაიხედავდა , ცდილობდა რეალობა გაერკვია. ტუჩები აუთრთოლდა , ხელები აუკანკალდა. - აი , თურმე რას ველოდებოდი ჩემი გაწბილებული ცხოვრებისგან. შენ ... შენ ... და შენ !.. აღარ შემეძლო შენს გარეშე , ცოტაც და ნამდვილად ვეღარ დავაღწევდი თავს ამ ჭაობიდან , - სუნთქვა შეკრულმა ჩაილაპარაკა და აკანკალებულ თითებზე მისი გაყინულ და ამავდროულად თბილი თითები ძლიერად მომიჭირა. ამ დღის შემდეგ ყოველდღე ვაკითხავდი. ყველაფერი ვაპატიე. სულაც არ ვარ უთავმოყვარეო,უბრალოდ როცა ხედავ როგორ იტანჯები შენ და შენი საყვარელი ადამიანები რთულია ისევ ისე მყარად იდგე ფეხზე. რამდენიმე დღეში გამოწერენ . ჯერ კიდევ მკურნალობს. თითქოს სულ სხვა განზომილებაში ავღმოჩნდი . ყველაფერი ერთი ხელის მოსმით აირია. *** ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. დღემდე არ ამომდის ჯაბას და ალექსანდრეს შეხვედრა. ვხედავდი ჩემი საყვარელი მამაკაცი მასთან შეხვედრისას წამებში როგორ დაპატარავდა. თითები აუკანკლდა. თვალები ჩაუსიხლიანდა. ალექსანდრე შოკირებული უყურებდა მას. თითქოს საიდანღაც იცნო . ჯაბა გაშაშებული იდგა ,როდესაც ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მისი შვილი. - მამა , - მხიარულად ამოთქვა და მუხლებზე მოეხვია , - გაოცებული მზერა მომაპყრო ჯაბამ ,შემდეგ მთელი სახით გაიღიმა . აი ,ისე , პატარა ბავშვებმა როგორც იციან ,როდესაც მის ოცნებას მშობლები უსრულებენ . ფრთხილად დაიკუზა და ძლიერად ჩაიკრა გულში ალექსი. ცრემლები გვსდიოდა სამივეს. გაუთავებლად საუბრები, ჩამწყდარი ხმით... ამ დღიდან გავერთიანდით... *** ერთ დღესაც , სახლში მარტო ვიყავი . ჯაბა და ალექსი ფეხბურთის სათამაშოდ იყვნენ წასულები . კარზე ზარი იყო , ჯერ არავის ველოდი. გულში უცნაურად რაღაცამ გამკრა. ნელი ნაბიჯით გამოვაღე კარები . ყველაფერს ველოდი ... საერთოდ ყველაფერს მის გარდა. არის მომენტები როცა არ იცი რა უნდა მოიმოქმედო. რა თქვა. - ნუ მიყურებ მასე გაოცებული! აქ სასწაული არაფერი არ ხდება. გავიზარდე...მართალია წლებია გასული,მაგრამ მანამდე ჩემს დანაშაულს ვერ ვხვდებოდი . ალბათ ვიღაც მჭირდებოდა, ადამიანი ვისაც ამ უბედურებას მივაწებებდი ,რომ ჩემი ტკივილი შემემსუბუქებინა,მაგრამ იმდენს ვერ ვხდებოდი ,რომ ვისაც ეს გავუუკეთე უარესად იტანჯებოდა. სრულიად მარტო მიგაგდე , იმის მიუხედავად ,რომ გულში მაინც ვიცოდი ,როგორ უსინდისოდაც გექცეოდი. ამაზრზენი ვარ, მშობლები დავკარგე და ჩემი დის სამუდამოდ არ ნახვას საკუთარი სურვილით მოვაწერე ხელი. უშენოდ ირგვლი მდუმარეა ყველაფერი. ჩემთვის იმ წამიდან გაირინდა სამყარო როცა წახვედი ... უამრავი დარტყმა მოგაყენე, განსაკუთრებით მაშინ მშობლების დაკრძალვაზე ფეხი რომ არ დაგადგმევინე. თითოეულ ადგილს ვაკვირდებოდი,მაგრამ ვერსად გხედავდი . თითქოს მიწამ ჩაგყლაპა. შენთან მოსვლას ვერ ვბედავდი. ახლა თითქოს ჩემი ტალღები ნელა მოიპარება შენსკენ და გთხოვს ,რომ ჩემში ისევ ისე შემოცურო. საკუთარ დას ერთადერთი თავშესაფარი წავართვი იმის გამო ,რომ არ დავტანჯულიყავი , არა და პირიქით მოხდა. უშენოდ ყველაფერი დაიღალა. მე სხვა ნაპირზე ვარ, შენ -კი შორიდან , მეორე ნაპირიდან გიცქერ. - ცხოვრებაში არაფერი ტყუილად არ ხდება. ეგ ჩვენი ბედისწერა იყო . ჩემგან შენი ნაპირი ერთ ნაბიჯშია , - მთელი ძალით ჩავიკარი გულში . მისი ცრემლები ჩემს ზურგზე ეცემოდა, ხოლო , ჩემი მის მხრებზე , - ნუ იტანჯავ თავს , მე შენ არაფერში გადანაშაულებ. ხომ იცი რომ მასეთი არ ვარ . მეგონა ეს დღე აღარადროს იქნებოდა . ჩავთვალე ,რომ სამუდამოდ დაგკარგე. - იცი ,როგორ მიჭირდა... შენ ჩემი მეორე დედა იყავი ყოველთვის. - საიდან მომაგენი? - ჯაბადან. - ჯაბა? - გაოცებული მზერით შევხედე. - ჰო , მან ყველაფერი იცის. სწორედ მის ხელში ვარ აქ, თორე მე ალბათ ვერც ვერასდროს გავბედავდი შენთან მოსვლავ. ჯაბა ,ალექსი და ჩემი ქმარ-შვილი არიან ერთად წასულები. ვიცი ,რომ მათ შესახებ ყველაფერი იცი , - კარზე ისევ ზარია. ბიჭები შემოლაგდნენ ოთახში და ნელ-ნელა ყველაფერი ახმაურდა... *** დილაა , მე კი წვიმის ლანდივით ავყოლილვარ გრძნობებს... ღია ფანჯრიდან ჩიტების ჟღურტული მესმის . ამ წამს ისეთი ბედნიერი ვარ... მგონი ამად მიღირდა ყველა ის წუთი, რაც განვიცადე. მთელი სხეულით ზედ ავეკარი და უსასრულობაში გადავიკარგე. ბედნიერებას საზღვარი აღარ აქვს . ჰორიზონტს გავცდი და სადღაც უსასრულობაში გადავიხლართე , ღრმად ჩავიძირეთ და ამ სამყაროდან ცოტახნით შორს წავედით. ხანდახან საჭიროა მიგატოვენ ,რომ დარწმუნდე მათ მნიშვნელოვნებაში...წლების წინ დედამ მითხრა ერთხელაც ყველაფერი უკან ბრუნდებაო. უბრალოდ იმდენად ძლიერი უნდა იყო ლოდინი ,რომ შეძლოო. .. ზუსტად ესე, ერთხელაც იღვიძებ და ხვდები, რომ მისი ჩრდილის გარეშე აღარაფერი იქნება. იპოვე და მორჩა!.. ერთ დღესაც მოხდება ისე რომ წყვდიადი გაიფანტება. დაბურულ ცას რაღაც ვეებერთელა სხივი გააფერადებს. განათდება და გათბება ცხოვრება . როდესაც ჩათვლი ,რომ ყველაფერი დასრულდა მაშინღა მიხვდები ,რომ არაფერი დასრულებულა და ყველაფერი დაუვიწყარი წინ გელის. ყოველი უმცირესი ნაწილაკიც კი ათბობს გულს . სიცივეს ერთხელაც სხვა, ბევრად ნათელი სხივი ჩაანაცვლებს ... არც პატარაა და არც დიდი ნაწილი . ძალიან გთხოვთ თქვენი აზრი დააფიქსირეთ. აღარ განვავრცე , მოკლედ დავწერე რაღაცატომ... არ გადამიხედია და შეიძლება შეცდომები გამეპარა ამიტომაც ბოდიში . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.