შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოწოდებით დედოფალი (თავი 2)


12-07-2015, 21:24
ავტორი აუტანელი
ნანახია 2 174

სვეტამ და გეგამ ჩემი ოთახი მაჩვენეს რითაც აღფრთოვანებული სულაც არ დავრჩი.ლამაზი იყო მაგრამ ისეთი არა როგორიც მე მინდოდა.
- გეგა ეს არის ჩემი ოთახი? უკმაყოფილოთ ვკითხე როცა ოთახში შემიყვანა
-ჰო ესაა..რაიყო არ მოგწონს?
-სიმართლე გითხრა ბიძაჩემთან ბევრად უკეთესი ოთახი მქონდა.
- თუ არ მოგწონს შეგიძლია ჩემს ოთახში გადმოხვიდე..ირონია იგრძნობოდა მის ხმაში..
-არ მინდა დიდი მადლობა ბატონო გეგა..
- კარგი მაშინ მე ქვემოთ ვიქნები და თუ გინდა შენც ჩამოდი ცოტახანში..
-ვნახოთ. გეგა გავიდა თუ არა კვლავ გაისმა კარებზე კაკუნის ხმა, ისევ დაბრუნდა? ნეტავ რაჯანდაბა უნდა? კარები გაბრაზებულმა გავაღე და კარებში ძალიან სიმპატიური ახალგაზრდა ბიჭი დამხვდა მომესალმა და ჩემი ნივთები იქვე დამიდო ოთახში,როგორც მივხვდი იგი საბა იყო და დავითის სახლიდან წამოეღო ჩემი ნივთები.მე მადლობა გადავუხადე და კარები მივხურე.. საწოლზე დავეხეთქე.მხოლოდ ახლა დავიწყე ფიქრი რა გავაკეთე? სრულიად უცხო, უხეშ ბიზმესმენს ცოლად გავყევი? და მერედა გიო? გიოს ხსენებაზე საწოლიდან სასწრაფოდ წამოვხტი..ღმერთო გიო..რა ვუთხრა ახლა? როგორ ავუხსნა ყველაფერი? ტელეფონი რადგან ვერ ვნახე საერთოდ,არ გამხსენებია ალბათ სახლში დამრჩა..რაგავაკეთო? ახსნას ხომ მაინც იმსახურებს? უამრავმა კითხვამ მოიყარა ჩემს გონებაში თავი...ბოლოს გამბედაობა მოვიკრიბე და ქვემოთ ჩავედი გეგა იჯდა და ელევიზორს უყურებდა.როგორ მეთხოვა მისთვის ტელეფონი?მივედი და კატეგორიულად მოვთხოვე
- გეგა ტელეფონი მინდა!
- ბატონო? ისეთი თვალებით შემომხედა კინაღამ გული გამისკდა.
- ხო ტელეფონი მინდა თანაც ახლავე...
- ჯერ მითხარი რაში გჭირდება? დავითმა იცის სადაც ხარ და როგორც ხარ.
- გიოს უნდა დავურეკო
- გიო ვინ არი?
- ახლობელია
- შემთხვევით შენი მეფე ხომ არა?
- ჰო მე ის მიყვარს შენ ვერაფერს დამიშლი გაიგე?
- რა ვერ შეიგნე გოგო ? მე არ მინდოდა შენ გამხდარიყავი ჩემი ცოლი,ეს შენი იდეა იყო,ხოდა ეხლა აიტანე გაიგე?თუ ასე გიყვარდა შენი გიორგი რას მომყვებოდი ცოლად? შენ რა მართლა დაიჯერე რომ დედოფალი ხარ? რომ ამ საქციელით თავი გაწირე? რომ მართლა გადაარჩინე ვინმე? სულაც არ მინდოდა ბავშვი ცოლად რომელიც უნდა გავზარდო.სულაც არ მცალია მამობისთვის ისედაც უამრავი საქმე მაქვს. გეგა ყვიროდა და მე იგი ასეთი გაბრაზებული არასდროს მენახა..თუმცა როდის ვნახავდი პირველივე დღესვე გავყევი ცოლათ.მხოლოდ ეხლა დავფიქრდი და ვინანე ჩემი საქციელი..ღმერთო რა სულელი ვარ.თავი ვეღარ შვიკავე და ჩემი მწვანე თვალებიდან ცრემლებმა დაიწყეს დინება...გეგა უცებ გაჩერდა და მომიახლოვდა.
- ანა ძალიან გთხოვ გაჩერდი კარგი? არ იტირო არ გიხდება.აი ტელეფონი სულ შენ გქონდეს გჩუქნი.მე ახალს ვიყიდი.იგი კიდევ უამრავ რაღაცას მეუბნებოდა რაც სართოდ არ მესმოდა..ისე განწირული ვსლუკუნებდი.ნელა მომიახლოვდა ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა.
- ხელი გამიშვი!ვიკივლე განწირულმა..არ მომეკარო გაიგე? მე სახლში მივდივარ! ვთქვი და ოთახში ავირბინე..გადაწყვეტილი მქონდა სახლში ბიძასთან დაბრუნება ახლა იგი ერთადერთი ადამიანი იყო ვისი იმედიც უნდა მქონოდა..მაგრამ არ ვიცოდი როგორ მივსულიყავი სახლში ტელეფონიც კი არ მქონდა რომ დამერეკა დავითთან.ხვალ საბას დაველაპარაკები იქნებ რამე მოახერხოს და აქედან გაღწევაში დამეხმაროს.ამ ფიქრებში გართულმა საწოლსა და კედელს შორის მაზილს შუა მოვკალათდი და თვი ხელებში ჩავრგე თან დავიწყე ფიქრი როგორ გამეღწია აქედან.კარებზე კაკუნის ხმა გაისმა არ გავაღე..ისევ განმეორდა მე კი თითქოს არ მესმოდა მხოლოდ ვფიქრობდი
- ანა გეგა ვარ შეიძლება შემოვიდე? ხმა არც ამჯერად გავეცი..უცებ კარები გაიღო და ჩემს წინ აისვეტა..ხელში წითელი ყუთი ეჭირა..
-ანა ეს შენთვისაა..გაღიმებას შეეცადა. ხმას არც ამჯერად გამიცია..
- კარგი მაშინ მე წავალ...ყუტი საწოლზე დადო და წავიდა...არვიცი რამდენ ხანს ვფიქრობდი გამეხსნა თუ არა ყუთი..ბოლოს ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავხსენი თვალებს არ ვუჯერებდი...ყუთში ულამაზესი დიადემა იდო...ბარათთან ერთად "მოწოდებით დედოფალს,ყველაზე ცუდი მეფისგან"..გამეღიმა მაგრამ მან მაინც ვერ შეძლო გადავეფიქრებინე რომ ისევ ამ ჯოჯოხეთში დავრჩენილიყავი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent