შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხსნელი 7


12-07-2015, 22:46
ავტორი dona gedi
ნანახია 2 827

ელის დაბადების დღისთვის ყველაფერი მზად გვქონდა მე და თორნიკეს. ღამით წაიყვანა ელი ტბის სახლში, რომელიც თორნიკეს ერგო. პირევლად იქ გამოუტყდა სიყვარულში თორნიკე ელის და ხშირად მიდიოდნენ იმ ადგილას, მაგრამ ახლა იქაურობა სულ სხვანაირად მოვაწყეთ, სახლი სანთლებით და ყვავილებით გადავავსე და მაგიდაც ლამაზად მოვრთე. თორნიკემ როგორცკი დამირეკა მალე მოვალთო მაშინვე ჩავჯექი მანქანაში და დავიმალე გზის იქით. მათი მანქანა რომ დავინახე და თვალს მიეფარნენ თონიკეს წარმატებები ვუსურვე მესიჯით, ტელეფონი შევინახე და მანქანა დავძარი. სახლში მივედი და სიცარიელე და სევდა ერთად დამეტაკა. მალე მომიწევდა მარტოობასთან შეგუება. დივანზე მოვკალათდი და ტელევიზორი ჩავრთე. გამაღიზიანა და გამოვრთე, არც კომპიუტერმა მიშველა, არც მუსიკამ და ტელეფონი ავიღე. ის იყო ანდრიასთვის უნდა დამერეკა რომ მესიჯი მომივიდა. <<აივანზე გამოდი>> ჟაკეტი მოვიცვი და გავაბოტე, უკვე ღამე იყო და ქუჩა ჭრელი შუქებით გაენათებინათ. დაბლა ბევრი ბავშვები იდგნენ, ჩემი აივნის ქვევით კი ანდრია დავლანდე და უფრო მოვიხარე რომ კარგად გამერჩია. ის კი მიცინოდა და ამომძახა:
_ცაში აიხედე ანასტასია.
მეც მას დავუჯერე და წამით გავშტერდი, მერე კი სახე გამებადრა. ცაში ცითელი და თეთრი ფრანები აეშვათ. ანდრიას ხმამ რეალობასთან დამაბრუნა.
_ანა, გესმიის? ანა! ჩამოდი ჩემთან.-წამით გავშეშდი, მერე კარს ვეცი და ლიფტში შევვარდი. ანდრიასკენ გავიქეცი, უნდა ჩავხუტებოდი მაგრამ ამიტაცა და დამაბზრიალა. მერე ნელა დამსვა და მომეხვია.
_არ მინდოდა თავი მარტოდ გეგრძნო, თორნიკემაც იზრუნა ამაზე.. გინდაა ჩემთან ერთად გაუშვა ფრანი?-მიჩურჩულა ყურში. ისეთი თბილი ხმა ჰქონდა.. მხოლოდ თავის დაქნევა მოვახერხე ემოციებისგან აფანტულმა და ფრანი გამოვართვი. მან ცეცხლი მოუკიდა და დამეხმარა რომ ჰაერში ასულიყო.
_გაუშვი, უკვე ადის. აი ასე. -ბუტბუტებდა და თან მაკვირდებოდა. ახლა მხოლოდ ჩვენი ფრანიღა მოჩანდა კარგად. ისევ მოვეხვიე და თავი მის კისერში ჩავრგე.
_შენ წარმოუდგენლად კარგი ხარ. მიყვარხარ ანდრია.-ვუთხარი და მის ბედნიერ მწვანე თვალებს ჩაშტერებულმა ვიგრძენი როგორ ამიტაცა კვლავ ხელში.
_შენ განსაკუთრებულად კარგად ამბობ მაგ სიტყვას. მოდი ჩემთან. -გულზე მიმიკრა და მაკოცა. მისი მაჯა ჩემს კანს ეხებოდა, ვიგრძენი როგორ აუჩქარდა პულსი და ჩემიც აიყოლია.
_ამაღამ არ დამტოვო.-ამოვთქვი ბოლოს.
_თანახმა ვარ.-შემომცინა გაბადრულმა.
_რა მეშველება მის გარეშე.-ამოვიოხრე და ჩემი ოთახის კარი მივხურე. ანდრია ჩემ საწოლზე მოკალათდა ამომხედა.
_კარგი რაა, ასეთი სუსტიც არ ხარ. ჩხუბს მშვენივრად სწავლობ და სახლში მარტო დარჩენის გეშინია?-საკუთარ ხუმრობზე გაეცინა და ჩემი უემოციო გამომეტყველება რომ დაინახა უცბად დასერიოზულდა.
_ნუ ნერვიულობ, როცა მოგინდება მაშინ მოვალ ხოლმე. ისინიც ხშირად მოვლენ.
_მარტო დარჩენა არ მადარდებს, ის ყველა წვრილმანში დამაკლდება, მე კი ამისთვის ზედმეტად ეგოისტი ვარ.-დავამთავრე სიტყვა და მის გვერდით მივჩოჩდი. ხელი მომხვია და გულზე მიმიხუტა.
_რაღაცეებთან შეგუება ყველას გვიწევს. მიეჩვევი.
აღარაფერი მითქვამს, ის თმაზე მისვამდა ხელს და მალე ჩამეძინა. ღამით ძილბურანში ვგრძნობდი მის სხეულს ჩემს გვერდით და მთელი ძალით ვებღაუჭებოდი მაისურზე. შუაღამის მერე მკვდარივით გავითიშე და აღარაფერი გამიგია. დილით რაღაც უსიამოვნო გრძნობამ გამომაღვიძა. ვერ ვსუნთქავდი და თავზე რაღაც მძიმე მედო თან კანზე მერჭობოდა. თვალები გავახილე და ანდრიას კანი დავლანდე. ჩემ ლოყაზე დაედო თავის წვერიანი ლოყა და ჩემი ცხვირი მის ყელში იყო გაჩხერილი, ამიტომაც ვერ ვსუნთქავდი. ერთი ამოვიოხრე და ფრთხილად გამოვაცურე თავი, მაგრამ მაინც გაეღვიძა. რომ დამინახა გაეღიმა და მერე თავისთვის ჩაიბურტყუნა:
_წვერი უნდა გავიპარსო თორე შენი ლოყა დავაზიანე.
_არა, წვერი არ გაიპარსო თორე საერთოდ აღარ გაგცემ ხმას. პატარა წვერი გაქვს დიდი ხომ არაა და დაანებე რაა თავი.
_შენი საბრალო ლოყა?-თვალები აუციმციმდა.
_ყოველთვის ჩემ ლოყაზე ვერ დაიძინებ, ასე რომ ეგ პრობლემას არ წარმოადგენს.
_მე წინააღმდეგი არ ვიქნები რომ ყოველთვის დავიძ... -ტუჩებზე ხელი ავაფარე რომ ვერ დაემთავრებინა სათქმელი, მოწყვეტით ვაკოცე ყელში, მერე კი საწოლიდან გამოვძვერი და აბაზანისკენ გავწიე. შხაპი მივიღე პირი დავიბანე და უკან დავბრუნდი. ის ისევ იწვა და თვალები ეხუჭა. აღარ გავაღვიძე პირდაპირ სამზარეულოში გავაბოტე და სველი თმა ჩამოვიშალე რომ გამშრალიყო. სანამ საუზმე მოვამზადე ანდრიაც გამოვიდა. ნახევარ საათში სამსახურში გავაცილე და მეც დავიწყე გამზადება, შუადღისას ერთი ლექცია მქონდა და უკან რომ დავბრუნდი ელი სახლში დამხვდა. რამდენიმე საათი გაუჩერებლად ვალაპარაკე. ასეთი ბედნიერი ჯერ არ მენახა და მეც გადამედო მისი ემოციები, მაგრამ წუწუნს მაინც ვასწრებდი იმის შესახებ, რომ მალე დამტოვებდა. ჩემი ამბების მოყოლის ჯერი რომ დადგა ანდრიამ არ მაცადა:
_ანა, სად ხარ არ მოდიხარ ვარჯიშზე?
_სულ დამავიწყდა, უკვე დროა?-ჩავძახე ტელეფონში.
_კი ნახევარი საათია გელოდები.
_ქარბორბალასავით დაგატყდები თავს, ნახევარ საათში ოღონდ.-ვუთხარი სიცილით და ისიც მაშინვე მიმიხვდა.
_ელი მოვიდა?
_კი და ენებს ვერ ვაჩერებთ. მაცადე ცოტახანს დაქალით ტკბობა, ხომ იცი რომ მალე გამიფრინდება ბუდიდან.
_ნახევარ საათს არ გადააცილო. -ვითომ გაიმკაცრა ხმა.
ლაქლაქით რომ დავიღალეთ ანდრიასკენ გავეშურე. გზაში საწვავისთვის გავჩერდი, რიგი იყო. გარეთ რომ გავიხედე გაწითლებულ ცას ვკიდე თვალი. მანქანიდან გადმოვედი და დაისის ყურებით ვტკბებოდი. ფეხის ხმა მომესმა და უკან მივიხედე. მაღალი გამხდარი ბიჭი ამომდგომოდა, უკვე გვერდით. გამიღიმა და ხელი გამომიწოდა.
_მე ლუკა ვარ. დაგინახეთ ამ სისხლისფერი ფონის წინ რომ იდექით და თავი ვერ შევიკავე არ მოვსულიყავი.
_ანასტასია.-ხელი ჩამოვართვი._სილამაზით ტკბობა შორიდანაც შეიძლება.-წავკბინე მე.
_დიხ, მართალი ხართ, მაგრამ ადამიანები ხომ მუდამ ცდილობენ მიუწვდომელთან მიახლოებაზე.
_და ხშირად კარგავენ უკვე მისაწვდომს. -დავასრულე აზრი.
_ეს უკვე ადამიანზეა დამოკიდებული.-შემისწორა ლუკამ, რომლის თვალებიც ახლა მოხვდა ჩემი ყურადღების ცენტრში და უცნაური შეგრძნება დამიტოვა. მონაცრისფრო თუ არც კი ვიცი რა ფერი იყო მისი თვალები. _მე ფოტოგრაფი ვარ და ამ კადრს ხელიდან ვერ გავუშვებდი. თქვენი ფოტო სავარაუდოდ ჩემს გამოფენაზე მოხვდება, მოხარული ვიქნები თუ მეწვევით.
_დიდი სიამოვნებით. -მან მისამართი და დრო მითხრა და მეც დავემშვიდობე ახლად გაცნობილ ფოტოგრაფს. ის ისვე იდგა და მიყურებდა. ანდრიასთან სანამ მივიდოდი მთელი გზა ელიზე და მის მომავალზე ვფიქრობდი და უნებურად მეღიმებოდა. ამავე სახით გადმოვედი მანქანიდან და კარში გამოსულ გიორგის მოვეხვიე.
_სად არის ანდრია?
_დარბაზშია, იქ გელოდება. ჩვენ ვეღარ გაგვიძლო და გაგვექცა.-ახითხითდა ძმაკაცი და ჩვენკენ მომავალ ანდრიას გახედა. სახე დაბღვეროდა და მე რომ შემამჩნია გაიბადრა.
_ხოდა გირჩევნიათ ჭკვიანად მოექცეთ ჩემ ბიჭს, თორემ უკვე მეც ვისწავლე რაღაცეები და საშიში ვხდები.-თვალი ჩავუკარი და ანდრიასკენ წავედი. გიორგი ხითხითით შევიდა სახლში. ანდრიამ კი დამაბზრიალა ზურგზე მომიგდო და დარბაზისკენ „წამიღო.“
_რამდენჯერმე დავეცი. ერთ ილეთს ვერ ვსწავლობდი და ბოლოს დაღლილობამ და სასოწარკვეთამ თავი იჩინა და ისე დავენარცხე დაბლა რომ ანდრიაც გადავიყოლე და კინაღამ ცომივით გავბრტყელდი. სიცილითა და ტკივილით ვკვდებოდი, ის ჯერ გაფართოებული თვალებით მიყურებდა და რომ მიხვდა საშიში არაფერი იყო ფხუკუნი წასკდა.
_დღეს გვეყოფა თორე შეიძლება გაგაბრტყელო.-ძლივს ამოთქვა სიცილში და ჩემს გვერდით გაწვა.
_შეიძლება ხვალ საღამოს შევისვენოთ ? ან საერთოდ რა გეგმები გაქვს ხვალ?
_კარგი. თუ საერთოდ აღარ გინდა არ დაგაძალებ. 5მდე ვმუშაობ, მერე მცალია.
_არა უბრალოდ ცოტა სუსტად ვგრძნობ თავს, ხომ ნახე დღეს რამდენჯერ დავეცი.-ჩამეცინა._მაშინ საღამოს გამოგივლი და..-სიტყვა გამიწყდა და ისევ გამეცინა, ანდრია გაკვირვებული მომჩერებოდა._დამავიწყდა, მინდოდა კინოთეატრში წამეყვანე მაგრამ შენ ხომ აქ გაქვს კინოთეატრი.-დავამთავრე სათქმელი და გამხიარულებულ ანდრიას მივაჩერდი.
_აქ უფრო კარგად მოვეწყობით მარტოები,-თვალი ჩამიკრა და ჩემსკენ გადმობრუნდა._ რომელი ფილმი გინდა მითხარი და თუ არ მაქვს გავაჩენ.-მითხრა სიცილით.
_შენ აარჩიე, ოღონ ნაყურები არ უნდა გვქონდეს არცერთს და იდიოტური რომანტიული რაღაც არ გვინდა. ტრიდეს რომ შეეფერებოდეს ისეთი. რომ ჩაგვითრიოს.
_არადა გოგოებს ხომ გიყვართ რომანტიული იდიოტობები?
_ეგ შეიძლება მაშინ როცა შეყვარებული არ ხარ, ან როცა მარტო ხარ და სისულელეების ყურება გინდა.-ვუთხარი სიცილით._თუმცა ყველა გოგო ერთნაირი ხომ არაა.
_ადექი.-წამოდგა და ხელი გამომიწოდა. ჩავეჭიდე და გავყევი._რატომ გრძნობ თავს სუსტად?
_არ ვიცი, ალბათ გადავიღალე. არაფერია გაივლის.-დასამშვიდებლად მხარი მსუბუქად გავკარი და სამზარეულოში მასთან ერთად შევაბიჯე. გამაჩერა და ხელებით უკან გამწია. თავიდან ფეხამდე რამდენჯერმე ამათვალიერა და სკამზე დამსვა.
_რა დასკვნა გამოიტანე?-ვკითხე სიცილით როცა ჩემს თვალიერებას მორჩა და თმა ჩამოვიფარე რომ ჩემი აწითლებული ლოყები არ შეემჩნია.
_როცა გაგიცანი უკეთეს ფორმაში იყავი.-თქვა მოღუშული სახით და მაცივარი გამოაღო. მეწყინა მაგრამ ვეცადე დამემალა და საკუთარი თავი გავკიცხე, მეგონა თავს ახლა უფრო ვუვლიდი ვიდრე მის გაცნობამდე.
_მაინც რა მქონდა უკეთესი?-ჩემი ხმა არ მეცნო, გამბზარვოდა. რა გულუბრყვილო ვარ. გავიფიქრე და უფრო მომეშალა ნერვები.
_წონა.-თქვა და მაცივრიდან პროდუქტების გამოლაგებას მოჰყვა._ძალიან გახდი და ეს ჩემი ბრალია, ვარჟიში გასუსტებს, მე კი ახლაღა მივხვდი ამას.
- რა თქმა უნდა, როგორ ვიფიქრე რომ ჩემით იყო უკმაყოფილო, ის ხომ ყველაფერში თვითონ იდანაშაულებს თავს. გულზე მომეშვა რომ მხოლოდ ჩემი სიგამხდრე იყო იმ სიტყვების მიზეზი და ამოვიოხრე. მან კი სიტყვა განაგრძო:_შენ კი ყველაფერი გულზე ნუ გხვდება, კინაღამ ტირილი დაიწყე.
_შენ კი ყოველთვის თავს იდანაშაულებ.-გამოვაჯავრე მე.
_ორი გამოუსწორებელი.-ჩაიცინა და ბლენდერთან მივიდა.
_იქნებ შენ გოგოსაც გაუმხილო რას აკეთებ?
_ჩემი ქალბატონი ამას მაშინ გაიგებს, როცა მე მოვინდომებ.-გამომაჯავრა და ნაყინის კოლოფი და კოვზი გამომიწოდა._მიდი ამაში ამოიღე და მერე მე მომეცი.-დავემორჩილე და თან თვალი გავაპარე რას აბლენდერებდა, მაგრამ ისე გადაფარებოდა ყველაფერს, ვერაფერი დავინახე.
_პიცას შეჭამ?-მომიბრუნდა უცბად.
_და ნაყინი?-ვიკითხე გაკვირვებულმა. მან კი სიცილი დაიწყო.
_პატარა ხარ. საჭმელს შენც ტკბილეული გირჩევნია. ჯერ ვჭამოთ და მანამდე ჩემი ნახელავიც ჩაცივდება.-უკვე გამზადებული პიცა გამოიღო მაცივრიდან, ჰაერღუმელში შედგა და ნაყინი ამაცალა რომლის ამოღებაც დავამთავრე და ჭამაზე გადავედი. 4 დიდი სანაყინე გადმოიღო და ნაყინი და დაბლენდერებული მასა აურია, მერე საყინულეში შედგა და მე მომიბრუნდა. კოვზი გამომაცალა პირიდან და ნიჟარისკენ წავიდა, უცბად მობრუნდა და ჩემი ნაყინიანი ტუჩები თავისას მიაწება. ვერფერი მოვიაზრე. ბოლოს გაიშვა და ანთებული თვალებით დამაჩერდა.
_თავს ვერ ვაკონტროლებ, განსაკუთრებით როცა ნაყინიანი ტუჩები გაქვს.-თავისი გამაგიჯებელი ღიმილით ჩაიღიმა, იცოდა როგორც მოქმედებდა და იყენებდა კიდეც.
_ჯობია პიცას მიხედო, დაწვავ.-გამოვაჯავრე დაბნეულმა და თვალი გავაყოლე. დაბლა ბიჭების ხმა გაისმა, ანდრიამ კი წაიფხუკუნა.
_ეხლა ნახე. -მომიბრუნდა და თვალი ჩამიკრა. პიცა ხმაურით შედგა და ხმაურითვე მიხურა ღუმელის კარები. მერე თეფშები და ჩანგლები აახმაურა და თვალებით მანიშნა კარისკენ გაიხედეო. წამში შიგნით გაჩნდნენ ბიჭები და მე და ანდრია ამას სიცილით შევეგებეთ. სანდროს და ნიკას მოვეხვიე და ჰაერღუმელისკენ წასულ გიორგის გავაყოლე თვალი.
_მარიამი როგორაა?-ვკითხე ნიკას.
_კარგადაა ეხლა ნახევარ საათში უნდა წავიდე და ვნახო, ხვალ მოვიყვან და ნახე გინდა?
_კი, ერთი თვე იქნება უკვე არ მინახავს, მომენატრა.
_ეყოფა რაა კარგი სუნი აქვს უკვე.-წუწუნებდა სანდრო. ანდრიამ კი სამზარეულოდან გააგდო რომ თავიდან მოეშორებინა.
_წადი რამე ფილმი აარჩიე და ვუყუროთ. იქ ჩამოვიტანთ ყველაფერს.-გასძახა ძმას, გიორგის კი თეფშები მიაჩეჩა და სანდროს გზას გაუყენა.
_წავალ ძმაო მე, მარიამმა მომწერა გამოდიო. აბა თქვენ იცით ნუ დახოცავთ ერთმანეთს ცოდოა ეს ბავშვი თქვენ ხელში.-გამოაჯავრა ანდრიას და მომეხვია.
_მარიამი მომიკითხე.-სიტყვა დავაწიე მიმავალს, მან კი პასუხად ხელი დამიქნია. ბრახუნის ხმაზე მოვტრიალდი, ანდრია გიჯივით ეცა ონკანს და წყალს ხელი შეუშვირა.
_ამის დედა...-მიხვდა და სიტყვა შუაზე გაწყვიტა. პიცა დავინახე გამოეღო და ალბათ ამ მომენტში მიადო ხელი ცხელ ფორმას. საყინულე გამოვაღე ყინულები პარკში ჩავყარე და მასთან მივედი.
_მაჩვენე.-ძალიან არ ჰქონდა დაწითლებული. ყინული დავადებინე.
_აქ დამელოდე ახლავე მოვალ.-ვუთხარი და დაბლა ჩავედი სირბილით, მანქანიდან ჩემი ჩანთა ავიღე და უკან დავბრუნდი, ის უკვე დაბლა იყო. ჩანთიდან დამწვრობის მალამო ამოვიღე და ხელზე წავუსვი.
_როგორ გეტყობა რომ ექიმი ხარ.-მხიარულად შემომცინა.
_მიდი ქვევით ჩადი და მე ჩამოვიტან პიცას. ვუთხარი და ხელით ვუბიძგე წასულიყო.
პიცა დიდ თეფშზე გადმოვიღე და პატარა სახლის კინოთეატრში ჩავედი. კინაღამ თეფში გამივარდა.
_ელი აქ რა გინდათ?-შევძახე და ელის და თორნიკეს მივაჩერდი.
_გეგონა უჩემოდ გართობის უფლებას მოგცემ?-გამომაჯავრა ელიმ და პუფში მოთავსდა.-ანდრიამ იცოდა რომ ელის ვერ ველეოდი, განსაკუთრებით ახლა, როცა მალე დამტოვებდა და ჩუმად დაურეკა მათ. მის გვერდით მოვთავსდი და მოვეხვიე.
_კიდე ძალიან გეწვება?
_მაკოცე და მომირჩება.-შემომცინა მან. ყელში ვაკოცე ხმაურით და ფილმს მივუბრუნდი.
_იმედია დღევანდელის გამო ხვალინდელ გეგმებზე უარს არ იტყვი?-მიჩურჩულა ანდრიამ.
_დაგავიწყდა რომ ფილმების ჭია ვარ?-ვუთხარი სიცილით.
_ხვალ მხოლოდ ჩვენ ვიქნებით სახლში, სანდროს გავაგდებ.-მომიბრუნდა ცოტახნის შემდეგ.
_მაცდური წინადადებაა, მაგრამ ახლა მაცადე ფილმის ყურება.-გამოვაჯავრე და ეკრანს მივუბრუნდი. უცბად თავში ბალიში მომხვდა. ელი იყო.
_გეფიცები თორნიკემ გესროლა.-მითხრა ხითხითით._არ იცი რომ ფილმის ყურების დროს ჩურჩული არ შეიძლება?
_ანდრია შენი ნახელავი როდის უნდა გამასინჯო?-მივუბრუნდი ანდრიას.
_მოვიტან, გადამავიწყდა.
_შენ არ შეგხვდება ქალბატონო.-ვთხარი ელის და დავეჯღანე.
_მაგასაც ვნახავთ.-არც ელიმ დამითმო.
ანდრია შემოვიდა და ხელიდან გამოვტაცე ლანგარი, მე დავარიგებ მეთქი. მეც მეტი რა მინდოდა, ელი გამოვტოვე.
_ანდრია, უთხარი შენ ლამაზ გოგოს მეც მომიტანოს თორემ..-სიტყვა არ დაამთავრა ელიმ ისე წამოფრინდა ანდრია და ხელიდან გამომაცალა თავისი შემოქმედება.
_ინებეთ ქალბატონო.-უთხრა სიცილით და გაოგნებული ჩემ ადგილზე დამაბრუნა.
_ეს რა იყო?-ვიკითხე მე.
_კარგით რაა ყველა გაჩუმდით თორე გაგყრით აქედან.-წამოიძახა გიორგიმ. ანდრიამ კი თითი ამაფარა ტუჩებზე რომ კიდევ არაფერი მეთქვა. ვიფიქრე მერე მაინც დავაცდევინებ მეთქი და ჩემ სანაყინეს მივუბრუნდი. მისი სიგემრიელისაგან გამოწვეული აღფრთოვანება უნდა გამომეთქვა და ანდრიამ რომ შეამჩნია მაშინვე ტუჩები შემაგება. ნაყინისგან გაციებოდა და ძლივს მოვწყდი. კიდევ კარგი ოთახის ბოლოში ვისხედით და ვერ გვხედავდნენ თორემ კიდევ ერთი ბალიში არ აგვცდებოდა ორივეს. ახლა ანდრია აპირებდა რაღაცის თქმას მაგრამ მე აღარ ვაცადე და ვაკოცე. ამან გააკვირვა, ღიმილი ეპარებოდა ტუჩებში, მე კი მომწონდა ჩუმჩუმელობა. საბოლოოდ ფილმის შინაარსი გაურკვეველი დარჩა ჩემთვის, ანდრიასთვისაც სხვათაშორის. უკანა რიგების ტრადიციის შენარჩუნებისთვის კი რამდენჯერმე მოგვხვდა თავში ბალიში..
მეორე დღეს ანდრიასთან მალე წავედი, მითხრა გასაღებს დაგიტოვებ და სახლში დამხვდიო. ელის ვერაფერი დავაცდევინე გუშინდელ შემთხვევაზე და ანდრია შემოვინახე საამისოდ. რაღაც უცნაურად იქცეოდა ჩემი დაქალი და ვეღარ გამეგო რა ეჭვი უნდა ამეღო ამ ყველაფრიდან. ანდრიას სახლს მივუახლოვდი და სიამოვენბისგან გამეღიმა, როცა გავიფიქრე რომ სამსახურიდან დაბრუნებულს სამზარეულოში უნდა დავხვედროდი, თითქოს მასთან ვცხოვრობ. „მოკეტე“ შევძახე ჩემ მეორე იდიოტ მეს და კარები გავაღე. სამარისებური სიჩუმე არ მესიამოვნა, კარი მივხურე და დავინახე ისრებით გაკეთებული გზა, რომელიც მეორე სართულისკენ მიმითითებდა, მერე კი მესამესკენ.. ანდრიას ოთახს მივადექი და უცბად მივხვდი რატომ დაემორჩილა გუშინ ანდრია ელის. მან იცოდა. მოუთმენლად შევაღე ოთახის კარი და დიდი შუშის კედელთან მდგარი ანდრია დავინახე. ოთახში ბნელოდა, შუშაზე ფარდა ჩამოეფარებინა და შუქი მხოლოდ ოთახშის გარშემო დადგმული დეკორაციული დიდი სანთლებიდან მოდიოდა. ნელა შევაბიჯე ოთახში და სანთლების ყურებაში გართულმა თან ანდრიას მივმართე:
_მალე მოდიო, სახლში დამხვდიო არაა? ამას მიმალავდით? -მივუახლოვდი და მოცინარ თვალებში ჩავხედე.
_არა, ამას.-თქვა და მის მოპირდაპირე კედელზე მიმანიშნა. დანახულმა წონასწორობა დამიკარგა, მისი პორტრეტი იყო, ზუსტად იმხელა რამხელაც ჩემი. გვერდიგვერდ დაეკიდა და ისეთივე ფონში ჩაესვა, როგორშიც ჩემი, ოდნავ მუქი ფერები იყო. ნახატი სულ ახალი ჩანდა, სისველისგან პრიალებდა.
_არ მჯერა.-აღმომხდა და მოვეხვიე._შენ იმდენად.. ზედმეტად კარგი ხარ, ყველაფერს აკეთებ რომ გამაოცო და გამაბედნიერო, იმდენად კარგი ხარ რომ ხანდახან მეშინია არ გაქრე. როდემდე შეძლებ ჩემ გაოცებას?..
_მანამდე, სანამ გეყვარები. ანუ მთელი უსასრულობა. გაითვალისწინე, მე სიკვდილამდე წინააღმდეგი ვარ.
_მეც წინააღმდეგი ვარ. -ვუთხარი და კისერზე ხელები მოვხვიე._მთელი უსასრულობა მეყვარები და იმის მერეც.-დავამთავრე სიცილით და ათრთოლებულ ტუჩებზე ვაკოცე.
_ხომ იცი რომ პირობის შესრულება მოგიწევს?-მითხრა გონება დაკარგულს.
_დღეს ამას ვერ შევძლებ, მთვრალი ვარ.-ავხითხითდი და წინააღმდეგობა არ გამიწევია როცა ისევ გულზე ამიკრა და ჩემი ტუჩებით ტკბობა განაგრძო.



№1  offline წევრი dona gedi

მადლობა ბავშვებო <3 love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent