ფილტვებს ჰაერი ეცოტავებათ, თვალებში როცა მიყურებ (2,3)" />

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფილტვებს ჰაერი ეცოტავებათ, თვალებში როცა მიყურებ (2,3)


13-07-2015, 19:38
ავტორი unworldly))
ნანახია 2 292

" alt="ფილტვებს ჰაერი ეცოტავებათ, თვალებში როცა მიყურებ (2,3)">ფილტვებს ჰაერი ეცოტავებათ, თვალებში როცა მიყურებ (2,3)" width="520" />

ქვემოთ გაღიმებული ჩავედი და მდივანზე მჯდარ ბავშვებს გავხედე.
_აუ მოიხოდეთ რა რა როჟეებით მიზიხართ?
_ხო მიდით რა ააი ზღვაზე გავიდეთ და საღამოს კლუბში.(ტასო)
_ჰე მიდით ეხლა და გაემზადეთ რაც მალე წავალთ მით უკეთესი იქნება.

ყველანი ოთახებში დანაწილდნენ.მეც საცურაო კოსტუმი ჩავიცვი,გამჭირვალე მაიკა და ქვემოთ ჩავედი.უხ ესენი ჯერ კიდევ არ გამოსულან?მკვდარი სულები.ნაუშნიკები(ყურსასმენების ხმარა არ მიყვარს :დ) ავიღე და ჩემი დიოს მოსმენა დავიწყე.
მელოდიას ავყევი და სულ მალე მთელს სახლში ჩემი ხმა ისმოდა.
ვერც კი შევამჩნიე ბავშვები რომლებიც სიცილისგან იკრუნჩხებოდნენ(თავის შექება არ მიყვარს,მაგრამ მართლაც რომ კარგი ხმა მაქვს და კარგად ვმღერი)ეხლა შევამჩნიე რომ მდივანზე დავმდგარიყავი და მთელი ემოციებით ვიქნევდი ხელებს.
_ვაიჰ დედა არაა რააა შენ გადამრევ...აასე როგორ შეიძლება...ხო შეიძლება არაა თავი ოდნავ მაინც მოთოკო როცა მღერი...
_მიდით რა გაიარეთ სანამ დაღამდა.
გარეთ გავყარე ესენი და მე ისევ ნაუშნიკები მოვირგე..რა ვქნა არ ვიყავი დილიდან ხასიათზე რატომღაც.როგორც კი ზღვის სუნი ვიგრძენი ეგრევე გამეღიმა და არც არავის დავლოდებივარ ისე დავიყვირე.
_მე ზღავში შევალ და წასვლას რომ დააპირებთ არ დაგავიწყდეთ.
_ოხ ამას წყალი ანახე და არ უნდა არაფერი
ჩაილაპარაკა ვაკოზე აკრულმა თაკომ.
_ვარლამ შენს შეყვარებულს მიხედე რაა.
_მაიცა მეც შემოვალ.(დემეტრე)
_როგორც გინდა ზღვა დიდია.
ვუთხარი უტეხად და თავით გადავეშვი ზღაში.აი რა მიყვარს და რას მოვყავარ ხასიათზე.ზღვა ჩემი სტიქიაა.ყოველთვსი მშვიდად ვგრძნობ თავს როცა ტალღებს ვუმკლავდები და ყოველ "დამარცხებულ" ტალღაზე საოცარად თვითკმაყოფილი ღიმილი მესახება სახეზე და საოცრად ამაყი ვარ.
უცებ ვერც კი გავიაზრე ისე წავედი ფსკერისკენ,არადა აშკარად რაღაც (ან ვიღაც) მექაჩება ქვემოთკენ.როგორც კი თავი ზემოთ ამოვყავი ჰაერი ხარბად შევისუნთქე.უკან მივბრუნდი და მომღიმარი დემეტრე დავინახე.
_შენ რა საქმე არ გაქვს?
_ნწ არაა.
_ხოდა მიდი და მოძებნე მე კი მაცადე მშვიდად ცურვა.
_იქნებ მშვიდად ჩემთან ერთად გეცურავა.
_შენ ერთად მშვიდად ვერ ვიცურებ ასე, რომ დროზე მოუსვი აქედან სანამ ზრდილობიანად გელაპარაკები.
_ოხ შენ სულ ასეთ ხასიათზე ხარ თუ დღეს გაქ მძიმე დღე?
_ეგ შენი ტ*აკის საქმე არ არის და იქნებ ჩამომეცალო გზიდან, რომ ვიცურაო.
_უკვე სიუზრდელეზე გადახვედი?
_მე გაგაფრთხილე,შენ კი არ გამიგონე ასე რომ რაც დაიმსახურე ის მიიღე.
ეს ვუთხარი და ჩავყვინთე მერე კი გავეცალე და ისევ მშვიდად განვაგრძე ტალღების დამარცხება.
როდესაც სააშინლად დავიღალე მხოლოდ მაშინ ვინებე წყლიდან ამოსვლა და მეც ბავშვებს შევუერთდი.ზედა გადავიცვი და დათოს მივუჯექი გვერდით.
_აბა ჰე იჯერე გული?(დათო)
_თურმე როგორ მომნატრებია.
დათოს ლუდი გამოვართვი ხელიდან..
_ეე ქაჯო დამიბრუნე ჩემია.
_ნწ არაა უკვე ჩემია.
ენა გამოვუყავი და მის დასანახად "მადიანად" მოვსვი.დათომ ბექას გადახედა და თვალი ჩაუკრა.მეც მივხვდი მის მზაკვრულ გეგმას და ლუდი სრულიად შემთხვევით დემეტრეს გადავასხი მე კი მთელი ძალით გავიქეცი...პლიაჟზე მყოფებს კი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით "ვაბიჯებდი" და ისე მივქროდი.მაგრამ უცებ ჰოპ ვიღაცამ "ნახტომში დამიჭირა.ძლიერი მკლავები მომხვია და ზღვაში ჩემთან ერთად გადახტა.იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი რომ აღქმაც ვერ მოვასწარი და სწრაფად ამოვყავი თავი წყლიდან.ისევ დემეტრე უკვე საშინლად გაბრაზებულმა ვუთავაზე მუშტი გვერდში და სულ ლანძღვით ავედი ნაპირზე.
_ეს ცხოველი ჩემს გვერდით არ დავინახო...უხ როგორ მიშლის ნერვებს..
_მაგრამ აღიარე რომ სიმპატიურია
ყურში მითხრა ტასომ.
_ნუუ ცოტათი.
ვუთხარი და გავიცინე.
მზე ჩავიდა და ჩვენც სახლისკენ წავედი. პირდაპირ აბაზანისკენ ავიღე გეზი და 15 წუთში გარეთ ვიყავი.
არა დღეს აშკარად ვერ ვარ ხასიათზე რაღაცა მჭირს.ალბათ წარსულის გახსნებამ იმოქმედა ასე.ნახევარ საათში ბავშვებიც შემოვიდნენ მისაღებში და მდივანზე დაჯდნენ.
_აუუ დღეს ძაან დავიღალე და იქნებ ბარში წავიდეთ და კლუბი შემდეგისთვსი გადავდოთ(ბექა)
_არა რაა შენ რომ სულ ასე "კრისტალს" ბაზრობდე ავშენდებოდით(დათო)
_მე სულ კრისტალს ვბაზრობ უბრალოდ არ მაფასებთ.
შეიფერა ბექამ და სასაცილკოდ გაიჯგიმა..ყველას სიცილი აუტყდა მხოლოდ მე ვიყავი სწერვა როჟით და აქეთ იქეთ ვაცეცებდი თვალებს.
_რა იყო შენ რა გჭირს(ვაკო)
_დილით არ გაგაეღვიძებინეთ და არ ვიქნებოდი ეხლა ესე..ისედაც მეძინება მძლივს ვდგევარ ფესხზე.
_ოო ეხლა არ გაგვიტეხო და წამო.
_და ვინ თქვა რომ არ მოვდივარ?
ვთქვი სიცილით და ფეხზე წამოვხტი.ვსიო რა დროს დაღლილობაა ბათუმი მაქ დასაპყრობი.
_არადა მეგონა შენგან დავისვენებდი.(დემეტრე)
უკვე ზღვარს გადავიდა ამისი საქციელები.
_თუ ეგრე ძალიან გაწუხებ შეგიძლია აა*ვიო აქედან.
_ცოტა ენა დაიმოკლე.
_რას ქვია ენა დავიმოკლო ისე მეუბნები მეგონა დავისვენებდიო ვითომ მე გეტენები და კუდში დაგზდევ.
_შენ გგონია ვერ ვხვდები როგორ ცდილობ ჩემთან დაახლოებას?
_უკვე ზედმეტობ იცი?ხოდა დროზე გამეცალე სანამ ბოლოს მოგიღებ!იცოდე ეს არ გამიჭირდება და იმ ზონამდე ნუ მიმიყვან ერთი მაგრად გაგლანძღო..ეხლაც მხოლოდ იმიტომ ვიკავებ თავს რომ ამათი ძმაკაცი ხარ.მაგრამ თუ ესე გააგრძელებ მაგასაც ფეხებზე დავიკიდებ და ყველას გაწყენინებთ.
ოთახში ავედი და ტანზე გამოვიცვალე.ქვემოთ რომ დავბრუნდი ისინი ისევ ისე იჯდნენ როგორც დავტოვე და ყველა თავის ფიქრებში იყო გართული თან ისე,რომ ვერც შემამჩნიეს.
_აღარ მივდივარ.
ვთქვი ღიმილით თითქოს წუთის წინ არაფერიც არ მომხდარა.
გაკვირვებული სახეებით შემომხედეს და ფეხზე წამოიშალნენ.სახლიდან გავედით და მე როგორც ყოველთვის ეხლაც აფერისტობა დავიწყე.თან დარწმუნებული ვიყავი ამათ მჟავე სახეებს გამოვუკეთებდი.
_აუუ ბექუშ ხო იცი როგორ მიყვარხარ არაა?
ვკითხე და "შრეკის კატის" თვალებით ავხედე.არც შევმცდარვარ ყვლამ გაიცინა..ვერავინ ვერ უძლებდა ჩემს მაიმუნობას სერიოოზული სახით.
_ჰეე პირადპირ მითხარი რა გინდა..
_ჩამოსასხმელი ნაყინი.
წამოვიყვირე და ტაში შემოვკარი.
_შენ რა დაგაჭკვინებს (ვაკო)
_როგორც ვატყობ ამას ქმარი თუ უშველის მარტო თორემ სხვა ვერაფერი ვერ გამოასწორებს(დათო)
_ცდები დათუჩი იქეთ მოვუღებ ბოლოს.
_ოჰოო მომწონს მეე ეს გოგო.
თქვა სიცილით და ხელი გადამხვია.არა ნუ აშკარად საყვარელი ტიპია ჩვენი დათუნა..მის ხეპრე ძმაკაცს კი არ გავს.მაგრამ რაში მაინტერესებს როგორია დემეტრე..ერთი თვაის თავზე შეყვარებული ტიპია.
ბექამაც როგორც იქნა გოგონებს ნაყინები მოგვიტანა და აი ესე გავაგრძელეთ გზა.კაფეშიც სიცილ-კისკისით შევედით და ერთ-ერთ თავისუფალ მაგიდასთან დავჯექით.ოფიციანტიც მოვიდა.
_რას ინებებთ?
_თქვენი არ ვიცი,მაგრამ მე ძალიან მშია.ერთი ცეზარი კრევეტებით და მარწყვის მაჰიტო.(მე)
_მე მხოლოდ კოლა(ტასო)
_რა იყო გოგო ექვსის მერე არ ჭამ?(მე)
_ენას ამოგწიწკნი.რამდენჯერ უნდა გითხრა ნუ ხარ ეგეთი ენამწარეთქო.
_რას ვიზამთ კნუწ სიმრათლე ყოველთვის მწარეა.
_სიმწარეს განახებ მე შენ თუ ჩაგანათებ.
_რატო ასე აგრესიულად?
ვუთხარი და ენა გადმოვუგდე და თან გამარჯვებულმა გავიღიმე რადგან მივხვდი რომ ნერვული სისტემა მოვუსპე.სანამ მე და ტასო "ვიგესლებოდით" ამათაც მიუციათ შეკვეთა.
_მე გარეთ გავალ მოსაწევად.
გარეთ გავედი და სობრანიე ჯიბიდან ამოვიღე.გავუკიდე და ღრმა ნაპასი დავარტყი.ცას ავხედე და მთვარის დანახვისას გამეღიმა,ყოველთვსი მიყვრადა მთვარისთვის ყურება.აი ეხლაც ვერ მივხვდი ისე მოვწიე ერთი ღერი და ნამწვი სანაგვე ურნაში ჩავასრისე.მაგიდასთან დავბრუნდი.
_ხვალ აკვაპარკში წავიდეთ(დემეტრე)
_ხო რა კარგი აზრია(ტასო)
_ხო და თან ბევრი კაი გოგოები იცის აკვაპარკმაო გამიგია(ბექა)
_შენ სულ გოგოებზე როგორ უნდა ფიქრობდე(თაკო)
_აბაა ამან რო ბიჭებზე ფიქრი დაიწყოს კი გვეყოლება თავმოსაჭრელი(მე)
_ლილე ჩემი გოგოა ვსიო(დათო)
_კი აბა რაა,სულ შენი არ ვარ.?
ამ დროს ჩვენი შეკვეთაც მოიტანეს და დაგვილაგეს.მეც გემრიელად შევექეცი.
_ლილე არ გეშინია რომ გასუქდე ამდენს რომ ჭამ?(ემეტრე)
_შენსავით უვარჯიშობისგან ტ*კს კი არ ვისიებ.
ღირსი ვარ ეხლა ამ მწარე ტყუილისთვის ღმერთმა დამსაჯოს და მეხი დამეცეს.აბა ამას რა ეტყობა უმოქმედოდ ჯდომის, ისეთ ტანი აქ კანფეტ.ზურგი გამიხურა ვიღაცის მწველმა მზერამ,რომელიც დიდი ხანია მაწუხებს.უკან მივიხედე და ვის ვხედავ ჯეკო.უხ ეხლა რა დროს ეს იყო.გაიცანით ეს არის ჯეკო გვასალია.მოუშორებელი,მაგრამ აწ უკვე მოშორებული თაყვანისმცემელ.ოღონდ არ მიცნოს ოღონდ არ მიცნოს...მაგრამ სულ ტყუილად მიცნო და ჩემსკენ წამოვიდა.ჩვენს მაგიდასთან გაჩერდა და ხარბი მზერა ამაყოლა ფეხებიდან.ეს ბექას არ გამოპარვია და ყბები ერთმანეთს დააჭირა.
_ოხ ამდენი ხნის მერე ისევ შევხვდით.
მითხრა და გამიღიმა.
_ვახ თვით ჯემალ გვასალია?(თაკო)
შევხედე ჩემს გვერძე მჯდომ ბექას როგორ დაეჭიმა კისერზე ძარღვი.
_როგორ ხარ ლილე?
_გადასარევად ვიყავი სანამ შენ გამოჩნდებოდი.
_რატო ასე მკაცრად?დავიჯერო არც მოგენატრე?
_შენ ბიჭო ჩემი მუშტი ხომ არ მოგნატრებია?
უკვე მისი სითავხედით ყელში ამოსულმა ბექამ დაიღრინა.მეც დასამშვიდებლად ხელი ხელზე მოვკიდე.მაგრამ როცა შევატყვე ჯეკო წასვლას არ აპირებდა მეც გავბრაზდი.
_იქნებ შენით მიხვდე,რომ აქ ზედმეტი ხარ და აორთქლდე აქედან.
_ჩვენ არ დაგვიმთავრებია
უთხრა ბექას და ღიმილით დატოვა აქაურობა.
_მოვკლავ ამ ჩ**ისას..სანამ არ შემომაკვდება არ გაჩერდება.
_კაი ბექა ხო ხედავ რომ მაგდენი შეგნება არ აქვს და გაანებე რა თავი.პრობლემები არ გვინდა.
_ბექას აღარაფერი უთქვამს.
ყველას ხასიათი გაგვიფუჭდა და სახლში წავედით.უკვე ღამის 2 საათი იყო და დასაძინებლად წავედით.დღეს აშკარად მძიმე დღე გვქონდა.ძილის წინ ბექა შემოვიდა ჩემს ოთახში შუბლზე მაკოცა და გავიდა.ცოტა არ იყოს მეუცნაურა მისი საქციელი,მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და დავიძინე.დილით ტელეფონის ხმამ გამაღვიძა ტუმბოზე მოცეკვავე ტელეფონს ხელი დავავლე და ვუპასუხე.
_ქალბატონი ლილე ბრძანდებით?
ეგრევე საწოლზე წამოვჯექი.
_დიახ რა მოხდა?
_მე ჯონი ახალაძე ვარ კლინიკიდან გირეკავთ.თქვენი მეგობარი ბექა ინაური საავადმყოფოშია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში.
ტელეფონი ეგრევე კედელს ვესროლე და მთელი ხმით ღრიალი დავიწყე.
_მოვკლავ..ჩემი ხელით მოვკლავ იმ ნაძირალას...მას რომ რამე მოუვიდეს არ ვაპატიებ!! მოვკლავ!!

P.s.პირველრიგში მინდა ბოდიში მოგიხადოთ გუშინ რომ ვერ მოვახერხე დაწერა...
და საერთოდ არს ფიქრობთ ამ ისტორიაზე ღირს გაგრძელება?


ფილტვებს ჰაერი ეცოტავებათ, თვალებში როცა მიყურებ (2,3)

ფილტვებს ჰაერი ეცოტავებათ, თვალებში როცა მიყურებ (2,3)



ფილტვებს ჰაერი ეცოტავებათ, თვალებში როცა მიყურებ (2,3)[/center]




№1  offline მოდერი D-roni

ar shewkvito torem ar vici ras gizam! ras qvia girls tu Ara ? ratqmaunsa girs ahen tu ase shewkvet kvela istorias egre ver moipoveb xalxis sikvaruls , dzalian kargi xar kovel momdevno tavshi ixvewebi , ar shewkvito ra ❤❤❤ cota es gogo daanaze da kamfeti xar . icode velodebi shemdeg tavs !!!! ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent