შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...ცოლი კომპანიის სანაცვლოდ... (6 თავი)


14-07-2015, 05:08
ავტორი lele
ნანახია 3 273

ირაკლის დაჩაზე ორი კვირა გავატარე.. თავს უკვე ძალიან კარგად ვგრძნობდი თან ამასობაში ირაკლი კარგად გავიცანი და დავრწმუნდი , რომ მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი და მეგობარი იყო , ის ისეთი კეთილი და გულახდილი იყო , რომ მიკვირდა თუ როგორ შეეეძლო ლუკასთან მეგობრობა მაგრამ , ლუკა იქნებ მხოლოდ ჩემთან იყო ასეთი უხეში და აუტანელ. ირაკლი მას ძალიან კარგ პიროვნებად და მეგობრად ახასიათებდა , ამიტომაც ვერ იჯერებდა , რომ მან ჩემი თავი კომპანიაში გაცვალა.. როგორც გავიგე ლუკაზე უამრავი გოგო გიჟდებოდა და რამდენიმესთან სერიოზული ურთიერთობაც კი ჰონია მაგრამ ცოლის მოყვანაზე არც უფიქრია.. თურმე სულ იმას გაიძახოდა მე ჯერ ცოლის მომყვანი არ ვარო.. უცბად კი როდესაც ბიძაჩემი გაიცნო და გაიგო რომ ,მისი დიშვილი ვიყავი გადაწყვიტა ჩემი ცოლად მოყვანა.. ორი კვირის შემდეგ როგორც ირაკლიმ მითხრა , ლუკა უკვე საქართველოში იყო.. გული დამწყდა მისი დაბრუნება , რომ გავიგე რადგან , აქავრობას მივეჩვიე და ჯერ არ მინდოდა უკან დაბრუნება.. ლუკას კი რათქმა უნდა ეს არ დააინტერესებდა და თბილისში მიკრავს თავს..
ერთ დილას როდესაც ჩიტების ჭიკჭიკთან ერთად ოთახში შემოჭრილმა მზის სხივმა გამაღვიძა გადავწყვიტე ცოტა მენებბივრა შემდეგ კი ლოგინიდან ისე წამოვფრინდი რომ არც კი დამზარებია , მე როგორც მჩვევია ხოლმე.. მალევე გამოვეწყვე ლუკას ნაყიდ ტანსაცმელში.. მინდა გითხრათ , რომ ზუსტად ისეთი ტანსაცმელი მომიტანა რასაც კომფორტულად მოვიხმარ თანაც ,გემოვნებიანიც იყო.. როცა გამოვეწყვე და ქვევით ჩასვლას ვაპირებდი , როცა ეზოში მდგარი უცხო მანქანა შევნიშნე , ვიფიქრე რომ ლუკა იქნებოდა და არც შევმცდარვარ.. როცა კიბეებზე ჩავდი ბიჭებმა ვერც კი შემამჩნიეს ისე იყვნენ საუბარში გართულნი.. არ მჩვევია სხვისი ლაპარაკის მოსმენა მაგრამ ახლა ამ ცდუნებას ვერ გავუძელი.. ძალიან მაინტერესებდა რაზე ლაპარაკობდნენ და შორიახლოს დავდექი , ისე რომ ვერ დავენახე..
-აქეთ რა ხდებოდა? როგორ იქცეოდა ქალბატონი კატო? (ლუკა)
-კარგად , ძალიან კარგი გოგოა.. (ირაკლი)
-ხო ვიცი! მაგრამ ზოგჯერ ისე მიშლის ნერვებს წყობილებიდან გამოვყავარ და ვეღარ ვაკონტროლებ თავს..
-მგონი კარგი იქნება მასაც თუ გაუგებ , წარმოიდგინე მის ადგილას შენ როგორ მდგომარეობაში იქნებოდი..
-ხომ იცი რომ ძალიან მომწონს და შეიძლება შემიყვარდეს კიდეც , ისიც იცი ცოლად რატომ მომყავს მაგრამ ქორწილამდე მისგან ოდნავ სითბოს მაინც თუ არ ვიგრძნობ და ისევ ვუყურებ როგორი ზიზღიანი თვალებით მიყურებს გეფიცები დავიკიდებ მამაჩემსაც და ქორწილს ჩავშლი.. არ მინდა ვინმეს ცხოვრება გავუნადგურო ,მითუმეტეს კატოს..
-ხო არ აჯობებს მიზეზი უთხრა?
-არ ვიცი როგორ , ვუთხრა , რომ...
უკვე რაგაცის თქმას აპირებდა ლუკა როდესაც იქვე ლარნკაში ჩადებული გვირილების შეკვრა დავინახე მე კი გვირილებზე ალერგია მაქვს და ცემინება ამიტყდა..
-კატო შენ ხაარ? -გამომძახა გაბადრული სახით ირცაკლიმ..
-იმდეია ჩვენი ლაპარაკი არ მოუსმენია თუ ეგაა.. -ჩაიბურტყუნა ლუკამ..
გაქცევა და დამალვა არ გამოვდიოდა ამიტომ იძულებული ვიყავი , რომ არაფერი შემემჩნია და თავი ისე დავიჭირე თითქოს ესესიყო ჩამოვედი ოთახიდან..
-აუუ ირაკლი რააა -დავიწყე ჯუჯღუნი.. -რა გვირილები აგიტყდაა..
-ოხ გაუღვიძია ქალბატონს და უკვე პრეტენზიებიც წამომიყენა.. ბოდიშით თქვენო დიდებულებავ თუ ყველაფერი ისე არაა როგორც თქვენ გნებავთ.. -მითხრა ირაკლიმ სიცილიც და თავი მოიდრიკა ჩემს წინ.. ლუკა კი კარებს მიყრდნობოდა და გაღიმებული სახით შემოგვცქეროდა..
-კარგი , კარგი ამ ერთხელ გაპატიებ.. -მეც ვუთხარი ცხვირ ამზეკილმა , შემდეგ კი სიცილი ავტეხე..
- ახლა კი თქვენის ნებართვით , საუზმეს მოვამზადებ და მოგართმევთ.. -მითხრა და თავი დამიკრა თითქოს მართლა დედოფალს ელაპარაკებოდა.. მის ამ მოქმედებაზე მეც გამეღიმა და თან ლუკას გავხედე რომელიც იდგა და ტკბებოდა ჩვენი დიალოგით..
-დილა მშვიდობისააა , როგორ გიკითხოთ? -ამოიღო ლუკამაც ხმა.. და სხვათაშორის მის ტონში ის ირონია და თითქოს დამცინავი ღიმილი აღარ შეიმჩნეოდა..
-კარგად ბატონო ლუკა , თქვენ როგორ ბრძანდებით? -მეც ვუთხარი ღიმილით.. თითქოს ამ დროის განმავლობაში სულ დამვიწყებოდა , რომ მასზე გაბრაზებული ვიყავი და ვერ ვიტანდი მაგრამ მე ხომ ასეთი ვარ , ადამიანზე გული ადვილად მიბრუნდება ტკბილად , რომ დამელაპარაკებიან.. ეს თვისება სიმართლე გითხრათ არ მომწონს ჩემს ხასიათში..
-მეც კარგად.. აბა როგორ დაისვენე ხო არ მოგენატრა თბილისი? -მიკითხა და იქვე მდგარ მდივანზე მოკალათდა..
-რავი არაა.. -ვთქვი არხეინათ.. -მაგრამ ჩემი მეგობრები კი მომენატრნენ.. -და ტუჩები პატარა ბავშვივით მოვბრიცე..
-შენ მეგობრებს რომ ვიცნობდე ალბათ მეც მომენატრებოდა შენთან ერთად მაგრამ არ ვიცნობ.. -მითხრა და იმანაც ჩემნაირი სახე მიიღო..
-კაი სხვა დროს , თუ კარგად მოიქცევი გაგაცნობ.. -ვუთხარი და გავუღიმე.. რაღაც ისე ძალიან აღარ მიშლიდა ნერვებს , ალბათ იმიტომ ,რომ ირაკლი მასზე ძალიან ბევრ კარგს მიყვებოდა და კარგად ახასიათებდა , მე კი როგორც ვთქვი ირაკლის ნათქვამში ეჭვი არ მეპარებოდა უბრალოდ ის მაოცებდა მე რას მერჩოდა..
-იმედია მაშინდელი ამბავი არ ეხსომებათ , თორემ 2 მეტრის მანძილზე არ მომეკარებიან .. -თქვა სიცილით.. მაშინ არ იყო ეს ყველაფერი სასაცილო მაგრამ მის ნათქვამზე მეც გამეცინა თან მაგათ სახეებს რომ ვიხსენებდი ხო საერთოდ..
-იმედია შნზე შურს იძიებენ , ღირსი იქნები.. -ვუთხარი თან ღიმილით და თან სერიოზულადაც..
-ეახლა ვაპირებდი მეთქვა , რომ დაგერეკა და თუ თანახმა იქნებოდნენ აქ ამოვიყვანდი თან შენც ნახავდი და მე და ირუშაც გავიცნობდით , მაგრამ რას ვიზამთ გოგოების რისხვას მე ვერ ავიტან.. -მითხრა დამაინტრიგებლად..
-ვაიმეეე მართლა იზამ მაგააას? -წამოვხტი სიხარულით..
-კაი კაი ნუ ყვირი , დარეკე და თუ წამოვლენ ჩავაკითხავ.. მაგრამ თუ აქ ვეღარ ძლებ ხვლა შენ წაგიყვან თბილისში..
-აუუ რამაგარიაა.. მაგრამ ჯობია გაუბრთხილებლად ჩავაკითხოთ სიურპრიზს გავუკეთებთ.. -და თბილისში წასვლის შესახებ ვითომც არ გამიგია.. აქ ისედაც მშვენივრად ვარ , არავინ მაწუხებს და სუფთა ჰაერსაც ვსუნთქავ.. ჩემი საქმე მემგონი ისე იყო , რომ იტყვიან გიჟი ქორწილში შეუშვიო..
-რა არის რა ხდებაა? -ჩემს ყვირილზე სამზარეულოდან ირაკლი გამოვარდა..
-ქალბატონ კატოს , თავისი მეგობრები თურმე ძალიან მონატრებია და რახან თვითონ ჯერ თბილისში წასვლა როგორც შევატყვე არ უნდა შევთავაზე ისინი დაგვეპატიჟა აქ..
-მოკლედ ბევრი ლაპარაკი არ უნდა მაგას საღამოსთვის გოგოებს აქ მომიყვანთ.. -გავეცი ბრძნება და თითქოს მართლა დედოფალი ვყოფილიყავი ისე დავბრძანდი მდივანზე..
-ვერ ხართ რააა.. მე კიდე გული გამისკდა ხო არ მოკლეს ერთმანეთი თქო.. -იცინოდა ირაკლი შემდეგ კი სამზარეულოში შბრუნდა.. ძლიან მეცინებოდა მასზე , ყოველ დილით დეიდა ქალივით კუხნაში , რომ ფუსფუსებდა მე კიდე ესე ვიჯექი და ტელევიზორს ვუყურებდი..
მოკლედ მართალია არ დამივიწყებია ლუკას იდიოტური ქცევები მაგრამ არ მქონდა სურვილი მასთან მეჩხუბა.. ირაკლის და ლუკას ლაპარაკის შემდეგ ვამჯობინე ტკბილი სიტყვით გამერკვია რა იყო ან ვინ იყო მიზეზი იმისა , რომ მასზე მათხოვებდნენ..
დრო ისე გავიდე ვერც კი გავიგეთ , ჯერ ვისაუზმეთ მერე ბასეინში გავგრილდი და ცოტა დავიზაგრე კიდეც , შემდეგ კი ბიჭებთან ერთად ფილმსაც ვუყურე.. ამასობაში დრო იყო ლუკა თბილისში წაბრძანებულიყო.. გოგოებს რაც შეეხება , რათქმაუნდა მოვიკითხე და ვიცოდი , რომ სახლში იქნებოდნენ , ოღონდ არ მითქვამს , რომ საღამოს აქ ამოყვანას ვუპირებდი..
-ლუუკინიო . დროა შენი მისია შეასრულო.. -ვუთხარი და ისეთი სახით შვხედე თითქოს ბანკის გასაძარცვად ვაგზავნიდი..
-ბავშობის მერე , ეგრე აღარც დაგიძახია , „ლუკინიოო „ -მითხრა ლუკამ და თან გამაჯავრა.. იმ წუთას რაღაც ძალიან საყვარელი იყო მაგრამ იმდენათ არა მისი ცოლობა , რომ მდომებოდა , უბრალოდ ბავშობა გამახსენდა..
-მისამართი გამოგიგზავნე და მობილურის ნომერიც , თუ რაღაცა და გაგიძლიანდნენ არ გაგიჭირდება ძალით მანქანაში , ჩატენვა და წამოყვანა.. -ვუთხარი ცოტა ირონიულოად.. ვეცადე მაით მეგრძნობინებინა ,რომ ყველაფერი მახსოვდა და ასე იოლად არ დამავიწყდებოდა..
-კაი უფროსო გასაგებია ახლაკი თქვენის ნებართვით წავალ.. -მითხრა და იკას გააჯავრა თავის მოდრეკაში.. მერე კი ირაკლის მიუტრიალდა..
-ირა დეიდა , სამზარეულოში რა ხდება რამე ხომ არ წამოვიღოო? დასალევი და მისაყოლებლებს არ ვგულისხმობ ოღონდ.. -უთხრა სიცილით ლუკამ.. მართლა რა საყვარელია როცა იცინის და ისეთი ავვადმყოფური გამოხედვა არ აქვს , როგორიც 2 კვირის წინ ჰქონდა..
-გაგადეიდებ შენ.. -დაუღრიალა ჩვენმა ირუშამ და იქვე არსებული ბალიში გაუქანა.. მერე კი დაამატა , რომ თითქმის არაფერი არ იყო და აჯობებდა საჭმელიც წამოეღო.. მე და ლუკა კი ვუსმენდით და სიცილს ვერ ვიკავებდით..
-ხო იცინეთ იცინეთ და ხვალ რას მიირთმევთ ვნახავთ , თქვენი ირა დეიდა არაფერს , რომ აღარ გაგიკეთებთ.. -თქვა გაბუსხულმ. -ერთი არ მეყოფოდა მეორე დაემატა.. - სიცილ ნარევი ხმით ჩაიბურტყუნა..
ირაკლიც ჩაჯდა თავის ახალ მანქანაში და თბილისის გზას დაადგა.. -ახალი მანქანა უყიდია ბიჭს.. მაგრამ თავისი ისეთ დღეში იყო იმ ავარიის შემდეგ რომ აღარც გაკეთდებოდა ალბათ.. მიკვირდა კიდეც ესე იოლად როგორ გადავრჩით..
მოსვენება დავკარგე , ერთ ადგილას ვეღარ ვჩერდებოდი , ერთ სული მქონდა ლიკა და თაკო როდის მოვიდოდნენ და როდის ჩავეხუტებოდი ორივეს მაგრად , ამდენიხნით ერთმანეთის გარეშე არ ვყოფილვართ.. დრო ისე გაიწელა ასე მეგონა 1 წელი გავიდა რაც ლუკა წავიდა მეთქი მაგრამ ამ დროს დავინახე ეზოში ლუკას მანქანა , როგორ შემოვიდა და მეც სიხარულით გარეთ გავვარდი.
-ვაიმეეეე ჩემი გოგოები მოვიდნეეეენ -გავიძახოდი და ეზოში მივრბოდი , როცა მანქანიდან ფერდაკარგული ლიკა და თაკო გადმოვიდნენ.. მერე ლუკას შევხედე , რომელსაც ვატყობდი სიცილს ვერარ იკავებდა და სასწრაფოთ გაეცალა იქავრობას.. როდესაც ლუკა გაისტუმრეს იმათმაც წივილი მორთეს..
-ვაიმეეეე ჩვენი კატოო.. როგორ მოგვენატრე შენ ხომ არ იცი.. -მოვიდნენ და ორივენი გადამეხვივნენ და ასე ვიდექით სანამ არ მივხვდით , რომ ძალიან ცხელოდა.. ამ ხმაურზე ირაკლი ისევ გამოვარდნილიყო გარეთ და შურიდან გვიყურებდნენ ეგ და ლუკა..
-რა იყოთ რამ ფერი გადევთ.. -ვკითხე სიცილით
-რა გაცინებს ვერ ხაარ? გული ლამის გამისკდა ეს რო დავინახე ჩემი სახლის წინ , სად დავმალულიყავი არ ვიცოდი.. კიდევ კარგი თაკოც ჩემთან იყო.. -მეუბნებოდა აფორიაქებული ლიკა...
-თან ისეთი სახით გვიყურებდა ვიფიქრე ეხლა სადმე წაგვიყვანს და მოგვკლავს თქო.. -სიცილით თქვა თაკომ..
-რა სულელები ხართ.. -ვუთხარი და სიცილი ავტეხე , შემდეგ როგორც ყოველთვის ისინიც ამყვნენ და ვიცინოდით ასე სამივენი ერთად..
-ერთი ამას შეხედე რა , რაკარგ ხასიათზე ბრძანდება.. -ლიკა
-რაო კატო ლუკა ხო არ შეგიყვარდაა?! - მითხრა თაკომ და ეშმაკურად გამიღიმა.. -ან იქნებ ირაკლიი? ისე აღტაცებთ გველაპარაკებოდი მაგ ტიპზე არ გამიკვირდება..
-აუუ რა სულელები ხართ რა.. ჯობდა არ ჩამომეყვანეთ.. -ვუთხარი გაბრაზებით.. -მაგრამ ისე მომენატრეთ დღეს არაფერს გეტყვით და ამაზე სხვა დროს მოგთხოვთ პასუხს.. -ახლა უკვე სიცილით გავაგრძელე და სახლისკენ ავიღეთ გეზი..
მოკლედ ბევრი , რომ არ ვილაპარაკო კარგად ვერთობოდით ,ცოტა დავლიეთ კიდეც.. გოგოებს იკა და ლუკა გავაცანი.. სხვათაშორის ლიკამ და ირაკლიმ ერთმანეთს კარგად გაუგეს და ისე მორცხვად უღიმოდნენ ერთმანეთს , რომ სიცილს ვერ ვიიკავებდით ამაზე კი ისინი ბრაზდებოდნენ და ცოფებს ყრიდნენ.. მე და ლუკაც ერთმანეთს ნამიოკებით აღარ ვურტყავდით , ისე ვლაპარაკობდით , თითქოს ჩვენს შორის არაფერი გაუგებრობა არ ყოფილიყოს.. ვიჯექით ასე და ბავშობის ამბებს ვიხსენებდით , რაზეც ძალიან ბევრი ვიცინეთ.. რომ ვიხსენებდით კონცერტებს როგორ ვმართავდით და ჩვენ მოგონილ სკეჩებს , რომ ვდგავდით სიცილს ვერ ვიკავებდით.. კონცერტის ბოლოს კი ბიჭები მოგვადგებოდნენ და ბილეთის საფასურის დაბრუნებას გვთხოვდნენ , მიზეზად კი იმას იდებდნენ , რომ საშინელი კონცერტი იყოო.. ჩვენც სხვა რა გზა გქვონდა , მორჩილად ფულს უკან ვუბრუნებდით და ასე ხახამშრალები ვრჩებოდით.. ამაზე ლუკამ და ირაკლიმ გულიანად დაგვცინეს რაზეც გავბრაზდით და შურისძიების მიზნით ჩუმად ყინულიანი წყალი გადავასხით.. გვეგონა შური მაგრად ვიძიეთო მაგრამ ლუკა და იკაც არ დაგვრჩნენ ვალში , ზურგზე მოგვიკიდეს და აუზში გვიკრეს თავი.

------------------------------
პირველ რიგში ბოდიში მინდა მოგიხადოთ გუშინ , რომ ვერ დავდე.. და მაინტერესებს მოგეწონათ თუ არა ეს თავი.. ვეცადე ეს თავი დადებითი ემოციებით შემემკო..
რაც მთავარია მადლობთ ვინც კითხულობთ და ძალიან მიხარია ვისაც მოგწონთ <3



№1  offline წევრი buchi

მომეწონა,ახლა წავკითხე ყველა თავი და ლუკას მხარეს ვარ მეეე(ბოროტი ვარ :დ:დ)რას უწუნებს მშვნიერი ბიჭია აბა დებილი ბიჭები ვის მოსწონს))) გრამატიკული შეცდომებია მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება,კარგი გოგო ხარ :* ველოდები მოვლენების განვითარებას

 


№2  offline მოდერი ჯია

აუ ისე გემრიელად ჩავიკითხე არ მინდოდა დასრულებულიყო ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent