შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სერიოზული ხუმრობა [სრულად]


14-07-2015, 16:42
ავტორი მარრიამი
ნანახია 25 674

- გაიი, აუ დღეს საღამოს ხომ მოდიხარ ჩვენთან?
- კარგი რა დეა, არ შეგიძლია რომ არ გამაღვიძო? დაგეცადა რომ მე დამერეკა და მიმელოცა სიძისთვის ოჰ, კარგი რაა..
- ნუ ბუზღუნებ გოგო სულ.
- გილოცავ ქმრის იუბილეს _ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა.
- მადლობას მოგახსენებ ბუზღუნ.. ცოტა ადრე ამო რა, სახლში მოვიფიქრეთ პატარა სუფრის გაკეთება და მომეხმარე რა..
- შენი ქმარი რას აკეთებს?
- დაანებე ჩემს ქმარს თავი შენ _ ჩაიხითხითა _ ამოხვალ ხომ?
- სხვა გზა მააქვს? _ გაუცინა _ სამზე შენთან ვარ.

დღეს ზუკას დაბადების დღეა. გაიც დაპატიჟეს თავისთავად, მხოლოდ ახლობლები ვიქნებითო. მათი საახლობლო უამრავი ხალხია - ყველა ბიჭი, მხოლოდ გაი და დეა გოგოები. რას არ გაუძლებ მეგობრების ხათრით... დაპირებისამებრ სამ საათზე დეასთან იყო. გამოპრანჭვა არც უცდია, მაინც ბევრი საქმე ელოდა, ჩვეული, თავისუფალი სამოსი შეარჩია.

- შემო, შემო.. ვაიმე რომ იცოდე რამდენი საქმე გვაქვს, კიდევ კარგი ცხელი კერძები მაინც არ მთხოვა.. დავიღალე რა _ წუწუნით იკლებდა სახლს.
- ამოისუნთქე _ გაუცინა _ ნუ ნერვიულობ, მე აქ არ ვარ?
- თან იქნებ ამ ტრიალ-ტრიალში ვინმეს მოეწონო _ გაუცინა.
- გადამრევ შენ რა, ჭკუა სულ არ გემატება. რა გავაკეთო აბა?
- შენ ხომ ხარ ჩემი გოგო?
- რა გინდა?
- ყველაზე საყვარელი და კარგი..
- დეა რა გინდა? ნუ აფერისტობ _ გაუცინა.
- ტორტი უნდა გააკეთო რა.
- გაგიჟდი გოგო? ადრე მაინც გაგეფრთხილებინე, ვეღარ მოვასწრებ.
- მიდი რა, მოასწრებ, ყველაფერი აქაა, რაც დაგჭირდება.
- კარგი ვცდი, მაგრამ თუ ვერ მოვასწარი ჩემი ბრალი არაა..

მოასწრო - ბისკვიტების გამოცხობა, მორთვაღა დარჩა. მაგრამ ზუკა და მისი მეგობრები მოვიდოდნენ მალე. გაი კი სასწაულ ფორმაში იყო - ფქვილიანი წინსაფარი, ფქვილიანი ხელები, უწესრიგოდ აწეული, კოსად შეკრული თმა.. რიგ-რიგობით შევიდნენ ბიჭები ოთახში და ჩამოსხდნენ. ვერც მოწესრიგება მოასწრო გაიმ და ვერც ჩუმად გაპარვა სამზარეულოდან. ზუკასთან მივიდა და მიულოცა.

- სიძე გილოცაავ, ინებე საჩუქარი, იმედია მოგეწონება..
- მომეწონება, მაგრამ რაღაც უნდა გთხოვო და ხომ შემისრულებ?
- რა გინდა?
- ძმურად რა აეროპორტში უნდა წახვიდე..
- თქვენ სულ გაგიჟდით ხომ? იმან ტორტიო, ამან აეროპორტიო..
- ძმაკაცი ჩამოდის და მე სტუმრებს ისე ხომ ვერ დავტოვებ..
- ჯერ კი არ დაგიტოვია ესენი მარტო რა _ გაუცინა სამივეს. _ ჩვენ აქ არ ვართ? მარტო ვერ იქნებიან, არ მოვაწყენთ.
- ოო, წადი რა..
- წამომყვეს მაშინ შენი ცოლი.
- გაი მე როგორ წამოვიდე, ამდენი საქმე მაქვს _ სამზარეულოდან მოისმა წუწუნი.
- მეც ტორტი მაქვს მოსართავი, არა თუ არ გინდათ ტორტი, რა პრობლემაა წავალ.
- კარგი ჰო, კაცს არაფერში გამოადგები რა.

გამარჯვებული სიცილით დაუბრუნდა გაი სამზარეულოს. სამეული აეროპორტში წავიდა. სუფრა ლამაზად გააფორმეს გოგოებმა. ტორტის მორთვაც დაასრულა, ბევრი იწვალა ლამაზი რომ გამოსულიყო და გამოუვიდა. თვითკმაყოფილმა აიღო ხელში ტორტიანი ლანგარი და მისაღებისკენ წავიდა დეასთვის რომ ეჩვენებინა.

- დეკოო ნახე რა მაგარ.. ვაიმე _ მთელი ხმით შეკივლა და იატაკზე დაწებებულ ტორტს უკვე აცრემლებული თვალებით დააკვირდა. _ ჩემი ტორტი.
- კარგად ხართ? წინ უნდა იყუროთ! სულ კრემიანი ვარ, რა წესია ეს, თვალები სად გაქვთ? _ გაცხარებით საუბრობდა წინ მდგომი.
- უკაცრავად, კიდევ მე უნდა მეეყურა წინ? თქვენხელა ტორტი მეკავა და ვერ დაგინახეთ. თქვენ რომ ცარიელი მოძრაობთ იმიტომ არ შემამჩნიეთ? თქვენ ტანსაცმელს ჩივით, მე კი რამდენი ვიწვალე ამ ტორტის გამო..
- გაი, გეგი, გეყოფათ! _ ზუკას ხმამ გააჩერა ორივე.
- გაი, ეს ჩემი მეგობარია გეგი.. გეგი ეს გაია, ჩვენი მეჯვარე და მეგობარი.
- სასიამოვნოა-მეთქი რომ გითხრა, ალბათ ტყუილი გამოვა მტირალა _ გაუცინა.
- არც მე ვარ დიდად მოხარული _ შუბლი შეჭმუხნა. _ ტორტის გარეშე დარჩი სიძე.
- არაუშავს, არ იდარდო მაგაზე.
- არ იდარდოო, თითქოს შენ და შენმა მეგობარმა იწვალეთ, რა გენაღვლებათ.
- ვიყიდი ახალს და მოვიტან, ოღონდ დამშვიდდი _ ჩაერია გიგი.
- ნაყიდი რომ უნდოდეთ, აქამდეც იყიდიდნენ.
- რა გავაკეთო აბა? გამოვაცხობ მაშინ, გაწყობს?
- სამზარეულოს მიგასწავლი.
- რატომ მიმასწავლი? წამომყევი ერთად გამოვაცხოთ _ თვალი ჩაუკრა.
- მე ერთხელ გამოვაცხე უკვე.
- გეყოფათ ხალხო, წამოდით დავსხდეთ _ ისევ ზუკამ გააჩუმა.
- ამ ტორტს შენ აწმინდავ იატაკიდან?
- აუუ შენ ხარ ამისი ცოლი თუ დეა? _ მობეზრებულად აიქნია ხელი გეგიმ.
- დეკო ხომ გაიგე? ცოლმა უნდა გააკეთოსო, წარმატებებიი _ სიცილით გასძახა დეას და სავარძელში მოკალათდა. _ მიირთვით ბიჭებო, ნუ გერიდებათ, დეკოც შემოგვიერთდება მალე. კიდევ ვინმეს ელოდები სიძე?
- არავის.
- მართლა ვიწრო წრე ვყოფილვართ _ გაიცინა.
- ყველაფერი თქვენი შემოქმედებაა? _ იკითხა გეგიმ.
- გახლავთ _ თვითკმაყოფილმა უპასუხა და ხაჭაპურის ნაჭერს მიწვდა.
- კარგად გამოიყურება, ვნახოთ გემო როგორია, იმედია არ მოვიწამლები.
- თუ არ გინდა არავინ გეხვეწება _ უკმაყოფილოდ დაიჭყანა.
- ამ ზაფხულს რა გეგმები გაქვთ?
- ჯერ არაფერი დაგვიგეგმავს გეგი _ ღიმილით უპასუხა მეუღლის გვერდით მოკალათებულმა დეამ.
- ძალიან კარგი, მაშინ ჩემთან გეპატიჟებით..
- სად?
- სოფელში _ გაიცინა _ მთაში, ჩაჟაშში, სვანეთში.
- რა მაგარია, გაი ხომ წამოხვალ?
- მე დამპატიჟა ვინმემ? _ გაიცინა.
- ზოგადად რომ ვთქვი გეპატიჟებით-მეთქი, საკმარისი უნდა ყოფილიყო, პერსონალურ მოსაწვევს ელი?
- უკაცრავად რომ შეგაწუხეთ, უტაქტო _ ჩაიბურტყუნა.
- კარგი რა გაი _ დაიწუწუნა დეკომ.
- ჩემი რამდენიმე მეგობარიც წამოვა. _ ამცნო გეგიმ.
- კარგი გეგი, შევთანხმდით, გაი შენი ხმა არ გავიგო, შენც წამოხვალ.
- კარგი _ დაეთანხმა.
- ზეგისთვის შევძლებთ?
- კი, მგონი ყველას გვცალია.
- ჰოდა ძალიან კარგი, ზეგ გავდივართ.
- ტრანსპორტი?
- ორი მანქანა გვეყოფა ხომ? შენ, დეკო, რატი, თაზო ერთად, მე და ჩემები ერთად..
- მე ურმით წამოვიდე თუ ცხენით? _ ირონიულად იკითხა გაიმ.
- უი შენ ისე დარჩი? ჩაეტევი ამათთან რა პრობლემაა, თუ არა და ჩემთან ჩაგტევ, მე მაინც გამხდარი ხალხი მომყავს.
- მე მაპატიეთ, იმხელა ვარ ცალკე ტრანსპორტი მჭირდება _ გაიცინა.

...................................
- დეკოო, ჩემი წასვლის დროაა..
- რომ დარჩე არ გინდა?
- არა, ვერა, წავალ..
- მეც მივდივარ და გაგიყვან _ გამოეხმაურა გეგი..
- არ შეგაწუხებ..
- არ შევწუხდები _ გაუცინა _ წავედით?
- წავედით..

სახლამდე მიიყვანა. დაემშვიდობა და წავიდა. მალე დადგა „ზეგ“. ბედნიერი სახით ჩაჯდა ზუკას მანქანაში.. ეღირსათ დასვენება.. სიმართლე რომ თქვას, უკეთესს ვერც ინატრებდა, სვანეთში დასვენება ხომ შესანიშნავი იყო.. სრული სიმშვიდე, თვითონ და ბუნება.. ჰო, მართალია სხვებიც იქნებოდნენ, მაგრამ ეგ არაფერი. გზა დამღლელი აღმოჩნდა, თუმცა შესვენება ხშირად უწევდათ, სურათები ხომ უნდა გადაეღოთ. ეზოში შევიდნენ, მანქანებიდან გადმოვიდნენ, უცნობებს ღიმილით მიესალმნენ.

- გაიცანით ჩემი და გვანცა, მეგობარი ნუგო და სოფია, ნუგოს საცოლე.
- სასიამოვნოა _ გაუღიმა გაიმ _ ზუკა, რატი და თაზო, გეგის მეგობრები, დეა-ზუკას მეუღლე და მე, გაი, მათი მეჯვარე.
- ჩვენთვისაც სასიამოვნოა _ გაუღიმა გვანცამ _ მობრძანდით სახლში.

როგორ მოწონდა ასეთი სახლები, რაღაც სიძველეს რომ მოგაგონებს.. ყველაფერი სამუზეუმო ექსპონატი რომ გგონია.. ღიმილით მიმოიხედა და სავარძელში ჩაეშვა.

- ძალიან მაგარი ადგილია _ აღფრთოვანებულმა ჩაილაპარაკა.
- რავი, პერსონალური მოსაწვევის გარეშე არ მობრძანდებოდი და _ ჩაილაპარაკა გეგიმ.
- ბევრს გავახარებდი ჩემი ქალაქში დარჩენით, მაგრამ რას ვიზამთ, ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა _ გაუცინა.
- როგორც ვატყობ აქ ბევრს ვიმხიარულებთ _ ჩაიცინა გვანცამ.
- მშია _ სიტყვით გამოვიდა ნუგოც..
- დღეს ჭამის მეტს ვეღარაფერს მოვასწრებთ, ასე რომ გავშალოთ სუფრა გოგოებო _ წამოდგა გვანცა.
- რომ დავფიქრდეთ რად უნდა ოთხი გოგო ამ პატარა სუფრის გაშლას? _ გაიცინა დეამ.
- ზარმაცი ხარ დეკო _ გაუცინა გაიმ და წამოდგა _ მე დაგეხმარები.
- ამჯერად მაინც იყურე წინ _ არ დაიზარა გამოხმაურება გეგიმ.
- შენ თუ არ შემეფეთები უდროო დროს ცუდ ადგილას, არაფერიც არ მოხდება. _ მშვიდად ჩაილაპარაკა და გვანცას მიჰყვა.
- რატომ ჭამთ შენ და ჩემი ძმა ერთმანეთს? _ შესცინა გვანცამ.
- არ ვიცი, ჰკითხე აბა რას გადამეკიდა _ თვითონაც გაუცინა.
- კარგი ვკითხავ..

სუფრა გაშალეს, გარშემო შემოუსხდნენ. მეგობრული გარემო, წყვილები ერთმანეთს მიხუტებოდნენ, დანარჩენებიც თბილი მზერით შესცქეროდნენ მათ და მხიარულობდნენ. გაის ყოველ გაცინებაზე გეგისაც ეღიმებოდა. მოწონდა მისი გულწრფელი კისკისი და აღიარებდა კიდეც. პირველივე ნახვით დააინტერესა გოგომ, ცრემლიანი თვალებით, ბრაზიანი ტონით, ტორტზე წუხილით. გარეგნობასაც რომ დააკვირდა, კიდევ უფრო დაინტერესდა.

- ბავშვებო, მოკლედ ასე ვნაწილდებით, წყვილები თავისთავად ერთად, მე და გაი ერთად, გეგი, რატი და თაზო ერთად, ოთახებს მოვაწესრიგებ და შეგვიძლია დავისვენოთ.
- მოგეხმარები მე, სუფრა დასვენებულებმა აალაგონ _ ენა გამოუყო დეკოს გაიმ.
- კაი, წამო ზემოდან დავიწყოთ. ბიჭები და გოგოები ზემოთ ვიქნებით და წყვილები ქვემოთ.

ოთახები მოამზადეს, დაწვნენ კიდეც, მაგრამ გაი ვერ იძინებდა. სულ ასე იყო, როგორც კი ადგილს შეიცვლიდა, ვეღარ იძინებდა. ცოტა ხანს იწრიალა ლოგინში, მერე კი, გვანცაც არ გავაღვიძოო იფიქრა და აივანზე გაიპარა. ღამის სვანეთით ტკბობა გადაწყვიტა. აივნის მოაჯირიც საკმაო ზომის ეჩვენა, მოხერხებულად მოკალათდა და ბოძს მიეყრდნო. არაჩვეულებრივი სანახავი იყო ვარკვლავებით მოჭედილი ცა, მთვარის ნათება და მშვიდი სოფელი.

- შენც ვერ დაიძინე? _ ხმამ შეაკრთო და რომ არა ბიჭის სწრაფი რეაქცია, უკვე მიწაზე იქნებოდა გართხმული, სავარაუდოდ სხეულის ნაწილების მრავლობითი მოტეხილობით.
- რამე რომ მომსვლოდა შენი ბრალი იქნებოდა..
- არ მოგივიდა, გადაგარჩინე _ თვალი ჩაუკრა და ხელი გაუშვა. ღრმად ამოისუნთქა გაიმ და გულზე ხელი მიიდო. _ ასე ძალიან შეგეშინდა?
- აბა შენ სცადე მეორე სართულიდან გადავარდნა და ნახავ თუ არ შეგეშინდება.
- მერე მოაჯირზე რომ დასკუპდი ბედნიერად, მაშინ უნდა გეფიქრა.
- რა ვიცოდი ამ შუაღამისას სეირნობა თუ მოგინდებოდა.
- დაგეკითხები როდის გამოვიდე ოთახიდან და როდის არა..
- ზუსტადაც..
- ოჰ, რომელი ცოლი შენ მყავხარ?
- იოცნებე ჩემს ცოლობაზე.
- თუ პირიქით? _ გაუცინა.
- ჰო, რაც გაგიცანი მას შემდეგ ამაზე ოცნებაში ვათენებ ღამეებს _ ირონიულად ჩაილაპარაკა.
- ჰო, ეჭვიც არ მეპარება. ამაზე უკეთესზე რაზე უნდა იოცნებო?
- თავდაჯერებულობაც ასეთი უნდა.
- აბა რა, ასეთი ბიჭი ვარ, არც შენ ხარ ურიგო გოგო და რატომაც არა, შეიძლება ჩვენი დაოჯახება.
- ღმერთმა დამიფაროს..
- სხვაზე რომ დაქორწინდე ხომ? აბა რა, ასეთი ბიჭის ხელიდან გაშვება ძალიან ცუდიაა.. _ გაის გულიანად გაეცინა.
- იცი? რომ დავფიქრდე, მგონი მართლა არ ხარ ცუდი ბიჭი..
- რა იყო, დაგიჯდა ჭკუაში ჩემი ცოლობის პერსპექტივა? _ გაუცინა.
- ჰო, ვიფიქრებ _ სერიოზული სახით ჩაილაპარაკა და რამდენიმე წამში ორივეს გაეცინა.
- ასე რა, როცა არ იკბინები დიალოგებიც გამოგვდის.
- მე ვიკბინები? ეს შენ არ ტოვებ არც ერთ სიტყვას.
- წამო ვისეირნოთ..
- ახლა?
- რატომაც არა..
- კარგი, დამელოდე და მოვალ.
- არ ველოდი თანხმობას.
- თორემ არ შემომთავაზებდი ხომ? _ გაიცინა.
- მიდი, მიდი ჩაიცვი და წავიდეთ.
სწრაფად ჩაიცვა გაიმ და აივანზე დაბრუნდა.
- წავედით?
- წავედით..

ღიმილით გაუყვნენ გზას. თან ფიქრობდა გაი რამხელა სისულელე იყო ამ დროს სასეირნოდ წასვლა, თვითონაც არ იცოდა რატომ დათანხმდა, უბრალოდ მოუნდა ეს გაეკეთებინა, საკუთარ თავს ხომ არ შეეწინააღმდეგებოდა, ჰოდა გაჰყვა.

- რაზე ფიქრობ?
- იმაზე რომ სულელები ვართ..
- მე ჩემს თავს სულელად არ მივიჩნევ და შენ თუ ხარ ... _ გაიცინა.
- საზიზღარო _ მხარი მიკრა.. _ აბა ამ დროს რომელი ჭკვიანი გამოვიდოდა სასეირნოდ?
- მე _ სერიოზულად ჩაილაპარაკა.
- ხანდახან კარგი ვინმე ხარ..
- მხოლოდ ხანდახან?
- ჯერ-ჯერობით ხანდახან..
- შენ ნახე ოჯახში რა ტკბილი ვიქნები..
- არანორმალური ხარ _ გაიცინა.
- სავსებით ნორმალური ვარ მომავალო მეუღლევ.
- შარში ვარ..
- აბა რა გეგონა რომ მთანხმდებოდი?
- ჯერ არ დაგთანხმებულვარ, მე გითხარი რომ ვიფიქრებდი.
- რად უნდა ფიქრი? ამისთანა შანსი მეორედ არ გექნება..
- ნუ, თუ ასეთი პატივი მერგო, მაშინ სხვა არჩევანი არ მაქვს, თანახმა ვარ.
- ძალიან კარგი, ანუ მომავალო მეუღლევ, კარგი წოდებაა _ გაიცინა..
- ასეთი ცანცარა არ მეგონე.
- ცანცარა ვარ? უკაცრავად, ვისთან როგორ..
- აჰ, გასაგებია, ანუ მე მხვდა წილად ეს პატივი.
- დიახ, დიახ.
- ვიფერებ..
- შეიფერე.. იმათ როდის ვაცნობოთ ჩვენი ამბავი?
- შენ მართლა გაგიჟდი, ვის რა უნდა აცნობო?
- ჩვენებს უნდა ვუთხრათ ჩვენი მომავალი ქორწინების შესახებ.
- უკვე მაშინებ.
- რატომ ცხოვრება?
- მგონი მართლა აპირებ ჩემზე დაქორწინებას _ გაიცინა.
- შენ ეჭვი გეპარება? _ გაიოცა.
- აქამდე მეპარებოდა და ახლა.. _ ჩაიცინა.
- უნდა დაგარწმუნო რომ ცანცარა არ ვარ და სერიოზულად ვლაპარაკობ..
- ცანცარა კი არა საზიზღარი ხარ..
- შენ ხომ მაინც გიყვარვარ ჩემო სიხარულო.
- აბა რა ჩემო ცხოვრების აზრო _ გაიცინა.
- აი ეს უკვე მომწონს ცუნცულ.
- წავიდეთ რა სახლში, შემცივდა.
- გაგათბობ პატარა.
- ოო, გეყოფა ახლა მაიმუნობა.
- არ ვმაიმუნობ ცოლო.
- გეგიი, გეყოფა, წავიდეთ.
- ჰო,ჰო წავიდეთ ჩემო ცხოვრება, არ გამიცივდე. _ სახლისკენ წავიდნენ. _ მულს კარგად გაუგე ხომ?
- ზედმეტადაც ნუ შეიჭრები ქმრის როლში.
- შეჭრილი ვარ უკვე და ეგაა..
- რა გეშველება..
- რაღა უნდა მეშველოს აწი, დაოჯახებული ვარ და კიდევ ვერ დავსერიოზულდი _ აგრძელებდა თამაშს.
- მოვედით.
- მე გადმოვიდე შენთან ოთახში თუ შენ გადმოხვალ?
- მე მოგიშორო თავიდან თუ თვითონ მომშორდები?
- მე შენ თავს ვერ დაგანებებ ჩემო გულის ვარდო.
- კარგი, გეყოფა _ მხარი მიკრა და გაუცინა.
- კარგი ჰო, ძილინების საყვარელო.
- კიდევ _ შეუბღვირა.
- ნუ მებუტები ცუნცულ _ გაუცინა და შუბლზე აკოცა _ მიდი, დაიძინე.

კისკისით შევიდა ოთახში. სულაც არ ყოფილა ისეთი უჟმური, როგორიც ეგონა. მეტიც - საკმაოდ მხიარული ვინმეა. არ მოელოდა მისგან და სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა. თვითონაც კარგად გაერთო. მართალია, ბოლოს ეს შუბლზე კოცნა ეუცნაურა, მაგრამ არაუშავს, ესეც მაიმუნობის ნაწილი იყო. ღიმილით დაწვა და ღიმილითვე დაეძინა. დილითაც შესანიშნავ ხასიათზე გაიღვიძა. გვერდით მიიხედა, გვანცა არ დახვდა, ქვემოდანაც ხმაური ისმოდა, ანუ უკვე ყველას ეღვიძა. სწრაფად მოწესრიგდა, ოთახი მიალაგა და გავიდა. მოაჯირს მიეყრდნო, ორი წუთით თვალი შეავლო სვანეთის ბუნებას, სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და კიბეებისკენ წავიდა.

- დილა მშვიდობის ცოლო _ იგრძნო როგორ შემოეხვია ხელზე ბიჭის ხელები, გაეცინა.
- ზედმეტიც არ მოგივიდეს ქმარო, დილა მშვიდობის, შეგიძლია ხელი გამიშვა.
- რატომ? ყველას ვამცნოთ ჩვენი ბედნიერება.
- აუ, ისევ დაიწყე? გამიშვი ხელი და მორჩი მაიმუნობას რა.
- კარგი ჰო, დღე რა უჟმური ხარ.
- სამაგიეროდ შენ ხარ სულ ცანცარა.
- ცანცარაო კიდევ ერთხელ იტყვი და ისე დავსეიროზულდები, შემეწვეწები იხუმრეო.
- ოჰ, მოვიკლავ თავს. შენც კარგი უჟმური ხარ დღე _ გაუცინა, მისი ხელებისგან თავი გაინთავისუფლა და კიბეებზე ჩაირბინა.

- გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო _ მიესალმა დანარჩენებს.
- გამარჯობა ქალბატონო, როდის მერე დავიწყეთ გვიანობამდე ნებივრობა? _ წარბაწევით ჰკითხა დეკომ.
- მას შემდეგ, რაც ღამით დავიწყეთ სეირნობა _ სიცილით უპასუხა გეგიმ _ დილა მშვიდობის.
- რაო, რაო? _ აქეთ-იქიდან წამოყო თავი ყველამ.
- რა გაიკვირვეთ? _ მხრების აჩეჩვით იკითხა გაიმ და სავარძელში ჩაეშვა.
- რამე გამოვტოვეთ? _ სიცილით იკითხა ნუგომ.
- ჩვენ სალაპარაკო გვაქვს ქალბატონო _ უჩურჩულა გაის დეამ და ხელზე უჩქმიტა.
- მეტკინა გოგო _ შეუბღვირა.
- ძალიან გთხოვთ ჩემს მეუღლეს წესიერად მოეპყროთ _ თამაშს აგრძელებდა გეგი.
- რაა? _ წამოიყვირა ყველამ.
- კარგი რა, ამათ კიდევ გაგიჟება უნდათ?
- მოიცა, მოიცა, აბა გაგვარკვიეთ ჩვენც _ დაუბღვირა გვანცამ.
- არაფერი, შენი ძმა მაიმუნობს უბრალოდ _ სიცილით აიჩეჩა მხრები გაიმ.
- ეს უბრალო მაიმუნობაა თქვენი აზრით?
- აბა რაა?
- ჩემი ძმა ამდენს არასდროს ხუმრობს.
- ვისთან როგორ ალბათ _ ისევ მხრების აჩეჩვით უპასუხა.
- ანუ?
- ანუ ჩემთან ხუმრობს.
- ჰმ, აქ რაღაც ამბებიაა _ ჩაიცინა გვანცამ.
- გვანცა _ გეგიმ დაუბღვირა.
- კარგი, ვჩუმდები..
- ყავა მინდა, დალიეთ თქვენ უკვე? _ გადახედა გაიმ გოგოებს.
- დიახ, დავლიეთ.
- კაი, გავიკეთებ მე.
- მეც გამიკეთე რა _ გადახედა გეგიმ.
- გაგიკეთებს აბა რას იზამს, ქმარი ხარ ბოლოს და ბოლოს _ გაიცინა ზუკამ.
- აუ, მიეცათ სალაპარაკო _ გაიცინა გაიმ _ დიახ, გავუკეთებ და თუ საჭირო იქნება თვითონაც გამიკეთებს.
- აბა რა ჩემო სიხარულო _ გაუცინა გეგიმ.
- სხვა რაღა დაგვრჩენია, გარეთ ისეთი ამინდია ვერ გავალთ და აქ მაინც ვიმაიმუნოთ _ გაუცინა გვანცამ.

მთელი დღე მზე არ გამოსულა ცაზე.. ღრუბლები, ღრუბლები და კვლავაც ღრუბლები ნაზად დაცურავდნენ, დრო და დრო წვიმასაც აპკურებდნენ მიწას. ყველანი მისაღებში ისხდნენ და თავის სტიქიაში იყვნენ. წყვილები ცალკე ჩურჩულებდნენ რაღაცას, ბიჭებიც თავისთვის ლაპარაკობდნენ, გვანცა მათ უსმენდა, გაი კი ჩუმად მოკალათებულიყო სავარძელში, თავი საზურგეზე მიედო და თვალები დაეხუჭა. არ უყვარდა ასეთი ამინდი, მით უმეტეს მეგობრების გარემოცვაში. რამდენი რამ დაგეგმა და წვიმის გამო ცხვირსაც კი ვერ ჰყოფდა გარეთ. ძილის ამინდი იყო, მაგრამ რომ აღარც ეძინებოდა?..

- რატომ მოიწყინე? _ ჩურჩული გაიგონა, ნელა გაახილა თვალები და გვერდით მდგარი გეგი დაინახა.
- რავი..
- ეგ რა პასუხია?
- ცუდი ამინდია და ვერ ვერთობი.
- გართობა თუ არ სცადე, კლოუნებს არავინ მოგიყვანს.
- მე კიდევ ველოდი რომ მოიყვანდი _ ჩაიფრუტუნა.
- თუ გაგახარებს მოგიყვან _ გაუღიმა.
- რა პატივია..
- რა ხასიათზე ხარ უჟმურო.
- მხიარულებისკენ გზა ფართოა.
- წვიმაში სულ ასეთ ხასიათზე ხარ?
- ძირითადად.
- ანუ უნდა ვიზრუნო, რომ სულ კარგი ამინდი იყოს.
- არ მოგბეზრდა ეს მაიმუნობა?
- დარწმუნებული ხარ რომ ვმაიმუნობ?
- სავსებით.
- კარგი, კარგიი _ ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა და მოშორდა.
- ბავშვებო ხვალ თუ კარგი ამინდი იყო თამარ მეფის კოშკი ვნახოთ _ იდეა წამოაყენა გვანცამ.
- კარგი აზრია, მაინტერესებს _ დაეთანხმა გაი.
- და დღეს რა ვქნათ? _ გადახედა
- დღეს ვისხდეთ სახლში _ გაიცინა გვანცამ.
- ხვალაც რომ წვიმა იყოს? _ დაინტერესდა გაი.
- ხვალაც ვისხდებით სახლში _ მხიარულად გამოეპასუხა გვანცა.
- კარგი რა, სახლში ყოფნისთვის ჩამოვედით აქ?
- აბა რა ვქნათ გაი? _ დეკომ გადახედა.
- გაი იღრინება დღეს _ გაიცინა ზუკამ.
- ჰოდა თუ არ გინდათ რომ დაგკბინოთ, გაჩუმდით.
- გათხოვებამაც ვერ გიშველა რა _ გაიცინა ზუკამ და ყველას გაეცინა, გაისაც გაეღიმა.
......................

მეორე დღეს ამინდი გაუმჯობესდა და კოშკში წასვლაც შეძლეს. შედარებით მხიარული გამოვიდა ის დღე. ცხენებით ჯირითი გადაწყვიტეს.

- მარტო ვერ დავჯდები _ უკმაყოფილოდ გადახედა გაიმ სხვებს.
- არაა პრობლემა, მე დაგეხმარებით _ შესთავაზა ცხენის მფლობელმა.
- არა, ჩემთან ერთად დაჯდება _ მაშინვე გვერდით ამოუდგა გეგი _ წამო _ ცხენზე დასხდნენ. წინ გაი დასვა, უკან თვითონ მიუჯდა.
ვერ იტყოდა რომ არაფერი იგრძნო, ერთიანად გათბა, როგორც კი ბიჭი მიეხუტა. ჟრუანტელიც იგრძნო, გაგისაც არ დარჩენია შეუმჩნეველი, ჩაიღიმა. აღვირს ხელი მოჰკიდა.
- გზას ვერ ვხედავ კარგად, თავი ოდნავ გვერდით გადახარე _ გაი დაემორჩილა. გეგის გაეღიმა და მოხერხებულად მოათავსა მის კისერში ნიკაპი. _ ასე უკეთესია.
- მე კისერი მეტკინება.
- რომ გეტკინება მითხარი და მეორე მხარეს გადახარე.
- კარგი.
- გავაჭენოთ?
- კარგი..
- ერთი, ორი და სამი _ ცხენი გაიქცა, გაის თმები ჰაერში აფრიალდა, აკისკისდა, მის სიცილზე გეგისაც ეცინებოდა.
......................
- აბა, მოგეწონა?
- ძალიან _ აღფრთოვანებული იყო გაი.
- სულ ასე აღგაფრთოვანებ ჩემი ცოლი რომ გახდები.
- ახლავე მოგყვები _ გაიცინა.
- წავედით მაშინ და დავიწეროთ ჯვარი.
- სულელი ხარ.
- ბავშვებოო, არ წავიდეთ სახლში? _ გვანცას ხმამ გამოაფხიზლა ორივე.
- ჰო, წავიდეთ _ დაეთანხმა გაი.
- სად მიდიხართ? ჩვენ ჯვარი გვაქვს დასაწერი..
- გეგი გეყოფა _ გაუცინა და გვანცას გაჰყვა.

ლოგინში იწვა და თავში ათასი აზრი უტრიალებდა. გვანცას ეძინა. კარგად მოიქცა, რომ მათთან ერთად წამოვიდა. ამდენი კარგი ადამიანი გაიცნო, დაუმეგობრდა, თან სვანეთიც ნახა, ცხენზეც იჯირითა, უსიამოვნო გაცნობა საკმაოდ სასიამოვნო ნაცნობობად ექცა. კარებზე კაკუნი რომ გაიგონა გაკვირვებულმა წამოყო თავი. სწრაფად შემოიცვა გრძელი მოსაცმელი და გარეთ გაიჭყიტა. აივნიდან გეგი უღიმოდა და გამოსვლას ანიშნებდა. ფეხაკრეფით გამოიპარა ოთახიდან.

- რა ხდება? _ ჩურჩულით იკითხა.
- გავისეირნოთ რა..
- არ გეზარება?
- არა, მაგრამ შენ თუ გეზარება, კარგი, მიდი, დაიძინე.
- არა, დამელოდე და წავიდეთ. _ სწრაფად ჩაიცვა და კვლავ სასეირნოდ წავიდნენ.
- თავიდან რომ გაგიცანი, უხეში, გატუტუცებული გოგო მეგონე, ზედმეტად უჟმურიც.
- რა ნაცნობი სიტუაციაა _ გაიცინა.
- მერე მივხვდი რომ სულაც არ იყავი ასეთი და ზედმეტად კარგიც აღმოჩნდი.
- სიყვარულს მიხსნი? _ აკისკისდა.
- ადამიანს არაფერს დააცდი რა.
- რომ გაცადო მართლა მთხოვ ცოლობას ისეთი შემართებით მელაპარაკები.
- და შენ არ დამთანხმდები?
- უარს როგორ გეტყვი ჩემო ცხოვრება _ გაიცინა.
- გაი, სერიოზულად.
- რა? _ დასერიოზულდა.
- ცოლად გამომყვები?
- აუ გეგი ახლა ამ სერიოზული სახის ხუმრობებისთვის არ მცალია, გამიცინე მაინც.
- გაი, არ გეხუმრები.
- მაშინ გაგიჟდი.
- ანუ არ გამომყვები?
- გეგიი, გეყოფა-მეთქი.
- არ ვხუმრობ-მეთქი ხომ გითხარი.
- მაბრაზებ, ჯობს დავბრუნდეთ.
- გაი მართლა სერიოზულად გელაპარაკები.
- და რას მეუბნები?
- იმას რომ კარგი გოგო ხარ, ძალიან მომწონხარ, ზედმეტად მიყვარხარ და მინდა ცოლად მოგიყვანო.
- ჰოდა მეც გეუბნები რომ ცუდი ბიჭი ხარ, არ მომწონხარ, საერთოდ არ მიყვარხარ და ვერ ვიტან ამ შენს ხუმრობებს.
- მერამდენედ უნდა გითხრა რომ არ ვხუმრობ? რატომ არ გინდა დაიჯერო?
- კაი რა, ახლა ცდილობ დამაჯერო რომ სამ დღეშ შეგიყვარდი?
- რატომ სამში? თითქმის ერთი კვირა გამოდის რაც გიცნობ.
- წავიდეთ რა სახლში.
- ანუ არა?
- არა.
- არასდროს?
- სულ არასდროს!
- კარგი, გასაგებია, წავედით.
- გეგი..
- არაფრის თქმა არაა საჭირო. მე გკითხე, შენ მიპასუხე. მაგრამ დაიმახსოვრე, ყველაფერი რაც დღეს გითხარი სიმართლე იყო, მე არ მიხუმრია.

ჩუმად მივიდნენ სახლამდე. გაის ფიქრები ვერ მოეშორებინა. არც კი იცოდა რა უნდოდა, საშინლად დააბნია, რა ექნა, ვერ იჯერებდა ამ ერთი ნახვით შეყვარებებს. მეორე დილით მეორე ამბავმა გააოცა, გეგი იქ აღარ დახვდა. რაღაც სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და წავიდაო. არ იცოდა დაეჯერებინა თუ არა. ცდილობდა არაფერი შეემჩნია, მაგრამ ვიღაც საგრძნობლად დააკლდა. რამდენიმე დღეში ზედმეტად მოიწყინა. ვერც წარმოიდგენდა ასე თუ გაუხარდებოდა სვანეთიდან წასვლა. ისეთი ბედნიერი იყო იმ დღეს. ქალაქში ჩასულმა თითქოს შვებიგან ამოისუნთქა. არც ის იცოდა მომავალში რა მოხდებოდა. მაგრამ უნდოდა ენახა, რატომ? არ იცოდა..
შეხვდა..რამდენიმე დღის შემდეგ, ისევ დეასთან და ზუკასთან..

- გამარჯობა _ დაბნეულმა ჩაილაპარაკა.
- გამარჯობა _ მშვიდად გაუღიმა გეგიმ.

თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო, სამეგობრო შემომატებული წევრებით, ძველებური მხიარულებით, ხუმრობებით..

- ცოლ-ქმარი დაშორდით თუ რა ხდება? რა ჩუმად ხართ? _ სიცილით იკითხა ზუკამ.
- დავშორდით _ მშვიდად უპასუხა გეგიმ.
- როდის მოასწარით?
- ერთმანეთს ვერ შევეწყვეთ.. _ ყველას ეგონა რომ გეგი კვლავ თამაშობდა, მხოლოდ გაი ხედავდა ამ ყველაფერში სერიოზულობას.
- დეკო წავალ რა მე..
- რატომ გაი?
- ვერ ვარ რაღაც კარგად.
- მარტო როგორ გაგიშვა _ შეშფოთდა დეა.
- მე გავაცილებ _ წამოდგა გეგი.
- არ შეგაწუხებ..
- არ შევწუხდები _ გაუცინა _ წავედით. მანქანაში ჩასხდნენ. _ რა გჭირს დღეს? წვიმა არ არის..
- წვიმის გარდა სხვა რაღაცებსაც შეუძლია განწყობა გამიფუჭოს.
- მაგალითად?
- მაგალითად ვიღაცების საუბარს.
- კონკრეტულად?
- მგონი ყველაფერი გასაგებად ვთქვი.
- მე ვერ გავიგე.
- ეგ უკვე შენი პრობლემაა. მადლობა რომ მომიყვანე.
- გაი არ დაგვისრულებია.
- რა გინდა გეგი?
- მინდა ყველაფერი გავარკვიოთ.
- კონკრეტულად?
- ყველაფერი.
- ყველაფერი გარკვეულია _ კარებისკენ მიტრიალდა, გეგის ხელმა რომ შეაჩერა.
- ყველაფერი გასარკვევია პატარა..
- ოჰ, შევრიგდით? _ ირონიულად აზიდა წარბები.
- ჯერ არა, მაგრამ პერსპექტივა გვაქვს.
- რა შემთხვევაში?
- თუ შენ გასაგებად იტყვი ყველაფერს.
- მაინც რას?
- ცოლად გამომყვები? _ ორივეს გაეცინა.
- არა..
- არასდროს?
- არა.. ახლა არა _ ეშმაკურად გაუღიმა.
- მგონი გავარკვიეთ _ გაეცინა.
- ნამდვილად _ გაიცინა გაიმაც. _ ჩემი წასვლის დროა.
- მოიცა, ასე ვერ გაგიშვებ ცუნცულ _ ბედნიერი ღიმილით შეაჩერა და მოულოდნელად დაწვდა მის წითელ ტუჩებს...

___________________
აბა შოკოლადებო, არ ვიცი რა გამოვიდა, რაც გამოვიდა ესაა.. შემიფასეთ.. ძალიან, ძალიიან, ძალიიიან მომენატრეთ.. გემშვიდობებით აგვისტოს ბოლომდე და დაგიბრუნდებით ახალი ისტორიით, რომელსაც ერთი გოგო უკვე დიდი ხანია ელის (სიცილი)

პ.ს. 19ში ერთ მკითხველს "თაწკა-თამუნია-თაკოს" აქვს დაბადების დღე, საჩუქარს არ გამიკეთებო? ჰოდა, აი შენი საჩუქარი, წინასწარ (სიცილი)

პ.ს. მიყვარხართ შოკოლადებო..მომენატრებით..



№1  offline ადმინი ano23

გვეღირსაა ხალხნო.. დადო ახალი ისტორია.. შეესიეთ აბა :D ის გოგო ვინაა აგვისტოს ბოლოს რომნისტორიას ელის?

 


№2  offline მოდერი მარრიამი

ano23
გვეღირსაა ხალხნო.. დადო ახალი ისტორია.. შეესიეთ აბა :D ის გოგო ვინაა აგვისტოს ბოლოს რომნისტორიას ელის?

ნეტა ვინაა?? :D :D

 


№3  offline ადმინი ano23

ნეტაა ვინაა ვინ? :D პატარა ,თბილი და ტკბილი ოსტორია იყო,როგორც ყოველთვის ^_^

 


№4  offline წევრი Anuuc^.^

აუუუ ახლა ვახსენებდი მაგ სახელს და რომ დავინახე გამეცინა:დდდშენ რა ყოფილხარ დღეს რომ ვითხარი დაგიტოვებო ასე მალეც არ მეგონა რა სწრაფი ყოფილხარ:დდდ კარგი ხარრ❤
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№5  offline წევრი mani156

აუუ love რა ძააან კაიი იყოო wink მომეწონა love პატარა, თბილი, ტკბილიი love ახალიი მიინდაა რამე კიიდე wink love

 


№6  offline წევრი EiLuL♥

შენ მოგკლავ,,დაგჩეხავ,,შეგწვავ :3 უნამუსო როშენკა ❤ არ უნდა გეთქვა თუ დებდი ? თავხედო...
როგორრ გამეხარდააა,, ჩავთბი,ჩავტკბიი)))
ლავ <3
--------------------
elene

 


№7  offline წევრი Drama Queen

Me ki vici rac gamovida qalbatono :D RACXA gamaxsenda amaze.. Is cunculic dzaaaaalian mecni.. Ici shen. :3 istoria rom kargia da kargia eg isedac ici ❤️ Xo ici rom magrad mikvarxar chemo rafaelo da gulit gtxov ar momkla :D

 


№8  offline მოდერი ჯია

ტკბილი და გემრელი ისტორია იყო ❤️

 


№9  offline წევრი სპენსერი

შენ არ იცი მართლა როგრ გამახარე და როგრ ველოდებოდი ^_^ ამ საიტსე მგონი მაარტო შენს ისტორას ვკითხულობ რაც ძალიან მომწონს <3 სითბოთი მავსებს მართლა საუკეთესო გოგო ხარ შენ <3 ყველაზე მაგარი ადამიანი :D <3 ძალიან მომეწონა :D
ნეტა ის გოგო ვინაა ასე რომ ელის შენს ისტორიებს :3 ^_^ <3

 


№10  offline წევრი -ფიფქია)))

უმაგრესი ისტორია იყო <3 მაგრამ რაღაცნაირად ბოლომდე არ იყო დასრულებული..

 


მეორე ნაწილზე რას ფიქრობო რასოოო???)))

 


№12  offline მოდერი მარრიამი

მაადლობა ჩემო ტკბილებო <3 ძალიან მიყვარხართ <3
ალუბლის გოგონა
მეორე ნაწილზე რას ფიქრობო რასოოო???)))

მეორე ნაწილზე რას ფიქრობსოო და ვერ ფიქრობსოო :D

 


№13 სტუმარი nino

Magari iyo magram use moulodneli damtavreba????

 


№14  offline მოდერი მარრიამი

nino
Magari iyo magram use moulodneli damtavreba????

დანარჩენი მკითხველის ფანტაზიაზე იყოს, ამ ისტორიაში ჩემი ასპარეზი დავასრულე

 


№15  offline წევრი tamtu

Patara magram sakkvareli da tbili istoria. Ai shen ki gemrieli shokoladi xar.

 


№16  offline მოდერი მარრიამი

tamtu
Patara magram sakkvareli da tbili istoria. Ai shen ki gemrieli shokoladi xar.

მადლობა ტკბილო <3

 


№17  offline აქტიური მკითხველი aanamaria

რა საყვარლობაა kissing_heart

 


№18  offline მოდერი მარრიამი

aanamaria
რა საყვარლობაა kissing_heart

მადლობა საყვარელო <3

 


№19  offline წევრი Laliashvili009

kargii iyo ❤

 


№20  offline წევრი Merri

ძალიან პატარა ისტორია იყო..მაგრამ ძალია დიდ სითბოს იტევდა..ძალიანსასიამოვნო წასაკითხი იყო <3 მადლობა მარიამ შენ ამისთვის...

 


№21 სტუმარი ეკა 5

უხ -უხ-უუუხ! ტკბილი და თბილი ❤️ პატარა და საყვარელი ზედმეტი გართულებებით, ძალიან კარგი იყო ❤️????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent