შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღე რომელმაც ჩემი ცხოვრება რადკალურად შეცვალა -1


14-07-2015, 17:40
ავტორი miranda
ნანახია 2 316

დილა კარგად დაიწყო, როგორც იქნა დადგა ის დღე როცა მოვშორდები უკვე ყელში ამოსულ ადგილებს და ცხოვრებას ცოტათი მაინც გავიხალისებ. მოკლედ მე მივდივარ ახალსოფელში ბებიასთან რამოდენიმე თვით. ბაბუა ორი წელია რაც გარდაიცვალა და ბებო მარტო ცხოვრობს, ვიცი რომ ჩემი ჩასვლა ძალიან გაუხარდება, ისე ხშირად ვერ ჩავდივარ რადგან საკმარისი დრო არ მაქვს, როცა მობილურით ვსაუბრობთ, სულ მსაყვედურობს ჩემთან არ ჩამოდიხარო, მაგრამ რას ვიზამთ დღეს ყველას დროის უკმარისობა აქვს. უი მართლა ბებოსთვის არ მითქვამს რომ მასთან მივდივარ, სიურპრიზს ვუწყობ. ერთი წლის წინ ჩემმა მშობლებმა დაბადების დღეზე მანქანა მიყიდეს და ძალიან გამახარეს, ის დღე არასდროს დამავიწყდება.
მოკლედ 6 საათი იყო რომ გამეღვიძა, ძალიან მინდოდა მალე წავსულიყავი ავდექი ტანსაცმელი გავიმზადე, წინა დღეს მაღაზიებში გავიარე, ბებოსაც ვუყიდე რაღაცეები, ახლა მხოლოდ პროდუქტებიღა მქონდა საყიდელი, ჩანთები მანქანაში ჩავაწყვე, სახლში ამოვბრუნდი დედა ყავას სვამდა, ბევრი ვაკოცე ჩავეხუტე და ვუთხარი თუ როგორ მომენატრებოდა, მან ბებოსთან მოკითხვა დამაბარა იმის მიუხედავად რომ დღეში 1 საათი მაინც ლაპარაკობენ მობილურით, მამა ამ დროს აივანზე იყო გასული და ვარჯიშობდა, მასთანაც გავედი და მოვესიყვარულე, შემდეგ თავისი ბარათი მომცა და მითხრა რომ ბარათიდან 500 ლარი მომეხსნა და თუ შემომაკლდებოდა კიდევ გამომიგზავნიდა, თუმცა დანაზოგი მეც მქონდა. უი მართლა მე ვარ ლიზი ბოლქვაძე 21 წლის, გარეგნობას რაც შეეხება მაქვს შავი თვალები, პატარა სწორი ცხვირი დიდი ტუჩები, შავი გრძელი თმა და სიმაღლეში ვარ 1.72 სმ. ვსწავლობ ბიზნეს ადმინისტრირებაზე და პარალელურად ვმუშაობ ბანკში, ხელფასი მაქვს 700 ლარი და თავისუფლად შემიძლია დამოუკიდელბლად ვიცხოვრო, მაგრამ დედის ერთა ვარ და მიჭირს მშობლების დატოვება.
მეგობრებს რაც შეეხება მყავს ბევრი მეგობარი, მაგრამ ჩემი დაქალი მაინც ყველას მირჩევია, ლიკა ჩემზე ერთი წლით დიდია, ცხოვრობს მარტო, ყავს ერთი ძმა ნიკა და არის დამწყები ჟურნალისტი. ლიკას საკმაოდ ლამაზი ნაკვთები აქვს, თაფლისფერი თვალები, პატარა ცხვირი და ასევე პატარა ტუჩები, მას ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ყავს ჩემსავით, მაგრამ ჯერ ურთიერთობებისათვის არცერთს არ გვცალია. ლიკაც აპირებდა ჩემთან ერთაც წამოსვლას თუმცა მისი გადატვირთული რეჟიმის გამო წამოსვლას ვერ ახერხებს და შემპირდა რომ ცოტახანში შემომიერთდებოდა.
მობილური და მანქანის გასაღები ავიღე, დედას და მამას კიდევ ერთხელ ვაკოცე და სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი მაღაზიაში შევედი, ყველა საჭირო პროდუქტი ვიყიდე და დავადექი სოფლის გზას, ჩავრთე ჩემი საყვარელი სიმღერა და სადღაც სამ საათში უკვე დანიშნულების ადგილზე ვიყავი.
ჩემს შესახვევში ცუდი გზაა და მე როგორც ახალბედა მძღოლს მიჭირს ასეთ გზებზე სიარული, მოულოდნელად ერთ-ერთი სახლიდან ქერა ძალიან სიმპათიური ბიჭი გამოვიდა მისი დანახვისას მე დავიბენი დამუხრუჭება ვეღარ მოვახერხე და დავეჯახე...


ამ ისტორიას ვწერთ ორი დაქალი, ეს ჩვენი პირველი ისტორიაა და დიდი იმედი გვაქვს რომ მოგეწონებათ. ველით თქვენს შეფასებებს კომენტარის სახით <3



№1  offline წევრი optimistii...

Dzalian momwons <3 warmatebebii <3

 


№2  offline წევრი miranda

optimistii...
Dzalian momwons <3 warmatebebii <3

didimadloba ❤❤

 


№3  offline წევრი buubbuuu)))

Kargi chans aba shen ici shensken var nu tqvenken :D aba he velodebi shemdeg tavs
--------------------
♥♥♥♥♥♥

 


№4  offline წევრი miranda

buubbuuu)))
Kargi chans aba shen ici shensken var nu tqvenken :D aba he velodebi shemdeg tavs

მადლობ თანადგომისთვის <33

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent