შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიღბებს მიღმა


14-07-2015, 23:41
ავტორი si-xa
ნანახია 1 524

უსაქმურობას და გაურკვევლობას ყველა სხვადასხვა ხერხით ვებრძვით.მთავარი კი ისაა რომ რა დონეზეც არ უნდა იყოს ჩვენი სურვილები შეზღუდული დროს იმას არაფრით დავუთმობთ რაც არ გვინდა არ გავაკეთებთ იმას რაც არ გვსურს მაგრამ როდესაც ცხვირ წინ აკრძალული ხილი დევს რთულია უარყო მისი მშვენება და გვერდი აუარო მას თუნდაც მაშინ როცა ეს ხილი სიცოცხლის ფასი ღირს.
მე დღეს მოწყენილი და უსაქმური ვარ დიდხანს ვორჭოფობდი მაგრამ მაინნც გადავწყვიტე თქვენთვის ამ ისტორიის მოყოლა რა ვქნა მეც ადამიანი ვარ და მეც მივილტვი აკრძალული ხილისკენ.
ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო ეს ოთხი განუყრელი მეგობრის ამბავია რომლებიც ერთ უბანში გაიზარდნენ ერთად აიდგეს ფეხი ერთად ეზიარნენ დედა ენას და ერთად გააცნობიერეს ორი რამ: პირველი არცეთს უნდოდა სწავლის გაგრძელება ინსტიტუტში არცეთი თვლიდა რომ ეს მათი საქმე იყო და მეორე მათი მიზანი და მოწოდება იყო სამშობლოს სამსახური.ასე გადაწყვიტა ოთხმა ძმაკაცმა აკადემიაში წასვლა მალევე მოახერხეს თავის დამკვიდრება და საპატრულო პოლიციაში მუშაობაც დაიწყეს მართალია საქართველოში ეს ის პერიოდი იყო როცა მონდომებაზე მეტად ფული ფასობდა მაგრამ ბიჭებმა მაინც მოახერხეს თავის დამკვიდრება.ოთხივე წარმატებული იყო ყველა იცნობდა ლევან გაბუნიას ,ავთო ნაკაშიძეს,გიგა მეტრეველსა და ლადო ჩიჩუას.მათ შეძლეს და საშუალო განათლებით დიდ წარმატებას მიაღწიეს ისინი არ იყვნენ უბრალოდ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ეს უფროსობამაც შეამჩნია და მეგობრები სხვადასხვა უბნებში მთავარ გამომძიებლებად გადაიყვანეს.
უკვე წარმატებულებმა შეძლეს და მშვენიერი ოჯახები შექმნეს მაგრამ მათი ამბავი რეალურია და არა ზღაპრული სწორედ ამან განაპირობა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა.
ლევან გაბუნიას ოჯახს თავს დაესხნენ სახლი გაქურდეს ბატონი ლევანი გააუთოვეს ცოლი თვალ წინ მოუკლეს რომელიც 5თვის ორსული იყო ამას დაერთო ისიც , რომ არსად ჩანდა მისი პირველი ქალიშვილი სახელად ლილე პატარა ცქრიალა გოგონა.ბატონმა ლევანმა ვერ გაუძლო არსებულ სიტვაციას და ინციდენტიდან 6 დღეში გულის შეტევით გარდაიცვალა.კენტად დარჩენილი საძმაკაცო კი თავიანთი ოჯახებითურთ სადღაც გაქრა.
ეს ამბავი მთელმა ქვეყანამ გაიგო ფიქრობდნენ,ეძებდნენ,იძიებდნენ მაგრამ მაინც ვერსად პოულობდნენ ვერც გაუჩინარებულ გოგონას ვერც დამნაშავეებს და ვერც გამომძიებლებს ოჯახებთან ერთად.
დრო გავიდა და ყველას დაავიწყდა მომხდარი ტრაგედია დაკარგული გოგონა საქაღალდემ კი რომელშიც გაბუნიების ოჯახზე თავდასხმის პატაკი იდო არქივში გაუხსნელი საქმეების სექციაში დაიდო ბინა.
ყველამ დაივიწყა ერთის გარდა ეს ერთი კი ლილე გაბუნია იყო მაგრამ ის ცქრიალა გოგონა აღარ იყო ის უდარდელი ბავშვი 15 წლის წინ რომ გაუჩინარდა.ლილე იყო ქალი რომელსაც წაართვეს იჯახი მან საკუთარი თვალით ნახა როგორ მოკლეს დედა და როგორ აწამეს მისი მამა თვითონ კი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ბანდიტების მეთაურმა გდაარჩინა.სახლში წაიყვანა და აღზარდა ყველაფერი ასწავლა რაც თავად იცოდა ერთხელ დაიჯინა და უთხრა:
„ლილე ჩემო გოგონა ყველა პროფესიას აქვს მინუსი ყველა მათგანი ვერ იქნება საამაყო მე დაქირავებული მკვლელი ვარ და სულაც არ ვამაყობ ამით მაგრამ მინდა იცოდე რომ მე ჩემი წესებით ვმოქმედებ არასდროს ვკლავ ქალს და ბავშვს არასდროს მე არ ვიცოდი თუ შენ და დედაშენი სახლში იქნებოდით ჩემმა დამქირავებელმა მითხრა რომ დედაშენს მის მშობლებთან ყავდი წაყვანილი მე ვერ შევძელი გადამერჩინა დედაშენი გთხოვ მაპატიე ეს მამაშენი ჩემი ხელმძღვანელობით მოკლეს მაგრამ ეს სულ სხვა საქმეა სიმართლე გითხრა ისიც არ ვიცი რატომ შემიკვეთეს მისი მკვლელობა“
ლილე იაზრებდა ყველაფერს და საერთოდ არ ბრაზობდა მის აღმზრდელ დათოზე რადგან იცოდა რომ ამ თამაშში მას უბრალო პაიკის როლი ქონდა.თვითონ კი შურისძიებამ შეიპყრო დათოსგან იცოდა რომ სავარაუდოდ მამამისი იმ საქმის გამო მოკლეს რომელსაც ძმაკაცებთან ერთად იძიებდა ამიტომ პირველ რიგში ისინი უნდა მოეძებნა.
დათოს ნაცნობების საშუალებით მთელს ქურდულ სამყაროში გაერკვა იფიქრა ასეთი ნაცნობები გამომადგება მოძებნაშიო მაგრამ თავისმა აღმოჩენამ გააოცა.ცნობილი გამომძიებლის შვილები იტალიაში ერთი მეორის მიყოლებით ძარცვავდნენ ბანკებს თან ისე რომ კვალს არ ტოვებდნენ მაგრამ მას მათი მამები ჭირდებოდა ამიტომ დიდხანს აკვირდებოდა ბიჭებს გამოთვალა შემდეგი ბანკი რომელსაც გაძარცვავდნენ და მოქმედება დაიწყო.
ლილე ბანკის მართველს შეხვდა იტალიელი ქვრივის სახელით რომელსაც საცავში ფასიანი საბუთების შეტანა სურდა.
-დიახ ბატონო მინდა საცავში პირადად შევიტანო იმედია თქვენ იქნებით ჩემი კომპანიონი-თვალების ჟუჟუნით მიმართა მმართველს იცოდა რომ კამერები მხოლოდ საცავში არ იყო და ეს ფაქტი ძალიანაც ახარებდა
-დიდი სიამოვნებით წამობრძანდით აი ეს არის ჩვენი საცავი ეს კი თქვენი ნომერი შეგიძლიათ თავად შეინახოთ საბუთები კარი დახურულია იმედია მე მენდობით
-რათქმაუნდა ახლავე ლილემ საბუთები რომელიც სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ წერილი იყო გამტაცებლებისთვის შეინახა შემდეგ კი მმართველს მიუბრუნდა
-იცით მე ქმარი მომიკვდა-თან მამაკაცისკენ დაიძრა-მე კი ძალიან ახალგაზრდა ვარ ქვრივობისთვის-კაცს სხეულზე აეკრა და ხელი ნაზად დაუსვა სახეზე-რას იტყვით? ხომ ვარ მართალი?-კაცი ბრინჯივით დაიბნა ლილემ ისარგებლა მომენტით და კაცს უკნიდან დამაძინებელი წამალი დაარჭო კაცი კი გაითიშა.ეშმაკურად ჩაეღიმა გოგონას ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა კაცს პერანგი და შარვალი გააძრო თვითონაც გაიხადა მოსასხამი და პერანგის ღილები გაიხსნა.მერე ისევ საცავს მიუბრუნდა ყველა გააღო და ოქროულობა მთლიანად მის ქეისში ჩაყარა რითაც წერილი მოიტანა მერე ფულიც მიაყოლა და ყველა დახურა ამასობაში დროც გავიდა და წამალიც მოქმედებას კარგავდა ამიტომ კაცს მიუბრუნდა.
-გაიღვიძე რამეს იეჭვებენ კაცი გაოგნებული იყო თუმცა როცა გაიაზრა რა მდგომარეობაშიც იყო იფიქრა რომ აღგრზნებული ქვრივი დააკმაყოფილა და საკუთარი თავით ამაყს ჩაეღიმა
-ძალიან მაგარი იყავი შეაქო ლილემ და მოსასხამი მოიცვა მაგრამ ეხა უნდა გავიდეთ რამე არ იეჭვონ.
-დროებით იმედია ისევ შემომივლი გააცილა ბანკის კარამდე მამაკაცმა
-რათქმაუნდა აბა დროებით.ეშმაკური ღიმილით დაემშვიდობა მამაკაცს და ქეისი მანქანაში ჩადო .
ლილე დარწმუნებული იყო რომ შუა ღამით ბიჭები ბანკის გასაძარცვად მივიდოდნენ მათი სტრატეგიაც კარგად იცოდა ისინი ვიდეო კამერებს ძველ ჩანაწერებს ურთავდნენ აპარატურით და დაცვის ოთახში სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ ამასობაში საცავამდე მიდიოდნენ და პატარა დინამიტით კარს აფეთქებდნენ გარეთ მანქანა ელოდათ ძირითადად სულ მოპარული როცა ფული სახლში მიჰქონდათ მოპარულ მანქანასაც აფეთქებდნენ.ამიტომ ლილე შუა ღამეს დაელოდა და დაინახა როგორ შევიდნებ ბიჭები ბანკში თვითონ მძღოლთან მივიდა სპეციალური წამლით გათიშა და თავის მანქანაში გადაიყვანა.იცოდა რომ წერილის ნახვის შემდეგ ბიჭები დათქმულ ადგილას მივიდოდნენ.
ქართველ პროფესიონალებს პირი ღია დასრჩათ საცავში ერთი წერილის გარდა რომ ვერაფერი იპოვნეს უფროსმა ნაკაშიძემ წერილს ხელი დაავლო და კითხვა დაიწყო:
„არც ისეთი მაგრები ხართ როგორც ამ უტვინო იტალიელებს გონიათ აი მაგალითად თქვენი მამიკოები ეგრევე გაგშიფრავდნენ და დაგაკავებდნენ კიდეც.რაო ბიჭებო გამოგიჭირესო?! ეგ არაფერი მთავარი ჯერ არ იცით თქვენი მძღოლი მე მყავს.თუ გინდათ რომ ცოცხალს მოუსწროთ ჯობია იჩქაროთ მისამართი წერილის ბოლოშია მითითებული.იმედია მოპარული მანქანით არ დამადგებით თორე ეგეთი დებილებიც არ არიან ეს იტალიელები.აბა დროებით ჩემო ტკბილებო გელით,გელით,მოგელით.“
---------------------------------------------------------
მოგესალმებით! ეს ჩემი პირველი ისტორიაა ამ ნიკით.იმედი მაქვს მოგეწონებათ.ბევრი ვიფიქრე სანამ დავდებდი სიმართლე გითხრათ ძალიან სპონტანურად გადავწყვიტე დადება. გადაწყვეტილი მქონდა მხოლოდ ჩემთვის გასართობად მეწერა.შეიძლება ცოტა აბდა-უბდა იყოს, არ გადამიხედია.დიდი ბოდიში ამისათვის.იმედია ერთი-ორი მაინც იქნებით ისეთი რომელსაც მოგეწონებათ და წაიკითხავთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent