მხსნელი 8
ეს დღეც დადგა. ჩემი ჩიტის ბუდიდან გაფრენის დღე.. თორნიკე როგორც ყოველთვის სიურპრიზებს არ იშურებდა ელისთვის და არც ელიმ დააკლო, მე კი ორივეს თანამზრახველი ვიყავი.. ელი ულამაზესი იყო ყველა წვრილმანი რომ მოვამთავრეთ ელის გალამაზებისთვის, ყველა ოთახიდან გავყარე და ელის ზურგიდან მივუახლოვდი. მის აწყლიანებულ თვალებს ჩავხედე სარკეში და ჩემი საჩუქარი ამოვიღე ყუთიდან. გულის ფორმის ყელსაბამი რომელშიც ძალიან ბევრი წვრილი ბრილიანტის თვლები იყო და ელის თვალებსაც მეტად აბრწყინებდა. მან რათქმაუნდა თავი ვერ შეიკავა და ცრემლები გადმოუგორდა. _არ შეიძლება, არა, გთხოვ მაკიაჟს ნუ გაიფუჭებ. _რა დროს მაკიაჟია.-ამოთქვა სლუკუნით, წამოხტა და მთელი ძალით მომეხვია. ვეღარც მე შევიკავე თავი და ავსლუკუნდი. გარეთ ატეხილმა აჟიოტაჟმა მოგვიყვანა გონს და ცრემლები შევიმშრალეთ. _ანასტასია მოიცადე.-ელიმ ხელი დამიჭირა და თვალებში ჩამაჩერდა თავისი მოსიყვარულე მზერით. ერთხანს ასე მიყურა, მრავალმა ემოციამ გაურბინა სახეზე და ბოლოს ამოთქვა._რა აზრი აქვს შენ მაინც უსიტყვოდ გესმის.. უბრალოდ ძალიან მიყვარხარ. ახლა წადი.-გამიღიმა და ხელისგულზე მაკოცა. _ამაზე მეტად შეყვარება აღარ შეუძლია ჩემ გულს როგორც მე მიყვარხარ.-ვუთხარი და კიდევ მოვეხვიე. მერე ელის მოვწყდი და კარიდან გავიჭყიტე. თორნიკე იყო და შემოსვლას ითხოვდა. დავაწყნარე 10წუთში გამოვუშვებ მეთქი, რადგან არ მნებდებოდა დავემუქრე თუ არ დამმორჩილდები სიურპრიზს ჩაგიშლი მეთქი და მაშინვე მოლბა. მისაღებში დავაბრუნე და ელისთან წავედი. ის ახლა დედას ეხვეოდა. ბოლოს ყველანი მისაღებში დავბრუნდით, ელი კი მამას დავუტოვეთ. ანდრია მაშინვე გვერდით ამომიდგა, რომ დამინახა და ხელი წელზე მომხვია, მეც მას მივეყრდენი. ყველა კიბეს მივაჩერდით. ელი ბრწყინავდა და ნერვიულად უჭერდა ხელს მამამისს. კიბის ბოლოს მომლოდინე გაბადრული თორნიკე რომ დაინახა, მასაც მაშინვე გადაედო ბედნიერი ღიმილი. _ძნელი იქნება კიდევ დიდხანს მოვითმინო, რომ ამ ფორმაში შენც არ გნახო.-მიჩურჩულა ანდრიამ და ყელზე ოდნავ შემახო ტუჩები. _ჩვენთვის ჯერ ადრეა, თუმცა მეც მინდა შენი ნახვა ამ ფორმაში. _სულაც არ მეადრევება როცა წარმოგიდგენ რა ბედნიერი იქნები და რა მშვენიერი.. _ახლა რას მიწუნებ?-გამოვაჯავრე და წარბი ავუქაჩე. _რას და შენი კაბის ამოღებული ზურგი ჩემს ნებისყოფას ეთამაშება.-კიდევ აპირებდა გაგრძელებას მაგრამ გავაჩერე, სულ არ მინდოდა მისი სურვილები მომესმინა და წითელი ვაშლივით გამხდომოდა ლოყები, რაზეც დიდხანს დამცინებდა. მთელი საღამო მბურღავდა მზერით ანდრია და უკვე აღარ ვიცოდი სად გავქცეოდი მის ჭაობისფერ თვალებს. ჯვრისწერა და ფოტოგრაფია რომ მოითავეს, თორნიკეს სიურპრიზის დროც დადგა და არ მარტო თორნიკესი, ეს სიურპრიზი ჩემიც იყო ანდრეასთვის. ჩვენ უკან მივყვებოდით ნეფე პატარძლის მანქანას და როცა მან სხვა გზით გადაუხვია ანდრიამ გაკვირვებით გადმომხედა. _შენ იცი სადაც მიდიან არა? _უბრალოდ მიყევი.-ვუთხარი და გავუღიმე. _აზრი არ აქვს ხვეწნას? _არა, მაინც ვერ მათქმევინებ. _ვერ არა, უბრალოდ არ გათქმევინებ.-ნიშნის მოგებით გადმომხედა და მერე გზას მიუბრუნდა. დანიშნულების ადგილას მივედით, ანდრიას ჩავეჭიდე და საჰაერო ბურთებით გადაჭედილი მინდვრისკენ წავიყვანე. ეს რომ დაინახა ხელში ამიტაცა და დამატრიალა. თვალები აწყლიანებოდა, არ მეგონა ასე თუ გაახარებდა. ვიცოდი არ ჰქონდა მნიშვნელობა რა იქნებოდა, უბრალოდ ის აბედნიერებდა, რომ მისი გახარება მინდოდა. _შეუდარებელი გოგო მყავს.-ჩაიჩურჩულა და სიცილის ხმაზე ორივემ გავიხედეთ. ელი აღშფოთებული იყო და აღარ იცოდა ტირილით გამოეხატა სიხარული თუ სიცილით. როგორც იქნა მივაღწიეთ საჰაერო ბურთებამდე და ჰაერში ვიწყეთ სვლა. მისი თვალები ასეთი ბედნიერი ყოველდღე არ იყო, ის ღიმილს ვერ იკავებდა და მეც უნებურად მედებოდა განწყობა და ვფიქრობდი რომ შემეძლო მთელი უსასრულობა მხოლოდ მისი თვალების ყურებით მეარსება.. ელის საჩუქარი ყველაზე უკეთესი იყო რაც კი შეიძლებოდა თორნიკეს გახარებოდა. მე და ელიმ ძლივს მოვიფიქრეთ რა იქნებოდა მისთვის საუკეთესო და გადავწყვიტეთ თორნიკე მოგვეტყუებინა, რომ ვერ შეძლებდნენ თაფლობისთვეში წასვლას, რადგან ელის გამოცდები ჰქონდა და პრობლემები შეექმნებოდა. ამის გამო იჩხუბეს კიდეც. ბოლოს ელი დაპირდა რომ გამოცდების მერე წავიდოდნენ სადმე. თორნიკე მეუბნებოდა იქნებ ჯობია ვუთხრა, რომ ქორწილი გადავდოთო მაგრამ იმდენი ველაპარაკე, სანამ არ დავარწმუნე რომ არ ღირდა გადადება. ის ხვდებოდა რომ რაღაცას ვუმალავდით მაგრამ სულ სხვა ლოგიკით მსჯელობდა და ოდნავადაც ვერ მივიდა სწორ პასუხამდე. ელიმ თაფლობისთვისთვის ბილეთები იყიდა, ისინი ქორწილიდან პირდაპირ ბარსელონაში მიემგზავრებოდნენ. მხოლოდ 5დღით. თორნიკე ბავშვობიდან გულშემატკივრობდა ბარსელონას და ახლა შეეძლო მათი თამაშისთვის რეალურად ეყურებინა. ძლივს დავამთხვიეთ ქორწილის თარიღი ისე, რომ სიურპრიზი გამოსულიყო. ელის მამამაც დააფინანსა მათი თაფლობისთვე და ბარსელონადან პირდაპირ საფანგეთში გადავიდოდნენ. აეროპორტამდე რომ მივედით თორნიკე ვერ იგებდა უნდა გაბრაზებულიყო თუ გახარებოდა ტყუილები და ამავედროს სიურპრიზი. შოკში იყო. ასეთი პირველად ვნახე. მაინც ვერ გვათქმევინა სად მიდიოდნენ. ყველას დაგვემშვიდობნენ და ჩემოდნებით ხელში ესკალატორს აუყვნენ. ბოლომდე არ მივაცილეთ, ჩემ ეგოისტ დაქალს მხოლოდ თვითონ უნდოდა ენახა რა სახე ექნებოდა თორნიკეს როცა რეისის მიმართულებას გამოაცხადებდნენ. ამაზე ნერვები მეშლებოდა მაგრამ დავთმე.. უკან რომ დავბრუნდით ერთდროულად ვგრძნობდი ძალიან დიდ სიცარიელეს და თან უდიდეს ბედნიერებას. ისინი ყველას სდებდნენ თავის სიყვარულს. ჩემი მშობლები გავაცანი ანდრეას, თუმცა მამასთვის არ მითქვამს, რომ ანდრია ის ბიჭი იყო, რომელიც ჩვენთან შემოიპარა.. დედას მოეწონა ის, მამა კი ისე აკვირდებოდა თავისი გამომცდელი თვალებით კინაღამ მოვკვდი.. მერე ცალკეც ისაუბრეს მხოლოდ მამამ და ანდრიამ, წარმოდგენა არ მაქვს რაზე, არც მოგვიანებით მითხრეს არაფერი, მხოლოდ ის რომ მათი საუბრის თემა მე ვიყავი და ჩვენი ურთიერთობა, ეს კი მეც კარგად ვიცოდი უთქმელად. ჩემი და ელის მშობლებიც გავაცილეთ. მამამ ვერ მოითმინა და მაინც მითხრა ჭკვიანად მოიქეციო, დედამ კი დარიგებები მომავლისთვის გადადო და მანიშნა ვერსად წამიხვალო. გადაღლილი ანდრიას მხარს მივეყრდენი და სახლისკენ გავემართეთ. *** ორი დღე ანდრია საერთოდ აღარ მინახავს, სამსახურში რაღაც პრობლემა შეექმნა და ნერვიულობდა რომ ელიც წასული იყო და იცოდა მოვიწყენდი. მესამე დღეს ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად სანდრო გამომიგზავნა და თავისი სახლის კინოთეატრში ძალით წამათრიეს ბიჭებმა. ნიკამ მარიამიც მოიყვანა და კარგად გადავაყოლე გული. საღამოსაც არ დაბრუნდა ანდრია, ამიტომ სახლში დავბრუნდი. მაინც გამიფუჭდა ხასიათი რომ ვერ ვნახე დღესაც. გზაში კი ყველაფერთან ერთად მანქანაც გამიფუჭდა. გადმოვედი და კაპოტი ავხადე. არც ისე კარგი ვიყავი მისი შეკეთების საქმეში, მაგრამ ხანდახან გამომდიოდა ახლა კი ვერაფერი გავუგე. სანდროსთან დარეკვას ვაპირებდი რომ ვიღაცამ მომიჩერა მანქანა და მომიახლოვდა. _დახმარება გჭირდებათ?-ღმერთო რა ნაცნობი ხმაა, გავიფიქრე და ღამის სიბნელით დაფარულ სახეზე დავაკვირდი. ვიცანი ფოტოგრაფი იყო. _თქვენ?-ჩემდაუნებურად ამოვთქვი. _ანასტასია?-ისიც გაკვირვებული ჩანდა. _კი მე ვარ. ლუკა არა? _სწორედ გახსოვს.-გამიღიმა და მერე მანქანას გახედა._რა მოხდა? _არ ვიცი ვერაფერი გავუგე. ახლა ვაპირებდი დარეკვას დასახმარებლად. _არ გინდა მე ვნახავ.-ცოტა არ იყოს შემრცხვა მაგრამ მაინც დავნებდი. ის კვლავ ჩხირკედელაობდა ძალიან სწრაფად მომავალი მანქანის ხმა რომ შემოგვესმა და ერთად ამოვიხედეთ. რათქმაუნდა ანდრია იყო, აბა ასე სწრაფად სხვა ვინ ივლიდა. მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა და თითქმის სირბილით მოიჭრა ჩემთან. _კარგად ხარ? იკითხა აფორიაქებულმა და მომეხვია. _კი უბრალოდ მანქანა გამიფუჭდა და ლუკა შემხვდა. მოდი გაგაცნობ.-ვუთხარი და ხელი ჩავკიდე. _ლუკა ეს ანდრიაა ჩემი შეყვარებული, ანდრია ეს ლუკაა. -მათ ხელი ჩამოართვეს. _გაგიმართლა, ის შეუდარებელია.-ლუკამ ჩემზე ანიშნა. _ეს ჩემზე უკეთ არავინ იცის.-უპასუხა ანდრიამ და მერე მე მომიბრუნდა. _რატომ არ ვიცონობდი მას აქამდე? _მეც მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი.-ვუთხარი ღიმილით და თან დავამატე._მოგვიანებით მოგიყვები. მან თავი დამიქნია და ლუკას მიუბრუნდა. _აბა რა ჭირს მანქანას? უკან გაყვა ლუკას და მისი შეკეთება ერთად განაგრძეს. ვგრძნობდი ანდრია დაძაბული იყო და გადაღლილი თვალები ჰქონდა. რაღაც არასასიამოვნო დავინახე მის თვალებში. გაღიზიანება თუ... 5წუთიც არ იყო გასული რომ მოამთავრეს. ლუკას მადლობა გადავუხადეთ და თან ვკითხე. _შემოთავაზება კვლავ ძალაშია? _რათქმაუნდა ანასტასია, ძალიან გამიხარდება თუ მოხვალ. -ანდრია ინტერესით მიყურებდა, უკმაყოფილება გამოესახა რადგან ვერ გაიგო სიტუაცია. _გამოფენაზე დამპატიჟა. -ავუხსენი ანდრიას. _ანდრიაც რომ წამოვიდეს?-ისევ ლუკას მივუბრუნდი. _ვინც გაგიხარდება შეგიძლია წამოიყვანო.-მიპასუხა მან და დაგვემშვიდობა. ანდრია კვლავ დაძაბული მომჩერებოდა. არა არ ვცდებოდი, ნამდვილად ეჭვიანობა იყო ის, რასაც მის თვალებში ვხედავდი. გულში ჩამეცინა. _მომიყვები თუ ასე აპირებ ყოფნას?-მის ხმას უხეშობა შეეპარა. გავბრაზდი და მანქანისკენ წავედი. _ჯერ სახლში წავიდეთ და მერე. ერთხანს მიყურა როგორ დავძარი მანქანა და მერე თვითონაც მიუბრუნდა თავის მანქანას. მივხვდი ჩემი გაბრაზება უადგილო იყო, ის გადაღლილი იყო და თანაც ეჭვიანობდა, ახლა მისი გაბრაზება ჩვენ ჩხუბს გამოიწვევდა, ამიტომ ჯობდა წყნარად ვყოფილიყავი და აღარ გამომეწვია. სახლში შევედით, პლედი ავიღე და აივანზე გავიყოლე ანდრიაც. სავსე მთვარე იყო. დავსხედით. თვალებში შევხედე, მოთმინებას კარგავდა. გამიკვირდა, ის ხომ ყოველთვის ზედმეტად მშვიდია. სანამ ამ თვისებას დაკარგავდა დავიწყე: _შენთან მოვდიოდი, საწვავის რიგში ვიყავი რომ ჩამავალი მზე დავინახე, საოცარი ფერი ჰქონდა ცას. ალბათ ნახავ ამას გამოფენაზე. მანქანიდან გადმოვედი და ზურგით ვიდექი, ხედით ვტკბებოდი როდესაც ლუკა გამოჩნდა. ფოტო გადამიღო ზურგიდან, ჩუმად. მერე გამეცნო და გამოფენაზე დამპატიჟა. სულ ეს იყო. _დღეს როგორ შეგხვდა? _მანქანა რომ გამიფუჭდა და ვერაფერი ვუშველე სანდროსთან ვაპირებდი დარეკვას და ისიც ამ დროს მოვიდა. _აქამდე რატომ არ მომიყევი?-შედარებით დამშვიდებული მაგრამ მომთხოვნი ხმა ჰქონდა. _ზედმეტი მოგდის ანდრია. _რა არის ზედმეტი?-ხმას აუწია. _საერთოდ არ გამხსენებია იმ საღამოს ეს ბიჭი.ზედმეტი კი ისაა რომ სისულელეზე ბრაზდები. _სისულელეებზე არასდროს ვბრაზდები, შენ იცი ეს.-კვლავ მკაცრი იყო. მე კი ხმა ნელ-ნელა მებზარებოდა. _მაშინ მითხარი რა იყო გასაბრაზებელი. გითხარი რომ არცკი გამხსენებია, იმიტომ რომ ის დღე სულ სხვა რამის გამო მახსოვს. -თავი ვეღარ შევიკავე და ავსლუკუნდი. _მე შენთვის ეჭვიანობის მიზეზი არ მომიცია და არ მოგცემ უფლებას რომ ტყუილად დამადანაშაულო.- ტირილისაგან ჩემი სიტყვები უცნაურად ისმოდა. ანდრია ჩემ წინ მუხლებზე დადგა, მიხვდა რომ დამნაშავე იყო და უნდოდა ცრემლებისაგან გაენთავისუფლებინა ჩემი სახე მაგრამ უფლება არ მივეცი. წამოვდექი და აბაზანაში შევიკეტე. ვერ ვიტან როცა მის წინ ვტირი. მერე ისეთი თვალები უხდება, იმდენი ტკივილია მათში ეს უარესს მიშვრება და სულ ვეღარ შევძლებ გაჩერებას. გული ამომიჯდა ვეღარ ვჩერდებოდი. _ანასატასია მითხარი რომ კარგად ხარ და აღარ შეგაწუხებ თუარადა იცოდე კარს შემოვამტვრევ.-ისეთი სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა გული ამეწვა. _ცოტახანს მაცადე დავმშვიდდები და გამოვალ. ცივი წყალი შევისხი სახეზე და რომ დავმშვიდდი გარეთ გავედი. კარებთან იატაკზე დამჯდარიყო და თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული. კარის ხმაზე წამოდგა და თვალებში მომაჩერდა. _ვიცი რომ ასე არ უნდა მელაპარაკა შენთან. სინამდვილეში მხოლოდ იმან გამაბრაზა, რომ დავინახე როგორ გიყურებდა. შენ კი ამას ვერასდროს ხვდები. არავისში არ გეპარება ეჭვი. მე კი ვხედავ.. შენ გგონია გიგაზე უარესები არ დადიაან დედამიწაზე?! _მორჩი.-ვუთხარი მე. რა მნიშვნელობა აქვს როგორ მიყურებს სხვა. ამით არაფერი დამიშავდება. შენ ისე მეპყრობი თითქოს ფაიფურის ვარ და შენ გევალება რომ არ დავიმსხვრე. თითქოს სულ მზად ხარ რაღაცისგან დამიფარო და მიხსნა. მაგრამ ვერ ვხედავ ამის მიზეზს. მე არავინ მესხმის თავს. შენ კი თითქოს სულ ამას ელოდები.. გიგა და მისნაირები ვერაფერს დამაკლებენ, მასეთების არსებობის გამო უფლება არ გაქვს რომ სულ დაძაბულმა იტრიალო ჩემს გარშემო. _მე მევალება ანასტასია აბა მაშ ვის? მე მევალება შენი დაცვა და ამავე დროს მე ვარ ის ვისგამოც ახლა იტირე. საკუთარი თავისგანაც ვერ გიცავ. შენ გგონია მხოლოდ მე ვტრიალებ შენ გარშემო ასე? თვითონაც ასე ხარ. ჩემი თვალით რომ დაგანახა საკუთარი თავი.. გამომიჭირა-გავიფიქრე და თავი ჩავხარე. აღარ მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი. ვიცოდი რომ ვერცერთი ვერ გამოვსწორდებოდით, იმიტომ რომ ასეთად ჩვენივე სიყვარულმა გვაქცია.. _იქ როგორ აღმოჩნდი? ვკითხე და ხელი ჩავკიდე რომ აივანზე დამებრუნებინა. _სანდრომ მითხრა რომ აღარ დამელოდე და ახალი წასული იყავი. ვეღარ გავძლებდი უშენოდ ვიცოდი და გამოგყევი. _ვეღარც მე ვძლებდი და გავბრაზდი, მეგონა შენ ძლებდი.-გამეცინა ჩემ წინადადებაზე და მოვეხვიე. ისე მაგრად ვუჭერდით ერთმანეთს მკლავებს, თითქოს ცოტახნის წინ დაბმულები ვიყავით და ახლა აგვიშვეს. თაველებში ჩამაჩერდა, ხარბად ისუნთქავდა ჰაერს. _ძალიან დაღლილი თვალები გაქვს. -ვუთხარი ჩურჩულით. _ახლა ვეღარაფერს ვგრძნობ შენს გარდა.-ამოთქვა და ტუჩებზე წამეტანა. _მშიერი ხარ არა? წამოდი რამეს გაჭმევ.-ვუთხარი და სამზარეულოში გავიყოლე. _შენი ტუჩებიც მეყოფა, სხვა არაფერი მინდა გეფიცები. _მორჩი.-შევუბღვირე და მაინც ავწითლდი. გემრიელად ჭამდა, ისე გემრიელად რომ რამდენიმე ლუკმა მეც მოვპარე. მაგიდა ავალაგე და ანდრიას მივუბრუნდი. _უკვე თვალები გეხუჭება. ეს დღეები არ გიძინია არა? _ძილის დრო რომ მქონოდა შენთან მოსვლასაც მოვახერხებდი. -მითხრა და გამიღიმა. _წამოდი დავიძინოთ.-ხელი ჩავკიდე და ოთახში გავიყვანე. _როგორც ვხედავ რამდენიმე დღის უძილობასაც აქვს თავისი პლიუსები._მითხრა როცა მის გვერდით მოვიკალათე და თავი გულზე დავადე. _კიდევ უნდა დაიკარგო? _არა დღეს ყველაფერი დამთავრდა, ჩვენ სასარგებლოდ. ასე რომ შეგიძლია მშვიდად იყო. როდისაა ის გამოფენა? _ანდრია აღარ ვაპირებ იმ გამოფენაზე წასვლას, არაფერი არ მჭირდება რაც შენ ნერვებზე ცუდად იმოქმედებს ან ჩვენ ურთიერთობას დაძაბავს. _მე კი არ მინდა რომ რამეზე გული დაგწყდეს, თანაც მაინტერესებს მას ხომ შენი ფოტო აქვს. ვნახოთ რა გამოვიდა. _გპირდები არ დამწყდება გული. მართლა არ მინდა. _იცი როცა იტყუები როგორ ვხვდები? _როგორ? _ახლა მოიტყუე, მაგრამ არ გეტყვი როგორ. მერე თავს გააკონტროლებ და ვეღარ მივხვდები. _გთხოვ რაა მითხარი ანდრია. _არა.-თვალები აუციმციმდა. _კარგი რა გინდა სანაცვლოდ. _მინდა რომ 3 დღით ჩემთან ერთად გამოიპარო მთაში და შენი პირობა შეასრულო, ჩემი ნატურა უნდა გახდე. ხომ არ დაგავიწყდა რომ დამპირდი? -გაკვირვებისაგან თვალები ვჭყიტე. _სერიოზულად ამბოობ? _როდის ვყოფილვარ არასერიოზული? _ეს ახლა მოგივიდა თავში? _არა, დიდიხანია მომივიდა და არ მასვენებს. რა მნიშვნელობა აქვს. პირველად ხომ არ იპარები ჩემთან ერთად არა?-მითხრა სიცილით. _თანახმა ვარ.-ვუთხარი და ვაკოცე. ახლა მითხარი. _როცა იტყუები ხელით საკუთარ ყელს ეხები უფრო ლავიწის ძვლებს.-მითხრა სიცილით._ან ხმის ტემბრი გეცვლება. ეს უფრო რთულად შესამჩნევია მაგრამ უკვე ვისწავლე როგორი ტემბრი გაქვს ამ დროს. _მართალი ხარ, თავის გაკონტროლება უნდა ვისწავლო. _გამოფენის მერე გავიპაროთ კარგი?-მითხრა ცოტახნის შემდეგ. _ჯანდაბაშიც წავიდეს გამოფენა, ხვალვე გავიპაროთ. ვუთხარი და სიცილით მოვეხვიე. უცბად ზემოდან მომექცა და თვალებში ჩამაშტერდა გაბრწყინებული. _საუკეთესო ხარ.-მითხრა და კოცნა დამიპირა მაგრამ ჩემი ამდენი ხნის წვალება გამოვიყენე. ნასწავლი ილეთებისა და მისი ყურადღების მოდუნების ხარჯზე ვაჯობე და ახლა მე მოვექეცი ზევიდან და ჩემ ჭკვაში ხელები დავუკავე. _დაიმახსოვრე ჩემი შეყვერებულის მესამე წესი: შეიძლება შენ დარწმუნებული იყო შენს უპირატესობაში, მაგრამ სიტუაცია სხვანაირად წარიმართოს. -ვუთხარი თავისივე სიტყვები და ვაკოცე. მაგრამ ვინ მაცადა. მაინც ის მომექცა ზემოდან და მან მართლა დამიკავა ხელები. _შენი შეყვარებული ჭკვიანი ბიჭი ყოფილა. _კარგი რაა დამაცადე დავტკბე გამარჯვებით.-ამოვიბურდღუნე ნაწყენმა._აზრი არ აქვს ვარჯიშს შენთან ვერაფერს გავხდები. _ჩემთან არაა საჭირო.-მითხრა დამრიგებლური ტონით და გულზე მიმიკრა. ყველაზე მყუდრო ადგილი ქალისთვის მისი კაცის მკლავებია. გავიფიქრე და თვალები მიმეხუჭა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.