შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღე რომელმაც ჩემი ცხოვრება რადკალურად შეცვალა


15-07-2015, 00:23
ავტორი miranda
ნანახია 2 529

ჩემს დაბნეულობაზე ნერვები მომეშალა და სადღაც 2 წამში უკვე მანქანიდან გადმოსული ვიყავი, უცნობი ბიჭი მხოლოდ ფეხს იტკიებდა და სიმწრით მანქანას ხელს არტყავდა, მე ისევ დავიბენი და ხმის ამოღებაც ვერ გავბედე, უცნობმა კი აგდებით მომმართა:
-ეე გოგონა თუ ტარება არ იცი მანქანას რატომ მართავ?
მას ისეთი თბილი და ამავდროულად მკაცრი ხმა ჰქონდა რომ ხმის ამოღება კიდევ ვერ გავბედე და დარცხვენილი ბავშვივით თავი დავხარე, მან კი ირონიულად გაიცინა, ამაზე გავმწარდი და საკმაოდ მაღალი ტონით მივმართე:
-თქვენი საქმე არ არის მე მანქანას ვმართავ თუ არა ! ბიჭმა ამაზე სიცილი დაიწყო და წამოდგომა სცადა. მე კი წამოდგომაც არვაცადე ნერვებ მოშლილი მანქანაში ჩავჯექი და იქაურობას გავეცალე. სადღაც 5 წუთში ჩემს სახლთან ვიყავი, კარი შევაღე და ჩემი საყვარელი ბებო რომ დავინახე ყველაფერი დამავიწყდა, ბებომ ჩემს დანახვაზე ერთი შეჰკივლა და ჩემსკენ გამოიქცა თან ცრემლებს ვერ იკავებდა და გაუჩერებლად მკოცნიდა, მე მის დახვედრაზე მეცინებოდა, რომ მომისიყვარულა სახლში შემიყვანა და ჩემი საყვარელი იმერული ხაჭაპურების ცხობა დაიწყო, თან მეკითხებოდა უნივერსიტეტში და სამსახურში საქმე როგორ მიდიოდა. მოკლედ ბებიას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
შემდეგ ბებია თავის საყვარელ კითხვას მიადგა და მკითხა:
-ბებო ამდენი ხანია მარტო ხარ და დავიჯერო ასეთ ლამაზ გოგოს შეყვარებული კიდევ არ გყავს?
-მე მის ამ ნათქვამზე გამეცინა და ადრინდელისგან განსხვავებით რაღაც უცნაური შეგრძნება დამეუფლა, უცბად ჩემს გონებაში ის ბიჭი ამოტივტივდა წეღან რომ დავეჯახე, მაგრამ მასზე ფიქრს თავი მალევე გავანებე და ბებიას კითხვას ვუპასუხე:
-კარგი რა ბებო სად მაქვს შეყვარებულის ყოლის დრო, ბებომ კი სიცილით მითხრა, ბებია შენ თუ მასე გააგრძელებ იცოდე გაუთხოვარი დარჩები.
მე კი თემა გადავუტანე და ვკითხე თუ რა ხდებოდა სოფელში, მასაც არ დაზარებია და სოფლის ყველა ჭორ-მართალი დაწვრილებით მიამბო. ამ ლაპარაკში მე და ბებოს თავზე დაგვაღამდა და რეალობაში ლიკას ზარმა დამაბრუნა, ბებოს ვუთხარი რომ ცოტა ხნით აივანზე გავიდოდი და მალევე დავბრუნდებოდი.
მობილურის აღების თანავე ლიკამ დამიყვირა თუ რატომ მქონდა მობილური გათიშული მე კი ვუთხარი რომ ალბად მიღება არ ჰქონდა. შემდეგ კი კითხვების დასმა დამიწყო თუ როგორ ვიმგზავრე? როგორ იყო ბებო და მსგავს შეკითხვებს მისვამდა, მე კი მისი ყველა კითხვა დავაიგნორე და იმ ინციდენტის შესახებ მოვუყევი რომელიც ჩამოსვლისთანავე შემემთხვა.
ლიკას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა რადგან ბიჭის გამო დაბნეული არასდროს ვუნახივარ, შემდეგ კი ღადაობა დამიწყო
-გოგო რა იყო ხო არ დაგევასა? (ლიკა)
-რა დამევასა გოგო ისეთი უხეშია ეგეთი ცხოვრებაში არ მომეწონებოდა (მე)
ლიკა კი ირონიას არ წყვეტდა და რაღაცეებს მეუბნებოდა, ჩემი ყურადღება გვერდითა სახლიდან გამოსულმა ბიჭების ხმარუმა მიიპყრო და გადავწყვიტე ლიკას დავმშვიდობებოდი.
-კაი ლიკ წავედი დაღლილი ვარ და ხვალ შეგეხმიანები
-მან კი კვლავ ირონიით მითხრა, კარგი წადი დაისვენე, მაგრამ არმგონია იმ ქერაზე ფიქრმა მოგასვენოს...
მე კი მის ამ ნათქვამზე ხმამაღლა გავიცინე და მობილური გავთიშე.
ბებოს ვაკოცე ტკბილი ძილი ვუსურვე და ჩემს ოთახში ავედი. სიმართლე რომ ვთქვა ლიკას ნათქვამმა ნაწილობრივ გაამართლა და უცნობზე ცოტახანს ვფიქრობდი თუმცა მალევე დამეძინა.
დაახლოებით დილის 6 საათი იყო რომ იარაღის სროლამ გამომაღვიძა, ეს შემზარავი ხმა დაახლოებით 5-ჯერ მაინც განმეორდა. მე შეშინებული საწოლიდან წამოვხტი და ტანზე არც კი დამიხედავს ისე გავვარდი გარეთ და თვალიერება დავიწყე თუ რა ხდებოდა გარშემო, ჩემი ყურადრება ისევ იმ სახლმა მიიქცია საიდანაც წეღან ხმაური გამოვიდა, თუმცა ერთი 6 ბიჭის მზერა ერთდროულად რომ ვიგრძენი იმ წამსვე დავიხედე ტანზე და აღმოჩნდა რომ ტრუსისა და ლიფის ამარა ვიყავი, უცებ ბიჭებს თვალი მოვავლე და ნაცნობი სახე აღმოვაჩინე გულში გავიფიქრე ეს ხომ ის ბიჭია მანქანით რომ დავეჯახე...





ესეც მეორე თავი, ვეცადეთ დიდი დაგვეწერა და დროულად დაგვედო, იმედია მოგეწონებათ თუ რამე შენიშვნები გაქვთ გთხოვთ დაწეროთ და ვეცდებით რომ აუცილებლად გავითვალისწინოთ
დღე რომელმაც ჩემი ცხოვრება რადკალურად  შეცვალა



№1  offline წევრი cancara

Kaia kai male dade didi tavebi

 


№2  offline წევრი miranda

cancara
Kaia kai male dade didi tavebi

madloba

ბავშვებოო ეს არის მეორე თავი მითითება დამავიწდა

 


№3  offline წევრი optimistii...

Nichieri gogorebi xart momwons tqveni faantaziaa <3 ogont tavebi gaazardet <3

 


№4  offline წევრი miranda

optimistii...
Nichieri gogorebi xart momwons tqveni faantaziaa <3 ogont tavebi gaazardet <3

დიდი მადლობა <3 კი გავზრდით აუცილებლად <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent