მეგობრები?! (თავი 2)
*** ნერვებმოშლილმა გადაუხვია საპირისპირო მხარეს და კედლებგამურულ სკოლაში ისე შეაბიჯა რომ უკან აღარც მიუხედავს. აფორიაქებული მიეყუდა კედელს და თვალები დახუჭა. თვალწინ დაუტრიალდა განვლილი წუთები და თითქოს ისევ იქ იყო, მძაფრად იგრძნო თაფლისფერი თვალების ირონიული მზერა, ტუჩის კუთხეში გაჩენილი ანცი ღიმილი, საშინელი ხარხარი და ყელში გაჩხერილი ბურთი. ახლა უფრო მოეშალა ნერვები, და თვალები სწრაფი მოძრაობით გაახილა. სკოლაში მოსწავლეები ირეოდნენ. იცინოდნენ, იღიმოდნენ ან ზედმეტად მოღუშული სახეები ჰქონდათ. ყველას განსხვავებული დარდი, ტკივილი თუ სიხარული ჰქონდა. ყველა მათგანს აწუხებდა რამე დარდი, მაგრამ მაინც იცინიან აი რამდენად გულიდანაა წამოსული ეს სიცილი ეგაა საკითხავი. ამ საჯარტო სკოლასჰი ბრწყინვალე მოდური ჩაცმულობის მიმდევარი ბევრი იყო, აი ამ ტანსაცმლის ტარების ღირსი კი თითქმის არავინ. ამ სკოლაში არ იყოფოდნენ მაღალ და დაბალ ფენებად. თუ ამ სკოლაში სწავლობდი უკვე თავისთავად შედიოდი დაბალი ფენის წევრად. ამ წუმპედან თავის დახწევა ძნელია. მომავალში თუ მოხვდები მაღალ საზოგადოებაში და იტყვი რომ საჯარო სკოლიდან ხარ, მათთან ადგილის დამკვიდრების შანსი არ გექნება. ლილემ თავი გააქნია და ზარის ხმაზე შუბლი შეჭმუხნა. არადა ადრე გამოვიდა სახლიდან. რამდენი დრო დაუკარგვია იმ... იმ ვიღაც ვიგინდარა ნიკუშასთან ლაპარაკით. სწრაფი ნაბიჯით შევიდა კლასში და ბავშვებს ღიმილით მიესალმა. მერხზე დასვრილი რვეული და დაკუჭული ფურცლები დაყარა და თვითონაც მოწყვეტით ჩაჯდა მოუხერხებელ სკამზე. მძიმე ჩანთისგან ატკივებული მხრები ოდნავ შეარხია და თავი მერხზე ნელა ჩამოდო. გრილი მერხის შეხება ესიამოვნა. საერთოდ როდესაც გაბრაზებულია ან ანერვიულებული, რაიმე გრილის შეხება ყოვეთვის შეველის. ახლაც ასეა, ოდნავ დამშვიდდა და მის გვერდით ცარიელ მერხს გადახედა. მისი გვერდით მჯდომი, და ასევე მისი ერთადერთი დაქალი ელენე, როგორც ყოველთვის აგვიანებდა. ლილემ მის გახსენებაზე ჩაიფრუტუნა. ელენე მხიარული, არაა ზედმეტად მხიარული გოგონა იყო, ლილესგან განსვავებით. ელეს მუდამ უცინოდა თვალები, მისგან აურაცხელი ენერგია და პოზიტივი მოდიოდა არასდროს იყო ჩუმი და შეუმჩნეველი. ლილესგან ყველანაირად განსხვავდებოდა როგორც ხასიათით ისე გარეგნობით. ელე მუქი ხუჭუჭა და სქელი თმები ჰქონდა, თვალებით გავდა ლილეს მხოლოდ. არც ისე მაღალი არ იყო, ნუ ლილეზე დაბალი იყო, მაგრამ ძალიანაც არა. ჩვეულებრივი გამხდარი გოგონა იყო, რომელიც უშრეტ ენერგიას ასხივებდა და სწორედ ამიტომ იყო ყველასთვის მიმზიდველი. მიუხედავათ იმისა რომ, ქუჩაში მიმავალი ხალხი ყოველთვის ლილეს აყოლებდა თვალს, ელე მაინც ყველასთვის სასურველი იყო. ძალიან ბევრი მეგობარი ყავდა, მაგრამ ლილეს თვლიდა საუკეთესო მეგობრად. ლილეს ერთი წამითაც არ შურდა მისი. ესეთი კარჩაკეტილობა და უმეგობრო ცხოვრება თვითონ აირჩია. და ძალიანაც მოსწონდა ზოგადად არასოდეს უყვარდა ხმაური, არც ძალიან მხიარული და ენაწლყლიანი არ ყოფილა არასდროს. მამის გარდაცვალებამ კი სულ ჩაკეტა. როდესაც მეგობრები უნდა შეეძინა მაშინ მამას გლოვობდა და მათთვის არ ეცალა. ეს გლოვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და თითქოს შემოაცალა ირგვლივ ხალხი. მათ დასაბრუნებლად ლილეს არაფერი გაუკეთებია. სრულიადაც აკმაყოფილებდა ის ცხოვრება რითიც ცხოვრობდა. ბევრი ვერ უგებდა მას. ხომ შეგიძლია იყო პოპულარული შენი გარეგნობით რატომ არ გინდაო-უკვირდათ კლასელებს. მას კი არ ქონდა პასუხი. უბრალოდ არ უნდოდა. ოთახის კარი ვიღაცამ მთელი ძალით შემოგლიჯა და აქოშინებული მიეყოდა კედელზე. -კიდევ დავაგვიანეე? ბოდიშით რა ნონა მას, იცით მე საათი მქონდა არეული უკან იყო ათი წუთით, არა არაა ოცი წუთით იყო უკან-თვალბდახუჭული და ფერდზე ხელმიძჭერილი ელე სწრაფად იმეორებდა დაზეპირებულ ტექსტს და გარშემომყოფელებს ყურადღებას არ აქცევდა. სიცილი აუტყფა და მერხიდან არც ადგარა ისე დაუძახე: -ელე აბა გაახილე თვალები-ელემ მისი ხმამაღალი წამოძახების თანავე ჭყიტა თვალები და მასწავლებლის მაგიდისკენ გაიხედა. როგორც კი ცარიელი სკამი დაინახა ხელები გაშალა და თვალები აუელვარდა: -ოჰ როგორ მოხდა ერთი ქალბატონმა ნანაჩკამ დააგვიანა, სასწაულია ნამდვილად-ხელებს სასაცილოდ იქნევდა და მერხისკენ მოიწევდა ნელი აუჩქარებელი ნაბიჯებით. -ელი ჯობია აჩქარდე არავინ იცის როდის შემოაღებს კარს-ააჩქარე და თვალები კარისაკენ გააპარა. -ოჰ რა დიდი სიამოვნებით დავუქაჩავდი თვალებს და დაგვიანებისთვის გავუწყრებოდი-ოცნებაში წავიდა ელი და თვალები მინაბა. როგორც კი გვერდზე მოუჯდა თითქოს მაშინ შეამჩნიაო გაოცებულმა შეჰყვირა: -ლილუუ როგორ ხარ გოგო?-გადმოიწია და ლოყები დაუკოცნა. მას ელეს კითხვაზე და საქციელზე სიცილი აუტყდა და თვითონაც მოხვია სუსტი ხელები. ხვევნა კოცნაში იყვნენ როდესაც კარები გაიღო და ზემოთ ხსენებული ნანაჩკა გამოჩნდა. -გამარჯობათ ნანა მასწავლებელოოოო-გაწელა ჩემმა ერთ-ერთმა კლასელმა და მასწავლებელს შესცინა. -გამარჯობათ-ცივად მუიგდო და კლასი მოათვალიერა. მერე მაგიდისკენ წავიდა ჟურნალი და ჩანთა დაახეთქა და სკამში ჩაესვენა. -როგორც ჩანს ჩემს დაგვიანებასაც ჰქონია დადებითი მხარე, ყველა ადგილზე დამხვდით-ეს თქვა და მტრულად გადახედა ელის. ელი რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ლილემ გააჩერა. არ ღირდა დილიდან ნანას ნერვებზე დაკვრა. -მორჩა ახლა მოემზადეთ გაკვეთილისთვის ისედაც დრო დავკარგეთ-ხმამაღლა თქვა და ჟურნალი გადაშალა. -ნეტავ ვისი მიზეზით...-ჩაიდუდღუნა ელიმ ისე რომ ნანას არ გაეგო. სამაგიეროდ მათ უკან მჯომმა ბიჭმა გაიგო და ფხუკუნი აუტყდა. ნანამ მტრულად გადახედა და სწორედ ის გამოიძახა პირველი დაფასთან. *** -ელე სკოლა რო დამთვარდება ჩემთან წამოდი რა-რატომღაც რომ მისთვის ყველაფერი მოეყოლა. მას აუცილებლად ეცოდინებოდა ვინ იყო ეს ნიკუშა. არა განა ინტერესი კლავდა. არა სულაც არა! უბრალოდ ვერ ივიწყებდა მის მოელვარე თვალებს და ირონიულ ღიმილს. ელემ ეჭვით გადახედა. -კაი წამოვალ, მაგრამ რა ხდება? დღეს მთელი დღეა ჩაფიქრებული ხარ, თან თუ გგონია ვერ შემავჩნიე შენი დასველებული ფურცლები ცდები-უთხრა და გაუცინა. -ხო მიხვედრილი გოგო ხარ, მოგიყვები ყველაფერს ოღონდ ეს სკოლა დამთავრდეს რაა-წაიწუწუნა ლილემ და თვალებდახუჭულმა ჩამოდო თავი მერხზე. -ერთი გაკვეთილიც გაძელი როგორმე- უთხრა ელიმ და მახარზე ხელი მოუთათუნა. -ჩუბინიძე ჰეი ჩუბინიძე, გამოფხიზლდი რა-მისი კლასელი გიო დასდგომოდა თავზე და უმოწყალოდ ანჯღრევდა. -თავიდან მომწყდი რა-ლილემ ხელი აიქნია და გიოს მოსაშორებლად ელიც იგივეს ეუბნებოდა. -აუ ლილე გეხვეწები ჩემს საშინაო დავალებას გადახედე რა, ამ გენურ ამოცანებს ვერაფერი გავუგე-საწყალი თვალებით შეხედა ლილეს და მეტი დრამატისაციისთვის ყელი გამოიწელა. -გადავხედო თუ დაგიწერო გინდოდა გეთქვა ალბათ-იცოდა ლილემ გიოს ამბავი მარა ბიჭმა ენერგიულად გააქნია თავი და მიუგო: -არა გუშინ ჩემით ვეწვალებოდი და რაღაცეები დავწერე უბრალოდ გადახედე რა მითხარი რა შემეშალა რო გამოვასწორო-ლილემ გაოცებულმა ჯერ მას შემდეგ კი მის მსგავსად პირღია დარჩენილი ელეს გადახედა. მერე ისევ გიორგის და უთხრა: -მიდი ჰა მოიტანე სანამ ზარი დაირეკება-გიო გახარებული გაიქცა მერხისკენ ლილემ კი ისევ გაოცებული მზერა გააყოლა. რაც ამ სკოლაში სწავლობდა მას შემდეგ არ ახსოვს ლილეს გიოს დაწერილი დავალება ახლა კი სასიამოვნოდ გაკვირვებული ათვალიერებდა საშინელი კალიგრაფიით ნაწვალებ ამოცანებს, რომლებშიც ბლომად იყო შეცდომები მაგრამ ლილეს სწამდა რომ მთავარი მონდომება იყო სხვა ყველაფერი მიიღწევოდა. გიორგის უხსნიდა სად რა შეცდომა დაუშვა და ასწავლიდა ეუბნებნებოდა მის მაგივრად რა უნდა დაეწერა და რატომ.ზარის ხმა გაისმა თუ არა ზუსტად მაშინ მორჩნენ. გიომ მადლობა გადაუხადა და გახარებული დაიწყო ლილეს მიერ დაწერილი შესწორებების წიგნში მოძებნა და დასწავლა. აღმოჩნდა რომ გიომ დღეს გაკვეთილიც იცოდა. ღიმილით დაუქნი თავი და ანიშნა ყოჩაღო. გიომაც შესცინა და ისევ წიგნში ჩაძვრა. ეს ბოლო გაკვეთილიც მიილია და ახლა უკვე ლილეს სახლისკენ მიმავალ გზას ადგნენ. -მიდი ეხლა მომიყევი რა მოხდა ვეღარ ვითმენ-მომლოდინე სახით შეხედა ელემ და ხელი ხელში გაუყარა. ლილეს უნდოდა სახლში მოეყოლა მარა ელეს მოუთმენელ თვალებს როგორც კი შეხედა აღარ დააყოვნა და სულ წვრილად მოუყვა დილანდელი ამბავი. ელეს ხან აღშფოთებითი წამოძახილი აღმოხდებოდა ხან ჩაფიქრდებოდა. როგორც კი ნიკუშა აღუწერა და სახელიც გავანდე ერთი შეჰკივლა და ხელი ხელზე წაავლო. შემდეგ ერთ ადგილას შედგა. -ელი რა მოხდა?-შეშინებულ-შეცბუნებულმა გადახედა და ხელზე დაქაჩა გაინძერიო. -ღმერთო ჩემო შენ ნიკუშას ელაპარაკე, შენ მას ეჩხუბე ღმერთო ჩემო-ციებიანივით იმეორებდა ერთი და იგივეს და Dვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. -ხო მერე რა მოხდა ვინაა ეგ ბიჭი?-გაკვირვებლმა გადახედა ლილემ -ღმერთო ჩემო შენ არ იცი ვინ არის ნიკუშა ავალიანი?-ისევ შეჰკივლა ელემ და ახლა ლილეს მიაპყრო გაფართოებული თვალები. მან თავი დამწუხრებულმა გააქნია ელის შეკივლებამ ისე იმოქმედა თითქოს რამე მძიმე დანაშაული ჩაიდინა. -ნიკუშა ავალიანი გიმნაზიიდა ყველაზე სიმპათიური და ამავე დროს აპასნი ბიჭია მთელ საქართველოში, რომ არ მფარველობდეს მამამისი ხუთიათასჯერ იქნებოდა გარიცხული გიმნაზიიდან. მას ურევი ხელი რამოდენიმე ადამიანის დაჭრაში, მისთვის ხალხის დაცინვა ყოველდღიურობაა. ვაიმე ლილუუ როგორ მიხარია რომ ცოცხალი გადაურჩი როგორ მიხარია.-თვალები აუწყლიანდა ელეს და ჩაეხუტა. -კაი რა ელე გაბუქებული ჭორები იქნება-არ დაიჯერა ლილემ -არანაირი ჭორი არა მთელი ვაკე-საბურთალო მასზე ლაპარაკობს მიკვირს რო არ იცოდი ვინ იყო. აფეთქებულია მთელი სოციალური ქსელი მისი ფოტოებით.-აღფრთოვანებული და ამავე დროს აღშფოთებული უყვებოდა ელე. -ხო იცი ჭორებს არ ვუსმენ სოციალურ ქსელს კიდე ხშირად არ ვსტუმრობ.-გაუღიმა ელეს და სახლისკენ წასვლა დააპირა ელესთან ერთად, მეგობრის ტელეფონი რო ახმაურდა. -ვაიმე დედას უნდა გავყოლოდი მკერავთან დღეს სულ ამომიფრინდა თავიდან-დამწუხრებულმა ჩაილაპარაკა ელემ -არაუშავს წადი-უთხრა ლილემ და გაუღიმა. -მერე შენ არ გეწყინება?-თვალები ააფახუნა ელემ და ხელი მოკიდა. -როდის იყო მე ეგეთები მწყინდა-ყასიდად გაიკვირვა ლილემ და გაუცინა. -კაი თუ არ გეწყინება წავალ მაშინ-სწრაფად შეტრიალდა და ხელი დაუქნია. -მიდი გაცუნდულდი და შემეხმიანე მერე-ლილემაც ენერგიულად დაუქნია ხელი და სახლისკენ წავიდა. მალევე მივიდა სახლში. დედა შინ არ იყო მუშაობდა. სანდრო კი როგორც ყოველთვის კომპიუტერთან იჯდა. ლილე რომ დაინახა გაუცინა და მიესალმა. ლილემაც ხელი მსუბუქად მისცხო მხარზე და სამზარეულოსკენ წავიდა. მგელივით შიოდა არასდროს ჭამდა ბუფეტში. -აუ ლილუ ყავა გამიკეთე შენთვისაც გაიკეთე და მესამეც გააკეთე სტუმარი გვეყოლება-არ გაკვირვებია ვინმე მისი მორიგი გოგო ან ძმაკაცი იქნებოდა.ყავა გააკეთა მხოლოდ ორი მესამე კი გამზადებული დადგა რო როცა მოვიდოდა მერე დაესხა. სანდროს გასძახა, მოდიო და გამზადებული ბუტერბროდი დაუდო ყავასთან ერთად. -ჩემი სუპერ გოგო ხარ შენ მიდი კიდე გააკეთე სტუმარსაც ეშიება პირდაპირ სკოლიდან მოვა აქ-ღიმილით უთხრა სანდრომ. ახლა კი გაუკვირდა ლილეს. -სკოლიდან? პატარა ძმაკაცებიც გყავს?-გაუცინა სანდროს და ინტერესით მიაჩერდა. -მეთორმეტეშია წელს ამთავრებს ხოდა რაღაც მინდა რო გთხოვო-უთხრა და გაუღიმა. -მიდი მთხოვე მიდი რისი გერიდება კაცო-ხმამაღლა გაიცინა. სანდრომაც გაიცინა და ანიშნა მე და მორიდებაოო?!. შემდეგ კი განაგრძო: -ძაან ცუდად აქვს საქმე, ამასწინებზე იჩხუბა და გამოგდებით ემუქრებიან გიმნაზიაში სწავლობს მამამისმა კი გადაარცინა მაგრამ მაინც დასაჯა. დამატებით მასწავლებელთან სიარული აუკრძალა და უთხრა რომ მთელი ძალისხმევა დაეხარჯა და ესწავლა თვითონ. თუ არა და გამოცდებში ჩაიჭრება. განსაკუთრებით უჭირს ქართული და ისტორია არც ბიოლოგიას და უცხო ენებს გლეჯს. არ მინდა რომ მანაც ჩემი ბედი გაიზიაროს.-ცოტა ხნით შეჩერდა. ლილე უკვე მიხვდა რის თქმასაც აპირებდა სანდრო. -ხოდა მინდა გთხოვო რო შენ ამეცადინო-ღიმილით დაამთავრდა და ლელას გაოცებულ სახეს შეხედა. -მე როგორ უნდა ვამეცადინო მეთორმეტე კლასელი მეთერთმეტეში ვარ-ჩაიბურტყუნა ლილემ და ახლა ის დააკვირდა სანდროს. -ორივემ ვიცით რო შენ მეთორმეტე კლასელებზე ბევრად მეტი იცი-ისევ შეჰღიმა ლილემ. -თვითონ უნდა რომ მე ვამეცადინო?-გაუკვირდა გიმნაზიელი მას რომ უნდა ემეცადინებინა და ამაზე ის თანახმა იყო. -კი უნდა სხვა გზა არც აქვს-აუხსა სანდრომ. ამ დროს კაკუნი გაისმა კარზე. რატო აკაკუნებს ზარი ხოა? სრულიად უაზრო კითხვა დასვა გონებაში და აღელვების დასაფარად რომელიც არ იცოდა საიდან მოვიდა, წამოდგა და ყავა დაასხა. მისაღებიდან ლაპარაკის ხმა და სიცილი გაისმა. ნაბიჯების ხმა მოესმა და ნელა მოტრიალდა ყავით ხელში. -ლილუ გაიცანი ჩემი ძმა და მეგობარი ნიკუშა ავალიანი... ________ იმედია მოგეწონებათ, მინდა რომ დააფიქსიროთ თქვენი აზრი... ღირს გაგრძელება? ძალიან მიყვარხართ და გთხოვთ სტიმული მომცეთ წერისთვის |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.