შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმპატიური კინგ-ბოქსერი და მწვანეთვალება მე


16-07-2015, 10:02
ავტორი Anime
ნანახია 2 712

ყველაფერი გასულ ზაფხულს დაიწყო.
რათქმაუნდა ჩემი მშობლები ისევ არ იყვნენ სახლში... დედაჩემი საზღვარგარეთ სამუშაოთ, მამაჩემი კი ვინიცის...

თავისუფლება ყველა ადამიანს უყვარს... ხოდა მე ისეთი თავისუფალი ვიყავი როგორც არავინ. რასაც მინდოდა იმას გავაკეთებდით-ან სახლში ვიჯდებოდი, ან მეგობრებში, ან გარეთ გავიდოდი.. მოკლედ გეგმაში მქონდა ეს ზაფხული საუკეთესო ყოფილიყო... მაშ ასე! მხიარულება დაიწყო!
***
-აუ დღეს რო სადმე არ გავიდე შეიძლება სულ გავაფრინო რა!-ივნისის ცხელ დღეს დამირეკა ჩემმა დაქალმა, სოფიმ.
-რატო, მოხდა რამე?-როგორც ყოველთვის მის ნამტირალევ ხმაზე გულიანად გამეცინა.
-აუ ანა, გაჩერდი რაა... აი შენ არ იცი რა მოხდა.. დამპალმა გუგამ მითხრა აღარ მიყვარხარო.
-კაი, ცუდ დღეში ყოფილხარ.. საღამოს გამოგივლი და წავიდეთ სადმე.
-მიყვარხარ!-და მობილური გახარებულმა გამითიშა.

ხო მე ანა ვარ 16 წლის... მაქვს მწვანე თვალები და გრძელი ყავისფერი თმები... მიყვარს მუსიკა, მეგობრები, გართობა...

ასე რომ იმ საღამოსაც ჩვეულებრივი გართობა მომიწევდა სოფისთან ერთად... ხოდა რაღა დამრჩენოდა..საღამოს უნდა დავლოდებოდი..
***
შუდღის კარგი ძილის შემდეგ სოფის დავურეკე ''ერთ საათში შენთან ვართქო'', მერე გავემზადე ფული ავიღე და ცხრა სათისთვის უკვე მასთან ერთად გრძელ ქუჩას მივუყვებოდი.
-ეხლა აპირებ სადმე წასვლას?-მკითხა მან.
-რავი ძაან მინდა მაგრამ დედაჩემი ხოიცი სადაცაა... მამაჩემი ისევ სადღაც გადაიხვეწა და დავრჩი მარტო.. კი გადაიხვეწა მაგრამ მაგ უტვინომ მთელი ფული თავის ბალიშის ქვეშ დატოვა.. თან დედაჩემიც ხშირათ მიგზავნის და რავი პროსტა მარტო დასვენება არ მინდა რაა... შენc მარტო არ გამოგიშვებენ… ვინმე პარტნიორი აუცილებლად უნდა ვნახო...
-ეე, აქ რა ხდება?-გამაწყვეტინა ლაპარაკი სოფიმ და მარჯვნივ გაიხედა საიდანაც როკ მუსიკის არაჩვეულებრივი ხმები მოდიოდა.
-არვიცი მაგრამ კარგი რაღაც კი უნდა იყოს..-ვუთხარი gaხარებულმა და იმ მიმართულებით რამოდენიმე სწრაფი ნაბიჯი გადავდგი საიდანაც მუსიკის ხმები მოდიოდა.-წამო ახლოს მივიდეთ.

რამოდენიმე წამში ხალხით გატენილ ღია ბარს მივუახლოვდით... აშკარად კარგი გარემო იყო... როკ-ჯგუფი უკრავდა, იქვე ჩილიმ ბარიც იყო.. ყველგან პუფები ეყარა და ყველა მხრიდან მხიარული სიცილი ისმოდა.
მე და სოფიმ ერთი ცარიელი ადგილი შევნიშნეთ, იქ დავსხედით და ორი ჭიქა ნაყინი შევუვეთეთ.

-კაი ადგილია ხოო?-ვკითხე მას და მაშინღა შევამჩნია მისი თვალები, რომელიც რაღაცას მიშტერებულა. თვალები მისი მიმართულებით წავიღე და მზერა ვიღაც უსიმპატიურესს ბიჭს ''ვსტკიცე''.-ვინარის?-ვიკითხე გაშტერებულმა.უცებ ბიჭმა თავი ჩემკენ მოატრიალა, სოფიმ მზერის მოცილება მოასწრო მაგრამ მე თვალები მაინც მასზე შემრჩა. ბიჭმა ცინიკურად ჩაიღიმა და თვალი ჩამიკრა.
`გამოვფხიზლდი და`სახე მოვატრიალე.
-ეს ვინარის?-ვკითხე სოფის.
-არიცი ვინაა?-კითხვაზე კითხვით მიპასუხა გაოცებულმა.
-არა..
-მთელი ქალაქი მაგაზე გიჟდება... ძაან მაგარი ბიჭია.. კინგ-ბოქსერია.. ოღონდ მაგარი ბაბნიკია...
-მაგარი ტიპია-მოვიჭამე ტუჩის ცალი მხარე როგორც მჩვევია-ამ ზაფხულს ჩემია...-სოფის თვალი ჩავუკარი და სიმპატიური კინგ-ბოქსერისკენ გავიხედე...
ისევ მე მიყურებდა...
______________________________________________________________
ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ახალი ისტორია დამეწყო რომელიც შედარებით ლაითი მაგრამ სასიამოვნოდ საკითხავი იქნებოდა... მე მზად ვარ ''საყვარლად'' გავაგრძელო ისტორია მთავარია თქვენ მოგეწონოთ... გთხოვთ დამიკომენტაროთ ღირს თუ არა ისტორიის გაგრძელება))

პ.ს-სურათზეა ანა))



№1  offline წევრი cancara

Rapatara tavia kargia didi tavebi dade

 


№2  offline წევრი llella

kargia da imedia dadebas ar daagvianeb xolme <3 didi tavebi dade da warmatebebi <3 ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent