შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უტოპია (1)


16-07-2015, 15:39
ავტორი AnasTaysha
ნანახია 1 565

1..2..3... ამოვისუნთქე და კალამი მაგიდაზე დავდე.
-შეგიძლიათ ნაწერები ჩამაბაროთ, დრო ამოიწურა... თქვა დამკვირვებელმა და გაგვიღიმა.
ბოლო გამოცდა დავწერე არ მჯერააა. გამოვვარდი დარბაზიდან, ხალხში დედაჩემი დავლანდე და მისკენ წავედი.
-ანოო გილოცავ გამოცდების დამთავრებას შვილო... გადამეხვია დედა.
-მადლობა დეე.
ყველა მილოცავდა გამოცდების დამთავრებას და მეც ბედნიერი სახით მადლობას ვუხდიდი, თვალებით კი ნინას ვეძებდი. ოხ ამ გოგოს მოვკლავ, სად წავიდა ამდენი ხანი. უცებ ზურგზე ვიღაცამ ხელი მომხვია და მითხრა:
-აი ახალი ცხოვრებაც დაიწყო ანუს(ნინა მეძახის მხოლოდ ასე) გილოცავ.
-შენც გილოცავ ნინუს... ვუთხარი და გადავეხვიე დაქალს.

ბევრი ვისაუბრეთ, მეგობრებთან ერთად განვიხილეთ გამოცდის საკითხები და დავემშვიდობეთ ერთმანეთს. თიკო(დედა) თავისი მანქანისკენ წავიდა, თან მომაძახა მალე მოდიო. ნინამ კი მანქანის გასაღები გამომართვა და გასაღების ხელში ტრიალით მივიდა მანქანამდე, მერე კი კარი გააღო და წინ, მძღოლის ადგილის გვერდით დაჯდა. მისი საქციელით გაკვირვებული უკან მივყევი და ჩემი ადგილი დავიკავე. ნინას შევხედე და ვუთხარი:
-ეგ გასაღები ასე თუ მოგწონს შემიძლია გაჩუქო.
-გასაღები კიარა გვერდით გაიხედე გოგო.
გავიხედე და ბიჭები დავლანდე. ბოლო მოდელი bmw იდგა და ირგვლივ დაახლოებით ათი ბიჭი შემოხვეოდა. მანქანის პატრონი არ ჩანდა.
-მანქანაა და ბიჭები დგანან. რა დაინახე ამაში სასწაული თუ გამოცდაზე დატოვე ტვინი?... ვუთხარი ნინას და გამეცინა.
-და ეს მანქანა იცი ვისია? ის... სიტყვა გავაწყვეტინე და ვუთხარი:
-კარგი რა ნინა გეყო ეს დებილობები. არ მაინტერესებს ვიღაც მამიკოს ფულით გათამამებული ბიჭის არც მანქანა და არც ძმაკაცები.
პასუხს აღარ დაველოდე, მანქანა ავამუშავე და გზას გავყევი. უცებ გვერდიდან მანქანა გამოვარდა, დამუხრუჭება ვერ მოვასწარი და შევასკდი. ნინას კივილმა დამაყრუა კინაღამ, მაგრამ ახლა ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი იმ მანქანის მძლოლის მოკვლა იყო. მანქანიდან კიარ გადავედი, არამედ გადავფრინდი. კიდევ კარგი გვერდიდან უკანა მხარეს შევასკდი და მძღოლის მხარე დაზიანებული არ იყო. მინები დაბურული იყო ამიტომ წინა კართან მივედი და მუშტი ისეთი ძალით დავარტყი, კინაღამ მინა ჩავამსხვრიე.
-გადმოეთრიე დროზე. შენ საერთოდ მართვის მოწმობა ვინ მოგცა არანორმალურო. განანებ ყველაფერს... ვკიოდი ბოლო ხმაზე.
-ანო დამშვიდდი გთხოვ... ნინას ხმაზე გავბრუნდი და ამ დროს მანქანიდან ვიღაცა გადმოვიდა, მომიახლოვდა და თქვა:
-ვერ გავიგე ქალბატონო რას მანანებთ?..ცინიზმით სავსე ხმით მითხრა.
-შენ არანორ.... გავბრუნდი მისკენ და წინადადება ვეღარ დავამთავრე.
ჩემს წინ ორი თავით ჩემზე მაღალი, ათლეტური აღნაგობის, შავგრემანი ბიჭი იდგა. იქნებოდა ასე 26 წლამდე. რა საოცარითვალები აქვს ღმერთო ჩემო. მუქი ლურჯი, აი ისეთი სამუდამოდ რო ჩაიძირები მათში. ახლა გავააზრე, რომ იდეალური სახე აქვს და არამარტო სახე, სხეულიც აი ისეთი აქვს მხოლოდ ფილმებში, რომ მინახავს. რა სიმპატიურია ეს ბიჭი გამაგიჟებს. უცებ მეორე მემ გამომაფხიზლა. ის მე დამეჯახა, არა მე დავეჯახე, მაგრამ მისი ბრალი ხომ იყო. უცებ ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა:
-რას ამბობდით? გაიმეორეთ... მისი მზერა ისეთი პირდაპირი იყო. მთელი ჩემი სხეული ორ წამში შეისწავლა მგონი.
-იმას ვამბობდი, რომ მოძრაობის წესები დაარღვიეთ და კინაღამ მე და ჩემი დაქალი შეგვიწირეთ... ვეცადე ცოტა რბილი ვყოფილიყავი.
-ამდენს არ ილაპარაკებდით, რომ შემეწირეთ. პირველად გამიხდა სანანებელი რაღაც...
მისმა სიტყვებმა შოკში ჩამაგდეს. რაღაცის თქმა დავაპირე, მაგრამ არ მაცალა და გააგრძელა:
-ხო მართლა, ამ ქვეყანაში ყველანაირი წესები და კანონები მე მემორჩილება... თქვა და ჩაიცინა.
-და ასეთი ვინ ხარ ? ამის უფლება ვინ მოგცა ?...უცებ ვიგრძენი როგორ დაიძაბა, მაგრამ 2 წამში გაიღიმა და ხელი გამომიწოდა.
-დემეტრე გავაშელი...ხელი არ გავუწოდე, რაზეც საშინლად გაბრაზდა და დავინახე როგორ შეკრა მუშტი.
-მერე უნდა გიცნობდე დემეტრე გავაშელო ?...აი უკვე მივხვდი რომ სიკვდილი მელოდა, მაგრამ მართლა არ ვიცოდი ვინ იყო.
-მომისმინე გოგონა, შენთან თამაშს არ ვაპირებ. ახლავე ბოდიშს მომიხდი და ჩვენ გზაზე წავალთ ორივე... მომიახლოვდა და მკლავზე ხელი მომიჭირა. რა სასიამოვნო სურნელი ჰქონდა ამ მამაკაცს. რეებზე ვფიქრობ ? ისევ გამომაფხიზლა მეორე მემ. ასეთი რამ ჯერ არ დამმართნია და მიკვირდა.
-მანქანა დამიმტვრიე და კიდე მე უნდა მოგიხადო ბოდიში? სულ ფეხებზე ვინ ბრძანდები, ბოდიშს შენ მომიხდი და მანქანასაც გამიკეთებ...საკუთარი ხელი გამოვგლიჯე და გავიფიქრე "აი სად დაგრხა ანო". ისეთი სახით შემომხედა სიკვდილი მომინდა.
-ანო გეყოფა წავიდეთ გთხოვ თავი მივარტყი და მტკივა...ნინას განწირული ხმა მომესმა.
-ამ გოგონას უმადლოდე, რომ დღეს გადამირჩი, მაგრამ ომი ახლა დაიწყო ანო... მითხრა და მანქანაში ჩაჯდა. ორ წამში აორთქლდა მანქანა. მე კი ნინასსან მივვარდი:
-როგორ ხარ ? შენ რომ რამე დაგმართნოდა მაგ არანორმალურს მოვკლავდი... მეც გამეცინა ჩემს სიტყვებზე.
-ეგ არანორმალური დემეტრე გავაშელია, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი საქართველოში და ავარიამ არა მაგრამ შენი ენის წყალობით დემეტრემ კინაღამ მოგვკლა. მაგ კაცთან ფრთხილად იყავი ანო ძალიან ბნელი წარსული აქვსო ამბობენ.
-მე მისი არ მეშინია ნინუს. ომი გამომიცხადა, რომელშიც წაგებული მე არ ვიქნები.
-ცეცხლს ეთამაშები ანო ცეცხლს.
-ნუ გეშინია არ დავიწვები... გავუცინე და მანქანისკენ მივუთითე დაჯექი თქო.
ლაპარაკის თავი აღარ მქონდა, სახლამდე ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. როგორც იქნა მივედით, ნინა მანქანიდან გადავიდა და მითხრა:
-ფრთხილად იყავი ანო გთხოვ.
-კარგი ნინუს ხვალ გნახავ.
-კარგად... ხელი დამიქნია და სადარბაზოში გაუჩინარდა.
გზა გავაგრძელე და თან ვფიქრობდი რა მეთქვა თიკოსთვის.



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

სიმართლე,რომ გითხრა მაინც და მაინც უტოპიააო,რომ გითხრა ანოს ცხორვება ტყუილი იქნება,თუმცა,ალბათ,თანდათანობით დავინახავთ,რა იყო და რა გახდება.
საინტერესო ჩანს.მართალია,რეალურ ცხოვრებაში იშვიათია მსგავსი რამეები,მაგრამ არ დავიწყებ ბევრუვით,არარეალურია,ბანალურია და რაღაც..მომწონს,დემეტრეს პერსონაჟი,ანოც საინტერესო გოგოა.
საშვენ ნიშნებს მიაქციე ყურადღება და განაგრძე.
წარმატებები.

სათაური მომწონს ძალიან..

 


№2  offline წევრი AnasTaysha

drunkinlove
სიმართლე,რომ გითხრა მაინც და მაინც უტოპიააო,რომ გითხრა ანოს ცხორვება ტყუილი იქნება,თუმცა,ალბათ,თანდათანობით დავინახავთ,რა იყო და რა გახდება.
საინტერესო ჩანს.მართალია,რეალურ ცხოვრებაში იშვიათია მსგავსი რამეები,მაგრამ არ დავიწყებ ბევრუვით,არარეალურია,ბანალურია და რაღაც..მომწონს,დემეტრეს პერსონაჟი,ანოც საინტერესო გოგოა.
საშვენ ნიშნებს მიაქციე ყურადღება და განაგრძე.
წარმატებები.

სათაური მომწონს ძალიან..

აუცილებლად გავითვალისწინებ რჩევებს. დიდი მადლობა love ვეცდები შემდეგ თავებში უფრო კარგად გადმოვცე კავშირი სათაურთან.

 


№3  offline წევრი ფსიქო.13

უტოპია...
სათაურმა მიმიზიდა,შინაარსმა არა
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№4  offline წევრი AnasTaysha

ფსიქო.13
უტოპია...
სათაურმა მიმიზიდა,შინაარსმა არა

აუცილებელი არ არის ყველას მოეწონოს )) ვისაც მოწონს დიდიი მადლობა და ვისაც არა საერთოდ არ მანაგვლებს...

 


№5  offline წევრი ფსიქო.13

sakvarelo,agresia shentan daitove :)
vtkvi,ar mometsona metki,skhva arts araferi :)
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№6  offline წევრი ფსიქო.13

dzaanac nu agivardeba)))
dges khasiatze ar var,ro gechkhubo)) mtkicebis tavi ar mak,kritikas tu ver igeb dazadne))
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№7  offline წევრი ფსიქო.13

მოიცა ეხა.
კულტურის საკითხია "სათაურმა მიმიზიდა,შინაარსმა არა"?
გიფრენს შვილო შენ :)
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent