საუკეთესო არჩევანი (5)
გული გამალებით მიცემდა იმის მოლოდინში,რომ მას დავინახავდი,ასეთი რამ არასოდეს მიგრძვნია ვერც კი ავღწერ ისეთი ლამაზი და გასაოცარი გრძნობა იყო.მუხლები მეკეცებოდა და მუელში უამრავი პეპელა დაარფატებდა მისი სახის წარმოდგენისასაც კი.მგონი ასეთი სიყვარული მხოლოდ ფილმებშია აღწერილი.თავი მაღლა ავწიე და აუდიტორიაში შევედი,ღმად ჩავისუნთქე და ჩემი ადგილი დავიკავე,რა თქმა უნდა ის ჩემს უკან იჯდა.ქალბატონი დალი შემოვიდა,ტესტები უნდა გაწერინოთ ინგლისურშიო,ახლა ამასაც არ გაუფუჭებია ჩემთვის ხასიათი,მიუხედავად იმისა რომ ინგლისური კარგად ვიცოდი მომაბეზრებელი იყო დაბალი დონის და ერთი და იგივე ტესტის წერა თვეში 5-ჯერ. გულის ცემა ისევ ვერ დავილეგურე ან რა დამაწყნარებდა როცა ის ჩემს უკან იჯდა მე კიდევ მის სუნქვასაც კი ვგრძნობდი,უკან მიხედვასაც ვერ ვბედავდი არ ვიცოდი როგორი სახით დამხვდებოდა,იქნებ არც არაფერს ნიშნავდა მისთვის წუხანდელი და მხოლოდ მე ვიყავი ამით აღფრთოვანებული.ვიკა შემოვიდა და ჩემს გვერდი დასკუპდა -აუ ისევ ის უაზრო ტესტი?-მობეზრებული სახით შემომხედა -რა გაწუწუნებს,ხომ იცი რაც უნდა ვწეროთ-გავუღიმე -რამ დაგადებილა ამ დილაუთენია? არაფერი ვუპასუხე -აჰ,გასაგებია რამაც-გაგას გახედა უკან მერე მე შემომხედა და ეშმაკურად ჩაეცინა. ტესტი დავწერეთ და ამასობაში ზარიც დაირეკა,არც მე არ გავნძრეულვარ და არც ის,ბოლოს ისევ მე გავბედე მისკენ შეტრიალება -როგორ ხარ?-ჩანთა მხარზე გადავიკიდე და ფეხზე წამოვდექი -კარგად შენ?-გამიღიმა -რავიცი არამიშავს-მხრები ავიჩეჩე -რა გეგემები გაქვს? -მგონი არაფერი დამიგეგმავს დღეისთვის -კარგი მაშინ საღამოს ჩემთან ვიკრიბებით მეგობრები და თუ მოხვალ გამიხარდება -ალბათ მოვალ-გავუღიმე -კარგი დინა,უნდა წავიდე სამსახურში მაგვიანდება-თვალი ჩამიკრა და წავიდა დიდად აღფრთოვანებული დავრჩითქო ვერ ვიტყვი,მაგრამ ესეც რაღაცას ნიშნავდა.ვიკამ დამირეკა კაფეში ვართ და ჩამოდიო -ვიკა დღეს იმედია არაფერი არ გაქვს დაგეგმილი -რატო რა ხდება? -გაგამ დაგვპატიჟა თავისთან -რა? დაგვპატიჟა თუ დაგპატიჟა?-თვალები გადაატრიალა -შენ გგონია მარტო წავალ? -რატომაც არა? -არ მჯერა რომ იქ მარტო გამიშვებ -გოგო მე კიარ მეზარება წამოსვლა,მარა მგონია რომ მარტო უნდა წახვიდე რავიცი -ხო მაგრამ იქ მარტოები არ ვიქნებით თორემ არც გხოვდი ხო იცი -ხო კაი წამოვალ-გამიღიმა და მომეხვია მთელი დღე აჟიტირებული დავდიოდი,ლიკას უჟმურ ხასიათიც კი ვერ მიწამლავდა განწყობას. -მოხდა რამე და არ ვიცი? -ეჰ ლიკა შენ ბევრი რამ არ იცი-ხელი ავიქნიე და დივანზე მოწყვეტით დავეშვი -მართლა? ხოდა მითხარი გისმენ-გამიღმა დედიკომ და როგორც იქნა მოსწყდა თავის ფასიან ქაღალდებს -დავიჯერო ამისთვის დრო გაქვს? -დინა ძალიან გხოვ,მომიყევი რას აკეთებ რა ხდება შენს ცხოვრებაში,ბოლოსდაბოლოს დედაშენი ვარ -ჩემს ცხოვრებაში ის ხდება და იმას ვაკეთებ რაც მე მინდა და არა იმას რაც შენ გინდა -დინა!-ხმა გაუმკაცრდა -იძახე ახლა დინა დინა!-გამეცინა და ლოყაზე მაგრად ვაკოცე -გიჟი ხარ გეფიცები!-მასა გაეცინა და ხელები მომხვია -მიუხედავად ყველაფერისა ყველაზე მეტად მიყვარხარ ლიკა -დინა ერთადერთი ადამიანი ხარ ვის გამოც სცოცხლეს უყოყმანოდ დავთმობ ეს ხომ კარგად იცი? -ვიცი დედიკო,ვიცი უბრალოდ 14 წლის ასაკში არუნდა გაგეჩინე,ისე რა იყო მოგეცადათ შენ და ლევანს სად გეჩქარებოდათ. ასე პირველად ვილაპარაკე ლიკასთან.მომეწონა კიდეც ასეთი დამოკიდებულება,ხშირად უნდა ველაპარაკო ხოლმე დედას. ოთახში ავედი და კარადა გამოვაღე,ახლა იმაზე ვფიქრობდი რა ჩამეცვა. ბოლოს არჩევანი მაინც შავ ქვედაბოლოზე,თეთრ ნაიკის მოკლე ზედაზე და ნაიკის შუზებზე შევაჩერე,თხელი შავი ჟილეტი მოვიცვი,ჩანთა ავიღე და ვიკას გავუარე -მზად ხარ?-დავურეკე -კი 2 წუთში ჩამოვალ -გელოდები, ცოდე არ დააგვიანო -ჰო მოვდივარ 2ში არა მაგრამ 15 წუთში ჩამოვიდა. გაგას სახლთან მივედით,ზარი სულ ხელის კანკალით დავრეკე,ჩემდაგასაკვირად კარები იმ გოგომ გამიღო ვიზეც ჩახვეული იყო ადრე,გამიღიმა ნინიმ და შინ შემიპატიჟა.თვალებით გაგას დავუწყე ძებნა.ბიჭბთან ერთად იდგა და ლუდის ბოთლი ეკავა,რომ დაგვინა ჩვენსკენ წამოვიდა -მოხვედი დინა?-გამიღიმა -როგორც ხედავ კი-უხერხულად შევიშმუშნე და გავუღიმე -სასმელი საით დევს?-კითხა ვიკამ და სადღაც გაუჩინარდა -არ მეგონა თუ მოხვიდოდი -რატომ? შენ თუ მოხვედი ჩემს წვეულებაზე მე ხომ არ გაწყენნებდი? -ეგეც მართალია,დალევ რამეს? -ალკოჰოლი არ მინდა დანარჩენი რაც გინდა-გამეცინა,მასაც გაეცინა ისე უხერხულად ვგრძნობდი თავს უცხო ბიჭების მზერას რომ ვგრძნობდი იქიდან კინაღამ გამოვიქეცი.გაგამ კოქტეილი მომიტანა და აივანზე გავედით. -იცი,არ მეგონა შენში ოდესმე ინტერესს თუ გამოვიწვევდი პრინცესა-გამიღიმა და ლუდი მოსვა -მასე ნუ მეძახი -რატომ? -თავს უხერხულად ვგრძნობ და საერთოდაც მეც ისეთივე ადამიანი ვარ როგორიც ყველა,რატომ მყოფ სხვებისგან? -არა შენ სხვანაირი ხარ-თვალი ჩამიკრა -მაინც როგორი ვარ?-მეც შევიფერე -ფაიფურის თოჯინასავით ხარ -როგორი?-გამეცინა -ხო აი ნაზი ხარ ძალიან და ქალური,ყველაფერი გიხდება -ვოუ,გაგა გამაოცე ადრე სულ სხვანაირად მელაპარაკებოდი ხოლმე -ადრე შენც სხვანაირად მელაპარაებოდი დიდხანს ვისაუბრეთ ასე უაზროდ,მერე კი ვიღაცამ დაუძახა ბოდიში მომიხადა და გავიდა. ვიკა ვერსად ვიპოვე ალბათ გაიცნო რომელიმე გაგას მეგობარი და ახლა მასთან ერთად ერთობა,თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე და სივრცეს მივაშტერდი. გაგა რომ აღარ დაბრუნდა წამოსვლა გადავწყვიტე,ვიკამ შეყობინება გამომიგზავნა არ დამელოდო ჩემით მივალ სახლშიო,ცოტა არიყოს ორივეზე გავბრაზდი,მანქანაში ჩავექი და სახლში წამოვედი,2 სრულდებოდა სახლში რომ მივედი,ლიკას ეძინა ამიტომაც აღარ გავაღვიძე და ოთახში ავედი,წყალი გადავივლე და ჩავწექი.უკმაყოფილო გრძნობა დამეუფლა მომხდარის გახსენებისას.ცოატახანს გაგაზე ვიფიქრე მერე კი ჩამეძინა. შაბათი იყო,ამიტომაც არ მაგვიანდებოდა არსად,გადავწყვიტე ცოტახანს საწოლში მენებივრა,მაგრამ ვინ გაცადა ტელეფონმა დარეკა -გისმენ -დინა როგორ ხარ?-აშკარად ლუკას ხმა იყო -ლუკა?-წამოვფრინდი საწოლდან -ჰო გოგო მე ვარ -სად ხარ ბიჭო 2 კვირის წინ გელოდებოდით რატომ არ ჩამოფრინდი? -საქმეები მქონდა და ვერ მოვახერხე,დღეს საღამოს მოვფრინავ და ხო დამხვდები გოჭუნია? მომენატრე-ასე მეძახდა პატარობიდან -ვაიმე აბა რას ვიზამ ბიჭო! -სავარაუდოდ ღამის 4ზე მანდ ვქნები და გნახავ,მიყვარხარ. გახარებული შევვარდი ლიკას ოთახში და სასიამოვნო ამბავიც შევატყობინე ლუკას დედა მაშინ გარდაიცვალა როცა დედაჩემი 10 წლის იყო,მას შემდეგ ლუკას ბებიაჩემი და დედაჩემი ზრდიდნენ,ლუკას მამა კი იტალიაში წავიდა ახლა სწორედ მასთან იყო ლუკა.ლიკას ძალიან გაუხარდა ლუკას ჩამოსვლის ამბავი.ლუიზას სთხოვა მისი საყვარელი საჭმელი მოემზადებინა,ისიც სიხარულით შეუდგა სამზადისს. ამ სიხარულში გაგა სულ გადამავიწყდა,არც კი დაურეავს უნამუსოს,თუმცა რატომ მიკვირს ჩვენ ხომ ურთიერთობა არ გვქონდა და არაფერს წარმოვადგენდით ერმანეთისთვის,ორშაბათისთვის რეფერატი მქონდა მოსამზადებელი ამიტომაც ბიბლიოთეკაში წავედი.გზად მაკდონალდსში შევიარე milkshake უნდა მეყიდა,აქ კი ნიკა შემეჩეხა -დინა? მარტო ხარ? -ხო მერე? -რას მეაგრესიულები? -ნიკა შენი თავი არ მაქვს -დავაშავე რამე და არ ვიცი?-გაგას სიტყვები გამიმეორა -არიცი რა დააშავე?-დოინჯი შემოვირტყი -თუ მეტყვი და გამარკვევ კარგი იქნება -ორი კურდღლის მადევარი რომ ერთსაც ვერ დაიჭერს ამის შესახებ გსმენია რამე?-ვალები გადავატრიალე -ვერ მიგიხვდი -ვერც მიხვდები,ახლა კი გამატარე მეჩქარება-მხარი გავკარი,milkshake ავიღე და მანქანაში დავბრუნდი. ადამიანი რომელი კაცის იდეალად დავხატე იმდენად არარაობად მიმაჩნდა უკვე,რომ მისი დანახვაც კი ნერვებს მიშლიდა. ბიბლიოთეკიდან ვიკას გავუარე,წუხანდელზე ყველაფერი დეტალურად გამოვკითხე არგად გამოვლანძღე და წამოვედი,უკვე ღამის 12 საათი იყო,მაგრამ გაგასგან ისევ არაფერი ისმოდა. -დე,შენ წახვალ აეროპორტში თუ გამოგყვე?-მკითხა ლიკამ -რავი როგორც გინდა,გაუხარდება თუ წამოხვალ -მირჩევნია აქ დავხვდე -რავი როგორც გინდა. ლეპტოპ ავიღე და სოციალურ ქსელში შევედი.გაგა მოვძებნემის კედელზე კი ნინისან გადაღებული უამრავი ფოტო დამხვდა რომელშიც ნინის ყავდა მონიშნული,სავარაუდოდ ფოტოები დღევანდელი უნდა ყოფილიყო,თარიღს დავხედე და ამაში ნამდვილად დავწმუნდი,ნერვები საშინლად მომეშალა,მოკლედ არავის ნდობა არ შეიძლება,უმა რატომ მწყინს ის არც არაფერს დამპირებია და არ ოცნების კოშკები აუგია. 3 სათისთვის ჩავიცვი და აეროპრტში წავედი,დააგვიანდა თვითმფრინავს,5 აკლდა წუთები ლუკა რომ გამოჩნდა,მისი დანახვისას ყველაფერი გადამავიწყდა მისკენ გავიეცი და მაგრად მოვეხვიე. -ჩემი შტერუკა,როგორ მომენატრე ტო-მეფერებოდა და მეხუტებოდა მონატრებული დეიდაშვილი -ვაიმე ჩემი სპანჯბობი-ცხვირზე ვუჩქმიტე -კაი ტო,რა სპანჯბობი ეგ აღარ დამიძახო ხალხში-გაეცინა -რა ჩამომიტანე? -ნახე რაა,ჯერ არ ჩამოვსულვარ და ეგრევე რა ჩამომიტანეო -ხო იცი რა ტიპიც ვარ-გავეკრიჭე და მის ბარგს დავუწყე ყურება -მოითმინე გოჭუნია და სახლში ნახავ რაც-თვალი ჩამკრა და მანქანაში ჩაჯდა. გზაში იმდენ ვილაპარაკეთ ენა ამტკივდა.ლიკა სიხარულით შეხვდა.ბევრი ვილაპარაკეთ მერე კი საჩუქრებიც მოგვცა,როგორც ყოველთვის ჩემი საყვარელი ნარცისო როდრიგესი.მოვეხვიე და მაგრად ვაკოცე.გამენიისას ძილი მოგვერია და დავიშალეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.