შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნამსხვრევებს მიღმა(1,2)


16-07-2015, 22:36
ავტორი ^paradise^
ნანახია 3 290

- მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში,-ისტორიის მასწავლებელი მაგიდას ჩამოშორდა და მერხებს შორის დაიწყო სიარული..
- ევა,დამალე ტელეფონი ჩამოგართმევს,-გვერდით მჯდომს გადაულაპარაკა გოგონამ და მასწავლებელს ეშმაკურად გახედა.
- აზიაში დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით,რომელსაც მოგვიანებით გავეცნობით.. ევროპაში კი იცით,რომ გერმანიის პოლონეთზე თავდასხმამ გამოიწვია სისხლისმღვრელი კონფლიქტი.. იტალია,გერმანია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინაამღდეგ..,- მალევე მასწავლებლის ხმა მიწყდა და ევა ლამაზ სიზმრებში გადაეშვა,იქ სადაც არც იაპონია იბრძოდა და არც გერმანია ცდილობდა ხალხის ამოწყვეტას..
- ევაა,ზარიაა,-ჯეინმა მეგობარს ხელზე დაეჯაჯგურა და ისიც მალევე გამოფხიზლდა.
- დამთავრდა?,-დაცდარიელებულ კლასს თვალი მოავლო და ალმაცურად გაიღიმა..
- კი,წამოხვალ ჩემთან ? დარჩი დღეს და პროექტი გავაკეთოთ,-ჩანთა ჩაალაგა,ნაცრისფერი ნაქსოვი ზედა გადაიცვა და ფანჯრიდან გადაიხედა.
- რა პროექტი?,-ევა ზანტად წამოდგა და ლამაზ საშემოდგომო კაბაზე თბილი ჟაკეტი მოიხურა.
- ისტორიაში,მეორე მსოფლიო ომზე,-წარბი აზიდა დაქალმა და კლასის კარები გადაკეტეს.. კიბეებზე ჩქარა დაეშვნენ,გასაღები დამრიგებელს მისცეს და სკოლის კარებიც მოიხურეს.. ცივმა ნიავმა ტანში სასიამოვნოდ დაუარა. შემოდგომის დრო განსაკუთრებით უყვარდა,რადგან სეირნობისას უყრუებდა ლამაზად დაყრილ ფოთლებს და ნაბიჯების გადადგმისას ფოთლების შრიალის მოსმენა ხომ საერთოდ ერთი ნეტარება იყო..
- მგონი მარკს მოსწონხარ,-დაქალს შეუმჩნევლად გაუღიმა და სახე გაასწორა.
- შენ რაიცი?,-ხელი მიჰკრა ჯეინს..
- ისეთი თვალებით გიყურებს.. როდესაც გეძინა კლასიდან გავედი და როდესაც შემოვბრუნდი ლოყაზე გაკოცა..,- აღარ დამალა ჯეინმა და ერთი ჩასუნთქვით უთხრა..,-დამინახა თუ არა მოგშორდა და კლასიდან უხმოდ გავიდა..
- ოოო,ჯეინ.. მე არ მომწონს მარკი,ზედმეტად უყვარს თავისი თავი,-ჩანთიდან ჩიფსი ამოაძვრინა და მადიანად შეუდგა ჭამას.
- ეე,მეც მაჭამე,-სიცილით უთხრა და პირი ჩიფსებით გაიტენა..
- გამარჯობათ,ამანდა,-ჯეინის დედას მიესალმა და მაგიდასთან დაჯდა.. ცოტაც ეჭორავა.. მერე,როგორც ყოველთვის,ამანდამ დაიწყო პოლიტიკაზე საუბარი.
- ევა,წამო,-მაცივრიდან სასუნაოები გამოიღო და მეორე სართულზე ავიდნენ.. ჯეინს დიდი და ლამაზი ოთახი ჰქონდა,იასამნისფერ ფერებში გაწყობილი,ლამაზი პოსტერებით და ყოველდღე თუ არა,ყოველ კვირა მაინც ანახლებდა.. ამიტომ ძალიან უყვარდა ევას მისი ოთახი.
- ჩართე,-ჯეინმა დაქალს ლეპტოპზე ანიშნა და საწოლზე გადაწვა.
- მაგას ჯობია ბიბლიოთეკაში შევიდეთ,ხომ იცი როგორ არ მიყვარს ეს ოთკუთხედი „ყველაფრისმცოდნე“ ყუთი,-ზიზღით შეხედა ლეპტოპს და ფეხზე წამოდგა.ორი თითი ყელზე მოიჭირა.. ჯეინმა თვალები გადააბრიალა,კომპიუტერი გათიშა.. დიდი სასკოლო ჩანთა დააცარიელა და სასუსნაოები ჩაყარა..
- დედაა,მივდივართ,-დიდი ორსართულიანი სახლის კარები გამოიხურეს და ფოთლების შრიალის ხმას მიჰყვნენ..
- გამარჯობა ევა,-მოხუცმა ქალმა გოგონას თავაზიანად მიესალმა და კიბეებზე ავიდა..
- უკაცრავად,მერი ისტორიის განყოფილება სად არის ? მეორე მსოფლიო ომზე გვჭირდება წიგნები,-ევამ მოხუცს გახედა,რომელიც ძალაგამოცლილი ხელების კანკალით წმენდდა წიგნებს.
- მესამე რიგში საყვარელო,-გზა მიასწავლა და მზრუნველად გახედა გოგონებს..
- და არ მესმის რა მოგწონს აქ? ისეთი სიჩუმეა,თითქოს ვინმე გაასვენეს,-წარბები კუშტად შეკრა ჯეინმა და ფეხების ბაკუნით მიჰყვა დაქალს..
- ნუ მეწუწუნები,დამიჯერე ჩვენს პროექტზე ყველა ილაპარაკებს,-თვალი ჩაუკრა ევამ და თაროები შეათვალიერა..
გოგონები იატაკზე მოტავსდნენ,ჯეინმა პარკების შრიალით მთელი ბიბლიოთეკის ყურადღება მიიპყრო.. ჩანთიდან ფრთხილა გამოაძვრინა ჩიფსები,კოკა-კოლა,ჟელიბონი და.რა თქმა უნდა. შოკოლაადიი!! იატაკზე დადო და შეუმჩნევლად ილუკმებოდა.. ამ დროს კი ევა მთელი გულისყურით კითხულობდა მეორე მსოფლიო ომზე .. „მეორე მსოფლიო ომმა იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის. ომის სულისკვეთება გაჟღენთილი იყო მძლავრი იდეოლოგიზმით, რამაც ურიცხვი სამხედრო დანაშაული და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემატიური ძალადობა გამოიწვია, რომელიც გენოციდშიც კი გადაიზარდა.“- ამის წაკითხვისას თვალები გაუფართოვდა და მონაცემები დღიურში ჩაწერა.. ჩვენი ჯეინი კი გათხლეშილი იჯდა და ილუკმებოდა,თან დიდი მონდომებით ყნოსავდა წიგნებს.. ძველი წიგნების სუნზე გიჟდებოდა,ამიტომ „წიგნის ჭიას“ ეძახდნენ..( სხვა გაგებით)
- ევა, საათს დახედე უკვე წასვლის დროაა,-თვალები მოიფშვნიტა და გადაღლილმა მაჯის საათი აუფარფატა გოგონას ცხვრიწინ..
- ჯერ არა,ყველაფერი არ მაქვს მზად,-მესამე წიგნის კიტხვაც დაასრულა და გადაღლილმა გახედა დაქალს..
- ხვალაც მოვიდეთ,უკვე გვიანია,ამანდაც ინერვიულებს..,-თავისას არ იტეხავდა ჯეინი და ჩანთაში საჭმლის ნარჩენები ჩაყარა,კაბა გაისწორა და წამოდგა..
- შენ წადი და მოვალ,მალე მოვაალ,-ყოყმანის შემდეგ უთხრა და ჰიტლერის „ჩემი ბრძოლა“ გადაშალა..
- კარგი,ფრთხილად იარე,შენი ამბავი რომ ვიცი,-ჩანთა მოიკიდა და გასასვლელისკენ გავიდა.. ბიბლიოთეკაში უკვე აღარც წიგნების შრიალის ხმა ისმოდა და აღარც ვეებერთელა კიბის ჭრაჭუნი.. ყველაფერი მიწყდა.. ერთ საათს,მეორეც მიჰყვა,შემდეგ-მესამეც!!
- შვილო,წაიღე ეგ წიგნები სახლში და იქ წაიკითხე,უკვე გვიანია,-ევას კითხვაში ხელი იმ მოხუცმა ქალმა შეუშალა.. გოგონამ მხოლოდ გაუღიმა და წამოდგა,ჩანთაში რამდენიმე წიგნი ჩაილაგა,კაბა გაისწორა.. ქალს მადლობა გადაუხადა და გარეთ გამოვიდა.. გარეთ გამოსულს ესმოდა ფოთლების შრიალი,რომელსაც ნიავი ფრთხილად არხევდა.. ცას ახედა და მოკაშკაშე მთვარე დაინახა.. ნაბიჯებს მოუმატა,გზას მბჟუტავი ლამპიონები უნათებდდნენ. ევა კი ფიქრობდა იმ ბრძოლაზე,რომელმაც ამდენი ხალხი შეწირა.. ძალიან დააინტერესა ეს თემა,უფრო მეტის გაგება რომ შეეძლოს. სახეზე რამდენიმე წვეთი დაეცა,გოგონამაც კმაყოფილმა ახედა ცას და ხელები გაშალა.. ამ რამდენიმე წვეთს კიდევ რამდენიმე მოჰყვა,მერე კი გოგონა ისე დასველდა,როგორც შხაპის ქვეშ.. გარეთ ჟრიამული ატყდა,ყველამ ნაბიჯს აუჩქარა,თუმცა ევა ისევ ისე დინჯად მიუყვებოდა.. ჯეინის სახლამდე ფეხით ვერანაირად მივიდოდა,თან ამ შუა ღამეს ავტობუსიც არ დადიოდა.. ერთ-ერთი ძველი ნივთების მაღაზია მოჩანდა ახლოს,რომელსაც მკაფიოდ ეწერა,რომ ღია იყო.. ნაბიჯებს აუჩქარა და მაღაზიის კარები გააღო..
- გამარჯობათ,არის აქ ვინმე?,-ფრთხილად შევიდა მაღაზიაში და ნახევრად განათებულ სივრცეს მოავლო თვალი..
- დიახ,გისმენთ,-იატაკის ჭრაჭუნის ხმა გაიგონა და გვერდით მიიხედა,მოხუცი კაცის სილუეტი დალანდა.. დაახლოებით 80 წლამდე კაცი იქნებოდა,ჯოხით ხელში მიუახლოვდა ევას და ჯოხს დაეყრდნო.. მხრცოვანს ძალიან თბილი ღიმილი ჰქონდა,ამიტომ ევამ გული დაიმშვიდა და გაუღიმა.
- გარეთ ძალიან წვიმს და სანამ გადაიღებს აქ რომ ვიყო,ხომ შეიძლება?,-კაბის ბოლოებს სველი ხელები შეახო და ისევ გაუღიმა მხრცოვანს..
- კი,შვილო,შემოდი.. ჩაის ხომ დალევ ჩემთან ერთად?,-ზურგი აქცია მამაკაცმა და თბილ ფერებში გაწყობილ ოთახში შეიყვანა..
- დაჯექი,-მტვრიანი სკამი გამოუწია გოგონას.. ევამ ხელის გულებით გაწმინდა და გემრიელად მოკალათდა..
- დიდი მადლობა,ბატონო.. ,-ევა შეყოყმანდა,მან ხომ სახელი არ იცის.. ამიტომ უხერხულად გაუღიმა..
- ბენჟამინი,-გაზქურაზე ხელის კანკალით დადგა ჩაიდანი და ნელი ნაბიჯებით დაჯდა ევას წინ..
- სასიამოვნოა,მე ევა მქვია..- თვალი მოავლო არემარეს.. მაღაზიაში ძალიან ბევრი იყო ძველებური ნივთები,უმეტესობას თეთრი ზეწარი ეფარა და მხოლოდ მოხაზულობით ხვდებოდა,თუ რა ნივთს მალავდა ფიფქინა ზეწარი.
- რა ლამაზი სახელია,-მოხუცმა თბილად გაუღიმა.. მისი თვალებიდან ევამ აშკარად იგძნო მარტოსულობა,სულის ტკივილი,მაგრამ უდიდესი სითბო,-ჩემს ცოლსაც ევა ერქვა..-ცოლის გახსენებისას კმაყოფილმა გაიღიმა და მოგონებებში ჩაეფლო.
- სად არის თქვენი ცოლი?,-ინტერესით იკითხა ევამ და ჩაის ჭიქა მოიყუდა..
- დიდი ხნის წინ გარდაიცვალა,-მოხუცისგან იმხელა ტკივილი იგრძნობოდა,რომ ევამ თავი უხერხულად იგრძნო..
- დიდი ბოდიშით,არ უნდა მეკითხა,-ხელი მის აკანკალებულ,დანაოჭებულ ხელს შეახო,თანაგრძნობის ნიშნად..
- არა,არაუშავს,შვილო, ეს დიდიხნის წინ მოხდა,-ღრმად ამოისუნთქა და ევას თვალებში შეხედა,-არამგონია,შენნაირ ახალგაზრდას აინტერესებდეს,თუ რა მოხდა,-გაუღიმა, მაცივრიდან შოკოლადის ფილა გამოიღო და გოგონას მიაწოდა,-სულ მადავიწყდა შოკოლადი..
- დიდი მადლობა,-პატარა ნატეხი მოტეხა და დააგემოვნა,-არ გეგონოთ,რომ არ მაინტერესებს,უბრალოდ არ მინდა,რომ ისევ ისე გეტკინოთ,როგორც ადრე,-თავაზიანად უთხრა გოგონამ.. ამის გაგონებაზე მოხუცს ჩაეღიმა და მოყოლა განაგრძო.
- 1943 წელი იყო,დეკემბრის სუსხიანი დილა,სროლის ხმა ჯერ კიდევ არ წყდებოდა,მე დიდ ტანკში ვიჯექი და გერმანიის მხარეს ვიბრძოდი,სიმართლე გითხრა,ჩემი გადასაწყვეტი არ იყო მებრძოლა თუ არა,მე მომცეს იარაღი და სახლიდან წამიყვანეს.. ჩამაბარეს ტანკი,იქვე მასწავლეს მართლა და ჩამსვეს.. ომისგან და ამდენი სისხლისმღვრელი სურათის ნახვის შემდეგ ჩემში პატრიოტიზმა იმატა და ჯარისკაცის სამოსი უფრო კარგადაც მოვირგე.. ჩვენს ჯგუფს „გოტი“ ერქვა.. ჩემთან ერთად იბრძოდა ჩემი მეგობარი,ეროვნებით რუსი იყო,თუმცა გულით გერმანელი. გესმის ალბათ,რომ იმ დროს დიდი ზეგავლენა იქონია ჩვენზე მესამე რეიხმა.. ომის პერიოდში უკვე თავიდან ბოლომდე ვიყავი დარწმუნებული,რომ გერმანიისთვის უნდა მებრძოლა,იმ „სიმართლისთვის“,რომელსაც ჰიტლერი „ღაღადებდა“.. მაშინ პირველად დამჭრეს,ერთი ტყვია მხარში მომხვდა,მეორე კი მუხლში..,-პერანგი ოდნავ შეიხსნა და დანაოჭებული ხელები ნატკენ ადგილას მიიდო,იქ დიდი ნაიარები ჰქონდა.. ევამ წარმოიდგინა იმ დეკემბრის სუსხიან დილას მომხდარი.. თვალებიდან ერთი ცრემლები ჩამოუგორდა და გააგრძელა მოსმენა..
- ზუსტად მაშინ გავიცანი ევა,უკვე ნახევრად გონება დაკარგული მქონდა,ბრძოლის ველიდან წამომაყენეს და ბანაკამდე გამაქცუნეს.. მისი ხმა ახლაც ჩამესმის ყურებში,ნაზი ქალური და ძალიან ანერვიულებული ტემბრი ჰქონდა..,-მოხუცს ეტყობოდა,რომ ეს ისტორია არავისთვის ჰქონდა მოყოლილი,არც შვილიშვილისთვის და არც შვილისთის,იმიტომ რომ ისეთი გრძნობით,ენთუზიაზმით ყვებოდა,რომ სრულიად უგულო და სრულიად უცხო ადამიანსაც აატირებდა.. მოხუცი წამოდგა და გოგონა ახლოსმდებარე,მტვრიან თაროსკენ წაიყვანა.. კარგად მოავლო თვალი სურათებს და ერთ-ერთი გაუწოდა. ჩარჩოში შავ-თეთრ ფერებში გამოწყობილი მომღიმარი ქალის სურათი მოჩანდა.. თვალისა და თმის ფერის აღწერა შეუძლებელია,თუმცა ალბათ მუქი ფერის კანი ჰქონდა მომღიმარს,თეთრი ლამაზი კბილები და თვალისმომჭრელი ღიმილი. თავზე თეთრი ქუდი ეფარა,ზემოდან წითელი ჯვრით..
- ძალიან ლამაზი იყო,-ევამ მტვირან სურათს თითი გადაუსვა,სურათში ქალს გაუღიმა და ადგილზე დადო.
- ეს ალბათ თქვენ ხართ,-მის გვერდით კი მეორე მტვრიანი ფოტო იდო.ტანკიდან ახალგაზრდა მამაკაცი იყურებოდა,სიცოცხლით სავსე.. მოხუცმა გოგონას მხოლოდ გაუღიმა და სხვა ნივთების ჩვენება დაუწყო. ევა დაბნეული და თან ძალიან აღელვებული დასდევდა უკან მოხუცსს და ისტორიის გაგრძელებას უსმენდა. მოხუცის ხმა შუშის მტვრევის ხმამ გადაფარა.
- უკაცრავაად,-გოგონამ უკან ძველებური სარკისკენ გაიხედა,რომლის შუშაც უკვე ნამსხვრევებად იყო ქცეული.. გოგონა დაიხარა და ნამსხვრევები აიღო.. დაბნეულმა ეცადა,რომ ისევ თავის ადგილას დაებრუნებინა..
- იყოს,ეგრე ვერ შეაკეთებ,-მოხუცის ხმა ნელ-ნელა მიწყდა და ყველაფერი მანქანის და ხალხის ჟრიამულის ხმამ შეცვალა.. გარემო მოათვალიერა,ბნელოდა.. არც მაღაზიის თბილი კედლები მოჩანდა,არც მოხუცის ხმა.. ყველაფერი შეცვალა რამდენიმე ტყვიის გასროლამ,ჯარისკაცების ფეხების ბაკუნმა და შემოძახილებმა.. ევა დაბნეული იყურებოდა,ვერაფერი გაეგო,შიშისა და სიცივის გრძნობამ სხეული აუკანკალა და ხელები მხრებზე აიფარა.. მის წინ რამდენიმე ტანკმა ჩაუარა.. ევამ ბოლო ხმაზე დაუყვირა,რომ გაეჩერებინათ,თუმცა ამაოდ.. გზას გაჰყურებდა და თვალებიდან ცრემლები სახეზე ეცემოდა..
- გოგონი,აქ რას აკეთებთ?,-მის უკან ტანკი გაჩერდა,გოგონამ ვეებერთელა მანქანა შეათვალიერა და მზერა ახალგზარდასთან შეაჩერა..
- არც მე ვიცი აქ რას ვაკეთებ,-ევა ცდილობდა მისი ნაზი ხმა მიეწვდინა ახალგაზრდასთვის და წინადადება მეორედ გაუმეორა.. ტანკიდან ბიჭი გადმოხტა და მას წინ აესვეტა.. ახლა,უფრო მკაფიოდ ჩანდა სახის ნაკუთები,შუბლზე ჩამოყრილი შავი თმა,ოდნავ მოშვებული წვერი და თბილი ღიმილი.. ზუსტად ამ ღიმილის გამო ევამ სიმშვიდე იგრძნო და შიში სადღაც გაიქრო.
- მოდი,ბანაკში წაგიყვაან,არ შეგეშინდეს ჩემი,-ხელი ევას წელზე მოკიდა და მალევე აიყვანა სისხლისმღვრელ მანქანაზე.. ევამ „მანქანა“ მხოლოდ გერმანულ მუზეუმში ნახა,ისიც 11 წლის ასაკში,როდესაც მასწავლებლებმა ბავშვები ექსკურსიაზე წაიყვანეს.. ახლა კი,როგორც მიხვდა,შუა ომში მოხვდა,რეალობიდან შორს,სადღაც წარსულს ესტუმრა,ისიც როგორ ვერ გარკვეულა.. ზის სისხლისმღvრელ მანქანაში და ელოდება,თუ რა მოხდება შემდეგ..
- არ შეგეშინდეს ჩემი,მე ბენი მქვია,ჯარში უკვე მესამე წელია ვმსახურობ,ხომ არ გცივა? მანდ ჯარის კაცის ფორმაა,შედარებით თბილია ვიდრე ეგ კაბა,-გზას თვალი მოაშორა და გოგონას იქვე დაგდებული ტანსაცმელი მიაწოდა,-გამოიცვალე,-თბილად გაუღიმა ევას და „მაქანის“ მართვა განაგრძო.
პ.ს ველოდები შეფასებაას <3 მიყვარხართ ძალიააან!! აი ასეთი საუცხოოო სიზმრები მესიზმრებაა..ისეთებს ვხედავ სიზმარში რომ საერთოდ მიკვირს რატომ არ ვწერ :დდ ახლა სად მე და სად მაგარი პროფესიონალი მწერალი,ძალიან გამიჭირდა ამ ისტორიის დაწერა,იმიტომ რომ არ მინდოდა ბანალური ყოფილიყო,თუმცა....
აი ძალიან მომენატრეთ ბავშვებოოოოო <3 არ შემიძლია ამ საიტის გარეშე :დ კარგი ვსო ბევრს ვლაპარაკობ :დ წავედი და გელოდებით <3



№1  offline წევრი სტიქია

ვუიიმეე, ასეთ სიუჟეტს საერთოდ არ ველოდი და ძალიან დავინტრიგდი :დ

 


№2  offline მოდერი ^paradise^

სტიქია
ვუიიმეე, ასეთ სიუჟეტს საერთოდ არ ველოდი და ძალიან დავინტრიგდი :დ

Madloba sayvarelo :* rogor gamaxareeee <3

 


№3  offline მოდერი ანკა

ასეთი ისტორია არასდროს არ წამიკითხავს, სრულიად განსხვავებულია მათგან და ძალიან მომეწონა!!! <3 <3 <3
ჩემი უნიჭიერესი გოგო ხარ შენ და ძაალიან მაგრად მიყვარხაარ ! love

 


№4  offline მოდერი ^paradise^

ანკა
ასეთი ისტორია არასდროს არ წამიკითხავს, სრულიად განსხვავებულია მათგან და ძალიან მომეწონა!!! <3 <3 <3
ჩემი უნიჭიერესი გოგო ხარ შენ და ძაალიან მაგრად მიყვარხაარ ! love

ანკაააა დიდი მადლობაააა winked love მეც მაგრად მიყვარხაააარ < 3

 


№5  offline მოდერი ჯია

უჰუუუუ როგორ გამეხარდაააა!!! ❤️❤️❤️❤️ ძალიან ძალიან საინტერესოააა... ნსგავსი შინაარსის აქ მგონი არაფერი დაწერილა. ძალიან მომწონს ❤️ ყოჩაღ!

 


№6  offline მოდერი ^paradise^

ჯია
უჰუუუუ როგორ გამეხარდაააა!!! ❤️❤️❤️❤️ ძალიან ძალიან საინტერესოააა... ნსგავსი შინაარსის აქ მგონი არაფერი დაწერილა. ძალიან მომწონს ❤️ ყოჩაღ!

ჯიაააა <3 დიიდ მადლობაა საყვარელოოოოოო :*:*:*:*

 


№7  offline მოდერი ჯია

სად არის მომდევნო თავიი?! O.o ნუ მაბრაზებ :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent