შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვისფერი [3]


17-07-2015, 00:05
ავტორი რაც გიყვარს
ნანახია 1 606

3 თავი

ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ, ცნობილ და კვალიფიკაციურ საავადმყოფოში მეორედ მოსვლა დაიწყო. ნუ, შენობაში კესანესა და ნანიკოს შევარდნა ავტომატურად უდრიდა მეორედ მოსვლას, ან, მესამე მსოფლიო ომს ... ბოლო პერიოდში კი საავადმყოფო მათი სტუმრობის პრივილეგიით უდაოდ ხშირად სარგებლობდა. ფიქრის, გონების მოკრებისა და კონცენტრაციის საშუალება საერთოდ არ ჰქონდა ნინას. უთენია რომ შეუცვივდებოდნენ პალატაში, ძილიც და ფიქრიც აფსოლიტურად შეუძლებელი ხდებოდა. ისინი არ გავდნენ პირველს ... მათი ემოციურობა და სიხალისე ყოველგვარ ფარგლებს სცებოდა და ჩარჩოებს ანგრევდა.
ამჯერად მხოლოდ ნინა კი არა, გოგონებიც საოცარი ინტერესით ათვალიერებდნენ კლინიკაში ახლად შემოყვანილ პაციენტებს და ხშირად მათ მშობლებთანაც კი პოულობდნენ ხოლმე საერთო ენას. ეცინებოდა ნინას მათ მიმიკებზე, ემოციებზე და დასახიჩრებული პაციენტების დანახვისას მსუბუქ შეკივლებებზე. პირველსა და გოგონებს შორის ამხელა განსხვავება არასდროს უქმნიდა საფრთხეს მათ მეგობრობას და ისინი არც არასდროს ცდილობდნენ ნინას გონებაში, განცდებში და ფიქრებში იმაზე მეტად ჩახედვას, ვიდრე საჭირო იყო.
-ყოველთვის ვგიჟდებოდი ექიმ კაცებზე. - ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია კესომ ... ლიბრგადაკრული მზერა გააყოლა საკუთარი კაბინეტისკენ მიმავალ, თეთრ ხალათში გამოწყობილ ბურდულს, რომელმაც წამის მეასედში გამოხედა მიმღების კუთხეში ჩამომჯდარ ნინას და გაყინული ზღვისფერებიც მიიღო საპასუხოდ - მოიცა, თქვენ რა, იცნობთ ერთმანეთს?! - ხმამაღლა შეჰკივლა ანდრიასა და ნინას ერთმანეთისკენ მიმართული მზერების მომსწრე, თვალებგაფართოებულმა კესანემ.
-ჩემი ქირურგია. - მიიღო პასუხი და თვალებში სხივი ჩაუდგა გოგონას. შეუძლებელი იყო, ნორმალურ ადამიანს ანდრია არ მოსწონებოდა. კესოს ისიც კი ეჩვენებოდა, რომ ეს თეთრი ხალათი ყველა მამაკაცს განსაკუთრებულს ხდიდა, თუმცა ბურდული, რა თქმა უნდა, საუკეთესო შემთხვევა გახლდათ.
-ვაუ ნინ! ყველას თუ ასეთი ქირურგი გველოყება, რაღა მოგვკლავს?! - ხმამაღლა აკისკისდა კესანე და მეგობრისგან მუჯლუგუნიც მიიღო საპასუხოდ - მოიცა, გამოვიცნობ! - სწრაფად დასერიოზულდა გოგონა და მისი შეჭმუხნული შუბლით თუ ვიმსჯელებდით, რაღაცამ აშკარად დააფიქრა.
-რას გამოიცნობ, კესო?! - გამხიარულდა ნანიკო, ჭინკებათამაშებული თვალები დაქალებს მოავლო და მზერა აგონიაში გადაშვებულ კესოზე შეაჩერა - კესო, აქ ვართ! - სიცილით აუფრიალა ხელი ცხვირთან.
-რას გამოვიცნობ და იმას, რატომ სტყორცნა იმ ექიმმა ნინას ასეთი მწველი მზერა და რატომ გაუღიმა სხვა პაციენთებს ასე თბილად. - ისე დაუბღვირა კესანემ პირველს, რომ ნინამ მიმიკები ვეღარ დაიმორჩილა და ხმამაღლა გაეცინა. კესოს ძალიან მოუნდა, რომ შუაზე გაეწიწკნა მოკისკისე პირველი - მკითხაობა არ სჭირდება იმას, რომ ნინამ უკვე მოასწრო და მასთანაც გამოამჟღავნა საკუთარი უჟმური ხასიათი და დაგესლა!
-თქვენ რა, იჩხუბეთ, ნინა?! - საუბარში ნანიკო ჩაერთო, რომელიც აშკარად არ ჩანდა აღფრთოვანებული დაქალის დასკვნით და ისე უბრიალებდა თვალებს პირველს, რომ ნინა ვერც ამ შემთხვევაში იკავებდა ისტერიულ სიცილს - ასეთ კაცს როგორ ეჩხუბე ნინა, არ გრცხვენია?!
-რა ვეჩხუბე, ვერ ხართ ხო?! - ოდნავ შეიშმუშნა პირველი და ცივი ზღვისფერები დაქალებს მორიგეობით შეანათა. კესანეს საგრძნობლად შეამცივნა და ნინას თვალებს სახე აარიდა - მორგში შევიპარე უბრალოდ და ამ ამბავს შეესწრო. - ამოილაპარაკა აუღელვებლად და გოგონების რეაქციის მოლოდინში, ქუთუთოები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს.
-რა?! - რა თქმა უნდა, მათაც არ დააყოვნეს და ისეთი სისწრაფით შეჰკივლეს, რომ ნინა ეტლშიც კი საგრძნობლად შებანცალდა - მორგში რა გინდოდა, ნინა, არა ხომ ვამბობ, ამან სულ გააფრინა მეთქი?! - თავს აქეთ იქით აქანავებდა ნანიკო და ტუჩებზე აწკაპუნებდა, უკმაყოფილოდ. დაუოკებელი სურვილილი ახრჩობდა, დაქალის თავზე არსებული, ყავისფერი, რბილი ლოკონების დაწიწკვნის.
-არაფერი, უბრალოდ გვამები შევათვალიერე. - მხრები სიცილით აიჩეჩა პირველმა და კაბინეტიდან გამომავალ ანდრიას შეავლო სიცივეჩამდგარი, ლურჯი თვალები. ექიმმა თითქოს ჩატეხა ტუჩის კუთხეები და ნინას წამიერად მოუნდა, რომ შუაზე გაეგლიჯა ბურდული ამ ღიმილისთვის.
-ამან გაგიღიმა, თუ მე მართლა ვერ ვარ კარგად?! - თვალები დააწვრილა კესანემ და ნანიკოს აღფრთოვანებული მზერაც მიიღო საპასუხოდ - აუფ, ვაფრენ ამ კაცზე! - არ ცხრებოდა გოგონა - აი, ნახე, რომ ლაპარაკობს რა დახვეწილია, თან, ხომ იცი ქირურგები რა ინტელიგენტი ხალხია ... როგორი დასტოინია?!
-კესო, კარგი რა! - თვალები მობეზრებულად გადაატრიალა ნინამ და გოგონაც მიხვდა, ამდენი ლაქლაქით უკვე ტვინი რომ მიჰქონდა. ხმა აღარ ამოუღია, ისე განაგრძნო პაციენტის მშობლებთან მშვიდად მოსაუბრე ანდრიას თვალიერება. მამაკაცი საოცრად დახვეწილი მანერებითა და სერიოზული გამომეტყველებით უხსნიდა რაღაცას და კესოს იმდენად მიმზიდველად ეჩვენებოდა, რომ იქ მისვლამდე ძალიან ცოტა დააკლდა.
-რას ათვალიერებთ, გოგონებო?! - კახას ხრინწიანი ხმა იმდენად მოულოდნელი ეჩვენა აგონიაში გადაშვებულ კესანეს, რომ ოდნავ შეკრთა და მისი სხეულის უჩვეულო მოძრაობამ, რა თქმა უნდა, ყველა და მათ შორიც კახაც ხმამაღლა აახარხარა. გოგონას ლოყები შესამჩნევად შეეფაკლა, თუმცა საკუთარი სუსტი წერტილი ოსტატურად გადაფარა და თითქოს გამხიარულებულმა წამოიყვირა.
-ნინას ქირურგი რა მაგარი ვინმეა?! - ისე ხმამაღლა მოუვიდა კესანეს, რომ თითქმის ანდრიას ყურამდეც მიაღწია ... ოდნავ შეიშმუშნა გოგონა და მოცინარ დაქალებს გადახედა.
-ჰო, ანდრია მაგარი ვინმეა ... - აშკარად ჩაფიქრდა მამაკაცი და ნინას ეგონა, რომ მხოლოდ ის ვერ აღიქვამდა ბურდულს „მაგარ ვინმედ“ - კარგით, გოგონებო, ქალაქის ცენტრში ძალიან სერიოზული აფეთქება მოხდა, სულ მალე საავადმყოფოს პაციენტები მოაწყდებიან ... ვიმედოვნებთ, რომ ადგილი ყველას ეყოფა, მაგრამ თქვენ მიმღების კუთხეში გადანაცვლება მოგიწევთ, ისე, რომ პაციენტების შემოსაყვანად რაც შეიძლება მეტი ადგილი დარჩეს. - მღელვარება ხმაზე ეტყობოდა კახას და გოგონები მიხვდნენ, სახუმარო საქმე რომ არ იყო. აღარ უყოყმანიათ ... არც მამაკაცს ჰქონდა სასაუბრო დრო, იქაურობა სწრაფად დატოვა და გოგონებმაც გადაინაცვლეს მიმღების კუთხისკენ ... აქედან ყველაფრის დანახვას თავისუფლად შეძლებდნენ. ნინას მანიაკური სურვილი ტანჯავდა დასახიჩრებული პაციენტების ხილვის ... რა იქნებოდა, როცა სისხლისგან დაცლილ პატარებს ჰკიდებდა თვალს ... რა იქნებოდა, როცა მის თვალწინ დაიღუპებოდა ვიღაც. ნინას უნდა განეცადა ... უბრალოდ უნდა ეგრძნო ...!
მიმღების კუთხეში ატუზულმა გოგონებმა, თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრეს, ისე გაიჭრნენ თეთრხალათიანი ქირურგები საავადმყოფოს ეზოში და წამის მეასედში გაივსო პირველი სართული დასახიჩრებული ბავშვებით, ფეხმძიმე ქალებითა და ხელ–ფეხ დატეხილი მამაკაცებით. ნინას შეეძლო დაეფიცა, რომ მსგავსი არასდროს არაფერი ენახა. საკუთარი თავი საშინელებათა ფილმის მთავარ პერსონაჟადაც კი წარმოიდგინა წამით. ნანიკო ფეხზე ვეღარ იდგა, სახეზე ცარცისფერი დადებოდა და სისხლს მთელი მონდომებით არიდებდა თავს. ყელში გრძნობდა აჩქარებულ პულსაციას და ძლივსღა იმაგრებდა აკანკალებულ, ერთიანად დაბუჟებულ ფეხებს. მარტივი არ ყოფილა დასისხლიანებული, პატარა გოგო-ბიჭების ყურება, სასოწარკვეთილი ხმით რომ ბღაოდნენ და მთელი ძალით ეკვროდნენ გონდაკარგულ მშობლებს. კედლისკენ შებრუნდიო, თვალებით ანიშნა ნინამ და ნანიკოც მორჩილად აიტუზა მიმღების კუთხეში, სახით კედლისკენ ... ისე, რომ ვერცერთი დასისხლიანებული პაციენტი ვეღარ შეემჩნია და ოდნავ მაინც დაემშვიდებინა 220ს გადაჭარბებული გულისცემა. შინაგანად დაიშალა გოგონა, სხეულის თითოეული კუთხე-კუნჭული აეწვა და ცხოვრებაში პირველად იგრძნო, რას ნიშნავს სულის კივილი.
კესანეს, წითელი, ბლანტი სითხის დანახვისას გული საბედნიეროდ არ მისდიოდა, მაგრამ ვერც ის გახლდათ ბოლომდე მყარი. გაუსაძლის ტკივილს გრძნობდა მუცლის ღრუში და გაფითრებულ, აკანკალებულ თითებს მთელი ძალით იჭერდა წვრილ ფერდებზე. საოცარ სიამაყეს გრძნობდა კესანე, თუმცა თავადაც ვერ ხვდებოდა რატომ. ეამაყებოდა კახა და თითოეული ის ქირურგი, რომელიც თავს არ ზოგავდა პაციენტების დასახმარებლად. ციბრუტებივით ტრიალებდნენ ექიმები ... აღარ იცოდნენ რომელ პაციენტს მიშველებოდნენ ... სრული ქაოსი დატრიალდა მიმღებში.
-ნინა?! - ფიქრებიდან კესანეს სასოწარკვეთილმა, მიმწყდარმა ხმამ გამოარკვია პირველი და გაყინული მზერა ამჯერად ფერწასულ, ერთიანად აცახცახებულ მეგობარს მიაპყრო - ნინა, იმ ბავშვთან რატომ არავინ მიდის?! - ცარცისფერ თითებს იშვერდა კედელთან ჩაკეცილი, შუაზე გაფატრული ბავშვისკენ, დედის უგონო სხეულს რომ ეკვროდა და ძლივსღა ახელდა სიმწრისგან მინაბულ თვალებს - ნინა, ახლა სისხლისგან დაიცლება!
-მშვიდად კესანე, მიხედავენ. - იმდენად უდარდელი ეჩვენა დაქალის ტონი გოგონას, რომ წამით ძალიან მოუნდა ჩვეული, უემოციო, გაყინული თვალებით მომზირალი ნინა მაგრად ეცემა და ასე მაინც ეგრძნობინებინა მისთვის ის ტკივილი, რასაც იმ წამს გრძნობდა პატარა, კედელთან ჩაკეცილი ბიჭუნა.
-როგორ მიხედავენ ... - ალუღლუღდა კესანე - ქირურგები არ ჰყოფნით ... ყველა ვიღაცას ეხმარება ... ნინა, რომელიმე ქირურგი თუ არ გათავისუფლდება, ამ ბავშვს ვეღარ მიუსწრებენ! - ჰაერი აღარ ჰყოფნიდა გოგონას, საგრძნობლად ეხუთებოდა სული და იცოდა, ძალები რომ არ მოეკრიბა, ახლა თავადაც გაიშოტებოდა გაყინულ იატაკზე - ნინა გთხოვ ... უბრალოდ კახას დაუძახე ... - ამოიკნავლა უღონოდ და ნინას ერთ ადგილას მიყინულმა ზღვისფერებმაც კახას დაუწყეს ძებნა. არ ანაღვლებდა პირველს ... უყურებდა დასისხლიანებულ პატარებს და შეგრძნება, რომელსაც წესით უნდა დაეტანჯა, მასზე არ მოქმედებდა ... პულსაცია ისევ ნორმაში ჰქონდა, არც გული ეკუმშებოდა მტკივნეულად და არც სახეზე გადასდიოდა ფერები. ნინა იჯდა ... ისევ ისეთი ცივი და უემოციო ... ვერ გრძნობდა, მაგრამ არაჩვეულებრივად ხვდებოდა იმას, რომ 12 წლის ბიჭს არაფერი დაუშავებია საიმისო, რომ საავადმყოფოს კედელთან მოკუნტულს, საკუთარ სისხლის გუბეში ეცურავა. არ შეეძლო ... უბრალოდ არ შეეძლო არ დახმარებოდა. იმიტომ კი არა, რომ ადარდებდა .. უბრალოდ ასე უნდა მოქცეულიყო და ეს ყველაფერი არაჩვეულებრივად ჰქონდა გააზრებული.
-მამა! - დაიყვირა ხმამაღლა და ნაკერების ტკივილი იგრძნო, მუცელთან. კახას არ გაუგონია ... - მამა! - დაუძახა კიდევ ერთხელ და ატკივებულ მუცელზე ორივე ხელი მოიჭირა - კახა! - იყვირა ღონეგამოცლილმა და იგრძნო, როგორ ჩაუწყდა ხმა ... იმასაც ხვდებოდა, კიდევ ერთხელ რომ დაეტანებინა ძალა საკუთარი თავისთვის, აუცილებლად გაეხსნებოა ნაკერები და ის ბიჭი კი არა, თავად დაიცლებოდა სისხლისგან. კახამ მოიხედა და პირველმაც ისევ ის ,გაყინული ზღვისფერები შეანათა სახეში - იმ ბავშვს მიხედავს ვინმე, თუ დაიცაოს სისხლისგან?! - ბრაზობდა ნინა, მაგრამ ისევ არანაირი ცვლილება არ დატყობია მის ჰარმონიულ ტემბრსა და ხორბლისფერ ნაკვთებს. კახას თითოეული კუთხე კუნჭული აეწვა და თავი უარესად დაუმძიმდა.
-ხუთი ხელი არ მაქვს ნინა, ამათ მივხედავ და მანდაც მოვალ. - ხმა უწყდებოდა მამაკაცს. ნინამ იცოდა, ვერავის რომ ვერ გაიმეტებდა კახა სიკვდილისთვის, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა. შუაზე ვერ გაიხლიჩებოდა და იმას აკეთებდა, რაც შეეძლო.
-სანამ შენ მოხვალ სისხლისგან დაიცლება! - არ ნებდებოდა პირველი და კახას წამიერად მოეჩვენა, რომ ნინა იმ პატარა, კუთხეში მოკუნტული ბიჭის ბედნა შეაწუხა. პირველი იჯდა ეტლში ... ისევ ისეთი ცივი ზღვისფერებითა და უგრძზნობი გამომეტყველებით.
-ძალიან გთხოვ დამაცადე, ნინა და პალატაში შედი ... - დრო არ ჰქონდა მამაკაცს, ბავშვები ცხვირწინ ეხოცებოდნენ და ვერაფერს აკეთებდა. ბინდი ეკვროდა ჩასისხლიანებულ თვალებზე და უბრალოდ უნდოდა, მათ ადგილას თავად ყოფილიყო, თუკი ამით 3 წლის, სისხლისგან დაცლილ გოგონას დააბრუნებდა მისთვის ჯერ კიდევ ვარდისფერ სამყაროში.
-ნინა, რაღაც უნდა ვქნათ! - ადგილზე ცქმუტავდა ოდნავ მოღონიერებული კესანე. ვერ გაიმეტებდნენ ... როგორი გაყინულიც არ უნდა ყოფილიყო პირველი ვერ დაუშვებდა, რომ 12წლის უდანაშაულო ბიჭუნა ცხვირწინ მოკვდომოდა და ხელი არ გაენძრია - გამომყევი, ნინა! - სიმტკიცე შეემატა კესოს ხმას და პირველმა თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო, ისე მივარდა კედელთან ჩაკეცილ პატარას. ეტლი ნინამაც მიაგორა ... არ იცოდა რა უნდა ექნა, მაგრამ რაღაც აუცილებლად უნდა გაეკეთებინა. იმიტომ არა, რომ განიცდიდა ... უბრალოდ ასე უნდა მოქცეულიყო!
-რამე უნდა მოვუჭიროთ, თორემ სისხლისგან დაიცლება ... სანამ ექიმები მოვლენ, რაღაც უნდა მოვუჭიროთ! - ცრემლები წამოსცვივდა გოგონას და საერთოდ აღარ უფიქრია, ისე მოიხსნა ბეჭებზე მოხვეული ჟაკეტი. უყურებდა ნინა აკანკალებულ კესანეს, რომელიც გაჭირვებით ცდილობდა ბიჭთან მიახლოვებას და ნაჭრით ჭრილობის გადახვევას, მაგრამ ვერ ახერხებდა .. არ შეეძლო, იმიტომ, რომ კესანე გრძნობდა ... აწუხებდა სისხლის სუნი, აწუხებდა გახსნილი ჭრილობა, რომლის დანახვაც კი უჩქარებდა პულსაციას და სტკიოდა პატარა ბიჭის ბედი, რომელსაც ასე უსამართლოდ ექცეოდა ცხოვრება. კესო გრძნობდა, მაგრამ ნინა არა ... მძიმე მზერით დაჰყურებდა ბიჭს და ფერიც კი არ ეცვლებოდა გაყინულ სახეზე. ეს მისი შანსი იყო ... კესოსგან განსხვავებით მას შეეძლო ბავშვისთვის ისე გადაეხვია ჭრილობა, რომ თვალიც არ დაეხამხამებინა, იმიტომ, რომ ნინა არ ღელავდა, არ უთანაგრძნობდა და არ განიცდიდა.
-მომეცი ჟაკეტი და გამოიწიე, რომ მე მივიდე! - მიაყარა ერთბაშად და აგონიაში გადაშვებულ, მიტკლისფერ მეგობარს ერთი მარტივი მოძრაობით გამოგლიჯა ხელიდან ნაჭერი.
აფსოლიტურად მშვიდად, აუღელვებლად წამოდგა ეტლიდან, გონდაკარგულ ბაშვთან ჩაიმუხლა და მუცელზე ნაჭრის მოჭერას შეუდგა. უყურებდა კესანე, როგორ უსვამდა ნინა ღია ჭროლობას ხელებს და როგორ ცდილობდა სისხლის შეჩერებას ... როგორ უემოციოდ ტენიდა თითებს გადახსნილ ხორცში პირველი და ნატრობდა ... ნატრობდა, რომ მასაც არ განეცადა, მასაც არ ეგრძნო და შესძლებოდა ასე მარტივად დახმარებოდა ვინმეს.
ნინა ეხმარებოდა, მაგრამ არ თანაუგრძნობდა ... და პირველად, კესომ ინატრა, რომ მას დამსგავსებოდა ... მასაც ასე მარტივად მოეჭირა თითები ღია ჭრილობისთვის და ასეთი გაყინული, უემოციო მზერით გადაერჩინა ვიღაც.
-აქეთ გამოდი, ნინა ... - იგრნო პირველმა, როგორ დაეჯაჯგურა მხარზე ნაცნობი, თბილი ხელები და ცივი ზღვისფერები სახეწაშლილ კახას მიანათა. მზერა ნინას სისხლიან ხელებზე გაეშტერებინა კაცს და საოცარ სიამაყეს გრძნობდა. ჰო, მერე რა, თუნდაც არ ეგრძნო ... თუნდაც არ განეცადა ... ნინა ეხმარებოდა, მას არ შეეძლო 12 წლის ბიჭი სასიკვდილოდ გაეწირა ... იმიტომ კი არა, რომ აღელვებდა ... უბრალოდ ასე იყო საჭირო და ამას არაჩვეულებრივად ხვდებოდა პირველი - პირველ საოცერაციოში, სწრაფად! - განწირული ხმით იღრიალა მამაკაცმა, გონწასული პატარა ხელში აიტაცა და თვალის გაყოლებაც ვერ მოასწრო ნინამ, ისე შევარდა მამამისი საოპერაციოში.
აღარ უყოყმანია პირველს, ისევ ისეთი, უდარდელი მზერით წამოდგა, სისხლიანი ხელები ოდნავ განზე გასწია, ისე, რომ ხალათი არ დაესვარა და აფსოლიტურად იგივე, სიცივეჩამდგარი მზერით ჩაჯდა საკუთარ ეტლში.
კესანე გაითიშა. ფიქრის, გააზრების უნარი ერთბაშად დაკარგა და აკანკალებული კიდურები რომ ვეღარ დაიმორჩილა, ატირებული ჩაიკეცა გაყინულ იატაკზე. არ შეეძლო ... ამდენი მართლა არ შეეძლო . ის არ იყო ნინა, ის განიცდიდა და ზედმეტად მძზაფრადაც კი...
ხმა არ ამოუღია პირველს. იცოდა, სიტყვებით უარესად რომ დაამძიმებდა ისედაც ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფ მეგობარს. მხოლოდ ერთხელ, ღრმად ამოიხვნეშა და მუხლებზე ხელებშემოხვეულ, ხმამაღლა აქვითინებულ კესანეს დაასო ცივი ზღვისფერები.

888

საკუთარ პალატაში, საკუთარ საწოლზე მიწოლილი, ღონეგამოცლილი ნინა ჩვეული, უდარდელი მზერით მისჩერებოდა მის მუცელზე მონოტორულად მოძრავ, თლილ, საოცრად მოვლილ თითებს და ერთადერთი რისი სურვილიც უჩნებოდა, ძილი იყო. ნაკერები დასჭიმვოდა საშინლად და დღევანდელ ყვირილს შედეგიც გამოეღო ... მუცელ ატკივებული ისვენა საწოლზე და ისმენდა, როგორ უკრძალავდა ბურდული ეტლში ჩაჯდომასაც კი. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ანდრიამ პირველად შეადგა ფეხი ნინას პალატაში და თბილი თაფლისფერები გოგონას ხორბლისფერ ნაკვთებს გაუშტერა.
-ნინა, ერთხელაც რომ დაგინახო ფეხზე წამომდგარი და მიმღებში მოსეირნე, იძულებული ვიქნები პალატის კარი ჩაგიკეტო. - იმაზე მკაცრი ეჩვენა მამაკაცის ხმა, ვიდრე ოდესმე და ტკივილისგან სახედამანჭულმა ნინამ კოპები შეკრა.
დაინახა ანდრიამ ... დაინახა, როგორი უემოციო გამომეტყველებით გადაუხვია ჭრილობა ბავშვს ... როგორ ურეაქციოდ მოუჭირა თითები გადახსნილ მუცელს და პროცედურის დასრულების შემდეგ, როგორი გაყინული თვალებით დაუბრუნდა საკუთარ ეტლს. ბურდულს ეგონა, რომ დღევანდელი „ნინა“ უბრალოდ უცნაური სიზმარი იყო. თავადაც არ შეეძლო ასე ურეაქციოდ ჩაეტარებინა მსგავსი პროცედურა პაციენტისთვის. განიცდიდა თიოეულ ოპერაციას ... თითოეულ ჭრილობას და ძალიანაც რომ მოენდომებინა მღელვარების დაფარვა, ემოციები მაინც ნათლად ესახებოდა სახეზე, თვალებზე, ხმაზე ...
„ნინა“ ! - ეს იყო საოცრად რთული, ამოუხსნელი ამოცანა ანდრია ბურდულისთვის. ადამიანი, რომელიც თითქოს სიამოვნებას იღებდა ასობით გვამის წინაშე დგომით ... გოგონა, რომელიც აფსოლიტურად აუღელვებლად ტენიდა თლილ თითებს ღია ჭრილობაში და მერე, ასევე უდარდელად უბრუნდებოდა საკუთარ ადგილს.
-არ იკითხავ როგორაა ის პატარა, დღეს შენი ხელებით რომ გადაუხვიე ჭრილობა?! - ნინას ეგონა, რომ მოეჩვენა, მაგრამ ბურდულის მუდმივად მტკიცე, სუსხიანი ხმა აშკარად დათბა. თვალებზე, რა თქმა უნდა, ვერაფერი შეატყო მამაკაცს , რადგან მისი თაფლისფერები ისედაც მუდმივად ასხივებდნენ სითბოსა და მზრუნველობას.
-არა. - ჩვეული ინტონაციით ჩაილაპარაკა პირველმა და ანდრიას წამით ეგონა, რომ მოესმა. თავი რამდენჯერმე გააქნია მოსმენილში დასარწმუნებლად და ნინას უარყოფითმა პასუხმა მონოტორულად გაუელვა გონებაში. ეს არ იყო ნორმალური ... ეს უბრალოდ არაფერში არ ეწერა. გაკვირვება სახეზე გამოესახა ექიმს და პირველი მიხვდა, საგრძნობლად რომ გააუარესა მათ შორის ისედაც არასახარბიელო დამოკიდებულება. ანდრიას თამამად შეეძლო ეთქვა, რომ გამოშტერდა:) პატარას ბედ–იღბალს რომ არ აეღელვებინა ნინა, მაშინ არც წამოდგებოდა ეტლიდან და არც საკუთარ ჯანმრთელობას ჩააგდებდა საფრთხეში ... მაგრამ ახლა ... ახლა იწვა ერთ ადგილას მიყინული მზერით და ბურდული რწმუნდებოდა, რომ ნინას მართლაც „არ“ აინტერესებდა ნახევრად სისხლისგან დაცლილი ბიჭუნას ბედი, რომელსაც სიცოცხლე ნინას მიერ გადაჭერილმა ჟაკეტმა შეუნარჩუნა.
ჩაეცინა მამაკაცს ... ამ გაურკვევლობამ გააცინა. ხვდებოდა, რამდენად რთული ამოსაცნობი იყო „ნინას“ შინაგანი სამყარო და რატომღაც ეგონა, რომ უფალმა ეს 19წლის, კაფანდარა გოგონა გამოსაცდელად მოუვლინა. კიდევ ერთი ამოცანა დაატყდა თავს ნინას სახით ... საკუთარი სიამაყე არ მისცემდა მამაკაცს იმის უფლებას, რომ ეს თავსატეხი ასე უპასუხოდ, ამოუხსნელად დაეტოვებინა.

____________
ბავშვებო, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი! <3



№1  offline წევრი პირველი

მართლა, მართლა, მართლა ერთერთი საუკეთესო გოგო ხარ.
Respect ნინა !!!

 


№2  offline წევრი ელეონორა

ar vici rato vgijdebi ninaze da rato momcons ase dzalian mitumetes ro lodi aqvs gulia magivrad )) kochag .

 


№3  offline წევრი MIMI10

chemo gogo, dzalian scori , daxvecili da gaazrebuli istoriaa saocari peronajeboturt. kargi xar qalav , dzaaaalian kargi !!!!!

 


№4  offline წევრი ლილიანა7

ნუ, ამ საშინლად უემოციო გოგოზე ვგიჟდები, ანდრიაზე ხომ საერთოდ ვაფანატებ და უკვე ეს გოგოები შემიყვარდნენ. ბურდულის და ნინას ცკვილი საუკეთესო იქნება, ოღონდ დაგვპირდი რომ ერთმანეთს აღირსებ! :დ

 


№5  offline წევრი Winchester ))

ძალიან უცნაური და განსხვავებული ისტორია გაქვს. საინტერესოა ძალიან. ისტორიას რომ ვკითხულობდი წარმოვიდგინე, მე რა დამემართებოდა მსგავს სიტუაციაში რომ ვყოფილიყავი და კინაღამ გული წამივიდა, ისე ცუდად გავხდი. საშინელება ნინას უგრძნობობა საოცრად წარმოუდგენელია ასეთი ადამიანის არსებობა და იმედი მაქვს არც არსებობს . იმედია ანდრეა გამოაღვიძებს მასში გრძნობებს და ცივი ზღვისფერებიც გათბება და მასშიც გაკრთება სხვადასხვა გრძნობები.

ძალიან კარგად წერ და ძალიან მომწონს ეს ახალი სტილის ისტორია. იმედია მალე დადებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent