შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ცოდვებისთვის... (ნაწილი 2) გაუაზრებელი ნაბიჯი


17-07-2015, 00:31
ავტორი nicol
ნანახია 17 295

გაქცევაც ვცადე.
არ გამომივიდა. უზარმაზარი ბეტონის გალავანიდან მაშინ ჩამომხსნა დაცვამ, როცა ზედ გაჭირვებით ავფოფხდი და თავი უკვე სამშვიდობოს მეგონა. მაშინვე ბატონ ნიკოლოზს დაურეკეს. ახლაც მახსოვს ჭიშკართან საბურავების დამუხრუჭების საშინელი ხმა. ფანჯრიდან დავინახე, როგორ გადმოვიდა მანქანიდან და რა სისწრაფით წამოვიდა სახლისკენ. უკან დიმა მოსდევდა.
„ვაიმე თინი დაიმალე, დროზე დაიმალე, თორემ შემოაკვდები.“ – საკუთარ თავს ვუკიჟინებდი გონებაში, მაგრამ ადგილიდან განძრევას ვერ ვბედავდი.
ფეხის ხმა უკვე კიბეებზე ისმოდა. ოთახის კარი შემოგლიჯა და გაავებული სახით წამოვიდა ჩემსკენ. ძარღვებში სისხლი გამეყინა. არ ვიცი რის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ კარგი დღე რომ არ დამადგებოდა ამას ვხვდებოდი.
– ნიკა, გონს მოდი! – დაუყვირა დიმამ და ჩვენს შორის ჩადგა.
ერთი წამით შედგა და თვალები ცოტა დაუწყნარდა. დიმა გვერდზე გასწია და მომიახლოვდა:
– მომისმინე! კიდევ ერთხელ გაბედავ გაქცევაზე ფიქრსაც კი და ჩემი ხელით დაგახლი ტყვიას. და არა მარტო შენ. დაიმახსოვრე, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მამაშენის ნაგავი სხეული ჯერ კიდევ ამძიმებს დედამიწას, ის არის რომ შენ აქ ხარ.
მამაჩემის ხსენებაზე მთელი სხეული ამიკანკალდა.
– ვერ ხვდები, რომ ეგ „ნაგავი“, როგორც შენ უწოდებ, შენს დას სიცოცხლეზე მეტად უყვარდა და ახლა შენი ქცევებით მის ხსოვნას შეურაცხყოფ?! – დღემდე ვერ ვხვდები, როგორ მომიტრიალდა ენა ამის სათქმელად, როგორ გავბედე, მაგრამ მაშინ მეგონა რომ ამით ოჯახს ვიცავდი. რაც არ უნდა ყოფილიყო მაინც მამაჩემი იყო და სიგიჟემდე მიყვარდა.
როგორც კი სიტყვა დავასრულე, მაშინვე ვინანე. გააფთრებული ეცა იქვე მდგარ სკამს და მთელი ძალით შემოალეწა კარებს. არ ვიცი, ალბათ, მეც წიწლასავით წამაწყვეტდა კისერს, დიმა რომ არ მივარდნილიყო და ოთახიდან ძალით რომ არ გაეყვანა. კიდევ დიდი ხანი მესმოდა მტვრევისა და ლეწვის ხმა.
კარებთან ჩავიკეცე და ყურებზე ხელი ავიფარე. ვერ ვიტირე. უკვე დიდი ხანი იყო, რაც ცრემლი გამშრობოდა.
გაგიკვირდებათ, მაგრამ მეორედაც ვცადე გაქცევა.
ერთ დღეს სულ შემთხვევით ნიკას და დიმას საუბარს მოვკარი ყური.
– ნიკა რას აპირებ? არა მგონია ასე ადვილად დათმოს, რაც არ უნდა იყოს მისი შვილია.
– ნაბი***რი, ღია ომი წამოიწყო. – კბილებში გამოსცრა ნიკამ. – მაინც არაფერი გამოუვა. არ ვაპირებ უკან დახევას.
– ასეა თუ ისე, პრესაში მაინც გაჟონა. მოდი შეეშვი რა. გაუშვი ეს გოგოც. გული მიკვდება რომ ვუყურებ როგორ იზაფრება შენს ერთ შეხედვაზეც კი, ცოდოა.
ძლივს მივხვდი, რომ ლაპარაკი ჩემზე იყო.
– არა მგონია, პრესაში ამ ამბის გახმაურება, მის ინტერესებში შედიოდეს. მაშინ, მოუწევს ჩემი საქციელის მიზეზებზე ლაპარაკი. დამიჯერე, მე მეტი მაქვს სათქმელი. გამორიცხულია, საკუთარ იდეალური მეოჯახის რეპუტაციას, ეჭქვეშ არ დააყენებს. – სარკაზმი ჩაურთო ნათქვამს.
– ფაქტი ერთია, რამდენიმე ცნობისმოყვარე ჟურნალისტი უკვე ქექვას იწყებს ამ საქმეში. მერე მნიშვნელობა აღარ ექნება ვინ მეტად დაზარალდება.
– ცოლად მოვიყვან. – მეხის გავარდნასავით გაისმა მისი ხმა. – პრესაც დაწყნარდება, მე კიდე ყველანაირი უფლება მექნება მასზე.
თავზარი დამეცა.
17 წლიდან ვიცოდი, რომ არასდროს გავთხოვდებდი. სწორედ ამ ასაკში გავიგე, რომ შვილი არ მეყოლებოდა. ძალიან განვიცადე. დედა ბავშვობიდან მინერგავდა,რომ ქალის მთავარი დანიშნულება ოჯახი და შვილები იყო. განაჩენივით ჟღერდა მაშინ ეს სიტვები ჩემთვის. უამრავი სპეციალისტი შემომატარეს მშობლებმა, ექსპერიმენტალური მკურნალობაც კი ვცადეთ მაგრამ უშედეგოდ. ბევრი ვიგლოვე. საბოლოოდ მაინც შევეგუე, მაგრამ მტკიცედ გადავწყვიტე, რომ არ გავთხოვდებოდი. არ მინდოდა თავი უსარგებლოდ მეგრძნო.
ახლა კი ჩემი დაოჯახების პერსპექტივამ დამზაფრა. გათხოვებას, როგორც შავ ჭირს, ისე გავურბოდი, მითუმეტეს ვისთან უნდა შემექმნა ოჯახი? ურჩხულთან? სწორედ მაშინ მქონდა მეორედ გაქცევის მცდელობა, უფრო წარმატებულიც. არა, საბოლოოდ თავის დახსნა ვერ მოვახერხე, მაგრამ ეზოს გავცდი. (რამხელა პროგრესია?!) შუა ქუჩაში დამიჭირა ორმა ახმახმა და სახლში დამაბრუნა, მომავალ ქმართან. სიკვდილი მერჩივნა ახლა მასთან შეხვედრას. ჯერ კიდევ მწარედ მახსოვდა, ჩემს ოთახში დალეწილი ავეჯი. ღრმად ამოვისუნთქე და შევედი.
კაბინეტის ღია კარებიდან დავინახე ფანჯარასთან იდგა ზურგით ჩემსკენ და ეზოს გაჰყურებდა. გაუბედავად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი. არ მობრუნებულა.
– შენ გგონია ცოლად მომიყვან და ამით დამიმორჩილებ? ყველაფრის უფლება გექნება? – წამოვიწყე გაავებულმა. (საუკეთესო თავდაცვა, თავდასხმაა.) – თავს მოვიკლავ და შენთან ერთად საკურთხეველთან არასდროს მივალ. მირჩევნია ჩემი ხელით გავიხვრიტო შუბლი, თუნდაც ერთი წუთით მაინც ვატარო შენი ცოლის სტატუსი.
მშვიდად შემობრუნდა. მაგიდასთან მივიდა და უჯრიდან იარაღი ამოიღო. წეღანდელი შემართება სადღაც გამიქრა. აუღელვებლად დადო იარაღი მაგიდაზე და ფანჯარასთან პირვანდელ პოზიციას დაუბრუნდა. ერთიანად კანკალმა ამიტანა. მივხვდი, რომ ისევ დავმარცხდი. ნერვებმა მიმტყუნა. ეს იყო თამაში გამძლეობაზე და მე წავაგე.
– გასაგებია. – დავიწყე ლუღლუღი – ესაა შენი სტრატეგია. მე თვითმკვლელობამდე მიმიყვან და მამაჩემთან ანგარიში გასწორებული გექნება. ამის მიღწევას ცდილობ? ასე გინდა ბოლო მოუღო არა? არ გამოგივა. ჩემი მშობლების თვალში მე ყველაზე ბედნიერი პატარძალი ვიქნები. გული მერევა, მაგრამ შენდამი სიყვარულს ვითამაშებ. – უკვე გაავებული ვყვიროდი.
ნელა შემოტრიალდა და ჩემსკენ წამოვიდა. ძალიან ახლოს მოვიდა.
– ჩამოყალიბდი, ბოლოს და ბოლოს, მომყვები ცოლად თუ თავს იკლავ? – თითქმის ტუჩებით ეხებოდა ჩემი ყურის ბიბილოს.
ერთ ადგილზე გაშეშებულმა სუნთქვაც კი შევწყვიტე. თვითონ კი ძალიან მშვიდად დატოვა ოთახი.


****
დილით უსიამოვნო შეგრძებით გამეღვიძა. ვიღაცის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი. თვალები ნელა გავახილე და შევცბი. ჩემს საწოლთან ჩამუხლული ნიკა პირდაპირ თვალებში მიყურებდა.
– ადექი, გვაგვიანდება. – ტონი არც ისე კატეგორიული ჰქონდა.
საწოლის თავს ავეკარი და საბანი კისრამდე ავიწიე. გააზრებაც ვერ მოვასწარი, რომ ოთახში აღარ იყო. საწოლზე წამოვჯექი და ახლაღა შევამჩნიე ტუმბოზე დადებული ყუთი, რომელიც ლამაზი იისფერი ლენტით იყო შკრული. ზევიდან კიდევ ერთი პატარა კოლოფი ედო. ყუთები საწოლზე გადმოვდე და გავხსენი. ულამაზესი საღამოს კაბა ამოვიღე. გაოცებისგან ენა ჩამივარდა, მაგრამ მთავარი სიურპრიზი პატარა კოლოფში მელოდა. ნიშნობის ბეჭედი, უზარმაზარი ბრილიანტით. ცოტა წავუსტვინე კიდეც. დაუჯერებელი იყო ურჩხული საჩუქრებს მჩუქნიდა. ძალიან შეიფერა საქმროობა, ხომ იცი?! მაგრამ ვისგან რა მინდოდა, მე თვითონ არ ვყვიროდი გუშინ მთელ ხმაზე: შეყვარებული ქალის როლი იდეალურად უნდა ვითამაშო-თქო?
შოკიდან გამოსული ჯერ არ ვიყავი, ოთახში ნათია რომ შემოვიდა.
– თინი დღეს ერთ-ერთ პრესტიჟულ საღამოზე მიდიხართ, შენ და ბატონი ნიკა. დაგიბარა 6 სათისთვის მზად იყოსო.
– ნათი, გეხვეწები მიჩქმიტე. ისევ მძინავს ხო? რა საღამოზე მივდივართ, ეგ ხომ არ გაგიჟდა? მაგ ხესთან ერთად ფეხის გამდგმელი არ ვარ არსად.
– დღეს თქვენი ნიშნობის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთებას აპირებს და შენი იქ ყოფნა აუცილებელია.
– შენ საიდან იცი?
– დი... ბატონმა დიმამ მითხრა. – შეასწორა სასწრაფოდ და გაწითლდა.
– მაშინ ბატონ დიმიტრის და ბატონ ნიკოლზს გადაეცი, რომ ეგ სპექტაკლი უჩემოდ დადგან. მე არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას.
ნათიამ უსიტყვოდ დამტოვა.
5 საათისთვის ეზოში მანქანის ხმა გავიგე და ცოტა ხანში ნიკა უკვე ჩემს ოთახში იდგა. როცა დარწმუნდა იმაში, რომ ნამდვილად არ ვაპირებდი წასვლას, მომიბრუნდა და წარბიც არ შეუხრია ისე მითხრა.
– ნუ მაიძულებ ძალით ჩაგაცვა. – და ოთახი დატოვა.
სხვა გზა არ მქონდა. კაბა ჩავიცვი, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და თმაც სადად დავივარცხნე. სარკეში საკუთარ თავს მე თვითონ შევუსტვინე. ვერაფერს იტყვი, სილამაზე ნამდვილად არ მაკლია. დამღუპავს მე ეს თავმდაბლობა. აი ბეჭდის გაკეთება, კი ვერაფრით ვაიძულე თავს და თავისი ყუთიანად „კლაჩში“ ჩავიდე. კიბეზე ჩასვლისას არ გამომპარვია დიმას და ნიკას შეცვლილი სახეები. პირები დახურეთ ბიჭებო, უხერხულია.
მანქანაში ჩაჯდომისას ნიკას მზერა დავაფიქსირე, რომელიც ამაოდ ეძებდა ჩემს თითზე ბეჭედს.
– ბეჭედი სად არის? – მკითხა ბოლოს.
უსიტყვოდ ამოვიღე კლაჩიდან კოლოფი და გავუწოდე. გამომართვა, გახსნა და ბეჭედი ამოიღო. ერთხანს ასე ეჭირა ხელში, მერე გადმოიხარა, ჩემს ხელს დასწვდა და თხელ თითზე ნაზად წამომაცვა ბეჭედი.
– გცივა? – მკითხა, ისე რომ ჩემი ხელი ისევ თავის ტორებში ჰქონდა მოქცეული.
ხელები მართლაც გაყინული მქონდა და უნდა ვაღიარო, მსიამოვნებდა მისგან წამოსული სიმხურვალე, მაგრამ მღელვარებას ვერ გავუძელი და ხელი ფრთხილად გავინთავისუფლე.
დიმამ მძღოლის გვერდით დაიკავა ადგილი და დავიძარით. მანქანიდან გადმოვედით თუ არა ფოტოაპარატების და ვიდეო კამერების შუქმა თვალი მომჭრა. გაუთავებლად ისმოდა ჩხაკუნი და იმდენი ფოტო გადაგვიღეს, რამდენიც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არ მექნებოდა გადაღებული. თითქმის ყველა კადრში დაკვირვების მთავარი ობიექტი ჩემს თითზე წამოსკუპული უზარმაზარი ბრილიანტი იყო.
კინაღამ ფეხქვეშ მიწა გამომეცალა წელზე მისი ხელი რომ ვიგრძენი. გამიხურდა გვერდები. თავისკენ შემატრიალა და ყურთან ისე ახლოს დაიხარა, ერთი წამით ისიც კი ვიფიქრე კოცნას აპირებს-მეთქი.
– ცოტა უფრო ბუნებრივად ითამაშე ბედნიერება. – საკუთარი სიტყვები გამახსენა.
ნაძალადევად გავიღიმე. როგორც იქნა შევაღწიეთ დარბაზში. უზარმაზარ, გაჩახჩახებულ ოთახში უამრავი ხალხი ირეოდა, მაგრამ ჩვენ მაინც ყურადღების ცენტრში მოვექეცით. ჯანდაბა, ვერ ვიტან გადაჭარბებულ ყურადღებას.
– ფურორი მოახდინე, თინი, – გადმომილაპარაკა დიმამ. – ყველას აინტერესებს ვინ არის ლამაზმანი, რომელმაც ნიკოლოზ წერეთელი ოჯახურ უღელში შეაბა.
ვერსდროს ვიტანდი მსგავსი ტიპის ღონისძიებებს. უამრავი გამოწკეპილი ადამიანი მთელი საღამო ერთ დარბაზში დაბოდიალობდა და სტანდარტულად უაზრო თემებზე ლაპარაკობდა. ლამის ჩამომეძინა, ნიკას და დიმას ვეძებდი. სახლში წასვლა მინდოდა. მთავარი ფურორი უკვე მოვახდინეთ, ხვალ ყველა ჩვენს ნიშნობაზე ილაპარაკებდა და აქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა.
ძლივს ვიპოვე საპირფარეშოსთან. ორივე ერთად იყო. ნიკას ვიღაც ტიპი, საკმაოდ მაღალ ტონალობაში ელაპარაკებოდა:
– ცოლად მოგყავს იმ ახ***ის ქალიშვილი? ხომ არ გაგიჟდი? – ზიზღით ლაპარაკობდა უცნობი. – რა პასუხს აძლევ მარიკოს სულს? საერთოდ სახლში როგორ შემოუშვი მაგ დამპალის ნაშიერი? – თავს ვეღარ აკონტროლებდა.
– ლუკა, ზედმეტი მოგდის. – სიმკაცრე ეტყობოდა ხმაში ნიკას.
– მე მომდის ზედმეტი? მეე? სატანას შენ იწვენ ლოგინში და კიდე მე მომდის ზედმეტი?
გაოგნებული ვუყურებდი ამ სცენას და ერთიანად ვკანკალებდი. პირველი დიმამ შემამჩნია. დიმას უხერხულ მზერას, რომ გადააწყდა ნიკაც შემოტრიალდა და ადგილზე გაშეშდა.
– ფურთხის ღირსიც კი არა ხართ, შენც და მთელი შენი მოდგმა – ახლა მე მომიტრიალდა უცნობი. სიძულვილი რომ კლავდეს, ალბათ მე იქვე მოვკვდებოდი, იმდენი ღვარძლი იგრძნობოდა ამ სიტყვებში.
უსიტყვოდ შევტრიალდი და წავედი. ჰაერი აღარ მყოფნიდა. აივანზე გავედი და ორივე ხელით მოაჯირს დავეყრდენი, რომ არ წავქცეულიყავი. ვიგრძენი როგორ გამოვიდა აივანზე. არ მიმიხედავს, სიმხურვალით ვგრძნობდი. მთელ ზურგზე ცეცხლი მეკიდა. ასე მემართებოდა, როგორც კი ჩემს სიახლოვეს გამოჩნდებოდა. ერთიანად ვკანკალებდი. პიჯაკი გაიხადა და მხრებზე მომახურა.
– სახლში წავიდეთ, თინი. – პირველად მომმართა სახელით. ჟრუანტელმა დამიარა. ალბათ შევეცოდე. განადგურებული ვიყავი. სულიერად გამოფიტული.
სახლში მისულს არც გამომიცვლია, ჩაცმული მივეგდე ლოგინზე და არ მახსოვს როდის გავითიშე.


****
„ახალგაზრდა, გავლენიანი ბიზნესმენი, ნიკა წერეთელი ქორწინდება. ვინ არის მისი რჩეული?“
„რა აკავშირებდათ წარსულში ბიზნესმენ შალვა წილოსანსა და ნიკა წერეთელს?“
„ქალაქის ულამაზესი გოგო ნიკოლოზ წერეთელმა დაისაკუთრა!“
„თინი წილოსანის თითს ულამაზესი ბრილიანტის ბეჭედი ამშვენებს.“
კიდე ბევრი დაიწერა იმ საღამოს შესახებ.


****
დილით სხეული ძლივს ავითრიე. ჭიშკართან მანქანა არ იდგა. წავიდა ალბათ. ნათია, როგორც ყოველთვის სამზარეულოში ფუსფუსებდა.
– ქართული პრესის ვარსკვლავი ხარ. – შესვლისთანავე ღიმილი შემაგება.
ამ გოგოს ღიმილი რომ არა, ალბათ როგორი მუქი იქნებოდა სამყარო. მივედი, ჩავეხუტე და ბოლო ხმაზე ავღრიალდი.
– რა მოხდა, თინი? – ძალიან შეწუხდა.
ზლუქუნს რომ მოვრჩი, ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.
– ლუკა მარიკოს ბავშვობის მეგობარია. გიჟდებოდნენ ერთმანეთისთვის. ლუკა შეყვარებული იყო მასზე, მარიკო კი მეგობრობაზე მეტს ვერაფერს პირდებოდა. იმედს არ კარგავდა ლუკა, მოთმინებით ელოდებოდა, იმ დღემდე. – ცრემლები მოადგა თვალებზე. – რა ქნას, ვერაფრით ეგუება.
ყავას ვიკეთებდი ცოტა აზრზე რომ მოვსულიყავი. დაცვამ დარეკა – თქვენთან სტუმარიაო. გამიკვირდა. შოკში ჩავვარდი კართან დედაჩემი რომ დავინახე. გავექანე და ჩავეხუტე. ორივე ვტიროდით. როგორ მომნატრებოდა თურმე. პირველი ნახევარი საათი გაუჩერებლად ვტიროდით. მერე შევძელით ცოტა დამშვიდება. ძალიან შეცვლილი იყო, დაბერებული მეჩვენა. სადღა იყო ის ამაყი, მშვიდი, გაწონასწორებული ქალი. გული ჩამწყდა. ჩემი დანიშვნის ამბავი გაეგო. მივხვდი დადგა დრო, ჩემი ნათქვამი ამესრულებინა და ბედნიერი საცოლე მეთამაშა. მთელი ძალა მოვიკრიბე და გავიღიმე:
– არ დამიჯერებ, დე, მაგრამ მიყვარს, – ვუთხარი რაც შემეძლო დამაჯერებლად. – არც კი ვიცი, როდის შემიყვარდა. ალბათ პირველი დანახვისთანავე. მაგიტომაც წამოვყევი მაშინ უსიტყვოდ – მე თვითონ არ ვიცი საიდან მქონდა ამდენი თავხედობა, თვალებში მეყურებინა საკუთარი დედისთვის და ურცხვად მეცრუა. – ვიცი არასწორია ასე მალე რომ გამოვაცხადეთ, მაგრამ სხვანაირად არ შეგვეძლო, რამით ხომ უნდა გაგვემართლებინა ერთად ცხოვრება?! – ჩავირთე და აღარ დავასრულე, მე მგონი თვითონაც დავიჯერე. ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი, ჩემს წინ დედაჩემი იჯდა. კიდევ ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ.
სახლში დაბრუნებული ნიკა, რომ დავინახე, მუხლები ამიკანკალდა. ახლაც ვერ ვხვდები, როგორ მეყო ძალა გული არ წამსვლოდა. გონს უცებ მოვეგე და როგორც „მოსიყვარულე ცოლს“ შეფერის გავექანე და კისერზე ჩამოვეკიდე. არ დამავიწყდება მისი გაოგნებული სახე. ესეც არ ვიკმარე და პირდაპირ ტუჩებზე დავეძგერე. მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ნიკა შებარბაცდა და იქვე მდგარი სავარძლის საზურგეს ჩამოეყრდნო. ჩემგან არ ელოდა. როგორც იქნა მოვწყდი მის ტუჩებს.
– აქ დედაჩემია და ჰგონია, რომ სიყვარულით ვქორწინდებით. გთხოვ თამაშში ამყევი – ვუჩურჩულე ყურში შეუმჩნევლად. ყელთან ვგრძნობდი ჯერ კიდე დაურეგულირებელ სუნთქვას და ფეხზე დგომა მიჭირდა. როგორც იქნა მოვშორდი.
მშრალდ მიესალმნენ ერთმანეთს. ჩემი წასვლის დროაო – დედაჩემმა და წამოდგა. გავაცილე. ცოტა ხანი ბაღში დავრჩი. ყველაფრის გაანალიზებას ვცდილობდი, ჯერ კიდევ ვგრძნობდი ნიკას რბილ ტუჩებს. რა გემართება? მერამდენედ ვუსვამდი ამ კითხვას საკთარ თავს. აუზთან წინ და უკან დავდიოდი. მთელ სხეულზე ცეცხლი მეკიდა. ასე მეგონა კოცონზე მწვავდნენ. როცა ჩემს გვერდით დგას მაშინაც კი ცეცხლი მიკიდია ხოლმე და ახლა მთელი ხუთი წუთი, მასზე აწბებული, მონდომებით, რომ ვუკოცნითი ტუჩებს, რა მეგონა? მეტი აღარ შემეძლო და მივიღე გადაწყვეტილება – შუა იანვარში, როცა ნაადრევად მოსული თოვლი, ეს-ესაა იწყებდა დნობას, აუზში ტანსაცმლიანად გადავეშვი.
გაყინულმა წყალმა გონზე მომიყვანა. სიცივე ვიგრძენი და სასწრაფოდ ამოვხტი წყლიდან. სირბილით გავიქეცი სახლისკენ. ჰოლში რომ შევაბიჯე, ჯერ ისევ წურწურით გამდიოდა წყალი. კიბებეზე ნიკა ჩამორბოდა. ფანჯრიდან დაინახა ალბათ, ჩემი გმირობის ამბავი. შეშფოთებული სახე ჰქონდა. თანდათან დამშვიდდა. ალბათ ფიქრობდა აუზში თავის მოსაკლავად გადავეშვი. აბა რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი მოიფიქრებდა შუა იანვარში, თოვლიან აუზში გასაგრილებლად გადახტომას. ასეთი ერთადერთი და განუმეორებელი მარტო მე გახლდით.
– ქორწილამდე, როგორმე ცოცხალი მიიტანე თავი და ნაადრევად ნუ დამაქვრივებ. – ჩაიბუზღუნა და უკან აბრუნდა.


****
წინ ქორწილი მელოდა, რომლის თარიღიც უკვე დანიშნული იყო.
– ნათი, ვკვდები ისე მინდა ყავა – სამზარეულოში შესულმა, მაგიდასთან მოჭუკჭუკე წყვილს მყუდროება დავურღვიე. თავი უხერხულად ვიგრძენი და გამობრუნებას ვაპირებდი.
– მოიცა, თინი, მე მერიდები? – წამოდგა დიმა.
– არაა.. – უხერხულად ავიწურე.
– მალე ჩემი უახლოესი ძმაკაცის ცოლი გახდები და დიდი ალბათობით თქვენს ქორწილში მეჯვარეც ვიქნები, აბა ამ უჟმურს მეტი არავინ ეძმაკაცება და... – იმ წუთას შემოსულ ნიკაზე გვანიშნა – ჰოდა, დროა შემეგუო – თვალი ჩამიკრა და გამიღიმა. – მოდი, დაჯექი და ყველამ ერთად დავლიოთ ყავა.
„ის“ ჩემს გვერდით დაჯდა. საგრძნობლად მომემატა პულსაცია. მთელი მარჯვენა მხარე მიხურდა.
– კარგი, გავარკვიეთ ვინ იქნება სიძის მეჯვარე. – ენას არ აჩერებდა დიმა – შენი მეჯვარე ვინ იქნება? წინასწარ გამაცანი, ერთი ორი პა უნდა დავამუღამებინო, ქორწილში ტანგო უნდა ვეცეკვო.
– ჩემი მეჯვარე ნათია იქნება – და თვალი მის გაოცებულ მზერას გავუსწორე.
– მეე? – დაბნეული აფახულებდა თვალებს.
– გთხოვ, ნათი. – მუდარით გადავხედე.
– მორჩა, გადაწყვეტილი ამბავია – თვალები გაუბრწყინდა დიმას. – ხვალევე ვქირაობ მასწავლებელს და მე და შენ ქორწილში ცეცხლს დავანთებთ. მოვდივართ არგენტინა.
– მე ვერ შევძლებ, სამუშაო მაქვს. თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩება. – თავი დახარა ნათიამ. სახეზე ეტყობოდა უხერხულობისგან კვდებოდა.
– რას ჰქვია?! საქმე შეფის ქორწილს ეხება. შენი გულმოწყალე უფროსი გაგანთავისუფლებს ხოლმე რამდენიმე საათით.
– საქმეებს მე მივხედავ. მე მგონი რამდენიმე საათით რომ გახვიდე, არაფერი დაშავდება. – ვთქვი გაუბედავად და მზერა ნიკასკენ გავაპარე.
თავი დააქნია და ნათიას თბილად გადახედა. არ ვიყავი მიჩვეული მისგან ასეთ სითბოს, თუნდაც სხვის მიმართ, თუნდაც მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ადამიანის მიმართ.
– მადლობა თინი, ჩემთვის დიდი პატივია – მითხრა მორიდებით, ბიჭები სამზარეულოდან რომ გალაგდნენ.
ჩავეხუტე. საოცარი იყო, ადრე ვინმეს ჩემთვის ქორწილი, რომ ეხსენებინა, რბილად რომ ვთქვა, არც კი მოვუსმენდი და შუა საუბარში, შეიძლება, მარტოც კი დამეტოვებინა. ახლა კი, ვიჯექი და საკუთარ ქორწილზე და მეჯვარეებზე ვლაპარაკობდი.
ამ ბოლო დროს საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი.




************
ბავშვებო უუუუუდიდესი მადლობა ასეთი თბილი კომენტარებისთვის. თითოეული მათგანი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.
ეს ჩემი ერთადერთი ისტორიაა, რომლის დაწერაც გავბედე, თუმცა სიუჟეტი უკვე დიდი ხანია თავში მიტრიალებდა. ძალიან მიხარია, ვინმეს მაინც თუ დააინტერესა. ესე იგი ღირს გაგრძელება.
დამიჯერეთ თქვენი გამოხმაურება ჩემთვის იმაზე გაცილებით ბევრს ნიშნავს ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ. <3 <3



№1  offline წევრი ფსიქო.13

aem ze namber van! :dd
wavikitxav exla <3
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№2  offline ადმინი შამანი

არ მეყო :((
უმაგრესი გოგო ხარ!არაჩვეულებრივად წერ!! ♥ საინტერესოდ ანვითარებ მოვლენებს,რაც ძალიან მომწონს!! ♥ ♥ ♥
ხვალ უფრო მოზრდილი თავი დადე,გთხოვ! <3
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№3  offline წევრი გვირილა ♡

ღირს ღირს.. !!! რა კარგი ხარ ♡
მომწონს მე ძალიან ♡♡♡
და ეხლაც სულმოუთქმელი ველი გაგრძელებას ♡

 


№4  offline წევრი optimistii...

Isetii saocari istoriaa ar vici sityvebiit rogor shevafaso <3

 


№5  offline წევრი eni

<3 ძალიან მომწონს <3 საოცრებაა ეს ისტორია უკვე შემიყვარდა <3 შენც ძალიან კარგი ხარ <3

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

უხ როგორ მაგარი ხარ და როგორ მომწონს შენი ნაწერი <3 <3 <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№7  offline მოდერი nicol

ErckeMydass25
უხ როგორ მაგარი ხარ და როგორ მომწონს შენი ნაწერი <3 <3 <3

ძალიან დიდი მადლობა Ercke love
შენს ისტორიას მეც რომ სიამოვნებით ვკითხულობ, იცი უკვე love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

nicol
ErckeMydass25
უხ როგორ მაგარი ხარ და როგორ მომწონს შენი ნაწერი <3 <3 <3

ძალიან დიდი მადლობა Ercke love
შენს ისტორიას მეც რომ სიამოვნებით ვკითხულობ, იცი უკვე love

ვიცი და მეც მიხარია ძალიან love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორ მეპატარავააა

 


№10  offline წევრი Daldoni Daldoni

დავიზეპირო ლამის და მაინც ვკითხულობბ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent