შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უამრავი წუთი ცხოვრებიდან-10 თავი


17-07-2015, 13:10
ავტორი .anka.
ნანახია 2 033

თვალები გავახილე და გიორგის ავხედე ჯერ კიდევ ეძინა,სახეზე ხელი მოვუსვი და ნაზად ვაკოცე ლოყაზე,მე კი წამოვდექი ჯინსის მოკლე შორტი,ტოპი მაისური და ვანსები ჩავიცვი თან სათვალეც გავიკეთე,პირველ სართულზე ჩავედი,არავინ იყო,როგორც სჩანს ყველას ძინავს.საათს დავხედე ხუთი საათი იყო,კარები გამოვაღე და სანაპიროსკენ წავედი.მოგონებები,მოგონებები და ისევ მოგონებები,როგორ მინდა ის წლები დავივიწყო,მაგრამ მოგონებები არ ქრება,მას შეუძლია უდიდესი ტკივილი მოგაყენოს მაგრამ შეიძლება ზოგჯერ საოცრად გაგამხიარულოს...თუმცა არა,მეეჭვება რომ ჩემს შემთხვევაში ეგრე იყოს,ყველაფერი კარგი წარსულიდან წაშლილია ჩემს გონებაში და მხოლოდ ცუდი მოგონებებითაა სავსე იქაურობა...ამ ფიქრებში ვიყავი როცა ვიღაცას შევეჯახე
-თვალებში ვერ იყურები ?
დამიბღვირა ვიღაც ბიჭმა,მე კი გაოგნებულმა ავხედე და ხელში ვიღაც მწვანეთვალება შემრჩა
-მაპატიეთ,ვერ დაგინახეთ.
ამოვიოხრე და გზა გავაგრძელე,მაგრამ ხელი მომკიდა და შემაბრუნა,გაბრაზებულმა ჯერ ხელს დავხედე შემდეგ კი სახეზე შევხედე
-რა გინდათ?
ვცდილობდი თავაზიანი ვყოფილიყავი
-შენ ის არ ხარ ?ანასტასია გიორგის შეყვარებული ? ყველაზე მაგარი წყვილი რომ ხართ ? ისე მართლა მაგარი გოგო ყოფილხარ
გავბრაზდი,ამის უფლებას არ მივცემ არავის რომ ვიღაც გამვლრლმა გამაჩეროს და რაღაც სისულელეები მელაპარაკოს
-გამიშვი და თავი დამანებე,შენი საქმე არ არის...
გაბრაზებულმა კბილებში გამოვცერი
-ისე,მე და გიორგი ერთმანეთს ვიცნობთ
-მართლა ? ძალიან კარგი გიორგის როცა ნახავ მაშინ გამოელაპარაკე,მაგრამ მე ეხლა თავი დამანებე
-გიორგი რომ მექალთანეა იცი ? ნეტა შენ მისთვის მერამდრნე გოგო ხარ ?ლამაზო დამიჯერე ის შენც გიხმარს და გადაგაგდებს
ამაზე უკვე საკმარისზე მეტად მომეშალა ნერვები და მაგრად ვთხლიშე
-მეორეჯერ არც კი გაბედო და მომიახლოვდე,იდიოტი.
ხელი ძლიერად გამოვწიე და გავითავისუფლე,სასწრაფოდ სახლში წავედი,არ მინდოდა ასეთი კიდე გადამყროდა ვინმე,სახლში მალე მივედი და ოთახში ავირბინე,გიორგი ახალგაღვიძებული იყო და ლოგინზე იჯდა
-გამარჯობა მშვენიერო
მომესალმა მე კი სწრაფად მასთან მივედი
-სად იყავი ?
-სასეირნოდ გავრდი,ყველას ეძინა და ამიტომ რა მეკეთებინა.
არ ვაპირებდი იმ იდიოტის შესახებ გიორგისთვის მეთქვა,დარწმუნებული ვარ ისიც მოიტყუა რომ გიორგის ვიცნობო,ამიტომ მისი სიტყვები დავივიწყე და გიორგის მოვეხვიე.
-წამოდი ქვევით ჩავიდეთ,კლუბში წავიდეთ დღეს და გავერთოთ.
მითხრა და დამეკრიჭა
-კარგი იდეაა.
შევაქე და წამოვდექი.
-გიორგი ? ხომ არ მიმატივებ ?
არ ვიცი ეს კითხვა რატომ დავუსვი,მაგრამ აშკარა იყო რომ იმ ბიჭის სიტყვებმა ჩემზე ოდნავ უარყოფითად იმოქმედა
-რათქმაუნდა არა,ესეთი აზრები საიდან მოგდის ხოლმე,მიყვარხარ და ეს სულ ესე იქნება
შუბლზე მაკოცა და ხელი მომხვია
-მეც მიყვარხარ.
ოთახიდან გავედით და პირველ სართულზე ჩავედით,არავინ იყო ამიტომ მივხვდით რომ აუზზე იქნებოდნენ,არც შევმცდარვართ,იქ იყვნენ
-ოჰ მოვიდნენ გვრიტები
-ჩვენ კაი იდეა გვაქ(გიორგი)
-რა იდეა ?(ნიკა)
-დღეს კლუბში წავიდეთ,რაც ჩამოვედით არსად არ გავსულვართ (გიორგი)
-ისე ხო მართლა კარგი იდეაა (ნინა)
-მაშინ მოვემზაფოთ და წავიდეთ (მე)
ყველა ზევით ავედით და გამოვიცვალეთ,მე შავი მოკლე ტანზე მომდგარი კაბა ჩავიცვი,ზემოთაც შავი ზედა და შავი ჟაკეტი მოვიცვი ყოველი შემთხვევისთვის,ფეხზე კი მაღლები,იმსიმაღლეები იყო გიორგის თავისუფლად ვწვდებოდი.პირველ სართულზე როგორც კი ჩავედი ნიკა უთხრა გიორგის :
-მიხედე ძმაო,არავინ მოგტაცოს.
გაგვეცინა და გიორგის ხელი ჩავკიდე,მანქანაში ჩამაჯინა და კლუბისკენ წავედით.კლუბში როგორც კი მივედით პირველი მე ჩამოვხტი და კლუბისკენ გავექანე,მომენატრა დალევა და ცეკვა,გიორგი წამომეწია და ხელი მაგრად მომკიდა სანამ შიგნით შევიდოდით კი ყურში ჩამჩურჩულა
-არანაირი თხუთმეტ-თხუთმეტი ჭიქა და არანაირი მაგიდაზე ცეკვა,გასაგებია ?
გამეცინა და მეც ვუპასუხე
-გასაგებია.
შიგნით როგორც კი შევედით ალკოჰოლის სუნმა ნესტოები ამიწვა,იმდენად მქონდა მონატრებული,შეყვარებულმა დამღუპა,აი თუ რატომ ვიყავი შეყვარებულის წინააღმდეგი,რაც გიორგისთან ვარ მისმერე კლუბში არ ვყოფილვარ და ეხლა რომ მოვედი ჩემებური გართობა მაქვს აკრძალული,ჯანდაბა.ბართან ჩამოვჯექით და სასმელი შევუკვეთეყველა საცეკვაოდ გავიდა,მხოლოდ ნე და გიორგი ვსვამდით და მათ დავცინოდით.უცებ გიორგის ვიღაცა ბიჭმა მხარზე ხელი დაარტყა ორივე მივტრიალდით და მე თვალები გამიფართოვდა....ნუთუ მართლა ის არის ? ღმერთო დამიფარე....

დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდით იმედია მაპატიებთ <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent