შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკეთესო არჩევანი (6)


17-07-2015, 16:18
ავტორი anuki_just love
ნანახია 2 647

რომ გამომეღვიძა სააათის ისრები სამს უჩვენებდნენ,ფეიანივით წამოვხტი და ტუმბოზე შემოდებულ ტელეფონს დავწვდი,ვიკას უამრავი შეტყობინება და გაგას რამდენიმე ზარიც დამხვდა,გულმა ფრიალი დამიწყო მისი ნომერი რომ დავინახე.გამეღიმა და ტელეფონი ისევ ტუმბოზე დავაბრუნე,წყალი გადავივლე,მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი
-სადაა ლუკა?-სამზარეულოში გავედი მისაღებში და ვერც თავის ოთახში რომ ვერ ვნახე დეიდაშვილი
-არიცი მაგისი ამბავი? გავარდა ბიჭები უნდა ვნახოო-სიცილით მითხრა ლუიზამ და ყავა დამისხა
გამეღიმა და ყავა მოვსვი,მსოფლიოში ყველაზე მაგარ ყავას აკეთებდა ლუიზა!
-შენ ამდენი ხანი რამ დაგაძინა?-დასარეცხი თეფშები ნიჟარაში ჩააწყო
-გამთენიისას დავიძინეთ,ლიკა სამახურშია?
-კი
-ხო მაგრამ დღეს რომ კვირაა?-უკან ჩამოყრილი თმები გადავიწიე და თავი გავაქნიე
-არიცი ლიკა რა ტიპია? რაღაც პროექტზე მუშაობენ და დროს იზოგავენ
ვიკას დავურეკე და დავამშვიდე, ავუხსენი რატომ არ ვპასუხობდი.გაგას მეტჯერ აღარ დაურეკავს,გადავწყვიტე მე დამერეა და გამეგო რაზე მირეკავდა
-ხო გაგა რა ხდება აბა?-გავიწურე მისი პასუხის მოლოდინში
-მოგიკთხე უბრალოდ,მაინტერესებდა როგორ იყავი
-კარგად ვარ,შენ როგორ ხარ?
-რავი ნორმალურად-სულ ასეთ მოკლე პასუხებს მცემდა ეს ბიჭი რა სიტყვაძუნწია ღმერთოჩემო!
-მეტი არაფერი გაქვს საქმელი?
-რას გულისხმობ?
-კაი არაფერი დაიკიდე,მეჩქარება უნდა გაგითიშო,კარგად
გავბრაზდი და ტელეფონი გავუთიშე,მსი ვერაფერი გავიგე თუ შეყვარებული ჰყავს მე რაღას მირეკავს ან ის ღამე რას ნიშნავდა,მოკლედ ყველაფერი ამერია.
ვიკასთან წავედი და ყველაფერი მოვუყევი,მანაც ვითომ დამშვდების მზნით ათასი მიზეზი მითხრა.ცოტახანში ლუკამაც დამირეკა
-სად ხარ?
-დაქალთან ვარ,შენ სად დაბოდიალობ?
-ბიჭები ვნახე რა,მალე მოხვალ?
-კი 1 საათში სახლში ვიქნები,მიხვედი უკვე?
-კი მივედი და გელოდები
ვიკას დავემშვიდობე და მანქანაში ჩავჯექი,ვიკასთან ახლოს იყო გაგას სახლიც,ერთ უბანში ცხოვრობდნენ,მისი კორპუსის წინ უნდა გამევლო,იმედი მქონდა,რომ სადმე წავაწყდებოდი და აი იმედებიც არ გამიმტყუნდა,ჩხუბი იყო მისი კორპუსის წინ ყველა ერთმანეთს ურტყამდა,მანქანიდან სწარაფად გადმოვედი გული გამისკდა გაგას არაფერი დაემართოსთქო.რამდენიმე ბიჭი მათ გაშველებას ცდილობდა,დავინახე როგორ ურტყამდა ვიღაცას გაგა გამეტებით და ტვინში სისხლი ჩამექცა,ახლოსაც ვერ მივდიოდი მეშინოდა სხვისთვის დასარტყამი ხელი მე არ მომხვედროდა,მალევე მოახერხეს მათი გაშველება,გაგა აგინებდა და საზიზღარ სტყვებს ყვიროდა
-გაგა-მისკენ წავედი,რომ დამინახა გაჩერდა
-შენ აქ რას აკეთებ?-მკლავში ჩამაფრინდა
-ვიკასთან ვიყავი და რომ გამოვიარე დაგინახე-ყბების კანკალით ვუპასუხე
-აქედან წადი დინა,სწრაფად!-დამიღრიალა
-არ წავალ! თუ შენც ჩემან ერთად არ წამოხვალ!-მტკიცედ განვუცხადე და მოვეხვიე
-დინა აღარ გამამეორებინო,ჩაჯექი მანქანაში და წადი!-იგივე ტონით გამიმეორა
-არწავალ უშენოდ!-უფრო მაგრად მოვეხვიე,ისე მაგრადაც რომ რომ არა მისი ძლიერი სხეული უეჭველად დავუმტვრევდი ძვლებს.
ხელი მომკიდა და მანქანაში სულ ძალით ჩამტენა,მერე კი თვითონ დაჯდა საჭესთან და ადგილს სწრაფად მოსწყდა.
-გაგა,კარგად ხარ?-დამშვიდებულმა ვკითხე
-რატო გადამეკიდე?-სრულიად სერიოზულად მკითხა
-ვერგავიგე?-სიმწრით ჩამეინა ვერ გავაანალიზე რა მითხრა
-ხო აი რატო გადამეკიდე? ვერ ხვდები რომ ჩემნაირი და შენნაირი ერთად ვერ იქნება?
-გაგა რას ამბობ?
-იმას ვამბობ,რომ იმ ცხოვრებაში რითაც მე ვცხოვრობ შენი ადგილი არაა,გაიგე ერთხელ და სამუდამოდ!-მანაქანა ჩემს სახლთან გააჩერა
-რას დაგიჩემებია ეს ერთიდაიგვე?!-არც მე ჩამოვუარდი ტონში
-ნუ დამზდევ დინა კუდში,მაინც არაფერი გამოვა გასაგებია?!
-კუდში დაგზდევ? დილით შენ თვითონ არ მირეკავდი? თუ ურთიერთობა არ გინდა ჯანდაბაშიც წასულხარ არც არავინ გეხვეწება!-გული საშინლად მეტკინა მისგან ნამდვილად არ ველოდი ასეთ ლაპარაკს,მანქანიდან სწრაფად გადავიდა და წავიდა.ისტერიკული ტირილი ამივარდა,თავს ვერაფერი მოვუხერხე ვიჯექი მანქანაში და პატარა ბავშვივით ვბღაოდი.მაინცდაიმაინც ღარიბი უნდა ვყოფილიყავი,რომ მისი სიყვარული დამემსახურებინა? ასე არასოდეს არავის დავუმცირებივარ.ჯანდაბაშიც წასულა თუ არ ვუნდივარ! ყავდეს თავისი მახინჯი ნინი და იყოს! ცრემლები შევიმშრალე და ჩემს თავს შემოვძახე რომ არავის და არაფრის გამო არ ღირდა ნერვიულობა.მოვწესრიგდი და სახლში შევედი
-ესაა გოგო 1 საათი?
-მაპატიე ვიკასთან რაღაც საქმე მქონდა და დამაგვიანდა-გავუღიმე ლუკას
-რა სახით ხარ,მოხდა რამე? მითხარი და ხო იცი ვინც არუნდა იყოს დავამტვრევ მუხლებს-შუბლზე მაკოცა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია
-კაი რა,არავინაც არაა-ვეცადე არაფერი შემეტყო,თორემ ლუკას ამბავი რომ ვიცი ვერ გადაურჩება გაგა,თუმცა არც გაგა დააკლებს.
მთელი დღე ვიკრიჭებოდი ლუკას რომ არაფერი შეემჩნია ჩემთვის,ლუიზა სახლში გავუშვით,პიცა შევუკვეთეთ და ფილმების ყურება გადავწყვიტეთ,ცოტა ხასიათზე მოვედი.ლუკასთან ყოველთვის კარგად და სასიამოვნოდ ვატარებდი დროს,რაც არუნდა მომხდარიყო ის მაინც ახერხებდა ჩემს გამხიარულებას.
-დინა შეყვარებული არ გყავს?-პოპკორნის ჯამი გვერდზე გადადო და შემომხედა
-ხო აი რიგი მიდგას და არ ვიცი რომელი ავარჩიო-გამეცინა
-გოგო ნუ ხარ შენ კომუნისტი,20 წლის გოგო ხარ და დავიჯერო არავინ მოგწონს და ან არვის მოსწონხარ?
-რა დაქალივით მელაპარაკები შენ ან როდის იყო ამ თემაზე მელაპარაკებოდი? შენ არიყავი სულ ბიჭებს რომ მიფრთხობდი? უბანში ყველა შენი ძმაკაცი და ახლობელი იყო ამიტომაც ვარ დღემდე შეყვარებულის გარეშე-გულიანად გამეცინა და ბალიში ვესროლე
-ოჰ,ეს უნამუსო ნახე ტო,ეხლა მე დამაბრალა
ბევრი ვიცინეთ და დაღლილებს დივანზე მიგვეძინა. დილით ფეთიანივით წამოვხტი,მოვემზადე და უნივერსიტეტში წავედი,ყველაფერი ჩეულებრივად იყო,არაფერი განსაკუთრებული,გაგა არსაც ჩანდა,არც მინდოდა გუშინდელის მერე მისი დანახვა.
-არიდარდო რა დინა,ხეპრეა ეგ შენი გაგა-დამამშვიდა ვიკამ
-არ მინდა მაგაზე ლაპარაკი ვიკა-სკამის საზურგეს მივეყუდე და დაფას მვაშტერდი
-დღეს გიორგაძის დაბადებისდღეა და მთელი ჯგუფი დაგვაპატიჟა,ხო წამოხვალ?
-რატომაც არა? შორს დეპრესია ჩემგან!-გადავიკისკისე და და დაქალს მოვეხვიე
ლუკა და ვიკა ერთმანეთს გავაცანი და ორივე გავაფრთხილე არ ეცუღლუტათ,ვიცოდი ორივეს ხასიათი და ამიტომაც წინასწარ დავიჭირე თადარიგი.გაგას შეყვარებული ნინი დავინახე ჩვენსკენ მოდიოდა და ვიკას ვუჩქმიტე.მოგვიახლოვდა და გაგვიღიმა
-დინა როგორ ხარ?
-კარგად ნინი შენ?-სულ ძალით გავეკრიჭე
-ნორმალურად,მინდა დაგელაპარკო-ვიკას გახედა,მანაც გავალო და ლუკასთან ერთად გავიდა
-გისმენ,აბა რაზე გინდა ლაპარაკი-ვითომ ვერ მივხვდი რომ გაგაზე უნდოდა ლაპარაკი
-მინდა გაგაზე დაგელაპარაკო,არ მინდა ჩვენს შორის ვინმე ჩადგეს და იმედია გამიგებ,ამ ურთიერთობისთვის ბევრი ვიბრძოლე,თანაც უახლოეს მომავალში დაქორწინებასაც ვგეგმავთ
-არინერვიულო ნინი,მე და გაგას არაფერი გვაქვს საერთო,და საერთოდაც ამის თქმა არც იყო საჭირო-ის კი დავამშვიდე,მაგრამ ჯოჯოხეთი ტრიალებდა ჩემს გულში.
-ცუდად არ გამიგო,უბრალოდ ხომ ხვდები არა?
-კი ნინი ვხვდები და არ ინერვიულო-ისევ ვუღიმოდი იდიოტივით,არადა მინდოდა შუაზე გამეგლიჯა.
ვიკამ მარტო დამიგულა თუ არა ეგრევე მომვარდა და გამომკითხა ყველაფერი.
-შენ მაგაზე არიდარდო,იდიოტია ეგ გაგა და გვინდა ახლა ჩვენ იდიოტი ბიჭები?
-ვინაა გაგა?-ყურები ცქვიტა ლუკამ
-ჩვენი ჯგუფელია-გაეკრიჭა ვიკა და მე გადმომხედა მაპატიეო
-მერე?-დასერიოზულდა
-არაფერი ლუკა, რა უნდა იყოს?-მომეშალა ნერვები და მანქანაში ჩავჯექი
მთელი გზა ხმა არ ამომიღია,ბევრჯერ სცადა ლუკამ გამოეკითხა ყველაფერი,მაგრამ ისეთი შევუბღვირე ბოლოს გაჩუმდა.
საღამოსთვის გიორგაძესთან ვიყავით დაპატიჟებულები.როგორც მჩვევია ხოლმე ისე გამოვეწყვე და ვიკას გავუარე.მანაც არ დააყოვნა და მხოლოდ 10 წუთი მალოდინა.
-იცოდე დღეს ბოლომდე ვერთობთ გაიგე?-თითი დამიქნია ვიკამ
-ხომ იცი რომ არმაქვს მაგისი განწყობა?
-როდემდე უნდა იწუწუნო ახლა დედბერივით? დაილია ბიჭები?
-ვიკა მოკეტე-თვალები დავუბრიალე და გიორგაძის სახლისკენ დავიძარით.
ხმამაღალი მუსიკა,გამაყრუებელი ხმაური,ალკოჰოლი,მოსაწევი და სიგარეტი ისეთ არასასიამოვნო კომბინაციას ქმნიდა რომ კინაღამ გული ამერია.იუბილარს მივულოცეთ,რომელიც უკვე კარგად შეზარხოშებულიყო,ნიკაც აქ იყო მისმა დანახვამ უარესად გამაღიზიანა.
-დინა გამიხარდა შენი დანახვა
-ნიკა მომშორდი-თვალები დავუბრიალე
-კაი რა,რას მეგრუზები,ისევ გაბრაზებული ხარ?
გაგა და თავსი ტურფა რომ დავინახე მზაკვრულმა იდეამ მომიარა უცებ და ნიკას წამის მეასედში გავუღიმე რა თქმა უნდა აფერისტულად
-თუმცა მართალი ხარ ნიკუშ,ამის გამო არც ღირს გაბრაზება-ვეკეკლუცებოდი და ამით ვცდილობდი გაგა გულზე გამეხეთქა,მაგრამ შენც არ მომიკვდე ზედაც არ შემოუხედავს.
ნიკამ სასმელი მომიტანა,მეც უფრო გავთამამდი და ისე ვეცეკვებოდი ფხიზელზე რომ მენახა ჩემი თავი საკუთარ თავს დავსჯიდი. ვიგრძენი როგორ მომადო გახურებული ტუჩები ყელზე ნიკამ,მაგრამ იმდენად გაბრუებული ვიყავი ალკოჰოლით,რომ წნააღმდეგობის გაწევაც ვერ მოვახერხე,მერე ვიგრძენი ვიღაცის ძლიერი ხელები,ხმაური და ჩხუბის ხმაც გავიგონე,თვალები რომ გავახილე უცხო ოთახში ვიწექი საცვლების ამარა,თავი საშინლად მტკიოდა.ფეხშიშველმა გავიარე გრძელი კოლიდორი და აივანზე დავინახე ვიღაცის მაღალი სილუეტი
-როგორც იქნა გაიღვიძე-გაგას ხმა იყო აშკარად
-გაგა? აქ რა მინდა?-თავზე ხელი მოვისვი
-გამოფხიზლდი?-მომიახლოვდა
-თავი მისკდება,აქ რატომ ვარ?-მხოლოდ ახლა გავაანალიზე რომ მის წინ საცვლების ამარა ვიდექი და შემრცხვა
-აბა ისეთ გათხლეშილ მთვრალს სახლში ხო არ წაგიყვანდი?-ჩაეცინა
-შენ როდიდან ინტერესდები ჩემი მდგომარეობით?
-ენა ისევ ისეთი მწარე გაქვს,იმის მაგივრად რომ მადლობა მითხრა დგახარ აქ ტიტლიკანა და მეუხეშები
-მადლობას არაფრისთვის არ გადაგიხდი,ახლა კი კარგად იყავი!-ბილებში გამოვცარი და გასასვლელისენ გავედი,თუმცა მანადე ჩემს კაბას დავუწყე ძებნა
-სადაა ჩემი კაბა?-ირგვლივ მიმოვიხედე
-არ გახსოვს?
-რა უნდა მახსოვდეს??
-წუხელ ისეთი ვნებიანი იყავი რო შემოიხიე ზედ
-რაა?-პირი დავაღე
-ვხედავ ჭკუასთან ერთად მეხსიერებაც დაგიკარგავს-თავი გააქნია და გაიცნა
-იდიოტიხარ! ახლავე დამიბრუნე ჩემი კაბა!
-რას მემუქრები
-გაგა რა გინდა? გუშინ შენ თვითონ არ გამომიცხადე ჩემგან შორს იყავიო?ხოდა რაღა გინდა ვერ ვხვდები დამბრუნე ეს წყეული კაბა და მეც მოგშორდები!-ისტერიკაში ჩავვარდი კონტროლი დავკარგე და ტირილი ამივარდა.
თავი გააქნია და მომეხვიე
-კაი ჩუ,ნუღა ტირი -თავზე მაკოცა მეც უარესად ამომიჯდა გული და ტირილს ვუმატე
-დინა,პატარა ბავშვივთ ქვითინებ-ჩემი სახე ხელებში მოიქცია
-აღარ შემიძლია! დავიღალე! ვინც შემიყვარდება ყველა ზურგს მაქცევს რა დავაშავე ასეთი!-გულამომჯდარი ვბღაოდი,როცა გავაანალიზე რა ვთქვი უკვე გვიანი იყო,თუმცა ახლა ეს ნაკლებად მადარდებდა,უთქმელადაც ხვდებოდა გაგა ჩემს გრძნობებს.
-ისევ ისეთი ბავშვი ხარ დინა როგორც მეორე კლასში-გაეცნა
-მართლა?-ცრემლები მოვიწმინდე და მეც გამეცნა,თავი ვეღარ მოვთოკე და მაგრად მოვეხვიე თან მის კისერში ვსრუტუნებდი,ის კი ნაზად მეფერებოდა ხან წელზე ხან კიდევ თმაზე.
-საუკუნეც რომ ვიჯდეთ ასე არ მომბეზრდება-ყურში ჩამჩურჩულა,ისევ იგივე გრძნობა დამეუფლა რაც მაშინ,პირველად რომ მომეხვია.



№1  offline წევრი cancara

კაია მალე დადე

 


№2  offline წევრი ana_180814

კაიააა გააგრძელე

 


№3 სტუმარი Daldonidaldoni

კარია ძალიან და გაგრძელება სადა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent