შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

13 დღე (თავი 1)


17-07-2015, 18:49
ავტორი Sofii
ნანახია 1 895

-დედა,ნუ ყვირი,მომისმინე.
-ანინე,დედი,რას აკეთებ! სად მიდიხარ დედი,ასე გიყვარვარ დედი?!-ისტერიკაში იყო შესული,და ტირილით ცდილობდა ჩემს გადარწმუნებას-დედი,გაფიცებ დედი,ჩემს თავს გაფიცებ... რას მიკეთებ დედი,მტოვებ დედი?-საწოლს დაეყრდნო და ღრმად ამოისუნთქა
-დაწყნარდი დედა,ძალიან გთხოვ... რა აზრი აქვს დარჩენას? ერთადერთხელ მაინც,მომეცი ბედნიერების უფლება ჩემს ნებაზე დედა,გთხოვ... მომეცი უფლება,აქაურობას გავეცალო და ოცნებები ავიხდინო...-მუხლები მოვიკეცე და სახეზე ხელები ავიფარე.
-რას ამბობ დედი?! დამკარგავ.-კატეგორიული ხმით მითხრა,ნიკაპი აუკანკალდა და ცრემლები მუშტით მოიწმინდა.
ჯერ არ მენახა დედაჩემი,ასეთ მდგომარეობაში. მამაჩემი რომ გარდაიცვალა,არც მაშინ უტირია მასე,არც მაშინ განუცდია ამ დონეზე... ახლა კი,ისტერიკაში ჩავარდა და ყველანაირი გზით,ჩემს გადარწმუნებას ცდილობს. ჩემი სიცოცხლის ბოლო დღეებში კი,ეგოისტურად უნდოდა ჩემთან ყოფნა,უნდოდა ბოლო დღეებში,ამ საწოლზე ვწოლილიყავი,თავი მის კალთაში ჩამერგო და ყოველ დღე,მეგრძნო სიკვდილის მოახლოება. მეტირა,მისთვის ჩემი ტკივილი გამემხილა,და მის ხელებში მეპოვა სიმშვიდე.
არ მაძლევდა უფლებას,ოცნებები ამეხდინა,აქაურობას გავცლოდი,და ბედნიერი ვყოფილიყავი სიცოცხლის ბოლო დღეებში.
ეს,უსამართლობაა.
-დედა,დაწყნარდი,ჩემზე უკეთ იცი,რომ მე უფლება მაქვს,მოვიქცე ისე,როგორც მინდა!-უკვე დათმობაზე წასვლას კი არა,შეტევაზე გადავედი...
-ანინე-ხმა აუკანკალდა,გაოგნებული შემომხედა და მისი გამომეტყველებიდან მივხვდი,რომ სულ მალე,შეეძლო ხელიც კი გაერტყა ჩემთვის.
-ხო დედა,ხო!-ხმას ავუწიე-19წლის ვარ,და სრული უფლება მაქვს,ჩემი მიზნებისთვის ვიბრძოლო.
-ანინე-თავზე ხელები შემოიწყო სასოწარკვეთილმა
-გადი დედა-სიმშვიდე დავიბრუნე,გვერდით გავიხედე რომ ცრემლიანი თვალები დამემალა.
რამდენიმე წუთი,გაშეშებული იდგა,და მიყურებდა. ვგრძნობდი,მისი თვალებიც ცრემლინი იყო.
მერე,გაბრუნდა...
-მაპატიე დედა-ძალიან ხმადაბლა,ძლივს გასაგონად ამოვიჩურჩულე,სიტყვა კართად დავაწიე და ცრემლები გადმოვუშვი.
მაინც მტკიოდა,ყველაფრისდა მიუხედავად,ძალიან მტკიოდა,მინდოდა,კიდევ რამდენიმე დღე მქონოდა,მინდოდა კიდევ მეცოცხლა,რომ დედაჩემთან გამეტარებინა მოსაბოდიშებელი დღეები...
____
საღამოს ექიმები შემოვიდნენ.
ნიკუშასთან იყვნენ მისულები,თაბაშირიდან ამოუღეს ფეხი და,ცოტა გაესაუბრეს.
აღმოჩნდა რომ,საერთოდ არ ქონია რამე რთული,უბრალო მოტეხილობა იყო,და ტკივილიც მალე გაუქრა.
თავი საშინლად მტკიოდა,საფეთქელთან მძიმედ ფეთქავდა რაღაც და პირდაპირ თავში ურტყამდა,ცოტა არ იყოს,სუნთქვაც მიჭირდა,ყელში მაწვებოდა რაღაც ბურთი და არ მაძლევდა საშუალებას,თავისუფლად ამომესუნთქა და ჩამესუნთქა.
ექიმები კართან მისულები იყვნენ,ტკივილით რომ ამოვიკნავლე,ნიკუშას შევხედე,თვალებით ვანიშნე რომ,რამე ეშველათ ჩემთვის და დავიკლაკნე...
ჩქარ-ჩქარა მეცა,ხელში ამაფრიალა და ექიმებს იმხელა ხმაზე დაუყვირა,უფრო მეტად დავიძაბე და მის ხელებში დავკარგე გონება.
____
მოკლე შეტევა მქონია,დაავადების დროს,ასეთი რამ ბუნებრივია,მითუმეტეს ბოლო დღეებშიო...
დედაჩემი საავადმყოფოში არ ყოფილა,და როცა დარეკვა გადაწყვიტეს,თავი გავაქნიე და უსიტყვოდ მიხვდნენ რომ,აღარ უნდა დაერეკათ...
ერთი სული მქონდა,აქაურობას გავცლოდი,თითქოს ვგრძნობდი რომ,თუ საავადმყოფოს გავშორდებოდი,შემეძლებოდა მესუნთქა თავისუფლად...

-ნიკუშა-ამოვიჩურჩულე ხმადაბლა,საათი 3-ის ნახევარს უჩვენებდა,ანუ უკვე შუადღე გამხდარიყო.
-გისმენ ანინე-დივანზე წამოწოლილმა,თავი ჩემსკენ შემოაბრუნა.
-წავიდეთ რა,ძალიან გთხოვ...-ეს უფრო მუდარა იყო,განწირული ადამიანის ხვეწნა-მუდარა.
-ანინე... იქნებ,არ ღირს...-შეპარვით მითხრა და თვალები დახუჭა.
გამაშეშა მისმა სოტყვებმა.
ანუ,გადაიფიქრა,ანუ,კიბოს ნებიერად ჩამთვალა...
-გასაგებია-მეც დავხუჭე თვალები და მეორე მხარეს გადავტრიალდი.
თავს უფლებას არ ვაძლევდი,მეფიქრა.
ფიქრი ყოველთვის ართულებს სიტუაციას.
მაგრამ ის კი ვიცოდი,რომ ჩემს ოცნებებს,ახდენა მაინც არ ეწერათ,ტყუილად მქონდა იმედი,იმედი იმისა,რომ ოდესღაც,შემეძლო ბედნიერად მეცხოვრა...
უცებ,ცხელი სუნთქვა ვიგრძენი ყელთან,და გამაჟრჟოლა.
საფეთთქელზე დამიტოვა კოცნა,და ლოგინზე ჩამოჯდა.
გადავტრიალდი...
-არასწორად გამიგე ანინე-გამიღიმა-მე... მეშინია,არ მინდა რომ,საფრთხე შეგიქმნა.
-უბრალოდ,არ შეგიძლია უბრალოდ ადგე და,წავიდეთ! ძალიან გთხოვ,წამიყვანე აქედან. აქ ვერ ვსუნთქავ,თავი ავადმყოფი მგონია,საცოდავი ავადმყოფი... მე არ მინდა იყოს ასე,გემუდარები,ყველაზე ძვირფასს გაფიცებ,აქედან გამიყვანე. თუ გინდა,სადმე ქუჩის კუთხეში დამაგდე,მაგრამ გამიყვანე აქედან-თვალებში ის უსაზღვრო ტკივილი ირეკლებოდა,რასაც განვიცდიდი.
-ანინე... ღმერთო ჩემო. ჯანდაბა,ჯერ არ მახსოვს,ოდესმე ასეთი სუსტი ვყოფილიყავი ვინმეს წინაშე! მკლავ ანინე!-წამოდგა,ტელეფონს დაწვდა და გადარეკა.
-ლევან...არ მაინტერესებს უაზრო თათბირები და პრესკონფერენციები...მისმენ?...მოკეტე შენი...ხო,ლევან,ანუ,ორი ბილეთი აიღე საფრანგეთისთვის. არა,3ბილეთი,შენც მოდიხარ...ნუ მეკითხები!...მალე.
გაბადრულმა ღიმილის მეტი ვერაფერი შევძელი,წარბები ამითამაშა და ყურებამდე გაიღიმა.
___
ვერ ვიტან თვითმფრინავებს,ყურები მიგუბდება ხოლმე,და თავბრუ მეხვევა.
თანაც,არ მეძინება მგზავრობისას.
ამაზე საშინელება,არაფერია,მაგრამ ისეთ კარგ ხასიათზე ვიყავი,ლამის სავარძელზე მეხტუნა.
საფრანგეთიიიიი,ურააა...
ეიფელის კოშკი,ამაზე კარგი,არაფერია...
დამიჯერეთ,ჩემზე ბედნიერი,არავინ იყო,და არც იქნება.
ჩემს გახარებულ სახეზე,ნიკუშასაც ეცინებოდა,და სულ გაქრა ძველი,პრეტენზიული და წუწუნა არსება მისი სხეულიდან.
ლევანი მთელი გზა ბუზღუნებდა,რას მიმარბენინებთ,რომ მიმარბენინებთო,მაგრამ ნიკამ უთხრა,კიდევ სხვა ქვეყნებში ვართ წასასვლელი,და შენ უდაბნოში დაგტოვებ,ასე თუ გააგრძელებო. მე გამეცინა,მაგრამ ლევანს არა და გაჩუმდა.
-აწყენინე?-გადავუჩურჩულე ნიკუშას
-რა სისულელეა-გაეცინა-უბრალოდ,შეეშინდა.-მხრები აიჩეჩა და ჩემს მხარეს გადმოიწია,რომ ფანჯარაში გაეხედა.
-რატომ შეეშინდა-გავიოცე
-იმიტომ რომ,სიტყვას ვასრულებ-თვალი ეშმაკურად ჩამიკრა.
-მეც მაშინებ...
-კაი ეხა,შენც ნუღა გეშინია.
-ოკეი-გამეცინა-მალე ჩავფრინდებით-წარბები შევკარი
-ნახევარი საათია ფრენა დაიწყო და,ერთიდაიგივეს მეკითხები,არა გრცხვენია?
-ოოო,დავიღალე
-ბავშვი ხარ რა-გაიცინა
-არ ვარ ბავშვი!
-ხარ
-არა!
-კი!
-არა!
-კიი!
-ოოო-ამოვიბზუკუნე,და თავი საზურგეს მივადე.
____
დღე 1.
პუნქტი მეორე-ეიფელის კოშკი...

თვითმფრინავდან გადმოვედი,და საოცარი ჰარმონიულობა ვიგრძენი,ულამაზესია საფრანგეთი...
ვიწრო ქუჩები,დახვეწილი ხალხი,მაღალი შენობები...
უბრალო,მაგრამ საოცრად "რაღაცნაირი" ბინები,ყვავილები რომ ეხვია გარს...
მოკლედ,საოცრებაა...მშვენიერია...
-ვაუ-აღმომხდა,როცა თვალი მოვავლე იქაურობას,და ტროპის ბოლო კიბეც უკან მივიტოვე.
-მართლა მაგარია-გაეცინა ნიკას-დღეს დავისვენოთ,სასტუმროში მივიდეთ და ხვალ ეიფლეიც მოვინახულოთ.
-არა!-შევიცხადე სასწრაფოდ-დღესვე მოვინახულოთ... იმიტომ რომ...-უნდა მეთქვა,იმიტომ რომ,არ ვიცი ხვალ რა მოხდება მეთქი,მაგრამ გადავიფიქრე და თავი ჩავხარე
-ლევან!-შესძახა ნიკამ-ბარგი სასტუმროში წაიღე!
-დიახ,უფრო სწორად,არის სერ!
-ნუ მატრაკვეცობ რა... ჩვენ აქვს,სადმე კაფეში ვისადილებთ,საღამოსკენ მოვალთ,მანამდე თავისუფალი ხარ
-კარგი სერ!
-ლევან!
-კარგით,კარგით,ბატონო ნიკოლოზ!-უკმაყოფილოდ გამოკვეთა და ბარგი ტაქსისკენ წაათრია.
ჩვენ ნიკუშას მანქანაში ჩავსხედით.
-ნიკა.აქაურობა კარგად იცი?-ფანჯარას თავი მივადე და გარემო მოვათვალიერე.
-კი,3-ჯერ ვყოფილვარ საქმიანი შეხვედრით,2-ჯერ დასასვენებლად.
-აუ მაგარია
-გეთანხმები... მოდი,აქვს მაგარი კაფეა,და იქ მივირთვათ,ფრანგულიი კერძები-მანქანა გააჩერა
-კარგი,მაგრამ... რომ არ მშია?
-გული რო წაგივიდეს,მერე მე რა ვქნა-გაეცინა-გადმოდით მადამ.
-დიახ მემ!
____
ფრანგული სამზარეულო,მართლა გემრიელი ყოფილა.
აღარ მახსოვს,რა დავაგემოვნეთ,სახელები საკმაოდ ძნელი იყო,მაგრამ ოლივიე და ფრანგული ღვეზელი მახსოვს,რაღაც სალათიც იყო,მაგრამ სახელი ვერ დავიმახსოვრე...
ბევრი ვერ ვჭამე,ცოტ-ცოტა და თითქმის ყველაფერი.
ნიკუშასაც არ უჭამია ბევრი,იგივეს ჭამდა,რასაც მე,და ამბებს მიყვებოდა.
სიცილისგან დავიხოცეთ,მაგრამ ხმადაბლა...
სხვათა შორის,საფრანგეთში არ არის ისე,როგორც საქართველოში.
აქ როცა საზოგადოებაში იცინი,სულაც არ არის სირცხვილი.
საქართველოში კი,გოგო თუ ავტობუსში იცინის,ის უკვე ბო*ია.
აქ სრული თავისუფლებაა,და შეგიძლია წესების გარეშე ითამაშო.
___
როცა მოვრჩით,ეიფელს მივადექი.
ამოვიჩემე,ბოლო სართულამდე ავიდეთ-მეთქი.
-ანინე,კარგი რა... სად მირბიხარ გოგო,საიდან ამხელა ენერგია! აუ დავიღალე ანინე რაა-ბუზღუნებდა წამდაუწუმ
-ნუ წუწუნებ! და ფეხები გაანძრიე,მალე!-აქეთ შევუტიე და სვლა გავაგრძელე.
როგორც იქნა,ავედით...
საშინლად ლამაზი იყო,მაღლიდან საფრანგეთი...
გასაოცარი ხედი იშლებოდა,და გრილი ნიავი ძლიერად უბერავდა.
ინსტიქტურად,ხელები გავშლე და გავიღიმე.
შარფი აფრიალდა,და სხეულზე ქარმა მომიქროლა.
და უცებ,აჩხაკუნდა ფოტოაპარატი.
იქვე,ვიღაც იდგა,და გადაუღია.
რაღაც გადაულაპარაკა ნიკას,რაზეც ამ უკანასკნელს,გაეღიმა.
-რაო?-ნერვიულად გავხედე ნიკუშას
-რაო და,ულამაზესი ცოლი გყავთო,ბოდიშით,რომ გადავიღე,უბრალოდ ვერ მოვითმინე,ისეთი ლამაზიაო,და სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნებ თუ ნებას დამრთავთო-მომიგო მან
-რაღაც ეშლება აშკარად-სახე მოვღრიცე. სულაც არ ვარ,ამდენად ლამაზი
-გეფიცები,ზუსტად ასე მითხრა!
-აუ?
-ხო აუ-გაეცინა
-მეც მაჩვენეთ რა-თვალები ავიხამხამე
-გაჩვენებ,ფეისბუქზე რო დადებს-ენა გამომიყო
-და იქნებ არ გაძლევთ უფლებას?
-მიდი და უთხარი
-ვერ გიტან-ხელები გადავიჯვარედინე
-კაი ეხა,მთლად მასეც არაა-გაეცინა-ფრანგულს რო ისწავლი ცოტას,მერე უთხარი...
___
სასტუმროში ცოტათი დაღლილები მივედით,აქაურობაც სამოთხე იყო,მაგრამ დასათვალიერებლად არ მეცალა,პირდაპირ ჩემი ნომრის გასაღები გამოვართვი ნიკუშას,ტკბილი ძილი ვისურვე,და ნომერში შევედი.
ისეთი მდიდრული იყო,ისეთი...
საშხაპეში ქალის ატლასის ხალათი და პირსახოცი ეკიდა,პირდაპირ შხაპი მივიღე და ხალათი მოვიცვი.
პირსახოცი თავზე შემოვიხვიე,და მაცივარში შევიჭყიტე სასუსნავის მოსაძებნად.
თვალები გადმომცვივდა...
სულო.გულო...
ჩუპა-ჩუპსები,ჟელიბონები,ჩიფსები,კოკა-კოლები,კიტ-კეტი,რაფაელო,სნიეკრსიო...
შოკოლადების მოყვარული დიდად არ ვიყავი,ამიტომ ჩუპა-ჩუპსი ავოღე,ჟელიბონი თასში ბლომად ჩავყარე და ოთახში შევედი.
ბარგის ამოლაგებაზე,არ მიფიქრია,უბრალოდ ნოუთბუქი ავიღე,ფილმს დავუწყე ძებმა,მაგრამ მერე ჩაცმაზეც ვიფიქრე...
ჩემი საროჩკა ამოვიღე,მიუხედავად იმისა,რომ ბიჭის იყო,უზომოდ მიყვარდა ეს საროჩკა. მუხლამდე მწვდებოდა.
თმები გავიშრე და,ის-ის იყო,ოთახში უნდა დავბრუნებულიყავი,კარზე ზარი რომ გაისმა.
პირდაპირ გავაღე,და ნიკუშას შევეჩეხე.
-დიახ მემ
-მომეწყინა,და ვიფიქრე რამეს ვუყუროთ-მეთქი. თან შენს ფოტოსაც გაჩვენებდი-თვალი ჩამიკრა
-შემოდი-მხრები ავიჩეჩე და გზა გავუთავისუფლე.
დაუპატიჟებლად შეაბიჯა ჩემს ოთახში,და საწოლზე წამოკოტრიალდა.
-ავოიეე,მე სად წავიდე-წარბები შევკარი.
-კვაშტას
-ბიჭოოო!
-ხოკაი,მოდი-ოდნავ მიიწია.
სხვა რა გზა იყო,გვერდით მივუწექი,და ეკრანს დავაკვირდი...
ჩემი ფოტო წამოჭიმულიყო,და ისეთი კარგი,ლამაზი...
ალბათ ეფექტის ბრალია?
-აი-ნიშნისმოგებით გადმომხედა
-ვაუ!
-ხოოდა,თუ ვაუუუ...
-რა?
-მოიცა...
და თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი,ისე...
ისე...
ხოკაით,ტუჩებზე მეძგერა...
არა,გატყუებთ (მეცინება)
ქავერზე დააყენა.
აჰაჰა.
ფილმს ვუყურეთ,და ვერც კი მივხვდი,ისე ჩამეძინა...

13 დღე (თავი 1)

13 დღე (თავი 1)


----
----
მოკლედ,საფრანგეთში არ ვყოფილვარ და,არ ვიცი იქ როგორია,მხოლოდ დედაჩემის და მამაჩემის მონაყოლიდან "ამოვქაჩე" რაღაცეები...
მადლობა პროლოგზე დაწერილი დადებითი კომენტარებისთვის,მგონი სულ 13 თავი გამოვა...
ვცდილობ,ორიგინალური იყოს...
კრიტიკა თქვენზეა!

პს: ვინც ამას წაიკითხავთ,რადგან პირველი თავი აწერია... თუ წინა არ გაქვთ წაკითხული,შინაარსს ვერ მიხვდებით.
პსს:ფოტოზეა ანინე.

მიყვარხართ მე თქვენ,და ველოდები თქვენს მხარდაჭერას :ლავლავლავვ:



№1  offline წევრი brooklynbaby

მომეწონა სოფი, ძალიან საინტერესო შინაარსია . ცუდად ნამდვილად არ წერ ასე გააგრძელე, უბრალოდ ყველაფერი უცბად ხდება :DD ცოტა ლექსიკაა დასახვეწი და კიდევ ბევრი აღწერა კარგი იქნებოდა. იმედია არ გეწყინება winked ველოდები ახალ თავს!

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

მოცულობით საკმარისია.საინტერესო ჩანს.აღწერა უფრო მეტი,რომ ყოფილიყო კარგი იქნებოდა.ნუ,ლექსიკა თავისთავად დაგეხვეწება.ცოტა ჩქარა კი ვითარდება მოვლენები,მაგრამ ეს უკვე შენი გადასაწყვატია. წარმატებები და ველოდები შემდეგს.

 


№3  offline წევრი ხატული♥

ძალიან მომეწონა ახალი ისტორია♥♥♥ოღონდ როგორც სათაური და ამ გოგოს მდგომარეობა მიგვანიშნებს ბოლოს ცუდად მთავრდება და ეს გოგო კვდება მენანება ნამდვილად არ მინდა რომ მოკვდეს :/ ♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent