მოგონებების ზღვაში
წამით ჩაფიქრდა, თვალწინ წარსულის ტკბილ-მწარე, სიხარულითა თუ მწუხარებით აღსავსე მოგონებებმა გაურბინა. ვერც იგრძნო, ისე სწრაფად გადმოუგორდა თვალიდან ჯიუტი ცრემლი, რომელმაც გზა გაიკვლია, გოგონაც თითქოს ერთიანად მოეშვა და სულ მალე ოთახში ქვითინის ხმა გაისმა... ყველაფერი კი ორი წლით ადრე დაიწყო, როდესაც... - ნინია! - შორიდან დეიდაშვილის წკრიალა ხმა გაისმა და მალევე ოთახის კარი საშუალო სიმაღლის, გამხდარმა გოგონამ შემოაღო, რომელიც ქოთქოთით დაახტა დეიდაშვილს და ადგომისკენ მოუწოდა. - ნინია! - შორიდან დეიდაშვილის წკრიალა ხმა გაისმა და მალევე ოთახის კარი საშუალო სიმაღლის, გამხდარმა გოგონამ შემოაღო, რომელიც ქოთქოთით დაახტა დეიდაშვილს და ადგომისკენ მოუწოდა. - ვაიმე - აკრუსუნებული ნინიას ხმა გაისმა, რომელმაც გვერდი იცვალა და კვლავ ძილის შებრუნება სცადა. თუმცაღა ვინ აცადა, თაიამ სწრაფად გადააძრო ზეწარი, ნინიამაც სიცივე იგრძნო და ინება თვალის გახელა. დეიდაშვილის გაღვიძებით გახარებულმა თაიამ ტაში შემოჰკრა, ოთახში დატრიალდა და არტისტული ხმით დაიწყო ახალი ამბის მოყოლა. - რომ იცოდე, რა ამბავი მაქვს! პირდაპირ გაგიჟდები, ამ ზაფხულს მე და შენ ზღვაზე მარტოს გვიშვებენ, წარმოგიდგენია როგორ გავერთობით - ღიმილით შეანათა სახე ნინიას. - რა თქვი? - ნინია საწოლიდან წამოხტა და სიხარულისგან ცეკვას მოჰყვა, ნარნარით გაემართა აბაზანისკენ, მანამდე კი თაია გემრიელად ჩაკოცნა. ჩქარ-ჩქარა მიიღო აბაზანა, თავისი საყვარელი ფრიალა საზაფხულო კაბა გადაიცვა და გაოგნებული და ბედნიერი გაემართა სამზარეულოსკენ. თამარს, დედას, ყავა მოუდუღებინა და თბილი მზერით შეჰყურებდა დისშვილს, რომელიც ერთი ამბით ამცნობდა ზაფხულის გეგმებს. -იქნებ მეც შემიმჩნიოთ! - მოჩვენებით ნაწყენი სახე მიიღო ნინიამ, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და მალე ტუჩის კუთხე საყვარლად ჩაეჩუტა. -მოდი ბუზღუნ - გაეკრიჭა თაია და ყავა ერთიანად გამოცალა, არც ნინიას აცალა საუზმის მიღება და სამზარეულოდან კვლავ საძინებელში გაათრია. ერთიანად გამოაღო კედელში ჩაშენებული ღია ფერის უზარმაზარი კარადა, ფეხის წვერებზე აიწია და დიდი ჩემოდანი ჩამოიღო. -მოიცა, მე არაფერს მეკითხები? იქნებ არ მინდა წამოსვლა? - საწოლზე ვარსკვლავის ფორმა მიიღო და ეშმაკური თვალებით შეხედა დეიდაშვილს. თაია წამიერად გაჩერდა, მერე კი მკაცრი სახით დაიწყო: - როდის იყო მე შენ რაიმეს გთხოვდი ბუზღუ, იცოდე, მართლა დაგტოვებ თბილისში და მთელი ზაფხული მარტო დარჩები ზღვისა და ჩემ გარეშე. -კარგი, კარგი - დაეთანხმა თაიას, მარდად წამოხტა და უკვე ორივე შეძვრა კარადაში. კოხტად დალაგებული კარადა უცბად არიეს, ოთახში მიმოაბნიეს ტანსაცმელი და დიდი გულისყურით შეუდგნენ წასაღები ტანსაცმლის არჩევას. ხან თაია იწუნებდა, ხან ნინია, ბოლოს როგორც იქნა დაზავდნენ და ორივეს მოსაწონი ტანსაცმელი ჩააწყვეს. -უჰ - ერთდროულად აღმოხდათ ქანცგაწყვეტილ დეიდაშვილებს და იატაკზე ფეხმორთხმით ჩამოსხდნენ. არც ერთს ჰქონდა ლაპარაკის ან ადგომის თავი და ორივე თვალებდახუჭული უსასრულობისკენ გადაეშვა. წამიერად ნინიას გონება ზღვამ მოიცვა, გაიტრუნა, ღრმად ამოისუნთქა, თითქოს უკვე ზღვაზე იყო და მისი ტალღების გასაოცარ სურნელს გრძნობდა. იგრძნო როგორ აივსო ფილტვები ზღვის სუფთა,ოდნავ ნესტიანი ჰაერით. ო როგორ უყვარს ზღვა, რამდენჯერ უოცნებია, რომ მშობლები მას და თაიას მარტო გაუშვებდენენ, დღეს კი, ცხოვრებაში პირველად, 23 წლის ასაკში, შანსი ეძლეოდა ბავშვობის ოცნება აესრულებინა და შეეგრძნო თავისუფლების ნეტარი წამები. ფიქრებიდან დედის ხმამ გამოარკვია, რომელმაც გოგონებს ცივი ყავა გაუწოდა და თან თაიას დაუწყო გამოკითხვა საცხოვრებლისა და სხვა წვრილმანების შესახებ. რა ქნას, დედაა და ნერვიულობს - გაიფიქრა ნინიამ და ახლაღა დაფიქრდა, თუ სად იცხოვრებდნენ. -ჩემი მეგობრის, დემეს, სახლში - გასცა პასუხი თაიამ. თამარი წამიერად ანერვიულდა, მაგრამ გაახსენდა, რომ მისი და, სოფო, შვილს უყურადღებოდ არ გაუშვებდა და გული დაიმშვიდა, რომ ნინია უსაფრთხოდ იქნებოდა. -აქამდე რატომ არ მითხარი ვისთან მივდიოდით?- შეწუხებული სახით მიუტრიალდა ნინია თაიას, ხომ იცი, მე ხალხმრავლობა არ მიყვარს, მე მეგონა, მარტო ჩვენ მივდიოდით. -კარგი რა ნინია, როდემდე უნდა ჩაიკეტო საკუთარ თავში, ჩემი მეგობრები უმაგრესი ადამიანები არიან და მათთან საერთო ენის გამონახვა არ გაგიჭირდება. დამიჯერე, დროა წარსული დაივიწყო და ადამიანებისადმი ნდობა დაიბრუნო. -ვიცი, მაგრამ ვერ ვახერხებ- გულს ამოაყალა ეს სიტყვები და შეეცადა დეიდაშვილისათვის შეუმჩნევლად მოეწმინდა ცრემლები, მაგრამ თაიას რას გამოაპარებ, მაგრად ჩაიკრა ნინია გულში და ჩურჩულით, თითქოს დიდ საიდუმლოს უმხელდა დაბალი ხმით უთხრა: - ერთხელ უკვე გითხარი და კვლავ უამრავჯერ გაგიმეორებ, ცხოვრება ასეთია, მასში ტკივილიცაა და სიხარულიც, და იცი რა, ბნელი ფერები რომ არ იყოს, ვერასოდეს ვერ ვიგრძნობდით თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ძვირფასია სინათლისა და სიცოცხლის ფერები. ჩვენ,ადამიანები, ძლიერები უნდა ვიყოთ, რადგან ყოველი წვიმის მერე ცაზე ცისარტყელა გამოისახება და ასე, რიგრიგობით, რათა ბედნიერების დაფასება ვისწავლოთ. -მართალი ხარ, წამოვალ და შევეცდები,ახალი ცხოვრება დავიწყო - სუსტი ხმით ამოთქვა ნინიამ და კიდევ ერთხელ იგრძნო, თუ რაოდენ ბედნიერია, რადგან გვერდში ისეთი ადამიანი უდგას, როგორიც თაიაა. -სულ რამდენნი ვიქნებით? - დაინტერესდა ნინია და მეგობრისათვის ხელის გაუშვებლად შეათვალიერა სარკეში ცრემლებისგან დაწითლებული თვალები. -სულ შვიდნი, მე, შენ, დემე და კიდევ ლილე, ანდრია, ტატო და გაგა. დამიჯერე მათთან არ მოიწყენ - იმედიანი თვალებით შეხედა ნინიას და უზომოდ გაუხარდა, რომ გოგონას თვალებში მწუხარება გამქრალიყო და მისი ადგილი ინტერესსა და სიხარულს დაეკავებინა. დიდხანს ისაუბრეს მეგობრებმა, ფილმსაც უყურეს და საღამოსკენ თაია სახლში წავიდა, ნინიას კი დილის 6-ზე შეუთანხმდა შეხვედრაზე. ნინია ცოტახანს დედას ესაუბრა, ვინც იცის მერამდენედ მოისმინა დედის დარიგებები, წყალში ღრმად არ შესვლასა და კარგად ჭამაზე, ბოლოს კი დაღლილი გაემართა საძინებლისკენ. იცოდა, რომ ხვალ პირველ ნაბიჯებს დგამდე და დრო იყო წარსულის ტკივილის დავიწყების. წამიერად გაახსენდა დასაწყისი და აკრუსუნდა. მაშინ ეგონა,რომ ტკივილი, რომლის დავიწყებაც უნდოდა მისი ცხოვრების უმთავრეს იმედგაცრუებას წარმოადგენდა, ახლი კი გრძნობდა, რომ მაშინდელი სევდა დღევანდელთან უბრალოდ ვერ მოვიდოდა. ლამაზი ჭრილის თაფლისფერები სევდით ავსებოდა და , ერთი შეხედვით, სიცოცხლე დაჰჯარგვოდა. გამოცდილი თვალი კი უმალ შეამჩნმევდა უსაზღრო სევდის მიძღმა იმედის პატარ ნაპერწკალს. ტკივილნარევი ღიმილით მოისვა ხელი მუცელზე, გაუღიმა თითქოს მისი პატარა დაინახავდა და ვინ იცის უკვე მერამდენედ დადო პირობა, რომ ეს უკანასკნელი ცრემლი იყო. გამარჯობა ბავშვებო. ეს ჩემი პირველი მცდელობაა წერის და გთხოვთ თქვენი აზრი გამიზიაროთ, ღირს გაგრძელება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.