ვარდნა-თავი მეორე
გაცნობის ცერემონიალის შემდეგ, ყველაფერი ჩვეულებრივად და ბანალურად არ მომხდარა. არც მათი თვალები შეხვედრიან ერთმანეთს და არც კუპიდონს დაუცლია ისრების მარაგი. უბრალოდ სანდრო, როგორც ჯენტლმენმა, უფრო სწორად კი ჯენტლმენის საუკეთესო იმიტატორმა, გოგონას ცალყბად გაუღიმა, ხელზე ეამბორა და ქვემოდან ისეთი თვალებით ახედა, ზუსტად იცოდა, რომ თითის ერთი გატკაცუნება და მისი იქნებოდა. ელენემ კი... არა, მზერა არ აურიდებია, არც ლოყები შეფაკვლია და ხელი უხერხულად არ გამოუცლია. უბრალოდ გაუღიმა, შემდეგ კი ცალწარბაწეულმა გადახედა ლიზის, რომელიც გვერდით ედგა და სასაცილოდ ფხუკუნებდა. -სანდრო, მოსძვრა ხელი!-სიცილის შეკავება ბოლომდე მაინც არ გამოუვიდა და თვალების ბრიალიც მიიღო საჩუქრად. თანაც ორი წყვილი თვალის. -ნუ ღელავ, ლიზი, კანიბალიზმისკენ არ ვარ მიდრეკილი!-თვალი ჩაუკრა დეიდაშვილმა, შემდეგ კი თავი გადაიქნია გამკიცხველად და გოგონებს ისეთი სახით მოშორდა, თითქოს მნიშვნელოვან საქმეზე ეჩქარებოდა. ეს მნიშვნელოვანი საქმე კი რეალურად სამზარეულოს დალაშქვრა და დესერტის მოპარვა იყო, რომელიც, ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ არ გამოუვიდა. სამზარეულოში დედა და დეიდა დახვდნენ და მოუწია სასწრაფოდ მოერგო უპატიოსნესი ბიჭის როლი, რომელიც აქ მხოლოდ იმისთვის შემოვიდა, რომ გულწრფელად მოეკითხა მონატრებული ნათესავი. მისია წარმატებით შეასრულა და დესერტისკენ თვალიც არ გაუპარებია, მიუხედავად იმისა, რომ ნერწყვების ყლაპვით კინაღამ დაიხრჩო. -აბა, დატოვეთ სამზარეულო, თუ შეიძლება!-ოთახში ქერა ბიჭი შემოიჭრა გვირილებიანი წინსაფრით, სანდროს კი მის დანახვაზე ისეთი სიცილი აუტყდა, მუცლის კუნთებიც კი ეტკინა. -შენ სულ გაუბერე! დეგუსტაციიდან მომზადებაზე გადახვედი? -დიახაც! და დამიჯერე, ეს უფრო მომგებიანია. გაცილებით მეტს ვსინჯავ, ვიდრე უბრალო დეგუსტაციის დროს!-თვალი ჩაუკრა ქერამ და შოკოლადის ნამცხვარი ისე მადისაღმძვრელად ჩაკბიჩა, სანდრომ გონებაში რამდენიმე კულინარიული სასწავლებლის სიაც კი აღიდგინა და წამიერად დაფიქრდა, რომ სწორედ ეს იყო მისი ცხოვრების მიზანი. -ცოტა გამასინჯე, რა!-გარეთ გაგდებული ლეკვის თვალებით გახედა, როდესაც ანა და ლიკა სამზარეულოდან გავიდნენ და მარტო დარჩა ნიკასთან ერთად. -ვერ მოგართვი! წადი, მიუჯექი მაგიდას და ყველაფერი თავის დროზე მოვა. -უნამუსო ხარ! გართმევ ჩემი დეიდაშვილის სტატუსს და იმის პრივილეგიას, რომ რომელიმე რბოლის დროს მანქანიდან გადმოსულს შუბლიდან ოფლი მომწმინდო!-უზომოდ შეურაცხყოფილი ხმით თქვა სანდრომ და სამზარეულოდან ისეთი გავიდა, სრული ეფექტის მოსახედან სილის გაწნა და შემდეგ აცრემლებული მზერაღა დააკლდა, მაგრამ საბედნიეროდ ამ ყველაფერზე უარი თქვა. ნიკამ თავი გადაიქნია, ერთი გაიფიქრა ამას აღარაფერი გამოასწორებსო და პუდინგის მომზადებას მიუბრუნდა, მაგრამ მწარედ შეცდა, როდესაც იფიქრა, რომ ტკბილეულის მმუსვრელი დეიდაშვილი თავიდან მოიშორა. რამდენიმე წუთში, საქმეში გართულმა ვერც შენიშნა ისე მიუახლოვდა სანდრო და კარაქის დანა ყელზე მიაბჯინა. -შოკოლადის ნამცხვარი, ან სიცოცხლე...-დაიჩურჩულა იდუმალი ხმით.-რომელს აირჩევ, მიქაბერიძე? -სატელეფონო ზარს საგიჟეთში...-თვალები აატრიალა, მობეზრებული სახით მოშორდა, ნამცხვარი აიღო და კრემიანი მხარე პირდაპირ სახეზე მიაზილა.-ახლა დამაშანტაჟე მაგ შენი დაბლაგვებული დანით! და მართლა, ხომ გახსოვს რომ სააბაზანომდე მისასვლელად გრძელი დერეფანი უნდა გაიარო, რომელის სასტუმრო ოთახიდან ძალიან კარგად ჩანს?-ნიკამ თვალის ჩაკვრაც ვერ მოასწრო, რომ სანდრომ შუა თითი უჩვენა და სახე მისი გვირილებიანი წინსაფრით გაიწმინდა. ისე საგულდაგულოდ გაისუფთავა, ადვილად მიხვდებოდით, რომ წინსაფრის დასვრა უფრო უნდოდა, ვიდრე კრემის მოშორება. ბოლოს პირზე წყალიც შეისხა და როდესაც დარწმუნდა რომ სრულიად სუფთა იყო, სახე დაისერიოზულა და სასტუმრო ოთახში ისე შევიდა, ვერასდროს იფიქრებდით რომ ამ ადამიანს იმის გაკეთება შეეძლო, რაც ცოტა ხნის წინ სამზარეულოში ჩაატარა. მართალია მის გეგმებში ახალგაცნობილი სტუმრის უფრო კარგად შესწავლა შედიოდა, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ ზედმეტ ყურადღებას საჭირო დოზით გულგრილობა სჯობდა, ამიტომ უემოციოდ ჩუარა ელენეს გვერდით ცარიელ სკამს და ლიზის დაუმშვენა მარჯვენა მხარე, სადაც, კარგად იციდა რომ მისი საქმრო უნდა დამჯდარიყო. -სად დაიკარგე ამდენ ხანს? შემჭამა კახა ბიძიამ ჩემს გათხოვებაზე საუბრით!-უჩურჩულა შეუმჩნევლად და როდესაც შეჭაღარავებულმა კაცმა გამოხედა და პირი გააღო რაღაცის სათქმელად, სანდრომ დაასწრო: -და შენი საქმრო რატომ იგვიანებს, ლიზი?-იკითხა ”გულწრფელი” ღიმილით და ფეხზე მწარე ჩქმეტაც იგრძნო, მაგრამ არ შეიმჩნია და ისევ განაგრძო. -ვფიქრობ ქორწილი უნდა დააჩქაროთ, რაღატომ იცდით ამდენს? -მეც მაგას ვეუბნები, სანდრო!-გაუხარდა კახას და მომდევნო ათი წუთის განმავლობაში ორივე ისე მონდომებულად საუბრობდა ლიზის გათხოვებაზე, იფიქრებდით რომ ის 19წლის გოგონა კი არა, 49წლის შინაბერა იყო, რომელსაც სასწაულებრივი ძალით გამოუჩნდა თაყვანისმცემელი და ყველაფერი უნდა გააკეთოს მის შესანარჩუნებლად. ბოლოს საუბარი ოთახში წაბლისფერთმიანი ბიჭის შემოსვლამ შეაწყვეტინათ. გოგამ ბოდიში მოიხადა დაგვიანებისთვის, სტუმრებს მიესალმა და შემდეგ სანდროს დაადგა თავზე. -აბა, მიხვდები შენით რაც უნდა გააკეთო?-მხრებზე ხელები დაუტყაპუნა და ლიზის თვალი ჩაუკრა, სანდრომ კი ერთი ამოიოხრა, შემდეგ თვალები აატრიალა და დაღლილი სახით წამოდგა. -აუცილებელი არ არის მაინცდამაინც შენი საცოლის გვერდით იჯდე. -ჭკუის სწავლებას მორჩი სანდრინიო და ადექი. მიდი მიდი სწრაფად -გაუცინა ბიჭმა. სანდრომ თავი ძლივს შეიკავა, ხალხის თანდასწრებით რაიმე უტაქტო რომ არ გაეკეთებინა, ამიტომ, როგორც მისტერ მოხერხებულობამ, მოიფიქრა და კულულებში ხელის შესრიალებისას დაანახა შუა თითი. ეს მისი საყვარელი ჟესტი იყო! არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ მისი ეს ბუზღუნიცა და ვითომ მობეზრებული სახეც, სინამდვილეში ნიღაბი იყო იმ აღფრთოვანების დასაფარად, რომელსაც ელენეს გვერდით დაჯდომისა და მასზე ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობის გამო გრძნობდა. ზრდილობიანად გაუღიმა, მაგრამ ოდნავადაც არ შეამჩნევინა მისი დაინტერესება. ცოტა არ იყოს, ელენე იმედგაცრუებულიც კი დარჩა, რადგან ეგონა, რომ ბიჭი მისით დაინტერესდა და უკვე გონებაში ამზადებდა სავარაუდო პასუხებს მისი შეკითხვებისათვის. -აბა, რას ამბობდით, როდის ვგეგმავთ ქორწილსო?-პირგამოტენილმა იკითხა სანდრომ და დედამისისგან თვალების ბრიალიც მიიღო საჩუქრად. -სანდრინიო, შენ რატომ ელი ასე ჩვენს ქორწილს, სხვაგან ვეღარ ახერხებ კარგი გოგონების გაცნობას?-დასცინა გოგამ და თავისი ხელი ლიზის თითებში ახლართა. -არა, უბრალოდ მაინტერესებს როდის უნდა გადადგას ჩემმა დეიდაშვილმა ყველაზე სულელური ნაბიჯი და ცხოვრება დაუკავშირის მსოფლიო დონის არასერიოზულ ადამიანს!-ვალში არ დარჩა სანდრო, მაგრამ სანამ გოგა ისევ უპასუხებდა და საბოლოოდ თავისებურად გაუტევდნენ, ანა ჩაერია. -სანდრო, არასერიოზულობაზე შენ როგორ ლაპარაკობ?-წარბებაწეულმა გახედა შვილს.-იცით როგორ მართავს მანქანას?-ახლა მაგიდის დანარჩენ წევრებს მიუბრუნდა.-ნამდვილი მანიაკივით. ჩვენი სახლიდან აქამდე ექვს წუთში მოვედით და ამის პარალელურად... -დედა!-სასწრაფოდ შეაწყვეტინა სანდრომ, როდესაც გაიაზრა რის მოყოლას აპირებდა.-უბრალოდ გვაგვიანდებოდა და სიჩქარეს ცოტათი გადავაჭარბე, რა მოხდა მერე? -220მილი საათში ცოტათი გადაჭარბება არაა!-თვალები დაუბრიალა დედამ, სანდრომ კი ერთი ამოიფრუტუნა და აღარაფერი უპასუხა. -ზოგადად, მძღოლი არამარტო საკუთარ სიცოცხლეზე, სხვებისაზეც აგებს პასუხს. და თან ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინ, როდესაც ეს სხვა დედამისია...-ჩაილაპარაკა ელენემ და მისი სიტყვების გამგონეს, სანდროს კინაღამ სპაგეტი გადასცდა, ანას კი სახე გაუბრწყინდა. -მაგის თქმას ვცდილობდი მეც! არა, ეჭვიც არ მეპარება რომ სანდრო ჩემზე ღელავს, მაგრამ მისი მართვის სტილი მართლა კატასტროფულია! -ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ გადაჭარბებული სიჩქარით მართვისას არამარტო ავტომობილის მგზავრებს, ფეხითმოსიარულეებსაც ვუქმნით საფრთხეს. არავინ იცის როდის რა მოხდება, ნებისმიერ წამს შეიძლება აუცილებელი გახდეს დამუხრუჭება.-ელენე სტატისტიკისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსივით საუბრიბდა, რაც სანდროს მის სიტყვებზე უფრო მეტად აღიზიანებდა. -უკაცრავად, მაგრამ ხომ არ გავიწყდებათ რომ მეც აქ ვზივარ?-იკითხა ცოტა არ იყოს თავხედური ტონით, რაზეც ელენემ გულწრფელად გაკვირვებული სახით გახედა. -გაგიკვირდება და სწორედ იმიტომ ვამბობ ამას, რომ აქ ზიხარ.-უპასუხა ნიშნისმოგებით, ისე, თითქის რამით აჯობა. -გამახსენე, ვინმემ რჩევა გთხოვა? არ მჭირდება იმის სწავლა, როგორ უნდა ვმართო მანქანა. მითუმეტეს კი გოგოსგან არ მჭირდება ამის სწავლა. -მე უბრალოდ იმას ვამბობ, რომ მგზავრს და მითუმეტეს დედას უნდა გაუფრთხილდე!-გაბრაზებისგან ლოყები აუწითლდა გოგონას. მაგიდასთან კი საოცარმა დიჩუმემ დაისადგურა. ყველა ისეთი გაშტერებული უყურებდა მათ მცირეხნიან წარმოდგენას, პოპკორნის მომარჯვებაღა აკლდათ. -და მეც გპასუხობ, რომ ამის სწავლება არ მჭირდება და თავადვე გაუფრთხილდი მგზავრს, მითუმეტეს დედას!-თვალი ჩაუკრა სანდრომ, თუმცა ელენეს რეაქციამ ნათქვამი ანანებინა. გოგონა გველნაკბენივით შეკრთა, ტუჩები მაგრად დააჭირა ერთმანეთზე და ისე ჩაილაპარაკა, რომ მხოლოდ სანდროს გაეგო: -დედაჩემი ავროკატასტროფაში დაიღუპა, როდესაც საჭესთან მე ვიჯექი.-შემდეგ კი ლიზისკენ შეტრიალდა და სანდრო გაოგნებული დატოვა. ლიზის გათხოვებისა და სანდროს მართვის მანერის განხილვას აღარავინ დაბრუნებია, თუმცა სალაპარაკო მაინც არ გამოლევიათ. საუბრობდნენ ნიკას მიღწევებზე, სანდროს დაზე, ნინიზე, რომელიც სასწავლებლად ლონდონში იყო წასული და ყველას ძალიან ენატრებოდა. ასევე, როგორც ყველგან, აქაც განიხილავდნენ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებს და ვარსკვლავების ცხოვრებას. სანდრო მიუხედავად თემების მრავალფეროვნებისა, ხმას არ იღებდა და ცდილობდა მოეფიქრებინა, როგორ მოეხადა ბოდიში თავისი წეღანდელი სიტყვებისათვის. მეორეს მხრივ, იმასაც ფიქრობდა, რომ დამნაშავე არ იყო, რადგან არაფერი იციდა, მაგრამ სინდისი მაინც ქენჯნიდა და ერჩივნა სახლში მისულს დამშვიდებული გულით დაეძინა, ვიდრე ეფიქრა, რომ ვით მოიქცა. ფიქრებიდან მის გვერდით მდგარი სკამის გახრიგინებამ გამოარკვია. ელენე სასწრაფოდ წამოდგა, მაგიდიდან ამღერებული მობილური აიღო და ბოდიშის მოხდით გარეთ გავიდა. სიმართლე უნდა ვთქვათ და სანდრომ ერთი წამით ისიც იფიქრა გავყვებიო, მაგრამ იცოდა რომ უტაქტობაში ჩაეთვლებოდა. შემდეგ მოწევა მოუნდა. დიდხანს არწმუნა საკუთარი თავი რომ ამას ელენესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. სულაც არ გადიოდა მის გამო. გავიდოდა, ერთ ღერს მოწევდა და შემოვიდოდა. რატომ უნდა გაებუღა სახლი? მითუმეტეს რომ არ ციოდა... ან კი რატომ უნდა გასულიყო ელენეს გამო? არაფერი გაუკეთებია ბოდიშის მოსახდელი. რა მისი ბრალი იყო რომ არ იცოდა მისი უდედობის ამბავი? საერთოდაც დღეს ნახა პირველად... -ლიზ, მოვწევ და შემოვალ მალე...-გადაუჩურჩულა დეიდაშვილს და უკანა ეზოსკენ გაემართა. კართანვე შეჩერდა, როდესაც დაინახა რომ იქვე ახლოს, ხის სკამზე ელენე იჯდა. არ მივა! მის გამო არ გამოსულა, მოწევს და შებრუნდება ოთახში. კარის ჩარჩოს მიეყრდნო, უკანა ჯიბიდან სანთებელა ამოიღო და კბილებით დაჭერილ სიგარეტს მოუკიდა. თან ეწეოდა და თან თავს ირწმუნებდა, რომ გოგონასთან არ მისულიყო. მისი მიღებული გადაწყვეტილება მაშინვე შეიცვალა, როდესაც ელენემ გამოიხედა, მისი დანახვისას კი სასწრაფიდ შეატრიალა თავი და თვალები ამოიწმინდა. მოიცა, ის რა, ტიროდა? სანდრო მაქსიმალურად ეცადა აღელვება არ დასტყობოდა, როდესაც სიგარეტი გადააგდო, მისკენ გაემართა და გვერდით მიუჯდა. გოგონამ ძალით გაუღიმა და ისევ მოაშორა მზერა. -რატომ არ შემოდიხარ შიგნით? -მომწონს აქ, ლამაზი ბაღია... -გეთანხმები, მაგრამ არც ისე, რომ მარტო იჯდე და არ მოიწყინო. მოიცა, ეს ალბათ ნიკას ბრალია, არა? ჰმ, კერძები არ მოგეწონა და იმიტომ გამოიქეცი. ხომ გამოვიცანი?-სანდრო ათას რამეს მოედო, მაგრამ მაინც უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ხუმრობები სულელური იყო, ელენეს მაინც ეცინებოდა მასზე. ბოლოს მაინც დანებდა სანდრო, ერთი ამოიოხრა და დასერიოზულებულიმიუბრუნდა: -მისმინე, ბოდიშს გიხდი, დამნაშავე ვარ-უთხრა და ხელები აწია. -რისთვის? -წეღანდელი სიტყვებისთვის, მაგიდასთან. მე არ ვიცოდი, თუ... -არა, არაფერია, მართლა. საიდან უნდა გცოდნოდა. -მაინც უხეშად გამომივიდა. -მაგაში ვერ შეგეწინააღმდეგები!-გაეცინა ელენეს, შემდეგ კი მობილურზე საათი შეამოწმა და ფეხზე წამოდგა. -ჩემი წასვლის დროა. -უკვე? წაგიყვან!-წამოდგა სანდროც, -იმ სიჩქართ, რა სიჩქარითაც აქ დედაშენი მოიყვანე? არა იყოს მირჩევნია ჩემით წავიდე -ორივემ გაიცინა. -უფრო სწრაფადაც შემიძლია. გოგონამ გაიცინა და თავი გაიქნია. -არ არის საჭირო, გმადლობ. -თქვა და წინ წავიდა, შემდეგ კი გაჩერდა და სანდროსკენ მოტრიალდა -ქორწილში შევხვდებით!-გაუღიმა, უკან შებრუნდა და აჩქარებული ნაბიჯებით გაემართა სახლისკენ. სანდრომ ცოტა ხანს უყურებდა, შემდეგ კი ჩაეღიმა. -იქამდეც შევხვდებით, ელენე...-თავდაჯერებულად წარმოთქვა და კმაყოფილი სახითა და დინჯი ნაბიჯებით გაუყვა სახლის ბილიკს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.