შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვისკი და თანამედროვე კონკია.(თავი I)


18-07-2015, 00:13
ავტორი Nina))
ნანახია 7 105

უბრალოდ ზოგჯერ ყველაფერი მისით იცვლება.
არც ბიძგს ითხოვს ცხოვრება და საერთოდ არაფერს.ეს უკანასკნელი რომ მოულოდნელობებით არის აღსავსე ყველამ იცის.
ზოგჯერ იმდენი კარი იხურება და იმდენი ჩნდება შენს წინაშე,რომ რთულია აირჩიო რომელი გააღო,ან რომელი უარყო.
კიდევ რა ვიცი,ვინ მოსთვლის.
რომელია სწორი გზა და რომელი მცდარი.
ერთ მხარეს ანგელოზები გაჯდებიან,
მეორე მხარეს დემონები...
შენით უნდა აირჩიო საითკენ იცვლი მხარს.
არჩევანი კი ხან ერთ ნაბიჯში,ხან ერთ სიტყვაში, ან კიდევ ერთ სვლაში შეიძლება გამოიხატოს...

***

მცხუნვარე მზის სხივების ატანამ უკვე პიკს რომ მიაღწია,ინება ქალბატონმა ზვიადაურმა თვაკების,უფროსწორად ჯერ ერთის ,ხოლო შემდეგ მეორე თვალის გახელა.
ჯერ ერთი თვალი გააღო,შემდეგ მეორე და როდესაც ოთახი ეუცხოვა დაპანიკდა და დაპანიკებულმა თავს ძალა დაატანა გუშინდელი ღამის გახსენებისა...

ვისკი და თანამედროვე კონკია.(თავი I)


[[მართალია ერეკლეს პერანგს არ ჰგავს,მაგრამ ასე წარმოიდგინეთ.
და ჰო,რადგან ნინაა მთავარი პერსონაჟი არ გეგონოთ რამით დღიურებს წააგავდეს..
ბოდიშით,
ახლა შეგიძლიათ განაგრძოთ..]]
***
-ერთი ჭიქა ვისკი თუ შეიძლება -უბრძანა ბარმენს ლიზამ და შეკვეთას დაელოდა.
განადგურებული იჯდა დახლთან და სიკვდილს ნატრობდა.
თავისი ცხოვრების ერთადერთმა სიყვარულმა საუკეთესო დაქალთან უღალატა.
ღადაობთ?!
ათასი რამ წარმოედგინა,
ზაფხულში თოვლი,
ანტარქტიდა ყინულისა და თოვლის გარეშე.
მოსამართლე ჯოხის გარეშე.
თევზი წყლის გარეშე.
კუპიდონები ისრის გარეშე და კიდევ უამრავი სხვა,მაგრამ მსგავსი არაფერი.
ასი პროცენტით ენდობოდა დათუნა ონიანსაც და ნინიკო კალაძესაც,მაგრამ რომელიმე მათგანი მსგავს რომ იკადრებდაა?! არაფრით ეგონა.
ერთად რომ დაინახა ნინიკოს საწოლზე მთლად გადაირია,ათასი რამ წარმოიდგინა,როგორ იწვნენ ის და ნინიკო პატარაობაში იმავე საწოლზე,და ახლა ალბათ დათუნასთან ერთად წევს და ლიზუს სახეზე სიცილისგან გველივით იკლაკნებიან.
ორ ჭიქაზე უკვე იწამა რომ არც სიყვარული და არც მეგობრობა არსებობს!
მესამე ჭიქაზე გადაწყვიტა დედ-მამა მოენახულებინა ნიუ იორკში.გაიკვირვრბთ,აქამდე რატომ არ წავიდაო,მაგრამ თავის დროზე მისთვის სიყვარულიც ღირებული გახლდათ და მეგობრობაც,დიდი ძალისხმევითა და ცრემლთა ღვრით მამუკამ და აქსანამ დატოვეს თბილისში..
მეოთხე ჭიქაზე გადაწყვიტა უმწიკლოება თბილისში დაეტოვებინა და ნიუ იორკში ახალი ცხოვრება დაეწყო.
ბოლომდე დაცალა მეხუთე ჭიქა ვისკი და მიზნის სისრულეში მოყვანა გადაწყვიტა,მისკენ ზურგით,მარტოდ-მარტო მჯდომი მამაკაცი აიყვანა მიზანში.
ქალია და ეშმაკიო.
მის სიახლოვეს დაიწყო ცეკვა,ორ წუთში კი უკვე მის მკლავებშე ესვენა და მძაფრ,მადისაღმძვრელ და ვნებიან სუნამოს აგემოვნებდა,რომელიც უკვე ნერვებზე ეჯდა და ლამის იყო გული არეოდა.განა იმიტომ რომ არ მოსწონდა?! არა,ძალიანაც მოეწონებოდა ახლა ალკოჰოლით გაჟღენთილი რომ არ ყოფილიყო,მაგრამ ვიმეორებ,ალკოჰოლით გაჟღენთილი რომ არ ყოფილიყო!..
მამაკაცმა ამაოდ სცადა ლიზას გამოღვიძება,მაგრამ გოგონა ჯიუტად არ იშლიდა თავისას,ბოლოს მობეზრებულად გაიქნია თავი და მის მკლავებში მსუბუქად ააფარფატა სიფრიფანა გოგონა.ფრთხილად დააწვინა უკანა სავარძელზე და ელვისებური სისწრაფით მოწყვიტა მანქანა ასფალტს.
დრო და დრო გამოაპარებდა ხოლმე მამაკაცი ლიზას სახეზე თვალებს და მერე სხარტად აქნევდა თავს საჭისკენ. გოგონაც აკვირდებოდა მამაკაცის გაშლილ მხარ-ბეჭს,დაკუნთულ სხეულს,რომელოც თეთრი პერანგიდან საკმაოდ კარგად ილანდებოდა,ხოლო მამაკაცის ხელებზე გამოსული ვენები,რომელიც აკაპიწებული მკლავებიდან ჩანდა გონებას უკარგავდა და კიდევ უფრო უხელებდა სურვილს. ცოტა ხანში უკვე ლოგინზე იწვა ქალბატონი და ფიქრობდა როგორ განეხორციელებია გეგმა ისე რომ მამაკაცი ვერაფერს მიმხვდარიყო.
ახლა რომ დაეკიდოს არაფერი გამოვა,ყველაფერს მიხვდება მამაკაცი და სირცხვილს კიდევ ერთხელ ჩახედავს თვალებში,დღეისთვის კი ეს მეტის-მეტი იქნება! მოვლენების განვითარებას დაელოდება,ამაღამ აუცილებლად შეამოწმებს სუნთქავს თუ არა, კი,რა თქმა უნდა,შეამოწმებს,დათუნა ასე იწცეოდა ხოლმე,თავი მობეზრებულად გააქნია და დათუნა ონიანი ჯანდაბაში გაისტუმრა,თვალები მილულა და უაზრო ბგერები ამოუშვა პირიდან,უფრო ზმუილს წააგავდა,მამაკაცმა კი ღიმილით დატოვა იქაურობა.
მართალი იყო ზვიადაური,ორი საათი იქნებოდა მამაკაცმა კარები რომ შემოაღო და საწოლის გვერდით,პატარა ტუმბოზე მდგარი ღამის,მბჟუტავი სანათი რომ აანთო,მერე კი გოგონას ფრთხილად დაუწყო ტანსაცმლის გახდა.
ჯერ მაღლები გახადა,შემდეგ კაბა მოისროლა ერთი ხელია მოძრაობით იატაკზე, ბიუსჰალტერს რომ წაეპოტინა მაშინ გადაწყვიტა ჩარევა ზვიადაურის ქალბატონმა და გაშმაგებული დაეწაფა მამაკაცის გაყინულ ბაგეებს,თავიდან დაიბნა ზემოთ ხსენებული,მაგრამ მალევე უპასუხა კოცნითვე და ნახევრად შიშველ გოგონას ზევიდან მოექცა,კოცნას და ალერსს არ წყვეტდა მამაკაცი,მერე მკერდს წაეთამაშა და უკანასკნელი სიფრიფანა ნაჭერიც,რომელიც მის სავსე მკერდს ფარავდა იატაკზე,სავარძლის უკან მოისროლა,ამ ქცევან მთლად გადარია ჩერჩეტი გოგო და მამაკაცის თეთრი პერანგის ღილებს წაეტანა და გახსნა დაუწყო,ისე რომ ღვინოსავით წითელ და მათრობელა ტუჩებისთვის წამით არ მოუშორებია საკუთარი გავარვარებული ბაგეები,ბოლო ღილი როგორც-კი გახსნა და მამაკაცმა შიშველი იგულა საკუთარითავი გონს მოგებულივით მოწყდა გოგონას ტუჩებს და მოშიშვლებულ მკერდზე საკუთარი პერანგი ააფარა
-მინდოდა ოერანგი გადმომეცა შენთვის,ასე უფრო კომფორტულად დაიძინებ-მთვარის შუქზე მკვეთრად გამოჩნდა მამაკაცის კუპრივით შავ თვალებში არეკლილი თეთრი სხივი,რომელიც ლიზუს ტუჩებისკენ იყო მიქცეული და კიდევ უფრო გახელდა გოგონა,როდესაც მისი ჩახლეჩილი,ხრიწიანი და საშინლად მიმზიდველი ხმა რომ გაიგონა,მერე კი აქოშინებული გაეცალა მამაკაცი იქაურობას.
კიდევ ერთხელ იგრძნო ზვიადაურმა თავი დამცირებულად და ჩუმ ზლუქუნში გადაღლილს ჩაეძინა...

***
სირცხვილით გაოხსენა გუშინდელი დღე და გული შეეკუმშა,როდესაც გაახსენდა ვის სახლში იყო,რომ ისევ მოუწევდა მასთან შეხვედრა .
ახლაც არ იცოდა ეტირა
თუ გახარებოდა.
ეტირა რომ უარყვეს და ხელი კრეს თუ გახარებოდა რომ ისევ უმწიკვლო იყო,ხელუხლებელი.

ვისკი და თანამედროვე კონკია.(თავი I)


-----
ჰეჰ,გამარჯობათ,ახალი ისტორიით დავბრუნდი,
იმედია მოგეწონებათ.
გთხოვთ საკუთარი აზრი დააფიქსიროთ.
მიყვარხართ ყველანი. love



№1  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 


№2  offline მოდერი ^paradise^

Erekle ra simpawichniaaaa <3 momewonaa damaintrigaaa da veli axals :* <3

 


№3  offline მოდერი Nina))

ამ საღამოს,პირველი საათისთვის აუცილებლად დავამატებ,ჩემო ციცქნებო. love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№4  offline წევრი BaRiYfon. ¥¥¥^^

ლიზა უფრო ლამაზი წარმომედგინა რაარი ამ ნინას სურატებით რო ჭედავთ… მერე ყველა მოთხრობა ერთნაირი გეჩვენება და უინტერესო იმდენმა ადამიანმა დადო ნინას ფოტო… . გუგლშიც შედი და იმდენ ლამაზ გოგოს ნახავ სენი მოტხრობისთვის ოღონდ სუპერმოდელებს ნუ აარჩევტ შპაკლში გაჟღენტილები როარიან არციეთ ლამაზი ჩვეულებრივი და სადა ხალხი , ეს ლამბესექსუალი ერეკლედ რო დაგიყენებია :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent