შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

13 დღე ( 2 თავი )


18-07-2015, 20:05
ავტორი Sofii
ნანახია 1 532

ძნელია შეინარჩუნო გრძნობა.
ის ან მუდამ შენშია,ან კვდება.
მაგრამ,თუ მაინც ეცდები,სიყვარული გადაარჩინო...
გწამდეს,შენ ხარ მოკვდავი.
____
დილა კარგად დაიწყო-მეთქი რომ ვთქვა,მოვიტყუები...
არა მგონია,ყურში სასტვენით ჩაყვირება,კარგი დილის საწყისი იყოს.

ჩემი ძმა აკეთებდა ხოლმე ასე,როცა საქართველოში ვიყავი,ერეკლესთან ერთად,დილა ყოველთვის თავზე წყლის დასხმით,საწოლიდან გადმოვარდნით,საყვირით,უცნაურ გარემოში გაღვიძებით და ა.შ იწყებოდა.
ყველაზე მაგარი ძმა მყავს,მთელ მსოფლიოში...
ჩემზე 4წლით უფროსია,და ძალიან,ძალიან საძაგელი.
ჩვენი ერთად თანაცხოვრების პერიოდში,მახსოვს,სულ ერთმანეთს ვკბენდით.
(ერთად თანაცხოვრებაში,ვგულისხმობ იმას რომ,ჩემ ძმას ცალკე ბინა ქონდა და მიუხედავად იმისა,რომ საშინლად აუტანელი იყო,მის გარეშე სუნთქვაც არ შემეძლო,ამიტომ მასთან ვრჩებოდი ხოლმე).

დრო გადის,იცვლება კადრები.
დღეს კარგად ხარ,ხვალ კი,არ იცი რა შეიძლება მოხდეს.
თუ ბედნიერი ხარ,იცხოვრო დღევანდელი დღით,რადგან შეიძლება ხვალ აღარც იარსებო.
გაეცი რაც შეიძლება მეტი სითბო,აკეთე სიკეთე და,დამიჯერე,ცხოვრება უფრო კარგი გახდება.
გწამდეს ღმერთის,ათეისტები ბედნიერები ვერასდროს იქნებიან.
და რაც მთავარია,გიყვარდეს უპირობოდ,თუ ადამიანისგან ბევრს მოელი,უფრო მეტად გაგიცრუვდება იმედები.

უკმაყოფილოდ გავახილე თვალები,გემრიელად გავიზმორე და გარშემო დავიწყე იმ ობიექტის ძებნა,ვინც ძილი დამიფრთხო!
წამოვდექი,მოკლე პენუარის ამარა,გავიარე ოთახი და სამზარეულოს კარები შევაღე.
-მე შენ გიჩვენებ!-დავუწიკვინე მაცივართან ატუზულ მოხარხარე ნიკუშას,მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და აწ უკვე გაქცეულს,გავეკიდე.
ისეთი სისწრაფით შემოვიარეთ ჩემი ნომერი,თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებდით.
უცებ,თვალებში მომხვდა ტუმბოზე ჩამოდებული ორი "წყლის თოფი",ეშმაკურად ჩავიცინე,ერთ-ერთს დავწვდი და...
"შხაპ-შხუპ" "შხაპ-შხუპ"...
ნახევრად როცა დავასველე,თვითონაც მოისაზრა,ხმამაღაოი სიცილით დაწვდა მეორე "წყლის თოფს" და ჩემსკენ გამოიშვირა,თითქოს მიზანში უნდა ამოიღოსო
-არ გაბედო!-დავიწიკვინე,მაგრამ უკვე გვიანი იყო,ტანზე წყლის ნაკადი შემომეშხაპუნა და დავსველდი.
-ააა-კვლავ გავიქეცი,სიცილით გამომეკიდა,რათქმაუნდა დამიჭირა,ხელები გამიკავა და მისკენ მიმიზიდა...
ორივემ ერთდროულად შევწყვიტეთ სიცილი,მე მისი სახის უზადო ნაკვთებს ვაკვირდებოდი,ის კი ხან ჩემს თვალებს,ხან ტუჩებს მოჩერებოდა.
-ეს უნდა გავაკეთო-ჩაილაპარაკა ხმადაბლა,მერე კი გაუაზრებლად მეძგერა ბაგეებზე...
კბილებით დაიჭერდა ხოლმე ჩემს ქვედა ტუჩს,და მერე ნაკბენს კოცნით მირჩენდა.
ხელები გავითავისუფლე,ყელზე შემოვხვიე და მისი ტუჩების მოძრაობას ავყევი.
იგრძნო თუარა თანხმობა,უფრო მეტი გაბედულობით დამიკოცნა ქვედა და ზედა ტუჩი მონაცვლეობით,ხელი თეძოებზე მომიჭირა და მარტივი მოძრაობით ჩემი ფეხები მის წელზე აღმოჩნდა...
მალევე გამოვფხიზლდი,ტუჩზე ვუკბინე და თმაზე უკან დავექაჩე,რომ გაჩერებულიყო.
როგორც ჩანს,ეს გამოწვევად მიიღო,საწოლზე დამაწვინა და ზემოდად ფრთხილად მომექცა,და მე უკვე,შეწინააღნმდეგების არც სურვილი მქონდა,არც შესაძლებლობა,და როგორც ჩანს,არც უფლება...
მხიბლავდა მასთან ყოფნის პერსპექტივა...
______

-ჩემი ხარ-მის მკერდზე მისვენებულს,ყურთან მიჩურჩულა და უფრო მეტად ამაკრა.
-ნიკუშა... მე...-ღაწვები ამიწითლდა და თავი მის ყელში ჩავმალე
-ჩემი ანინე-თავზე მაკოცა,ვიგრძენი,როგორ გაეღიმა,და ხელები მომხვია.
-ეს არასწორია-ბოლოს,გაბედულად ავწიე თავი,ფეხები შემოვიკეცე და თვალი-თვალში გავუყარე
-რაარის არასწორი-გაეღიმა. როგორც ჩანს,ჯერაც ვერაფერს ხვდება
-მე... ნიკა,მე არ მაქვს უფლება,ვინმე შევიყვარო,ანდაც ვინმესთან ურთიერთობა მქონდეს,თუნდაც ფიზიკური-ნიკაპი ამიკანკალდა. განა სიმართლეს არ ვამბობდი? მე მართლაც არ მქონდა ამის უფლება,და არც მას...
-ცდები ანინე-თბილად წარმოთქვა ჩემი სახელი,და თვითონაც წამოჯდა საწოლზე.
-შენც კარგად იცი,რომ მართალი ვარ-სევდიანას ვთქვი,წამოვდექი და ხალათს დავწვდი
-და იქნებ შემიყვარდე?-ამჯერად გამომცდელი მზერა მესროლა.
-არ გაბედო!-სასოწარკვეთილმა დავუქაჩე თვალები,მერე კი კედელთან ჩავსრიალდი... პირველად მომინდა,კიდევ მეცოცხლა,კიდევ,კიდევ... მასთან მინდოდა... 1ნახვით შეყვარების გჯერათ? მე შემიყვარდა,მომკალით.
-ანინე,ანინე...-მომიახლოვდა,ჩემს გვერდით ჩამოჯდა და თავი მუხლებზე ჩამომადო-გთხოვ,სიტყვებით ნუ დავამახინჯებთ ყველაფერს... უბრალოდ,მენდე კარგი?
-კარგი-თავი დავუქნიე,და ზემოდან დავაჩერდი
-მასე რომ მიყურებ,მინდები-ტუჩები გაილოკა და ეშმაკურად ჩამიკრა თვალი
-ნუ ხარ უზრდელი!-სიცილით დავტუქსე და ამჯერად,მე დავაკვდი ტუჩებზე...
13 დღე ( 2 თავი )


13 დღე ( 2 თავი )

******
ფოტოზეა ანინე და ნიკოლოზი
*******

დღე 2
პუნქტი 1
____
თვითმფრინავში ვიჯექით და ველოდებოდით,როდის გვეტყოდნენ რომ უკვე დრო იყო,გადახტომის.
საშინლად მეშინოდა,ვაითუ გადახტომის მერე პარაშუტი არ გაიხსნას-მეთქი.
ჩემს ნერვიულობაზე,ჩუმად იცინოდა ნიკუშა,მაგრამ როცა გავხედავდი,პირზე ხელით ელვა შესაკრავის შეკვრის იმიტაციას გააკეთებდა,და მერე სიცილს აგრძელებდა.
ადგილზე ვცქმუტავდი,როცა ლევანმა საათს გახედა.
-ახლა მოწესრიგდით,მერე ათამდე დავითვლი და გადაეშვით-გაგვიღიმა და რაღაც მიაწოდა ნიკუშას.
-აუ არ მინდა-როცა თვითმფრინავის გახსნილ კართან დავდექით,თავი შიშით გავაქნიე და უკან გამოვბრუნდი,მაგრამ ზურგიდან ნიკუშა მეხვეოდა.
ვედრების თვალებით ავხედე და უფრო მეტი ეფექტისთვის,ქვედა ტუჩი გადმოვაგდე.
-შებრუნდი,ახლავე!-ეცადა,სიმკაცრე შეენარჩუნება,მაგრამ ბოლოს მაინც ღიმილი შეეპარა და ლოყა საყვარლად ჩაეჩხვლიტა
-ნიკუშაა,მეშინია-თვალები ამიწყლიანდა
-ანინე... კარგი,მე უფრო გაბედული მეგონა-მხრები აიჩეჩა-როგორც გინდა
-გაბედული ვარ,მაგრამ...-გაპროტესტება ვცადე
-კარგი კარგი,დავბრუნდეთ-ამოიოხრა
-ჰოკაი,გადავხტეთ-შევუბღვირე,და დანებებული შევტრიალდი.
-ძირს არ დაიხედო-ყურში ჩუმად მიჩურჩულა.
მექანიკურად დავიხედე ძირს,და უფრო მეტად შემეშინდა.
ახარხარებულს,ხელზე მაგრად ვუჩქმიტე და თვალები დავხუჭე.
სწორედ მაშინ დაიწყო ათვლა ლევანმა,არ დავლოდებივარ,ისე გადავეშვი...
თითქოს ვფრენო,ისეთი სისწრაფით მივიწევდი ქვემოთ,თვალები დახუჭული მქონდა და ნიკუშას ხელს ვიყავი ჩაჭიდებული...
-გახსენი-დავიკივლე ჰაერში.
-ნახე,მგონი ძიირს ვეცემით-დრამატიზებულად წარმოთქვა და გაიცინა
-ნუ მაიმუნობ! იცოდე,მოგკლავ რომ მოვკვდებით!-მეც ვერ ვიაზრე,რა წამოვროშე
-მასე ქენი-ახარხარდა
-აუ გეხვეწები-მუდარაზე გადავედი და ქუთუთოები მთელი სიძლიერით დავაჭირე ერთმანეთს
-კარგი კარგი-გაიცინა,და მალე ჰაეროვნება ვიგრძენი...
ეერთ ადგილას ნელა ვფარფატებდით,და მალე მივაღწიეთ სამშვიდობოს...
ესეც ასე,მეორე სურვილიც ამისრულა ჩემმა "პრინცმა"
----
****
რავარია ჰა?
ისა,კომენტარები დატოვეთ ვინც კითხულობს რია :(
ლავ ლავ



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

კარგი იყო ძალიან ოღონდ ცოტა თავები გაზარდე რა არ მყოფნის მინდა უფრო მეტი წავიკითხო... და არ მინდა ანინე რომ მოკვდეს მე ჰეფი ენდის მოყვარული ვარ

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

უკეთესია..
გაგითვალისწინებია შენიშვები...უფრო დახვეწავ თანდათან.
ნიკოლოზს რა ღიმილი აქვს.კარგი წყვილი ჩანს.
წარმატებები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent