შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა რომელმაც სიყვარული ისწავლა


18-07-2015, 22:59
ავტორი takilo
ნანახია 3 209

ის ძალიან ლამაზი იყო, ქერა, ცისფერთვალება, მარწყვივით დიდი და წითელი ტჩები ქონდა, ყველას უღიმოდა. თავისი თავის ფასი იცოდა, ყველასთან რომანს აბამდა, თავს შეაყვარებდა და მერე მიატოვებდა. მზე მისით ამოდიოდა, დღე მისით იწყებოდა და ყველა მისით ხარობდა. ჭკუას ვერ სწავლობდა, იგივე შეცდომებს უშვებდა და გამოსწორებას არც კი ცდილობდა . არადა ის მხოლოდ 17 წლის იყო. სკოლას მომავალ წელს ამთავრებდა... სკოლაში სამი განუყრელი დაქალები იყვნენ ნუცა, ხატია და ლინა. დანარჩენ გოგონებს ზედაც არ უყურებდა, ყველას ამცირებდა.
-ნუცა გაიგე ხვალიდან ახალი კლასელი რომ გვეყოლება?-უთხრა ლინამ დასვენებაზე
-მართლა? არ ვიცოდი, გოგოა თუ ბიჭი?
-ბიჭია, შენი ახალი „მსხვერპლი“ - სიცილით უთხრა ხატიამ
-ეგ კაიააააა -კმაყოფილებით თქვა ნუცამ -მაგრამ ალბათ ამათნაირი მახინჯი იქნება და სკოლაში ავტობუსით ივლის -სამივემ სიცილი დაიწყეს -მაგრამ არაუშავს, გასართობად გამოდგება, ეგეც როგორც სხვები, ჭკუას დაკარგავს ჩემზე...
-უკვე ზარია, წამოდი შევიდეთ -თქვა ხატიამ.
გაკვეთილების შემდეგ ნუცა სახლში წავიდა. სულ იმაზე ფიქრობდა ვინ მოვიდოდა ხვალ. თუმცა იცოდა როგორიც იქნებოდა... სახლში მისვლისთანავე ოთახში ავიდა და ხვალისთვის ტანსაცმელს არჩევდა როდესაც ლინამ დაურეკა.
-ალო, გისმენთ
-ნუცა ლინა ვარ. რას აკეთებ, არ გინდა ცოტა გავისეირნოთი
-აუ არა, მეზარება. ხატიას უთხარი და ის წამოვა
-ოოოოო ერთი რა, მაგან ტვინი უნდა წაიღოს თავისი კომენტარებით, ხო იცი როგორიცაა... წამო რა
-ხო ვიცი, საშინელი ვიღაცაა. არათქო ხო გითხარი, შენთვის არ მცალია, დამანებე თავი -და ტელეფონი გაითიშა
-იდიოტი... -თქვა თავისთვის ნუცამ
მეორე დილას საგანგებოდ გამოიპრანჭა, ხატიამ და ლინამ გამოუარეს და სკოლაში წავიდნენ. როდესაც ზარი დაირეკა ყველა იმა უცნობ ბიჭს კითხულობდა. ის ის იყო ლინას მასწავლებლისთვის უნდა ეკითხა, რომ კარი გაიღო და შემოვიდა ვიღაც მაღალი ბიჭი, თავზე კაპიშონი ეხურა, თავი ძირს ქონდა დახრილი და სახე არ უჩანდა.
-ბოდიშით დაგვიანებისთვის... -თქვა ახალმოსულმა
-მხოლოდ 10 წუთით დაიგვიანე, პირველი დღისთვის არცთუისე კარგია, არა მასწავლებელო? -კომენტარი გაუკეთა ნუცამ
-ეი, ბარბი, მგონი შენთვის არ მითხოვია კომენტარის გაკეთება ხო? თუ რამე გამომრჩა? -ირონიით უთხრა ბიჭმა
ბავშვებმა სიცილი დაიწყეს, გოგოები განცვიფრებულები დარჩნენ მაგრამ ვალში არც ნუცა დარჩენია
-შენ ვის რა უნდა უთხრა, სახეს რატო მალავ? გეშინია არ შეგვაშინო თუ?! ...
-გეყოთ ბავშვებო. დამაცადე ნუცა, გაგაცნობთ და მის სახესაც ნახავ -უთხრა მასწავლებელმა -გაიცანით ბავშვებო, ეს თქვენი ახალი კლასელია, ნიკა. ახლა კი ნახავთ მის სახესაც...



№1  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 


№2  offline წევრი takilo

გაგრდზელება მალე დაიდება.. ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent