შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მილანიდან ისევ თბილისში [1]


18-07-2015, 23:02
ავტორი Salome17
ნანახია 2 706

-მაისურაძე, ამდენი ხანი მილანიდან ჩამოსასვლელად არ დაგჭირდა, სად ხარ?
-კარი გამიღე ამდენ ლაპარაკს, თოფურია.
ელენემ კარი წამებში გააღო და მეგობარი სახლში შემოატარა. ანამარიამ ნინი გადაკოცნა და დატვირთული პარკებით შევიდა ოთახში,რომელიც სავსე იყო ბავშვებით. ყველა წამოიშალა და ანამარიას მიესალმა, ორი ბიჭის გარდა.
-გუშინ იმდენი ხალხი იყო აეროპორტში, მერე ჩემთან რომ ვეღარ მოგეცით საჩუქრები.-საჩუქრების გაგონებაზე ყველას თვალები გაუბრწყინდა, მაგრამ გიორგის მშიერი კუჭი კვლავ აწრიალდა.
-მოდი ჯერ სუფრასთან დავსხდეთ და ესენი მერე იყოს-პარკები ხელიდან გამოართვა ბიჭმა და ერთი წლის უნახავ მეგობარს ხელი მოჰხვია და გაშლილი მაგიდისკენ წაიყვანა.
-უი, ანა, სულ დამავიწყდა გაიცანი ეს ბექაა, ჩვენი ნიაკოს შეყვარებული და ჩვენი ახალი მეგობარი, ისევე როგორც ნიკა. შორიდან ალბათ იცნობ...
-სასიამოვნოა-გაუღიმა ანამარიამ ბიჭებს.
******
-წამო რა გარეთ..-უჩურჩულა თოფურიამ მაისურაძეს, რომელიც სიცილისგან ცუდად იყო. წამოდგა და მეგობარს აივანზე გაჰყვა. ორივე ერთ პატარა ჭილის სკამში მოთავსდნენ ერთმანეთზე აკრულები. ანამარიამ სიგარეტი ამოიღო და ერთი ღერი მონატრებულ დაქალს გაუწოდა. ელენე ხანდახან ეწევა, სამაგიეროდ ეს ანამაირას მავნე ჩვევაა. მამა რომ გარდაეცვალა ბევრ სისულელეს აკეთებდა, მაშინ 15წლის იყო, მაგრამ მეგობრების დახმარებით ისევ ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა, მხოლოდ სიგარეტი ვეღარ დატოვა წარსულში.
-შენები სად არიან?-მოიკითხა ანამარიამ დაქალის მშობლები.
-ბებიაჩემთან დარჩებიან დღეს, ხომ დარჩები?
-აბა რა, ისე მომენატრე თან მილანური ამბები უნდა მოგიყვე, შენ კი თბილისური.-ორივეს გაეცინა და ერთმანეთს უფრო აეკვრნენ, მიუხედავად ზაფხულის სიცხისა.
-გოგოებო, შემოდით, რაღაც იდეა მოგვივიდა.-ეშმაკირი სახით გამოვიდა ნიაკო აივანზე და ორივე წამოყარა.
********
-რაჭა? -გაუკვირდათ ელენესა და ანამარიას.
-ხო გოგოებო, ბექა გვეპატიჟება თავისთან...
-ხო წამოხვალთ? სახლი დაკეტილია და დასალაგებელიც იქნება, მაგრამ ეგ არაფერი ორ დღეში მოვაგვარებ, თან გრილა, ამოვიწვით ამ თბილისში.
-აბა როდის მივდივართ?-ხელი-ხელზე დაარტყა გიორგიმ სიცილით.
-წავიდეთ, მაგრამ არავის შეწუხება არაა საჭირო, ჩვენ თვითონ დავალაგებთ ყველაფერს, ხო გოგოებო? -გამოთქვა აზრი ელენემ.
-რა თქმა უნდა-დაეთანხმა ნია და შეყვარებულს აეკრო.
-ერთი თხოვნა მაქვს, ერთ კვირაში ან რამდენიმე დღეში წავიდეთ, გუშინ ჩამოვედი და ჩემები წესიერად არ მინახავს.
-რა პრობლემაა ანა-გაუღიმა ბექამ.
ორი საათი ხდებოდა ბავშვები რომ დაიშალნენ, ყველას საკმაოდ ეტყობოდა ალკოჰოლის კვალი, მათ შორის ანას და ელენეს, რომლებმაც სიცილით ძლივს მიაღწიეს დივნამდე.
-აუ, ამას რა დაალაგებს!-დაიწუწუნა თოფურიამ და მეგობარს გახედა, არც ანამარია ჩანდა დიდად კმაყოფილი-კაი ხვალ დავალაგოთ დილით სანამ ვასო და ნინო მოვლენ.
ამის გაგონებაზე ანამარიამ თავი მეგობარს ჩამოადი და მაშინვე ჩაეძინა ორივეს იქვე.
დილით ანამარიმ ელენეზე ადრე გაიღვიძა. მოგებარს პლედი მიაფარა. მერე მეგობრის ოთახში გავიდა, ჯინსის შორტი აიღო და მუქი ნაცრისფერი, მოკლემკლავიანი მაიკა. მერე სამზარეულოში გავიდა და საუზმე გაამზადა ელენესთვის, თავისთვის მაგარი ყავა გაიმზადა და სახლის დალაგება დაიწყო. საბედნიეროდ პახმელია არასდროს აწუხებდა. მსგავსი საღამოებიც კი ენატრებოდა იტალიაში.
*********
ანამარია (ანა) დიასამიძე, 18 წლის. წინა წელს კონკურსში გაიმარჯვა და იტალიაში დაამთავრდა ხელოვნების სკოლა, სამინისტროს დაფინანსებით. ორი დღეა, რაც ჩამოვიდა მშობლიურ ქალაქში, საშინლად მოენატრა დედა,პატარა და და მეგობრები. გარეგნულად მაღალი და ძალიან, ძალიან გამხდარია, სწორი, მოკლე, შავი თმითა და მომწვანო-მოყავისფრო თვალებით. მიუხედავად იმისა რომ შეუძლია მთელი ღამე "გულაობაში" გაატაროს, დალიოს და იცეკვოს ელექტრონულ მუსიკაზე, ანამარია ძალიან განათლებული და მიზანდასახული გოგონაა, ყოველთვის გააჩნია თავისი პოზიცია, რომელსაც არასდროს თმობს.



ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, გთხოვთ შემიფასოთ, ღირს გაგრძელება თუ არა?



№1  offline წევრი talaxadze133

Pirvlad davinaxe sheni niki da mgoni axali unda iko..ras sheexeba istorias kargia ragacebi dasaxvewia magram magasac eshveleba...warmatebebi da velodebi shemdeg tavs da tan gacilebit dids <3

 


№2  offline წევრი Sofii

პახმელია არა ნაბახუსევი.
არა უშავს,ცოტა დასახვეწია უბრალოდ.
--------------------
დარაბებს მიღმა გაზაფხულია...

 


№3  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent