ვისკი და თანამედროვე კონკია.(თავი II)
ტუმბოზე წამალი და წყალი დახვდა,ალბათ სამსახურშიაო გაიფიქრა და სრაფად გადაყლაპა რამდენიმე აბი,იქვე მდგარ საათს დახედა და გაუხარდა თორმეტ საათს რომ უჩვენებდა,საწოლზე სპორტული შარვალი და კედები დახვდა, "შარვალი ალბათ მისია"-დაასკვნა,როდესაც ტანზე მოისინჯა,ღიმილით გააქნია თავი და სწრაფად ამოიცვა ჯერ შარვალი,შემდეგ კედები,საწოლი სწრაფად მიალაგა,კაბას და მაღლებს ხელი დაავლო და მხოლოდ ახლაღა შენიშნა მის წინ მდგომი გრძელი სარკე,რომელიც მდიდრული ორნამენტებით იყო გაფორმებული,საკუთარ თავს დააკვირდა სარკეში და კიდევ უფრო გაეღიმა,დიდი შარვალი,დიდი თეთრი პერანგი, ნორმალური ზომის კედები და გაწეწილი თმები,იმედია არავინ ნახავს, ფრთხილად გაიხურა კარები და ასევე ფრთხილად და ფეხაკრეფით დაეშვა უზარმაზარ,მდიდრულ კიბეზე,გაიფიქრა გადავრჩიო,როდესაც უკანასკნელი საფეხური წვალებით ჩაიარა,მაგრამ მალევე მოესმა ხავერდოვანი,გაუბედავი ხმა და ხმის პატრონისკენ სხარტად შეიხედა: -უკაცრავად,ქალბატონო,ბატონმა ერეკლემ დამაბარა თქვენთვის მეთქვა რომ...-აშკარად დაბნეული ჩანდა დაახლოებით მისივე ასაკის გოგონა და ცოტა გაკვირვებულიც,საკუთარ თავზე დაიხედა და მიხვდა გაკვირვება რამაც გამოწივია,კითხვისნიშნიანი თვალები მიანათა,ახლა უნდოდა სწრაფად გაცლოდა აქაურობას,ოღონდ ერეკლეს არ გადაყროდა სადმე,მიხვდა ბატონი ერეკლე გავლენიანი პიროვნება რომ იყო და გულწრფელად გაუკვირდა ასეთმა ახალგაზრდამ რკგორ მიაღწია ამდენს,ალბათ მამიკოს ხელი ურევიაო და საკუთარ ირონიაზე თვითონვე გაეცინა,გოგონა თითქოს გონს მოეგოო და უთხრა - მითხრა რომ გიორგი,უფროსწორად მძღოლი გაგიყვანდათ-მიუხვდა ეშმაკობას მამაკაცს,ან თვითონ ჩაიდო თავში რომ მამაკაცს მისი მისამართი უნდოდა და სწრაფადვე იუარა -არა,იყოს,შეგიძლია ტაქსი გამომიძახო? -კი,მაგრამ,გაბრაზდება.-შეშინდა გოგონა -ჯანდაბაშიც წავიდეს,ასე გადაეცით,არ დაგვემორჩილა და გაიცაო,მორჩა,მივდივარ-რკინის კარი წვალებით გამოაღო და ხმაურით გაიხურა,თავი ძლივს გააღწია სახლის წინ მოშენებულ ბაღს,ტაქსი გამოიძახა და იქაურობას გაეცალა ყველაზე მთავარი ერეკელეს სახლში დარჩა,თუმცა ჯერ აზრზეც არ არის. *** -მაკო,გიორგიმ წაიყვანა გოგონა? -არა,ბატონი ერეკლე,ჯანდაბაშიც წავიდესო ასე გადმოგცათ და თავ-ქუდ მოგლეჯილი გავარდა სახლიდან. -კარგი,არაუშავს,მაკო.-გაეღიმა გოგონას სიჯიუტეზე და წასვლას აპირებდა ისევ მაკოს ხმამ რომ გააჩერა -უი,სულ გადამავიწყდა ,ოთახის დალაგებისას ვიპოვე -წითელი შეფუთვა გაუწოდა ლოყებაწითლებულმა გოგონამ,ინტერესით ჩაიხედა შეფუთვაში და დანახვისთანავე ყურებამდე გაეღიმა,ღიმილითვე გაკოართვა ერეკლემ და საკუთარი ოთახისკენ აიღო გეზი. -თანამედროვე კონკია,მხოლოდ ეს დამიტოვა მოსაძებნად? რა პრობლემაა ქალბატონო-მხიარუალდ ჩაიბუტბუტა მისთვის და აბაზანაში შევიდა. ცხელი შხაპი გადაღლილობას ხსნისო,გამიგონია. *** -დედუსიი,მომენატრეეთ,დეე.-გაიწელა ტელეფონში -მეც მომენატრე,ლიზუუ,ხომ არ ჩამოხვიდოდი?-გაისმა ქალის ხავერდოვანი,თუნცა მოწყენილი ბარიტონი -კი,ოქსიიი,მამას უთხარი ხვალისთვის ამიღოს ბილეთი და ეგრევე გადმოვფრინდები-ღიმილით ჩაილაპარაკა და მამამისის ხმა,როდესაც მიწვდა ყურთასმენას ყურებამდე გაიკრიჭა -ახლავე ვრეკავ,მამიკოს პრინცესავ!-ლიზა მიხვდა,მამამისი 'არის სერ'-სახეს რომ იღებდა და დემონსტრირებულად ხელს საფეთქელთან რომ იდებდა და კიდევ უფრო გაეღიმა,როგორ მოენატრა ეს ორი,თითქმის ორი წელია არ უნახავს.მამუკა ცნობილი ბიზნესმენია და ძალიან განთქმულია საქართველოში,სქქართველოში ფეხი დიდიხანია მამუკას კომპანიას აქვს ადგმული,მამამისის დროიდან,მამუკამ მამის სიკვდილის შემდეგ გადაწყვიტა ფეხი საზღვარგარეთაც აედგა და პროეკტის დამუშავება დაიწყო,რამდენიმე ბიზნეს პარტნიორი იშოვა და ცოლ-შვილთან ერთად გადაწყვიტა გადაბარგება ნიუ-იორკში,აქსანა პროფესიით დიზაინერი გახლავთ და საკმაოდ ყურადღებიანად ეკიდება ამ სფერის,არაფრით ჩამოუვარდება სხვადასხვა მოდის სახლებს მისი მოდის სახლი "A.L.M" ,სახელწოდებაც დამაინტრიგებელია,ყველა ცდილობს გაშიფრვას,ზოგი ფიქრობდა რომ, ეი-ელ-ემი-აქსანას,ლიზას და მამუკას ნიშნავს,მაგრამ მალევე უარყვეს ეს მოსაზრება,რადგან ბანალურად მიიჩნიეს,თუმცა ეს რეალურად ასეა, აქსანას ძალიან უყვარს საკუთარი ოჯახი. ამ სამოდელო სახლის სახელწოდება მხოლოდ სამმა იცის,რომელთა სახელების პირველი ასოთი იწყევა დასახელება,და აპირებენ არავის გაუმხილონ,და ერღადერთი საიდუმლო იყის ოჯახში,რომელსაც ყველა ოჯახის წევრი შეინახავს.. -მამიი,მომენატრე ძალიან.-ყურმილის მიღმაც,რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებიდანაც იგრძნო მამაკაცმა ლიზას მოწყენილი სახე, სატირლად გადმობურცული ტუჩები და შეკრული წარბები -მამი,წარბები გაასწორე,ტუჩები ისედაც დიდი გაქვს ნუ ბურცავ და გაიღიმე,ღიმილი ყველაზე მეტად გიხდება,მამიკოს პრინცესავ-გულზე მალამოდ მოეფინა მამის სიტყვები,ყველაფერს ურჩევნია -მაა,ორ დღეში ჩაგეხუტები.. -ლიზუ,დედი,წავედით,შეხვედრაზე გვაგვიანდება,გელოდებით იცოდე და გვიყვარხარ ძალიან -მეც მიყვარხართ,დედიი.-ყურმილი გაუთიშა და საწოლზე ღონე-მიხდილი დაეცა. ახლა დაუფიქრდა ყველაფერს და ტირილი უნდა,მაგრამ იცის რომ ამით ვეღარაფერს უშველის,ამიტომ წასვლამდე მაქსიმალურად ეცდება გაერთოს,მანამ სანამ წავა,ამიტომ ამაღამ გოგოებს და ბიჭებს დაურეკავს და კლუბში დაჯავშნის ადგილს,რომ გაცილების საღამო გამოუვიდეს და სანამ მის ციცქნებს სამი თვით მოწუდება,მანამ ერთ დღეში დააგროვოს რამდენიმე მოგონება. ყველა ერთად მონიშნა და შეტყობინება გაგზავნა,დრო და ადგილი და სააბაზანოში შევიდა,მამაკაცის ნივთები გაიხადა და საგულდაგულოდ დაკეცა,არც გარეცხავს და არც გადააგდებს. ექნება სასიამოვნო მოგონებად,თავგადასავალი. ჩაიღიმა და ცხელი წყლის ნაკადს,რომელიც უხვად დაეშვა მის სახეზე ტანი მიუშვირა... *** -ლიზუ,რა ლამაზი ხარ-დააბზრიალა აკომ გოგონა და გულში ჩაიკრა-ძალიან მოგვენატრები ხომ იცი -აკოო,ნუ მაწითლებ,მალე გავა სამი თვე და ისევ თქვენთან დავბრუნდები,ოღონდ საქმიანი ქალის იმიჯით-ცხვირი აიბზუა და კისერი მაღლა ასწია,ყველას გაეცინა მის ქცევაზე. მართლაც რომ ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა ლიზუნა. უბრალო თეთრი ზედა, შავი გაშლილი ქვედაბილო,შავი პიჯაკი და გაშლილი,ტალღოვანი თმები უფრო მეტ სისადავეს ანიჭებდა მის იერს. გვერდითა მაგიდაზე 'ბატონი ერეკლეს' თვალებს რომ გადააწყდა მისი თვალები ღიმილი სახეზე შეეყინა და მენიუ სახეზე აიფარა,მერე ნელ-ნელა ჩამოუშვა და მომღიმარ ერეკლეს რომ ჰკიდა თვალი ტუჩზე იკბინა,მამაკაცს არ გამორჩენია მისი ეს ჟესტი და ქვედა ტუჩი მიმზიდველად დაისველა ენის წვერით,ამით ამცნო რომ წუხანდლი კოცნა ჯერ კიდევ ახსოვდა... *** -აქსა,ზეგ წვეულებაა და თან ბატონი წერეთელი გვესტუმრება -უი,სულ გადამავიწყდა-შეჰკივლა ქალმა -ისე,კარგი იქნებოდა ეგ და ლიზა თუ შეეწყვებოდნენ ერთმანეთს -რას ამბობ,მამუკა,აღარ თქვა ეგ მეორედ! იმ მშობლებს არ დაემსგავსო ბავშვს ფულის გამო რომ ათხოვებენ!-მკაცრად ჩაილაპარაკა და მის ნათქვამზე მხიარულად გადაიკისკისა,მიხვდა რა სისულელე თქვა,მამუკა თავის ქალიშვილს მსგავსად არასდროს მოექცეოდა.. -კარგია,რომ მიხვდი!-წარბები აათამაშა მამაკაცმა-ისე,მაინც,მოუხდებოდნენ არა? -საკმაოდ სიმპატიურია ბატონი წერეთელი,არაფრით ჩამოუვარდება ლიზას!-დანამდვილებით ჩაილაპარაკა ქალბატონმა ზვიადაურმა -ჩემს ლიზუნას რას უწუნებ,ქალბატონო?!-მოჩვენებითი სიმკაცრით ჩაილაპარაკა მამუკამ -არა,ვინ უწუნებს,მამუკა?! უბრალოდ ავღნიშნე რომ შეეფერება -ხო,თან ლიზაც უკვე 25ის გახდება მალე,დროა იფიქროს სერიოზულ ურთიერთობაზე -და დათუნა?! -ონიანი?! არასდროს მომწონდა!-მკაცრად დაიჭექა მისმა ხმამ -მალე გავა ეს ორი დღე და ვნახავთ როგორ დაუახლოვდება ჩვენი ქალიშვილი წერეთლების უფროს ვაჟს! -მე ყველანაირად ხელს შევუწყობ -მეც დაგეხმარები-ეშმაკურად ჩაიცინა და ქმარს მიეკრო გულ-მკერდზე. *** -ერეკლე,ერეკლე,მისმენ?!-ხელი აუფრიალა მამაკაცს გივიკომ -ჰა? რამითხარი?-თითქოს ბურანიდან ახლახანს გამოერკვაო,აბა რა იქნებოდა,სულ არ ეგონა ამ გოგოს აქ რომ ნახავდა-თანამედროვე კონკია-ჩაიბუტბუტა მისთვის -რას ამბობ?-თვალები დაავიწროვა მეგობარმა -არაფერს-საერთოდ არ უსმენს გივიკოს,ახლაც ამ გოგოს უყურებს და ერთიანად ეუფლება უბრალოების,მაგრამ ამპარტავნობის,უხეშობის შეგრძნება,ჰგონია რომ ნიღაბს ამოფარებული ქარაფშუტა გოგოა,რომელიც მის ხელში ჩაგდებას ცდილობს! <<რატომაც არა?!>> გაიფიქრა ერეკლემ <<ფული არ მაქვს,ქონება,თუ გარეგნობით ჩამოვუვარდები ვინმეს?!>> წამსვე შეიქო საკუთარი თავი. უბრალოება სადღაც ჯანდაბაში მოისროლა და ქარაფშუტობას დაჯერდა,განზრახ დაუტოვა საჩუქარი გოგონამ,თითქოს დარჩა,ამით რისი მინიშნება სურს ნეტა?! -ერეკლე,ჯანდაბა,მომისმინე-გაბრაზებულმა დაუღრინა გივიკომ -გივიკო,ერთი წუთით,საქმე მაქვს-ნელი ნაბიჯებით წავიდა ერეკლე მოცეკვავე გოგონასკენ... ------- ჰმ,იმედია მოგწონთ,გთხოვთ კომენტარებში დააფიქსიროთ საკუთარი აზრი. ჰო,პატარა თავია,მაგრამ დაქანცულმა დავწერე და გპირდებით შემდეგი თავი მსუყე იქნება. აქედანვე შევუდგები წერას. მადლობთ. მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.