შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მილანიდან ისევ თბილისში [2]


19-07-2015, 02:36
ავტორი Salome17
ნანახია 2 450

ყვავილების თაიგული გახსნა და წყალში ჩააწყო. სანთელიც დაანთო და ცრემლები მოიწმინდა, რომელთა დამალვას სათვალით ცდილობდა. ვერ იტანს ტირილს, მითუმეტეს სახალხოდ. მამის პანაშვიდები საერთოდ არ ახსოვს იმდენად გაბრუებული იყო, არც ხალხი ახსოვს, რომელიც მამის გარდაცვალებას უსამძიმრებდა. საერთოდ არ გამოვიდოდა ოთახიდან მასზე, რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მაგრამ დედას და დას მარტო ვერ ტოვებდა.
ერთი წელია მამის საფლავზე არ ყოფილა, მაგრამ მამის გვერდში დგომას სულ გრძნობდა და გრძნობს, თითქოს იქიდან ეხმარება. დათოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა, კი ყველა მამას უყვარს შვილი და პირიქით, მაგრამ ესენი მეგობრები უფრო იყვნენ ვიდრე მამა-შვილი. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი შვილი იყო, თანაც ქალურობით არასდროს გამოირჩეოდა, დათოს ყველაფერზე და ყველგან დაჰყავდა: ფეხბურთი, ნადირობა, თევზაობა, რაგბი, მაგრამ ასევე ცეკვა, ხატვა, ფორტეპიანო და ა.შ. ამიტომაც უკრავს ახლა არაჩვეულებრიბად პიანინოზე, მაგრამ ძალიან იშვიათად, ასევე მოხერხებული და სპორტულია. ხატვას რაც შეეხება, აქ უკვე ნიჭი მთავარია, ის რაც არასდროს აკლდა, პირიქით საკმარისზე მეტიც კი აქვს ანამარიას. მამას არასდროს არაფერს უმალავდა გოგონა, ამიტომაც როდესაც რამე უჭირს ან ულხინს პირველი აქ მორბის, ზის საფლავის ქვაზე და უყვება მამას ყველაფერს. სჯერა, რომ დათო ახლაც ისე უსმენს, როგორც მაშინ, წლების წინ.
*****
-რომელზე მიდიხართ ხვალ?
-8ზე უნდა ვიყო ბექას სახლთან, ვის სახლშიც მივდივართ. -კიდევ ერთხელ უხსნიდა ანა დედას გამგზავრების ამბებს. მიუხედავად იმისა რომ ანამარია სრულიად უცხო ბიჭის ოჯახში მიდის, მაკას არც ერთი წამით არ გაუწევია წინააღმდეგობა შვილისთვის, რადგანაც იცის, რომ ლაშა და გიორგი მასთან ერთად არიან. ეს ორი ბიჭი დათოს გარდაცვალების შემდეგ ანამარიასთვის მეგობრებიც იყვნენ, ძმები, მამები და თუ საჭირო იყო ბიძებიც. მანამდეც მეგობრობდნენ, რადგან ხუთეული პირველი კლასიდან მოდიან, მაგრამ დათოს ამბავმა ანა, ნია, ელე, ლაშა და გიორგი უფრო დაახლოვა და განუყრელები გახადა.
-აუ, დე, შენი გაკეთებული ბლინები მომენატრა...
-გაგიკეთებ დე, დილისთვის. თუ გინდა გზაშიც წაიღე.
-არა, მაკა, იყოს აქაც მეყოფა-სიცილით უთხრა ანამ დედას და მიეხუტა, ასე გააგრძელეს ტელევიზორის ყურება დედა-შვილმა.
სანამ დაწვებოდა ტასოს ოთახში შევიდა. მოუსვენარ ანასტასიას მშვიდად ეძინა. საწოლზე ჩამოუჯდა დას ანამარია, ცოტახანი უყურა. არა, აშკარად ულამაზესი გაიზრდება ეს ბავშვი, ანა ხო ულამაზესია, მაგრამ ტასო მართლა საოცრებაა, დედასნაირი კულუკა ღია ყავისფერი თმით, ანას ნაირი თვალებით და კურნოსა ცხვირით. ცოტახანი კიდევ უყურა ანასტანიას, რომელმაც დღეს სიქა გააძრო სეირნობისას, მაგრამ ძალიან მოენატრა და მოენატრება სანამ არ იქნება თბილისში. ბოლოს მაგრად ჩაკოცნა თავისზე გაწრიპული დაიკო და თავის ოთახში გავიდა. კიდევ ერთხელ გადაამოწმა ჩანთა და როცა დარწმუნდა, რომ არაფერი რჩებოდა თბილისში, ჩანთა შეკრა და ლოგინში შეწვა.

******
ცხრის 15 წუთი იყო ანამარიამ ტელეფონს, რომ დახედა და ელენე ურეკავდა, არ უპასუხა, ტაქს ფული მიაწოდა და მანქანიდან გადმოვიდა. მაშინვე შეამჩნია ერთად მოგროვილი ათამდე ახალგაზრდა და მათკენ წავიდა თავისი ჩემოდნით. მეგობრების სახეებით მიხვდა, რომ ყველა მას ელოდებოდა და ისევ დააგვიანა, მილანმა მისი არაპუნქტუალურობა ვერ შეცვალა.
-ძლიიივს! ტელეფონს რატო არ იღებ?? -მაშინვე მიახტა ელენე.
-იმიტომ რომ მოვედი-ღიმილით უპასუხა ანამ.
-კაი მოკლედ, ანამარია გაიცანი ეს ჩემი ძმაა ნოდო-ბექამ ხელით ქერა ცისფერთვალება ბიჭზე აჩვენა, ანას რომ უღიმოდა.-ეს კი მისი ცოლი მარუსა..-აჩვენა რიჟა გოგონაზე, რომელიც გულწრფელი ღიმილით უყურებდა ანას.
-მარიამი-ხელი გაუწოდა ანამარიას და ბექას დაუბღვირა-სასიამოვნოა..
-ჩემთვისაც-ღიმილითვე უპასუხა ანამ.
-მგონი მე დაგავიწყდი-გაისმა ბოხი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმა. ანამარიამ ხმის ავტორის ძებნა დაიწყო და წამიერად გაშტერდა როცა მაღალი, ღია ყავისფერი, ოდნავ მოშვებული თმით, განიერი მხრებითა და საოცარი ღიმილის მქონე არსება შენიშნა-კიტა... კიტა აბაშიძე-ხელი გაუწოდა "ამ" არსებამ და მომხიბვლელად გაუღიმა ყბაჩამოვარდნილ გოგონას.
-ანამარია მაისურაძე-ხელი შეაგება აზრზემოსულმა გოგონამ და მანაც გაუღიმა. რამდენიმე წამი ესე იდგნენ და ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ, მგონი ეს იყო ის ნაპერწკალი, რომელზეც ხშირად სმენია ანამარიას.
-ეხლა რა ხდება, გააგრძელა ბექამ-გოგონაც მისკენ მიტრიალდა, მაგრამ გრძნობდა ვიღაცის მწველ მზერას, არ უნდოდა იმ მხარეს გაეხედა რადგანაც ძალიან კარგად იცოდა ვის ეკუთვნოდა ეს მზერა.-მივდივართ ორი მანქანით: გიო, ელე, მე, ნიაკო და ლაშა ერთ მანქანაში, კიტას მანქანაში კიდევ დანარჩენები.
რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ელენემ უჩქმიტა და გააჩუმა: "პრეტენზიები არ გამაგონე ისეთ ბიჭთან გსვავ და თუ რამე გინდოდა კიდევ დროზე მოსულიყავი." მხარზე ხელი დაარტყა ძმაკაცივით და გიოს მანქანისკენ წავიდა. თავიდანვე შევიდა მარიამთან კონტაქტში, მაგრამ მალევე ლაპარაკისგან დაღლილ მარიამს უკვე კაი ხნის ჩაძინებული ქმრის მხარზე ჩაეძინა. ანამარიასაც სხვა რა გზა ჰქონდა ნაოშნიკები გაიკეთა, მუსიკა ჩართო და თვალები დახუჭა, როცა იგრძნო რომ მანქანა გაჩერდა, თვალები გაახილა და წამოიწია, მანქანა გზის პირას იდგა და შიგნით ნიკა აღარ იყო, უნდოდა ეკითხა ნიკა სად წავიდაო, მაგრამ შერცხვა კიტასთან ლაპარაკის დაწყების, არადა არ არის კომპლექსიანი პირიქით ძალიან კონტაქტურია. მანქანის სარკეში კიტამ ანამარიას თვალებს რომ გადააწყდა,კითხვის ნიშნებით, ხმა ამოიღო
-ბუნებრივი მოთხოვნილებები...-კიტას ხმას არ ელოდა, მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა და მგონი გაწითლდა კიდეც. საპასუხოდ კი მხოლოდ გაუღიმა.

*****
ჩავიდნენ თუ არა ოთახებში გადანაწილდნენ. სამწუხაროდ ერთ-ერთი მათგანი ულოგინოდ რჩებოდა, ამიტომაც ძმებმა, როგორც მასპინძლებმა განაცხადეს, რომ ერთ-ერთი მათგანი მისაღებში დაწვებოდა დივანზე. მაგრან იქიდან გამომდინარე, რომ ორივეს მეწყვილე ჰყავდა, კიტამ ეს თავის თავზე გადაიბარა და უოთახოდ და ულოგინოდ ის დარჩა. წყვილების არ დაშორებით კი კიტამ კიდევ ერთი პლუსი დაიწერა ანამარიას თვალში. მაგრამ ეს პლუსებიც და მათ შორის ნაპერწალიც იმავე საღამოს გაქრა.
ცოტა დასვენების შემდეგ, გოგონებმა სუფრა გაშალეს, უკვე დასხდომას იწყებდნენ ანამარია, რომ გამივიდა სამზარეულოდან შუშის სავსე გრაფინით ხელში. არ ვიცი რა დაემართა, მაგრამ გრაფინი ხელიდან გაუვარდა და პირდაპირ მაგიდას დაეხეთქა, წითელი ღვინით გაიწუწა ათივე, სუფრა დაისვარა და გრაფინაც გატყდა. ის იყო ყველას სიცილი უნდა აეტეხა,მოულოდნელი ყვირილის ხმა გაისმა:
-არ შეიძლება ცოტა ყურადღებით იყო? -ეს კიტა იყო, რომელიც განრისხებული თვალებით უყურებდა ანას თან თავის თეთრ მაისურს აკვირდებოდა, რომელსაც წითელო ღვინის ლაქები ჰქონდა. ყველა გაჩუმდა, ანამარია გაშტერდა, ბოლოს კი სირბილით დატოვა ოთახი.
მთელი საღამო ოთახში იჯდა, ისეთი გაბერილი იყო ბრაზისგან, შეიძლება გამსკდარიყო.
"რა მოხდა?! მაგას არაფერი გაუტეხავს? ხეპრე ეგ, უხეში, დედაჩემს არ აუწევია ჩემთვის ხმა ეგ ვინ მიგდია?!" ფიქრობდა ანამარია და აღარც კი ახსოვდა დილანდელი ფიქრები კიტასთან დაკავშირებით.
გვიანობამდე ელოდებოდა, რომ კიტა შემოვიდოდა და ბოდიშს მოუხდიდა, მაგრამ ყველა იყო შესული მის გარდა, დაახლოებით 2-3საათი იქნებოდა, ანამარიას საშინლად რომ მოუნდა სიგარეტი და ლოგინიდან წამოდგა. რამდენიმე ზომით დიდ მაისურზე ჯინსის შორტი და კედები ამოიცვა, პლედი მოიხვია და გარეთ გავიდა. სხვის სახლში იყო და დაუკითხავად ვერ მოწევდა ნებისმიერ ადგილას. თან ისედაც უყვარდა ღამის ნიავი, რომ თმას უჩეჩავდა. სკამში ჩაჯდა, ფეხები მოაჯირზე შემოაწყო და სიგარეტს მოუკიდა, თითქმის "ბიჩოკამდე" იყო ჩასული კარის ხმა რომ გაიგო, დაეზარა თავის მიტრიალება, მაგრამ აღარც დასჭირდა ცოტახანში გაისმა ხმა რომელზეც ზუსტად ერთი დღის წინ გაგიჟდა:
-საშინლად არ გიხდება სიგარეტი-გაღიზიანებული ჩანდა კიტა.
-მერე?-ვითომც არაფერი ტონით შეხედა ანამარიამ ბიჭს, რომელიც მოაჯირზე იმ წამის დამჯდარი იყო, ზუსტად მის პირდაპირ და მისი ფეხების გვერდით.-შენ გგონია თავს დავანებებ, შენ გამო?
-არ მგონია-ირონიულად გაუღიმა კიტამ- შემოთავაზება მაქვს: მოდი ერთად დავანებოთ თავი.-ანამარია რაღაც სხვა პასუხს ელოდებოდა, მუქარას ან რამე მსგავს, კიტას სიტყვებზე გაეღიმა, ბიჩოკი ჩაწვა და სახლში შებრუნდა.ეს იყო რაღაც ახლისდასაწყისი, რომელიც ყველაფერს შეცვლიდა უკეთესობისკენ ან პირიქით!

მადლობა წინა თავზე კომენტარებისთვის, ვცდილობ გავითცალისწინო!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent