დაუპატიჟებელი სტუმარი (13)
I. მთელი ყურადღება სვანეთის ულამაზესი მთებისაკენ გადაიტანა, რომელიც ნელ-ნელა ენაცვლებოდა ერთმანეთს. სვანეთი თავისი განსაცვიფრებელი მთებით, მინდვრებით, მყინვარებითა და ტყეებით თავგადასავლებისა და აღმოჩენების ოაზისია. ერთ-ერთი უმშვენიერესი და უძველესი კუთხეა საქართველოში, სადაც ადამიანები და ბუნება ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. ცაში აჭრილი ულამაზესი მაჩუბები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს უძველესი ქართული კულტურის სახსოვარი ცაში აჭრას ცდილობდა და ვერა და ვერ უახლოვდებოდა საწადელს. ამაყად, უფრო სწორად „სვანურად“ მდგარი სიძველეშეპარული კოშკები სიდიადისა და ამპარტავნების გრძნობას აღვივებდა გულში. სუფთა, ცივი ჰაერი ნესტოებს მწარედ ელამუნებოდა, თუმცა ესეც სიამოვნებდა ნაინას. უყვარდა სვანეთი - მხარე, ქართული წმინდა სისხლის დაუკარგავი ნაშთის მატარებელი. თუმცა არასოდეს უნახავს იგი. თუ არ ჩავთვლით, ფოტოებსა და ვიდეოებს, რომელისაც ინტერნეტ-სივრცეში ათვალიერებდა. თითქოს გადაავიწყდა ის, რომ რამდენიმე წუთში ხვიბლიანი უნდა ენახა. ყველაფრის გაანალიზების შემდეგ, რაღაც-რაღაცებში საკუთარი თავიც დაადანაშულა, ასეთი სუსტი ნებისყოფა რომ აქვს! ყველაფერზე ბღავის და ერთი მხრივ, ეს მისი წარსულის ბრალიც კი არის. იმდენი რამ გადაიტანა ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, რომ ახლა სურს, ყველაფერი თითქმის იდეალურად იყოს. აღარ უნდა ამდენი ცრემლი, ტირილი, მოთქმა-გოდება, მაგრამ არ გამოსდის და რა ჰქნას?! რაც არ უნდა მომხდარიყო, ალბათ, არასოდეს მობეზრდებოდა ემზირა ამ ულამაზესი სანახაობისათვის! მწვანედ მოლივლივე მინდორ-ველი და ოდნავ მაღლა მდებარე ალპური მდელოები, სამოთხეს უტოლდებოდა... მიწიერ სამოთხეს! არ ესმოდა ხვიბლიანის, ასეთი ლამაზი სახლი ჰქონია სვანეთში, თბილისში რაღა აჩერებდა?! სულ დამტვრეული რომ ჰქონდეს თავ-პირი, მაინც ჩამოვა აქ.. მაგრამ როგორც ჩანს, მიტოვებულია სოფელი და მხოლოდ დასასვენებლად ჩამოდის ხალხი. მანქანიდან გადმოვიდა თუ არა, სავსებით შეიგრძნო ბუნება. სუფთა ჰაერით ამოივსო ფილტვები და დინჯი ნაბიჯებით გადაუყვა ვიწრო ბილიკს. ბილიკი შედარებით ღია ფერის იყო, ვიდრე მინდორი და ალაგ-ალაგ სხვადასხვა ფერის კენჭებიც ეყარა. საცალფეხო გზას ხის სახლამდე მივყავდით, რომლის საკვამურიდან ნაცრისფრად ამომავალი კვამლი ღრუბლებს უერთდებოდა. ბუნებამ კიდევ ერთხელ დააფიქრა ნაინა. თითქოს უსულო საგნებიც ეჩურჩულებოდნენ და საკუთარი საქციელის გააზრებას სთხოვდნენ. იმაზე ზედმეტი მოუვიდა ბერდიასთან, ვიდრე უნდოდა გამოსვლოდა და მოსალოდნელიც კი იყო, რომ ხვიბლიანი მასზე გაბრაზდებოდა. რა ნამუსით უნდა ეხსენებინა მასთან სიყვარული, არ იცის და ერთი მხრივ არც უნდა რომ გაიგოს, რადგან იცის - ძალიან დაწყდება გული საკუთარ თავსა და საქციელზე. ძირითადად, არ სჩვევია მსგავსი ჩერჩეტული გამოხტომები, მაგრამ შეცდომებს ყველა უშვებს. მთავარია, მისი გამოსყიდვა ვცადოთ. გონებაში უაზრო ტექსტების დალაგება არ დაუწყია, რადგან ხვდება, საქმე საქმეზე რომ მიდგება, აღარაფრის თავი ექნება და ძლივს-ძლივობით შედგენილ-გაზეპირებული ტექსტი პირველი სიტყვის თქმისთანავე დაავიწყდება. ურჩევნია, მანამდე მაინც იყოს მშვიდად და აფორიაქებული არ გამოეცხადოს ბერდიას. ეზოში წელში მოხრილი სილუეტი გამოჩნდა, რომელსაც მარჯვენა ხელით მასზე ოდნავ მაღალი ხის ჯოხი ეჭირა, თავის შესამაგრებლად. უხვ ნაოჭებს მის სახეზე წარსულის კვალი დაეტოვებინათ და კიდევ უფრო დაებერებინათ ქალი. ალალი ღიმილით გადაკოცნა ყველა, განსაკუთრებით ვაჟას მოეალერსა, ისე ეპყრობოდა, როგორც საკუთარ შვილიშვილს. მოხუცის სახელი მალევე გაახსენდა. "ანანია" ბერდიას ბებიისა და მისივე თქმით, მომავალი ქალიშვილის სახელი. ის საღამო გაახსენდა, მასთან ერთად, ჩვეულებისამებრ ჩხუბში რომ გაატარა და გაღიმება მოუნდა.. - ეს რა ლამაზი გოგო ჩამოგიყვანიათ, შვილო! -ნაინას ჯერიც დადგა და მასაც არანაკლები სითბო უწილადა ანანიამ. - გრეტას ნათლულია ხომ? - ხო, ნაინა ბერიძეა, თედოს და ლიას ქალიშვილი. -აუხსნა მოხუცს სიტუაცია ვაჟამ, რადგან შეიძლება აღარც კი ხსომებოდა გოგონა მას.. რადგან ბოლოს როცა ნახა, ბერიძე სულ რაღაც სამი წლის იყო. ნაინას დედ-მამის გახსენებამ მივიწყებული ჭრილობები ხელახლა გადაუხსნა და კიდევ ერთხელ, ჩვეულზე უფრო მეტი სიმწარით იგემა მათი დაკარგვით გამოწვეული სიცარიელე. ვინც არ უნდა მიგატოვოს, ვინც არ უნდა გატკინოს გული, თუნდაც ყველაზე საყვარელმა ადამიანმა, მშობლები ყოველთვის ის ადმიანები იქნებიან, ვინც არასოდეს დაგტოვებენ ტკივილთან მარტო. ზურგს შეგიმაგრებენ და რაც არ უნდა რთულ მდგომარეობაში იყო, გეტყვიან "ყველაფერი კარგად იქნება.." როცა მათ კარგავ, თითქოს საძირკველი გეცლება და მხრები გიმძიმდება. გული მარადიული ხსოვნით გევსება და ტკბილ, თუნდაც მწარე მოგონებებთან მარტო დარჩენილი ცხარე ცრემლით ტირი. გგონია, მთელი სამყარო იმარხება მათთან ერთად და ყველა ის ადამიანი გძულს, ვინც მათი ასაკის, ან მათზე უფროსია.. ფიქრობ, ისინი რატომ უნდა იყვნენ ცოცხლები და ჩემი მშობლები არაო. მერე ეჩვევი ტკივილლსა და სიძულვილს. ჭრილობაზე მარილს გაყრის მათთან დაკავშირებული ყოველი მოგონება თუ ნივთი. ყოველ დღე გლოვობ მათ, სხვებისგან შეუმჩნევლად, გლოვა გვექცევა რუტინად და ამდენი შავი დღისდა მიუხედავად, მაინც გვიან ვაცნობიერებთ, რომ ისინი დავკარგეთ.. ვხვდებით, ცრემლით ვერაფერს რომ ვერე გავაწყობთ, მაგრამ მაინც გვეტირება და ტკივილს, რომელიც სხეულში გამანადგურებელი დოზითაა ცრემლებს ვუნაწილებთ. ყოველი წარსულიდან აწმყოში გადმოსროლილი მოგონება მათ რაოდენობას ანახლებს და წამებას გვიასმაგებს. - არა, შვილო, არ იტირო! -ფიქრებიდან ანანიას ხმამ გამოიყვანა, -ვიცი, რასაც გრძნობ ახლა, მაგრამ წინ უნდა იყურო! წარსულს განხილვა და განახლება რად უნდა? მას იმიტომ ჰქვია "წარსული" რომ უნდა გაუშვა და დავიწყების კარი უნდა ჩაუკეტო.. შემოგევლოს ანანია..- დაკოჯრილი ხელები ღაწვებზე ჩამოუსვა და ობლად დადენილი ორი ცრემლი მოსწმინდა. ნაინაც ისე გადაეხვია მოხუცს, როგორც საკუთარ ბებიას და თვალები დახუჭა. მისი თბილი სურნელი ჩაისუნთქა. შეიგრძნო ბედნიერების სიტკბო, რომელიც ამ ქალმა გაუღვივა გულში.. სახლში ისე შევიდნენ, ანანიას მისი წელისათვის თბილი ხელები არ მოუცილებია. დროგამოშვებით უსვამდა მათ თეძოებზე. ბერდიას დანახვამ, რომელსაც ჩვეული მკაცრი სახე ჰქონდა, კიდევ უფრო აუჩუყა გული. ამჯერად ნამდვილად დარწმუნდა, რომ დამნაშავეა და ამას წყალი არ გაუვა. ხვიბლიანი ისე მიესალმა ყველას, მისთვის ერთხელაც კი არ შეუხედავს. ნაწყენია, აშკარად! ეს მოსალოდნელიც კი იყო, მაგრამ გული ამდენად თუ ეტკინებოდა, ვერ წარმოიდგენდა. ცივი გადაკოცნით მიესალმა ნაინას, ისე რომ სიტყვაც არ უთქვამს მისთვის და ზურგი შეაქცია. ამდენ ხალხში რომ არ იყოს, ხმამაღლა დაიწყებდა ბღავილს. უარესის ღირსია მისი სიჩერჩეტის გამო! ელემენტარული ის არ იცის, რა სწყინს და არა - არა სვანს. ვერც უბრალოდ ბოდიშს მოუხდის. უნდა აგრძნობინოს რომ ნანობს ჩადენილს. II საუცხოო სუფრა გააწყეს აივანზე, აქ ნამდვილად იგრძნობდით თავს ბუნების წიაღში. ირგვლივ უზარმაზარი მთები იყო გარსშემორტყმული. ნაინა სუფთა ჰაერს სიამოვნებით სუნთქავდა და ალვეოლებს დასკდომამდე ბერავდა ჟანგბადით. თვალებში მაინც ჩასდგომოდა ნაღველი, რაც ყველაზე თვალსაჩონო იყო და ერთი სული ჰქონდა, ხვიბლიანი სადმე გასულიყო, რომ უკან მიჰყვებოდა და მოუბოდიშებდა. - შენ რატომ ხარ მოწყენილი, ბებია?! -პირველად ანანიამ იკისრა თავის თავზე გოგონას ცუდ ხასიათზე ყოფნის მიზეზის კითხვა. - არაფერი, უბრალოდ, ჩავფიქრდი.. -ბლუყუნით იმართლა თავი ნაინამ და ქალს გაუღიმა. - მიგიხვდი ნაღველს.. მიგიხვდი! -ჩაიცინა ქალმდა და ვაჟას სადღეგრძელოს დაუგდო ყური. თვალი კვლავ გაეპარა ხვიბლიანისკენ, რომელსაც დანა კბილს არ უხსნიდა. ბერდია უცებ წამოდგა, მოიბოდიშა და აივანი დატოვა. ხელსაყრელი მომენტის გამოჩენით გამოწვეულმა აღელვებამ, კინაღამ საცივში ამოაყოფინა თავი. ბორძიკით წამოდგა ფეხზე და ისიც სვანის კვალს მიჰყვა. ფეხები უკან რჩებოდა და ნერვიულობისგან მუცელი სტკიოდა, მაგრამ ამისათვის ნამდვილად არ ეცალა. ახლა მისთვის მთავარი ის იყო, რომ დანაშაული გამოესყიდა და მასსა და ბერდიას შორის წყალი მეტად არ ამღვრეულიყო. ხის კიბეები ჩაიარა და გადაღმა მიმავალ ხვიბლიანს უკან გაჰყვა, თუმცა უკვე ნელ-ნელა ბინდდებოდა და ბიჭსაც ვეღარ ხედავდა ისე ნათლად, როგორც დღისით. მიუხედავად ამისა, მისი გონება წამითაც არ მოუცავს შიშს. ამჯერად ყველაზე ძლიერ ადამიანად გრძნობდა თავს. რაც უფრო გრძელდებოდა გზა, მით უფრო ბინდდებოდა და ნაინასაც ეპარებოდა შიში, რომლის დაფარვასაც ასე თუ ისე ახერხებდა. მგლის ერთი ამოყმუვლებაც კი საკმარისი გახდა იმისათვის, რომ პანიკას მოეცვა მისი გული და გონება. უკან მოიხედა, მაგრამ შავი ლანდშაფტის მეტს ვერაფერს ხედავდა. არც წინ იყო დიდად განათებული გზა. თვალები გინდ დახუჭული ჰქონოდა, გინდ გახელილი, სულ ერთი იყო, მაინც ვერაფერს ხედავდა. "ღმერთო, ნუთუ ასე უნდა დავასრულო სიცოცხლე?! თუ მომკლავ, ერთი თხოვნა მაქვს, მგლებს ნუ შეაჭმევინებ ჩემს თავს, მთელი დამმარხეთ, რა იქნება!" სანამ ნაინა საკუთარი სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს წარმოიდგენდა, მანამდე ცივმა სიომაც დაუბერა და თითქოს ახლაღა მიხვდა, რომ ღამით აქ საშინლად ყინავდა... მას კი მხოლოდ მოკლესახელურებიანი მაისური ეცვა. ბოლოს სიცივემ და შიშმა თავისი ჰქნა და მოცელილივით დაეცა მიწაზე ნაინა. გულმა ჩვეულებრივი, რიტმული ცემის ტრადიცია დაარღვია და სამჯერ უფრო სწრაფად დაიწყო ფეთქვა.. მერე კი აღარაფერი გაუგია. ერთხელ ამოირიალა გაურკვეველი სიტყვები და მთლიანად გამოეთიშა მიწიერ სამყაროს... III მძიმედ გაახილა თვალები და ისევ დახუჭა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს თითოეულ წამწამზე აგურები დაეკედებინათ, რაც საქმეს ურთულებდა. ძლივს-ძლივობით სუნთქავდა და ნერწყვის ყოველი გადაგორებისას, ეგონა ყელს ეკლები უფხოჭნიდა. ამჯერად თავიდან სცადა თვალები გაეხილა, შემდეგი ცდა წინასთან შედარებიტ ნაყოფიერი გამოდგა და მბჟუტავი სინათლით განათებულ პატარა ოთხას ნელა მოავლო თვალი. ხის სავარძელში დიდი, ახოვანი სილუეტი იჯდა და თავი უკან გადაეგდო. ხელებს სკამის სახელურზე მონოტონურად ამოძრავებდა, რაც გვარწმუნებდა იმაში, რომ მას კიდევ ეღვიძა. მშრალი ხველა აღმოხდა გოგონას, რის გამოც კაცმა თავი წინ გადმოსწია და ახლა კარგად დაინახა სინათლის შუქზე ბერდია. წარბები შეკრული არ ჰქონია, კიდევ კარგი, მაგრამ ისეთი სახით უყურებდა, ამას მისი ჩვეული მიმიკა ერჩია. - რაზე ფიქრობდი, ერთი, შუაღამისას სვანეთის მთებში რომ მოინდომე გასეირნება?! რომ არ მეპოვე სად მიდიოდი? - გაღიზიანებული მიეჭრა მის საწოლს და ზემოდან დააცქერდა. მათი სახეები იმდენად ახლოს იყო, რომ წამით სუნთქვა შეწყვიტა გოგონამ. - მე.. მე მინდოდა.. -ხრიალით წარმოსთქვა ორიოდე სიტყვა, შემდეგ კი ყველის ტკივილმა შეაწუხა და გაჩერდა. - რა გინდოდა? მითხარი, რა გინდოდა?! -ბრაზიანი ტონით მიუგდო უხეშად სიტყვები, - ჩემი სიკვდილი გინდა, გოგო?! მითხარი! - არა.. ბოდიში მინდოდა მეთქვა, -ამოღერღა ჩურჩულით, თითქოს რაღაცას მალავს და არ უნდოდა სხვას გაეგო. - სულ საბოდიშოდ რატომ იხდი საქმეს? -გაკვირვებით ჩახედა ცისფერ თვალებში. - ზედმეტი მომივიდა, შენმა სიტყვებმა გამაბრაზა.. შეიძლება, ჩემმა ბოდიშმა ბრაზი არ გაგიქარწყლოს, მაგრამ.. მე მართლა ვნანობ. - დაიძინე! -უპასუხა ისე, თითქოს მისი სიტყვები არ გაეგოს. - მაინც შეგიცვლი აზრს! -თქვა მტკიცედ. შემდეგ კი ისევ ხველა აუტყდა და თვალებიდან ცრემლები გადმოუცვივდა. - გაჩუმდი, თორემ დაიხრჩობი! დამელოდე, რძეს მოგიტან. -კატეგორიულად გააფრთხილა გოგონა ბერდომ და კარისკენ წავიდა, თუმცა ყოველ წამს ეგონა, რომ ბერიძე რაიმეს ეყოდა, თუნდაც პრეტენზიას გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რომ არ უყვარდა რძე.. მაგრამ იმედები "გაუცრუვდა". წყნარად შემოუტანა ცხელი რძე ჭიქით და მიაწოდა. საწინააღმდეგოდ ერთი სიტყვაც არ უთქვამს ნაინას, ჩუმად დალია რძე და ცარიელი ჭიქა კომოდზე დადო. -მადლობა, -უთხრა მიწურული ხმით და ეცადა გაეღიმა. გულის სიღრმეში, რატომღაც სიამოვნებდა ხვიბლიანი მასზე რომ ზრუნავდა.. მოვალეობები შეიცვალა.. ადრე ნაინა უვლიდა სვანს, ახლა კი პირიქითაა. - წადი, შენს ოთახში და დაიძინე.. არ გინდა აქ დარჩენა,- შეებრალა მისი დაღლილი სახე რომ დაინახა და თბილად მისცა "შენიშვნა". - ჩემ ოთახში ვარ. -უპასუხა მკაცრი ტონით ბერდიამ. - მე მივიწევი და შენც დაწექი! -ეცადა კომპრომისზე წასულიყო. სინამდვილეში კი იცოდა, ბერდო თუ მის გვერდით დაიძინებდა, მთელი ღამის თეთრად გადათენება მოუწევდა. - არ მინდა! - ახლა შენ იქცევი ბავშვივით! არ ვიკბინები, ნუ ღელავ, თუ გინდა ზურგი შემაქციე, ოღონდ აქ დაიძინე! -დამნაშავის ტონით საუბრობდა გოგონა. მართლა უნდოდა იქ დაწოლილიყო ხვიბლიანი. ნამდვილად არ უნდოდა მის გამო არაკომფორტულ გარემოში გაეთია ღამე მამაკაცს. - გვერდზე მიიწიე! -უთხრა დანებების ნიშნად ხვიბლიანმა და ფეხზე წამოდგა. ნაინამ ენერგიულად დაიკავა ადგილი საწოლის მარჯვნივ და საკმარისი ადგილი დაუტოვა ბერდიას დასაწოლად. - სულ ასეთი დამთმობი რომ იყო რა მოხდება? -ამოიოხრა ჩუმად, თუმცა ბერიძის ყურს არაფერი დარჩენია გაუგებარი. უბრალოდ, გაეღიმა და შეტყუპებული ხელები თავქვეშ ამოიდო. იგრზნო, როგორ მიუწვა გვერდით ხვიბლიანი და ზეწარი გადაიფარა. კიდევ ერთხელ იგრძნო თავი დამნაშავედ და თვალები ცრემლით აევსო. არ უნდოდა, ასე გამოსვლოდა.. წასულიყო დათმობაზე და ეთქვა, რომ ენატრებოდა. ახლა მობოდიშება უწევს და გული უარესად ტკივა, მასზე ნაწყენს რომ ხედავს. ყველა უბედურება მას ეხვევა თავზე, ყველა სიჩერჩეტე მას ემართება. - არ მაპატიებ? -ათრთოლებული ხმით ჰკითხა და ეცადა ცრემლები ხმაში არ შეპარვოდა. წამწამები ააფახულა თუ არა, მაშინვე დაედინა ცრემლები ღაწვებზე. - მისაყვედურე მაინც, -განაგრძნო ბლუყუნი, - ჩუმად რომ ხარ, უარესად მტკივა გული.. მეჩხუბე ან წამკბინე.. რამე გააკეთე! - ჩემი გასაკეთებელი რომ გავაკეთე, კარგი პასუხი მივიღე. იგივეს გამეორებას არ ვაპირებ. -კატეგორიული ტონით გასცა პასუხი და ღრმად ამოიოხრა. - კარგი! -ხელით უცებ მოიწმინდა ცრემლები თვალის უპეებიდან და მისკენ სწრაფი მოძრაობით გადაბრუნდა. გაკვირვებულმა გადმოხედა ზემოდან ხვიბლიანმა ნაინას. ბიჭს შავი მაისური ეცვა და მკერდი ღრმად აუდ-ჩაუდიოდა. თხელი, წვრილი ხელები წელზე შემოხვია სვანს. იგრძნო, როგორ შეეკრა სუნთქვა კაცსაც და იგივე გამოსცადა საკუთარ თავზეც. - ნაინა, რას აკეთებ? -გაღიზიანებული ტონით სცადა გოგონას მოშორება, თორემ ისე ხმა არ გაუღია. - გეხუტები და არ მინდა საყვედურები ვისმინო შენგან. ცუდს არაფერს ვაკეთებ. -თავი მის მკერდზე კომფორტულად მოათავსა და თვალები დახუჭა. - ღმერთო, შენ მიშველე! -ამოიოხრა ხმამაღლა ბერდიამ და მანაც განათავსა მის წელზე ხელები. --- შემიფასეთ. ბოდიში შეცდომებისთვის, თვალის გადავლებაც ვერ მოვახერხე, რადგან მთელი ოჯახი თავზე მადგას. მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.