შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვისფერი [5]


19-07-2015, 21:47
ავტორი რაც გიყვარს
ნანახია 1 554

5 თავი

-მოგეხსენებათ, ქალბატონო, რომ მეოთხე უარყოფითი არც ისე ხშირია. - შეიშმუშნა ექიმი და მერე, ისევ სახეწაშლილ ქალს ახედა, მომლოდინე თვალებით რომ მისჩერებოდა ახალი ამბის მოლოდინში - ამჟამად ბაზაში არ გვაქვს.
-კი მაგრამ ... - სახე აერია და ფერმკრთალი თითები ღაწვებზე ჩამოისვა - ანუ ... ეს ... - სათქმელს თავი და ბოლო რომ ვერ მოაბა, დუმილი ამჯობინა თვალებით დაუსვა კითხვა ექიმს, მამაკაცმაც, რა თქმა უნდა, უსიტყვოდ გაუგო.
-წინასწარ პანიკას ნუ ავწევთ, რამდენიმე დღე გადამწყვეტ ფაქტორს არ წარმოადგენს. - ყველანაირად ცდილობდა თეთრხალათიანი ექიმი ქალბატონის დაიმედებას, თუმცა, ხშირად არც ისეთი მარტივია ემოციების კონტროლი და წამწამებზე დაგუბებული, მარილიანი სითხის შეკავება - აუცილებლად გამოჩნდება დონორი და ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ. - თავი დამაიმედებლად დაუქნია, ხელისგული ფრთხილად მიადო მკლავზე და როცა დარწმუნდა, რომ ქალი ხმის ამოღებას არ აპირებდა, აუჩქარებელი ნაბიჯით დატოვა მიმღები. აფორიაქება გამოხატვოდა სახეზე ექიმს და ნინა მიხვდა, რამხელა სირთულეს წარმოადგენდა მათთვის უიმედო პაციენტებისთვის იმედის მიცემა. ამ შემთხვევაში, პაციენტი უიმედო სულაც არ გახლდათ, რადგან ბედმა გაუღიმა და ეს დიალოგი პირველმა მოისმინა.
კმაყოფილი ღიმილით დაიძრა ნინა კახას კაბინეტისკენ. არაფერზე უფიქრია, ისე შეგლიჯა კარი და გაღიმებული აისვეტა ოდნავ გაკვირვებული მამამისისა და ... და ... ანდრიას წინაშე. ბურდულს აქ არ ელოდა და გაახსენდა თუ არა მათი უკანასკნელი დიალოგი, ღიმილიანი სახე უკმაყოფილო გამომეტყველებამ შეუცვალა.
-ხდება რამე, ნინა?! - თვალები დააწვრილა კახამ და აშკარად რაღაცის სათქმელად მომზადებული, კართან ატუზული ქალიშვილი შემფასებლურად შეათვალიერა. ეს მეორე შემთხვევა გახლდათ, როცა ნინამ საკუთარი ინიციატივით შეაღო მამის კაბინეტი.
-მინდა, რომ დაგელაპარაკო. - ამოილაპარაკა ჩვეული, ხავერდოვანი ხმით და ანდრიასაც უჩვეულოდ დაუმშვიდდა წარუმატებელი ოპერაციებით აფორიაქებული სული და არეული სახე. პირისპირ შეეფეთა ნინას ზღვისფერებს და პირველმა ისევ შეამჩნია მამაკაცის თვალებში ჩვეული მზრუნველობა. გადაღლილი, ოდნავ ფერმკრთალი იყო ანდრიას საოცრად მიმზიდველი სახე და მზერაც უჩვეულოდ ამღვრეოდა ექიმს.
-სწრაფად მითხარი მა, ოპერაციაზე შევდივართ ... - ერთბაშად მიაყარა კახამ და საოპერაციო ხელთათმანი ხელზე მოირგო. ნინას არ უნდოდა ამ თემაზე ბურდულთან ერთად საუბარი, მაგრამ ახლა გვერდით ნამდვილად ვერ გაიყვანდა ოპერაციისთვის გამზადებულ მამამისს და გოგონასაც ერჩივნა, სათქმელი სწრაფად ეთქვა და აქაურობა დაეტოვებინა.
-საავადმყოფოში ვიღაცას სასწრაფოდ სჭირდება მეოთხე უარყოფითი, დონორი არ ყოლიათ და სისხლს მე გადავუსხამ. - მზერა ისევ ისეთი ცივი ჰქონდა პირველს და ანდრიას წამიერად მოეჩვენა, რომ ნინას სჭირდა გაორება. ეს არ იყო თვალთმაქცობა, ეს გალხდათ უჩვეულოდ გულწრფელი სახე და ისევ ისეთი, სიცივეჩამდგარი მზერა. ნინა არ იყო ადამიანი, რომელიც განზრახ ცდილობდა უხეშობს ... - ოღონდ არ ეტყვით, რომ მე გადავუსხი. - რა თქმა უნდა, თავისებური, უცნაური ფინალით დაასრულა საუბარი ნინამ და ბურდულმა ისევ ვერაფერი გაიგო. თვალები ერთ ადგილას მიეყინა და ძალიან მოუნდა, ერთხელ და სამუდამოდ გაერკვია, რა ხდებოდა ამ კაფანდარა გოგონას თავს.
-ანდრია, ვის სჭირდება მეოთხე უარყოფითი?! - ისეთი გაოცებული სახე ჰქონდა კახას, რომ აშკარად არ გახლდათ საქმის ყურში - ანდრია ... - კოპები შეკრა მამაკაცმა, როცა ფაქტიურად გათიშულ, გაურკვეველი ემოციებით დამუხტულ კოლეგას ჰკიდა თვალი.
-ოცდამეოთხე პალატაში,10წლის ბიჭს. - ფიქრებიდან სწრაფად გამოერკვა ექიმი და მსუბუქად ჩაახველა - რატომ არ გინდა გაიგონ, რომ ამას შენ აკეთებ ... - ამოილაპარაკა ანდრიამ და კახას შეეძლო დაეფიცა, რომ ასეთი გაკვირვებული ანდრია ბურდული ჯერ არ ენახა. ქირურგს წამით ეგონა, რომ "ნინა" არ იყო რეალური. მსგავსი უცნაური, გაურკვეველი და გაორებული ადამიანი არსად შეხვედროდა. გამჭვირვალე იყო მამაკაცი ... თითოეული, ჯანსაღი ემოცია ნათლად ესახებოდა სახეზე და ნინა ამჩნევდა, რომ ექიმი უარეს გაურკვევლობაში ჩააგდო, თუმცა ეს უკანასკნელი არც აქამდე აკლდა ბურდულს.
-უბრალოდ, არ მინდა. - ზღვისფერი თვალები იატაკს ააგლიჯა ნინამ და ექიმსაც კიდევ ერთხელ დაუარა სიცივემ თხემიდან ტერფამდე. ძალიან მოუნდა ნინას შინაგან სამყაროში ჩაძვრომა და გოგონას ფიქრებისა და ემოეციების ამოკითხვა. არ დაუყოვნებია პირველს, სახე სწრაფად გაატრიალა და აფსოლიტურად ულაპარაკოდ დატოვა მამამისის კაბინეტი. ექიმებმა მანამ გააყოლეს მზერა, სანამ კარს არ გაიჯახუნებდა ნინა და კედელს იქით არ აღმოჩნდებოდა. ბურდულს შეეძლო დაეფიცა, რომ საავადმყოფოს მეორე ოთახიდანაც კი გრძნობდა ნინასგან წამოსულ სუსხს. კახამ შეამჩნია, როგორ ჩაფიქრდა ანდრია და გაეღიმა ...
-ნუ ეცდები, რომ მის ყველა საქციელს მნიშვნელობა მიანიჭო. ნინა საშინლად რთული და არაპროგნოზირებადია. ნურაფერს კითხავ, ასე უფრო დაშორდები მის სულიერ სამყაროს და ისიც აღარსდროს მიგიშვებს ახლოს. მის საქციელს ვერ განსაზღვრავ. ვერასდროს მიუხვდები საფიქრალს, იმიტომ, რომ ხშირად თავადაც არ იცის რას აკეთებს. გულისთქმას მიყვება და უბრალოდ ცხოვრობს. - საოცრად მამაშვილურად ესაუბრებოდა კახა ბურდულს და ანდრიაც ორმაგი პატივისცემით განიმსჭვალა მის მიმართ - ნინას გაყინული თვალები ნუ შეგიქმნის მასზე წარმოდგენას, ანდრია ... გაიცანი, თუ ამას მოახერხებ ... თუმცა მეეჭვება, იმიტომ, რომ 19წელია ჩემი ქალიშვილია და ჯერ ვერაფერი გავუგე. მხოლოდ ის ვიცი, რომ სხვისთვის ცუდს არაფერს ინატრებს. ესაა და ეს. -ტუჩის კუთხეები ყურებამდე აიტანა პირველმა, კოლეგას ორჯერ დაკრა ხელი ბეჭებზე და კმაყოფილი გამომეტყველებით დატოვა საკუთარი კაბინეტი.
უკვე მერამდენედ შეძლო გოგონამ და ბურდული ამ სამყაროდან გამოთიშა. მანიაკური სურვილი უჩნდებოდა ნინას გაცნობის და მასზე მეტის გაგების. არ შეეძლო ეს ამოცანა ამოუხსნელად დაეტოვებინა და ნინა ისე გაეშვა, რომ ვერ მიმხვდარიყო, რა იმალებოდა გაყინული ზღვისფერების უკან. უკანასკნელად რომ ესაუბრა და საავადმყოფოს ეზო განრისხებულმა დატოვა, ეგონა, რომ აღარასდროს გაუჩნდებოდა მისი ნახის სურვილი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მწარედ შეცდა.
ნინა უნდოდა ... აინტერესებდა, წყუროდა და საერთოდ, ეს გოგო იყო ის, ვინც მას სჭირდებოდა. ალბათ ყველა მამაკაცს უფიქრია, როგორი ქალი უნდოდა, რომ გვერდით ჰყოლოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ანდრია გახლდათ საოცრად მზრუნველი, ზუსტად ასეთ მეორე ნახევარს იმსახურებდა მამაკაცი ... ნინა არ იყო თბილი, არც მზრუნველი და მუდმივად მოცინარი, მაგრამ ბურდულმა ზუსტად იცოდა, ეს იყო ის, ვინც მის გვერდით უნდა ყოფილიყო.

888

-ანდრია ექიმო ... - დაუძახა ნინამ მიმღებში, კოლეგასთან მოსაუბრე ბურდულს, საოცრად დახვეწილი მანერებით რომ უხსნიდა რაღაცას და დროდადრო, ოდნავ შეკრულ შუბლზე ისვამდა მოვლილ თითებს. ანდრია იყო ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც საუბრისას პირდაპირ თვალებში ჩაშტერებოდა ნინას და გოგონას ძალიან აინტერესებდა, როგორ ახერხებდა ამას მამაკაცი, რატომ არ უჩნდებოდა სახის გატრიალების სურვილი, ან, რატომ არასდროს აკვირდებოდა ნინას სხვა ნაკვთებს, რომლებიც ზედმეტად ლამაზი ჰქონდა.
-გისმენ, ნინა. - მის უკან დაყუდებული, კაფანდარა სხეულისკენ შებრუნდა ქირურგი და როგორც ყოველთვის, ამჯერადაც გოგონას თვალებს შეეფეთა სულ პირველად. ნინა ისევ ისეთი იყო ... სიცივეჩამდგარი, გაყინული ... და ანდრიას ძალიან მოუნდა, პირველი გულში ჩაეკრა და ასე მაინც გაეთბო მისთვის ცივი სხეული.
-სისხლს როდის გადავუსხამთ?! - იკითხა ნინამ ჩვეული გამომეტყველებით და თვალები ბურდულს აარიდა.
-პალატას ექთნები გაამზადებენ და გადასასხმელად შეგიყვან. - ზედმეტად მკაცრი ეჩვენა მამაკაცის ხმა და ოდნავ შეიშმუშნა პირველი. რაღაც აშკარად აწუხებდა ბურდულს. იმდენად გამჭვირვალე იყო მამაკაცის გრძნობები, რომ ნინას ყოველთვის შეეძლო იმის გაგება, რა აინტერესებდა და რა უნდოდა ექიმს - დარწმუნებული ხარ, რომ არ გინდა გაიგონ ...
-დარწმუნებული ვარ! - წინადადება სწრაფად გააწყვეტინა ნინამ, ცივი ზრვისფერები იატაკს ააგლიჯა და ანდრიას მიანათა. მამაკაცს მოეჩვენა, რომ რაღაცას ითხოვდა გოგონა მისგან. თითქოს ახლა რაღაც უნდა ეთქვა, რაღაც უნდა გაეკეთებინა ... - სისხლი ვის სჭირდება?! - მომთხოვნი იყო ნინას ხმა და ბურდული ვერ მიხვდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას პირველისთვის, თუ კი მაინც არ ამჟღავნებდა, რომ სისხლს თავად უსხამდა.
-10წლის ბიჭია, ნიკოლოზ ეგაძე. - ფურცელს ჩახედა ბურდულმა და სახელი და გვარი რომ ამოიკითხა, ისევ ნინას ახედა. ეგონა, რომ რაღაც მოეჩვენა მამაკაცს და მზერის დასაწმენდად, ქუთუთოები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს. ფერი არ ედო ნინას ... ექიმს ეგონა, რომ გოგონამ სუნთქვაც შეწყვიტა. უპეები ჩაუშავდა წამიერად და ბურდულმა შეამჩნია, როგორ დაეცვარა შუბლი ოფლით. პირველად შეძლო, ნინას თვალებიდან რაღაცის ამოკითხვა, თუმცა ვერ მიხვდა, რა ემოციას გამოხატავდნენ მისი ზღვისფერების ... ანდრიას ეგონა, რომ ნინას შეეშინდა ... ანერვიულდა ... იდარდა ... და მამაკაცმა კინაღამ წითელ წიგნში, დიდი ასოებით შეიტანა ეს დღე. ყელი წამიეტად გაუშრა პირველს და ათრთოლებული თითები მოიჭირა. ჩაქუჩების კაკუნი იგრძნო საფეთქლებთან და ყურებში წუილიც გაძლიერდა. ნინა შებარბაცდა და ეს იყო ანდრიას მოთმინების უკანასკნელი წერტილი - ხელი მომკიდე! - თითქმის "უბრძანა" ბურდულმა და ნინამაც გაჭირვებით მოუჭირა თითები მამაკაცის განიერ მხრებს. ანდრიამ ხელი წელზე შემოაჭდო, ისე, რომ ნინა არ წაქცეულიყო და გოგონაც ერთი ხელის მოსმით აღმოჩნდა საავადმყოფოს ეზოში, მორე ჩამომჯდარი. სუფთა ჰაერი სჭირდებოდა, ძალიან ... რამდენჯერმე ღრმად შეისუნთქა და მერე ისევ, ღონივრად დაცალა ორგანიზმი ნახშირორჟანგისგან. ერთი სული ჰქონდა ექიმს, რომ ნინას სული მოეთქვა და დალაპარაკებოდა. ახლა უნდა ეკითხა ... რაღაც აუცილებლად უნდა ექნა ... - ნიკოლოზ ეგაძეს იცნობ, ნინა?! - იკითხა მამაკაცმა და ტემბრი კიდევ უფრო დაუთბა.
-10წლის ნიკოლოზ ეგაძეს არა, მაგრამ 21 წლისას ვიცნობდი. - სიმწრით ჩაეცინა პირველს და ანდრიამ წამიერად, მანიაკური კმაყოფილება იგრძნო. ნინა აღარ გახლდათ ძველებურად მიტკლისფერი და აღარც მის თვალებში იკითხებოდა გაურკვეველი ემოცია. პირველი ისევ გაიყინა და ბურდულს მოეჩვენა, რომ შანსი ხელიდან გაუშვა ... შანსი ყველაფრის გარკვევისა და მასთან გულახდილი საუბრის - უბრალოდ, დიდი ხანია ეს სახელი და გვარი აღარ გამიგონია, ესაა და ეს. - მხრები აიჩეჩა.
-იმან გაგაფითრა, რომ ეს სახელი და გვარი დიდი ხანია არ გაგიგონია?! - თვალები დააწვრილა ბურდულმა - რატომ მატყუებ, ნინა?! - მამაკაცის თვალებში, მუდმივად მოკიაფე სხივი თითქოს ჩაქრა და სახე მოექუფრა.
-არ გატყუებ. - თავი უარყოფის ნიშნად გააქნია პირველმა - 5 წელია, ნიკოლოზ ეგაძე აღარავის უხსენებია. - სასოწარკვეთილი ღიმილი გამოესახა სახეზე გოგონას და იმ წამს, ექიმს იმდენად საყვარელი ეჩვენა, რომ უკვე მერამდენედ მოუნდა მისი გულში ჩაკვრა.
-ვინაა ნიკოლოზი, ნინა ...
-ჩემი ძმა, - სახე დაემანჭა გოგონას და ანდრია ვერ მიხვდა რატომ, მაგრამ შვებით ამოისუნთქა - ჩემი ნახევარძმა იყო. - სახეზე ხელი მოისვა ნინამ და გაყინული ზღვისფერები მამაკაცის თაფლისფერებს გაუშტერა. ესიამოვნა ... ორგანიზმი ჩაეწმინდა ...
ნინამ შეატყო, რომ კითხვის დასმას აღარ აპირებდა ბურდული. მისთვის ისედაც გასაგები იყო, რომ არასასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდებოდა ნიკოლოზი და გოგონა უფრო მეტად აღარ დაამძიმა. ნინას მოეჩვენა, რომ პირველად გაუგეს უსიტყვოდ ... ულაპარაკოდ ... ანდრიას გაუღიმა. აი ასე, მარტივად … ღვისნისფერი ბაგე სესამჩნევად გახსნა და გაუღიმა. ეს უმნიშვნელო მოძრაობა, ასე მარტივი პირველად ეჩვენა ნინას. თითქოს, ცხოვრება გაიოლდა და ისიც ოდნავ მოეშვა ... ღრმად ჩაისუნთქა, თვალები დახუჭა და რამდენიმე წამის შემდეგ, ისევ მოავლო გარემოს ზღვისფერები. მის გვერდით იჯდა ანდრია, ჩვეული, სერიოზული, დახვეწილი გამომეტყველებით და ერთმანეთზე გადაეჯვარედინებინა თლილი თითები. თბილი თაფლისფერებით დაშტერებოდა ნინას სახეზე და უჩვეულოდ უმშვიდებდა აფორიაქებულ სულს.
-წავიდეთ ნინა, პატარა ნიკოლოზს სისხლი გადავუსხათ ... - საოცრად გულწრფელად გაუღიმა ბურდულმა და კმაყოფილი წამოდგა ფეხზე. ნინაც ულაპარაკოდ, ჩვეული გამომეტყველებით აედევნა ბურდულს და საავადმყოფოს ეზო სწრაფი ნაბიჯებით დატოვა. სახეზე არაფერი ეტყობოდა გოგონას, მაგრამ ეღიმებოდა გულში ...
წრფელი ღიმილი ყველაზე უფრო გადამდებია ...

_________
ბოდიში, ბავშვებო, პატარა და მგონი უაზრო თავისთვის ... ძალიან საშინელ ხასიათზე ვარ მთელი დღეა და ამის დაწერაც ძლივს მოვახერხე.
მადლობა მინდა გადავუხადო იმ რამდენიმე ადამიანს, ვინც ჩემს ყოველ თავს უკეთებს კომენტარს და მაგრძნობინებს, რომ ამ ისტორიაში რაღაც საინტერესოს პოულობს, კითხულობს და მოსწონს .... ვერც კი წარმოიდგენს, რამდენს ნიშნავს თქვენი თითოეული სიტყვა. თითოეული თქვენგანი მახსოვს და პატივს ვცემ. გკოცნით!



№1  offline წევრი Drama Queen

გადასარევია.

 


№2  offline ახალბედა მწერალი once upon

Saocari istoriaa!

 


№3  offline წევრი Winchester ))

კიდევ ერთხელ გიმეორებ რომ საოცრად ნიჭიერი ხარ. ძალიან კარგად გადმოსცემ გრძნობებს და აზრებს. ძალიან გულში ჩამწვდომია შენი ნაწერები. სხვების არ ვიცი მაგრამ, ჩემს გულში აღწევ. ❤❤❤ ძალიან დალაგებულად და გამართულად წერ.

მიყვარხარ მე შეენ ❤ ❤ ❤


ახლა რაც შეეხება ნინას, თანდათან პროგრესი იგრძნობა მასში. ძალიან კარგად ანვითარებ მოვლენებს. ყველა პერსონაჟის ფიქრებსა თუ გრძნობებს შესანიშნავად გადმოსცემ.


მადლობა შენ ასეთი ისტორიისთვის ❤❤❤

საუკეთესო ხაარ ❤ ❤ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent