შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ცოდვებისთვის... (ნაწილი 5) უშენოდ ცხოვრება მასწავლე...


20-07-2015, 00:01
ავტორი nicol
ნანახია 17 660

საწოლზე ვიჯექი და განუწყვეტლივ ვკრეფდი ნიკას ნომერს, ისე რომ არც ვუყურებდი ეკრანს. საპასუხოდ მხოლოდ სტანდარტული – „მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან“. არ ვწყვეტდი. ნათიამ სასოწარკვეთისგან აღარ იცოდა რა ექნა. უჭირდა ჩემი ამ მდგომარეობაში დანახვა.
– არ მჯერა. სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ მედება თვალწინ და სანამ გვამს არ ამოიცნობენ, არ დავიჯერებ! – ოთახში ბოლთას სცემდა დიმა. – გამორიცხულია პროსტა, გამორიცხული. – მის თვალებზე ცრემლს პირველად ვხედავდი. მერე სადღაც წავიდა... ისევ მოვიდა... ისევ წავიდა...
მე ვეღარაფერს ვგრძნობდი. ჩემი ცხოვრება აქ სრულდებოდა. დამამშვიდებელი გამიკეთეს, სხვანაირად ვერ მაიძულეს დამეძინა. მეორე დღე სულ გათიშული ვიყავი. ცოტა ხნით თუ გავიღვიძებდი, ისიც სულ ვტიროდი. საცოდავი ნათია, ძალიან დავტანჯე. გვერდიდან არ მშორდებოდა და ცდილობდა რამეთი მაინც ვენუგეშებინე.
„რა აზრი აქვს აწი ჩემს ცხოვრებას?!“ – გონებაში მარტო ეს ფრაზა მიტრიალებდა.
საღამო ხანს გამეღვიძა. ნათიას ისევ ჩემს საწოლთან, სავარძელში ეძინა. ძალიან დიდი ხანი ვიწექი თვალგაშტერებული. არ ავდექი, არ მქონდა სურვილი რამე გამეკეთებინა. მთელი ღამე მეღვიძა და ასე გაუნძრევლად ვიწექი. რამდენჯერმე ნათიამაც გაიღვიძა და დამხედა. თვალდახუჭული, არ ვინძრეოდი. ფიქრობდა, რომ ისევ მეძინა და თვითონაც იძინებდა. მეცოდებოდა სავარძელში ძილისთვის, მაგრამ თავი არ მქონდა რამე მეთქვა.
ღამის ოთხი საათი იყო. საწოლიდან წამოვდექი. თავბრუ დამეხვა, თუმცა შევძელი თავის შემაგრება. ფეხშიშველმა დავტოვე ოთახი და დერეფანს ნიკას ოთახისკენ გავუყევი. ისევ მისი სუნი იდგა. სკამზე გადაკიდებული მისი პერანგი ავიღე და ჩავიცვი. ნათლად ვიგრძენი შიშველ სხეულზე მისი შეხება. გული მომეწურა, მეტი აღარ შემეძლო. აუტანელი იყო ეს ყველაფერი. ოთახიდან გამოვედი და კიბეს დაბლა დავუყევი. გარეთ გამოსულმა ხარბად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი და გამახსენდა პირველად რომ მოვადექით ამ ეზოს, მაშინ ფეხშიშველმა გამოვიარე თოვლით დაფარული მთელი ბილიკი. თურმე, რა ბედნიერი ვიყავი მაშინ. მახსოვს, ზუსტად ამ ადგილას, როგორ წვავდა ნიკა ჩემთვის შემოხეულ კაბას. თურმე, რა ბედნიერი ვიყავი მაშინ. მახსოვს, როგორ გავწექი თოვლში, როგორ გადავხტი ყინულებიან აუზში.
აუზთან ახლოს მივედი და ფეხები ჩავყავი. ცივი იყო. მაშინდელივით არა, მაგრამ მაინც ცივი. ძალიან დიდი ხანი ვიყავი ასე. ფეხები გამეყინა. ნელ-ნელა ზევით წამოვიდა სიცივე. უკვე მთელი ტანით ვკანკალებდი, თუმცა ჩემთვის სულ ერთი იყო. ძალიან დიდი ხანი ვიჯექი ასე, რამდენიმე საათი. სხეულს ვეღარ ვგრძნობდი. თითქოს სისხლიც აღარ მოძრაობდა სისხლიძარღვებში. ვერ ვანძრევდი, ვერც ხელს და ვეღარც ფეხებს. გაუაზრებლად ჩავედი აუზში და ჩავყვინთე. მციოდა, მაგრამ ჩემთვის სულ ერთი იყო. ყურები დამიგუბდა, სუნთქვას მეტს ვეღარ ვიკავებდი. ჩავისუნთქე. ვიგრძენი, როგორ აივსო ფილტვები წყლით. ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ ჩემთვის სულ ერთი იყო. ნელ-ნელა ვკარგავდი გონებას და ტკივილიც ქრებოდა.
მკვეთრი მოძრაობის შემდეგ უწონადობის შეგრძნება. ნაცნობ, მონატრებულ სურნელს ვგრძნობდი. ალბათ ესაა სამოთხე. მერე არაფერი იყო. სადღაც შორიდან ჩამესმოდა ხმები: „სხეული გადაციებული აქვს“. „ყველაფერმა ჩაიარა“. „გონზე მალე მოვა“. „დიდი სტრესის ბრალია.“
მინდოდა მეთქვა, რომ გონზეც ვიყავი მოსული და მესმოდა კიდეც, მაგრამ ვერ ვხედავდი და ხმასაც ვერ ვიღებდი.


****
თვალები გავახილე. ჩემს ოთახში ვიწექი. თმა სველი მქონდა და შიშველს საბანი და თბილი ადიელა საგულდაბულოდ მქონდა ამოკეცილი. ოთახს თვალი მოვავლე. არავინ იყო. ყელი საშინლად მტკიოდა. წამოდგომა ვცადე, მაგრამ გამიჭირდა. მაინც ავდექი და იქვე სკამზე გადაკიდებულ ხალათს დავავლე ხელი. შემოვიცვი და ოთახიდან გავედი. დაბლიდან საუბრის ხმა მესმოდა. ფეხებში ძალა წამერთვა, ნაცნობი და სანატრელი ხმა, რომ გავიგე. რამდენიმე კიბე ჩავიარე და ერთ-ერთ საფეხურზე ჩამოვჯექი. კიბის მოაჯირს მივაყრდენი თავი, გული რომ არ წამსვლოდა. მარტო კი არ მესმოდა, ნათლად ვხედავდი, ის იყო... საღსალამათი იდგა და დიმას ყვირილს უსმენდა.
– რას ქვია არ იცოდი, თუ მკვდარი გვეგონე?! წერეთელი, შენ იცი რა გადავიტანეთ? ცოცხლად დაგვმარხე ყველა, იმ გოგოზე აღარაფერს ვამბობ. ბიჭო, თავს იკლავდა. რომ არ მიგესწრო და არ ამოგეყვანა, ხვდები რა მოხდებოდა? – ვერც ერთი მხედავდა. სამაგიეროდ მე ვხედავდი და ადგილიდან განძრევას ვერ ვახერხებდი. ის იყო, ჩემი ნიკა იყო. რამდენიმე ნაბიჯი და შევძლებდი შევხებოდი, შვეძლებდი ჩავხუტებოდი. ჩემგან რამდენიმე მეტრში ჩემი ცხოვრების აზრი და მამოძრავებელი ძალა იდგა.
– დიმა, გამიგე, აზრი აღარ მომეკითხებოდა, როცა გავიგე რომ აქ არ დამხვდებოდა. საერთოდ ვერ წარმოვიდგინე, ჩემი თვითმფრინავი თუ ჩამოვარდა. დამიჯერე, მაშინ ეს ყველაზე ნაკლებად მადარდებდა.
– კიდევ კარგი, საცოდავ მაროს არ გავაგებინეთ, გული გაუსკდებოდა ქალს. – არ ცხრებოდა დიმა.
მეტი ვეღარ შევძელი. წამოვხტი. ორივემ თავი ჩემსკენ მოატრიალა. ვერ აგიწერთ რა ხდებოდა ჩემს გულში. თვალებიდან ცრემლი ღაპა-ღუპით მცვიოდა, გული ყელში მებჯინებოდა. წარმოუდგენელი ემოციები იყო ეს ბოლო დღეები ჩემს ცხოვრებაში. ვეღარ გავუძელი. ჩემსკენ წამოსული ნიკა რომ დავინახე, მივბრუნდი და ჩემი ოთახისკენ გავიქეცი. ვერ გეტყვით ასე რატომ მოვიქეცი. წესით უნდა გავქცეულიყავი, კისერზე ჩამოვკიდებოდი და აღარსად გამეშვა. გეფიცებით მინდოდა, ყველაზე მეტად ის მინდოდა შევხებოდი და დავრწმუნებულიყავი, რომ რეალობა იყო და არა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი, მაგრამ ისტერიკა მქონდა და თვითონაც ვერ ვაცნობიერებდი რას ვაკეთებდი.
კარი მივიხურე და ოთახის სიღრმეში წინ და უკან ნერვიულად დავიწყე სიარული. კარი კი არ გააღო, შემოგლიჯა.
– თინი... – ღმერთო რა უსაშველოდ მიყვარდა ეს კაცი.
წინ ავესვეტე და გამეტებით დავუშინე მუშტები მკერდში.
– ვერ გიტან, ნეტა იცოდე, როგორ მძულხარ, ნიკოლოზ წერეთელი. – ბოლო ხმაზე გავყვიროდი.
გაუნძრევლად იდგა და თვალებში ჩამშტერებოდა. მთელი ძალით გავარტყი სახეში. ორივე ხელი დამიჭირა და კედელს ისე ამაკრა, რომ ჩემი ხელები თავისი ტორებით, თავს ზემოთ კედელზე ჰქონდა გაკავებული.
– როგორ მენატრებოდი... – ცხვირით გამეხახუნა ლოყაზე. სუნთქვა გამიხშირდა, ფეხებში ძალა წამერთვა და კინაღამ იატაკზე გავიშხლართე. სწრაფად გაუშვა ხელები ჩემს ხელებს და წელზე მომხვია. მკლავები უღონდ ჩამომიცვივდა. ძლივს მოვიკრიბე ძალა და ორივე ხელით მისი სახის ნაკვთების შესწავლა დავიწყე.
– გთხოვ, აღარ გაბედო ჩემი მიტოვება. – ვჩურჩულებდი და ტანში ასე ნაცნობი და მონატრებული ჟრუანტელი მივლიდა.
სუნთქვა გაუხშირდა. ჯერ ლოყაზე ვიგრძენი მისი ცხელი ტუჩები მერე ყელზე, ბოლოს ტუჩები მოძებნა. ძალიან ფრთხილი იყო, თითოეულ მოძრაობას აკონტროლებდა, თითქოს ნიადაგს ამოწმებდა, მივცემდი თუ არა მოფერების უფლებას. სიამოვნებისგან ტანზე ბუსუსებმა დამაყარა. ორივე ხელი თმებში შევუცურე და კოცნაში ავყევი. ალბათ არ ელოდა, ვგრძნობდი როგორ გაუხურდა სხეული და სიამოვნების ოხვრა აღმოხდა. ხელები მისი პერანგის ღილებისკენ წავიღე და გაუბედავად დავიწყე გახსნა. ჩემი თავისგან თვითონ მიკვირდა, მაგრამ თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. ერთადერთი რაც მინდოდა მთელი სხეულით შემეგრძნო. ვიგრძენი, როგორ გააჟრჟოლა, შიშველ მკერდზე ჩემი ხელები, რომ იგრძნო.
– თავს მაკარგვინებ, თინი. – ამოიხრიალა და ჩემი ხალათის ქამარს წაეტანა. არ შემიჩერებია. მისი პერანგის ღილები უკვე ბოლომდე მქონდა გახსნილი. ერთი ხელის მოსმით ძირს ეგდო მისი პერანგიც და ჩემი ხალათიც. სუნთქვაშეკრული მიყურებდა, მის წინ საცვლების ამარა ვიდექი. მთელი გრძნობით მიკოცნიდა ყელს. ნელნელა დაბლა ჩაყვა და მკერდზე გადაინაცვლა. სიამონებით ამოვიკვნესე. ორივე ხელი თეზოებზე ჩააცურა. ცოტა ხანიც და უკვე მის წელზე მქონდა ფეხები შემოჭდობილი. რამდენიმე წამიც და ჩემი ზედა საცვალიც იატაკზე დაეფინა. საწოლზე გადამაწვინა.
– ჯანდაბა... მეშინია არ გატკინო. – ყურთან ვიგრძენი, მისი ათრთოლებული ტუჩები. ვგრძნობდი, ახსოვდა ჩემი ჩალურჯებული სხეული და ზედმეტად ფრთხილი იყო, ზედმეტად ნაზი, მაგრამ მიუხედავად ამისა გაჩერებაც არ შეეძლო. უნდოდა ეს ღამე, ისევე როგორც მისთვის, ჩემთვისაც დაუვიწყარი ყოფილიყო – თუ არ გინდა მითხარი და გავჩერდები. – უკანასკნელად ცადა დარწმუნებულიყო, იმაში, რომ ეს მეც მინდოდა.
საპასუხოდ მისი ყურის ბიბილოს წავეტანე, ხელები, მაგრად მოვხვიე და მთელი სხეულით ავეკარი მის სხეულს.
– მეც მიყვარხარ... – მიჩურჩულა და ხელი ჩემი ქვედა საცვლისკენ წაიღო.
ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არაფერი მენანა, თითოეული უჯრედით შემეგრძნო მისი სხეული და მისგან წამოსული იმპულსებისთვის საკუთარი შემეგებებინა. თითოეული წამი დაუვიწყარი და განუმეორებელი იყო. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა და ამ სიყვარულის დემონსტრირება იყო იმ ღამით. ის ჩემი მეორე ნახევარი იყო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თავი სრულყოფილად მხოლოდ მის გვერდთ ვიგრძენი. მაშინაც კი არ მინდოდა გამეშვა ხელი, როცა უკვე გვერდიგვერდ ვიწექით და საკუთარი სუნთქვის დარებულირებას ვცდილობდით. ჩვენ ერთი მთლიაობა ვიყავით.
ხელი მომხვია და მთელი სხეულით ზედ ამიწება.
– როგორ გავძელი ამდენი ხანი უშენოდ?! – საფეთქელზე მაკოცა ნაზად.
თავი მის ყელში ჩავრგე და ძალიან ჩუმად დავიჩურჩულე, მისთვის ასე სანატრელი – „მიყვარხარ“. ხელების მძლავრი შემოხვევით მივხვდი, რომ გაიგო.



****
თავი მის მკერდზე მედო, მის გულისცემს ვისმენდი.
– როგორ გამალებით გიცემს გული – ჩავიჩურჩულე.
– თუ გაწუხებს, არც დავფიქრდები ისე შევაჩერებ. – შევკრთი.
– არ გაბედო, ასე ხუმრობაც კი. – თვალცრემლიანმა ავხედე.
– არ მიხუმრია. – თავზე მაკოცა და უფრო მეტად ამიკრო მკერდზე.
– ნიკა! – ცოტაც და ტირილს დავიწყებდი.
– ჩემი სულელი გოგო... – ხელის გულზე ცხელი კოცნა დამიტოვა.
ვკანკალებდი თითოეულ მის შეხებაზე.
– რა მოხდა აეროპორტში? რეისზე დააგვიანე? – ცნობისმოყვარეობით ავხედე.
– არა, შენ წარმოიდგინე და შენ გადამარჩინე.
– მე? მე როგორ? – გავიოცე.
– აეროპორტში ვიყავი და რეგისტრაცია უნდა გამევლო დიმას დავურეკე, გულმა არ მომითმინა, მინდოდა მცოდნოდა ჩამოხვედი თუ არა. რომ მითხრა არ მოსულაო ნახევარი სიცოცხლე მაშინ დავკარგე. თინი, შენ ვერ წარმოიდგენ, რა დამემართა, მაროსთან რომ დავრეკე და სიხარულით მომახარა, დილის შვიდ საათზე წამოვიდაო. აი, მთელი სიცოცხლე მაშინ გავათავე. ვიფიქრე, რომ დაგკარგე. მთელი ერთი თვე იმიტომ ვცოცხლობდი, რომ იმედი მქონდა მალე გნახავდი. თინი უშენოდ ძალიან მიჭირდა, ჰაერი არ მყოფნიდა, უსაშველოდ მენატრებოდი. – თავზე რამდენჯერმე ნაზად მაკოცა. თავი მოვატრიალე და ჩემს მხარზე მოხვეულ მის ძლიერ ხელს ტუჩები ნაზად მივადე. – რეგისტრაცია გავიარე. თვითმფრინავში ვიჯექი და იმაზე ვფიქრობდი, რა მეშველებოდა მართლა რომ არ დამხვედროდი. ვერც დაგაბრუნებდი. პირობა მქონდა მოცემული. ყველაზე მეტად, იმის მეშინოდა, რომ მაინც მოგძებნიდი და ისევ დაგტანჯავდი. იმიტომ კი არა, რომ ეგრე მინდოდა, იმიტომ, რომ სხვანაირად ვერ შევძლებდი. აფრენიდან რამდენიმე წუთით ადრე თვითმფრინავიდან ჩამოვედი. სასაცილოა, მაგრამ თავს ვარწმუნებდი, თინისთვის საჩუქარის ყიდვა დამავიწყდა და იმიტომ-მეთქი. სინამდვილეში სიმართლესთან პირისპირ შეხვედრის მეშინოდა. იმის გაცნობიერების შემეშინდა, რომ შეიძლება სამუდამოდ დამეკარგე. – თვალებში ვუყურებდი და საკუთარი ბედნიერების არ მჯეროდა. გარდა იმისა, რომ ცოცხალი იყო და ახლა მის მკერდზე მედო თავი, სწორედ ისეთი ნიკა იყო, როგორიც მიყვარდა – ჩემი ნიკა. – ასე რომ შენ გადამარჩინე. ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ. – ცხვირზე მაკოცა და უფრო მოხერხებულად მომიქცია მკლავებში.
უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. გვერდით მყავდა ქმარი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა. მინდოდა ყველასთვის გამენაწილებინა ჩემი სიხარული. ერთადერთი, რაც გულში ხინჯად მქონდა, ჩემი უშვილობა იყო. მინდოდა სწორი დრო შემერჩია და ნიკასთვის სიმართლე მეთქვა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. არ არსებობდა შესაფერისი დრო.


****
– ნიკა, დამაცადე, კაბა უნდა ჩავიცვა. – ვცდილობ ჩემს მუცელზე შემოხვეული ხელები გავაშვებინო
– ეგ კაბა გახდილი უფრო გიხდება. – არ ჩერდება და ყელიდან ტუჩებს არ მაშორებს.
– ნიკა, დაგვაგვიანდება და რა გაუძლებს დიმას.
– ახლა, დიმა კი არა, შენი ტუჩების იქით ვერაფერს ვხედავ.
– მარტო ტუჩების?
– მაცადე, იქამდეც მივალ. – ხელი უკვე თეძოსკენ მიაქვს.
– უზრდელი ხარ. – კიდევ ერთხელ გავიბრძოლე.
– აღგზნებული უზრდელი. – შემისწორა. თავისკენ შემატრიალა. მსუბუქად ამიტაცა ხელში და კომოდზე შემომსვა. რამდეიმე სუნამოს ფლაკონი ძირს გადავარდა, მაგრამ ვინ აქცევდა ამას ყურადღებას?! ჩემი ფეხების შუაში მოექცა და ტუჩები ყელიდან მკერდისკენ გააცოცა. ამოვიკვნესე და უკვე მეც ვკარგავდი თავს.
– არის სახლში ვინმე? – მოისმა დაბლიდან დიმას ხმა. – მე დღეს იუბილარი ვარ თუ „პროპკა“?... ოე, ხალხო, სად ხართ?
ბუზღუნით მომწყდა ნიკა და დაბლა ჩავიდა. რამდენიმე წამი დამჭირდა აზრზე მოსასვლელად. სახეზე წყალი შევისხი, კაბა ჩავიცვი, მაკიაჟი გავიკეთე და დაბლა ჩავედი.
დიმა ყურადღებით მაკვირდებოდა.
– რას ცუღლუტობდით თქვენ ზემოთ? – გამომცდელად შემოგვხედა. – გამოტყდით ახლა.
– დიმა, თუ არ გაჩუმდები, ჩემი ხელით მიგახრჩობ.
– ვის გავს ეს, ასეთი უჟმური? არა, ჩემს კეთილ გულს რა ვუთხრი, თორემ ეს რა საძმაკაცო კაცი იყო?! მაგრამ რას ვიზამ ბავშვი ვიყავი, რომ გავიცანი და შევცდი. – ნიკას ნასროლი ბალიში ოსტატურად აიცილა.
დღეს დიმას დაბადების დღე იყო. სტუმრები უკვე რესტორანში გველოდნენ. დიმამ ნათიას გაუარა და ცოტა მოგვიანებით შემოგვიერთდნენ. მხიარული საღამო იყო. დიმას დაბადების დღე სხვანაირად წარმოუდგენელიც იყო. ვცეკვავდით და ვმხიარულობდით. დიმა გარდა იმისა, რომ თვითონ იყო ყოველთვის კარგ ხასიათზე, საოცარი ნიჭი ჰქონდა, გარშემომყოფებიც გაემხიარულებინა.
– ვიცეკვოთ? – ჩემსკენ გალანტურად დაიხარა ნიკა და ხელი გამომიწოდა.
გავყევი. ხელები კისერზე მოვხვიე, მთელი სხეულთ ავეკარი და ცხვირი მის ყელში ჩავრგე. სასიამოვნო სურნელი ხარბად შევისუნთქე და წყნარად ავყევი მელოდიას. ვგრძნბდი, როგორ უხშირდებოდა სუნთქვა. ტანზე დაყრილი ბუსუსებიც ვიგრძენი და გამეღიმა.
– თინი, მაგ ცხვირს, თუ არ გამოყოფ ახლა ჩემი ყელიდან, საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ.
საპასუხოდ გავიღიმე, ცხვირის წვერი ოდნავ გავუხახუნე ყელს და ტუჩებით ნაზად შევეხე. აშკარად ვაღიზიანებდი.
– ოხ, თინი, ერთხელაც ბოლოს მომიღებ. – ჩაიღრინა, ხელი დამავლო და დარბაზიდან გამიყვანა.
ღია მხოლოდ ქალების საპირფარეშოს კარები დაგვხვდა. შიგნით შემიყვანა და კარები გადაკეტა. ჩემსკენ წამოვიდა. ხელსაბანის თაროს ავეკარი. ხელებს ჩამოეყრდნო ისე, რომ მათ შორის აღმოვჩნდი.
– ახლა სად გამექცევი? – თვალები უელავდა.
– ნიკა, გეყოფა, სირცხვილია.
– სად გავჩერდით? – ხელის ერთი მოძრაობით შემომსვა მარმარილოზე და მთელი გრძნობით დამაცხრა ტუჩებზე. მომთხოვნი იყო. მონდომებით მიკოცნიდა ტუჩებს და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. თავდან ცოტა გავიბრძოლე, ორივე ხელი მკერდზე მივაბჯინე და ვცდილობდი ხელიდან დავსხლტომოდი. ჯერ კიდევ ვაცნობიერებდი სად ვიყავით. ხელები დამიჭირა და ზურგს უკან გამიკავა.
– ნიკა... უხერხულია, ვინმე, რომ შემოვიდეს. – ვცდილობდი გონზე მომეყვანა.
– კარი ჩაკეტილია. – ჩემი მკერდის დალაშქვრა არ შეუწყვეტია, ისე ამოთქვა.
ნელ-ნელა მეც ვკარგავდი საღ აზრს. ჩემი ხელებისთვის უკვე დაენებიბნა თავი და ახლა მის ხელებს წელზე და თეძოებზე ვგრძნობდი. ჭკუა არც მე აღარ მომეკითხებოდა. ავყევი და გადავეშვით სიყარულის მორევში. თავს ვერც ერთი ვაკონტროლებდით. ხელები უკვე მისი პერანგის ქვეშ შემეცურებინა და მთელი ტანით ვეკვროდი. ხელი ჩემი კაბის ელვა შესაკრავისკენ, რომ წაიღო, გონს მოვედი. ვხვდებოდი რას ნიშნავდა ჩემი შიშველი სხეული და ნიკას ხელები ჩემს ფეხებზე. გავაცნობიერე სად ვიყავით და რა ვითარებაში.
– ნიკა, გაჩერდი, გთხოვ. – აღარაფერი ესმოდა.
ზურგს უკან ონკანი მოვუშვი და მუჭით წყალი შევასხი. წამიერად გამოფხიზლდა. ჯერ გაოცებული მიყურებდა მერე თანდათან ბრაზი ერეოდა. სწრაფად ჩამოვხტი და თითქმის წელზე ასული კაბა ჩამოვიწიე.
– სულ გაგიჟდი, გოგო? – განრისხებული იყო.
– ხომ იცი, როგორ მიყვარხარ?! – ვუთხარი, ლოყაზე ვაკოცე, რამდენიმე წამი შევყოვნდი, საკუთარი გულისცემა, რომ მომეყვანა მწყობრში და კარები გამოვაღე. რა გგონიათ, ვინ იდგა იქ გულხელდაკრეფილი და გამჭოლი მზერით გვათვალიერებდა? რა თქმა უნდა დიმა.
– თქვენ ბიძია, ან სახლი არ გაქვთ? ან „სპალნა“? მომინდომეს აქ ექსტრიმი და საზოგადოების თავშეყრის ადგილები.
– აცდი ვინმეს რამეს? – შეუღრინა ნიკამ. – ვიღაცა მთელი ორი კვირა ერთობოდა, პრაღაში, თაფლბის თვეში და ვიღაცას კიდევ ერთი საათითაც არ ტოვებენ მარტო საკუთარ ცოლთან.
დარბაზში დავბრუნდით. ყველა მხიარულობდა. სინათლე ჩაქვრა და ტორტი შემოიტანეს. იუბილარმა 30 სანთელი ერთი შებერვით ჩააქრო, უამრავი ოვაცია მოჰყვა. ნათია სცენაზე ავიდა და სიტყვა ითხოვა. ყველა გაისუსა.
– პირველ რიგში ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. ყოველთვის სასიამოვნოა თქვენთან ერთად დროის გატარება. ჯერ იმიტომ, რომ დიმასთვის ძვირფასი ადამიანები ხართ და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მეორეც იმიტომ რომ კარგები ხართ. დიმა, ძვირფასო, დადგა დრო ჩემი საჩუქარი გადმოგცე.
– შენ ჩემთვის ისედაც საჩუქარი ხარ. საკამრისი იყო წითელი ბანტი შეგება და...
– ეგ ქორწილში გაჩუქე და საჩუქრებში გამეორება არ მიყვარს. – სიცილის ტალღამ გადაურა დარბაზს.
– უყურე შენ, როგორი ენამოსწრებული გამხდარა. – წამოიძახა ნიკამ და შეუსტვინა.
– ჩემი სკოლაა. – გაიჯგიმა დიმა.
– იცი, როგორ მიყვარხარ და რამდენს ნიშნავ ჩემთვის. ის რაც ახლა უნდა გაჩუქო ვფიქრობ ყველაზე შესაფერისი საჩუქარია. ჩემი ცხოვრების აზრი ხარ და ასე იქნება მუდამ.
სცენიდან ჩამოვიდა, დიმასთან მივიდა და ქაღალდის პაკეტი ხელში შეაჩეჩა.
დიმამ გახსნა და იქიდან ბავშვის პამპერსი ამოიღო, წარწერით: „მზად ხარ ამისთვის?“
– გილოცავ, ჩვენ შვილი გვეყოლება. – მორცხვად დახარა თავი ნათიამ.
მთელი დარბაზი გააყრუა ოვაციებმა. დიმამ ხელში აიტაცა საყვარელი ცოლი და რა ვიცი რადენი ხანი ეხვეოდა და ეფერებოდა. ხან ნათიას უკოცნიდა სახეს, ხან მუცელს ეფერებოდა.
გეფიცებით გამიხარდა, ძალიან გამიხარდა, მაგრამ გული დამწყდა იმაზე, რომ მე ვერასოდეს გავუკეთებდი ნიკას მსგავს საჩუქარს. ვერასოდეს ვნახავდი მის გაგიჟებამდე გახარებულ თვალებს. რატომ მსჯიდა ცხოვრება ასე? ნიკას ხელი ვიგრძენი მხრებზე და თვალცრემლიანმა საფეთქელზე ფრთხილად მაკოცა. არც კი მეგონა ასეთი სენტიმენტალური თუ იყო.
სახლში გვიან დავბრუნდით. არაფრის თავი აღარ მქონდა. თითქოს მიხვდა ჩემს სულიერ მდგომარეობას. უსიტყვოდ მომიწვა გვერდზე, თავი მის მკერდზე დავდე და დაუკითხავად წამოსული ცრემლი შეუმჩნევლად მოვიწმინდე. საუკეთესო დრო იყო ყველაფრის სათქმელად, მაგრამ ვერ გავბედე. რას ველოდებოდი, მეც არ ვიცი. რატომ ვწელავდი დროს? მეშინოდა მისი დაკარგვის. უფრო იმის, რომ გავიდოდა დრო, გაიცრიცებოდა ჩვენი გრძნობა და არაფერი დაგვრჩებოდა ერთმანეთთან საერთო. ერთი დაზუსტებით ვიცოდი, ნიკა ერთადერთი იყო, ვინც ამ სამყაროში ჩემს არსებობას ამართლებდა. მას თუ აღარ დავჭირდებოდი, ჩემი ცხოვრება აზრს კარგავდა. არ შემეძლო ცხოვრების ერთადერთი იმედი დამეკარგა. ვერაფრით მიბრუნდებოდა ენა იმის სათქმელად, რომ შვილი არასოდეს გვეყოლებოდა. თავის მართლებას ჰგავს, მაგრამ სასწაულს ველოდი.
წინ კიდევ ერთი გამოცდა მელოდა. კიდევ ერთი დარტყმისთვის უნდა გამეძლო. ძალიან მტკივნეული და მძიმე დარტყმისთვის.


****
გაზაფხულის გრილი საღამო იყო. როგორც ყოველთვის ნიკას დაბრუნებას ველოდებოდი. მოვიდა. რაღაც ისე ვერ იყო. მის თვალებში ტკივილს ვხედავდი. ასეთი არასოდეს მენახა. ყოფილა განრისხებული, გაცოფებული, განადგურებული. მაგრამ ასეთი არასდროს. საშინელებას ველოდი. მივუახლოვდი და ჩავეხუტე. მთელი ძალით შემომხვია მკლავები, თითქოს ეშინოდა არსად გავქცეულიყავი.
– თინი, უნდა ვილაპარაკოთ. – ჩურჩულით მითხრა და დივანისკენ წამიყვანა, ისე რომ ხელები არ გაუშვია.
ჩამოვჯექით. უკვე თვალცრემლიანი ვუყურებდი. ლაპარაკის დაწყება უჭირდა, თითქოს ვერ ბედავდა. წამოდგა, ოთახში გაიარ-გამოიარა, თავზე ორივე ხელი ნერვიულად გადაისვა და ისევ ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა.
– თინი... – გაგრძელება ვეღარ შეძლო, ძალიან უჭირდა. – ნინო ორსულადაა.
მეხის გავარდნას ჰგავდა ეს ყველაფერი. არასოდეს უხსენებია, მაგრამ მივხვდი ნინო იმ ქალს ერქვა, იმ დილით ჩემს ზარს, რომ უპასუხა. ოთახში ყველაფერი დატრიალდა. სუნთქვა აღარ შემეძლო. მორჩა, ვეღარაფერი მიშველიდა. ყვირილი მინდოდა. მინდოდა ხმამაღლა მეტირა და საკუთარი უსუსრობა დამეწყევლა, მაგრამ ამ ყველაფერს მხოლოდ შინაგანად ვგრძნობდი. გარეგნულად გაქვავებული ვიჯექი, ხელები მუხლებზე დამეწყო და ერთ წერტილს მივშტერებოდი. წამოვდექი და კიბისკენ გავემართე.
– თინი, რამე მითხარი გთხოვ. თუ გინდა მეჩხუბე, მიყვირე, გამარტყი. ამისთვისაც მზად ვარ, მაგრამ ჩუმად ნუ ხარ. თინი, ხომ იცი სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. ყველაფერს გავიღებდი, ოღონდ ეს შეცდომა გამომესწორებინა.
– საკუთარ შვილს შეცდომას ნუ უწოდებ. – უკან არც მომიხედავს ისე ვუთხარი. – შენ აზრზეც არა ხარ რამხელა ბედნიერება გერგო წილად.
კიბეზე ავედი და ჩემი ოთახის კარი გადავკეტე. არაფრის თავი აღარ მქონდა. მესმოდა როგორ მომყვებოდა ფეხდაფეხ. როგორ მოაწვა დაკეტილ კარს. ჩემთვის სულ ერთი იყო. სკამზე ფეხმოკეცილი ჩამოვჯექი და სივრცეს გავუშტერე თვალი. მორჩა, ყველაფერი დამთავრდა, დასრულდა ლამაზი ზღაპარი. აღარ არსებობდა ფრაზა: „ჩვენ შვილი არასდროს გვე....ბა“. დარჩა მხოლოდ: „მე არასდროს მეყოლება შვილი, ის ვინც ცხოვრებას აზრს აძლევს და ამ ქვეყანაზე ჩემს არსებობას გაამართლებდა“.
მთელი ღამე ასე გაუნძრევლად ვიჯექი, თუმცა ძილი არ მომკარებია. გამთენიისას წამოვდექი და ჩემი ნივთების ჩალაგება დავიწყე. უნდა წავსულიყავი. მე უკვე ზედმეტი ვიყავი მის ცხოვრებაში. მართალია ამას ახლა ვერ აცნობიერებდა, მაგრამ გავიდოდა დრო და მიხვდებოდა. მას შვილი ეყოლებოდა, მათ გვერდით მუდამ იქნებოდა მისი შვილის დედა. რა ადგილი მეჭირა მე მის ცხოვრებაში? რა სტატუსი უნდა მეტარებინა? ცოლის? ნუ გამაცინეთ. ვის სჭირდებოდა მარტო სტატუსი? ახლა ნათლად ვგრძნობდი, რატომ გადავწყვიტე 17 წლის ბავშვმა, რომ არასოდეს გავთხოვდებოდი. აი, ეს რომ ამერიდებინა თავიდან. ასე უსარგებლოდ, რომ არ მეგრძნო თავი.
ყველაფერი ჩავალაგე. ბევრი არც არაფერი მქონია. საქორწინო ბეჭედი კომოდზე დავდე. უკანასკნელად მოვავლე ოთახს თვალი და კარი გავაღე. ჩემს კარებთან იჯდა. ზურგით კედელს მიყრდნობოდა და ეტყობოდა არც თვითონ მოეხუჭა თვალი მთელი ღამე. მაშინვე წამოდგა. შეცბა ჩემს ფეხებთან მდგარი ჩემოდანი რომ შენიშნა. ეტყობა არ ელოდა, წასვლას თუ დავაპირებდი. მეც ამის იმედი მქონდა, მოულოდნელად დავაყენე ფაქტის წინაშე, თორემ გააზრების საშუალება რომ ჰქონოდა ალბათ ოთახში ჩამკეტავდა და არსად გამიშვებდა.
– ეს რა არის? – კბილებში გამოსცრა.
– ჩემოდანი. – ვუთხარი მშვიდად, სახელურს დავწვდი და რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი.
– რას ჰქვია, ჩემოდანი? სად მიდიხარ? მე აღარაფერს მეკითხები?
– არის კიდევ რამე საკითხავი? – უემოციოდ ჩავხედე თვალებში.
– თინი! მდგომარეობიდან ნუ გამოგყავარ. ამი დედას შე****, ჯერ კიდევ ჩემი ცოლი ხარ.
– საქმეც ეგ არის ჯერ კიდევ.
–გოგოოო! – მთელ ხმაზე იღრიალა. – ფეხს ვერსად გაადგამ. არც კი გაიფიქრო. ჩემი ხელით დაგახლი ტყვიას და არსად გაგიშვებ. – აზრი აღარ მოეკითხებოდა.
მშვიდად გავუშვი ხელი ჩემოდანს. ოთახში შევბრუნდი და კომოდის უჯრაში, ერთ დროს საგულდაგულოდ დამალული იარაღი გამოვიღე. ნიკას მივუახლოვდი და და აუღელვებლად ჩავუდე ხელში. კანკალმა აიტანა. ხან მე მიყურებდა, ხან იარაღს. ხვდებოდა რასაც ნიშნავდა ეს. ხვდებოდა, რომ ნებისმიერ ფასად წავიდოდი, რომ აზრი არ ჰქონდა არაფერს. მე მივდიოდი სამუდამოდ. ეზოდან რომ გამოვედი, მაშინ ამივარდა კანკალი. მაშინ გავაცნობიერე რა მოხდა. ტაქსი გავაჩერე და წავედი. ჩემი მშობლების სახლში ვბრუნდებოდი.


****
ისე ნაცნობი იყო და თან ისე შორეული ეს ყველაფერი. თითქოს რამდენიმე წლის მერე საკუთარ სახლში დავბრუნდი. მოგონებები შემომაწვა. უდარდელი ბავშვობის, უზრუნველი ცხოვრების. ოთახიდან ოთახში დავბოდიალობდი და უსაშველოდ დიდი და ცარიელი მეჩვენებოდა ყველაფერი. მშობლების მერე სახლი დავკეტეთ და აღარავის უცხოვრია.
ახლა დავბრუნდი.
გვერდით აღარავინ მყავდა. ამ სახლის გარდა არაფერი გამაჩნდა. მარტო ცხოვრება უნდა მესწავლა. ფინანსურად ყველაფერი კარგად მქონდა. მამაჩემს საკმაოდ სოლიდური დანაზოგი ჰქონდა, რომელიც, როგორც მის მემკვიდრეს, ანგარიშზე ჩამერიცხა. გარდა ამისა მისი ბიზნესიდან, რომელსაც მისი პარტნიორები უძღვებოდნენ, დივიდენდები მერიცხებოდა. მატერიალური მხარე ყველაზე ნაკლებ მადარდებდა.
სახლი გავანიავე. ბაღში ყვავილები მოვრწყე. ბილიკი სახლიდან ჭიშკრამდე ძველი ფოთლებისგან გავასუფთავე. თქვენ წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი და არა მარტო ეს, მარტომ გავაკეთე. დრო თავზე საყრელად მქონდა და ამით გულის გადაყოლებას ვცდილობდი.
არ ამიყვანია დამხმარე. მებაღეც კი არ დავიქირავე. ყავავილებსაც ვუვლიდი და გაზონსაც თვითონ ვკრეჭდი. მინდოდა ყველაფერი ჩემი ხელით მეკეთებინა. მარტო მე მეარსება ამ უზარმაზარ სახლში და სხვას არავის. მეშინოდა ყველანაირი ურთიერთობის, მეგონა თითოეული ასეთი ნაცნობობა აუცილებლად გულისტკენით დამთავრდებოდა. ყველაზე მეტად გულისტკენის მეშინოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ცხოვრებაში მარტოობისთვის დავიბადე და უკვე აღარაფრის შეცვლა შემეძლო. ბედს დავმორჩილდი.
რა თქმა უნდა ნათია მოდიოდა ხოლმე. მიხაროდა, მაგრამ სასტიკად ავუკრძალე ჩემთან ნიკაზე ლაპარაკი. არ მინდოდა მცოდნოდა, როგორ იყო, რას განიცდიდა. მინდოდა საბოლოოდ ამომერეცხა გულიდან. ვერ შევძელი, ვერ ამოვირეცხე, სამაგიეროდ თავს ვაიძულებდი არ მეფიქრა მასზე. უზარმაზარი ძალისხმევა მჭირდებოდა, მაგრამ ზოგჯერ მაინც გამომდიოდა.
რამდენიმე დღის მერე საფოსტო ყუთი გადავამოწმე და წერილებსა და გაზეთებს შორის, ლონდონის ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან, ჩემს მოთხოვნაზე ჩავრიცხულიყავი მათ უნივერსიტეტში, გამოგზავნილი თანხმობის წერილი ვიპოვე. ჩემი ერთადერთი ხსნა. სასწრაფოდ უნდა გავმგზავრებულიყავი. ქვეყნიდან უნდა წავსულიყავი. იქნებ, იქ, უცხო ქვეყანაში თავისუფლად სუნთქვა შემძლებოდა. სასწრაფოდ საბუთების შეგროვება დავიწყე. არც ისე ადვილი აღმოჩნდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მოვაგვარე. თითქმის უკვე ყველაფერი მზად მქონდა. მხოლოდ ერთი საქმეღა მქონდა დასამთავრებელი და ჩიტივით თავისუფალი ვიქნებოდი.
უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე, დავიქირავე ადვოკატი და განქორწინების საქმე წამოვიწყე. არ მოგესმათ. საბოლოოდ გადავწყვიტე ჩვენი გზები გაყოფილიყო. სხვადასხვა მხარეს უნდა გაგვეგრძელებინა სიარული. სწორედ იმიტომ, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა. სწორედ იმიტომ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესო მინდოდა მისთვის. სწრედ იმიტომ, რომ მასზე ვზრუნავდი. საკუთარი თავისგან უნდა გამენთავისუფლებინა. უნდა მიმეცა საშუალება, ყველანაირი დანაშაულის გრძნობის და ჩემზე დამოკიდებულების გარეშე, დამტკბარიყო იმ ცხოვრებით, რასაც მამობა ერქვა. ბოლომდე უნდა შეეგრძნო ეს სასიამოვნო სიახლე. მე გვერდზე გავდექი. მივდიოდი მისი ცხოვრებიდან.
გამგზავრებიდან რამდენიმე დღით ადრე გავუგზავნე განქორწინების საბუთები.


****
ხუთი კვირა იყო არ მენახა. უფრო სწორად 37 დღე. ეს ყველაზე ხანგრძლივი განშორება იყო. სიგიჟემდე მენატრებოდა. არცერთხელ არ უცდია ვენახე. სადღაც გულის კუნჭულში, ისე რომ საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი, განვიცდიდი ამას. ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი, რომ აღარ ვჭირდებოდი. მტკიოდა, მაგრამ არ ვეპუებოდი.
იმ დღეს ჩემი გამგზავრების ბოლო შტრიხებს ვაგვარებდი. დილით საელჩოში ვიყავი დაბარებული. სახლიდან გამოვედი, მანქანასთან მისულმა, სარკეში საკუთარი თავი შევათვალიერე და გამეღიმა, მაკიაჟის წასმისას თმებს ხელი რომ არ შეეშალათ, უბრალო ფანქრით ავიწიე და ეს ფანქარი ახლაც თმებში მქონდა გარჭობილი. ფანქარი მოვიძრე და ის იყო კარების გამოღებას ვაპირებდი, რომ ფეხებთან მანქანამ დამიმუხრუჭა. თქვენ წარმოიდგინეთ არ გამკვირვებია გაცეცხლებული ნიკა, რომ გადმოვიდა იქიდან. (სწორედ წინა დღით გავუგზავნე განქორწინების საბუთები და სადღაც ველოდი კიდეც ასეთ რეაქციას.) განრისხებული იყო, თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. უბოდიშოდ ჩამავლო ხელი მკლავში და ძალით ჩამსვა მანქანაში. გააზრებაც ვერ მოვასწარი, რომ თვითონაც ჩახტა და მთელი სისწრაფით დაძრა ადგილიდან. ხმას ვერ ვიღებდი. ან რა უნდა მეთქვა? არც თვითონ ამბობდა არაფერს. მთელი ძალით ჩაფრენოდა საჭეს და დაძაბული გაჰყურებდა გზას. ვგრძნობდი სიტყვაც, რომ მეთქვა აფეთქდებოდა.
გავცდით თბილისს. ვერ ვხვდებოდი, სად მივყავდი. მე მგონი არც თვითონ იცოდა, უბრალოდ მიდიოდა. გაუაზრებლად, უმისამართოდ. სპიდომეტრი 160-ს უჩვენებდა. მთელი სიჩქარით მივქროდით. დიდი ხანი იყო მცხეთაც უკან მოვიტოვეთ. ხმას არცერთი ვიღებდით. ასე მდუმარედ ვიარეთ მთელი გზა. რიკოთის უღელტეხილი თითქმის გადავლილი გვქონდა, ხმის ამოღება რომ გავბედე.
– ნიკა. – დავიჩურჩულე გაუბედავად. მეტი ვერაფერი მოვახერხე და ვერ გავაკონტროლე თვალებიდან უკითხავად წამოსული ცრემლი.
მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა და გზის პირას გააჩერა. სახე ჩემსკენ მოატრილა, თვალებში ჩამხედა და უკანა სავარძელზე მიყრილ ქაღალდებს გადასწვდა, ისე რომ ჩემთვის თავლი არ მოუშორებია.
– ეს რა არის, შეგიძლია ამიხსნა? – ქაღალდები ცხვირწინ ამიფრიალა.
– განქორწინების საბუთებია. – ამოვისლუკუნე და მიამიტი ბავშვივით ავხედე.
– შენ გგონია კითხვა არ ვიცი? – თავს ვეღარ აკონტროლებდა. – გოგო, ნუ გადაგყავარ ჭკუიდან. რას ჰქვია განქორწინების საბუთებია. ვინ მოგცა უფლება? როგორ გაბედე, საერთოდ ამაზე ფიქრიც კი. შენ ჩემი ცოლი ხარ, ჩემი საკუთრება და ვერანაირი ქაღალდი ვერ შეცვლის ამას. – ბოლო ხმაზე ყვიროდა ერთ წამში ნაკუწებად აქცია, საკმაოდ სქელტანიანი საქაღალდე. – მორჩა! ამოიგდე მაგ თავიდან განქორწინებაც და ქვეყნიდან გამგზავრებაც. მე არ გაძლევ ამის უფლებას, გესმის? დრო მოგეცი, არ გაწუხებდი. მინდოდა ყველაფერი გადაგეხაშა, აგეწონ-დაგეწონა. შენთვის განქორწინებაზე ფიქრის უფლება არ მომიცია. – მეტი ვეღარ შეძლო და ბრაზისაგან ერთიანად აკანკალებული მანქანიდან გადავიდა.
მისი ეს სიტყვები, ძალიან დესპოტურად ჟღედა, მაგრამ მან ასეთი სიყვარული იცოდა. მასთან ჯიბრით ვერაფერს გახდებოდი. სიგარეტს მოუკიდა და ნერვიულად გააბოლა. ვხვდებოდი რა ხდებოდა ახლა მის გულში. ადამიანს აღარ ჰგავდა. ძალიან მიჭირდა მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვა, გული მიკვდებოდა, მაგრამ ახლა რომ უკან დამეხია მაჯობებდა, არსად გამიშვებდა. ერთი შეხედვით თითქოს მეც ეს უნდა მდომებოდა. მინდოდა კიდეც გულით, მაგრამ გონება სხვას მეუბნებოდა. მიკიჟინებდა, რომ უკანმოუხედავად უნდა გავქცეულიყავი, მოვშორებოდი, სხვა გზით უნდა წავსულიყავი. მასთან ერთად სიარული, სრული სიცარიელისკენ წამიყვანდა. არ შემეძლო ჩვენი გრძნობა სიცარიელისთვის დამემსგავსებინა, მაგრამ როგორ? ეს აღარ ვიცოდი. მთელი ძალისხმევის მოკრება მჭირდებოდა იმისთვის, რომ მისი ამ მდგომარეობაში ყოფნისთვის გამეძლო.
მანქანიდან გადმოვედი. წინ დავუდექი.
– შენ არაფერი იცი... – დავიწყე გაუბედავად.
– რა არ ვიცი? – მზერა გამისწორა. – ის, რომ შვილი არ გეყოლება?
გავშრი. ყველაფერს ველოდი ამის გარდა. მან იცოდა. ყველაფერი თავდაყირა დადგა. საიდან უნდა სცოდნოდა? შეუძლებელი იყო.
– შენ... შენ... როგორ... საიდან იცი? – ვლუღლუღებდი გაოცებული.
– რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ისაა, რომ შენ არ მითხარი.
– ბევრჯერ დავაპირე, გეფიცები, მაგრამ ვერ შევძელი.
– როგორ იფიქრე, რომ ამას ჩემთვის მნიშვნელობა ჰქონდა? – თვალები სევდით ჰქონდა სავსე. – ეს როგორ იფიქრე ჩემზე? განა მხოლოდ იმისთვის მიყვარხარ, რომ შვილი გამიჩინო? მესმის, ძნელია შენთვის, მაგრამ თინი, მე შენ მიყვარხარ. უანგაროდ, ყველაფრის გარეშე და შვილი გაგვიჩნდება თუ არა ჩემს სიყვარულს ვერაფერი შეცვლის. ათასია ისეთი ქალი, რომელსაც შვილის გაჩენა შეუძლია, მაგრამ ის ვინც სიგიჟემდე მიყვარს და ვისი ყოველი შემოხედვაც თავს მაკარგვინებს, მხოლოდ ერთია – კიდევ ერთ ღერს მოუკიდა. – დრო მოგეცი, არ გაწუხებდი, მინდოდა ყველაფერი გაგეაზრებინა და გადაგეხარშა. თინი, არც ერთი წუთით არ დამიშვია, რომ გაგიშვებდი, იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამას საერთოდ მთხოვდი. შეძლებ? მიპასუხე, გთხოვ, შეძლებ ჩემგან შორს ცხოვრებას?
პასუხი არ მქონდა ხელები უღონოდ ჩამომეყარა.
– მესმის, თინი, ვხვდები ამას ბავშვის გულისთვის აკეთებ. ჩემი კეთილი გოგო ხარ შენ, – მომეხვია და ნაზად მაკოცა საფეთქელზე. – მაგრამ მე რას მიშვები?
– არ ვაკეთებ ამას ბავშვისთვის. არც ისეთი კეთილი ვარ, როგორც გგონია. – მისი მკლავებიდან გავითავისუფლე თავი. – ნიკა, მეშინია... მეშინია, რომ გავა დრო და ეს გრძნობა გაიცრიცება და აღარაფერი დარჩება. ხვდები მაინც, რომ შენს მეტი ქვეყანაზე აღარავინ გამაჩნია? შენ შვილი გეყოლება. ცხოვრების აზრი გახდება შენთვის. მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები შენ და დედამისი იქნებით. ჩემი ადგილი არ არის არსად, ხვდები? არ ვიქნები ოჯახის წევრი. ყოველთვის მომიწევს საკუთარი მდგომარეობა დავიმკვიდრო. მეშინია, რომ გავა დრო და ეს გრძნობა გაიცრიცება და აღარ იქნება ასეთი მძაფრი. ალბათ განშორება მერე უფრო ადვილი იქნება, მაგრამ რა დამრჩება ამის მერე? არაფერი. სრული სიცარიელე. ამას ვერ გადავიტან. ცხოვრების აზრი მჭირდება. მჭირდება ის რისი გულისთვისაც ვისუნთქებ. – საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. მთელი გული გადავუშალე. სული ამოვიღე და წინ დავუდე. – არ ვარ კეთილი. ეგოისტი ვარ და გთხოვ ცხოვრებაში ერთხელ, მომეცი ამის უფლება. მომეცი ნება, ერთხელ მაინც, საკუთარი ინტერესები სხვაზე წინ დავაყენო. მომეცი უფლება, ვიყო ეგოისტი და გამიშვი. ვიცი ძალიან გეტკინება. ჩემი ტკივილი უკვე გაუსაძლისია, მაგრამ ცხოვრებაში პირველად გთხოვ, მომეცი უფლება, ისე მიყვარდე ცხოვრების ბოლომდე, როგორც ახლა მიყვარხარ.
ვიცი, ბევრი ვერ გამიგებთ. ძნელია ის, რასაც მაშინ ვრძნობდი, ვინმემ გაიგოს. რატომ მივდიოდი, თუ ასე მიყვარდა. რატომ არ ვიბრძოდი საკუთარი ბედნიერებისათვის. ბევრი ვერ გამიგებს, მაგრამ ნიკამ გამიგო. თვალებზე შევატყე, რომ გამიგო. მიხვდა, როგორ მიჭირდა მეც, მაგრამ ახლა მისგან წასვლა მჭირდებოდა.
ერთხანს ჩუმად იდგა მანქანის კარებს მიყრდნობილი, სიგარეტს ეწეოდა და თვალი უსასრულობისთვის გაეშტერებინა. ვიდექი და თვალს არ ვაშორებდი. ხელში, სახლიდან გამოყოლილ ფანქარს ვაწვალებდი და განაჩენივით ველოდებოდი მის გადაწყვეტილებას.
– პასპორტი თან გაქვს? – არც კი შემოუხედავს ისე მკითხა.
დავიბენი, ყველაზე ნაკლებად ახლა ამ კითხვას ველოდი. თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
– წავედით. – სიგარეტის ნამწვი გადააგდო, მანქანაში ჩაჯდა და დაქოქა.
გვერდით მივუჯექი. არ მიკითხავს სად მივყავდი. ან რა აზრი ჰქონდა? გადაწყვეტილებას მაინც ვერ შევაცვლევინებდი. ისევ იგივე მიმართულებით წავიდა. გზა დასავლეთისკენ გავაგრძელეთ. უკვე მშვიდად ვიყავი. თვითონაც აღარ ეტყობოდა დაძაბულობა. ასეთი მძიმე დღის შემდეგ, ერთიანად მოვეშვი და ვერც მივხვდი, როდის ჩამეძინა. რომ გამეღვიძა, უკვე მოსაღამოვებულიყო, თუმცა ჯერ კიდევ არ ბნელოდა. თავიდან ვერ მივხვდი, სად ვიყავი და მანქანაში მარტოს რატომ მეძინა. თვალი მოვავლე იქაურობას, მაგრამ მაინც ვერაფერი გავიგე. საკმაოდ დიდი რიგი იყო მანქანების. ვერ ვხვდებოდი, მე იქ რა მინდოდა, ან ნიკა სად იყო. ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, მალე მოვიდა.
– გაიღვიძე? – ძალიან მშვიდად მკითხა. – პასპორტი გაამზადე.
– სად ვართ? – თვალების ცეცებას არ ვწყვეტდი.
– სარფში. – ისე მშვიდად მითხრა, გეგონება ყოველდღე აქ დავდიოდით და უბრალოდ ახლა დამვიწყებოდა.
– სარფში რა გვინდა? – უფრო გამიფართოვდა თვალები.
– თურქეთში გადავდივართ.
– მონად უნდა გამყიდო? – იმდენად კომიკური იყო ეს სიტუაცია, რომ მხოლოდ ეს სიტყვები თუ შეეფერებოდა.
გაეცინა.
– ყოველთვის მაოცებდა შენი სარკაზმი.
– დილით სახლიდან შენ წამომიყვანე, თურქეთის საზღვარზე ისე აღმოვჩნდი, ვერც კი გავიგე და კიდევ ჩემი სარკაზმი არ მოგწონს?
არაფერი მიპასუხა, თავით მანიშნა წავედითო. ერთი ამოვიოხრე. ამდენ ხანს ხელში შემორჩენილი ფანქარი ისევ თმაში გავირჭე და საბაჟო რეგისტრაციის გასავლელად გავყევი.


****
თურქეთის ერთ-ერთი საზღვრისპირა ქალაქში, ღია კაფეში ვისხედით. შავი ზღვის სანაპიროს საოცარი ხედი იშლებოდა. უკვე ბინდდებოდა. აქ, სხვა ქვეყანაში, სხვანაირი იყო ყველაფერი. თითქოს ჩვენი პრობლემები საზღვარზე დავტოვეთ. ჩემს წინ ნიკა იჯდა. ძალიან მაღელვებდა მისი სიახლოვე. ერთი ხელის გაწვდენა და შევძლებდი შევხებოდი, მეგრძნო, მაგრამ არ შემეძლო. ვიცოდი თავს დავკარგავდი და იმიტომ.
– იმედია ხვდები, რომ განქორწინებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. – წამოიწყო და ჰორიზონტს გახედა.
– ნიკა... – არ დამამთავრებინა, ისე შემომხედა, რომ ჩემი ნებით გავჩუმდი.
– მესმის შენი, მართლა მესმის. შენსას რომ არ ვითვალისწინებდე, დამიჯერე ახლა აქ არ ვიჯდებოდით. რომ ვერ ვხვდებოდე როგორ გიჭირს, ჩაგავლებდი ხელს და გაიძულებდი სახლში დაბრუნებულიყავი. „ჩვენს“ სახლში... – გაჩუმდა. სიტყვებისთვის თავის მოყრა გაუჭირდა. – მაგრამ არ არსებობს ძალა, რომელიც შენთან განქორწინებას მაიძულებს. მე შენ დაგისაკუთრე. მაშინ დაგისაკუთრე, შენს სახლში პირველად, რომ ჩაგხედე თვალებში. არ დაგთმობ. შენს სიცოცხლეს ვფიცავარ, ვერ დაგთმობ.
მეტი ვეღარ შეძლო, წამოდგა და სანაპიროზე ჩავიდა. ჩემსკენ ზურგით იდგა. მარტო ღმერთმა იცის ამ დროს ჩემს გულში რა ხდებოდა, ვტიროდი. უხმოდ. ასე უარესი იყო. სხვანაირად კი მე არ შემეძლო.
მასთან ჩავედი და რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დავდექი.
– გამგზავრების უფლებას მოგცემ. – თავი არ მოუტრიალებია ისე მითხრა.
გული ჩამწყდა. შეიძლება უკანასკნელად ვხედავდი. როგორი აუტანელი იყო ყველაფერი. ღმერთო მომეცი ძალა. ერთიანად კანკალს ავეტანე.
– გცივა? – ჩემსკენ შემობრუნდა და ჩემი ხელები თავისაში მოიქცია. – როგორი გაყინული ხარ?! – ტუჩები ნაზად შეახო ჩემს თითებს. ცოტაც და იქვე ჩავიკეცებოდი. თითები გამაშლევინა და ახლა ხელისგულებზე დამიტოვა ცხელი კოცნის კვალი. – წავიდეთ! – ხელი არ გაუშვია, ისე გამიყოლა.
ერთ-ერთ სასტუმროში შევედით. რესეფშენისკენ გაემართა. თავაზიანი თურქი ახალგაზრდა ინგლისურად მოგვესალმა.
– ოთახი გვჭირდება. – ინგლისურადვე უპასუხა ნიკამ, ისე, რომ ჩემთვის ხელი არ გაუშვია.
– ერთი ოთახი გჭირდებათ? – ღიმილს არ იშორებდა სახიდან. გაგეცინებათ, მაგრამ ის ბარმენი გამახსენდა, მთვრალი, მთელი საღამო, ტვინს რომ ვუჭამდი. ზუსტად ასე იღიმებოდა ისიც.
– კი ერთი. – უცებ გამოვეკვიე ფიქრებიდან, როცა გავაანალიზე ჩემი და ნიკას ერთ ოთახში გაჩერება, რასაც ნიშნავდა.
– ნიკა... – ამოვიკნავლე ქართულად. – არ მინდა...
– თინი, ღმერთმა იცის კიდევ როდის გნახავ – იმას ერთი წუთითაც არ უშვებდა, რომ შეიძლებოდა ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა ყოფილიყო. – არ ვაპირებ მთელი ღამე გვერდით ოთახში უშფოთველად მეძინოს. – მეტი დამაჯერებლობისთვის უფრო ძლიერად მომიჭირა ხელი, თითქოს სადმე გამქცევი ვიყავი.
გასაღები გამოართვა და ლიფტით ავედით მაღლა. საკუთარი გულისცემა მესმოდა. ნომერში რომ შევედით, უხერხულობისგან არ ვიცოდი რა მექნა. მეგონა, რაღაც საშინელებას ჩავდიოდი. სასაცილოა არა?! ჩემი ქმარი იყო და ასე მეგონა მასთან მარტო დარჩენის უფლება არ მქონდა. სინამდვილეში ეს შიში იყო, იმის შიში, რომ თავს დავკარგავდი. არ გადამეფიქრა, ის რაც ასე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი.
ფანჯარასთან ავიტუზე და ღამის სანაპიროს გავყურებდი. სულ ახლოს ვიგრძენი გახშირებული სუნთქვა. ყელში დატოვებულმა ცხელმა კოცნამ საბოლოდ მომიღო ბოლო.
– თინი... მხოლოდ ეს ღამე... ეს ღამე ჩემია. – მეჩურჩულებოდა ყურთან და ვგრძნობდი, როგორ მებინდებოდა გონება. – მომეცი უფლება, გთხოვ... – არ წყვეტდა.
თმებში გარჭობილი ფანქარი გამომაძრო და მხრებზე ჩამოყრილ კულულებში ჩაყო ცხვირი. ხარბად შეისუნთქა სურნელი და მხრებზე ხელი მომხვია. თავისკენ შემომატრიალა და კედელზე ამაკრო. გაუბედავად შეეხო ტუჩებს და როცა მიხვდა, რომ ამის უფლება მივეცი, უფრო მომთხოვნი გახდა. ვხვდებოდი, რომ შეცდომას ვუშვებდი, მაგრამ თავს ზევით ძალა არ მქონდა. გახევებული ვიდექი და ვნებისგან ერთიანად ვკანკალებდი. თავი მაშინ დავკარგე, ტუჩები ნელ-ნელა ყელიდან დაბლა, რომ ჩააცურა და გადაღეღილი პერანგიდან, მაცდურად მომზირალი მკერდისკენ გაუყვა. ერთი დავიკვნესე და ორივე ხელით ღილების შეხსნა დავუწყე. ხელები მის შიშველ მკერდზე ავაცურე. ამოიგმინა და თითქმის შემოხეულ პერანგს, უბდიშოდ მიუჩინა ადგილი იატაკზე.
– თინი, ჭკუიდან გადაგყავარ. – ამოიხრიალა და ქვედა ბოლო წელზე ამიწია. თავისი თლილი თითები ჩემს თეძოებზე აასრიალა და ერთი მოძრაობით წელზე შემომისვა. თითები მის თმებში ავხლართე და ტუჩებზე დავწვდი. საწოლზე გადამაწვინა და ჩემი ზედა საცვალიც პერანგის გზას გაუყენა. გახურებული ტუჩებით მკერდზე დამწვდა და კიდევ ერთხელ ავკვნესდი სიამოვნებისგან. ხელები მისი შარვლისკენ წავიღე და ქამრის შეხსნა დავიწყე. საბოლოოდ გავთავისუფლდით ზედმეტი ტანსაცმლისგან. თითოეული უჯრედით ვგრძნობდით ერთმანეთს. ის რაც იმ ღამით ხდებოდა, ეს იყო სიამოვნების პიკი. გსმენიათ რამე დიდი ჩხუბის შემდეგ სექსზე? ამბობენ არაამქვეყნიური სიამოვნებააო, როცა ვნება პიკს აღწევს და საბოლოოდ გაკარგვინებს თავს. რაღაც მსგავსი იყო ესეც, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ჩხუბის მერე იცი რომ შერიგდით და სამუდამოდ ერთად იქნებით. აი, ჩვენს შემთხვევაში, კი ეს განშორების ალერსი იყო. შხამნარევი, მაგრამ მაინც ნეტარების მწვერვალი.
მის მკერდზე მისვენებული, გახშირებული სუნთქვის დამორჩილებას ვცდილობდი. თავისი თითები ჩემსაში გადაეხლართა და დროდადრო მის ცხელ ტუჩებს ვგრძნობდი.
– ნიკა, ეს რა გავაკეთეთ. – დავიწყე გაუბედავად.
–არც კი გაბედო სინანული! – მკაცრად გამაწყვეტინა.
– აქ, რომ მოგყავდი, უკვე იცოდი რაც მოხდებოდა? – თვალებში ჩავხედე.
მხოლოდ ჩაეღიმა და საფეთქელზე მაკოცა. იატაკზე დაგდებულ შარვალს გადასწვდა, ჯიბიდან ჩემი საქორწინო ბეჭედი ამოიღო და თითზე წამომაცვა.
– ასე უკეთესია. – თითზე მაკოცა და კიდევ უფრო მოხერხებულად მომათავსა მკლავებში.
არ მჯეროდა, რომ ახლა ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა. ჯერ კიდევ გუშინ ვინმეს, რომ ეთქვა, თავს ვერ გააკონტროლებ და მის მკლავებში აღმოჩნდებიო, ერთს გემრიელად გავლანძღავდი. ახლა კიდე... საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნოდი. ვიცოდი ათჯერ უფრო ძნელი იქნებოდა ამის მერე წასვლა, მაგრამ ამად ნამდვილად ღირდა.
– საიდან გაიგე? – გაუბედავად დავიწყე. – რომ მე...შვილი არ მეყოლებოდა? – ძლივს მოვაბი თავი სათქმელს.
– რა მნიშვნელობა აქვს?!
– კი, მაგრამ არავინ იცოდა. ნათიასთვისაც კი არ მითქვამს. ვიცოდით მე, ჩემმა მშობლებმა და მეტი არავ... ღმერთო, გიგამ... გიგამ გითხრა?
არაფერი მიპასუხა. არც იყო საჭირო. სხვას არავის შეეძლო.
– როდის გითხრა? რამდენი ხანია იცი?
– არ გვინდა ამაზე, თინი, გთხოვ, ახლა რა მნიშვნელობა აქვს. წესით ეს შენგან უნდა გამეგო.
– იმ ღამეს გითხრა? – არ ვწყვეტდი. აღელვებისგან წამოვჯექი და თვალებში გამომცდელად ჩავაშტერდი. – იმ ღამით მე, რომ გამომიშვი სახლში, მაშინ?
პასუხად მხოლოდ ტუჩებზე დამწვდა და ლაპარაკის გაგრძელების საშუალება არ მომცა. ან რაღა იყო სათქმელი, ყველაფერი ისედაც ნათელი იყო.
– მე კიდე... მაშინ... – თვალცრემლიანმა ჩავხედე თვალებში.
მთელი ღამე არ მოგვიხუჭავს თვალი არცერთს. მეტი თითქმის არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის, მაგრმ ყველაზე მეტყველი იყო ეს დუმილი. ვცდილობდი მისი ყოველი მოძრაობა, გამომეტყველება, მიმიკა დამემახსოვრებინა. დიდხანს გამყოლოდა მისი სითბო.
გამთენიისას ჩამთვლიმა.
რომ გამეღვიძა, ოთახში აღარ იყო. წამოვდექი და ტანსაცმლის შეგროვება დავიწყე. წუხანდელის გააზრებას ვცდილობდი. დილის შხაპმა, ცოტა აზრზე მომიყვანა. სააბაზანოდან გამოსულმა ტუმბოზე დადებული ნახატი შევნიშნე. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, სასტუმროს სარეკლამო ბუკლეტის უკანა მხარეს, ფანქრით შესრულებულ პორტრეტში, საკუთარი თავი, რომ ამოვიცანი. გვერდზე სახლიდან გამოყოლილი, ჩემი უბრალო ფანქარი ედო. „18 ივლისი – მასწავლე უშენოდ ცხოვრება“ ლამაზი კალიგრაფიით მიეწერა ქვევით. არც კი ვიცოდი, თუ ხატავდა. არ მეპატიებოდა. ამის არცოდნა, ნამდვილად არ მეპატიებოდა. ნახატი ჩანთაში ჩავიდე.
ოთახში შემოვიდა. თვალებში სევდა ჩასდგომოდა. გადაღლილი სახე ჰქონდა. მთელი ღამე არ ეძინა ალბათ. თვალებზე ეტყობოდა.



****
სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის ისე გამოვედით ნომრიდან და სასტუმრო დავტოვეთ. არც მანქანაში ამოგვიღია ხმა, ისე მივედით საზღვართან. ვტოვებდით თურქეთს. ვბრუნდებოდით რეალობაში.
– მთელი ღამე არ გძინებია. თუ გინდა მე დავჯდები საჭეთან. – გაუბედავად შევთავაზე.
– არ ვაპირებ, შენთან ყოფნის ბოლო საათები ძილში გავატარო. – პასუხი კატეგორიული იყო.
საზღვარი გადმოვკვეთეთ. სულ უფრო მცირდებოდა ჩვენი ერთად ყოფნის დრო. ვგრძნობდი, როგორ მიდუღდა შიგნით ყველაფერი. ვერ ვთმობდი, მაგრამ მიწევდა. ახლა ყველაზე მეტად განტვირთვა მჭირდებოდა. რამეზე უნდა გადამეტანა ყურადღება, თორემ ვგრძნობდი, როგორ მელეოდა გამბედაობა. მეშინოდა უკან არ დამეხია, უარი არ მეთქვა გამგზავრებაზე.
– მაროსთან დამტოვე, სოფელში. – ვთხოვე.
ვგრძნობდი ახლა ეს ჰაერივით მჭირდებოდა. მხოლოდ ის თუ მიშველიდა და საკუთარი თავის რწმენას დამიბრუნებდა. წამიყვანა. კინაღამ ავტირდი ნაცნობი სახლი, რომ დავინახე. ზაფხულში განსაკუთრებით ლამაზი იყო იქაურობა. ეზოში ფუსფუსებდა მოხუცი. ბედნიერებისგან ანთებული თვალებით გამოექანა ჩვენსკენ. ძლივს მოვისიყვარულე, მონატრებული მარო ბებია. ჩემი ბებო...
ნიკა სახლში არ შემოსულა. გარეთვე გამოემშვიდობა ბებიამისს. მარო მიხვდა რაღაც ხდებოდა და მარტო დაგვტოვა.
მომიახლოვდა. ხელები შემომხვია და თავი ჩემს თმებში ჩარგო.
– როგორი რთულია, თინი. რა გავაკეთო, როგორ გავძლო უშენოდ? მასწავლე, გთხოვ, როგორ ვიცხოვრო. ამას მხოლოდ შენი გულისთვის ვაკეთებ. – თმებში სისველემ ჩამოაღწია. არ მჯეროდა ნიკასგნ ცრემლი. შეუძლებელი იყო. არ ამიხედავს... არ დამინახავს... სამაგიეროდ ვიგრძენი.
მოსაყოლადაც ძნელია, ისეთი აუტანელი იყო გამომშვიდობება. ერთმანეთს სულის ნაწილები დავუტოვეთ.
წავიდა...
ჩემს ზურგს უკან კარები, რომ მიიხურა, მაშინ ვიგრძენი ტკივილი მთელი სიმძაფრით. მორჩა, წავიდა. ალბათ ვეღარასოდეს ვნახავდი. იქვე ეზოში ჩავიკეცე და არაადამიანური ხმით ავღრიალდი. რაც აქამდე არ მიტირია, რამდენი ცრემლიც შემიკავებია, ყველაფერმა ახლა გადმოხეთქა. მარიამ ბებიას თბილი ხელების შეხება ვიგრძენი. მივხვდი, მან უკვე ყველაფერი იცოდა. თანაგრძნობას ვგრძნობდი. მთელი ღამე თავთან მეჯდა. გრძნობდა, რომ ძალიან მჭირდებოდა. არაფერი ამიხსნია. ყველაფერი ისედაც ნათელი იყო.
ხუთ დღეში გავფრინდი. ვტოვებდი თბილისს და საკუთარ თავს.




****
პირველ რიგში მადლობა გამოხმაურებისა და თბილი სიტყვებისთვის... იმედია გავამართლებ თქვენს მლოდინს.
ეს თავი გუშინვე თითქმის ნახევრამდე დაწერილი მქონდა, მაგრამ გადავწყვიტე ზუსტად იმ მომენტში გამეწყვიტა... რეაქცია მაინტერესებდა... კინაღამ გავგიჟდი იმდენად გიყვართ ეს პერსონაჟები. ფსიქო.13-ის კომენტარმა, ხომ სულ გადამრია, რამდენჯერ გადავიკითხე აღარც მახსოვს...
დანაშაულის გამოსასყიდად 10 თავს შევპირდი, მაგრამ გეგმები შემეცვალა. ქალაქიდან გასვლა იმაზე ადრე მიწევს, ვიდრე მეგონა.. არ მინდა დაუმთავრებელი დაგიტოვოთ ეს ისტორია და ამიტომ შევეცდები ამ მოკლე ხანში ჩავეტიო... არ იფიქროთ, რომ მივაფუჩეჩებ და შევამოკლებ... ისტორიას ზუსტად ისე დავწერ, როგორც ჩაფიქრებული მქონდა. დღეს საკმაოდ დიდი თავი დავდე და ალბათ კიდევ ორ თავს დავდებ და დავასრულებ...
ძალიან მიყვარხართ... ყველაზე თბილები ხართ



№1  offline წევრი სტიქია

ნეტავ ერთი წამით შენს ციცქნა გულში ჩამახედა, რამდენ ემოციას იტევს. ასეთი როგორ ხარ, თითქოს თითოეული მკითხველის ემოციური სუსტი წერტილი იცი და "გვაიძულებ" ჩვენც გამოვცადოთ ის ყველაფერი, რასაც თინი და ნიკა გრძნობენ... საერთოდ, ძალიან მწირია ადამიანის ლექსიკონი, სამაგიეროდ გრძნობებია უკიდეგანო და ჩახლართული, შენ იმდენი შეგიძლია, რომ ადამიანის ლექსიკონით გვაგრძნობინო ამდენი ემოცია და წარმომიდგენია, შენს გულში რა ხდება... წარმომიდგენია, ამ ისტორიის წერისას შენ რას გრძნობ. ჩვენ, ყველა, ვინც კი ამ ისტორიას ვკითხულობთ, ვართ "თინი" და ჩვენ ყველას გვყავს "ნიკოლოზი", მადლობა შენ ამისთვის <3

 


№2  offline წევრი eni

ვაიმეე რამაგარი გოგო ხარ შენ აი ვერ წარმოიდგენ უკვე ისე მიყვარს ეს ისტორია აი არვიცი რა ძალიან მაგარია ვიცოდი აი ვგრძნობდი რომ ნიკოლოზი აუცილებლად გადარჩებოდა ვერც წარმოვიდგენ თინის და ნიკას უერთმანეთოდ აი ვერ წარმოვიდგენ <3 <3 <3 იმდენ ემოციას იტევს ეს ისტორია როცა ვკითხულობ სულ მეტირება რაგავაკეთო იმდენად გულში ჩამწვდომია თითოეული სიტყვა რომ გული მეკუმშება აი არვიცი რამემართება და კიდევ ბევრჯერ გეტყვი ასეტი მაგარი ისტორისთვის მადლობას ვერწარმოიდგენ რამდენს ნიშნავს უკვე ეს ისტორია ჩემთვის <3 love love feel კარგი ხარ ველოდები სულ მოუთქმელად შემდეგ თავს love

 


№3  offline მოდერი nicol

სტიქია
ნეტავ ერთი წამით შენს ციცქნა გულში ჩამახედა, რამდენ ემოციას იტევს. ასეთი როგორ ხარ, თითქოს თითოეული მკითხველის ემოციური სუსტი წერტილი იცი და "გვაიძულებ" ჩვენც გამოვცადოთ ის ყველაფერი, რასაც თინი და ნიკა გრძნობენ... საერთოდ, ძალიან მწირია ადამიანის ლექსიკონი, სამაგიეროდ გრძნობებია უკიდეგანო და ჩახლართული, შენ იმდენი შეგიძლია, რომ ადამიანის ლექსიკონით გვაგრძნობინო ამდენი ემოცია და წარმომიდგენია, შენს გულში რა ხდება... წარმომიდგენია, ამ ისტორიის წერისას შენ რას გრძნობ. ჩვენ, ყველა, ვინც კი ამ ისტორიას ვკითხულობთ, ვართ "თინი" და ჩვენ ყველას გვყავს "ნიკოლოზი", მადლობა შენ ამისთვის <3

აი ზუსტად ესეთი კომენტარები მაიძულებენ ამ ემოციით ვწერო love

eni
ვაიმეე რამაგარი გოგო ხარ შენ აი ვერ წარმოიდგენ უკვე ისე მიყვარს ეს ისტორია აი არვიცი რა ძალიან მაგარია ვიცოდი აი ვგრძნობდი რომ ნიკოლოზი აუცილებლად გადარჩებოდა ვერც წარმოვიდგენ თინის და ნიკას უერთმანეთოდ აი ვერ წარმოვიდგენ <3 <3 <3 იმდენ ემოციას იტევს ეს ისტორია როცა ვკითხულობ სულ მეტირება რაგავაკეთო იმდენად გულში ჩამწვდომია თითოეული სიტყვა რომ გული მეკუმშება აი არვიცი რამემართება და კიდევ ბევრჯერ გეტყვი ასეტი მაგარი ისტორისთვის მადლობას ვერწარმოიდგენ რამდენს ნიშნავს უკვე ეს ისტორია ჩემთვის <3 love love feel კარგი ხარ ველოდები სულ მოუთქმელად შემდეგ თავს love

უდიდესი მადლობა... აი არ ვიცი, ესეთ თბილ კომენტარებზე რა ვთქვა... საკუთარი თავის რწმენას მმატებთ... ყველაზე თბილები ხართ და მეც მათბობთ. love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№4  offline წევრი Unnamed

Kai rAa.... nu daranje es xalxii

 


№5  offline წევრი optimistii...

emociebis pikia es isitoria dzilis win vkitxulob kargad vitireb da mere emociebisgan daclils tkbilad medzineba<3 saocreba xar shenc da es isoriac <3

 


№6  offline წევრი milangirl

საოცარი ისტორიაა ემოციებით სავსე. იმედია დასასრულიც ძალიან კარგი იქნება. ყოჩაღ ავტორ

 


№7  offline წევრი გვირილა ♡

რა კარგი ხარ ♡
ემოციების გამოხატვა მიჭირს..

 


№8  offline წევრი ooo :)

დგეს წავიკითხე ყველა თავი ერთAდ და ვფიქრობ რომ ერთი დგისთვის ძალიან ბევრი ემოცია განვიცადე . ზუსტად გადმოცემ იმ ემოციას და მოგაქ ჩვენამდე რასაც გრძნობ . ძალიან ნიჭიერი ხარ და ეს დასაფასებელია . ზოგადად იშვიათად ვტირი მაგრამ შენ შეძელი და ჩემ გულამდეც ჩააღწიე. წარმატებებს გისურვებ სიყვარულით ოოო :) love

 


№9  offline წევრი anamaria11

სასწაულად მაგაარი ისტორიაა ზეპირად ვიციუკვე მგონი:DDDD ძალიან გთხოვ ცუდად არ დაამ
თავოო შეარიგე და ერთად დატოვეეეეე^^ ჩვენ ერთად თუ დატოვებ უფრო მოგვეწონება $$

 


№10  offline წევრი ნენე

ჯერ რას ვიტყვი...
პირველი ვიყავი,მართლა :დდ
უბრალოდ,ტელემ გამიჭედა...
----
ჩემო ნიქოლ,
არაჩვეულებრივი რომ ხარ,მაგაში ორი აზრი არ არსებობს.
ამ ბოლო დღეებში,ამომეჩემა რომ სულ შენზე და ამ მოთხრობაზე ვსაუბრობ.
მალე იმდენს მივაღწევ,ახალბედა მწერლის გზას გაგიკვალავ :დ მართლა მართლა...
მაგრამ,იცი,ამ გოგოსი არ მესმის.
ბედნიერებას,დამსახურება და ბრძოლა ჭირდება.
თუ ბედნიერი ხარ,ნუ ფიქრობ სხვა ყვეელაფერზე,
იცხოვრე დღევანდელი დღით,და გაიღიმე,ვიღაც სადღაც უყვარხარ.
სწორედ ამიტომ,ჩვეულებრივ ვერ ვიტან თინისნაირ გოგონებს.
მგონია რომ,თავის ცხოვრებას ყველაზე უბედურად თვლიან და დეპრესიონისტობით ცდილობენ რამე გამოასწორონ...
მაგრამ,გარკვეულწილად,მივხვდი თინის გადაწყვეტილების სისწორესაც.
არ უნდა,გრძნობა გაცივდეს და,მერე წავიდეს...
მაგრამ,გრძნობები აუცილებლად კვდება ერთ დღეს.
გავა წლები,და ინანებს,რომ წავიდა და დატოვა ნიკუშა.
გავა წლები,და მიხვდება როგორ არასწორად მოიქცა.
და მერე,უკვე გვიანი იქნება...
უკვე ნიკუშას აღარ ეყვარება.
მარადიული სიყვარული,არ არსებობს.
გგონია რომ მასზე გიჟდები,გგონია რომ მის გარეშე ვერ სუნთქავ,გგონია რომ შენ და ის,ერთნი ხართ...
მაგრამ მერე...
მერე იცვლება დრო.
იცვლება კადრებიც.
და ხვდები რომ,შენ შეცდი.
ამბობ,ყველაფერი დამთავრდაო,მაგრამ მაინც აგრძელებ ცხოვრებას..
ამბობ.მორჩა,შეცდომას აღარ დავუშვებო,და მაინც უშვებ)))
და ყველაზე საინტერესო,მაინც ისაა,რომ ამას ვერ ხვდები.
თვითმკვლელობა გინდა,მაგრამ იმის შიშით,რომ ღმერთი არ მოგიტევებს,ვერაფერს აკეთებ.
და ასე განსაჯეთ,ადამიანი უძლურია,სუსტი,და ცდება.
მოკლედ,ვიცი,ბევრი ვიბოდიალე,თავიც შეგაწყინე...
მინდა იცოდე,როგორც ყოველთვის,მე თინის საქციელს (თუ არ გამოასწორებ)
ვერ გაპატიებ.
არ გაპატიებ.

პატივისცემით,ნენე.
--------------------
დარაბებს მიღმა,გაზაფხულია... გამოიდარებს,მე მჯერა.

 


№11  offline წევრი gvichiani

ამდენი ემოცია სად წავიღო არ ვიცი,ცრემლებიც კი ვერ შევიკავე,მგონი სუნთქვაც დამავწყდა კითხვის დროს.სიტყვები არ მყოფნის იმ ყველაფრის აღსაწერად რასაც ამ ისტორიის წაკითხვის დროს განვიცდი....ძალიან მაგარი ხარ...მოუთმენლად ველოდები მომდევნო თავს love love love

 


№12  offline ადმინი შამანი

არ ვიცი რა გითხრა,ნიქოლ...
მე შენით აღფრთოვანებული ვარ!
გუშინ გვიან ვსაუბრობდით მე და ფსიქო(ნენე) შენზე...
აქ,საიტზე არიან სხვადასხვა ტიპის ავტორები.ისინი ვინც დიდიხანია ცდილობენ საკუთარი თავის წარმოჩენას და ეს არ გამოსდით,ისინი ვინც პირველივე ნაბიჯით დაიმკვიდრეს თავი და ისინი ვინც ცდილობდნენ და მიზანს მიაღწიეს.
შენ მეორე კატეგორიას მიეკუთვნები,ნიქოლ...
ეს არის ისტორია,რომელიც ყველაზ ემეტად აღწევს ჩემში...
დედას გეფიცები კიტხვას,რომ დავამთავრებ ხოლმე უნებურად ვიმევ თვალზე ხელს და როდესაც იქ სისველეს ვგრძნობ,ძალიან მიკვირს,თუმცა რა არის გასაკვრი...შენ ხომ ასე კარაგდ გადმოსცემ იმ თითოეულ გრძნობას,რასაც თინი განიცდის...
ამ ისტორიის ხუთივე ტავზე მაქვს ნატირები,მე არ მინდოდა...უნებლიედ ამეტირა...
მე ბედნიერი ვარ,რომ შენ ამს აიტზე ფეხი შემოდგი! ბედნიერი ვარ,რომ საკუთარ თავს გადავაბიჯე და ახლად გამოჩენილი ნიკის ისტორია წავიკითხე...ბედნიერი ვარ,რომ სათაურმა ასე შემოაღწია ჩემში...ბედნიერი ვარ,რომ ეს სათაური შეურჩიე ამ ისტორიას,რადგან ის ასე ახლოს იყო ჩემთან და სწორედ ამიტომ წავიკითხე.(+რედაქტირების დროს,რომ არ გადამეკითხა ალბათ ახლა მე შენი მკითხველი არ ვიქნებოდი და ამას ძალიან ვინანებდი).
შენთან და შენს სიტორიასთან დაკავსირებული ყველაფერი მიხარია!
ნიქოლ,მე არ მესმის თინისი,ალბათ მხოლოდ რაღაც პროცენტით.
მე არ მინდა ,რომ ამ ისტორიას ცუდი დასასრული ქონდეს...არ მინდა ,რომ ნიკა და თინი ერთად ბედნეირები არ იყვნენ სამუდამოდ...
მე ამას ვერ გაპატიებ!
მე ამას არ გაპატიებ!
არ გაგვიცრუო იმედები,ნიქოლ...
მინდა ბევრი მუზა და შენი მკითხველის შენდამი კეთილი განწყობა გისურვო!
მე დარწმუნებული ვარ შენ ერთ დღეს აუცილებლად იქნები ახალბედა მწერალი,ამ საიტზე... მე ამისთვის ყველაფერს ვიზავ! (დარწმუნებული ვარ სხვებიც.)
ოღონდ ერთს გთხოვ,მე ვიცი,რომ შენ ამ საიტზე ბევრს მიაღწევ...საკუთარი თავის და შენი მკითხველის დახმარებით.
გთხოვ,რომ როდესაც ეს მოხდება,არ მიბაძო სხვებს!(არ აგივარდეს თავში ეს ყველაფერი) არ იცვალო ფერი!( არ გახდე მკითხველის მიმართ უყურადღებო და არ გაცივდე მათ მიმართ) და დარჩი ისეთი,როგორიც ახლა ხარ...
იმ ცვლილებას,მერე მკითხველი არ გაპატიებს!
არ მიბაძო სხვებს! ნუ შეიცვლი ფერს! იყავი ისეთი,როგორიც ახლა ხარ!
ჩვენ ასეტი გვიყვარხარ და გვეყვარები!

სიყვარულით თეთრი ანგელოზი!ანუ მე, უბრალოდ ა'ნინე!
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№13  offline მოდერი nicol

შამანი
არ ვიცი რა გითხრა,ნიქოლ...
მე შენით აღფრთოვანებული ვარ!
გუშინ გვიან ვსაუბრობდით მე და ფსიქო(ნენე) შენზე...
აქ,საიტზე არიან სხვადასხვა ტიპის ავტორები.ისინი ვინც დიდიხანია ცდილობენ საკუთარი თავის წარმოჩენას და ეს არ გამოსდით,ისინი ვინც პირველივე ნაბიჯით დაიმკვიდრეს თავი და ისინი ვინც ცდილობდნენ და მიზანს მიაღწიეს.
შენ მეორე კატეგორიას მიეკუთვნები,ნიქოლ...
ეს არის ისტორია,რომელიც ყველაზ ემეტად აღწევს ჩემში...
დედას გეფიცები კიტხვას,რომ დავამთავრებ ხოლმე უნებურად ვიმევ თვალზე ხელს და როდესაც იქ სისველეს ვგრძნობ,ძალიან მიკვირს,თუმცა რა არის გასაკვრი...შენ ხომ ასე კარაგდ გადმოსცემ იმ თითოეულ გრძნობას,რასაც თინი განიცდის...
ამ ისტორიის ხუთივე ტავზე მაქვს ნატირები,მე არ მინდოდა...უნებლიედ ამეტირა...
მე ბედნიერი ვარ,რომ შენ ამს აიტზე ფეხი შემოდგი! ბედნიერი ვარ,რომ საკუთარ თავს გადავაბიჯე და ახლად გამოჩენილი ნიკის ისტორია წავიკითხე...ბედნიერი ვარ,რომ სათაურმა ასე შემოაღწია ჩემში...ბედნიერი ვარ,რომ ეს სათაური შეურჩიე ამ ისტორიას,რადგან ის ასე ახლოს იყო ჩემთან და სწორედ ამიტომ წავიკითხე.(+რედაქტირების დროს,რომ არ გადამეკითხა ალბათ ახლა მე შენი მკითხველი არ ვიქნებოდი და ამას ძალიან ვინანებდი).
შენთან და შენს სიტორიასთან დაკავსირებული ყველაფერი მიხარია!
ნიქოლ,მე არ მესმის თინისი,ალბათ მხოლოდ რაღაც პროცენტით.
მე არ მინდა ,რომ ამ ისტორიას ცუდი დასასრული ქონდეს...არ მინდა ,რომ ნიკა და თინი ერთად ბედნეირები არ იყვნენ სამუდამოდ...
მე ამას ვერ გაპატიებ!
მე ამას არ გაპატიებ!
არ გაგვიცრუო იმედები,ნიქოლ...
მინდა ბევრი მუზა და შენი მკითხველის შენდამი კეთილი განწყობა გისურვო!
მე დარწმუნებული ვარ შენ ერთ დღეს აუცილებლად იქნები ახალბედა მწერალი,ამ საიტზე... მე ამისთვის ყველაფერს ვიზავ! (დარწმუნებული ვარ სხვებიც.)
ოღონდ ერთს გთხოვ,მე ვიცი,რომ შენ ამ საიტზე ბევრს მიაღწევ...საკუთარი თავის და შენი მკითხველის დახმარებით.
გთხოვ,რომ როდესაც ეს მოხდება,არ მიბაძო სხვებს!(არ აგივარდეს თავში ეს ყველაფერი) არ იცვალო ფერი!( არ გახდე მკითხველის მიმართ უყურადღებო და არ გაცივდე მათ მიმართ) და დარჩი ისეთი,როგორიც ახლა ხარ...
იმ ცვლილებას,მერე მკითხველი არ გაპატიებს!
არ მიბაძო სხვებს! ნუ შეიცვლი ფერს! იყავი ისეთი,როგორიც ახლა ხარ!
ჩვენ ასეტი გვიყვარხარ და გვეყვარები!

სიყვარულით თეთრი ანგელოზი!ანუ მე, უბრალოდ ა'ნინე!


ა'ნინე, ეხლა მეც ვიტირებ. დედას გეფიცები, ცოტაღა მაკლია. ეს რას მიშვებით ხალხო.... თქვენ ვერც წარმოიდგენთ ჩემთვის რამდენად უჩვეულოა ვინმე მაქებდეს იმისთვის, რომ კარგად დავწერე ისტორია... ცხოვრებაში პირველად რაღაცა დავწერე და... სანამ ავტვირთავ ორმოცდაათჯერ მაინც ვკითხულობ, რამე ისეთი შეცდომა არ გამეპაროსთქო... თქვენ კიდე... ამავსეთ თბილი სიტყვებით... ყველაფერს გეფიცები, თქვენ როგირი განცდითაც კითხულობთ ამ ისტორიას, ზუსტად იგივე მემართება თითოეული თქვენი კომენტარის წაკითხვისას... რამდენჰერმეც კი ვკითხულობ ხოლმე. მართლა.... მეტი როგორ გამოვხატო აღარ ვიცი... ეს დღეები მიწას ფეხს არ ვაკარებ ისე დავფრინავ.... მიყვარხართ ყველა.. ათასჯერ იმაზე მეტად ვიდრე წარმოგიდგენიათ

ნენე
ჯერ რას ვიტყვი...
პირველი ვიყავი,მართლა :დდ
უბრალოდ,ტელემ გამიჭედა...
----

პატივისცემით,ნენე.


ჩემი ნენე...
პირველ რიგში, დარწმუნებული ვარ პირველი იქნებოდი. wink
მეორე ასე ძალიანაც ნუ მაქებთ. გეფიცებით ნამდვილად არ ვთვლი, რომ ვიმსახურებ ახალბედა მწერლის სტატუსს. ამას პასუხისმგებლობაც მოყვება... ჯერ ამ ისტორიის წერა რომ დავიწყე მაშინაც არ ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული... და ალბათ ათასჯერ გავზომავ და მერე გადავწყვეტ ახალი ისტორიის დაწერას. იმიტომ რომ ძალიან მეშინია იმედები არ გაგიცრუოთ...
ეხლა მესამე... რაც შეეხება თინის.. (ვიცოდი, რომ არ მოგეწონებოდა მათი ამ მიზეზით დაშორება feel ) ძალიან სწორედ მიხვდი... თინიმ იცის, რომ ნიკა რომ არა, ცხოვრებაში მარტოობისთვის იყო განწირული და ეს აშინებს... იმას ვერ გადაიტანდა ერთხელაც ნიკასგან ის უზომო სიყვარული, რომ არ ეგრძნო, რასაც ეხლა გრძნობს... ცოტა ეგოიზმია, მაგრამ ასეა. თან ნუ გვავიწყდება, რომ 17 წლიდან იცოდა, რომ შვილი არ ეყოლებოდა და უსარგებლოდ თვლიდა თავს... ეს კომპლექსიც აქვს და მცირედ დაბრკოლებაზეც ძალიან მკვეთრად რეაგირებს... თავდაცვითი რეაქცია აქვს ასეთი.

პ.ს. კომენტარზე წეღანაც გიპასუხე, მაგრა წამეშალა ეტყობა... ეხლა თავიდან დავწერე wink
--------------------
თინა ნიკოლ

 


№14  offline ახალბედა მწერალი ერკე

ვაუუუუუუუუ, შეუდარებელი იყო და ასეთი ემოციური, რომ მეც რამდენჯერ მატირა. მეც კი არ გამომდის ასე, რა საოცარი ნიჭი გაქვს და როგორ შეგიძლია დრამატულად აღწერო და ძალიან ახლოს მოიტანო მკითხველამდე მთელი ეს გრძნობები.
გასაოცარია მართლა და ყოჩაღ... აუცილებლად მალევე დავიწყებ შემდეგი თავის კითხვას.
როგორ მწყინს, რომ შენი დიდების ზენიტს ვერ მოვესწარი sad what მეც აქ ვიქნებოდი და ასევე დაგიწერდი კომენტარებს... მაინც სხვაგვარია როცა ელოდები და გინდა, რომ გაგრძელდეს და სხვანაირია როცა გინდა მაშინ რომ წაიკითხავ და არავინ გაბრკოლებს..
გავგიჟდები ახლა, გავგიჟდები..
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№15 სტუმარი manana

სიტყვები არ მყოფნის ავხსნა რა მემართება რომ ვკითხულობ.უკარგესია ჩემო კარგო ასე გააგრძელე ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ მადლობთ რომ წერთ და არსებობთ.

კარგია მომეწონა

 


№16  offline აქტიური მკითხველი terooo

თინი გინდა გამაგიჟა და გადამრიო... თავს ავიკუწავ იცოდეე

 


№17 სტუმარი სტუმარი მაია

კარგი რაა თინი,დაეტიე სად მიდიხარ??!!
უუუფ ცუდად ვარ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent