შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მამიკო პრეზიდენტია 1


20-07-2015, 12:17
ავტორი sopiko
ნანახია 2 804

-თაია ვაშაკიძე-საკრედიტო ბარათი ღიმლით გავუწოდე მოლარეს და ბედნიერმა შევათვალიერე ნავაჭრი. მაღაზიიდან ფრთებმოსხმული გამოვედი და თვალებაციმციმებულმა განვაგრძე გზა. რა პატარა რამაა საჭირო ბედნიერებისთვის, მხოლოდ უბრალო შოპინგი და მორჩა... თუმცა ჩემ ხელში ჩაბღუჯულ უამრავ პარკს თვალს თუ შეავლებთ მიხვდებით, რომ ეს შოპინგი ''უბრალო'' ნამდვილად არ ყოფილა, მხოლოდ ჩემთვისაა ასე. ბოლოს და ბოლოს პრეზიდენტის შვილი ვარ, თვით დამიანე ვაშაკიძეს ასული. ახლა კი სიამაყით გაჯგიმული ვიძახი ამას მაგრამ რამდენჯერ მიტირია მხოლოდ იმის გამო, რომ ყველა თავს მიხრიდა, ეს რა არის... ყველას ჩემს გარშემო ტრიალი უნდოდა და განა ჩემი სილამაზის და ხასიათის გამო, არამედ იმიტომ რომ ფულიანი და გავლენიანი მამიკოს გოგო ვიყავი, ბავშვობაში როგორც ჩემი, ალბათ სხვა ბევრი პატარას ოცნება ის იყო რომ პრინცესა ყოფილიყო და როცა მამამ არჩევნებში გაიმარჯვა ეს იგივე მეგონა, რაც მეფის ასულობა. სახლში დაბრუნებულს თქვენობით დავუწყე საუბარი. ჩემმა უფროსმა დამ, ქრისტინემ მკითხა:
-ასე რატომ იქცევი დაიკო?
-ქრისტინე, ზღაპრებს რომ მიკითხავდი იქ პრინცესები მამას თქვენობით ელაპარაკებოდნენ-შევხედე ნაწყენმა, ვითომ ამას რატომ მეკითხები_მეთქი.-ისინი გრძელი, ფუშფუშელა კაბებით დადიოდნენ და მეჯლისებს მართავდნენ. მამა თქვენც ხომ მოაწყობთ ხოლმე წვეულებებს?-ახლა მამას მივუბრუნდი.
-ჩემო პატარა გოგონა-ხელში ამიტაცა მან და დამაბზრიალა-არ არის საჭირო თქვენობით მესაუბრო. ოჯახში ყველაფერი ისე დარჩება როგორც არის. აი საზუგადოებაში კი შენი სტატუსი ნამდვილად შეიცვლება.
იმ დღეს ვერ მივხვდი რა იგულისხმა მამამ მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი ნათლად დავინახე. ჩემი სახელის და გვარის ხსენება იყო და ყველა მე რასაც ვეტყოდი იმას აკეთებდა. როგორც იტყვიან ყველაფერს დაღეჭილს მივირთმევდი. მე რომ ამ მდგომარეობით ვსარგებლობდი, დედაჩემი პირიქით... ათას ქველქმოქმედებას სჩადიოდა და ყოველ საღამოს როცა ოჯახი ბუხართან ვიკრიბებოდით მამას კეთილ რჩევებს აძლევდა. არ ვიცი ის ამ რჩევებს რამდენად ითვალისწინებდა, მაგრამ მიხაროდა როცა მორჩილად უქნევდა ხოლმე თავს.
ცოტა დრო რომ გავიდა და რომ წამოვიზარდე, მივხვდი რა მოსაწყენად ვცხოვრობდი. არ ვარსებობდი მე, თაია ვაშაკიძე, უბრალოდ ვიყავი ქვეყნის პრეზიდენტის ნაბოლარა ქალიშვილი. მხოლოდ ერთი ადამიანი მეგობრობდა ჩემთან გულით, მხოლოდ მასში არ შემეძლო ეჭვის შეტანა. ეს ადამიანი მამას მეგობრის შვილი, ლაშა მენაბდე იყო. ყოველ საღამოს მასთან მივდიოდი და გულს ვიოხებდი, მის კალთაში თავჩარგული ვქვითინებდი და ჩემს უნიათოდ გავლილ ახალგაზრდობას მივტიროდი. ჩემი ცვლილება ქრისტინემაც შეამჩნია. მომეფერა, დამიყვავა. შევატყვე როგორ გაეხარდა რომ სწორ გზაზე დავდექი. ასეთი ცხოვრება აღარ მინდოდა მაგრამ როცა მამა თვალებგაბრწყინებული თავის მოვალეობებზე საუბრობდა, ისევ ვჩუმდებოდი და მალულად ვყლაპავდი სახეზე ჩამოგორებულ ცრემლებს. ამ ამბავზე ლაშას გარდა აღარავისთან მისაუბრია, თუმცა იყო გამონაკლისი... ჩემი და რომელიც ყველაფერში კარგს ეძებდა. მისგან ხშირად გაიგებდით ამ სიტყვებს:
-ყველაფერი უფლის ნებაა...
-ბედისწერას ვერსად გაექცევი...
-ალბათ ასე იყო საჭირო...
-ყველაფერი კარგად იქნება...
მასში ყოველთვის რაღაც ზეციურს ვხედავდი, ანგელოზს ვადარებდი. სწორედ ამიტომ იყო, რომ ყველაზე მეტად მისმა გარდაცვალებამ მე დამწყვიტა გული. 12 წლის გოგოსთვის ეს საშინელი შოკი იყო, თუმცა ვცდილობდი ცხოვრება მისივე ფრაზებით გამეგრძელებინა... გამეფერადებინა... გამელამაზებინა... შოპინგინც წარსულის დავიწყების ერთ-ერთი საშუალება იყო.
მანქანაში ჩავჯექი და სარკეში საკურ თავს შევავლე თვალი.
''უჰ, კიდევ კარგი ის გაუმაძღარი ბებერი მოვიცილე თავიდან''-გავიფიქრე მე და მის გახსენებაზე გაბრაზება მომერია. არ გეგონოთ გაუზრდელი ვარ და უფროსების პატივისცემა არ ვიცი. ვანია ჩემი მძღოლია და მხოლოდ იმის გამო, რომ თვიდან მოვიცილო, უამრავ ფულს მცინცლავს, მამას კი ის თავისი ერთგული ჰგონია. ალბათ გაინტერესებთ რატომ არ ვამბობ ამას ოჯახში. უბრალოდ ვიცი რომ მარტო ვანიას კი არა მეც დამატყდება თავზე ღმერთის რისხვა. მამა საშინელი წიაანმღდეგია იმისა, რომ საჭესათან მე დავჯდე. ამბობს, რატომ უნდა იოაროს პრეზიდენტის ოჯახის წევრმა მძღოლის გარეშეო, მაგრამ რატომ არ უნდა ვიარო უცნობია... გადავწყვიტე ლაშასთან აღარ წავსულიყავი და სახლში შემევლო. ესეც ჩემი ერთ-ერთი ცუდი თვისება, ისევე როგორც ფრჩხილების კვნეტა. არ მოგესმათ! ბავშვობიდან ეს მავნე ჩვევა ვერ მოვიშორე. სამწუხაროდ დედის ინტელიგენტური თვისებები არ გამომყვა და უამრავი ცდის მიუხედავად დავრჩი ასე. პატარაობიდან ძალიან პრანჭიკელა ვბრძანდები, როგორ მახსოვს, ოთახში პატარა სათამაშო სარკე მედგა და იქიდან ჩემი აგლეჯვა ადვილი საქმე არ იყო, ხოდა ერთხელ დედას ახალი იდეა დაებადა თავში და მითხრა:
-დედიკო, ნამდვილ ჯენტლმენებს მოსწონთ როცა ქალებს მოწესრიგებული ფრჩხილები და ლამაზი თითები აქვთ.
ცოტა ხანს კი ჩავფიქრდი მაგრამ მერე ვიფიქრე ასეთ ლამაზს და სხვა ყველა მხრივ კარგს ვინ დამიწუნებს_მეთქი და ამაზე ბევრი არც მიდარდია. ინტელიგენტი დედის ნათქვამი კი ძველ დროში დარჩენილ მამას რომ გაეგონა, თავს წააცლიდა ცოლს, პატარა ბავშვს რეებს ეუბნებიო. მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო დავრჩი ასეთი უწესრიგო. გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება-შეცვლის ამბავი კი ყველაზე დიდი პრობლემა იყო. არა! ყოფილა შემთხვევები როცა ნაუცბათევი გადაწყვეტილება ბოლო წუთს შემიცვლია, გამმართლებია კიდეც და თავი მაღლა ამაყად ამიწევია. ჰმ, სიამაყე... ესეც ჩემი კიდევ ერთი თვისება რომელიც ''სუსტი მხარის'' სიაშია შესასვლელი.
როგორც ყოველთვის წითელმა რამდენიმე წამით მომასწრო ანთება, მეც დრო ვიხელთე და პარფიუმერიის ჩანთიდან პომადა ამოვიღე. ალბათ გგონიათ რომ ტუჩსაცხი მუქი ბორდოსფერია, სამეფო ოჯახის წევრები ხომ სწორედ ასეთ პომადებს ხმარობენ. ნურას უკაცრავად! ამ შემთხვევაში სრულიად არ ვბაძავ მათ. ყოველთვის უფერულ პომადას ვხმარობ და კაციშვილი ვერ შეამჩნევს რომ ტუჩებზე რამე მისვია. საერთოდ მომწონს როცა რაღაც საქმეს ვაკეთებ და ვერავინ ვერ ხვდება ამას. არ გეგონოთ რომ ეს იგივეა რაც კეთილი საქმის გაკეთება მალულად. არა! უბრალოდ აქ ერთ, ბნელ კუნჭულში მიჩქმალული სიამაყე იჩენს ხოლმე თავს, მიხარია როცა სხვებზე რაღაცით მეტი ვიცი და სწორედ ამიტომ ვიქცევი ასე.
''ჰმ, აქ რა მინდა?''-გავიფიქრე როცა ''მივხვდი'' რომ ლაშას სახლის ჭიშკარს მივადექი. როგორც ჩანს გადაწვეტილება მესამედ შემიცვლია და ერთადერთ მეგობართან წავსულვარ. უკვე გვიანია თორემ უარს არ ვიტყოდი სახლში წასვლაზე. ჩანთიდან სამართავი პულტი ამოვიღე და ეზოს კარები გავაღე. შესვლისთანავე ლაშას დედა შევნიშნე, თავის საყვარელ ვარდებს რწყავდა (ნეტავ როგორ შეუძლიათ ამ ეკლიანი ყვავილების სიყვარული), მხიარულად მივესალმე და სახლში შევედი. მისაღებში მენაბდეების მოსამსახურე პოლს წმენდდა. უკვე დიდი ხანია ვხვდები რომ ლაშას ეპრანჭება და ეს არ მომწონს (ნეტავ რატომ?), ერთი კი ჩავახველე, მაგრამ ტვერსასრუტის ხმაურში ვერაფერი გაიგო, ამიტომ ხმამაღლა ვკითხე:
-ტაისია, ლაშა სად არის?
-უი თაია მოხვედით?...
-რამდენჯერ გითხარი თქვენობით ნუ მელაპარაკები თავი ბებერი მგონია, თანაც შენ ჩემზე ორი წლით დიდი ხარ-ნიშნისმოგებით შევაწყვეტინე მე.
-კარგი. ლაშა თავის ოთახშია, მუშაობს...
-ვიცი მე მაგის მუშაობა-ჩავიცინე მე და კიბეებს ავუყევი. ჩემდა გასაკვირად ლაშა სამუშაო მაგიდას მისჯდომოდა და რაღაც საქაღალდეებს ჩაჰკირკიტებდა.
-ვაჰ, თაია შენ?-მალევე შემნიშნა მან და ჩემკენ წამოვიდა.-მოდი დაჯექი, გატყობ კარგ ხასიათხე ხარ, ისევ მაღაზიები შემოიარე?-სიცილით მითხრა მან.
-ჰმ, გამოიცანი...-გადავიკისკისე მეც.-რას აკეთებდი?
-მამამ შემჭამა, რამე მაინც გააკეთე შე უსაქმუროო და აი...-დამწუხრებულმა მიმანიშნა საქაღალეებზე და მერე ისევ გულიანად გაიცინა.
-ზარმაცი ხარ და მეტი არაფერი...-ავყევი მეც. კიდევ ბევრი ვისაუბრეთ. დრო მალე გაგვეპარა. ჩამობნელდა. მართალია გიჟი მძღოლი ვარ, მაგრამ გვიან მანქანის მართვა არ მიყვარა ,ამიტომ ფეხზე წამოვდექი.
-უნდა წავიდე ლაშა. დროებით.-გადავკოცნე და წასვლა დავაპირე.
-გაგაცილებ...-უკან გამომყვა ისიც.
-აბა კარგად.-დავემშვიდობე და მანქანაში ჩავჯექი.
-მოიცა თაია, რაღაც უნდა გითხრა...-შემაჩერა მან.
-რა იყო?
-შეყვარებული ვარ...

.........................................................
ახალი ისტორია... ახალი ისტორია... =D ჩემო კარგებო, ისევ დაგიბრუნდით ახალი ისტორიით. ეს მოთხრობა იქნება სრულიად განსხვავებული სხვებისგან. შეიძლება პირველი თავის წაკითხვის შემდეგ სხვანაირი აზრი გამოიტანოთ მაგრამ შემდეგ თავში ყველაფერს მიხვდებით :* ამ ისტორიაში სიყვარულზე დიდი მნიშვნელობა სხვა ღირებულებებს მიენიჭება. ველოდები თქვენს ობიექტურ შეფასებებს



№1  offline წევრი Sexy Mädchen

მეგონა,რაღაც გამორჩეულს წავიკითხავდი,მაგრამ პირველი რამდენიმე ხაზის წაკითხვის შემდეგ გაგრძელების სურვილი გამიქრა. მე თაია ვაშაკიძე ვარ,ამის შვილი,იმის ძმისშვილი,ეს მხოლოდ ჩემთვისაა..ზედმეტი მოგივიდა მგონი ცოტა:დ
--------------------
:)

 


№2  offline წევრი cancara

Kaia kai male dade

 


№3  offline მოდერი sopiko

იგი
ნამდვილად არვიცი ვინხარ და არც შენის სხვა ისტორია ვიცი სავარაუდოდ
უბრალოდ ძალიან თანმიმდევრული
და გამართული სიტყვების წყობა
რაღაც უცხოს ველოდი მაგრამ
ეს ძირითადი საზრისისც კარგია
უბრალოდ ერთი შენიშვნა მაქვს
ბევრ რამეს წერ და არცერთს არგანიილავ სრულად
და ამას თუ გამოასწორებ კარგია
უფრო თუ განავრცობ
და გრძნობებსაც უფრო გამოაჩენ

წარმატებას გისურვებ და
ველოდები მომდევნო თავებს

დიდი მადლობა. პირველი თავი ასეთი მინდოდა ყოფილიყო, ყველაფერი ზოგადად. შემდეგი თავებიდან ყველაფერს დაწვრილებით გაიგებთ. მიხარია რომ მოგეწონა...
Sexy Mädchen
მეგონა,რაღაც გამორჩეულს წავიკითხავდი,მაგრამ პირველი რამდენიმე ხაზის წაკითხვის შემდეგ გაგრძელების სურვილი გამიქრა. მე თაია ვაშაკიძე ვარ,ამის შვილი,იმის ძმისშვილი,ეს მხოლოდ ჩემთვისაა..ზედმეტი მოგივიდა მგონი ცოტა:დ

რაღაც გამორჩეულია თუ არა ამას პირველი თავიდან ვერ გაიგებ. არაფერს არ გაძალებ მაგრამ თუ კითხვას გააგრძელებ ყველაფერს მიხვდები...
cancara
Kaia kai male dade

შენს კომენტარზე ბევრს ვიცინივარ ხოლმე wink მადლობა, მალე დავდებ...

 


№4  offline წევრი ნენე

shegisworeb tu sheidzleba.
vicinivar kiara vicini.
es ise,mainc,gamogadgeba...
da kidev,sexy madchen-s vetanxmebi,sxvas velodi,sxva shemxvda.
imedia,shemdeg tavshi ikneba chemi survilebi dakmayofilebuli.

pativiscemit,nene.
--------------------
დარაბებს მიღმა,გაზაფხულია... გამოიდარებს,მე მჯერა.

 


№5  offline მოდერი sopiko

ნენე
shegisworeb tu sheidzleba.
vicinivar kiara vicini.
es ise,mainc,gamogadgeba...
da kidev,sexy madchen-s vetanxmebi,sxvas velodi,sxva shemxvda.
imedia,shemdeg tavshi ikneba chemi survilebi dakmayofilebuli.

pativiscemit,nene.

დაელოდეთ შემდეგ თავს feel შეცდომა ვიპოვე ოღონდ არა მოთხრობაში, მსგავსი რაღაც არასოდეს არ მეშლება უბრალოდ ჩემი ნაცნობი წერდა კომენტარებს და ეტყობა შემთხვევით დაწერა...

 


№6  offline წევრი Sexy Mädchen

ამდენი ზეამპარტავნება საჭირო არაა კიდევ:დდ
--------------------
:)

 


№7  offline მოდერი sopiko

Sexy Mädchen
ამდენი ზეამპარტავნება საჭირო არაა კიდევ:დდ

ვერ გავიგე რას გულისხმობ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent