შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიებისთვის... ( მეორე თავი )


20-07-2015, 12:47
ავტორი ნენე
ნანახია 2 576

მეორე თავი

-ცოტა ფრთხილად თუ წამისვამთ მალამოს,დიდად დამავალებთ-ექიმს ალმაცერად ახედა და შეუბღვირა
-ქალბატონო,ასე თუ იწუწუნებთ,ვერაფერს გავაკეთებ-ამოიბლუყუნა ახალგაზრდა ექიმმა და ხელი ოთხკუთხედ მალამოს კოლოფში 'ამოისვარა'
-მატკინო და თან არაფერი ვთქვა? კიდე რა გინდა-წარბებშეკრული დააკვირდა,როგორ ფაქიზად გაუსვა ხელი მის მკლავს,და დაბალ ხმაზე უყვირა
-კარგი რა ვერა-ნაზად მიმართა ჩუმად ახითხითებულმა მაკუნამ და თვალები დაუბრიალა,ექიმს ნუ გააქცევო.
-გაიყვანეთ ეს ექიმი,თორემ მისი წამლის თანხლებით გადავუშვებ მესამე სართულიდან!-ხელები მომუშტა და აიქნია,რომ ახალგაზრდას მალამოს წასმის საშუალება არ ქონოდა
-ასე მგონია,წინა ცხოვრებაში,მდიდარი კახ*ა იყავი-ჩაიხითხითა მაკუნამ
-და იქნებ ვიყავი?-ცალი წარბი აუწია და ტუჩის კუთხე თვითონაც ჩატეხა...
იყო,თანაც როგორი...
ოღონდ წინა ცხოვრებაში კი არა,წარსულში იყო...
-მაშინ,თუ იყავი,გეპატიება-თვალი ჩაუკრა და გადაიკისკისა ქალმა
-ოჰ,მხრებიდან ლოდი ჩამომხსნეს. მომიტევე ხომ?-ირონია არ დაიშურა,მაგრამ თვითონაც გაეცინა
-კარგი,კარგი-ამოიხვნეშა მაკუნამ-ექიმო,მორჩით,თავისუფალი ხართ
-მადლობა ქალბატონო მაიკო-სხარტად წამოხტა ექიმი ფეხზე,მადლიერი თვალები მოავლო მაკუნას და ოთახი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა.
-რა აუტანელი ხარ!-გავიდა თუარა,პირდაპირ მიახალა გაწითლებულმა მაკუნამ
-რატო ვითომ?-წარბები აწკიპა ვერამ.
უკვე ისე შეეგუა ამ ქალს,სულ რაღაც საათებში,და უკვე ისეთ ახლობელ ადამიანად თვლის...
და მაინც,დამწუხრებულია რომ უწევს,მოატყუოს.
თუმცა,რატომ ატყუებს,მაკუნას ხომ არაფერი უკითხავს მის შესახებ?
"და რომ გკითხოს?!"-გამოეპასუხა ალტერეგო
რომ კითხოს,ალბათ მოატყუებს...
-ტელეფონი არ გაქვს ხომ?-წამსვე გადაიტანა თემა მაკუნამ,და თვალებში გამომცდელად შეხედა
-არ მაქვს...-თავი გააქნია გოგომ.
-ხოდა,შევთანხმდეთ მაშინ... ხვალ,ჩემს ძმას დაველაპარაკებით,მერე კი,გვარის შეცვლის შემდეგ,სააგენტოში დაგარეგისტრილებ და შენს "წვრთნას" დავიწყებ. გარეგნობა არაჩვეულებრივი გაქვს,წამყვანი მოდელის სტატუსს მოგანიჭებ,და წინასწარ გადაგიხდი 3 თვის ფულს. მერე წავიდეთ,და ვიშოპინგოთ-თავისი გეგმა გააცნო და გაეკრიჭა.
-ჰმ...-ჩაფიქრდა ვერა-მაკუშ,და ისე რომ ვერ გავიარო,როგორც მოდელები დადიან? იქნებ,ტანი არ მიწყობს ხელს...-ამოიბლუყუნა და შეშინებული სახე მიიღო.
ოხ,როგორ ვერ გაივლიდა.
მასზე უკეთ,ვერცერთი მოდელი ვერ დადის ალბათ.
ტანი? 13 წლის რომ გახდა,იმის მერე უფრთხილდება ფიგურას,და დილის 5 საათზე სავარჯიშოდ მიდის. ბოლო 2წელია,მხოლოდ,რომ დაერღვა თავისი ცხოვრების წესი...
მაგრამ განა,აპირებდა რამის თქმას ვინმესთვის?!
-ნუ დარდობ-გაუღიმა მაკუნამ-სიარული,ადვილი სასწავლია,აი ტანი კიი... ტანი,სუპერრ! სახე,მშვენიალური!-დაამშვიდა
-მართლა?-გაუღიმა გოგონამაც.
"მომბეზრდა ამდენი თამაში!"-გაიფიქრა თან.
-ხო ხო... ახლა,ადექი,ჩემი გარდერობიდან შევარჩიოთ რამე-ხელი დაავლო,და სწრაფად ააყენა ვერა,მერე კი ოთახიდან გავიდნენ...
ულამაზეს ჰოლში გადაინაცვლეს,პირველ სართულზე,მინა ეკრა გარს,დიდი ტელევიზორი ამშვენებდა კედელს და ირგვლივ ყვავილების სუნი ტრიალებდა...
მალე,მაკუნამ მისი ოთახის კარი შეაღო...
ოთახის რა,მთლიანად გარდერობი იყო.
თვალები აუჭრელდა,იმდენი ტანსაცმელი რომ დაინახა ჩამწკრივებული,ყველა ფერში,და ყველა სტილში...
-აუ,მე გავალ,მიდი შენ აარჩიე და ჩაიცვი. მე წავედი,მგონი ჩემი ძამიკო მობრძანდა-გაიცინა და ოთახიდან გავიდა...
ბევრი შერჩევა არ დაუწყია,საერთოდ,არ უყვარს ქალები საათობით რომ უყურებენ ერთ ტანსაცმელს...
ჯინსის შარვალი გამოიღო,თეთრი მაისური,მაგრამ მოიზომა და,არ მოერგო.
ტანსაცმელი გაიხადა,კვლავ საცვლების ამარა ტუჩებმოკუმული დააკვირდა რიგებს...
ბოლოს შავი ზედა დაინახა,ოდნავ პატარა ზომის,ჯინსის შარვალიც გამოიღო,და ის ის იყო,შარვალი უნდა ამოეცვა,ყელში ცხელი სუნთქვა რომ მოელამუნა...
მალე,ტუჩებიც იგრძნო ყელზე,მერე ლავიწზე,მერე საფეთქელზე...
უკნიდან,ძლიერი ხელების მოხვევა საბოლოო იყო,რომ მოდუნდა და თვალები სიამოვნებით მინაბა.
-მმმ...-კვლავ აგრძელებდა,უცნობი ქალის ყელზე ტუჩების პარპაშს და დროდადრო,ბაგეებს მიაკრავდა...
-წარმომიდგენია,ტუჩები როგორი გექნება-უცებ,სრულიად გაუაზრებლად,უჩურჩულა,მოატრიალა და ტუჩებზე მხეცივით ეძგერა...
ქვედა ტუჩზე,კბილებს მოსდებდა,მერე კი ზედას და ქვედას მონაცვლეობოთ დაუკოცნიდა ხოლმე...
არ ეგონა,მაშინ იქ,სიამოვნებისგან თუ არ მოკვდებოდა...
სიგარეტის და სუნამოს სურნელის კონტრასტი,უკეთესს ხდიდა მამაკაცის თავბრუდამხვევ სურნელს...
ტუჩების გემოზე,რომ აღარაფერი ვთქვათ,მის სხეულზე აკრული გრძნობდა მამაკაცის "ბატიბუტებს" მუცელზე...
-ახლა ჩაიცვი,თორემ შემეჭმები მაიკოს გოგოვ-დაუჩურჩულა ყურთან,ბიბილოზე უკბინა,შეტრიალდა და კარიდან გავიდა...
მისი სახის დათვალიერება ვერ მოასწრო,მაგრამ სხეულის ფორმებიდან,ხმიდან და კოცნიდან თუ ვიმსჯელებთ,მაგარი ვინმეა...
უჰ,ცხელა,გაანიავეთ!
მთელი სისწრაფით ჩაიცვა ტანზე,სარკეში ჩაიხედა და თავადაც გავიდა ოთახიდან,ჰოლში...
^^^
ნელი ნაბიჯებით ჩამოჯდა მაკუნას გვერდით,დივანზე,ხელები ერთმანეთში ნერვიულად ახლართა და თავი დახარა.
ასე უკეთესია,თავიდან თუ მორცხვი გოგოს წარმოდგენას შეუქმნის ყველას,მერე აღარ გაუჭირდება....
მის მოპირდაპირედ,ტკბილი კოცნის პატრონი იჯდა,თვალს არ აცილებდა გოგონას და ცალი წარბი მაღლა ქონდა აწეული. ეტყობა,მაკუნამ ყველაფერი უთხრა უკვე...
-რას მიყურებ-ვეღარ მოითმინდა,თავი წამოწია და უტეხად გაუსწორა მზერა...
შავმა თვალებმა,იმდენად ჩაძირა,მალევე კვლავ თავი ჩახარა და ხელები მუხლებზე დაიწყო.
-მაკუნა,ესეიგი ეს მიმზიდველი ქალბატონი,ჩემი საცოლეა? თანაც ისე,რომ მე არ ვიცი?-თვალი არ მოუშორებია გოგონასთვის,ისე ჩაილაპარაკა,და ჩაეღიმა.
-დემე,ამაზე უკეთესს,ინატრებდი?-ცინიკურად მიმართა დამ-თანაც,არა მგონია,თვითონაც არ გქონდეს სურვილი მისი ცოლად მოყვანის-ჩაიქირქილა ბოლოს
-სხვათაშორის,მე ნასწავლი ვარ-თავი როგორც იქნა,გაბედულად ასწია და ყელი მოიღერა ვერამ.
-ოჰ,რა ისწავლე აბა? ძროხების წველის განათლება გაქვს მიღებული?-ირონიას არ იშურებდა მამაკაცი,და იღიმოდა
-ძროხების წველაც ვიცი,და ენის შეწვაც. და ვფიქრობ,შენი ენა ჩემი შემწვარი ენების კოლექციას დაემატება-თავადაც არ იცის,რა იბოდიალა,მაგრამ განრისხების ტალღებმა დაუარა მთელს სხეულში და ხელები ძლიერად მომუშტა
-მაიკო,ეს იკბინება კიდეც? ჭიშკარზე წარწერა გავაკრათ-"სახლში ავი გოგოა"-დააიგნორა მისი ნათქვამი და როგორც იქნა,თვალი მოაშორა
-სხვათაშორის სახელი მაქვს!-თვალები დაუქაჩა გაწიწმატებულმა
-ოჰ,"დაჟე" სახელიც ქონია-დრამატიზებულად წარმოთქვა და თავი მისკენ შეატრიალა
-ვერა მქვია!-დაუღრინა
-ცოფიანი ვერა,ან ავი ვერა-გადაიხარხარა დემეტრემ და აკისკისებულ მაიკოს,რომელიც ვერაფერს ამბობდა თვალი ჩაუკრა
-მე მივდივარ!-შეურაცყოფილი წამოხტა ფეხზე,და კიბეებისკენ წავიდა.
ზედმეტი იყო,მამაკაცის ქცევები,და ნერვები მოეშალა,ბუნებრივია.
მოუნდა,ეთქვა,ვინ იყო და ეთქვა რომ,როგორ ბედავდა ასეთ საუბარს,მაგრამ...
ვერ უთხრა!
ოხ ვერაჩკა,ვერაჩკა...
გაგულისებულმა შეგლიჯა "მისი" ოთახის კარები,და საწოლზე დაემხო.
ბალიშში თავი ჩარგო და დაიღრიალა.
ასე იწვა ალბათ ნახევარი საათი,ქვემოდან ისმოდა დემეტრეს და მაიკოს კამათი,მერე კიბეებზე ნაბიჯების ხმაც გაიგო,და შეკრთა...
ლოგინიდან წამოხდა,კარადასთან აიტუზა და გულში ნატრობდა,ნეტა აქ არ შემოვიდესო...
ოცნებას კაცი არ მოუკლავს.
^^^^
მოკლიედ,ბოვშვებო,ცოტა გული კი დამწყდა რომ არ დამიკომენტარეთ მაგრიამ...
რომ გავიგე,ნინე კითხულობს-მეთქი და მისი კომენტარი რომ ვნახე,არ ვიცი,რა დამემართა :დდ
შუაღამე,ლოგინში ავწრიალდი და ჩუმად ვზეიომობდი :დდ
ანინე,უღრმესი მადლობა,და კიდევ უფრო უღრმესი მადლობა :დდ

კმაზლო,შენზე არაფერს ვამბობ,სიტყვები ზედმეტია :დდ გაბედნიერებულია შენი ნენე...

და კიდევ,მაშკა,შენი გოგო მოვიტაცე,მომიტევე დიდო ამარუ :დდ თუარ მომიტევებ ამ ჩემ ნეკნს :დდ :3



№1  offline ადმინი შამანი

შენ ხომ მადლობები ვერ მოგაშლევინე რა :დ
ეგ რა სამადლობელია ♥ ♥ ♥
ძალიან მიხარია,თუ ასეტი მნიშვნელოვანია ჩემი აზრი შენთვის...♥ ♥ ♥
მომწონს! ♥
თაიდან გამიკვირდა,უცხო ადამიანს ასე ალერსის უფლება როგორ მისცა–მეთქი...:დ (კომუნისტური აზრები მაწუხებს ხო?! :დ)
მაგრამ მისი წარსული,რომ გამახსენდა,მერე გადამიარა აღშფოთებამ :დდ
წინა თავში დამავიწყდა სახელზე გამემახვილებინა ყურადღბა.მომწონს ეს სახელი,ამ საიტზე ისტორიებში თითქმის არ გამოიყენებენ ,არადაა არაა ცუდი სახელი :დ მამაჩემის დედას ერქვა,დედაჩემი ტურმე ამს ახელის დარქმევას აპირებდა ჩემთვის,მაგრამ მამამ მოულოდნელად ეს სახელი დამარქვა,რითიც ახლა დავაბიჯებ ამ დამპალ დედამიწაზე :დ
მემგონი,ნელ–ნელა მაკუნაზე აზრი მეცვლება,რავიცი არ ჩანს ცუდი ქალი.წინა თავში კიდე მაგრად არ დამევასა,თუმცა ჯერ მთელი ისტორია წინ გვაქვს.
მომწონს,რომ ყურადღება წინა თავში იმაზეე გაამახვილე,რომ სიკეთეს საფასურის გარეშე არავინა რ გაგიკეთებს.(ამის აღნიშვნა დამავიწყდა მაშინ). კეტილი ადამიანები,რომლებიც არაფრის სანაცვლოდ ჩადიან კეთილ საქმეებს მხოლდო რამოდენიმე თუ დარჩა ამ დედამიწაზე.
არვიცი,კიდე რა ვთქვა,კარგად მიდიხარ წინ და წარმატებები! +პუნქტუალური ხარ! ეს ძალიან კარგია!!! ♥ ♥ ♥

--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline წევრი zoi

ძალიან მაგარია მარა ცოტა პატარა თავებიააა

 


№3  offline წევრი ნენე

ახლა ვწერ ახალ თავს...
ძალიან დიიიდიი დიიიდიი მადლობა ყველას!
--------------------
დარაბებს მიღმა,გაზაფხულია... გამოიდარებს,მე მჯერა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent